ბოდლერი ახალგაზრდებისთვის
ერებს დიდი ადამიანები ჰყავთ მხოლოდ მათი ნების საწინააღმდეგოდ.
ყველა რევოლუციის გვირგვინია უმანკოთა ჟლეტა.
მადლობა ჩემო ღმერთო რომ ტანჯვას იძლევით წამლად ჩვენი უწმინდურობისთვის.

თქვენი მხრების დამამსხვრეველი დროის საშინელი ტვირთის ასატანად მუდამ უნდა იყოთ მთვრალი ღვინით, პოეზიით ან სათნოებით. დათვერით!
(ბოდლერის აფორიზმებიდან).
ბოდლერი ფრანგი ახალგაზრდებისთვის-I:
ბოროტება:
ბოროტება:
ბოროტება აშკარად არის კრებული « ბოროტების ყვავილების» თემა, ალბათ
მთავარი თემაც. თვითონ ბოდლერის მიერ « საზარელად» წოდებული ამ წიგნის ლექსები გამოხატავენ სიკეთესა და ბოროტებას, ღმერთსა და სატანას შორის გახლეჩილი ამიანის მდგომარეობის ტრაღიკულ ხედვას. «ყოველ ადამიანში, ყოველ წუთს არის ორი ერთდროული მისწრაფება,ერთი ღმერთისკენ,მეორე სატანასკენ. მოწოდება ღმერთისკენ როდესაც სულიერება არის ამაღლების სურვილი; სატანას მოწოდება როდესაც ცხოველობა არის დაცემით ტკბობა»
(«ჩემი გაშიშვლებული გული»). ამ ხშირად ციტირებულ პასაჟში ბოდლერი გადმოსცემს «ორმაგი მისწრაფების» იდეას.
თავიდან შევისწავლოთ ბოროტების სხვადასხვა მხარე ბოდლერთან;
შემდეგ ვნახოთ თუ რა წამალს სთავაზობს ადამიანებს ბოდლერი ბოროტების წინააღმდეგ. და ბოლოს ვნახოთ თუ როგორ იმარჯვებს ბოროტება ბოდლერის სამყაროში.
1. ბოროტების სხვადასხვა მხარე :
მთავარ ცოდვებს შორის ( ბოდლერი იყენებს ამ რელიგიურ ცნებას) კრებული «ბოროტების ყვავილები» ასახელებს სიძულვილს, პირმოთნეობას და ქედმაღლობას.
სიძულვილი :
სიძულვილი არაა უსიყვარულობა,ის სიყვარულის საწინააღმდეგო რამაა: ამიტომაა რომ სიძულვილი ნეგატიურად ჰგავს სიყვარულს. სიძულვილს აქვს სიყვარულის ორი დამახასიათებელი ნიშანი: ის არასოდეს არ ასვენებს მის მიერ დამონებულ გულს და მას ვერაფერი აკმაყოფილებს ვინაიდან სიძულვილი სიყვარულის მსგავსად პოტენციურად უსაზღვროა. ამ საშინელ იდეებს ბოდლერი გადმოსცემს « დანაიდების კასრში» სადაც ის აცხადებს : «სიძულვილი არის ფერმკრთალი დანაიდების კასრი».
ლაპარაკია ბერძნულ მითზე: დანაოსის ქალიშვილებმა დანაიდებმა
მათი ქორწილის დღესვე დახოცეს თავისი ქმრები და მათ მიესაჯათ ჯოჯოხეთში უძირო კასრის მარადიულად ავსება. ეს მითოლოგიური ხატი მაშ ნიშნავს იმას რომ
სიძულვილი სულში აღძრავს შურისძიების და ნგრევის ისეთ სურვილს რომ ამ კრიმი-
ნალურ წყურვილს ვერ კლავს ვერც « მიცვალებულთა სისხლი და ცრემლები».
პირმოთნეობა :
« ბოროტების ყვავილების» წინათქმად გამოყენებული ლექსი «მკითხველს»-
-ის ბოლოს,
ბოლოს ლექსისა რომელშიც ბოდლერი ხატავს დაცემული, მანკიერებებით დაღრღნილი
კაცობრიობის სურათს არის სახელგანთქმული სტრიქონი :
« პირმოთნე მკითხველო-ჩემო მსგავსო-ძმაო !»
ბოდლერი აღიარებს საკუთარ სიბეჩავეს, აღიარებს რომ მისი გული დაღრღნილია მანკიერებებისაგან, მაგრამ არ იზიარებს აზრს რომ მისი ლექსების
მკითხველს რომელიც უეჭველად შოკირებული იქნება ამ ლექსების გარეგნულად უხამსი ხასიათით, შეიძლება მასზე უკეთესი ეგონოს თავი. თავისი მომავალი მკითხველისადმი ასე მიმართვით პოეტი ალბათ წინასწარ ხედავდა მძაფრ რეაქციებს რომლებსაც გამოიწვევენ მისი ლექსები გამოქვეყნების შემდეგ.
1857 წელს პოეტი მართლაც გაასამართლეს მისი კრებული « ბოროტების ყვავილების» გამო და ბრალად დასდეს « საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფა».
იმავე წელს ასევე მოეპყრნენ გუსტავ ფლობერს და მის რომანს «მადამ ბოვარი». სინამდვილეში ეს პურიტანული საზოგადოება დაღრღნილი იყო იმავე მანკიერებებით რომლებსაც ის გმობდა ბოდლერში.
ქედმაღლობა :
ბოდლერის, თუმცა რამდენადმე ნაკლებად «ორთოდოქსულად» შთამაგონებელ ქრისტიანულ მორალურ აზრში უდიდესი ცოდვაა ქედმაღლობა, რო-
მელშიაც გაუდგავს ფესვი ყველა დანარჩენ მანკიერებას. ქედმაღლობა უნდა განვასხვავოთ უბრალო სიამაყისგან რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი ნიჭისა და ჩვენი ღირსების კანონიერი გაცნობიერება.
ქედმაღლობა არის ადაიანის მეს სიმსივნე, თვითკმაყოფილების სიგიჟე. ღმერთი სამაგალითოდ სჯის მის შეურაცხმყოფელ ქედმაღლობას. ჩვენ ამას
ვხედავთ ნაწარმოებში « ქედმაღლობის დასჯა»,ნამდვილ იგავში რომელშიც ბოდლერი გვიყვება ისტორიას შუა საუკუნეების თეოლოგისა რომელიც უღრმესად ჩასწვდა ღვთაებრივ საიდუმლოებებს. « სატანური ქედმაღლობით» შეპყრობილმა ამ თეოლოგმა ბოლოს და ბოლოს დაიჯერა რომ ის თვით ღმერთზე უფრო ჭკვიანი იყო.
ღმერთმა ქედმაღალი დასაჯა მისი ცოდვის იარაღითვე,ესე იგი ინტელექტით.
ღმერთმა მას წაართვა გონება. დიდი დოქტორი მაშინ «დაემსგავსა ქუჩის
პირუტყვებს».და ამ პირუტყვულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ის მასხრად აიგდეს ბავშვებმა.
2. წამალი ბოროტების წინააღმდეგ :
კათოლიკური მორალით, უფრო ზუსტად პოლიტიკური და რელიგიური ფილოსოფოსი ჟოზეფ დე მესტრის ( 1753-1821) მორალით შტაგონებული ბოდლერი მორალური ავად-
მყოფობისაგან განსაკურნავად გვთავაზობს ორ წამალს : გამწმენდ ტანჯვას
და ღირსება-სათნოებათა « სხვაზე გადატანის» შესაძლებლობას.
გამწმენდი ტანჯვა :
« ბოროტების ყვავილების» პირველ ლექსში «დალოცვა» ბოდლერი აჩვენებს პოეტს რომლის ხვედრიცაა ამ დედამიწაზე უბედურ არსებად ცხოვრება. მაგრამ უმაღლესი ნუგეში მას აძლევს მთელი ამ ტანჯვის ატანის უნარს.ის განიწმინდება და ხდება სამოთხის ღირსი :
« დალოცვილი იყავი, ჩემო ღმერთო, რომელიც ჩვენს უწმინდურობათა ღვთაებრივ წამლად გვაძლევ ტანჯვას».
საერთო ჯამში ბოდლერი აქ იმეორებს განსაწმენდელის, კათოლიკურ დოქტრინას. სადაც არ უნდა იყოს, ამქვეყნად თუ საიქიოში, ღმერთის ამომრჩევი, მაგრამ ჯერ კიდევ მეტისმეტად არასრულყოფილი სული ტანჯვით უნდა განიწმინდოს და ამხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებს ის სამოთხეში მოხვედრას.
სათნოება-ღირსებათა სხვაზე გადატანა :
მაგრამ რა უნდა ვქნათ როდესაც მეტისმეტად დასუსტებულებს გვიჭირს
გამოცდათა, განსაცდელების და ტანჯვის გადატანა? ამ შემთხვევაში არსე-
ბობს სრულყოფის მაღალ საფეხურზე ასული სულის მადლისა და სათნოების მიღების შესაძლებლობა. ამ პარადოქსს უწოდებენ «წმინდანთა ერთიანობას» ან
« სხვაზე გადატანის შესაძლებლობას». ერთ-ერთ ლექსში ბოდლერი ხოტბას ასხავს
მადამ საბატიეს სათნოებებს. ეს ქალი ბოდლერს უყვარს მისტიკური სიყვარულით.
ანგელოზის მსგავსი ეს ქალბატონი შემკულია ყველა ფიზიკური და მორალური ღირსება-სათნოებით. ბოდლერი ღვთისმშობლისადმი ან წმინდანებისადმი
თხოვნით მიმმართველი კათოლიკეების მსგავსად თხონით მიმართავს მადამ საბატიეს რათა მან შუამდგომლობა გაუწიოს ღმერთთან :
« მაგრამ, ანგელოზო, მე შენ გთხოვ მხოლოდ შენს ლოცვებს, ბედნიერებით,
სიხარულით და სინათლით სავსე ანგელოზო!»
პოეტი იმედოვნებს რომ მადამ საბატიეს გამორჩეული ღირსებები მას მოაპოვებინებს ღვთაებრივ მოწყალებასა და პატიებას.
3. ბოროტების ტრიუმფი :
მიუხედავად ამ დახმარებისა ბოროტების წინააღმდეგ «ბოროტების ყვავილების» კითხვისას ჩანს რომ ბოროტება ბოლოს და ბოლოს განუყოფლად ბა-
ტონობს ამ სამყაროში. სული ახირებულად,ჯიუტად მიიწევს ბოროტებისკენ და იკეტება მასში ისე თითქოს ის უკვე ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში იყოს.
გაკერპება ბოროტებაში :
ბოროტება ნარკოტიკის მდგავსად ბოლოს და ბოლოს იმონებს სულს რომელ-
შიც მან მოახერხა შეღწევა: გარკვეული ხნის შემდეგ სულს აღარ ძალუძს ბოროტებისაგან განთავისუფლება. მიმართვაში «მკითხველისადმი» ბოდლერი
შენიშნავდა რომ ბოროტების პერსონიფიკაცია სატანა უტევს თვითონ ნებას რო-
მელსაც ის ბოლოს და ბოლოს სპობს. ბოროტების ტყვეობაში მოქცეულ სულს ბოლოს და ბოლოს აღარა აქვს სიკეთისაკენ სწრაფვის, სიკეთის სურვილის ძალა.
