4.29.2012

სირიაზე ევროპელი ცნობისმოყვარეებისთვის-1:


ანტიოქია
ვიდრე სირიას ლიბიას ბედი არ გაუზიარებია გავიხსენოთ ეს უძველესი და ლამაზი ქვეყანაც:
 «... ალეპო დამასკოსთან ერთად არის მსოფლიოს უძველესი ქალაქი რომელიც უწყვეტადაა დასახლებული დაახლოებით ხუთი ათასი წლის მანძილზე.

შუამდინარეთის მკვიდრებისთვის შუამდინარეთის დასავლეთით მდებარე ეს რეგიონი არის «ამურუ», ამორიტებად წოდებული მოსახლეობის არე. შუამდინარეთის ტექსტებში იქ ნახსენებია ძვ.წ.III ათასწლეულის შუა ხანებიდან. ამორიტებს არ ჰქონიათ დამწერლობა და მათი ენა ცნობილია მხოლოდ საკუთარი სახელების და აქადურ ტექსტებში ნახსენები ზოგი სიტყვის მეშვეობით. .

    ეს სივრცე არის შუამდინარეთის კულტურულ ორბიტაში და ძვ.წ.XXIII საუკუნეში მისი დაპყრობა სცადეს აქადის მეფეებმა სარგონმა და მისმა შვილიშვილმა ნარამ-სინმა,მაშინ როდესაც დასავლეთით კომერციულიკავშირები დამყარებულია ეგვიპტესთან.

     ფარაონებს აკლდათ ხე,რომლის საძებრადაც ისინი დადიოდნენ ბიბლოსში, ხით ანუ ტყით დაფარული იყო ლიბანი.

      ძვ.წ/II ათასწლეულის შუა ხანებში ეგვიპტემ წამოიწყო დაპყრობითი პოლიტიკა და სირია გადაიქცა ეგვიპტური და ხეთური იმპერიების შეჯახების ასპარეზად.

   ძვ.წ.1180 წლისთვის ზღვის ხალხების შემოსევის შედეგად ხეთების იმპერიის დამხობამ შექმნა ახალი პირობები:

       ასურეთის მეფე ძვ.წ.1111 წლისთვის ახსენებს ამორიტების მემკვიდრე და ალბათ შთამომავალ არამეელებს.

    ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ეს ტომები ქმნიან პატარა სამეფოებს.

     მათ შორის ყველაზე ცნობილი სამეფოა დამასკოს სამეფო. ძვ.წ.IX-VIII საუკუნეებში ისინი დაიპყრო და შეიერთა ასურეთმა.

    ალექსანდრე დიდის მიერ სირიის დაპყრობიდან (ძვ.წ.333 ნოემბრის ისოსის ბრძოლა) ქვეყანაში მაჰმადიანთა ჯარების შესვლამდე (636 წლის 20 აგვისტოს იარმუკის ბრძოლა) გავიდა ათასი წელი. ეს ათასი წელი იყო ჯერ ბერძენთა და შემდეგ რომაელთა ბატონობის წლები.

    მათმა კულტურამ ღრმად გარდაქმნა სირიული საზოგადოებები,თუმცა არ მოუგლეჯია ისინი სმიტური ფესვებიდან.

   ისოსის (ანატოლიის და სირიის საზღვარი) გამარჯვება სირიას უხსნიდა ალექსანდრეს იმიტომ რომ სპარსელთა მეფე დარიუს მესამემ არჩია ევფრატზე გადასვლა.

     მაკედონელმა დაიპყრო დამასკო სადაც დარიუსს ჰქონდა თავისი ხაზინა და საგანძური და შემდეგ გააგრძელა გზა ეგვიპტისკენ.

    მაგრამ სირიამ მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ცვლილებები ყველაზე მეტად განიცადა ძვ.წ.323 წელს ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ,ალექსანდრეს მაკედონელის მემკვიდრეების დროს.

       ქალაქების დაფუძნებაზე:

  ჩრდილოეთი სირია ძვ.წ.301 წლიდან იქცა ინდუსიდან ეგეოსამდე გადაშლილი უზარმაზარი სელევკიდური იმპერიის გულად.

    იქ დაარსდა უამრავი ქალაქი რომელთაც უნდა მიეღოთ ბერძენი და მაკედონელი კოლონები.  ჩვენ არ ვიცით ამ კოლონთა ზუსტი რაოდენობა,მაგრამ ზოგი ქალაქის წარმატება უეჭველია:

   ანტიოქია,ახალი სამეფო დედაქალაქი ორონტზე,მისი პორტი სელევკია,ლაოდიკეა ზღვაზე (ლატაკია),სამხედრო კოლონიები აპამეა ორონტზე და დურა-ევროპოსი ევფრატზე ყვავიან და იფურჩქნებიან ვ.წ.II საუკუნიდან.

    ქვეყანას ფარავენ უფრო მოკრძალებული ქალაქებიც. ეს ქალაქები ავრცელებენ ოერგანიზაციის ბერძნულ მოდელს რომელიც უნდა მოსწონებოდათ ადგილობრივ მკვიდრებს.

    მალე პოლისის სტატუსი მიენიჭათ ძველ ქალაქებსაც (დამასკოს,ბეროიად გადაქცეულ ალეპოს,ფინიკიურ არვადს (არადოსს),ჰამა-ეპიფამეიას. ისინი გადაიქცნენ თვითმმართველ ბერძნულ ქალაქებად.

     პოლიტიკური ორგანიზაციის ბერძნული მოდელი გავრცელდა მთელ სირიაზე.

      პირველი სელევკიდების ეს პოლიტიკა გააგრძელდა როგორც მათი მემკვიდრეების ისე რომის იმპერიის დროს. რომი არ აძალებდა თავის საკუთარ პოლიტიკურ მოდელებს,ის IV საუკუნემდე აგრძელებდა ახალი პოლისების შექმნას სამხრეთ სირიაში თუ ევფრატზე.     

     ეს პოლიტიკური მოდელი ადგილობრივ წარჩინებულებს ხიბლავდა იმიტომ რომ აძლევდა მათ მათი მიზნების მიღწევის საშუალებას. ისინი სამოქალაქო თანამდებობების მეშვეობით ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას.  ქალაქში იყო მრავალი ადმინისტრატიული და ფისკალური თანამდებობა და მათი დაკავება შეეძლოთ მხოლოდ მდიდარ ადამიანებს.

      მეორეს მხრივ ეს წარჩინებულები,როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი ეთნიკური წარმომავლობა,უერთდებოდნენ ბერძენთა კულტურულად გაბატონებულ ჯგუფს.

    პოლისის მოქალაქეები ბერძნდნებოდნენ,ხდებოდნენ «ბერძნები» და მათ ბერძნებად მიიჩნევდნენ ეგეოსის აუზის ბერძნები. მათ აძლევდნენ ბერძნული სამყაროს კონკურსებში და შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას და მრავალი სირიული ქალაქი თვითონ აწყობდა ასეთ კონკურსებს და შეჯიბრებს.

   ალექსანდრეს და შემდეგ რომის დაპყრობების დროს გამარჯვებული რა თქმა უნდა ავიწროებდა დამარცხებულს,ართმევდა მიწებს და ქონებას,იმონებდა ადამიანებს.

    მაგრამ კულტურულ პლანში დაპყრობა არ გამოხატულა იმპერიალიზმით თუ სეგრეგაციით. სელევკიდები არ ცდილობდნენ ბერძნული კულტურის გავრცელებას და დაპყრობილი ხალხების ელინიზაციას.

    მაგრამ თუ კი ვინმე მოინდომებდა ბერძნული კულტურის ნაწილობრივ თუ მთლიანად (ენის,რელიგიის,დროისტარების ფორმების,ცხოვრების წესის,სამოსის,კულინარიის) გაზიარებას,მას თავისუფლად შეეძლო ამის გაკეთება და ასე ბერძენთა გაბატონებული ჯგუფის წევრად გახდომა.

    ბერძენთა ეს მოქნილი დამოკიდებულება დაპყრობილი ხალხებისადმი გასაგებს ხდის თუ რატომ გაიჟღინთნენ სირიული საზოგადოებები ბერძნული კულტურით თითქმის ათასი წლის მანძილზე.

     რამდენიც არ უნდა ყოფილიყვნენ კოლონები,ისინი უმცირესობას შეადგენდნენ. ანტიოქიაში,დედაქალაქში,უნდა ყოფილიყო 5040 კოლონი,რაც ნიშნავს იმას რომ სხვა ქალაქებში მათი რაოდენობა რამოდენიმე ათასი ან კიდევ უფრო ნაკლები უნდა ყოფილიყო. წყლის წვეთი ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.
ქალაქელები, მაგრამ ყველაზე მეტად სოფლელთა მასა, ლაპარაკობდნენ არამეულად, და პერიფერიებზე იყვნენ მომთაბარე არაბი მწყემსები.

    მიუხედავად ამისა ადგილობრივთა ქალაქების პოლისებად გადაქცევას თან ახლდა წარჩინებულთა «ელინიზაცია"-"გაბერძნება».

    ელინიზმის წინსვლა სირიულ საზოგადოებაში ხილული გახდა რომის მიერ სელევკიდების შეცვლის შემდეგ.

     აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში რომი აგრძელებდა ბერძნული კულტურის გავრცელებას,თუმცა გაჩნდა რომაული თერმებიც,გლადიატორთა ბრძოლებიც,რბოლებიც და ნადირობებიც მათი შესაბამისი შენობებით,თერმებით,ამფითეატრებით,იპოდრომებით.

      ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანს ენის ფართო გავრცელება. ბერძნული წარწერები ყველაზე მარგინალურ ზონებშიც კი მრავლდება ძვ.წ.I საუკუნისთვის.  ამავე დროს სანაპიროზე გამოყენებული ფინიკიური აღარაა წერილობითი. ბოლო ფინიკიური წარწერა არის ძვ.წ.25-24 წლების ბერძნულ-ფინიკიური ბილინგვა...  რაც შეეხება ყველგან გავრცელებულ არამეულს,ის წერილობითია მხოლოდ განაპირა მხარეებში,ნაბატეელთა სამეფოში და პალმირაში.

     ამავე დროს სირია დაიფარა ახალი სტილის შენობებით. ეს სტილი შეესაბამება იმას რასაც  ვხედავთ მთელ აღმოსავლურ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

    აქაც პირველია ანტიოქია,სადაც პირველად გაშენდა ფართო,კოლონებიანი პორტიკებით შემოვლებული გამზირი. ეს მოდა სწრაფად გავრცელდა მთელ აღმოსავლეთში.

    სირიის ქალაქებში იგება ბერძნულ-რომაული სამყაროსთვის დამახასიათებელი შენობები,თერმები,თეატრები,ნიმფეები და არ ჩამორჩება კერძო არქიტექტურა დიდი პერისტილური სახლებით.

    ცვლილებები განიცადა საკრალურმა ხუროთმოძღვრებამაც: სტილობატიანი თუ პოდიუმიანი,კოლონებიანი და ფრიზებიანი ტაძრები მისდევენ ბერძნულ-რომაული ხელოვნების კანონს.

    ანტიოქიიდან ბოსრამდე და პალმირადან აპამეამდე თუ დამასკომდე ქალაქები დაემსგავსნენ რომის იმპერიის აღმოსავლური ნახევრის ნებისმიერ ქალაქს.

     მაგრამ ესთეტიკის ეს ახალი კანონები გავრცელდა სოფლებშიც სადაც ტაძრები გადააკეთეს ბერძნულ-რომაული სტილის შესაბამისად. ზოგ სოფელშიც ვხვდებით თერმებსაც და თეატრებსაც.

     განახლებულ ქალაქებში ვრცელდება ბერძნული კულტურა.

      სირიელი იყო ბერძნული კულტურის ზოგი სახელგანთქმული სოფისტი და ფილოსოფოსი: პოსიდონიოს აპამეელი (ძვ.წ.135-51),მისი დროის ყველაზე სწავლული ადამიანი რომლის მსმენელებს შორის იყვნენ პომპეუსი და ციცერონი,ნიკოლოზ დამასკელი (ძვ.წ.64-ა.წ.I საუკუნის დასაწყისი),ისტორიკოსი და იროდის მეგობარი,ან კიდევ ლიბანიოს ანტიოქიელი (314-393/4),რიტორი,იმპერატორები კონსტანტი II-ის და ივლიანე განდგომილის მეგობარი,მაგრამ აგრეთვე იოანე ოქროპირის მოძღვარი. და ბოლოს ვერ დავივიწყებთ იმას რომ რომის ლათინურად მწერალი ბოლო დიდი ისტორიკოსი ამიან მარცელინი (330/5-400) ანტიოქოელი იყო.

      ელინიზაციას ვერ ასცდა ვერც რელიგიური სფერო. ბერძნები ჩვეულებისამებრ ბარბაროსი ხალხების ღმერთებს უწოდებდნენ მათი მსგავსი ბერძნული ღმერთების სახელებს.

     ასე მოხდა რომ ზევსებად იქცნენ ცის მბრძანებელი ბაალშამინი,რომელსაც თაყვანს სცემდნენ მთელს სირიაში და მრავალი ლოკალური ბაალები («ბატონები»),მაგალითად ქარიშხლის ღმერთი ჰადადი, პალმირის და აპამეის ბელ-ები.


ანტიოქია, ქალაქის ფორტუნა-ტიხე

   უდაბნოს მომთაბარე თუ ბინადარი არაბი მცხოვრებლების მეომარი ქალღმერთი ალატი გააიგივეს ათინასთან იმიტომ რომ მათი ფუნქციები ერთი და იგივე იყო.

      იმპერატორი ავრელიანეს მიერ273 წელს პალმირას დანგრევის შემდეგ ქანდაკება დააკლდათ და აიღეს ათინას ატიკური ქანდაკება რომელიც გავდა ფიდიასის მიერ პართენონისთვის გაკეთებულ ქანდაკებას.

     ადგილობრივის მორწმუნეები იღებდნენ ამ გაიგივებებს რაც მოქმედებდა თვითონ ღმერთების ბუნებაზე. როდესაც ისინი განიმედის ქანდაკებას აკურთხებდნენ ზევსის პატივისცემით ისინი მოწმობდნენ რომ ლოკალური ზევსის მითოლოგია გამდიდრდა ბერძენთა ზევსის მითებით.

    იკონოგრაფიას საერთოდ მოკლებული არაბული ღვთაებებისთვის, მაგალითად ალატისთვის,ეს იყო ნამდვილი რევოლუცია იმიტომ რომ ამიერიდან უშვებდნენ მათ გამოსახვას.

      თანაარსებობა და შერევები:

    მაგრამ განა სირია იქცა საკუთარ სახეს მოკლებულ ერთ-ერთ ელინიზებულ პროვინციად?

     სულაც არა,ქედმაღალი ბერძნები თვლიდნენ რომ სირიის ბერძნები ატარებენ მათი წარმოშობის კვალს: ისინი არიან ცრუმორწმუნეები,თაღლითები,ლაქიები.

     მეორეს მხრივ თვითონ სირიელი ბერძნები ამაყობდნენ თავისი ადგილობრივი ფესვებით:

    მაგალითად II საუკუნის მწერალი იამბლიხ ემესელი იკვეხნის იმით რომ მისი დედ-მამა სირიელები არიან,რომ არის არა სირიაში დამკვიდრებული ბერძენი არამედ ავტოქტონი,ადგილობრივი ენის და წეს-ჩვეულებების მცოდნე.

    ბერძნული კულტურის გარკვეული ასპექტების მიღება არ წყვეტს სირიელთა კავშირს ლოკალური ტრადიციების მრავალ ასპექტთან.

     არამეული რჩება ძალიან ცოცხალ ენად,უმრავლესობის ურთიერთობის საშუალებად.

     არამეულად წერას აახლებენ II საუკუნიდან. ზოგი ლაპარაკობდა არამეულ «რენესანსზე» განსაკუთრებით ედესას ირგვლივ.

    მაგრამ არამეულად წერა არ შეუწყვეტიათ პალმირაში,სადაც ოფიციალურ ტექსტებს წერდნენ ერთდროულად ბერძნულად და არამეულად,უნიკალური თავისებურება მთელ რომის იმპერიაში.

       მეტიც ბინადართა სირიის პერიფერიებზე მომთაბარეები ლაპარაკობდნენ არაბულის სხვადასხვა დიალექტზე.

    328 წლით დათარიღებული ერთ-ერთი პირველი არაბული წარწერა ნაპოვნია საფას ნემარაში,სამხრეთ სირიაში.

     იმპერიულ ხანაში სირიის ბერძნულ ქალაქთა უმრავლესობა აწყობს ბერძნული ყაიდის შეჯიბრებებს,მათ შორის ადგილობრივ ღვთაებათა პატივსაცემად.

     მაგრამ ბევრ ავტოქტონს ეზიზღებოდა ბერძნებისთვის ჩვეულებრივი სიშიშვლე.

    არაა შემთხვევითი რომ გიმნასიუმის და თერმების მქონე პალმირას არასოდეს მოუწყვია შეჯიბრებები სადაც სავალდებულო იყო სიშიშვლე.


    უფრო ზოგადად ტაძართა ბერძნულ-რომაული დეკორის უკან დარჩა ძველი რიტუალები.

     ამის განსაკუთრებული ნიშანია ტაძრებში ფარული ოთახის,ადიტონის,არსებობა ცელას ქვეშ. ეს ოთახები აგრეთვე არის გალავნით შემოზღუდულ სივრცეში სადაც აღმართულია მონუმენტური საკურთხეველი,სანადიმო დარბაზი და აუზები განბანისთვის.
სხვა სფეროებშიც ჩანს ძლიერი ლოკალური ტრადიციები.

      ასე მაგალითად პორტიკებიანი ქუჩების ლამაზი წყობა ხშირად მალავს სახლების ხლართს ერთგვარ კუნძულზე. ესაა რთული ოჯახური სტრუქტურების ასახვა.

     ელინიზმის და ლოკალური კულტურის ათასწლოვანმა თანაარსებობამ გამოწვია მრავალნაირი შერევა.

     ელინიზმის ბრწყინვალე და აყვავებულ პროვინცია სირიას აქვს ძლიერი თავისებურება,რაც გამოკვეთა ქვეყნის გაქრისტიანებამ. ორივე კულტურა იქცა ახალი რელიგიის გავრცელების იარაღად. მაგრამ ფესვები გადგმულია ალექსანდრეს დაპყრობით დაწყებულ ექსპერიმენტების და თანაარსებობის საუკუნეებში (გაგრძელება იქნება).

      (ფრანსუაზ ბრიკელ-შატონეს ეს წერილი დაიბეჭდა ფრანგულ სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში «ისტორია», საგანგებო ნომერი «სირია 5000 წლის მანძილზე,2012 წლის მაისი).

No comments: