4.06.2012

იდუმალი გრაფი ვრონსკი,ანდროპოვის პარტმუშაკთა უნივერსიტეტის პროფესორი:


გრაფი ვრონსკი
ედუარდ კოვალიოვი საგანგებოდ «სრულიად საიდუმლოსთვის («Совершенно секретно») ჰიტლერისა და რუდოლფ ჰესის ასტროლოგ-ექსტრასენსის და საბჭოთა ასტროლოგ-ექსტრასენსების აღმზრდელი გრაფი ვრონსკის დიდ საიდუმლოზე («Великая тайна графа Вронского»):


  1933 წელს, გერმანიაში ხელისუფლებაში მისვლისთანავე ბერლინში მაშინ დამოუკიდებელი ლატვიიდან სასწავლებლად ჩადის მოკრძალებული 18 წლის ყმაწვილი სერგეი ვრონსკი. კეთილზნიანი დასავლელი ობივატელის თვალსაზრისით ამ ყმაწვილის წარმოშობა და წარსული აკმაყოფილებდა უმკაცრეს კრიტერიუმებს.

  სერგეის მამამ, გრაფმა ალექსეი ვრონსკიმ გააგრძელა ძველი პოლონური არისტოკრატული გვარი.მისი წინაპრები რუსეთში ჩავიდნენ უკვე XVIII საუკუნეში. 1917 წლის ოქტომბრის წინ იგენერალი გრაფი იყო რუსეთის გენშტაბის დაშიფრვის განყოფილების უფროსი. 42 ენის მცოდნე გრაფ ვრონსკის როგორც პროფესიონალს პატივს სცემდნენ როგორც თანამშრომლები ისე ბოლშევიკები რომელთაც მან დიდი სამსახური გაუწია რევოლუციის შემდეგ.

  მადლობის ნიშნად ლენინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს რომელიც ვრონსკის და მის ოჯახს აძლევდა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას.

 მაგრამ გამგზავრების წინ მათ სახლში შეცვივდნენ შეიარაღებული წითელარმიელები. მათ ადგილზე, უყოყმანოდ, დახოცეს გენერალი,მისი ცოლ-შვილი,სერგეის ორი ძმა და ორი და. თვითონ სერგეი ამ დროს ქუჩაში თამაშობდა და სასწაულებრივად გადარჩა. მის მაგივრად მოკლეს მისი თანატოლი, ფრანგი გუვერნანტკას 5 წლის შვილი.
 გუვერნანტკამ ბიჭი დამალა მეზობლებთან და შემდეგ წაიყვანა პარიზში,სადაც ის წითელი ჯვრის მეშვეობით იპოვეს მაშინ რიგაში მცხოვრებმა მისი ბაბუამ და ბებიამ.

  მოცეკვავე, პილოტი, ექსტრასენსი :

  სერგეის ბებია იყო  ჩერნოგორიელი თავადების, შთამომავლობითი მკურნალებისა და ნათელმხილველი ნენადიჩ-ნეგოშთა გვარიდან. ამან განსაზღვრა საყვარელი შვილიშვილის მომავალი:
 ქალბატონმა ნეგოშმა შესანიშნავი განათლება მიიღო გერმანიასა და საფრანგეთში,ის სერიოზულად იყო გატაცებული ოკულტური მეცნიერებებით-ასტროლოგიით,ქირომანტიით, მაგიით. ის თავის ცოდნას გადასცემდა სერიოჟას, რომელიც უკვე 7 წლის ასაკში ადგენდა ჰოროსკოპებს სკოლის ამხანაგებისთვის და მასწავლებლებისთვის. მას მალე აღმოაჩნდა ჰიპნოზის, ფსიქოთერაპიის უნარი. ის გაიტაცეს სპირიტიზმმა და მაგიამ.
 სერგეი სწავლობდა რიგაში მილერის კერძო რუსულ გიმნაზიაში,სწავლობდა ბრწყინვალედ, ანცვიფრებდა მასწავლებლებს,თითქოს ყოველთვის ხვდებოდა თუ რომელი ბილეთი შეხვდებოდა გამოცდაზე.

  უკვე ახალგაზრდა სერგეიმ იცოდა 13 ენა. მაგრამ ის სულაც არ ყოფილა წიგნის ჭია. ის პოულობდა დროს ჭიდაობისთვის,კრივისთვის,ცურვისთვის. ჩოგბურთს თამაშობდა ფაიფურის ქარხნების მფლობელი კუზნეცოვის შვილებთან. გალობდა დომის ტაძრის ბიჭუნათა გუნდში.  სწავლობდა აკორდეონზე და ფორტეპიანოზე დაკვრას. არაერთხელ მიუღია პირველი პრემიები სამეჯლისო ცეკვების კონკურსებში. ისწავლა საავტომობილო საქმე, მონაწილეობდა ავტორბოლებში.
   17 წლის სერგეიმ წარჩინებით დაამთავრა ავსტრიული ინსბრუკის ავიასკოლა.

 1933 წელს გერმანიაში ჩასვლისას სერგეი შევიდა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ლატვიიდან ჩასულ სტუდენტს მალე აღმოაჩნდა არატრადიციული მკურნალობის ნიჭი: ის დიაგნოზს სვამს ახვეული თვალებით,წინასწარმეტყველებს ავადმყოფობის განვითარებას, მკურნალობს ხელების დადებით.

 მალე მისი თანხმობის უკითხავად სერგეი გადაჰყავთ ნაცისტების მიერ დაარსებულ დახურულ ბიორადიოლოგიურ ინსტიტუტში,რომელსაც ასევე უწოდებდნენ «დახურული სასწავლებელი ნომერი 25». 300 პრეტენდენტიდან სწავლებისთვის აირჩიეს მხოლოდ 10. ყოველი მათგანისთვის შეადგინეს დაწვრილებითი ჰოროსკოპი.