ბოროტებაში ამ გამოუსწორებელ ფიქსაციას ბოდლერი აჩვენებს თხზულებაში
« დონ ჟუანი ჯოჯოხეთში». ჯოჯოხეთის ერთ-ერთ მდინარეში მყოფი დონ ჟუანი არის ნავის უკანა მხარეს. მდინარის ორივე მხარეს მის ყურადღების მიპყრობას,
მისი სინანულის გამოწვევას ცდილობენ ჩრდილები იმათი ვისაც ის ცუდად მოექცა თავის სიცოცხლეში :
«მაგრამ წყნარი, ხმალზე დაყრდნობილი გმირი უყურებდა მდინარეს
და ვერაფერს ხედავდა».
შეჩვენება ამ ცხოვრებაში:
« ბოროტების ყვავილების» მრავალი ლექსი აღწერს გაყინული უიმედობისა-
გან და მოწყენილობისაგან შექმნილ იმდენად ბნელ სულიერ მდგომარეობას
რომ ჩვენ შეგვიძლია მისი გაიგივება ჯჯოჯოხეთში მყოფი შეჩვენებულის მდგომარეობასთან. ასე მაგალითად ლექსში «ნგრევა» ბოდლერი თავს გრძნობს დემონის ტყვედ :
«ჩემს გვერდით განუწყვეტლად მოქმედებს დემონი: ის ცურავს ჩემს ირგვლივ როგორც შეუხებადი ჰაერი».
თეოლოგიური თვალსაზრისით შეჩვენებულთა უდიდესი ტკივილია სამუდამოდ ჩამოშორება ღმერთისაგან, სამუდამოდ განშორება მასთან. სწორედ ამგვარ აბსოლუტურ ღამეს აღწერს ბოდლერი თხზულებაში «განუკურნავი», «ბოროტების ყვავილების» ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ლექსში.
მაგრამ ლექსში აღწერილი ჯოჯოხეთი არაა საიქიოში: ის უკვე აქაა,ამ ცხოვ-
რებაშია და ბოდლერს აწამებს ის რომ პირქუშად ხედავს თავის საკუთარ დაღუპ-
ვას,იმას რომ არც ძალუძს და არც უნდა ხსნა.
ანდრე ჟიდის თქმით « კარგ ლიტერატურას არ ქმნიან კარგი გრძნობებით».
უეჭველია რომ ბოდლერმა თავისი უძლიერესი ლექსები დაწერა ბოროტების გულდას-
მით გაანალიზებით. ძნელია « სიკეთის ყვავილების» მწერალი ბოდლერის წარმოდგენა.
სპლინი:
სიტყვა სპლინი ფუნდამენტურია «ბოროტების ყვავილებში». ის აღნიშნავს ღრმად მელანქოლიურ მდგომარეობას, ძლიერ ნაღველს.
სპლინის მიზეზები ბოდლერთან :
თუ კი ჩავუღრმავდებით მიზეზებს დავინახავთ რომ ბოდლერის სპლინს,
ნაღველს აქვს მეტაფიზიკური საწყისი ( ცნება მეტაფიზიკური მომდინარეობს
ბერძნული გამოთქმიდან მეტა-იქით და ფიზის, ბუნება, მატერიალური არსებობა,
ის აღნიშნავს ყველა წმინდა სულიერ, იდეალურ რეალობას). მაგრამ ნაღველის მიზეზებს შორისაა ბოდლერის მატერიალური ცხოვრების ზოგი გარემოებაც.
იდეალის მიღწევის შეუძლებლობა :
«ბოროტების ყვავილების» პირველი ნაწილის სათაურია «სპლინი და იდეალი».
ეს სათაური გამოხატავს იდეას რომლის თანახმადაც ამ ორ ცნებას შორის არსებობს დაძაბულობა და მეტიც, ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს. იდეალის მიღწევა იქნებოდა სპლინის, ნაღველის ერთადერთი და ჭეშმარიტი წამალი. სამაგიეროდ იდეალის მიუღწევლობა განაპირობებს ამ ნაღველს, სპლინს და ადამიანის სულში დამკვიდრებული ნაღველი იქცევა კიდევ ერთ დაბრკოლებად: ის ატყვევებს სულს, წყვეტს მის სწრაფვას,აქცევს მას წყვდიადში. შპლინის როგორც ციხის ეს ხატი ცენტრალურია ლექსში «სპლინი»:
«როდესაც დაბალი და მძიმე ცა გაწვება როგორც ხუფი».
ამ ლექსში ბოდლერი დედამიწას ადარებს «ნესტიან დილეგს» და წვიმას«დიდი ციხის გისოსებს».
სპლინის ტყვე სულს აღარ შეუძლია იდეალისკენ გაქცევა. ბოდლერის თაობაზე ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა თუ რა არის ეს «იდეალის რელიგია».
ბოდლერის ეს მისტიციზმი არის ქრისტიანობის და პლატონიზმის ბუნდოვანი ნაერთი. ზოგ ლექსში იდეალი ბიბლიის ღმერთთანაა გაიგივებული: « დალოცვაში»
პოეტი წარმოდგენილია ღმერთის რჩეულად რომელმაც სამოთხეში თავისი ადგილი უნდა დაიმსახუროს მიწაზე ტანჯვის მიღებით. ბოდლერი ხელოვნებას განსაზღ-
ვრავს როგორც ადამიანის ღირსების დამამტკიცებელ საბუთს. ხელოვნება ლოცვის მსგავსად მიდის ღმერთის მარადისობამდე. მაგრამ ბოდლერის «იდეალიზმი»
აგრეთვე არის პლატონის ნააზრევის გახსენება. მისი იდეალია მარადიულ,სრულყოფილი
მშვენიერება და მიწიერი სილამაზე არის ამ მშვენიერების ფერმკრთალი ანა-
რეკლი და მეტი არაფერი. ცნება «იდეალი», «იდეალური», მაშ,ბოდლერთან ნიშნავს ყველაფერს ღვთაებრივს, სრულყოფილს,წმინდას, არსებულს მატერიალური სამყაროს მიღმა და ბოროტებით შერყვნილს.
სპლინის, ნაღველის მეორეხარისხოვანი მიზეზი: სიღარიბე:
ნაღველის ყველაზე ღრმა მიზეზი ფილოსოფიურია, მაგრამ არსებობს აგრეთ-
ვე ამ დამღუპბელი მდგომარეობის უფრო «კონკრეტული» და ფარდობითი მიზეზე-
ბიც.
ნაღველის ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი მიზეზი სულაც არაა ორიგინალური,ესაა უფულობა. გავიხსენოთ პოეტის ბიოგრაფიის ეპიზოდი. 21 წლის ბოდლერმა მემ-
კვიდრეობად მიიღო 1827 წელს გარდაცვლილი მამამისის ( ბოდლერი მაშინ 6 წლისა იყო) ქონების ნაწილი. ორი წლის მანძილზე ახალგაზრდა ხელგაშლილად ცხოვრობს. მის ოჯახს შეეშინდა რომ ის გაფლანგავდა ქონებას და სასამართლოს
გზით მას კაპიტალი მისცა ყოველთვიური მცირე რენტის სახით.
ამიერიდან ბოდლერი იცხოვრებს ღარიბულად. თავის უკეთესად სარჩენად მან უნდა წეროს ბევრი, განსაკუთრებით ხელოვნების კრიტიკა. ეს (შედატებითი)
სიღარიბე ბოდლერს ანახვებს მის თანამედროვეთა მატერიალურ გაჭირვებას.
მეორე მეორეხარისხოვანი მიზეზი : ავადმყოფობა:
«ბოროტების ყვავილები» მრავალჯერ მიუთითებენ სპლინთან, ნაღველთან დაკავშირებულ ავადმყოფურ მოვლენებზე. ძალიან ძნელია გადაჭრით თქმა იმისა სპლინის მიზეზებია ეს მოვლენები თუ შედეგები. ექიმებმა იციან რომ ორგანიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქიზმთან,რომ წმინდა ფიზიკურმა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიონ ფსიქოლოგიური აშლილობები და პირიქით. ყველა შემთხვევაში არაა გამორიცხული რომ ორგანული ავადმყოფობა მატერიალური ხელმოკლეობის მსგავსად იყო სპლინის, ნაღველის მიზეზი. შონეტში
«ავადმყოფი მუზა» ბოდლერი მწარედ ჩივის თავისი ავადმყოფობის გამო. სხვა
ლექსში მას ეშინია ჩაკეტვისა სასრული და მატერიალური სამყაროს შიგნით.
იდეალი და უსასრულობა უიმედოდ ხელმიუწვდომელი რჩება. ბოდლერს შურს თავისი
«ანგელოზის, ესე იგი მადამ საბატიეს, ჯანმრთელობისა ( ეს ქალი ბოდლერს
იდეალიზებული სიყვარულით უყვარდა). ფიქრობენ რომ ბოდლერის ნაღველის გა-
მომწვევ ავადმყოფობებს შორის ცენტრალური ადგილი უნდა ჰქონოდა სიფილისს.
ნაღველის, სპლინის პათოლოგიური გამოვლინებებია სევდა, მწუხარება და
დახურული სივრცის შიში, კლაუსტროფობია.
უბრალო, კონკრეტული ოიექტის ( სიბნელე;ქურდები, სიცარიელე...) მქონე შიშისაგან განსხვავებით მწუხარება, სევდა არის ბუნდოვანი,ცხადი ობიექტის არმქონე შიში. სევდიანს არ ემიქრება არაფერი რეალური. დამწუხრებულის ავადმყოფი ტვინი აჩენს მის მწამებელ აჩრდილებს.
«სასტიკი, დესპოტური მწუხარება,ჩემი დახრილი თავის ქალა აღმართავს მის შავ დროშას»...
ბოდლერის კლაუსტროფობია,დახურული სივრცეების შიში კი არის მეტაფიზიკური
ძრწოლა. მას აძრწუნებს სასრული,მატერიალური სამყაროს შიგნით ჩაკეტვის,
იდეალის და უსასრულობის მიუწვდომლობის აზრი.
ბოდლერული სპლინი, ნაღველი ლიტერატურულ ტრადიციაში:
ნაღველი და რომანტიული «საუკუნის ავადმყოფობა» :
მთელი ევროპული რომანტიული ლიტერატურისთვის XVIII საუკუნიდან 1840-ან წლებამდე საერთოა მელანქოლიის, უფრო სპეციფიურად « საუკუნის ავადმყოფობად» წოდებული თემა. ესაა ფილოსოფიური ტანჯვა: სული იტანჯება ამ სასრულ და იმედგამაცრუებელ სამყაროში სადაც ის ვერ იკმაყოფილებს მასში არსებული უსასრულოს და სრულყოფილების მოთხოვნილებას. ეს იდეა განსაკუთრებით საფრანგეთში აიტაცა თითქმის ყველა რომანტიკოსმა პოეტმა. ლამარტინმა ეს იდეა გამოხატა სახელგანთქმულ ლექსში :
« ადამიანი არის დაცემული,ცის გამხსენებელი ღმერთი».
ეს ლექსი შეიძლება წავიკითხოთ როგორც პლატონიზმის შუქზე ისე ქრისტიანულ პერსპექტივაში. სული არის ადამიანის ღვთაებრივი ნაწილი; ის დაიბადა იდეალის უმაღლეს სამყაროში,შემდეგ ის « ჩამოვარდა,დაეცა» მატერიის ჭაობში სადაც დატყვევებულია სიკვდილამდე და შეუძლია მხოლოდ მისთვის ნაცნობი უმაღლესი სინამდვილის გახსენება. ქრისტიანული თვალსაზრისით აქაა დაცემის ცენტრალური პუნქტი. თავიდან ღმერთის ხატად შექმნილი და ზეცის სრულყოფილების
ამრეკლავ მიწიერ სამოთხეში მოთავსებული ადამიანი იტანჯება თავისი დამცი-
რებისაგან ვინაიდან საწყისი ცოდვის გამო ის გაძევებული იქნა სამოთხიდან.
როგორც უკვე ვნახეთ ბოდლერი იმეორებს პლატონისა და ბიბლიის ამ ზოგად სინთეზს.
ბოდლერის ნაღველ-სპლინსა და რომანტიკოსთა «საუკუნის ავადმყოფობას» აქვთ ერთი და იგივე ფილოსოფიური საფუძველი, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მათი მანიფესტაციებითა და გამოხატვის ხერხებით.
რომანტიკოსთა მელანქოლია გამოიხატება ხვნეშით,ტირილით, ხანგრძლივი მედი-
ტაციებით ბუნების წინ. ბოდლერის სპლინი ბევრად უფრო მძაფრად გამოიხატება.
შამყარო თხზულებაში «ჰიმნი მშვენიერებას» წარმოდგენილია როგორც
«საზიზღარი», «ბილწი». «ავადმყოფ მუზაში» ის დაღდასმულია სიგიჟით და საშინელებით. ამას გარდა სპლინი, რომელსაც ბოდლერი ზოგჯერ უძახის «მოწყენი-
ლობას», იმდენად შემზარავია რომ ბოდლერი მასში ხედავს ადამიანის უმძი-
მეს დაცემას,უდიდეს «ცოდვას». «ბოროტების ყვავილების» წინათქმად წამძღვარებულ
ლექსში «მკითხველს» ბოდლერი ჩამოთვლის დაცემული კაცობრიობის დამასუსტებელ
მანკიერებებს და ცოდვებს. არა და მოწყენილობა ანუ ნაღველი უარესია ქურდო-
ბაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზეც კი :
« არის ყველაზე უმახინჯესი,უბოროტესი, უსაზიზღრესი მანკიერება!
ესაა მოწყენილობა!
ნაღველი და აბსურდის განცდა :
XX საუკუნეში ჩვენი ხანის განსაკუთრებული ცხოვრების ავადმყოფობა განსაზღვრა ეგზისტენციალიზმმა. ეგზისტენციალიზმი საფრანგეთში განსაკუთრებით წარმოდგენილია ჟან-პოლ სარტრით. ალბერ კამიუს არასოდეს განუცხადებია რომ ეკუთვნის რგზისტენციალისტურ მიმდინარეობას,რომელთანაც მას ხშირად შეცდომით აიგივებენ ხოლმე. მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ითქვას რომ კამიუს აზრს ბევრი აქვს საერთო ეგზისტენციალიზმთან.
კამიუს აზრით ადამიანის გამოცდილების გულშია აბსურდის შეგრძნება.
მან ეს გრძნობა გააანალიზა თავის რომანში « უცხო» და ესეში «სიზიფეს მითი»
( ორივე გამოქვეყნდა 1942 წელს). ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთებმა სიზიფეს მიუსაჯეს ერთი და იგივე აბსურდული რამის კეთება. მან უზარმაზარი ლოდი უნდა ააგოროს ბორცვის მწვერვალზე, ხელი არ შეუშალოს მის დაგორებას, ისევ ააგოროს
და ა.შ. კამიუს აზრით ეს არის ადამიანის ხვედრის სრულყოფილი ალეგორია ვინაიდან ადამიანს მისჯილი აქვს უსარგებლო და აბსურდული აქტების განმეორება. აბსურდულის განცდას ვხედავთ ბოდლერთანაც. დედისათვის გაგზავნილ ერთ წერილ-
ში ის ჩივის ღრმა იმედგაცრუების გამო. ეს იმედგაცრუება რამის გაკეთებამ-
დე მას ათქმევინებს : «რა საჭიროა , რისთვისაა ეს?» « ბროტების ყვავილების»
ერთ-ერთ პირველ ლექსში « უბედურება» ის მეორებს სიზიფეს მითიურ ხატს :
« ესოდენ მძიმე ტვირთის ასაწევად სიზიფევ შენი სიმამაცე იყო საჭირო!»
მაგრამ აქ მთავრდება ანალოგია ბოდლერის ნაღველსა და გზისტენცია-
ლისტურ ტკივილს შორის. რომანტიკუსების, ბოდლერის და ეგზისტენციალისტთა წუხილის მიზეზები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბოდლერის ნაღველი მომდინარეობს იდეალის, ტრანსცენდენტური,მიუწვდომელი რეალობის არსებობის
რწმენიდან. სარტრსა და კამიუს არ სწამთ ღმერთისა თუ მეტაფიზიკური იდეალისა. მათი აზრით ადამიანს გულს ურევს და აბსურდში სძირავს სწორედ
ღვთაბერივ ტრანსცენდენტურობას მოკლებული და საკუთარი თავის ანაბარა მიტოვებული არსებობა.
პოეტი ჰგავს მარგალიტის მშობელ ხამანწკას.ცნობილია რომ მარგალიტს აჩენს ქვიშის მარცვლით ან რაიმე ნივთიერებით გაღიზიანებული ხამანწკა. განა დაწერდა ბოდლერი თავის «ბოროტების ყვავილებს» ასეთი გამაღიზიანებელი ელემენტის გარეშე?
2.
პოეტის მდგომარეობა და ფუნქცია:
ბოდლერის აზრით ადამიანის მდგომარეობა ტრაღიკული და წინააღმდეგობრი-
ვია. ადამიანი მისი აზრით გახლეჩილია სიკეთესა და ბოროტებას შორის, იდეალისა-
კენ,ერთდროულად ღმერთისკენ, სულიერი სიყვარულისკენ და აბსოლუტური მშვე-
ნიერებისაკენ მისწრაფებასა და საზიზღარ მატერიალურ სამყაროში ჩაკეტილობას
შორის. და პოეტი ადამიანის ამ მდგომარეობის პაროქსიზმია მხოლოდ: პოეტში წინააღმდეგობა მშვენიერების მის სიყვარულსა და დედამიწაზე მისი ლტოლ-
ვილობის მდგომარეობას შორის აღწევს მაქსიმალურ ინტენსივობას და საშინლად ტანჯავს პოეტს. შევისწავლოთ ეს ორი ასპექტი და ამავე დროს ვნახოთ შეიძლება თუ არა პოეტი სასარგებლო იყოს საზოგადოებბისთვის.
პოეტი მიისწრაფის იდეალისკენ:
პოეტის განსაკუთრებული მდგომარეობა არის ბოდლერის ერთ-ერთი ყველაზე აკვიატებული იდეა; ამის დასტური ისაა რომ ნაწილის «სპლინი და იდეალის»
პირველი ლექსი « დალოცვა» მთლიანად ეძღვნება ამ თემას. პოეტი იქ ჩანს როგორც განგების რჩეული და მისტიკოსი. შხვა სიტყვებით პოეტი წარმოდგენილია
როგორც ინიციირებული, განდობილი, რომელსაც ძალუძს მიწიერი საზღვრების გადა-
ლახვა.
განგების რჩეული :
«დალოცვაში» პოეტი ამქვეყნად მოდის «უზენაეს ძალთა საიდუმლოთი».
ის ბავშვობიდანვე განსხვავდება სხვებისაგან. მისი განსაკუთრებული თვისება ისაა რომ მას სიცოცხლის ყველაზე უბრალო სიხარულში შეუძლია სამოთხის გემოს შეგრძნება :
« მემკვიდრეობას მოკლებული ბავშვი თვრება მზით, ყველაფერში რასაც სვამს და ყველაფერში რასაც ჭამს ის პოულობს ამბროსიას და ალისფერ ნექტარს.
მხიარული და უმანკო პირველი წლები გადი მისით აღფრთოვანებული ანგელოზის მფარველობის ქვეშ.
აღსანიშნავია რომ ამ თემაზე დაწერილ ლექსებში ბოდლერი იყენებს როგორც ქრისტიანულ ისე წარმართულ ხატებს. ანგელოზი ეკუთვნის ბიბლიის სამყაროს, მაგრამ ამბროზია, ღმერთების სასმელი ბერძნული მითოლოგიის ნაწილია.
მისტიკოსი:
«დალიოცვა»-ში ბოდლერი პოეტს აღწერს რელიგიურ ცნებებში. პოეტი წმინდანია, რომლის მიწიერი ცხოვრება არის «სალოცავი მოგზაურობა». ის სულაც არ შეაჩვენებს მის მტანჯველებს,ის ტანჯვას უყურებს როგორც «ღვთაებრივ წამალს ჩვენი უწმინდურობებისაგან განსაკურნავად», ღვთაებრივ ძღვენს იმისათვის რომ ქმნილება გახდეს უმაღლესი ციური ჯილდოების ღირსი. ღმერთი მის სამოთხეში პოეტს აძლევს განსაკუთრებულ ადგილს წმინდა ლეგიონების ნეტარ რიგებში.
ესე იგი ანგელოზებს და წმინდანებს შორის. ბოდლერი აქ იმოწმებს ქრისტიანობის მისტიკურ თეოლოგიას. მეტიც, პოეტი შედარებულია ქრისტესთან ან, სულ მცირე, ქრისტეს მიმბაძველ წმინდანთან, ვინაიდან «ის გალობით თვრება ჯვრის გზით». გავიხსენოთ რომ «ჯვრის გზა»,რომელსაც ვხედავთ ყველა ეკლესიაში,არის ქრისტეს მიერ გოლგოთამდე,ჯვარცმის ადგილამდე განვლილი გზის ასახვა . დიდად მორწმუნე ქრისტიანები ჩვეულებრივ სიმბოლურად იმეორებდნენ ხოლმე ამ გზას ( განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულის დროს).
ინიციირებული, განდობილი:
სხვა ტექსტებში პოეტი წარმოდგეილია ინიციირებულად,განდობილად,
ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მიუწვდომელი ძალის მფლობელად.
«ამაღლებაში» ბოდლერი აღწერს თუ როგორ გარბის მისი სული ხორციელი ციხიდან და როგორ მიფრინავს ის ცაში. , « ტბების ზევით», «ხეობების, ველების
ზევით». ეს რეალური განცდაა თუ მხოლოდ ზმანებაა, წადილია? ორაზროვნე-
ბა რჩება ვინაიდან ლექსის ბოლო უფრო ბუნდოვანია:
«ბედნიერია ის ვისაც ძლიერი ფრთით შეუძლია გაფრენა მანათობელი და მშვიდი ველებისაკენ!»
ბოდლერი პოეტს აღწერს უხეში ჯაჭვებისაგან თავისუფალ არსებად, რომელსაც ძალუძს იდეალთან გაერთიანება,როგორც არსებას რომელსაც «იოლად შეუძლია ყვავილების თუ მუნჯი რამეების ენის გაგება». ინიციირებული, განდობილი პოეტის მითიური ორფეოსის მსგავსად ლაპარაკობს ყველა ქმნილების ენაზე ( ბერძნული მითოლოგიის გმირი- ღმერთი ორფეოსი, რომელიც,სხვათა შორის, მიუძღოდა არგონავტების ლაშქრობას კოლხეთში და ვისი სახითაც პირველი ქრისტიანები ზოგჯერ ქრისტესაც გამოსახავდნენ, მითოლოგიის თანახმად ჩადის ჯოჯოხეთში თავისი ცოლი ევრიდიკას მოსანახად. ორფეოსი მოახერხევს თავისი გალობით მიცვალებულთა სამეფოს მცველი მონსტრების მოჯადოებას. მრავალი ტრადიციის თანახმად ადამიანს ოქროს ხანაში, დროთა საწყისში შეეძლო საუბარი ბუნების ყველა ელემენტთან).
სონეტში «შესაბამისობები» ბოდლერი იმეორებს ბუნების მიერ წარმოთქმული ბუნდოვანი სიტყვების თემას. ბოდლერის აზრით პოეტს უფრო შეუძლია საგანთა ენის გაშიფვრა, მისი თარგმნა რათა ამ ნიჭის არმქონეებმა შესძლონ საგანთა ნათქვამის გაგება.
2. პოეტი: მარტვილი დედამიწაზე:
მაგრამ პორეტისთვის, ცის ამ რჩეულისთვის მედალის მეორე მხარე ისაა
რომ მან მიწაზე , განსაკუთრებით დღეს,უნდა იცხოვროს როგორც ჭეშმარიტმა მარტვილმა. ბოდლერისთვის პოეტი არის ლტოლვილი, ადამიანური ბოროტების მსხვერპლი და ხელოვნების მონა.
ლტოლვილი დედამიწაზე:
ბოდლერმა ეს თემა ყველაზე საკვირველად განავითარა სახელგანთქმულ ლექსში «ალბატროსი». ბოდლერი პოეტს ნათლად ადარებს ამ ზღვის ფირინველს რომელიც დიდებულად ფრინავს ცაში,მაგრამ სასაცილო ხდება მიწაზე დაჯდომისას.
ისევე როგორც «ამაღლებაში» ფრენის უნარი არის მატერიისგან განთავისუფლებული და «სიცოცხლის ზევით მფრენი» სულის სიმბოლო. სხვა სიტყვებით ამ სულს «ზემოდან» შეუძლია ყველაფრის თავისუფლად და სიბრძნით დანახვა.
ადამიანთა ბოროტების მსხვერპლი:
«ალბატროსში» ვხედავთ თუ რა სასტიკად დასცინიან მეზღვაურები დიდ
და ესოდენ მოუხერხებელ ჩიტს როდესაც ის დადის გემის ხიდზე. ვულგარული და,
მეტიც, სადისტი არსებების მიერ ჩაგრული და დევნილი პოეტის ეს თემა უკვე იყო «დალოცვაში». პოეტი არავის უყვარს, მისი არავის ესმის: მას გაჩენამდეც კი შეაჩვენებს დედა ( სტროფი 1-20). მოგვიანებით « მას
«სასტიკად» ეპყრობიან ისინი «ვისი სიყვარულიც მას უნდა». მის ჯალათებს შორის
ყველაზე უარესია მისი ცოლი. ის მას ეპყრობა სასტიკი და დაუნდოებელი ღვთაების მსგავსად. ეს ღმერთი კი მოითხოვს მისი თაყვანისმცემელის მსხვერპლად შეწირვას. ერთ მეტად პირქუშ ხატში ბოდლერი მიანიშნებს აცტეკ ქურუმებზე რომლებიც გულს გლეჯდნენ მათ ცოცხალ მსხვერპლს. მაგრამ ისინი ამ გულს თავის ღმერთებს მაინც სწირავდნენ: რა საშინელიც არ უნდა ყოფილიყო ეს ქმედება მას ჰქონდა უმაღლესი მნიშვნელობა.ბევრად უფრო ურჩხული პოეტის ცოლი კი პოეტს გულს გლეჯს მხოლოდ გასართობად და ზიზღით,გულგრილად უგდებს ამ გულს მის საყვარელ პირუტყვს». ხატი ახლოსაა უგემოვნებობასთან, მაგრამ გადმოსცემს პოეტის მიერ განცდილი ტანჯვის სიმწვავეს.
ხელოვნების მონა:
პოეტს მარტო ადამიანები არ აწამებენ. მისი მტანჯველი ჯალათია აგრეთვე მისი საყვარელი სილამაზე.სონეტში « სილამაზე» ის დახასიათებულია როგორც ცივი და ულმობელი დედოფალი. და პოეტები არიან მისი «მორჩილი საყვარლები».
ასე ხდება რომ პოეტი არაა მხოლოდ ადამიანების მსხვერპლი,ის ხე-
ლოვნების და სილამაზის მონაცაა. ხელოვნება, რომელიც თითქოს უნდა იყოს მშვენიერებასთან მიმყვანი გზა პოეტს ახარჯვინებს მთელ მის ძალას მისითვის შემოქმედებითი სიხარულის მიუცემლად რადგანაც მიზანი იმდენად ძნელი მისაღწევია რომ დიდი ძალა ამაოდაა დახარჯული.
ხელოვნებას დიდი ადგილი ეკავა ბოდლერის ცხოვრებაში. ის იყო ხელოვნების კრიტიკოსი და ყველაზე მეტად დაინტერესებული იყო ფერწერით. ის აანალიზებდა სალონებზე, ესე იგი სახელმწიფოს მიერ მოწყობილ გამოფენებზე გატანილ სურათებს. «ბოროტების ყვავილებში» ბოდლერი ხელოვნებას წარმოადგენს როგორც მშვენიერების ძიებას და განცდას, როგორც ადამიანის როგორც «ღმერთის ხატის» არსის გამოვლენის საუკეთესო საშუალებას. მაგრამ ეს სვამს აგრეთვე ორ პრობლემას : დამოუკიდებელია თუ არა სილამაზე მორალისაგან და არის თუ არა ის ქმედითი წამალი ნაღველის,სპლინის წინააღმდეგ?
ხელოვნება : ადამიანის ღირსების მოწმობა:
თავის სახელგანთქმულ ლექსში «შუქურები» სადაც ბოდლერი პატივს მიაგებს ფერწერის უდიდეს სახელებს-რუბენსს, ლეონარდო და ვინჩის,რემბრანდტს, მოქანდაკეებს
( მიქელანჯელოს, პუჟეს) პოეტი იმეორებს ძველ, აღორძინების ხანის იდეას რომლის თანახმადაც ხელოვნება არის ადამიანის ღირსების საუკეთესო მოწმობა.
რატომ ვლინდება ყველაზე უკეთესად ეს ღირსება მხატვარში? იმიტომ
რომ დროის გამძლე სილამაზის შემქმნელი ხელოვანი გარკვეულად ბაძავს
სამყაროს შემოქმედი ღმერთის ძალას.
ხელოვნებაში, მაშ, ქმნილება ადამიანი თავის მხრივ შემოქმედი ხდება. ამავე დროს ხელოვება ქმნის ადამიანის მდგომარეობის ყველა,მათ შორის ყველაზე ბეჩავი ასპექტების გაკეთილშობილებულ სურათს. ხელოვნების სასწაული ისაა რომ ის იძლევა სინამდვილის ნამდვილი გარდაქმნის საშუალებას. ყველაზე საშინელმა სიუჟეტებმაც კი შეიძლება ნახონ ხელოვნებაში ლამაზი ფორმა.
მორალისაგან დამოუკიდებელი სილამაზე?
დამამშვიდებელი იქნებოდა იმის ფიქრი რომ ესთეტიკური იდეები შეესაბამებიან მორალურ იდეებს, რომ სილამაზე დაკავშირებულია სიკეთესთან და სიმახინჯე ბოროტებასთან. ბოდლერი თითქოს იზიარებს ამ აზრს, განსაკუთრებით « მისტიკური» სიყვარულისადმი მიძღვნილ მის ლექსებში. ეს სიყვარული მას შთააგონა მადამ საბატიემ. ლექსში «ცოცხალი ალი» მადამ საბატიეს თვალები მას მიუძღვიან მშვენიერებისა და სიკეთისკენ :
«მათ გადამარჩინეს ყველა მახისგან და მძიმე ცოდვისგან და ისინი მიმიძღვიან მშვენიერების გზაზე».
მაგრამ ასეთი პერსპექტივა უფრო გამონაკლისია «ბოროტების ყვავილების» ავტორთან. კრებულის სათაურიც კი ხომ გვეუბნება რომ ჩვენ შეგვიძლია სილამაზის ამოღება ბოროტებიდანაც კი. ბოდლერისთვის,რომელიც ლექსში «მტერი» პოეტურ შემოქმედებას ადარებდა მებაღის შრომას, ულამაზესი «ყვავილების» გახარება შესაძლებელია მოწამლულ მიწაზეც.
სილამაზე: ცივი და ულმობელი ღვთაება:
სილამაზის თავისი კონცეფციის გამოსახატავად ბოდლერი იყენებს მრავალ, ზოგჯერ წინააღმდეგობრივ სიმბოლოს. სონეტში «სილამაზე» ის მას ადარებს «სფინქსს»,ქვის, ცივ, ადამიანებისადმი გულგრილ მონუმენტს. ესაა ბერძნულ და რომაულ ესთეტიკასთან ძალიან ახლო «კლასიკური» კონცეფცია. ამ ლექსში ბოდლერი არის პარნასელი პოეტების წინამორბედი ( პარნასი აღნიშნავს ფრანგი პოეტების, განსაკუთრებით ლეკონტ დე ლილის, თეოდორ დე ბანვილისნ, ჟოზე მარია დე ერედიას ჯგუფს. ამ პოეტებს სურდათ იმპერსონალური, ყოველგვარი რომანტიული სენტიმენტალურობისაგან თავისუფალი ლექსების წერა. პოეზიის საგანი მათი აზრით უნდა ყოფილიყო მხოლოდ პლასტიკური სილამაზის ხოტბა.აღსანიშნავია რომ ეს გზა თავის 1852 წლის კრებულში «მინანქრები და კამეები» გახსნა თეოფილ გოტიემ და სწორედ მას მიუძღვნა ბოდლერმა «ბოროტების ყვავილები»). შილამაზის ასეთი ხილვა სრულიად არაადამიანურია ვინაიდან ის გამორიცხავს სიცოხლის მოძრაობასა და რიტმს, ისევე როგორც გრძნობებს :
«მე მძულს ხაზების გადამაადგილებელი მოძრაობა, და მე არასოდეს ვტირივარ და არასოდეს ვიცინი».
გაყინული კერპი, ის აწამებს თავის «მორჩილ საყვარლებს», პოეტებს, რომლებიც მასთან მისაახლოვებლად მათ დღეებს «ჰკარგავენ მკაცრ კვლევაში».
სილამაზე სიკეთისა და ნოროტების მიღმა:
ლექსში «ჰიმნი სილამაზეს» ბოდლერი სხვანაირად გვიჩვენებს სილამაზეს. ის აღარაა ცივი და უგრძნობელი ქანდაკება. ისაა ორაზროვანი არსება. ის ერთდროულად ანგელოზიცაა და დემონიც. ბოდლერი მას გამოხატავს ყველაფრის დამმონებელი, ყველაფრის მმართველი ქალის სახით.
თუ კი გავიმეორებთ ნიცშეს გამოთქმას სილამაზე სიკეთის და ბოროტების მიღმაა. სპლინით, ნაღველით გაწამებული პოეტი სილამაზეში ეძებს სიმთვრალეს რომელიც მას დაავიწყებს მის სიბეჩავეს. პოეტი არ ზრუნავს მორალზე, ის არც,ქრისტიანული ცნებებით, თავის მარადიულ ხსნაზე ზრუნავს:
რა მნიშველობა აქვს ციდან მოდიხარ თუ ჯოჯოხეთიდან?
პოეტის აზრით სილამაზე ჰგავს ღვინოს. მაშ ის იქცა ალკოჰოლის და ნარკოტიკის მსგავს « ხელოვნურ სამოთხედ».
უკვე «შუქურებში» ამბობდა ბოდლერი რომ ხელოვნების ნაწარმოებთა სილამაზე «... მოკვდავ გულთათვის არის ღვთაებრივი ოპიუმი!»
მაგრამ ლექსში «ჰიმნი სილამაზეს» ეს «ოპიუმი» არაა უბრალოდ ღვთაებრივი. ის ერთდროულად « ჯოჯოხეთურიცაა და ღვთაებრივიც». მთელი ეს ლექსი ფაქტიურად აგებულია დაპირისპირებულთა კავშირზე. სილამაზის თვალში არის «მწუხრი და გარიჟრაჟი»; ის აფრქვევს «სიხარულსა და უბედურებებს». ამ პარადოქსებით ბოდლერს უნდა ესთეტიკური ემოციის დამაბნეველი, შეუდარებელი განცდის გამოხატვა.
ხელოვნება და სილამაზე ნაღვრელის, სპლინის საწამლავის მომსპობი საშუალება?
ხელოვნების პარადოქსი ისაა რომ მას სულაც არ ამოჰყავს სული ნაღველის, სპლინის ჭაობიდან,პირიქით,მას შეუძლია გრძნობებისათვის გრანდიოზული და ტრაღიკული გამოხატულების მიცემა და ამით უიმედობის გაძლიერება. ეს საშიშროება აღნიშნულია სონეტში «მუსიკა». მუსიკას, ალბათ მის სათაყვანო ვაგნერის მუსიკას, ბოდლერი ადარებს გემის გამტაცებელ მღელვარე ზღვას. მუსიკა « მას იტაცებს როგორც ზღვა».
მუსიკა არის ორმაგი მახვილი. მას შეუძლია სულის განკურნება, მაგრამ მას ამავე დროს ძალუძს სულის ჩაფლობა მის წყვდიადში. რატომ ანიჭებს ბოდლერი ამ ორაზროვან უნარს მუსიკას და არა სახვით ხელონებას, მაგალითად ფერწერას?
უეჭველად იმიტომ რომ პლასტიკური ხელოვნებებისაგან განსხვავებით არასახვითი ხელოვნება მუსიკა უფრო უშუალოდ ელაპარაკება გრძნობებს და უკიდურესად აძლიერებს მათ. ესაა ჩვეულებრივი რამ,ჩვენ სურათზე თუ ქანდაკებაზე უფრო იოლად გვაღელვებს მელოდია. შურათსაც და ქანდაკებასაც შეუძლიათ ჩვენი აღელვება მაგრამ ვინაიდან ისინი გამოსახავენ რაღაცას ისინი ელაპარაკებიან ჩვენს ინტელექტს, რომელიც განმარტავს,აანალიზებს მათ და ამდენად ანელებს მათ მიერ გამოწვეულ ემოციურ შოკს.
მშვენიერება: შემოქმედისთვის მიუწვდომელი იდეალი:
და ბოლოს, ხელოვნებაში ნაღველისაგან,სპლინისაგან გამოსავლის დანახვაში სულს ხელს უშლის ის რომ ინდივიდთა უმრავლესობისათვის უაღრესად ძნელი თუ შეუძლებელიც კია იდეალის და სრულყოფილების წვდომა, მიღწევა.
რა თქმა უნდა შეიძლება სხვათა ნაწარმოებების ჭვრეტა,მაგრამ პოეტი თუ მხატვარი ნამდვილად კმაყოფილია მხოლოდ მაშინ როდესაც თვითონ ის ქმნის მშვენიერებას. «შუქურებში» ბოდლერი ამბობს რომ დიდმა მხატვრებმა მათ ქმნილებებში მიაღწიეს სრულყოფილებას,მაგრამ ყველა ვერ იქნება ლეონარდო, რემბრანდტი თუ გოია. მხატვართა უმრავლესობას თითქოს მისჯილი აქვს « შემოქმედებითი სიკვდილი» და მათი მთელი შემოქმედებითი ძალისხმევა მარცხით მთავრდება.
ესთეტიკური განცდა, მაშ, ორაზროვან პასუხს აძლევს ნაღველს, სპლინს. Bოდლერისეული სილამაზის განსაზღვრებაც კი შეიცვალა მისი ცხოვრების მანძილზე და ამიტომ ძალიან ძნელია მისი ზუსტად დადგენა.
III :
ქალი და სიყვარული:
«ბოროტების ყვავილების» სამყარო ქალთა მრავალი ფიგურითაა დასახლებული.
მაგრამ მთავარია ორი მათგანი ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადენენ ბოდლერის სიყვარულის კონცეფციის შინაგან გაორებას. ბოდლერის თანამგზავრი ჟანა დუვალის სახელი არის სენსუალური სიყვარულის სინონიმი. ელეგანტური ქალბატონი მადამ საბატიეს სახელ კი, პირიქით, წმინდა, თითქმის მთლიანად სულიერი სიყვარულის სინონიმი უნდა იყოს.
სენსუალური სიყვარული, ჟანა დუვალის ციკლი:
ფიზიკური სიყვარული ბოდლერისათვის არის ნაღველიდან, სპლინიდან გაღწევის საშუალება,ისევე როგორც ღვინო ან ნარკოტიკის «ხელოვნური სამოთხეები». ესაა გრძნობათა, განსაკუთრებით თვალის და ყნოსვის დღესასწაული. მაგრამ ეროტიზმი მასში აგრეთვე ატარებს ტკივილს და სიკვდილს.
გრძნობათა დღესასწაული:
კრებულში «ბოროტების ყვავილები» ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სურნელებასა და სუნებს. ბოდლერის წადილს აძლიერებს მისი საყვარლის სხეულის სუნი. «ეგზოტიკურ სურნელებაში» :
«როდესაც თვალდახუჭული, შემოდგომის ერთ ცხელ საღამოს, მე ვისუნთქავ შენი თბილი მკერდის სუნს...»...
მაგრამ როდესაც ისმის კითხვა არის თუ არა სიყვარული «ბოროტების
ყვავილების» სამყაროში ნაღველის, სპლინის დაძლევის საშუალება ლაპარაკია მხოლოდ სულიერ,იდეალიზებულ სიყვარულზე ვინაიდან სენსუალური სიყვარული მეტისმეტადაა დაღდასმული ხრწნითა და სიკვდილით და ამიტომ მას არ ძალუძს ნაღველის დამარცხება. საბოლოო ანგარიშით, წარმავალი თრობის შემდეგ, შეიძლება ითქვას რომ ბოდლერისთვის, ისევე როგორც მალარმესთვის «ხორცი დაღონებულია».
რა არის «წმინდა» სიყვარული,რომლითაც ბოდლერს უყვარს მადამ საბატიე?
შეიძება ვიფიქროთ რომ ეს გრძნობა იმდენად ძლიერია რომ ის საკმარისია სააქაოს მტანჯველი შეჩვენების დასაძლევად. არა და თვითონ «ძალიან ძვირფასი» მწარედ ჩივის «აღსარებაში» : «დაე ყველაფერი მოისპოს,სიყვარული და სილამაზე, დავიწყების მიერ მათი თავის გუდაკალათაში ჩაყრამდე».
მაშ ვერაფერი უწევს წინააღმდეგობას დროს, რომელსაც მოაქვს დავიწყება. მაგრამ სწორედ მოგონება, გახსენება შეიძლება იყოს ერთგვარი გამარჯვება იმაზე რაც ბოლოს უღებს სიყვარულს, მათ შორის სიკვდილზე. ნაწარმებში « ლეში» ჩვენ ვხედავთ ერთად მოსეირნე ბოდლერს და მის შეყვარებულს.
სწორედ მაშინ ხედავენ ისინი საშინელ ნახევრად დამპალ ლეშს. პოეტი ძალაუნებურად ფიქრობს რომ მადამ საბატიეს « მომაჯადოებელი სხეულიც» კი ოდესმე იქნება ამ სავალალო მდგომარეობაში. მაგრამ პოეზიით ბოდლერი რამდენადმე შეინარჩუნებს მისი სხეულის არსებით მშვენიერებას.
მაშ პოეზია ამარცხებს დროსა და სიკვდილს? კი, მაგრამ ესაა ორაზროვანი, გაუბედავი გამარჯვება რომელიც ვერ ანთავისუფლებს ბოდლერს სპლინის, ნაღველის ტყვეობიდან. ჭეშმარიტ გაქცევაზე მეტად სიყვარული აქ ჰგავს ფანჯარას რომელიც პატიმარს აძლევს ციხიდან ცის პეიზაჟების დანახვის და,ამდენად,
უიმედობის შერბილების საშუალებას.
ქალაქი:
«ბოროტების ყვავილების» ნაწილი «პარიზული სურათები აჩვენებს პარიზს სადაც პოეტმა გაატარა თავისი ცხოვრების მთავარი ნაწილი. პარიზი არის ბოდლერის წარმოსახვაზე გავლენის მომხდენი ერთადერთი ქალაქი. ქალაქზე ლაპარაკისას ბოდლერი ლაპარაკობს პარიზზე. ცხადია რომ ასეთი დედაქალაქი უფრო რთული რეალობაა.
მას აქვს მრავალი და ხშირად წინააღმდეგობრივი მხარეები. შეიძლება მისი ორი მთავარი ასპექტის დამახსოვრება: სიბეჩავისა და ტანჯვის ადგილი, გარყვნილების,კორუფციის კერა. ყველაზე მეტად კი ისმის კითხვა თუ რა არის პარიზი,ყველა დიდი ქალაქის მსგავსად მარტოობის ადგილი თუ პირიქით, შეხვედრათა, ურთიერთობის სივრცე.
1. ადამიანთა სიბეჩავეების კონცენტრაცია:
ქალაქი ადამიანთა სიბეჩავეების, როგორც მორალური ისე ფიზიკური სიღატაკის ნამდვილი მუზეუმია. ამით ის სოფელზე უარესია მოსახლეობის კონცენტრაციის და ამავე დროს ფუფუნებისა და სიღატაკის თვალშისაცემი კონტრასტის გამო.
სიღარიბე და დაღლილობა:
« საღამოს მწუხრის» პარალელ « დილიდ მწუხრში» ბოდლერი აცოცხლებს გარიჟრაჟის ცივ საათებს,როდესაც პარიზი იღვიძებს. ის ახსენებს ღატაკ ქალებს რომლებიც ახალ დღეს იწყებენ სუნთქვით თითების გათბობით.
XIX საუკუნის შუა ხანების ამ პარიზში მდიდარ,უსაქმურ,კარგად დაბინავებულ რანტიეებსა და უქონელთა მასას შორის არსებული ბარიერები გადაულახავია.
ღარიბებისთვის მთელი ცხოვრება არის გაუთავებელი სამუშაო და დაღლილობა. ყოველი დილა მათთვის არის მძიმე შრომის ახალი დღე («დილის მწუხრი»):
და მოღუშული პარიზი, თვალების ზელვით, იარაღისთვის ხელის ტაცებით, მშრომელი მოხუცი.
აქ მოხუცთან შედარებული «მოხუცი პარიზი» წარმოადგენს ღარიბ პარიზელთა, მუშათა, ხელოსანთა,წვრილ მოსამსახურეთა მასას.
ავადმყოფობა, სიბერე, აგონია:
ისევ «დილის მწუხრში» ბოდლერი ახსენებს « დავრდომილთა თავშესაფრებში მომაკვდავებს». აგონია მტკივნეულია ყველგან,მაგრამ ქალაქთა ეს უბედურები მათ დავრდომილთა თავშესაფრებში ალბათ უფრო უქონელნი და მიტოვებულები არიან ვიდრე სოფლებში,სადაც ოჯახური სოლიდარობა უფრო ძლიერია. «პატარა
მოხუცებში» ბოდლერი გარკვეულად უთანაგრძნობს დედაქალაქის ქუჩებში მოხეტიალე მარტოსულ და ნაღვლიან მოხუცებს,განსაკუთრებით უბედურებებით და გაღებული მსხვერპლით სავსე ცხოვრების შემდეგ მარტო დარჩენილ დედაბრებს, მათ ვისაც აწვება ღმერთის თავზარდამცემი ბრჭყალი.
გაბედული ხატია,ვინაიდან საზოგადოდ ლაპარაკობენ ეშმაკის და არა ღმერთის «ბრჭყალზე». ამ ლექსში ბოდლერი თითქოს ჯანყდება მკაცრი, ყოვლისშემძლე ნებით ამ უბედურთა განსაცდელებით გამსრესი ღმერთის წინააღმდეგ.
შეძრული ქალაქური პეიზაჟი:
და ბოლოს უნდა აღინიშნოს იმდროინდელი პარიზის ერთი ასპექტი. 1850-ან წლებში,იმპერატორი ნაპოლეონ III-ის დროს, პარიზის პრეფექტ ოსმანს დაევალა ისტორიული მისია : ძველი შუა საუკუნეების კვარტალების ნაწილის დანგრევით და ფართო გამზირებისა და ბულვარების გაყვანით ('რომელთაც ჩვენ დღეს ვხედავთ) დედაქალაქის გადაქცევა თანამედროვე ქალაქად. არა და მრავალი იმდროინდელი მხატვარი და მწერალი ,რომელთა შორისაც იყო პროსპერ მერიმეც, აღდგა ძველი შუასაუკუნეების პარიზის დანგრევის წინააღმდეგ. ბოდლერის პოზიცია უფრო ორაზროვანი იყო: ის თანამედროვეობას ემხრობოდა სახვით ხელოვნებაში და ლიტერატურაში,მაგრამ მისთვის ნაცნობი და ჩვეული პეიზაჟის მკვეთრმა ცვლილებამ გააძლიერა წარმავალი დროის მიერ გამოწვეული ღელვა, ლტოლვილობისა და მარტოობის მისი განცდა. თავის გრძნობებს ის გადმოსცემს «გედში» , სადაც შესძახებს : ძველი პარიზი აღარაა (ვაი რომ ქალაქის ფორმა მოკვდავის გულზე უფრო სწრაფად იცვლება!
დანგრეული კვარტალები მას მტკივნეულად აგონებენ უნივერსალურ, საყოველთაო სისუსტეს.
2. გარყვნილების, კორუფციის კერა:
დიდი ქალაქის როგორც გარყვნილებათა და კორუფციის კერის თემა ძალიან ძველია. მისი დაწყება შეიძლება სოდომის, გომორას და იერიქონის ბიბლიური ისტორიებიდან. ბოდლერთან ეს გარყვნილება, კორუფცია, ყველაზე მეტად მჟღავნდება აღვირახსნილობაში და დანაშაულში.
აღვირახსნილობა და პროსტიტუცია:
პროსტიტუციის თემა საკმაოდ ხშირია ბოდლერთან. თვითონ ისიც ხშირად ყოფილა კახპათა კლიენტი. « საღამოს მწუხრში» ის აღწერს პარიზულ ატმოსფეროს დაღამებისას, როდესაც: «პროსტიტუცია ენთობა ქუჩებში».
ბოდლერი არ განიკითხავს პროსტიტუციას. ის მასში უფრო ხედავს სიღატაკის რაღაც ფორმას. ამ ქალებს უეჭველად არა აქვთ არსებობის სხვა წყარო. მეორეს მხრივ ეს ფენომენი ავლენს საერთო დაცემას; პროსტიტუცია არსებობს იმიტომ რომ ქალაქელებს «ულმობლობამდე, სისასტიკემდე უყვართ სიამოვნება», როგორც ნათქვამია «ბრმებში» სიამოვნების უკიდურესობამდე მიყვანილი, ძიება იქცევა სასტიკ, ულმობელ წამებად. ბოდლერი აღწერს დაღამებას ქალაქში როდესაც «აღვირახსნილები მოსთქვამენ და გმინავენ სიამოვნების,ამ ულმობელი ჯალათის მათრახის ქვეშ.
რატომ იქცევა სიამოვნება მწამებელ ჯალათად? უეჭველად იმიტომ რომ ნამდვილ აღვირახსნილებში ტკბობის ჟინი გაუმაძღარია. აღვირახსნილობას, როგორც ნარკოტიკის ყველა სხვა სახეს, მოაქვს მხოლოდ დროებითი, წამიერი კმაყოფილება და თავის მონებს კიდევ უფრო მეტად ანაღვლიანებს, მათ კიდევ უფრო მეტად ეძალებათ სპლინი.
დამნაშავეობა:
ყოველი დიდი ქალაქი, და პარიზიც არაა გამონაკლისი, არის დამნაშავეობის კერა. სხვათა შორის პროსტიტუიაც თითქმის ყოველთვის დამნაშავეთა სამყაროსთანაა დაკავშირებული. ბოდლერი საღამოს უწოდებს დამნაშავის მეგობარს. სწორედ ამ დროს მოედებიან ხოლმე დამნაშავეები ქალაქს. სიბნელე მათ მალავს. შაღამოობით სათამაშო მაგიდებს მიუსხდებიან ხოლმე თაღლითები და კახპები. გაყალბებული და უეჭველად უკანონო თამაშების დროს ისინი ერთად ცდილობენ ფულის წართმევას მეტ-ნაკლებად გულუბრყვილო მსხვერპლისთვის. ღამის პარიზში,მაშ, ნაკლებად სასიამოვნო მარაოდ იშლება პროსტიტუცია, ქურდობა, თაღლითობა.
მარტოობა თუ ურთიერთობა სხვასთან?
ჩვენს დღევანდელ ქალაქებში ესოდენ აქტუალური ეს პრობლემატიკა აქტუალური იყო უკვე ბოდლერის დროს და უფრო ადრეც კი. ცხადია რომ ნაწილში «პარიზული სურათები» ბოდლერი ცდილობს იმის გარკვევას შესაძლებელია თუ არა სპლინისაგან,
ნაღველისაგან თავის დაღწევა სხვა ადამუანებთან, თავის მსგავსებთან ურთიერთობით.
ურთიერთობა უბედურებთან?
« პატარა დედაბრებში» ბოდლერი აღწერს თითქმის მაგიური სიმპატიის განცდას ვინაიდან « საწყალ დედაბრებზე» ლაპარაკისას ის ამბობს რომ მას უყვარს «ნაზად თვალთვალი»:
«ჩემი გამრავლებული გული ტკბება ყველა თქვენი მანკიერებით!
ჩემი სული ბრწყინავს ყველა თქვენი სათნოებით!
ბოდლერი ახერხებს,მაშ საკუთარი თავის გაიგივებას ამ დედაბრებთან, გარკვეულ დროს მათი ცხოვრებით ცხოვრებას. მაგრამ ბოდლერი არსად არ ლაპარაკობს მათთან კონტაქტზე ,საუბარზე მათთან. განა შეიძლება ლაპარაკი ურთიერობაზე და ზიარებაზე იქ სადაც კომუნიკაციაც კი არაა? განუკურნებლად მარტოსული პოეტი სიმპატიით უყურებს მხოლოდ მასავით უბედურებაში და მარტოსულობაში ჩაკეტილ უბედურებს. «გედის» ბოლოს ის ამბობს:
«მე ვფიქრობ ერთ კუნძულზე დავიწყებულ მეზღვაურებზე, ტყვეებზე, დამარცხებულებზე!... და კიდევ ბევრზე!
ლაპარაკია, მაშ, მხოლოდ სულიერ კონტაქტზე, სულიერ ზიარებაზე.
შემაძრწუნებელი შეხვედრები:
ბეჩავები, რომლებსაც ვხვდებით ქალაქში ზოგჯერ იმდენად შემაძრწუნებლები არიან რომ შეუძლებელი ხდება მათთან ურთიერთობა. «ბრმებში» ბოდლერი ლაპარაკობს ტონით რომელიც შოკის მომგვრელი შეიძლება ჩანდეს:
უყურე მათ ჩემო სულო: ისინი ნამდვილად საშინლები,საზარლები არიან.
ერთი საშინელი შეხვედრის ყველაზე საინტერესო მაგალითი « შვიდი მოხუცი», ფანტასტიური მოთხრობა, ჰგავს ედგარ პოს ზღაპარს.ბოდლერი იქ აღწერს შეხვედრას შრულებით ერთმანეთთან მსგავს შვიდ შემზარავ მოხუცთან. ამ ლექსში ქალაქი გადაიქცევა ყველა კოშმარის ფანტასტიკურ ადგილად:
მოფუთფუთე, ზმანებებით სავსე ქალაქო,სადაც დღისით მზისით მოჩვენება ეკიდება გამვლელს!
მნიშვნელოვანია რომ ამ ჯოჯოხეთურ კორტეჟთან შეხვედრის შემდეგ «შეშინებული» პოეტი ბრუნდება და იკეტება თავის ბინაში.შემაშფოთებელი შეხვედრა სულაც არ უწყობს ხელს ურთიერთობას. ის ხაზს უსვამს მარტოობას.
ქალაქი, სამყარო სადაც გამვლელები არ ინობენ ერთმანეთს, გულგრილები არიან ერთმანეთის მიმართ:
ბოდლერს ქალაქი წარმოუდგენია უპირატესად ურთიერთობას მოკლებულ და ტოტალური მარტოობის ადგილად. ამის მაგალითია მისი სახელგანთქმული სონეტი «გამვლელ ქალს». ბოდლერი იქ აღწერს ამჯერად მომხიბლავ შეხვედრას: ლაპარაკია ქუჩაში მის წინ მიმავალ უცნობ ლამაზ ქალზე. ისინი თვალს შეავლებენ ერთმანეთს და შემდეგ «წამიერი, სწრაფადწარმავალი მშვენიერება ქრება. ბოდლერი ფიქობს რომ სულებს რომ ჰქონოდათ ურთიერთობის შანსი ისინი გაუგებდნენ ერთმანეთს.
მაგრამ ასეთია დიდი ქალაქის კანონი: ცხოვრებების,ხვედრების გზები
მუდამ იკვეთება ერთმანეთთან მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან ერთმანეთს:
ანონიმურობა სრულია,ინდივიდები იხრჩობიან ბრბოში.
ქალაქი, როგორც ბუნება, მაშ ორაზროვანი სამყაროა. ბოდლერი მოხიბლულია პარიზული ცხოვრების მუდამ ცვალებადი სპექტაკლით,მაგრამ მან იცის რომ ამაოა მისგან ნაღველისაგან, სპლინისაგან კურნალი ნამდვილი წამლის ლოდინი.
ბუნება:
ბუნებას ბოდლერთან არ უკავია ესოდენ ცენტრალური ადგილი როგორც ესაა რომანტიკოს პოეტებთან: ჰიუგოსთან,ლამარტინთან, მიუსესთან. ბოდლერი უწინარეს ყოვლისა ქალაქელი იყო. მიუხედავად ამისა ბუნება არის «ბოროტების ყვავილების» ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ბუნებას იქ აქვს სამი ასპექტი: ავადმყოფ სულთა წამალი,იდუმალი სამყარო და ბოლოს და ბოლოს ულმობელი და სასტიკი კანონი.
ავადმყოფ სულთა წამალი:
ისევე როგორც რომანტიკოსებში, ბუნება ბოდლერთანაც შეიძლება ჩანდეს დიდ მანუგეშებლად,ნუგეშისმცემლად. ის ასრულებს სიტყვა-სიტყვით თერაპიულ,
მკურნალ როლ, კურნავს სულს მისი გამომადებილებელი შფოთებისაგან.
მზის როლი:
«პარიზული სურათების ერთ-ერთ პირველ ლექსს ჰქვია «მზე». ის ბუნების ამ ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს უცნაურად,ერთის შეხედვით წინააღმდეგობრივად. მესამე სტროფში მზე თავდაპირველად წარმოდგენილია როგორც «ულმობელი, სასტიკი». მაგრამ დანარჩენ ლექსში მზის გავლენა არსით კეთილისმყოფელია:
ის საწუხარს აორთქლებს ცაში,ის ტვინებს და ფიჭებს ავსებს თაფლით.
გასაგები ხდება რომ მზის ულმობლობა და სისასტიკე მხოლოდ მოჩვენებითია:
მზე მწარე წამალივითაა, ის სპობს ავადმყოფობას, წვავს ქალაქის ჩრდილებს და მავნებელ,შხამიან ორთქლებს. მზის თითქმის გაქრობა შემოდგომაზე და ზამთარში უშუალოდ ასახავს პოეტის მელანქოლიას.
ზღვის პეიზაჟები:
ბედნიერების და ავხორცობის წარმოდგენისას ბოდლერის ფანტაზია გარბის შორეული, ეგზოტიკური ბუნებისაკენ: ბოდლერის სამოთხე, ისე როგორც ეს იქნება მხატვარი პოლ გოგენისთვის, ჰგავს რომელიღაც მშვიდი და წყნარი კუნძულის სანაპიროს. სწორედ ამ ხილვას ახსენებს მას («ეგზოტიკურ სურნელებაში») მისი ანტილელი საყვარელის სხეული :
«ჩემს წინ იშლება ბედნიერი წყლისპირები სადაც ელავს მონოტონური მზის ცეცხლი».
ეს მიბნედილ-მოთენთილი ხილვა იმდენად აეკვიატა პოეტის სულს რომ ის წარმოიდგენს რომ სადღაც შორეულ წინა ცხოვრებაში მას დიდხანს უცხოვრია «ლაჟვარდის,ტალღების, ბრწყინვალებათა შუაგულში».
ზღვა, სიცოცხლის წყარო:
მიუხედავად ამისა კრებულის მრავალ ლექსში ბოდლერი ზღვას უფრო ნეგაიურად აღწერს. « ალბატროსში», მაგალითად, ოკეანეს ზღვები შედარებულია «მწარე უფსკრულებთან».
თIთქმის იგივე ცნებებს იყენებს ბოდლერი ლექსში ადამიანი და ზღვა». მაგრამ ამ ტექსტში ბოდლერი ზღვას წარმოადგენს მისი ორი ასპექტით : ერთის მხრივ ზღვა არის ველური მხეცის მსგავსად «მოუთვინიერებელი და ველური», მეორეს მხრივ კი ზღვა ადამიანში აღძრავს გმირულ ენერგიას და სიმამაცეს. ასე ხდება რომ ხანგრძლივი და ძნელი ზღვაოსნობის დროს ადამიანი ისევ აღმოაჩენს სიდიადისა და თავისუფლების განცდებს. სწორედ ამიტომ შეუძლია ბოდლერს შემდეგი რამის თქმა :
«თავისუფალო ადამიანო, შენ მუდამ გეყვარება ზღვა!»
2. ბუნება: იდუმალი სამყარო:
ბოდლერს რომანტიკოსთა მსგავსად, მაგრამ კიდევ უფრო «ვიზიონერულად»,
უყვარს ზღვაში საიდუმლოთა ამოუწურავი რეზერვუარის დანახვა.
« უცნაური» ბუნებაში:
ბოდლერი მისი საყვარელი ამერიკელი ავტორი ედგარ პოს მსგავსად მოჯადოებლულ-მოხიბლული იყო უცნაურით. საკვირველ ლექსში «გიგანტი» ბოდლერი მიანიშნებს გიგანტებით და « ურჩხული, მონსტრუოზული ბავშვებით დასახლებულ მითიურ ეპოქებზე. ეს მონსტრუოზულობა იმდენად ხიბლავს ბოდლერს რომ ის წარმოიდგენს ამ მდედრი გიგანტთან ერთად ცხოვრებას. ის ოცნებობს მის «საშინელ თამაშებზე» დასწრებაზე და მისი მკერდის ჩრდილში როგორც მშვიდ, მთის ძირში მდგარ ქოხში უზრუნველად ძილზე.
ბოდლერს უყვარს ზებუნებრივი, მაგრამ კიდევ უფრო უყვარს თვითონ ბუნების წიაღში არსებული უცნაურობა : « ეგზოტიკურ სურნელში» ბოდლერი ტკბება მის საოცნებო კუნძულზე ამოსული «განსაკუთრებული ხეების» წარმოდგენით.
ბუნებაში არსებული უცნაურის თემა აგრეთვე უცნაურია სონეტში «მოგზაური
ბოჰემიელები».
საკრალური ბუნებაში:
ბუნება არ წარმოშობს მხოლოდ მონსტრებს : ის საოცრებებითაცაა, სასწაულებებითაცაა სავსე. ვიქტორ ჰიუგოს პანთეისტური შეხედულებების მთლიანად გაზიარების გარეშე ბოდლერს თითქოს სჯერა რომ ბუნებაში არის საკრალური, წმინდა, მეტიც, ღვთაებრივი (პანთეიზმი, ბერძნული პან-ტოტალობა, მთლიანობა, და თეოს-ღმერთი, ნიშნავს ღმერთის გაიგივებას მის ქმნილებასთან და მთელი ბუნების აღქმას ღვთაებრივი სულით გაჟღენთილ არსად). ბოდლერის შემოქმედებაში ბუნების ამ საკრალური განზომილების დასანახავად უნდა მთლიანად მობიყვანოდ ლექსი « შესაბამისობების» პირველი ნაწილი (ბოდიში, თქვენი მონამორჩილის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი):
«ბუნება ტაძარია, სადაც ცოცხალ ბურჯებს ხანდახან წამოსცდებათ ბუდოვანი სიტყვები; ადამიანი იქ გაივლის სიმბოლოთა ტყეებს და ეს სიმბოლოები მას უყურებენ მახლობელი,თავისიანი მზერით.»
ეს იდეები უაღრესად ძველია. ერთის მხრივ ისინი მიანიშნებენ ძველი წარმართობის მითოლოგიაზე: როგორც დოდონას ძველ ტყეში, საბერძნეთში,ხეები, ბუნებრივი «ტაძრის» ეს «ცოცხალი ბურჯები» ქადაგები, წინასწარმეტყველები არიან, მათში ცხოვრობენ ღვთაებრივი სულები რომლებიც «უყურებენ» და ელაპარაკებიან ადამიანებს. აქ ასევე გვესმის პლატონის და შუა საუკუნეების ქრისტიანთა ექო. მათთვის მატერიალური სამყარო,ბუნება, არის სულიერი სამყაროს «სიმბოლო» ანუ ანარეკლი. პოეტმა უნდა შესძლოს სიმბოლოების და მატერიალური და სულიერი სამყაროს იდუმალი « შესაბამისობების» გაშიფრვა.
3. ულმობელი და სასტიკი კანონი:
მაგრამ ბუნება ფართო გაგებით, ესე იგი ფიზიკური და ცოცხალი სამყაროს მთლიანობა ბოდლერთან ასევე ჩანს ულმობელი სისასტიკის ადგილად. ეს წინააღმდეგობრივია? უეჭველად, მაგრამ წინააღმდეგობა, ან,სულ მცირე, კონტრასტი, არის თვითონ ბუნებაში და არა პოეტის სულში.
ადამიანთა ტანჯვის მიმართ გულგრილი ბუნება:
აქ ბოდლერთან ვხედავთ ადამიანის ტანჯვისადმი გლგრილი ბუნების ძველ იდეას. ბუნება ვერ ამჩნევს ადამიანის ტანჯვას. «ცივი ბუნების» ეს ხედვა რომანტიკოსთა შორის ყველაზე ძლიერად განსაკუთრებით მის «მწყემსის სახლში» განავითარა ალფრედ დე ვინიმ. Eს გრძნობა ჩანს «ბოროტების ყვავილების» რამოდენიმე ლექსში, განსაკუთრებით «მოჰზაურობაში კითერაზე». ამ საკმაოდ პირქუშ ტექსტში ბოდლერი აღწერს ზღვით მოგზაურობას ტრადიციულად სიყვარულის ქალღმერთი ვენერასადმი მიძღვნილ კუნძულ კითერასაკენ. მაგრამ «ტკბილ საიდუმლოთა და გულის დღესასწაულთა» კუნძულთან მიახლოებისას პოეტი ხედავს თავზარდამცემ სანახაობას : ჩამოხრჩობილის სხეულს ფლეთენ და გლეჯენ გააფთრებული, სასტიკი ფრინველები. მაგრამ ეს საშინელება თითქოს საკმარისი არ იყო: ბუნება გამოფენს გაზაფხულის თავის მადლსა და სილამაზეს,მასხრად იგდებს ბეჩავ ჩამოხრჩობილს: და პოეტი მოსთქვამს:
-ცა მომხიბლავი იყო,ზღვა ერთიანი იყო;
ჩემთვის ამიერიდან ყველაფერი შავი და სისხლიანი იყო
როგორც ამბობს ვინი, ბუნება, მაშ, ნამდვილად არის ის «უგრძნობი თეატრი» სადაც თამაშდება ადამიანური ტრაღედია.
სიცოცხლისაგან განუყოფელი სიკვდილი:
ბუნების უმაღლესი «ულმობლობა» რა თქმა უნდა არის სიკვდილის უნივერსალური, საყოველთაო კანონი. მაგრამ ბოდლერი მიდის ამ თვალსაჩინო ამბავზე უფრო შორს: მისი აზრით ხილში მყოფი ჭიის მსგავსად სიკვდილი არის თვითონ სიცოცხლის გულში. ამას გარდა, ჭიის ხატი, ორგანიზმთა ლპობის სიმბოლო, ყველგანაა «ბოროტების ყვავილებში». «მზეში» ბოდლერი აცხადებს რომ მზე არის მკვებავი მამა რომელიც « ველებში კვებავს ჭიებსაც და ვარდებსაც.
ერთის მხრივ მართლაცაა კონტრასტი ჭიასა და ვარდს შორის. არა და თუ კი ვარდი განასახიერებს სიცოცხლის მშვენიერებასა და სინორჩეს ის ამავე დროს განასახიერებს სიცოცხლის სიმოკლეს და სისუსტეს, ისე როგორც ესაა რონსართან. მეორეს მხრივ ბოდლერი წარმოადგენს მაცოცხლებელი მზის პარადოქსს. მის სხივებში იფურჩქნება ვარდი, მაგრამ მზე ამავე დროს სტიმულს აძლევს გვამების და ჩამოცვენილი ხილის მღრღნელი ჭიის საქმიანობას. სიცოცხლე, მაშ, განუყოფლადაა დაკავშირებული სიკვდილთან.
დასკვნად შეიძლება ვთქვათ რომ ბოდლერი არ იზიარებს რომანტიკოსთა უმეტესობის ბუნების მაიდეალიზებელ ხედვას,მაგრამ ის არ იზიარებს არც XIX საუკუნის მრავალი «დეკადენტი» მწერლის «შეძრწუნებას ბუნებით». ბოდლერის ხედვა თვითონ ბუნების მსგავსად უფრო ნიუანსირებულია,უფრო პარადოქსალურია,.
ლტოლვა, გაქცევა:
ლტოლვა, გაქცევა «ბოროტების ყვავილების» მთავარი თემაა. ეს ცხოვრება, რომელსაც აკვიატებია ნაღველი, სპლინი, ბოდლერისათვის ციხეა და ის ყველანაირი საშუალებით ცდილობს იქიდან გაქცევას....
«თქვენი მხრების დამამსხვრეველი დროის საშინელი ტვირთის ასატანად მუდამ უნდა იყოთ მთვრალი ღვინით,პოეზიით და სათნოებით... დათვერით!» (ბოდლერის აფორიზმებიდან).
უნდა ითქვას რომ პარიზის შუაგულში, სან-ლუის კუნძულზე იყო ეგრეთ წოდებული ჰაშიშინთა კლუბი, ჰაშიშის მწეველთა კლუბი რომელშიც ჰაშიშს მიირთმევდა ბოდლერის დროინდელი პარიზის მთელი ბომონდი. ბოდლერიც ცოტა ხანს ცდილობდა გაქცეოდა ამ ცხოვრებას ჰაშიშის მეშვეობით. მაგრამ ერთხელ ( საკმაოდ მალე) გაბრაზდა და თქვა რომ ასეთი ხელოვნური და მავნე რამეებით «თამაში» არ ეკადრება მაღალი მისიისთვის გაჩენილ ადამიანს, არის მისი ღირსების დამცირება და წავიდა ამ კლუბიდან. მისი აზრით ადამიანმა ნაღველისაგან გაქცევის საშუალება თავის თავში უნდა ნახოს. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა მისი თხზულება «ხელოვნური სამოთხეები».
პოეტი: მისი ადგილი საზოგადოებაში?
რომანტიკოსი პოეტები დიდად იყვნენ დაინტერესებულნი საზოგადოებაში პოეტის ადგილის საკითხით. ვიქტორ ჰიუგო გამოკვეთილი სიამაყით პოეტს განსაზღვრავდა როგორც «მაგ» («მოგვს», «ჯადოსანს»), რომელიც შთაგონებული სიბრძნით უნდა გასძღოლოდა ხალხს. ბოდლერის აზრით პოეტის მთავარი ფუნქცია იყო სიცოცხლისათვის გარყვნილებისა და სიბეჩავის მიერ მისთვის წართმეული მისი მშვენიერების და სიდიადის დაბრუნება. მაგრამ ბოდლერი თვლიდა რომ მან ვერ შეასრულა ეს ფუნქცია და ამდენად ის უსარგებლოა საზოგადოებისთვის.
პოეტი როგორც სიცოცხლის «ალქიმიკოსი:
მრავალ პოეტს გაუვლია პარალელი პოეზიასა და ალქიმიას შორის. ყველაზე მეტად ფიქრობენ არტურ რემბოზე და მის თხზულებაზე «სიტყვის ალქიმია». შუა საუკუნეებში სწამდათ რომ ალქიმიკოსებს ძალუძდათ მდაბალ, საზიზღარ ლითონთა,განსაკუთრებით ტყვიის, ოქროდ გადაქცევა. შიმბოლურ პანში ალქიმია ნიშნავს მატერიალური სამყაროსათვის მისი დაკარგული სრულ-
ყოფილების დაბრუნებას. ოქრო,რომელიც მზის ქმნილებად წარმოედგინათ,
იყო ამ სრულყოფილების სიმბოლო. ბოდლერის აზრით პოეტს ეკისრება ექვივალენტური პროექტი. როგორც ამაზე მიუთითებს კრებულის სათაური «ბოროტების ყვავილები» თვითონ ბოდლერს, როგორც პოეტს უნდა ბოროტებისაგან სილამაზის ამოღება, მიღება. Eრთ-ერთ ლექსში «ფრაგმენტები და რელიქვიები», რომელსაც გამომემელთა უმრავლესობა კრებულის ბოლოს ათასებს, ბოდლერი იღებს ფუნდამენტურ ალქიმიურ ხატს და ამბობს:
« შენ მომეცი შენი ტალახი და მე ის გადავაქციე ოქროდ». სიტყვა «შენ» აქ უეჭველად ნიშნავს სამყაროს, სიცოცხლეს,რომელმაც პოეტს მისა თავისი მდაბალი, საზიზღარი მატერია, მასალა იმისათვის რომ პოეტმა ის გარდაქმნას ხელოვნების ნაწარმოებად.
ბოდლერი უხეირო პოეტი-ალქიმიკოსი?
მაგრამ ბოდლერი არაა დარწმუნებული იმაში რომ არის ძალიან კარგი პოეტი : ის თავის თავს აღწერს როგორც უხეირო ალქიმიკოსს,მეტიც, როგორც ალქიმიკოსის კარიკატურას. . ალქიმიკოსების პატრონი იყო ბერძენთა ღმერთი ჰერმესი; მაგრამ «ტკივილის ალქიმიაში» ბოდლერი ჩივის რომ შთაგონებულია «უცნობი ჰერმესით»რომელიც მას აკეთებინებს იმის საწინააღმდეგოს რასაც ქადაგებს ძველი მეცნიერება ( საზოგადოდ ასე უწოდებდნენ ალქიმიას):
« შენით მე გარდავქმნი ოქროს რკინად და სამოთხეს ჯოჯოხეთად.»
ბოდლერი, მაშ, არის ყველაზე ნაღვლიანი ალქიმიკოსი.
რა შეიძლება, მაშ, ამიერიდან იყოს მისი ფუნქცია საზოგადოებაში?
კრებულს წინათქმად წამძღვარებული ლექსი «მკითხველს» ბოდლერი ალბათ არაპირდაპირ ახსენებს პოეტის სხვა, მაგრამ უფრო ნრგატიურ «ფუნქციას». პოეტი უნდა იყოს პირმოთნე მკითხველის (მისი მსგავსის,მისი ძმის) «უწმინდური სვინდისი». თუ კი პოეტს არ ძალუძს სიცოცხლის გარდაქმნა მას შეუძლია მისი საშინელების ჩვენება. პოეტის შემოქმედებამ «პირქუში სარკის» მსგავსად უნდა აჩვენოს თუ რამდენადაა გარყვნილი სამყარო ბოროტებითა და ნაღველით, სპლინით.
Bოდლერის მსოფლმხედველობა არაა ტოტალურად ორიგინალური. ის იმეორებს რომანტიკოსთა ზოგ იდეას. ვიქტორ ჰიუგოს აზრით პოეტი არის მაგი, მოგვი, ჯადოსანი, რემბო მოგვიანებით იტყვის რომ პოეტი მხილველია, ნათელმხილველია, ალფრედ დე ვინი ხაზს უსვამს პოეტის და საზოგადოდ გენიას მარტოსულობას. პოეტი მისი აზრით არის ვერაგობის, ბოროტების სამიზნე და გაუგებრობის მსხვერპლი. ბოდლერის ორიგინალობა, თავისებურება მდგომარეობს ახალ, შთამბეჭდავ ხატებში რომელთაც ის იყენებს პოეტის მდგომარეობის და ფუნქციის გამოსახატავად.
ამით ვამთავრებთ დღეს დიდ ბოდლერზე საუბარს. ის, როგორც ყველა გენიოსი რთულია. მასაცა აქვს ნათელი და ბნელი მხარეეები და ამ ბნელმა მხარეებმაც თავისი კვალი დაამჩნიეს ადამიანთა ცნობიერებას თუ არაცნობიერს. მაგრამ მთავარი ისაა რომ ბოდლერი იმსახურებს ბოდლეროლოგიას. და აბა ჰე, წინ ბოდლეროლოგიისაკენ!!!

No comments:
Post a Comment