რადიო "თავისუფლება",7.07.1976, "არტილერია სპობს ფრესკებს" // ზ.გამსახურდიას წერილი//.:
"დავით გარეჯის მონასტერთა უნიკალური კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საარტილერიო პოლიგონი.
დიდი საბჭოთა ენციკლოპედია აღწერს: " დავით გარეჯის გამოქვაბულებში მონასტერთა კომპლექსი მდებარეობს თბილისიდან 69 კილომეტრის მოშორებით. იქ აგებულია რამოდენიმე ათეული უნიკალური ნაგებობა-დავითის ლავრა, უდაბნო, დოდო და ნათლისმცემელი. ეს მონასტრები გაჩნდნენ მეექვსე საუკუნის დასაწყისში, მეათე-მეცამეტე საუკუნეებში იქ გაიმართა მონასტრები უდაბნო, ბერთუბანი... მრავალ მონასტერში გადარჩა მეექვსე-მეთოთხმეტე საუკუნის ძვირფასი ფრესკები."
უნდა აღინიშნოს რომ კლდეებში გამოკვეთილი ასეთი მონასტრები შეიძლება ვნახოთ მხოლოდ ინდოეთში და ეგვიპტეში.
1948 წელს აქ გამართეს საარტილერიო პოლიგონი. იყო შემთხვევები როდესაც სამიზნეებად ქცეული იყო გამოქვაბულები ძვირფასი ფრესკებით.
იღუპება უნიკალური ისტორიული მონუმენტი. მთლიანად დანგრეულია მონასტერი ბერთუბანი. საფრთხეშია რესტავრატორთა სიცოცხლე.
1975 წლის 13 სექტემბერს შემდეგი წერილით მივმართე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურ გენერალ-პოლკოვნიკ მელნიკოვს //წერილის ასლი გაეგზავნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრ გრეჩკოს// :
"ქართული კულტურის უნიკალური ძეგლი დავით გარეჯის ტერიტორიაზე არსებობს საარტილერიო პოლიგონი პოლკოვნიკი ადიუკონისის ხელმძღვანელობით. 1975 წელს,სექტემბრის დასაწყისში სროლის დროს გაჩნდა ხანძარი და დაიწვა მონასტრის ტერიტორიაზე მდგარი ხეები. ეს საფრთხეს უქმნიდა მონასტერს,მაგრამ თანამშრომლებმა ჩააქრეს ცეცხლი. საჭიროა პოლიგონის გადატანა მონასტრის კომპლექსის ფარგლებს გარეთ.
სამხედროების ბარბაროსული მოქმედებები სახელს უტეხავენ საბჭოთა კავშირსა და მის არმიას.
გთხოვთ მიიღოთ ზომების ასეთი ვანდალური ქმედებების შესაწყვეტად".
1975 წლის 13 სექტემბერი ზვიად გამსახურდია
ნოემბრის ბოლოს მივიღე შემდეგი წერილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობისგან: "ჩვენ შევისწავლეთ თქვენი წერილი.დაწვრილებითი წერილი გავუგზავნეთ საქართველოს კულტურის მინისტრ ამხ. თაქთაქიშვილს".
კულტურის სამინისტროში მიიღეს შემდეგი ტექსტი:
"სამწუხაროდ მონასტრის ნანგრევები არის ჩვენი პოლიგონის ცენტრში. ჩვენ არ ვაპირებთ პოლიგონის გადატანას. ტურისტები იქ არ უნდა შეუშვან ჩვენი ნებართვის გარეშე.გენერალი მელნიკოვი".
აღმაშფოთებელია ის ფაქტიც რომ მონასტერს უძახიან "ნანგრევებს", მნახველები შეიძლებოდა დარწმუნებულიყვნენ იმაში რომ რამოდენიმე გამოქვაბული მსოფლიო მნიშვნელობის ფრესკებით დაუზიანებელია.
და თუ მუდმივმა საარტილერიო ცეცხლმა რამოდენიმე მონასტერი ნანგრევებად აქცია ჩვენი საუკუნის ყოველი ცივილიზებული ადამიანი უნდა ააღელვოს სამხედროების მიერ შუა საუკუნეების კულტურის მიზანმიმართულმა მოსპობამ.
ამ არნახულ ბოროტმოქმედებას ცინიზმის ზღვრამდე მიჰყავს ბარბაროსული დამოკიდებულება ქართული კულტურისადმი. ამას გარდა კომპლექსში შექმნილია მუზეუმ-ნაკრძალი.
ქართული რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ 1975 წლის 20 ნოემბერს მიიღო დადგენილება კულტურის ძეგლის,დავით გარეჯის მონასტრების დაცვის გაუმჯობესების შესახებ.
აღმაშფოთებელია ის ფაქტიც რომ მელნიკოვის წერილში ლაპარაკია საშვების მიცემაზე მხოლოდ ტურისტებისთვის და მუზეუმის თანამშრომლების სიცოცხლე,ძეგლების სიცოცხლე მათ სულ არ აღელვებთ.
მე მოვუწოდებ საბჭოთა და მსოფლიო საზოგადოებას გამოთქვან პროტესტი ქართველი ხალხის კულტურის ძეგლების მომსპობი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წინააღმდეგ.
1975 წლის 5 დეკემბერი, მწერალი, ფილოლოგი ზვიად გამსახურდია.
//წერილი ამოღებულია შესანიშნავი წიგნიდან "ზვიად გამსახურდია, ავტობიოგრაფია, დამოუკიდებელი საქართველოსთვის". შეადგინა მ.არჩვაძე-გამსახურდიამ, მოსკოვი,1996 წ.,გვ. 202-203,თარგმანი რუსულიდან//.
No comments:
Post a Comment