    რაიხის ყველაზე პრივილეგირებულ, ყველაზე გასაიდუმლოებულ სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებაში უნდა მოემზადებიან ჰიტლერის ზედაფენის მომსახურე პერსონალი, ზებუნებრივი უნარების მქონე სპეციალისტები.

       ტრადიციული სამედიცინო დისციპლინების გარდა სტუდენტებს ასწავლიდნენ ფსიქოთერაპიას, ჰიპნოზს, შამანობას. მათ ასწავლიდნენ ტიბეტელი ლამებიც,ინდოელი იოგებიც, აკუპუნქტურის ჩინელი მცოდნეები. პრაქტიკას სტუდენტები გადიოდნენ აფრიკაში,ინდოეთში,ამერიკაში და ესპანეთში.

      ინს
ტიტუტის ხელმძღვანელობა ახალისებდა სტუდენტების არასტანდარტულ «საქმიან» ინიციატივებსაც. ასე მაგალითად სერგეი ფულს შოულობდა როგორც დაქირავებული მფრინავი და მან მონაწილეობა მიიღო ბოლივია--პარაგვაის და შემდეგ იტალია-აბისინიის ომებში.

  ერთხელ პრაქტიკის დროს ნიჭიერმა რუსმა მიიღო უჩვეულო დავალება. პატიმრებიდან მისთვის გადაარჩიეს ონკოლოგიური დაავადებებით ავადმყოფი ოცი გერმანელი კომუნისტი და მათი ოჯახების წევრები. დაპირდნენ რომ გაანთავისუფლებდნენ მათ თუ კი ვრონსკი მათ განკურნავდა. ვრონსკიმ მაშინ გადაარჩინა 16 კაცი რომელთა შორის 4 ბავშვი იყო.

  ნაცისტური გერმანიის მმართველებს ძალიან აინტერესებდათ ასტროლოგიაც. ძალაუფლების განსამტკიცებლად ყველას სურდა თავისი ბედის საიდუმლოთა ცოდნა.

      1935 წელს ჰიტლერმა ასტროლოგია გამოაცხადა «იმპერიულ მეცნიერებად». ის ძალიან სერიოზულად უყურებდა წინასწარმეტყველებებს და ჰოროსკოპებს. მას ახალგაზრდობაში დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა ბოშა ქალმა, ნაცნობი ასტროლოგი სობოტენდორფი კი ჰიტლერს აფრთხილებდა 1923 წლის «ლუდის ჯანყის» მარცხის შესახებ.


 ამიტომ ჰიტლერმა გადაწყვიტა აღარ ჩაეგდო საფრთხეში თავი. ხელისუფლებაში მოხვედრილი ჰიტლერის გვერდით მუდამ იყო ტიბეტელი ბერი რომელსაც უწოდეს «ადამიანი მწვანე ხელთათმანებში». «მესამე რაიხში» არაფერს აკეთებდნენ ამ ბერის აზრის გაგების გარეშე.

 ამიტომ გასაგებია რომ ბიორადიოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს,  ასტროლოგიის და ექსტრანსენსორიკის სპეციალისტებს, ნაცისტურ გერმანიაში ელოდათ ბრწყინვალე კარიერა.
  ვრონსკიმ წარმატებით და ვადაზე ადრე დაამთავრა სწავლა. ერთ მშვენიერ დღეს ის გამოიძახეს რექტორის კაბინეტში სადაც მას უცდიდნენ უცნობები ვერმახტის ფორმაში.

- თქვენ გააოცეთ მასწავლებლები თქვენი წარმატებებით, უთხრეს მათ სერგეის,ჩვენც კმაყოფილები ვართ რომ თქვენს ინტერესებშია თქვენი ცოდნისა და სიცოცხლის მიცემა ფიურერისა და დიადი გერმანიის საკეთილდღეოდ.

     მაგრამ ნაცისტებს ვერც დაესიზმრებოდათ ის რაც მოხდა შემდეგ. მიუხედავად იმისა რაც უქნეს წითლებმა მის ოჯახს სერგეი უკვე 1933 წლის სექტემბერში შევიდა გერმანიის კომუნისტურ პარტიაში და ალბათ უკვე მაშინ ჩადგა საბჭოთა დაზვერვის სამსახურში.

    მას არ დაუდასტურებია ღიად ეს თანამშრომლობა,მაგრამ მოგვიანებით სერგეი ალექსეევიჩი იხსენებდა: « იმ საშინელ წლებში მე მარტო სტუდენტი კი არა იატაკქვეშელიც ვიყავი. 1938 წლიდან მე რამოდენიმეჯერ მალულად ვიყავი საბჭოთა კავშირში....მაგრამ ამაზე ლაპარაკის უფლება ჯერ არ მაქვს».

   მისი ბედის ასეთ ბრუნზე ალბათ იმოქმედა ახალგაზრდობაში მისმა მეგობრობამ ვილის ლაცისთან,მომავალ ლატვიელ საბჭოთა მწერალთან და მსხვილ საბჭოთა მოღვაწესთან.

    ჰესის პირადი წინასწარმეტყველი:

      ჯერ კიდევ რიგაში,როდესაც გადაწყდა სერგეის გაგზავნა სასწავლებლად გერმანიაში, მათი ოჯახის ნაცნობმა ქალბატონმა მისცა სარეკომენდაციო წერილი გამოჩენილი ნაცისტი მოხელე იოჰან კოხისთვის. მასთან ვრონსკიმ გაიცნო ერთ-ერთი ნაცისტი ხელმძღვანელი,მისტიკით გატაცებული რუდოლფ ჰესი.

   ვრონსკის რამოდენიმე წინასწარმეტყველება ახდა,რის შემდეგაც ჰესო უსიტყვოდ ენდო ახალ ნაცნობს.

  «ჩვენ დაგვაკავშირა ასტროლოგიამ,ყვებოდა სერგეი მათ ურთიერთობებზე,და ჰესი გახდა ჩემი პირველი მოწაფე.
     ძალიან ნიჭიერ ჰესს ხელს უშლიდა მისი დიდი თვითდაჯერებულობა. მასთან ურთიერთობისას მე დავიწყე ჰიპნოზის და შთაგონების ჩემი ნიჭის ნამდვილი გამოყენება და ეს დიდად მოქმედებდა მასზე. თავიდან მე შევედი მის მეგობართა და თანამშრომელთა წრეში.


  და როდესაც შემიშვეს იქ სადაც უცხოებს არ ახედებდნენ ინტუიციამ და ჩვევებმა დამანახეს ჰესის ახლობელთა ანგარებიანი და კარიერული თამაშები,მათი დაჯგუფებების გაჩენა. მე ჰესს ვურჩევდი თუ ვისთან უნდა დაახლოებულიყო და ვისთან არა. როგორც წესი არ ვცდებოდი და ჰესი მისმენდა».

გრაფი ვრონსკის წიგნი
"კლასიკური ასტროლოგია"
 ვრონსკი აღმოჩნდა ნაზიარები ნაცისტთა დიდ საიდუმლოსთან. 1941 წლის მაისში ჰესი,მეორე პირი ნაცისტურ პარტიაში ჰიტლერის შემდეგ, გერმანიიდან გაიქცა. მიუნხენიდან ინგლისში გაფრინდა, გადახტა პარაშუტით და დაეშვა გერმანელებისადმი სიმპატიით განწყობილი ინგლისელი ლორდი ჰამილტონის ვილაზე. ეს ისტორია გვაფიქრებინებს რომ ჰესმა წინასწარ იცოდა ფაშისტური რეჟიმის განწირულობის შესახებ. 

  ვალტერ შელენბერგის მოგონებებში არის მოწმობა ჰესის გაქცევასთან ასტროლოგების კავშირის შესახებ.  აი როგორ იგონებდა ამ ეპიზოდს ვრონსკი:

  «1941 წლისთვის ჩვენ ახლოს და გულწრფელები ვიყავით. რუდოლფმა იცოდა გეგმა «ბარბაროსას» შესახებ. ჩვენ დავეყრდენით შეჭრის ზუსტ თარიღს და შევადგინეთ ასტროლოგიური პროგნოზი. ანგარიში წინასწარმეტყველებდა ნაცისტური გერმანიის სრულ კრახს. ჰოროსკოპი არაერთხელ შემოწმდა. ჰესმა მიმართა ფიურერს თარიღის გადატანის თხოვნით მაგრამ ჰიტლერმა ის მასხრად აიგდო.

  ჰესის გაქცევაში არაფერია გასაკვირი. ის ფიქრობდა რუსეთში გაქცევაზეც,მაგრამ ვარსკვლავებმა უწინასწარმეტყველეს იქ დაუყოვნებელი დაღუპვა. ინგლისური ვარიანტი კი პირდებოდა სიცოცხლეს. ასეც მოხდა. ჰესმა მის პარტიულ ამხანაგებზე 50 წლით მეტი იცოცხლა» ( არის სხვა ვერსიაც. ფიქრობენ რომ ჰესმა ჰიტლერის დავალებით,მაგრამ წარუმატებლად მოსინჯა დიდ ბრიტანეთთან ანტისაბჭოთა კავშირის შექმნის შესაძლებლობა. ჩერჩილის ირგვლივ იდგა კემბრიჯის ბიჭებისგან ნაშენები მტკიცე სტალინური კედელი. მაგრამ იყოს აქ ისე როგორც აქ არის,გ.მ.).

 ერთხელ ჰესმა სერგეის გააცნო ევა ბრაუნი რომელმაც სთხოვა მას მომავლის წინასწარმეტყველება. ვრონსკიმ სიმპატიურ გოგონას აცნობა რომ მას დაოჯახების წყალობით ელის არაჩვეულებრივი ბედი». ევამ გადაიკისკისა.

 «ვარსკვლავები მართავენ დურაკებს, ჭკვიანები მართავენ თავის ვარსკვლავებს» ამ ძველი გამოთქმის გქმეორება უყვარდა ნაცისტ ნომერ ორ რუდოლფ ჰესს.
 მაგრამ ერთხელ ჰიტლერმა ნახა და შეიყვარა ევა ბრაუნი, რომელსაც სთხოვა ცოლად გაყოლა. ჰესმა დაუყოვნებლად დაურეკა ვრონსკის და უთხრა რომ მისი სიტყვები ახდა.

 ამ მომენტიდან რუსმა გრაფმა საბოლოოდ მოიპოვა ჰესის ნდობა. მან დაიწყო უმაღლესი ნაცისტი მოხელეების და კუჭ-ნაწლავით და ფსიქიურად გატანჯული ჰიტლერის მკურნალობა ბიოველებით.

        ჰიტლერის ახლო გარემოცვაში მოხვედრილი ვრონსკი დაუახლოვდა მის პირად ასტროლოგ კარლ ერნსტ კრაფტს და საჭირო გავლენას ახდენდა ფიურერისთვის გაკეთებულ ასტროლოგიურ პროგნოზებზე ( ისიც საინტერესოა თუ ვისთვის საჭირო გავლენას,მაგრამ ამაზე სხვა დროს,გ.მ.).

 ბერლინში ჩვენი გმირი ვრონსკი გახდა მოდური ფიგურა და მან სახელი გაითქვა როგორც ექსტრასენსმა მექიმმა და თითქმის კარის ასტროლოგმა.               შამბალას ძიებაში:

  ჰიტლერი გატაცებული იყო ოკულტიზმით და ამიტომ რაიხში დაუბრკოლებლივ საქმიანობდა მრავალი მეცნიერული თუ ვითომმეცნიერული საზოგადოება რომლებიც ატარებდნენ გამოკვლევებს მისტიკის სფეროში. 
ყველაზე ცნობილები იყვნენ საზოგადოება «ვრილ» და ჯგუფი « თულე». თავის წინაპრებად ეს «მეცნიერული წრეები» თვმლიდნენ ტამპლიერთა ორდენის რაინდებს.
არის მოწმობები რომელთა თანახმადაც ვრონსკის მრავალი გერმანელი მეგობარი ახლოს იყო სწორედ საიდუმლო საზოგადოებასთან «ვრილ».

 აქედან მოდის ჯაჭვი რომელმაც შეიძლება გაგვაგებინოს «დიდი საიდუმლო»,რომელზეც მას შემდეგ არაერთხელ ულაპარაკია საბჭოთა კავშირში ცხოვრებისას.

  გავიხსენოთ რომ 1930-ან წლებში სერგეის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო რუდოლფ ჰესი და თვითონ ვრონსკის აღიარებით მასთან მეგობრობდა ცნობილი გერმანელი მისტიკოსი და გეოპოლიტიკოსი კარლ ჰაუსჰოფერი. სწორედ ჰესი და ჰაუსჰოფერი აგონებდნენ გერმანიის მომავალ ფიურერს დიტრიხ ეკარტის «დიად მოძღვრებას» რომელსაც ისინი იზიარებდნენ.

  საიდუმლო საზოგადოება «თულეს» სათავესთან მდგარი ეკარტი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ეუბნებოდა თავის მეგობრებს: « გაყევით ჰიტლერს, ის წაიყვანს ცეკვას, მაგრამ მუსიკა მისთვის მე დავწერე». გერმანელ მასონთა მუსიკამ როგორც ჩანს იმოქმედა რუსი ექსტრასენსის ბედზეც.
  სერგეი ყველაფრის გარდა ალბათ იყო წევრი რაღაც საიდუმლო საზოგადოებისა ეომლის მიზანიც კაცობრიობის განვითარებაზე გავლენის მოხდენა ცალკეული ადამიანების და,მეტიც, ხალხების სიცოცხლისთვის ანგარიშის გაუწევლად.
  უკვე სიბერეში ის აღიარებდა: «მე არა მაქვს მთელი სიმართლის თქმის უფლება...პრინციპის თანახმად დიდი საიდუმლოს მფლობელმა ის საფლავში უნდა წაიღოს».

  ცნობილია რომ ის დაწვრილებით ყვებოდა თავის შეხვედრებზე ნაცისტური გერმანიის უმაღლეს მოხელეებთან და საბჭოთა სპესამსახურების ხელმძღვანელებთან.

   მაშ ეს არ იყო «გაზიარებული» სერგეი ვრონსკის «დიდი საიდუმლო» და რა წაიღო მან საფლავში?

   ვრონსკის საიდუმლოთა თუნდაც ბუნდოვნად დასადგენად ჩვენ მოგვიწევს XX საუკუნის დასაწყისის გახსენება. მაშინ მრავალ ქვეყანაში და უპირველეს ყოვლისა გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და რუსეთში აღორძინდნენ მასონური მიმართულების საიდუმლო საზოგადოებები.

  მაგრამ თუ კი ადრე მასონები ორიენტირებული იყვნენ ეგვიპტეზე,ეხლა ისინი «მარადიული ჭეშმარიტების» პოვნას ცდილობდნენ მაგიურ ქვეყანაში რომელსაც ერქვა შამბალა. ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი დაწესებულებები ექსპედიციებს აგზავნიდნენ ტიბეტში.

   იქ, მაგალითად, იყო გერმანული ბიორადიოლოგიური ინსტიტუტის რამოდენიმე ექსპედიცია (ამ ინსტიტუტში კი სწავლობდა და შემდეგ მუშაობდა სერგეი ვრონსკი).

  ტიბეტში იყო რუსი ფილოსოფოსი და მხატვრის ნიკოლაი რერიხის რომელსაც კარგად აფინანსებდნენ ვიღაც ამერიკელი ფილანტროპები ( სწორედ რერიხმა ჩაუტანა ლენინს ვითომმახატმების წერილი რომლითაც ისინი ლენინს მახატმად აცხადებდნენ,გ.მ.).
შამბალამდე მიღწევა რამდენიმეჯერ სცადეს საბჭოთა მეცნიერებმაც.

 ასეთი ექსპედიციისთვის ფულის გამოყოფას ითხოვდა ალმოდებული ჩეკისტი ფელიქს ძერჟინსკიც ( და მრავალი ცნობის თანახმად მიიღო კიდეც ეს ფული და გაუშვა ხალხი სხვათა შორის რერიხის ექსპედიციითაც,გ.მ.).
  მაგრამ დავუბრუნდეთ სერგეი ვრონსკის ცხოვრების გერმანულ პერიოდს.

მოსკოვის სანქციის გარეშე:

  თავის მაღალი თანამდებობების პაციენტებთან ვიზიტებისას სერგეი ვრონსკი ყურადღებით უსმენს მათ საუბრებს და დაწვრილებით გადასცემს მოსმენილს საბჭოთა დაზვერვას. გასაგებია რომ მის მიერ გადაცემული ინფორმაცია ძვირფასი უნდა ყოფილიყო.

  ამას გარდა ვრონსკი ასრულებდა ცალკეულ კონკრეტულ დავალებებსაც. ერთხელ მას სთხოვეს ფიურერთან ახლო წრეში რუსის,ყოფილი მოკრივე იგორ მიკლაშევსკის შეყვანა. ვრონსკიმ ის გააცნო კრივში მსოფლიო ჩემპიონ მაქს შმელინგს, რომელსაც ხშირად იწვევდა ხოლმე თავისთან ჰიტლერი.

  საბჭოთა ჩეკისტების თქმით მიკლაშევსკის ევალებოდა ჰიტლერის უახლოეს გარემოცვაში შეღწევა და მისი მოკვლა. მაგრამ პაველ სუდოპლატოვი თავის წიგნში წერს რომ სტალინმა უარყო ეს გეგმა. მას ეშინოდა რომ ჰიტლერის შემცვლელები სეპარატულად დაუზავდებოდნენ ინგლისს...

  ვრონსკი საკმაოდ წარმატებით ეხმარებოდა საბჭოთა დაზვერვას. მაგრამ ზოგჯერ ჩადიოდა დაუშვებელ, «გიჟურ» რამეებსაც. ერთი წყაროს თანახმად მას მონაწილეობა უნდა მიეღო ჰიტლერზე წარუმატებელ თავდასხმაში. ახალგაზრდობაში ის იყო ცხელი,თავდადებული ავანტურისტი. ფიურერი უნდა აეფეთქებინათ მიუნხენის სალუდეში 1939 წლის 8 ნოემბერს. მაგრამ ის მივიდა დათქმულ დროზე ნახევარი საათით ადრე და ძლიერი ყუმბარის აფეთქებამ ვერ მიაღწია მიზანს. რეპრესიებს კი საფრთხეში შეიძლებოდა ჩაეგდო თვითონ ვრონსკი.

   კიდევ მაგალითი. 1941 წელს აფრიკის კამპანიისას ვრონსკი გააგზავნეს აფრიკაში როგორც ლიბიაში და ეგვიპტეში მებრძოლი ფელდმარშალი ერვინ რომელის კორპუსის ექიმი-ექსტრასენსი. რომელმა მაშინ ვრონსკის აჩუქა პირადი იარაღი წარწერით: «რაიხის პატიოსანი და ერთგული სამსახურისთვის».

  ფელდმარშალმა არ იცოდა რომ ჩრდილოეთ აფრიკაში ის ინგლისელებთან დამარცხდა იმიტომაც რომ «რაიხისთვის თავდადებული» ექიმი-ექსტრასენსი მოწინააღმდეგეებს რეგულარულად აწვდიდა სტრატეგიულ ცნობებს.


  ვრონსკის ახლო ურთიერთობები ნაცისტ ხელმძღვანელებთან აეჭვებდა საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელებს. ვის ემსახურება სინამდვილეში ვრონსკი?

 1942 წელს ის საჩქაროდ დაიბარეს საბჭოთა კავშირში ვითომ მისთვის ჯილდოს გადასაცემად.

 მოგვიანებით ვრონსკი ყვებოდა რომ ჰოროსკოპის კითხვისას მან ნახა თავისი ძალიან უსიამოვნო პერსპექტივები, მაგრამ გერმანიაში დარჩენაც შეუძლებელი იყო. ვარსკვლავები ლაპარაკობდნენ მის გარდაუვალ მხილებაზე და დაღუპვაზე.

 და რა ვარსკვლავები! ჰესის გაქცევის შემდეგ გერმანელ ასტროლოგებს ცუდი დრო დაუდგათ. მრავალმა მათგანმა ციხეში ამოყო თავი.

ფრონტის აქეთ:

  გერმანული დიპლომატიური პასპორტის გაფორმების შემდეგ ვრონსკი მიდის მშობლიურ ბალტიისპირეთში. იქ, წარმოუდგენელია,მაგრამ ფაქტია,ის ჰიპნოზს უკეთებს ფრონტისპირა გერმანული აეროდრომის პერსონალს და აეროპლანით გადაკვეთს ფრონტის ხაზს. ... ჩამოგდებული თვითმფრინავის ალმოდებული კაბინიდან ის გამოათრიეს თავისიანებმა და მიუყვანეს ის ფრონტის ოსობისტებს. მათ უკვე უნდოდათ მისი გაგზავნა შტაბში როკოსოვსკისთან, მაგრამ გაიგეს რომ ის ქირურგია და მიიყვანეს საველე ჰოსპიტალად გადაკეთებულ უახლოეს ბლინდაჟში. 

  სერგეი ალექსეევიჩი დღედაღამე არ შორდებოდა საოპერაციო მაგიდას სანამ ლაზარეთს არ მოხვდა ჭურვი. მას მორმა დაუზიანა მხარი და შიგნეულობა. ოსობისტებს ბოლოს და ბოლოს მოუხდათ მისი გაგზავნა როკოსოვსკისთან, მაგრამ გზაში მას უკნიდან ვითომ შემთხვევით თავში ესროლა თანმხლები ჯგუფის ოფიცერმა.თავში მძიმედ დაჭრილი ვრონსკი წაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სადაც უნდა მომკვდარიყო. საბედნიეროდ იქ ოპერაციებს აკეთებდა დიდი ქირურგი ბურდენკო.

  ამბობენ რომ ასტროლოგიით გატაცებული იყო იური ანდროპოვიც და სკკპ ცკს გენერალურ მდივნად გახდომის შემდეგ მან ოფიციალურად დაუშვა ეს მეცნიერება.
  ნიკოლაი ნილოვიჩ ბურდენკო თავის დროზე იცნობდა უფროს ვრონსკის და როდესაც უიმედოთა სიებში დაინახა ნაცნობი სახელი მან მოითხოვა სერგეის დაუყოვნებლად მომზადება ოპერაციისთვის.

  მოხდა სასწაული-უიმედო გადარჩა, მაგრამ ტრავმა ძალიან სერიოზული იყო და ვრონსკის დასჭირდა მეტყველების ჩვევათა აღდგენა, სიარულის სწავლა. 1943 წელს ვრონსკის მისცეს ინვალიდობის პირველი ჯგუფი და ის გააგზავნეს ღრმა ზურგში.

 1944 წელს საბჭოთა ლატვიის პრემიერ მინისტრი ვილის ლაცისი უფაში შემთხვევით შეხვდა თავისი ბავშვობის მეგობარს, უბედურებაში ჩავარდნილ ვრონსკის, იზრუნა მასზე და გადაიყვანა გერმანელებისგან განთავისუფლებულ ლატვიაში სამოქალაქო ავიაციის ინსპექტორად. 1945 წელს ის დანიშნეს იურმალაში საშუალო სკოლის დირექტორად.



  1946 წელს კი ვრონსკი დაბეზღებით დააპატიმრეს და 25 წლით გააგზავნეს მორდვა შრომით ბანაკებში,პოტმაში.

 - ბანაკის უფროსობას მე ვეჩვენებოდი ნახევარღმერთად-ყვებოდა ვრონსკი.-ისინი უსიტყვოდ მემორჩილებოდნენ,უფრთხილდებოდნენ თავის ჯანმრთელობას. მე კი მათ ვკურნავდი ჰიპნოზით და ფსიქოთერაპიით.

   მაშინ ვრონსკიმ გაითამაშა თითქოს მას სჭირს უკურნებელი ონკოლოგიური დაავადება უკანასკნელ სტადიაში. ციხის ექიმის დახმარებით გადასახლების ვადის მხოლოდ მეხუთედის მომხდელი ვრონსკი გაანთავისუფლეს რათა ის «ციხის გარეთ მომკვდარიყო»... ის დასახლდა იურმალაში,მაგრამ ვერ შესძლო სამუშაოს ნახვა. ზოგან იღებდნენ,მაგრამ რაღაც ლამაზი საბაბით მალე ანთავისუფლებდნენ. «უწყებიდან» ერთი ზარიც საკმარისი იყო.

   ვონსკი გადაარჩინა სკოლის ყოფილმა ამხანაგმა რომელიც რიგასთან გამომძიებლად მუშაობდა. სერგეის პარანორმალურ უნარებს იყენებდნენ დაკარგული ადამიანებისა და ნივთების საძებრად.

  1963 წელს ვრონსკი ბოლოს და ბოლოს გადავიდა მოსკოვში. ის ფარულად,სამზარეულოებში, მოსკოვის ბოჰემას ასწავლიდა ასტროლოგიას.

  ნაცნობმა ექსტრასენსმა ის გააცნო ფილოსოფოს ალექსეი ფიოდოროვიჩ ლოსევს რომელთანაც მან იცხოვრა დაახლოებით წელიწადი.

 შემდეგ მუდმივი სამუშაოს ძიებაში მას «სინჯავდნენ» ხან შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხანს კგბში,ხან თავდაცვის სამინისტროში.

 სერგეი ალექსეევიცს ამ წვალების გახსენება არ უყვარდა. ბოლოს, ხრუშჩოვის პირადი განკარგულებით, ის გააგზავნეს ვარსვკვლავთა ქალაქში,კოსმონავტებთან,»სპეციალობით სამუსაოდ». იქ გაცნობილ ადამიანებს ვრონსკი თბილად იხსენებდა. მაგრამ ხელმძღვანელობა ვრონსკის ყოველთვის არ უჯერებდა. ის,მაგალითად,ùოითხოვდა სერგეი კოროლიოვის ოპერაციის თარიღის გადატანას
 (გენერალური კონსტრუქტორი გარდაიცვალა საოპერაციო მაგიდაზე).

  გაგარინთან ერთად იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში,შეხვდა ძმებ კენედებს,მათ და მერილინ მონროს უწინასწარმეტყველა ტრაღიკული დაღუპვა.

 1968 წელს ვრონსკი მიიწვიეს ბიოინფორმაციის ლაბორატორიაში,სადაც ის მომავალ ექიმ-ბიორადიოლოგებს უკითხავდა ლექციებს იმაზე თუ რა გავლენას ახდენს კოსმიური ფაქტორები ადამიანის ორგანიზმზე და ფსიქიკაზე. მაგრამ ვიღაც მსმენელმა საჩქაროდ «დააკაკუნა» და დააბეზღა და «ცრუმეცნიერების» შესწავლა სასწრაფოდ შეწყვიტეს.

 მიუხედავად ყველაფრისა იატაკქვეშა ასტროლოგს დიდად აფასებდნენ «სულ ზემოთ».  მას მიმართავდნენ რეკომენდაციებისთვის. უმაღლეს ხელისუფალთა დაცვას უფრო ხშირად აინტერესებდა გამგზავრებისთვის თუ სხვა ქვეყანაში ყოფნისთვის ხელსაყრელი დღეები.

   «ჩინური საფრთხით» დაშინებულ ლეონიდ ილიჩს ძალიან უნდოდა მაოს სიკვდილის ზუსტი თარიღის გაგება. ის იმედოვნებდა რომ მაოს სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის და ჩინეთის ურთიერთობები გაუმჯობესდებოდა.

   ასეთ სამუშაოს ვრონსკისთვის არც ფული მოჰქონდა და არც სახელი.

  ამბობენ რომ ასტროლოგიით გატაცებული იყო იური ანდროპოვიც და სკკპ ცკს გენერალურ მდივნად გახდომის შემდეგ მან ოფიციალურად დაუშვა ეს მეცნიერება.

  მხოლოდ ხელისუფლებაში ანდროპოვის მისვლის შემდე მას ოფიციალურად მისცეს  კოსმობიოლოგიით (ასტროლოგიით) დაინტერესების უფლება.

  ამბობდნენ რომ ანდროპოვი უკვე დიდი სამამულო ომის დროიდან დაინტერესებული იყო ადამიანით რომელიც საბჭოთა კავშირს ემსახურებოდა გერმანიაში.

  1980-ანი წლების დასაწყისში ვრონსკიმ ახალ ხელმძღვანელობას მოუმზადა ჰოროსკოპი და მან მალე დაიწყო თავისი ლექციების წაკითხვა პარტმუშაკების სრულყოფის კურსებზე.


  ცხოვრების ბოლო წლებში სერგეი ალექსეევიჩს ძალიან უჭირდა, მაგრამ ყველაზე რთულ მდგომარეობებშიც უარყოფდა გაურკვეველ ფულს.

  ერთხელ საავადმყოფოში მწოლ თავში დაჭრილ ვრონსკისთან მივიდა ალექსანდრ ფადეევი.

  ცნობილმა მწერალმა გადაწყვიტა რომანის დაწერა სერგეი ალექსეევიჩის შესახებ.
ამბობდნენ რომ იდეა მას მიაწოდა თვითონ ლავრენტი ბერიამ,მანვე უთხრა რომ გრაფი მარტოსულია და ნამდვილად უჭირს.   ფადეევმა მაგიდაზე დადო ორი სქელი დასტა და...ვრონსკიმ ის სკანდალით გააგდო.

  ვრონსკი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცუდად ხედავდა და ლამის დაყრუებული იყო და ვისთანაც დადიოდნენ საიდუმლო უწყების «მწერლები» მაშინ არ ენდო ფადეევს.

 ფადეევის რომანი გრაფ ვრონსკიზე დაუწერელი დარჩა. მაგრამ ფადეევმა მას გააცნო მოსკოველი და ლენინგრადელი მეცნიერები. ამან გადაარჩინა ვრონსკი როდესაც ის გადავიდა მოსკოვში.

  1990-ან წლებში ვრონსკიმ გამოსცა რამოდენიმე წიგნი. მან დაიწყო კლასიკური ასტროლოგიის ენციკლოპედიის წერა. ისე ჩანდა თითქოს მისი ცხოვრება უნდა დაწყობილიყო,მაგრამ მის ნაშრომებს იმარავდნენ და პირატულ გამოცემებს კი არაფერი მოუტანია მათხოვრულ პენსიაზე მოკრძალებულად მცხოვრები ავტორისთვის.

  ალექსეი სერგეევიჩ ვრონსკი გარდაიცვალა 1998 წლის 10 იანვარს. მან თითქმის დაასრულა 12-ტომიანი ნაშრომი «კლასიკური ასტროლოგია».

  ფუნდამენტურობის თვალსაზრისით ამ ნაშრომს ანალოგი არა აქვს მსოფლიოში.


ეს სხვა წერილიდანაა (წერილის ავტორი სანდრა ა.სალინეს):

...  რუსი ოფიცრის მიერ თავში დაჭრილი და სასწაულად გადარჩენილი გრაფი ვრონსკი დააპატიმრეს ლეფორტოვოში. ის დაკითხა თვითონ ბერიამ. ის შეხვდა სტალინს. და აქაც მას მოუხდა ასტროლოგიური პროგნოზის გაკეთება....

  სხვა ვერსიით მზვერავი სერგეი ვრონსკის სახელი არაა კგბს გახსნილ არქივებში.
  შემდეგ იყო შეხვედრა ხრუშჩოვთან რის შემდეგაც ერთ ხანს ვრონსკი მუშაობდა კოსმოლოგიის ინსტიტუტში სადაც ასტროლოგიურად უწინასწარმეტყველა კოროლიოვს,გაგარინს.  გაგარინის დაღუპვის ტრაღიკულ დღეს ვრონსკი დაჟინებით სთხოვდა მას არ გაფრენილიყო, რაზეც იური გაგარინმა უპასუხა რომ ის ჯარისკაცია და უნდა ემორჩილებოდეს ბრძანებებს. ამაზე ვრონსკიმ თქვა: « ადამიანებს ჰგონიათ რომ ისინი მართავენ თავის ბედს, მაგრამ მათ არც კი სურთ რამის ცოდნა თავისი ბედის შესახებ».

  შემდეგ იყო ბრეჟნევის ხანაც. ვრონსკი კურნავდა ლეონიდ ილიჩსაც,უკეთებდა პროგნოზებს. მაგრამ ამ პროგნოზების სისწორის მიუხედავად ასტროლოგიას მაინც თვლიდნენ ცრუმეცნიერებად და რუსეთის არც ერთი მმართველი არ უშვებდა მას თავისი კაბინეტის გარეთ.

  ამის გამო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში პოპულარული ვრონსკის რეალური ცხოვრება სავსე იყო წოწიალით,გაჭირვებით და სასოწარკვეთილობის გრძნობით.

  სერგეი ვრონსკი ფულს შოულობდა რესტორნებში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრით და თანხმდებოდა სხვა შემთხვევით წინადადებებს.
  მისი ნიჭის და უნიკალური განათლების შესახებ მცოდნეებმა ის მიიწვიეს მასწავლებლად სამედიცინო უნივერსიტეტში სადაც მას უნდა ეკითხა ლექციები რქდიოლოგიაში და უნდა განევითარებინა სტუდენტების ექსტრასენსორული უნარები. ეს ცოტა ხანს გაგრძელდა. ფასულტეტი დახურეს როგორც ანტისაბჭოთა და ანტიმეცნიერული დაწესებულება.

  მაგრამ ვრონსკი აგრძელებს კითხვას სექციებისა ასტროლოგიაში. მან შეაგროვა თანამოაზრეთა ჯგუფი რომელსაც გადასცემდა თავის ცოდნას. ეს ხდებოდა სრული კონსპირაციის პირობებში იმიტომ რომ ვრონსკი მუდამ იყო მეთვალყურეობის ქვეშ.

