3.19.2012

გამქრალი ცივილიზაციები: ხეთები:

 საკმარისად უცნობი ხეთები მრავალი საუკუნის მანძილზე ბატონობდნენ ანატოლიაში და ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ ძლიერ თანამედროვეებს.

სამხედრო თვალსაზრისით ძლიერმა ხეთებმა შექმნეს მრავალ აღმოჩენილ ფირფიტებზე აღწერილი ცივილიზაცია.

ალბათ ბალკანეთიდან და შავი ზღვის სანაპიროების გავლით მისული მომთაბარეები ნელ-ნელა, ტალღებად დამკვიდრდნენ ანატოლიაში, მცირე აზიაში. მათ იზიდავდათ წიაღისეულით მდიდარი ეს რეგიონი.

ძვ.წ.2100 წლისთვის მათ დაიპყრეს ავტოქტონური მკვიდრი მოსახლეობა, ხათები ( მრავალი მეცნიერის აზრით ეს ავტოხტონი ხატები ენათესავებოდნენ იბერიელ-კავკასიელ ხალხებს და მათი ენა ახლოს იყო ქართველურ და ჩერქეზულ ენებთან). დამპყრობელმა ინდოევროპელებმა ავტოქტონი ხათებისაგან ოდნავი სახეცვლილებით აიღეს სახელი და ნაწილობრივ მათი რელიგია.  მათ დაარსეს 5 სამთავრო (კანესტი,კუსსარა,ხატტუსა,ზალპა და კურუშანდა) და შემდეგ შექმნეს სახელმწიფო ცენტრალური ხელისუფლებით. მისი დედაქალაქი იყო ხატუსა.


ასე გაჩნდა ხატის ქვეყანაში სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი კომერციული სახელმწიფო და იმ ხანის ერთ-ერთი დიდი ცივილიზაცია, ნამდვილი იმპერია რომელიც გასტანს ძვ.წ.VIII საუკუნემდე.

ხათების იმპერიას ძვ.წ.715 წლისთვის ბოლოს მოუღებენ ასურელები რომლებიც   დაშლიან ხეთების სამეფოებს და ხეთებიც და ხათებიც ასიმილირებული იქნებიან, გაითქვიფებიან სხვა ხალხებში.

ხეთებზე ლაპარაკობს მრავალი ნაპოვნი ძველი ტექსტი.

ინდოევროპელმა ხეთებმა გადაიღეს შუმერული ლურსმული დამწერლობა და და მის საფუძველზე შექმნეს პირველი ინდოევროპული დამწერლობა. ზოგი სწავლულის აზრით ცხენი პირველად გახედნეს ხათებმა, ზოგის აზრით კი ხეთებმა, მაგრამ ორივე შემთხვევაში  ცხენოსნობის, კავალერიის ისტორია სწორედ ამ რეგიონში იწყება.

ხეთებმა თავი გამოიჩინეს მეტალურგიაშიც. მათ შეურიეს ერთმანეთს უკვე ცნობილი ბრინჯაო,კალა და ტყვია და დაამზადეს ბრინჯაოზე უფრო მტკიცე და მაგარი და საბრძოლო და სამეურნეო იარაღებისთვის უფრო გამოსადეგი  რკინა.

ბრიტანელი ო.პ.გარნის
 წიგნი ბაბილონის დამანგრეველ
ხეთებზე//რუსული თარგმანი//.
დიპლომატიის ხელოვნება:
დამპყრობელმა ხეთებმა ააწყვეს ჯარი რომელმაც შესძლო მათი ტერიტორიის დაცვა მათ სიმდიდრეს დახარბებული მეზობლებისგან.

მაგრამ ხეთებმა მათი იმპერია შეინარჩუნეს პოლიტიკითაც.

მათ აპოგეაში ხეთები ბატონობდნენ ანატოლიაში და თანამედროვე სირიის ნაწილში.

ხეთთა იმპერია, მაშ, ესაზღვრებოდა მეორე დამპყრობელ იმპერიას, ეგვიპტეს.

ძვ.წ. 1270 წლისთვის,  ეგვიპტის საზღვართან მდებარე ხეთთა აუღებელ ციხე-სიმაგრედ ცნობილ კადეშთან მოხდა სახელგანთქმული ბრძოლა რომელიც დამთავრდა ისტორიაში პირველი საზავო ხელშეკრულებით. მხარეებს თანაბარი ძალები ჰქონდათ და ვერც ერთ მათგანს ვერ ექნებოდა აბსოლუტური გამარჯვების იმედი. ფარაონი რამზეს II-ის და ხეთთა მეფე მუვატალი II-ის ბრძოლა და კადეშის ხელშეკრულება გადმოცემულია როგორც ხეთურ ისე ეგვიპტურ წყაროებში.

ფარაონმა კადეშის ბრძოლა გამოაცხადა მისი მეფობის მთავარ მოვლენად და ეგვიპტურ გამარჯვებად. რამოდენიმე წლის შემდეგ კი კადეშის ხელშეკრულებამ ოფიციალური სახე მისცა ზავს ორ სახელმწიფოს შორის.

ამ ხელშეკრულების მრავალი ასლი გაკეთდა ვერცხლის ძვირფას ფურცლებზე.

ისტორიაში პირველი ეს საზავო ხელშეკრულება ნაპოვნი იქნა ხეთთა დედაქალაქ ხათუშაში და ეგვიპტეში.

ეს ზავი გაგრძელდა ერთი საუკუნე. ამასობაში ამ ორ იმპერიას შორის აეწყო დიპლომატია.

ახალი მეგობრობის განსამტკიცებლად ხეთების ახალმა მეფე ჰატუსილიმ ხეთი და ეგვიპტელი დედოფლების გაცხოველებული მიწერ-მოწერის შემდეგ ფარაონს უძღვნა ორი ხეთი პრინცესა.

ნეფერტარის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის ფარაონის დიდი მეუღლე გახდა ჰატუსილის ასული მაათორნეფერურე.

ავანგარდისტული სოციალური წყობა:

ხეთების მონარქსიტულ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა მეფე რომელიც ფარაონებისგან განსხვავებით არ ყოფილა ღვთაებრივი არსისა.

ხეთების მეფე ღმერთების მიწას უვლიდა მათი სახელით და ღმერთად გადაიქცეოდა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

მემკვიდრე უნდა ყოფილიყო მეფის მთავარი მეუღლისგან გაჩენილი უფროსი ვაჟიშვილი. ასეთი თუ არ იყო მაშინ მეფე ხდებოდა მეფის და მისი მეორეხარისხოვანი მეუღლის ვაჟიშვილი.

ეს პრინციპები ჩაწერილია ტელებინუს ედიქტად წოდებულ კანონში.

დედაქალაქში ცენტრალიზებულ ხელისუფლებას ახორციელებდნენ მეფე და ხეთების არისტოკრატიული ოჯახები, ხეთებთან მეგობრობის ხელშეკრულების დამდები ხალხების არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. სამეფოს დიდებულები უჯერებდნენ მხოლოდ მეფეს რომელსაც შეეძლო მათი დასჯა მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში.

მარცხნივ ლურჯი ხეთების რაიხიაო და
მარჯვნივ მწვამე-ასურელებისო
რაც შეეეხება ხალხს, ხეთების საზოგადოება იმ დროისთვის შესანიშნავადაა ორგანიზებული. ხეთების სამართალი ანტიკური ხანის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სამართალი იყო.

ნაპოვნია 200-ზე მეტი დაწერილი კანონი. სისხლის სამართლის ნაწილი გულისხმობდა ზარალის ანაზღაურებას და ჯარიმას მაშინ როდესაც იმ პერიოდის ცივილიზაციათა უმრავლესობა წარმოიდგენდა მხოლოდ შურისძიებას.
ასე მაგალითად პლანტაციის კრიმინალურად მოსპობის შემთხვევაში დამნაშავეს ეკისრებოდა პლანტაციის აღდგენა. თუ კი ვინმე დაჭრიდა ადამიანს დამნაშავეს უნდა შეეცვალა მსხვერპლი თუ კი მას არ შეეძლო მუშაობა,გადაეხადა ექიმისთვის დაჭრილის მკურნალობის საფასური, და ა.შ. 

ეს სამართალი ძალიან მოწინავე,ავანგარდისტული იყო იმ ეპოქისთვის და ეხებოდა საზოგადოების ყველა ფენას,თავისუფალ ადამიანებს, ქალებს, ყმა გლეხებს და მონებს.

უმძიმესად მიჩნეულ შემთხვევებში (აჯანყება მეფის წინააღმდეგ, ქალის ღალატი,მონის ჯანყი) ისჯებოდა დასახიჩრებით (ცხვირი,ყურები), მაგრამ სამართლის კოდექსი აზუსტებდა რომ მას არ უნდა ხლებოდა თან არავითარი წამება.

ორ დიდ ჯგუფად, კარად და ხალხად, დაყოფილ ამ საზოგადოებაში ქალს ჰქონდა პრივილეგირებული სტატუსი. 

ქორწინება  ხდებოდა ყიდვით და გატაცებით, მაგრამ გაყრა დაშვებული იყო და უმძიმეს დანაშულად მიჩნეული გაუპატიურების შემთხვევაში მოძალადე ისჯებოდა სიკვდილით.

ამას გარდა, მეფის არყოფნის შემთხვევაში ქვეყანას მართავდა ლეგიტიმური დედოფალი, მეფის მთავარი მეუღლე.


ხეთების დედაქალაქი ხატუსა
(ხატუშა),ლომების კარიბჭე
 
სხვა განსაკუთრებული თავისებურება:
ხეთების მონებს ჰქონდათ ნამდვილი იურიდიული სტატუსი. ხეთები,მაშ, მონებს თვლიდნენ ადამიანებად მაშინ როდესაც სხვა იმდროინდელი ცივილიზაციებისთვის მონა იყო თავისუფალი ადამიანის ქონება. ბატონებს შეეძლოთ მონების გაყიდვა ან დასჯა, მაგრამ მონებს შეეძლოთ ჩივილი სასამართლოში და მათ ჰქონდათ თავისი საკუთარი ქონება.მათ შეეძლოთ თავისუფალ ქალზე დაქორწინება.

ათასი ღმერთის ხალხი:
დიდ მშენებლებად მიჩნეული ხეთები ამაგრებდნენ თავის ქალაქებს გალავნებით და კოშკებით. ამ სიმაგრეების უკან შენდებოდა  ტაძრები. ჰატუშაში იყო 31 ტაძარი სადაც ხშირად სამეფო წყვილის ხელმძღვანელობით ტარდებოდა უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცერემონოები.

საკრალურის სფეროში შემწყნარებელმა ხეთებმა მოახდინეს დაპყრობილი ხალხების მრავალი ღმერთის ასიმილაცია. ამან გააჩინა უზარმაზარი პანთეონი., განსხვავებული ი,პერიის სხვადასხვა პროვინციაში.

მაგრამ საერთო ფიგურები გადაიქცნენ ოფიციალურ სამებად:

ილმი, ქარიშხლის ღმერთი,მზის და ქვესკნელის ქალღმერთი უტუ და ბუნების ღმერთი კალ.
ხეთური ომი
ყოველ ტაძარს ჰქონდა ღვთაების ქანდაკება რომელსაც ყოველ დღე უვლიდნენ. ის წელიწადში მრავალჯერ გამოჰქონდათ ტაძრიდან, გაზაფხულის, ხეთთა ახალი წლის შემოდგომის დღესასწაულების დროს. ქანდაკება მიჰქონდათ სალოცავში ქალაქის გარეთ.

მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, იშლებოდა უხვი სუფრა,  იყო სასმელი. იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები. იმართებოდა ნადიმი და წარმოდგენები.

ყველაზე მნიშვნელოვანი უეჭველად იყო გაზაფხულის დღესასწაული რომელიც იმეორებს რეგიონის მოსახლეობათა უმთავრეს მითებს:

კულტურათა ღმერთი ტელეპინუ ბრაზდება და სტოვებს ქვეყანას. ბუნება მაშინვე ირევა და იწყება შიმშილი. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და ტელეპინუს ჭკუაზე მოსაყვანად მის საძებრად მიდიან ღმერთები. მზე ღმერთი აგზავნის არწივს,მაგრამ ამაოდ,მარცხი განიცადა ქარიშხალმაც. ტელეპინუ იპოვა მხოლოდ დედა ქალღმერთის მიერ გაგზავნილმა ფუტკარმა.  ღმერთები მაშინ ატარებენ ტელეპინუს დამამშვიდებელ რიტუალს. კულტურათა ღმერთი მშვიდდება, ბრუნდება და ყველაფერო ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება.

მსხვერპლშეწირვა და ჯადოსნობა:
გავრცელებული იყო ხალხური კულტებიც, მაგია,მისნობა,ჯადოსნობა. მისნობდნენ მსხვერპლად შეწირული ცხოველების შიგნეულობაზეფრონველების ფრენით და გველთა მოძრაობით. ამ რიტუალების მიზანი იყო მორწმუნიდან ავსულის განდევნა ან ავადმყოფის მკურნალობა.

ხეთების,ალბათ უფრო ხათების, ხარი.
დაპყრობილი ხალხების რელიგიებითაც შთაგონებულმა რელიგიურმა პრაქტიკამ ბიძგი მისცა ხეთური კულტურის განვითარებას. კლდეებში გამოკვეთეს ბარელიეფები. გაჩნდა დახვეწილი კერამიკა, ოქროს,ბრინჯაოს თუ სპილოს ძვლის ქანდაკებები რომლებიც გამოსახავდნენ ადამიანის სახიან ღმერთებს.... იმპერიის დროს ყოველდღიური ცხოვრების სცენებს წარმოადგენდნენ მხოლოდ რელიგიური ცერემონიების გარემოში. შEნობების წინ დგავდნენ ცერემონიების გამოსახულებებით დაფარულ ორთოსტატებს (ქვის ბლოკებს)...

(ფრანგული ჟურნალი "მეცნიერების დოსიეები», საგანგებო ნომერი «გამქრალი ცივილიზაციები»).

ფრანგი სწავლული ბერნარ კულიეს და სხვა მეცნიერთა თქმით დამპყრობელი ინდოევროპელების და დაპყრობილი არაინდოევროპელი ხათების მიერ შექმნილი ბრწყინვალე ხეთური ცივილიზაცია წალეკა და მოსპო ინდოევროპელთა სხვა შტომ, თრაკიელ-ფრიგიელებმა, რომლებმაც ძვ. წ. 1200 წლისთვის გადალახეს ჰელესპონტი,მოსპეს ხეთების იმპერია და დასახლდენენ  მცირე აზიაში. შემდეგ,ძვ. წ. 600 წლისთვის მათ მოსპეს იბერიელ-კავკასიელთა სახელმწიფო ურარტუ და დამკვიდრნენ მის მიწებზე. ამ თრაკიელ-ფრიგიელთა და გადარჩენილ იბერიელ-კავკასიელ ურარტთა შერევის შედეგად საუკუნეთა მანძილზე გაჩნდა მოძმე სომეხი ხალხი //გ. მ.//.



ხეთების მთავარი ღმერთი ტეშუბიმმეხისა 
და ელვის მტყორცნელი,ომის მფარველი,
რელიეფი ხატუსას კარიბჭეზემძვ.წ.მეორე ათასწლეული








       

No comments: