ფუტურისტები-Severini, Boccioni, Marinetti,Carra y Russolo, 1910 |
სტილები «მოდერნი» და «არ ნუვო» XIX საუკუნის სულ ბოლოს გადაიქცნენ სიმბოლიზმიდან და რომანტიზმიდან ავანგარდამდე, ესე იგი სიცოცხლის საიდუმლოთა წვდომისკენ მოწოდებული ხელოვნებისგან ამ ცხოვრების გარდაქმნისაკენ მოწოდებული ხელოვნებისკენ გადასროლილ ხიდებად.
მოდერნ-მსოფლმხედველობის იდეოლოგმა უილიამ მორისმა (მისი ფანტასტიური რომანი « ცნობები არსაიდან» ლაპარაკობდა ოუენის «ახალი ჰარმონიის» პრინციპების თანახმად აგებული მომავლის შესახებ) უკვე 1884 წელს თავის ლექციაში «ხელოვნება და სოციალიზმი» ილაპარაკა ჯადოსნურ მანქანებზე რომლებიც სამართლიანად ორგანიზებული ადამიანების ხელში ამსუბუქებენ ადამიანის შრომას, აუმჯობესებენ ყოფას და ყოფითი საგნების წარმოებას.
მანქანისა და მისი კულტურულ-სოციალური ფუნქციის საკითხი საუკუნეთა მიჯნაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო მორისისათვის და მისი მიმდევრებისთვის.
ერთის მხრივ აღიარებდნენ რომ კონვეიერი სახეს და ესთეტიკურ ღირებულებას უკარგავს საგნებს,ტოვებს მარტო შიშველ ფუნქციას და «დაშტამპულ» საგნებს შორის მოხვედრილი ადამიანი ვერ იქნება ემოციურად სრულფასოვანი, მისი შინაგანი სამყარო გაღარიბდება.
მეორეს მხრივ ითვლებოდა რომ საზოგადოების უფრო სამართლიანი და გონივრული მოწყობისას, როდესაც ყველა ადამიანი დაკავებული იქნება სასარგებლო შემოქმედებითი შრომით მანქანები საჭირო იქნება მხოლოდ საგნების შექმნის საწყის, პირველ სტადიაზე და საგნების მხატვრულად «განასრულებენ» ბაზრის «ანტიმხატვრული» მოთხოვნებისგან თავისუფალი უნიკალური ოსტატები.
თავისი გურუ მორისის კვალზე მოდერნის ბევრ მხატვარს სჯეროდა უკლასო და უსახელმწიფო მომავლის სწრაფი დადგომისა.
ასეთი საზოგადოება მათ წარმოედგინათ «ახალ ედემად» სადაც ყოველი მოქალაქე არის მხატვარი,მეცნიერი,პოეტი და პოლიტიკოსი. ასეთი მოქალაქე თავისუფალია მხოლოდ არსებობისთვის შრომისგან.
მოდერნის სოციალურ უტოპიას მთლიანობაში სწამდა კაცობრიობის «კულტურული ევოლუციისა».
მხატვრების კონტაქტები მემარცხენე პოლიტიკოსებთან არ ყოფილა სისტემატური და შემოიფარგლებოდა ინტელექტუალური სიმპატიით.
უშუალოდ ავანგარდის პირველივე მიმართულებამ შეცვალა ვითარება. ფრანგი ფოვისტების («ველურების») 1905 წლის გამოფენას წამყვანმა პარიზელმა კრიტიკოსმა სარ პელადანმა უწოდა « ანარქისტული ხელოვნების დარბაზი». ეს სახელი არც ისე განყენებული იყო როგორც დღეს შეიძლება ვიფიქროთ.
«ველურები», რომელთა შორის არც ერთი არ ყოფილა 30 წელზე უფრო უფროსი, ფერს აიგივიბდნენ დინამიტთან დახელოვნებას თვლიდნენ გადასვლად «აუცილებლობის სამყაროდან» «თავისუფლების სამყაროში».
მრავალი მათგანი, მაგალითაფ ვლამინკი და დერენი აქტიურად თანამშრომლობდნენ ჟან გრავის ულტრამემარცხენე ჟურნალთან « რევოლტ» («ჯანყი»), ხატავდნენ აქტუალურ კარიკატურებს და გეგმავდნენ «რევოლუციის შემდგომ დასახლებებს». ისინი ოცნებობდნენ მომავალი საზოგადოების დეზურბანიზაციაზე. პოლიცია უთვალთვალებდა მათ და მას არაერთხელ გაუჩხრეკია კეს ვან დონგენის და დიუფის სახელოსნოები, სადაც პოულობდა პროპაგანდისტულ ბროშურებს და სინდიკალისტური პლაკატების ესკიზებს.
მთავრობის საწინააღმდეგო პრესაში ფოვისტებს რეკლამას აქტიურად უწევდა კროპოტკინის ახლო მეგობარი ფელიკს ფენონი და მათი გამოფენების აკრძალვა არაერთხელ გაუუქმებია სორელის მიმდევართა ჯგუფის წევრს, სოციალისტ დეპუტატ მარსელ სემბას.
ავანგარდული ექსპერიმენტული ხელოვნება უკვე მაშინ დაუახლოვდა მაქსიმალურად რადიკალურ მემარცხენე მოძრაობას, მეტიც, ცალკეული მხატვრები შედიოდნენ რევოლუციურ ორგანიზაციებში. ჟურნალისტები, გალერეის მფლობელები მალე მიხვდნენ რომ მათი მხარდაჭერის გარეშე მატვარი მუნჯია და უცნობია და ისინი ფენდნენ და რეკლამას უკეთებდნენ ნაკლებად საშიშებს.
ბურჟუაზიული პრესა და რესპექტაბელური გალერეები ქმნიდნენ აპოლიტილიკურ ლიდერს, მოძრაობის ისეთ «ემბლემას» რომლის საწინააღმდეგოც ხელისუფლებას არაფერი ქონია.
ფოვისტების შემთხვევაში ემბლემის საპატიო წოდება მიანიჭეს უდავოდ ნიჭიერ მატისს. მაგრამ იყვნენ არანაკლებ ნიჭიერი უფრო უცნობო «ველურებიც».
მატისის მსოფლიო დიდების საიდუმლო მის ნოვატორობაში კი არა მის აპოლიტიკურობაშია და დიზაინერულ, «გამფორმებელ» ანუ სულაც არაავანგარდისტულ მიზნებში.
მატისის ფილოსოფია მუდამ დაიყვანებოდა იმაზე რომ «უმოწყალო ცხოვრებით» დასახიჩრებულ ადამიანს მუდამ შეეძლო «სინამდვილის საშინელებათა» დავიწყება მისი სურათების «ფერის სამოთხის სიმფონიის» სიტკბოში ნანავისას.
( ანუ მატისს კარგად ესმოდა ხელოვნების თერაპიული დანიშნულება და მადლობა მას,გ.მ.).
არაა საკვირველი რომ მატისმა სახელი გაითქვა როგორც «გამოჩენილმა ფოვისტმა» და შემდეგ კი საერთოდ ფოვიზმის დამფუძნებელმა.
1919 წელს გამოჩნდა კოლექტიური მანიფესტი « ყველა მხატვარს!» რომლის შემდეგაც გერმანული ექსპრესიონიზმი დაუახლოვდა პრაქტიკულ მარქსიზმს.
პეხშტაინი და ფელიქსმიულერი 1920-ანი წლების მიჯნაზე შევიდნენ ღიად პრობოლშევიკური ორიენტაციის «ნოემბრის ჯგუფში». ხეკელი და შმიტტ-როტლუფი კი გახდნენ ლუნაჩარსკისთან და ლუკაჩთან დაკავშირებული «ხელოვნების საბჭოს» წევრები.
«ოქტომბრის ჯგუფი» და საბჭო» აფორმებენ მემარცხენეთა პლაკატებს, ჟურნალებს, სააგიტაციო ბროშიურებს, პოლიტიკურ მინიწარმოდგენებს რომლებსაც აჩვენებენ პირდაპირ კომუნისტთა მიტინგებზე.
პეხშტაინი ამბობდა რომ მათი ხელოვნება მოვალეობაა ხალხის წინაშე და ექსპრესიონიზმი გერმანიაში ისევე აახლოებს რევოლუციას როგორც განამანათლებლობა აახლოებდა 1789 წელს საფრანგეთში.
ექსპრესიონისტების და ანარქო-სინდიკალისტების საერთო ჟურნალი «აქსიონ»
( გამოსცემდა ბაკუნინის მოწაფე პფემფერტი) სურათების რეპროდუქციების გვერდით აქვეყნებდა ტროცკის, ლენინის,ლიუქსემბურგის და ლუნაჩარსკის წერილებს.
ახალ ესთეტიკას და ახალ პოლიტიკას ასევე აერთიანებენ გამოცემები «ტრიბუნა», «ახალი გერმანია», «მაღალი ნაპირი».
იმავე წლებში ექსპრესიონისტი ფაინინგერი წერს თავის სახელგანთქმულ ნაშრომს « სოციალიზმის კათედრალი».
« ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ, ამბობდა ფაინინგერი თავისი გამოფენების ერთ-ერთ კატალოგში, რომ ახალი ხელოვნება არ იყოს უბრალოდ შემზარავი ყვირილი ღამის სიბნელეში, ის უნდა იყოს ასევე განრისხებული და რისხვით ადუღებული მოედნის იმედის მომცემი წითელი დროშა».
1930-ანი წლების შუა ხანებში ენერგიულად განვითარებადი ეს მიმართულება ძალით დათრგუნეს და დაარბიეს. ექსპრესიონისტობაში და წითლებთან თუ სხვა «გქამოდეგენერატებულ გადახრებთან» კავშირში გამოჭერილ მხატვრებს ასახლებდნენ, ანთავისუფლებდნენ სამსახურიდან, მიაჩუმებდნენ ამ უბრალოდ ამწყვდნენ «მუშათა ფრონტის» მათ ამხანაგებთან ერთად.
პაბლო პიკასოს მემარცხენე, უფრო კონკრეტულად პროსაბჭოთა სიმპატიები კარგადაა ცნობილი. 1920-ანი წლების დასაწყისის ბარსელონაში ის გატაცებული იყო ბაკუნინში შეყვარებული მწერალი ბროსის პროზით. მაგრამ შემდეგში ის ანტიფაშიზიმისკენ და სოვეტიზმისკენ გადაიხარა. ესპანეთის რესპუბლიკური მთავრობა 1937 წელს მას ნიშნავს პრადოს საპატიო დირექტორად.
პიკასო მაშინვე აკეთებს ორმაგ ოფორტს «გენერალი ფრანკოს ილუზიები და ტყუილი».
ის ანტირესპუბლიკურ ფრონტს გამოსახავს ადამიანების მჭამელ საზიზღარ «სპრუტომანქანად».
ამ ოფორტიან პროკლამაციებს რეაქციის მამხილებელი ტექსტის თანხლებით ავიაცია აყრიდა ფრანკისტთა პოზიციებს.
1937 წლის 1 მაისს პიკასო იწყებს მუშაობას «გერნიკაზე» რომელიც ეძღვნება ბასკური ქალაქის ბარბაროსულ დაბომბვას. პარიზულ გამოფენაზე ერთმა გერმანელმა გენერალმა გადაწყვიტა თავისი დახვეწილი გემოვნების დემონსტრაცია, აღტაცებული გაშეშდა «გერნიკას» წინ და იკითხა: « ვინ გააკეთა ეს?» «თქვენ!» დაუფიქრებლად უპასუხა პიკასომ.
1944 წელს პიკასო შევიდა საფრანგეთის კომპარტიაში და სიცოცხლის ბოლომდე არ უთქვამს უარი «გერნიკაში» გამოხატულ პოზიციაზე.
პიკასომ საერთაშორისო სახელი მოიხვეჭა უკვე 1900-ან წლებში კუბიზმის გაჩენასთან ერთად.
ამ მიმართულების მეორე მამა-დამფუძნებელ ჟორჟ ბრაკს ჰქონდა კუბისტური ფორმების კუთხოვანების და ბრტყელი ხასიათის გამამართლებელი გონებამახვილური თეორია.
ბრაკი აგროვებდა აფრიკულ ქანდაკებას და «პრიმიტიული» ხალხების ხელოვნების ნაწარმოებებს და ამ გატაცების გავლენა კუბიზმის პრინციპებზე უეჭველია.
ხელოვნებაში და პოლიტიკაში ევროპოცენტრიზმის მოწინააღმდეგე ბრაკი ამტკიცებდა რომ კუბიზმი იქნება აფრიკელი, კუნძულების და ამერიკის მკვიდრი ხალხების მიერ «თეთრთა ცივილიზაციის» მხრიდან ჩაგვრისა და კოლონიზაციისთვის ასიმეტრიულად გაცემული პასუხი.
ჩაგრული ხალხები, რომლებიც ვერ უწევენ წინააღმდეგობას კაპიტალისტურ ევროპას სამხედრო თუ ეკონომიკური ძალით განახორციელებენ კულტურულ ექსპანსიას და დაპყრობლებს დააძალებენ სილამაზის თავის საკუთარ არარენესანსულ სტანდარტებს და ასე გაიმარჯვებენ სულიერად კოლონიალურ ომში. შემდეგ კი დადგება კოლონიალური გამოწვევისთვის უფრო არსებითი პასუხის გაცემის დრო.
კუბისტური მოძრაობა ბრაკის აზრით იყო იმდროინდელ ევროპაში კოლონიზებული ხალხების ცნობიერების წარმომადგენელთა «ესთეტიკური ექსპანსიის» დასაწყისი. კუბისტები კი მისი აზრით ამ ექსპანსიის მოწინავე რაზმის წევრები იყვნენ.
შეიძლება კამათი იმაზე თუ რამდენად სერიოზულად იყო ეს ნათქვამი, მაგრამ სწორედ ამ იდეების და ესთეტიკის გავლენით გაჩნდა 1920-ანი წლების მექსიკაში რივერას, სიკეიროსის და ოროსკოს «მურალიზმი».
ამ მხატვართა პოლიტიკური სიმპატიები კი იყოფოდა ტროცკისა და სტალინს შორის.
1912-1916 წლებში კუბისტების მიერ დამფრთხალ-დაშინებული პრესა მათზე წერდა როგორც «კანონმორჩილი ადამიანების თავზარდამცემ მიმართულებაზე» ან როგორც « ესთეთიკაში 1789 წლის პრინციპების განხორციელებაზე».
მოგვიანებით სწორედ კუბისტების წინააღმდეგ გამოიყენეს «არასასურველი» აზრის ნეიტრალიზაციის მეორე ძლიერი საშუალება, მოძრაობის ძირითადი ნაწილის გადართვა უფრო კომერციულ და უტილიტარულ საქმიანობაზე.
კუბიზმის «ვარსკვლავები» ჯიუტად ანტიბურჟუაზიულები იყვნენ, მაგრამ ხელოვნების ბაზარმა ყურადღება მიაქცია ნაკლებად ნიჭიერ და თავდაპირველი იდეების არც ისე გამზიარებელ უმრავლესობას რომელსაც შესთავაზა მომგებიანი და უწყინარი სამუშაო.
ასე მოხდა რომ უკვე 1920-ანი წლების შუა ხანებში «კუბისტური მანერა» ევროპაში იქცა აფიშების,სარეკლამო პლაკატების,მოდების ჟუნალების ყდების და ძვირი სასტუმროების ესთეთიკად.
საკმაოდ ზედაპირულია იტალიური ფუტურიზმის ხშირი გაიგივება ფაშიზმთან. ყველაზე აქტიიური და შთამბეჭდავი ფუტურისტების ათეულში თავიდან შედიოდნენ ჯაკომო ბალა-პროლეტარული სოციალისტი ბოჩონი და სევერინი, იმდროინდელი იტალიის მარქსისტულ გამოცემათა უმეტესობის მუდმივი მკითხველები და გამფორმებლები.
კარა იყო ანარქისტი და მეგობრობდა კროპოტკინის მიმდევარ მალატესტასთან.
უფრო რთულია ფუტურისტი ნომერი 1 მარინეტის შემთხვევა.
თავიდან ის ანარქისტულ ჟურნალში «დემოლიდიონე»
( «მოსპობა») რედაქციასთან ერთად წერს მანიფესტს «ჩვენი საერთო მტრები» და მკითხველებს მოუწოდებს ბრძოლისკენ კლერიკალიზმთან, აკადემიზმთან, ბურჟუაზიულ პაციფიზმთან,პედანტიზმთან და გასაშუალებულ უსახურობასთან.
კაპიტალიზმი მარინეტის თქმით არის «ყრუ ეგოიზმის კატაპულტა» და ოფიციალური პოლიტიკა კი «გაუმაძღარი სამოქალაქო კაციჭამიობა».
მაგრამ მალე მარინეტის გული აეყრება მემარცხენეებზე და მათ ლოღიკას ის უძახის «კუჭის აზროვნებას».
საპასუხოდ მემარცხენეებმა მარინეტის დაარქვეს «ინდუსტრიულ ხანასთან თავით დაჯახების გამო გაგიჟებული აზნაური».
ბიოგრაფების თქმით ხან ბალას და სევერინის გავლენით ემხრობოდა ალიანსს მემარცხენე რადიკალებთან( მანიფესტში «სილამაზე და ძალადობის აუცილებლობა» რომელშიც იოლად ამოიცნობა სორელის იდეები) ხან კი ეჭიდებოდა მისთვის მუსოლინის მიერ დაპირებულ პრივილეგიებს და წოდებებს
( «აკადემიკოსის» დიპლომამდე).
კომინტერნის მეორე ყრილობაზე ლუნაჩარსკი იტალიურ დელეგაციას ეუბნებოდა: « თქვენ გყავთ ერთი რევოლუციონერი და ინტელექტუალი ერთდროულად- მარინეტი».
ამას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა იტალიური კომპარტიის იდეოლოგი ანტონიო გრამში, რომელმაც «ორდენე ნუოვოში» დაწერა პოლემიკური წერილი «მარინეტი-რევოლუციონერი?»
ნებისმიერ შემთხვევაში ფუტურისტთა უმრავლესობა თავიდან თავს უფრო «წითლებთან» აიგივებდა ვიდრე «ყავისფრებთან», არ დაგვავიწყდეს რომ ფაშიზმის ყველა «მუტაცია» კიდევ წინ იყო და ბევრი მას უყურებდა როგორც ერთ-ერთ ანტიბურჟუაზიულ მოძრაობას.
ევროპული გაზეთების უმრავლესობის მიერ დაბეჭდილ პირველივე ფუტურისტულ მანიფესტში ნათქვამია:
«ჩვენ ვუგალობებთ მუშათა ხმაურს, პროტესტის მხიარულ ხმას და აჯანყებული ბრბოს ღმუილს, ჩვენს ქალაქებში რევოლუციური ქარიშხლის ჭრელ მრავალხმიანობას, ღამის ბღავილს პრტებში და გემთსაშენებში ელექტრომთვარეების დამაბრმავებელ სინათლეში. დაე ქარხნები მოეჭიდონ ცას თავის ბოლების ძაფებით, დაე აეროპლანების ხრახნთა ზანზარი შეერიოს დროშების ტკაცუნს და ხალხის ტაშს».
ყველაზე სახელგანთქმული ფუტურისტი რუსოლოს სურათი «აჯანყება» 1919 წელს გადაიქცა საყოველთაო გაფიცვისკენ მომწოდებელ კომუნისტურ პლაკატად.
იტალიაში მოძრაობის გამარქსისტულებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა მემარცხენე ფუტურისტმა რუჟენა ზატკოვამ ჟურნალიდან «რომა ფუტურისტა». ტურინის პროლეტკულტმა 1922 წელს მოაწყო საერთაშორისო ფუტურისტული ფესტივალი.
ამ მომენტიდან ტურინი იქცა «წითელი ფუტურიზმის» არაოფიციალურ დედაქალაქად.
ზატკოვა აქტიურად თანამშრომლობს სხვა მხატვარ ფუტურისტთან და იტალიური კომპარტიის დეპუტატთან ამხანაგ რემონდინოსთან.
გაჩნდა პროლეტარული კულტურის ერთობლივი მარქსისტულ-ფუტურისტული ინსტიტუტი და მისი მთავარი ორგანო «დინამიტი».
თეორეტიკოსი, არქიტექტორი და ფერმწერი პალადინი «ახალგაზრდა სოციალისტში» ბეჭდავს მანიფესტს «კომუნისტური ხელოვნება» და ცდილობს დუჩესთან გაუთავებელი კომპრომისებით კომპრომეტირებული მარინეტის ტახტის განზე გაწევას.
1924 წელს გამოდის სოჯეტის უმნიშვნელოვანესი წიგნი «ფუტურიზმი და კომუნიზმი».
მთელ იტალიაში ტურინის მსგავსად გავრცელდა «ფუტურიზმის პროფკავშირები», რომლებიც მოზნად ისახავენ მებრძოლ მუშათა ახალი ყოფის და ახალი ცნობიერების შემუშავებას. მუდამ კამათობენ იმაზე თუ რა სჭირდება პირველ რიგში ახალ პროლეტარულ ცივილიზაციას რომელშიც აღარ იქნება კლასები, შიმშილი, სიღატაკე და დამამცირებელი პროფესიები.
ჯაკომო ბალამ თავის ორ ქალიშვილს დაარქვა ახალი სახელები «პროპელერი და სინათლე. მისი სურათები «თოფის გასროლა», «სამუშაო დღე», ისევე როგორც კარის «ანარქისტის დაკრძალვა» გადაიქცნენ სოციალური რევოლუციონერების «პაროლებად».
რუსოლოს გენიას წყალობით გაჩნდა «ხმაურის» («ბრუისტული») მუსიკა რომელიც გადაიქცა «ინდასტრიელად» და ეს უკანასკნელი დღემდე არის ერთ-ერთი ყველაზე «შეურიგებელი» მუსიკალური სტილი.
ოფიციალური ფაშისტური პრესა «რომა ფუტურისტას» და ტურინის მაგალითს უძახოდა «იტალიაში ბოლშევიზმის მეხუთე კოლონას».
მალე ფაშისტები სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ და მემარცხენე მხატვართა უმრავლესობას მოუწია ან ხმის ჩაგდება ან წასვლა იტალიიდან.
მუსოლინის ხანაში ფუტურიზმი რჩებოდა სახელმწიფოს მიერ აღიარე»ბულ სტილად მაგრამ ეს იყო გულდაგულ «გამარგლული» ფუტურიზმი, ყველაფერი «ანტიიტალიურისგან» და «ბოლშევიკურისგან» გაწმენდილი ფუტურიზმი.
ასეთ «სახელმწიფოებრივ ფუტურიზმში» აქცენტი გადასვეს ჯარის,პატრიოტული გმირობის და ეროვნული ტექნიკის განდიდებაზე...
-------------------------------------------------------------------------
აი რას წერდა რუსულ ფუტურიზმზე რუსული საზღვარგარეთის პოეტი,პროზაიკოსი,პუბლიცისტი, დ.ს.მერეჟკოვსკის და ზ.ნ. გიპიუსის ლიტერატურული მდივანი ვლადიმირ ანანიევიჩ ზლობინი( 1894-1967).
«... ფუტურიზმმა დიდი ხმაური ატეხა რუსეთში და უცხოეთში, მასზე კამათობდნენ,მაგრამ მისი ნამდვილი არსი ცოტა ვინმემ თუ გაიგო. «მოდის სამყაროს დასასრული», დოსტოევსკის ეს სიტყვები არავის გახსენებია.
... ბოლშევიკების წინამორბედი ფუტურისტები იყვნენ საცოდავი და უმწეო ლეკვები, მაგრამ მათში, ისე როგორ მზე წყლის წვეთში, აირეკლა საშინელი და ჭკვიანი სულის, თვითმოსპობის და არარაობის სულის სახე».
ფუტურიზმის კავშირზე ბოლშევიზმთან, «სამყაროს დასასრულთან» წერდა დ. მერეჟკოვსკი:
« ფუტურიზმი ჯერ არაა დასასრული, ესაა დასასრულის ცდა,-ამბობდა ის მარინეტის მანიფესტის შესახებ,-ერთ-ერთი წარუმატებელი ცდა».
მაშინ არავინ შეხედა ამას სერიოზულად. «აპოკალიპტური ანეგდოტი», იცინოდნენ განათლებული ადამიანები.
მაგრამ «ანეგდოტი» იქცა სინამდვილედ. მარინეტის მანიფესტმა შეაღწია ხორცში და სისხლში.
მან შეიძინა მოულოდნელი ძალა რომელიც ლენინის და ტროცკის სახით უკვე სამი წელი ემუქრება ევროპა «ჯერაც არნახული ძვრით».
«ჩვენ ვამზადებთ მექანიკური ადამიანის შექმნას», ამბობს მარინეტი.
მექანიკური ადამიანი ავტომატია.
განა ადამიანის ავტომატად გადაქცევას არ ისახავს მიზნად ლენინიც?
ორივეს სურს ადამიანის მოკვლა, მათ სურთ ნგრევა, მოსპობა, არარობა...»
ალექსანდრ ივანივიჩ კუპრინი, «ფუტურისტები და ბოლშევიკები, ვ.ვ. მაიაკოვსკი პრო ი კონტრა»»;
ალი ხან « ა.ი. კუპრინი», ფუტურისტები და ბოლშევიკები,1920, ბოლო გამოცემა 2006.
« ისინი ნამდვილი ნათესავები არიან. ყოველ შემთხვევაში მამით.
ისინი გააჩინა რუსულმა ნიჰილიზმმა, მახინჯმა და სასაცილო საშინელებამ.
ნიჰილიზმმა რომლისთვისაც უარყოფა აზროვნების მეთოდი კი არა თვითმიზანი იყო. უარყოფა უარყოფის გულისთვის.
- მთელი თქვენი პუშკინი და მთელი ძველმანი არ ღირს ჩემს გაცვეთილ ჩექმად!-ღრიალებს ესტრადიდან ახალგაზრდა კაცი რომლის მასხარის სამოსის ნახევარი ყვითელია და ნახევარი-ცისფერი, სახე კი მოხატული აქვს მწვანე ვარსკვლავებით და წითელი ნახევარმთვარეებით.
- ძირს პუშკინი, მე ვარ ერთიანი მსოფლიო გენია: მე! ვლადიმირ შერშენევსკი!
ყოჩაღ,მიდი, რიჟა, ყვირის აღფრთოვანებული მოდერნიზებული პუბლიკა რომლისთვისაც სულ ერთია თუ ვის დაუკრავს ტაშს,შემოხეტებულ იტალიელ მარინეტის,ცირკის ალი-ბაბას, რომელიც ყლაპავს ალმოდებულ ძონძს თუ სკეიტინგ-რინგის მეფეს.
«ღმერთი არაა! რელიგია-ოპიუმია! სამშობლო კი სულელური სოციალური აბსურდია! ქორწინება უხამსობაა!
ოჯახი უაზრობაა! გაუმარჯოს III ინტერნაციონალს და წითელ კომუნას!!!»
- ურა,ამხანაგო ლენინ!-ღრიალებენ შეგნებული რევოლუციონერები...
ფუტურიზმი ჩაისახა მგვიანებით, მაგრამ მხოლოდ სპირტიანი ქილისათვის ვარგისი უდღეური მახინჯის სახით გაჩნდა უფრო ადრე...
ბოლშევიზმი გაჩნდა ატილასავით ბანჯგვლიანი, კვილებით უსასო პირში და მაშინვე დაასისხლიანა დედას მკერდი.
ორივე დროებით გააჩინა არა სიყვარულმა, არა სურვილმა, არა რწმენამ, არამედ გათახსირებულმა შემთხვევითობამ, ბუნების მთვრალმა ხუშტურმა.
სჯერათ რომ რწყილები თავისთავად ჩნდებიან ქვიშაში წვიმის შემდეგ.
ფუტურიზმი სასაცილოა, ბოლშევიზმი-საშინელი, მაგრამ მათი ზოგადი საერთო ნიშნებია მოგონილობა და უსარგებლობა.
ფუტურიზმი შეიძლება გაიგო და გაამართლო დასავლეთში სადაც ენა ჩამოყალიბდა მტკიცე,გარკვეულ ფორმებში,სადაც ცხოვრება ისხმება მზა შაბლონებში. იქ ფუტურიზმი ეძებს სივრცეს, ცდილობს ახალი გზების გაყვანას... მაგრამ რაში სჭირდება ის რუსეთს? ჩვენ ჯერ არ ამოგვიწურავს ჩვენი ენის,ჩვენი ბუნების და ჩვენი ყოფის საგანძურის მცირე ნაწილიც.
ფუტურიზმი ნამდვილად იყო მაიმუნობის ნეხვზე ამოსული იშვიათი,ცუდი, აქოთებული კენკრა.
არსად იგრძნობოდა ბოლშევიზმის გაჩენის საჭიროება.
ბოლშევიზმის გაჩენა უფრო მოსალოდნელი იყო მჭიდროდ დასახლებულ ევროპაში მისი განვითარებული მუშათა კლასით და მწვავე და მწიფე მუშათა საკითხით.
მაგრამ ბრმა ბედმა მოინდომა ამ უდროო,უაზრო, სასტიკი და უსარგებლო ეკსპერიმენტის ჩატარება გადაქანცულ, დაბნეულ და მოუმზადებელ რუსეთში.
უეჭველია რომ ბოლშევიზმი უკვე იხრება რაღაც გონივრული ევოლუციისკენ. სხვა შემთხვევაში მას მოუწევდა ცეცხლი რკალში მოხვედრილი მორიელივით თავის მოკვლა საკუთარ თავში კბენით.
შესანიშნავია რომ ამავე დროს ბოლშევიზმი არ აღიარებს თავის ახლო ნათესაობას სახელისგამტეხ მახინჯელა ფუტურიზმთან. ფუტურისტებს აღარ მიაგებენ პატივს, ისინი აღარავის სჭირდება და ფუტურიზმს მალე ჩასდებენ ქილაში და შემოსდებენ კუნსტკამერის თაროზე სხვადასხვა სიმახინჯეებს შორის.
Куприн Александр Иванович
Футуристы и большевики
В. В. Маяковский: pro et contra / Сост., вступ. статья, коммент. В. Н. Дядичева. -- СПб.: РХГА, 2006. (Русский Путь).
OCR Бычков М. Н.
Они несомненные родственники.
Во всяком случае по отцу.
Родил их русский нигилизм. Уродливое, смешное и страшное явление. Нигилизм, ставящий отрицание не методом мышления, а самоцелью. Отрицание ради отрицания.
-- Весь ваш Пушкин и вся старая рухлядь не стоят моего изношенного сапога! -- кричит с эстрады молодой человек, у которого вся правая сторона клоунского костюма желтая, а левая голубая, лицо же раскрашено зелеными звездами и красными полумесяцами. -- Долой Пушкина! Я есть единый мировой гений! Я! Владимир Шершеневский!
-- Браво, рыжий! -- кричит в восторге модернизированная публика, которой все равно, кому аплодировать -- заезжему итальянцу Маринетти, цирковому Али-Бабе, глотающему горящую паклю, или королю скейтинг-ринга.
"Бога нет! Религия -- опиум! Родина -- глупый социальный абсурд! Брак -- пошлость! Семья -- вздор! Да здравствует III Интернационал и Красная коммуна!"
-- Ура, товарищ Ленин! -- вопят сознательные революционеры, которые самое слово "революция" пишут "леворуция" (от "левая рука").
Футуризм зачат позднее, но появился на свет Божий раньше, в виде неспособного к жизни уродца, годного лишь для музейной банки со спиртом, а пока прозябающего в кювете для недоносков.
Большевизм родился, подобно Аттиле, весь обросший шерстью, с зубами во рту без нёба и сразу же укусил до крови материнскую грудь.
И тот и другой обязаны своим временным, непрочным существованием не любви, не желанию, не вере, а распутному случаю, пьяной прихоти природы. Есть поверие, что блохи сами собою зарождаются, в песке после дождя.
Футуризм смешон. Большевизм страшен. Но основные общие их черты -- придуманность и ненужность.
Футуризм можно понять и оправдать на Западе, где язык кристаллизировался в твердые, определенные формы, где жизнь отливается в готовые шаблоны. Там футуризм ищет простора, пробует пробить новые пути... Но зачем он России? Мы еще не исчерпали и малой части чудесных богатств нашего языка, нашей природы и нашего быта. Поистине футуризм был редкой, скверной, зловонной ягодой, выросшей на навозе обезьянства.
Нигде в мире не чувствовалась необходимость появления большевизма. Скорее можно было бы ожидать его возникновения в Европе, с ее скученностью населения, с ее жгучей остротой и спелостью рабочего вопроса, с широким развитием ее трудящихся масс... Но слепой судьбе было угодно, чтобы именно в России, в момент ее наибольшей усталости, неподготовленности и растерянности, был произведен нелепый и гибельный эксперимент. Едва завязавшийся бутон цветка нельзя расколупывать нетерпеливыми пальцами. Резать несозревший нарыв -- значит распространять яд по всему телу, причиняя страшную боль. Большевистские опыты были так же несвоевременны, жестоки и бесполезны.
* * *
Большевизм, несомненно, уже склоняется к какой-то разумной эволюции, иначе бы ему предстояло, как скорпиону в огненном кольце, окончить жизнь самоубийством, ужалив себя самого в голову. Он ищет свежего воздуха.
Замечательно, что в то же время он заметно уклоняется от признания своего близкого родства с компрометантным уродцем. Футуристы больше уже не в чести и не в спросе. Близко время, когда его придется заключить в банку и поставить на полочку в кунсткамере, "в числе прочих монстров".
No comments:
Post a Comment