  მაგრამ ანდროპოვმა იცოდა ვრონსკიზე როგორც მზვერავზე და მან ვრონსკის მისცა პარტმუშაკების უნივერსიტეტში ასტროლოგიაზე ლექციების კითხვის უფლება.
  1980-ანი წლების ბოლოს კი ოკულტური ცოდნა და პირველ რიგში ასტროლოგია გაეხსნა ხალხს. და ვრონსკი პირველი აქვეყნებს თავის ასტროლოგიურ პროგნოზებს «მოსკოვსკი კომსომოლეცში».

  საზოგადოებას ძალიან აინტერესებდა საიდუმლო და სერგეი ალექსანდროვიჩი პოპულარული გახდა. მას უნდოდა ასტროლოგიის გადაქცევა პოპულარულ მეცნიერებად და ის შეუდგა თავისი ოცნების ასრულებას.

  სერგეი ალექსეევიჩ ვრონსკიმ დაწერა უნიკალური მრავალტომეული კლასიკური ასტროლოგიის შესახებ...

 ვინც არ უნდა ყოფილიყო გვარი ვრონსკის უკან, ცხადია რომ ეს ადამიანი იქცა რუსეთში კლასიკური ასტროლოგიის დამფუძნებლად. სწორედ მისმა ღრმა ცოდნამ და ოკულტისტის ნიჭმა არ გადააგდებინა მას ეს მეცნიერება ცხოვრების უმძიმეს წუთებში.

  ვრონსკის მძიმე, არეული ბედი ალბათ სცდიდა მისი ნამდვილი მისწრაფების სიმტკიცეს,მაგიური ძალებისადმი და საიდუმლოებებისადმი მის ერთგულებას.
მან გაუძლო ამ გამოცდას და მოიხვეჭა დამსახურებული სახელი, ღირსეული მოწაფეები და მისი შრომა გაგრძელდა.

  დღეს ასტროლოგია მტკიცედ დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში. გაიხსნა მრავალი სკოლა. გაჩნდა მრავალი მიმართულება და ამ სკოლების სათავეში დგანან სერგეი ალექსეევიჩ ვრონსკის მოწაფეები.

  მის მოწაფეებს შორის არიან პაველ გლობა,ალეკსანდრ ზარაევი,სერგეი შესტოპალოვი, ჯუნა დავითაშვილი, ავგუსტინა სემენკო და სხვ.

  მან გადასცა მათ თავისი ცოდნა და ზუსტი მეცნიერება ასტროლოგიის მეშვეობით დააგიზგიზა მისტიკის, ოკულტიზმის მარადიული ცეცხლი.

   მერე რა რომ ამ აბურდულ-დაბურდულ ისტორიაში მეტი კითხვაა ვიდრე პასუხი.  მთავარია რომ ოკულტიზმის უახლეს ისტორიაში იყო გრაფი ვრონსკი,ეს არაორდინარული და იდუმალი ადამიანი. ადამიანი ვონც კაცობრიობას აჩვენა არა მარტო ეზოტერული მწერალი არამედ ,ამდვილი ჯადოსანი,ასტროლოგი-ექსტრასენსი,მკურნალი და მისტიკოსი...

ავტორის ბოლოთქმა:
  მე წილად მხვდა სერგეი ალეკსეევიჩის პირადად გაცნობის ბედნიერება. 1990-ან წლებში მე ვიყავი დამწყები ასტროლოგი და სწავლა ძალიან მიჭირდა. მე ვეჭვობდი კიდეც ჩემია თუ არა ეს საქმე,შევძლებდი თუ არა ასტროლოგიის საჭირო დონეზე შესწავლას. მაშინ ჯერ კიდევ არ ყოფილა კარგი ლიტერატურა და ძლიერი ასტროსკოლები. ასტროლოგების სწავლება არეული და ძალიან შრომატევადი იყო.
მე ალბათ დავკარგავდი გარკვევის იმედს და განზე გადავდებდი ასტროლოგიას,მაგრამ... მოხდა სასწაული,მე ხელში მომხვდა სერგეი ალეკსეევიჩის ხელნაწერი ლექციები რომლებიც მისი ერთ-ერთი მოწაფის მიერ იყო ჩაწერილი. წაკითხულმა სამუდამოდ შეცვალა ასტროლოგიის ჩემეული გაგება.

 მე გამაოგნა იმ უბრალოებამ, იმ ელვარე სტილმა რომლითაც გენიალური ასტროლოგი გადმოსცემდა ამ ძველი მეცნიერების არსს. ამ სიტყვების უკან ნათლად ჩანდა ასტროლოგიური მიდგომის უსასრულო ძალა და სიბრძნე რომელზეც შეიძლებოდა მხოლოდ ოცნება. თითქოს წარმომიდგა ყველაფერი რასაც ვეძებდი და დარჩა სამუდამოდ.

 შეიცვალა ყველაფერი: ჩემი ხედვა,ჩემი მიდგომა,გაგების სიღრმე,მიზნები და საკვანძო წერტილები. თითქოს ქინთო ჩემი გზის მანათობელი პროჟექტორი...

 ბევრ ადამიანს არ ძალუძს ისტორიაში და ადამიანთა ბედში ისეთი კვალის დატოვება როგორც დატოვა გრაფი ვრონსკის სახელით ცნობილმა ამ ადამიანმა და ამის დავიწყება შეუძლებელია. სანდრა ა. სალინეს, იშუას პრეზიდენტი.


Эта статья была опубликована в газете "Совершенно секретно" №7, 2004. Судьба-легенда, личность этого человека, привлекла к нему множество преданных друзей, а иногда и яростных почитателей с одной стороны, а с другой не менее яростных врагов и завистников. Равнодушных не было.  На этом сайте будут опубликованы ещё 2 ранее не публиковавшихся материала о С.А.Вронском. Р.С.


Великая тайна графа Вронского


Эдуард КОВАЛЕВ
Специально для «Совершенно секретно»

No comments: