4.29.2012

ძველთაძველ და ლამაზ სირიაზე ცნობისმოყვარე ევროპელებისთვის-2:


პავლეს მოქცევა დამასკოს გზაზე  
სიტყვა «ქრისტიანი» ქრისტეს მოწაფის აღსანიშნავად პირველად იქნა გამოყენებული რომაული სირიის დედაქალაქ ანტიოქიაში.
სწორედ რომაული სირიის დედაქალაქი ანტიოქიიდან გავრცელდა სახარების მოწოდება ხმელთაშუა ზღვის სამყაროში, ცირე აზიაში და შემდეგ საბერძნეთში და რომში. ედესა კი გახდა მახლობელი აღმოსავლეთის საქრისტიანოს გული.
«და ხდებოდა ისე, მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ისინი ეკლესიად, ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს, და ანტიოქიაში ეწოდათ პირველად მოწაფეებს ქრისტიანები» (საქმე 11,26).

სირია ქრისტიანებს შეახსენებს პავლეს მოქცევას დამასკოს გზაზე, მოციქულთა საქმენთა თანახმად
 
პირველ ეპისკოპოსად ტრადიციულად მიჩნეულია პეტრე და ანტიოქია არის მოციქულთა ხანის ერთ-ერთი პირველი მამის სამშობლო.

რომის პროვინციაéსირიის დედაქალაქი ანტიოქია,მაშ,არის ქრისტიანობის პირველი ბერძნულენოვანი გული.


ეკლესია თანდათანობით აიგო სამი პატრიარქის ირგვლივ: რომის პატრიარქი იყო დასავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის,ალექსანდრიის პატრიარქი იყო ეგვიპტისთვის და აფრიკისთვის და ანტიოქიის პატრიარქი-აღმოსავლეთისთვის.

 395 წელს, როდესაც კონსტანტინეპოლი გახდა აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ანუ ბიზანტიის იმპერიის) დედაქალაქი მისი პატრიარქის იურისდიქციაში იყო  საბერძნეთი და ანატოლია.

იერუსალიმის იურისდიქციაში იყო პალესტინა.

ანტიოქიას, მაშ, IV საუკუნეში ეკუთვნოდა მთელი მახლობელი აღმოსავლეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით.

ამავე რეგიონში განსაკუთრებულ როლზე პრეტენზია ჰქონდა ქალაქ ედესასაც.

მაკედონელი კოლონების მიერ დაარსებული ეს ქალაქი (თანამედროვე ურფა) მდებარეობდა ევფრატის ყულფის გულშითანამედროვე თურქეთის სამხრეთში.

ტრადიციის თანახმად ედესის მეფე აბგარმა ემისარები გააგზავნა პალესტინაში რათა მათ იესოსთვის გადაეცათ მისი წერილი (ვნების წინ).

იესო თითქოს დაპირდა აბგარს მისთვის ერთ-ერთი მოწაფის გაგზავნას. ასე მოხდა რომ თადეოსს (ადაი სირიულად) უნდა მოექცია აბგარი და მოსახლეობის ნაწილი.

რომის სატელიტი ედესის სამეფო ასე უნდა გადაქცეულიყო პირველ ქრისტიანულ სამეფოდ პირველი საუკუნიდან.

იესოს წერილთან ერთად აბგარის ემისარებს პალესტინადან უნდა ჩაეტანათ იესოს პორტრეტი რომელიც მან სასწაულებრივად გამოსახა ტილოზე,ესე იგი პორტრეტი რომელიც არ ყოფილა შექმნილი ადამიანის ხელით.

პავლეს მოქცევა დამასკოს გზაზე
ქალაქის მფარველი ეს ორი თილისმა მოგვიანებით გადაიტანეს საიდანაც ისინი გაქრნენ 1204 წელს ჯვაროსანთა მიერ ქალაქის აკლების დროს.

აბგარის და მისი სამეფოს მოქცევის მოთხრობაში არის ლეგენდის მნიშვნელოვანი ნაწილი,მაგრამ ედესას ქრონიკა ქალაქის არქივების ნაწყვეტის განმეორებით ყვება რომ 202 წელს იყო საშინელი წყალდიდობა რომელმაც დაანგრია «ქრისტიანთა ეკლესია».

ესაა  ტექსტებში მოხსენებული უძველესი ეკლესია. ასეა რომ კონსტანტინეს მიერ 313 წელს ეკლესიის ზავის დამყარებამდე ქრისტიანებს ზემო შუამდინარეთში უკვე ჰქონდათ ოფიციალურად კულტის ადგილი.

საბერძნეთსა და აღმოსავლეთს შორის:

ქრისტიანული სირია VII საუკუნეში მაჰმადიანურ დაპყრობამდე განიცდიდა ორმაგ გავლენას: მასზე გავლენას ახდენდნენ როგორც ანტიოქია და ბიზანტია ისე აღმოსავლეთისკენ მიქცეული ედესა.

ანტიოქია სელევკიდებმა ძვ.წ.IV საუკუნეში დააარსეს ორონტის ხმელთაშუა ზღვასთან შესართავთან მდებარეობის გამო.

ლიბანის და სამხრეთით ანტილიბანის მთები იყო სირიასა და ზღვას შორის აღმართული ძნელად გადასალახავი ბარიერი. უკეთესი იყო მათი გარს შემოვლა. ორ ქედს შორის ერთ-ერთი გასასვლელი იყო ომსის «ხვრელი»,მეორე იყო ჩრდილოეთით ორონტის დინება.

სელევკიასთან ერთად ანტიოქია იყო პორტი,სირიის კარი ხმელთაშუა ზღვის სამყაროსკენ. .
სახარების მოწოდება სწორედ ანტიოქიიდან გავრცელდა მცირე აზიაში,შემდეგ საბერძნეთში და რომში.
თურქეთის მთების ძირში მდებარე ედესა კი მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვიდან აღმოსავლეთისკენ,შუამდინარეთისკენ და ტიგროსისკენ მიმავალ გზაზე. ეს იყო შუამდინარეთის სირიასთან და ზღვასთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი უძველესი გზა. ის გადიოდა ჩრდილოეთით მთებს და სამხრეთით უდაბნოს შორის. ედესა იყო აღმოსავლური სამყაროსკენ გახსნილი კარიბჭე.

ორი ქალაქი წარმოადგენს  სირიული ქრისტიანობის ორ ასპექტს კულტურული და ენობრივი თვალსაზრისით.

არამეული ენა ფართოდ გავრცელდა იქცა მთელი მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ენად.

პავლე მოციქული,ანტიოქია,მე-6 ს.
ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობამ ძვ.წ.333 წელს გამოიწვია ბერძნულის როგორც წერილობითი ენის გავრცელება და ჩვენ თითქმის ვერ ვიპოვეთ ელინისტური პერიოდის არამეული ნაწერები.

მაგრამ არამეული მწერლობა ისევ გაჩნდა რომაულ ხანაში,მოწმობა რომ არამეულად მუდამ ლაპარაკობდნენ.

სირია მაშინ გაყოფილი იყო ბერძნულად მოლაპარაკეებად რომლებიც ყველაზე ხშირად იყვნენ ქალაქების მკვიდრები,და არამეულად მოლაპარაკე სოფლელებად.

მაგრამ ეს არ ყოფილა მკვეთრი გამიჯნვა. ბერძნული წარწერები ნანახია სოფლებშიც და არამეულ ენას იყენებდნენ პალმირაში და,ყველაზე მეტად,ედესაში.

ბერძნული იცოდნენ ედესას ელიტებმა,მაგრამ ქალაქმა კლასიკური კულტურა როგორც ლიტერატურულ ტექსტებში ისე მოზაიკებში შექმნა არამეული ენის ლოკალური ფორმის,ედესენიურის მეშვეობით. ერთი სერია გამოსახავს ილიადას გმირებს ედესენიური წარწერებით.

მაგრამ ედესა ყველაზე მეტად იყო სირიულად დაწერილი ქრისტიანული ლიტერატურის შექმნისა და განვითარების ადგილი. არამეული ენის ეს ლოკალური ფორმა იქცა მახლობელი აღმოსავლეთის ყველა ქრისტიანის ენად.

II საუკუნიდან ბიბლია თარგმნეს სირიულად.

პირველი სირიული ლიტერატურა გაჩნდა ფილოსოფოს ბარდესანთან ერთად. მისი ნააზრევი ჩაიწერეს მისმა მოწაფეებმა.

«შერეულ სახარებაში» (დიატესარონი) ტატიანემ იესოს ცხოვრებას შეუერთა 4 სახარება.

სირიული ლიტერატურის ყველაზე ემბლემატური წარმომადგენელი ეფრემი IV საუკუნიდან წერდა გალექსილ ჰიმნებს და ჰომელიებს.

სიმეონ მესვეტე,მე-6 ს.ლუვრი
ედესადან დაიწყო მესოპოტამიის გაქრისტიანება, რაც აისახა აპოკრიფულ ტრადიციაში. ტიგროსის და ევფრატის ხეობათა არაბულ სპარსულ ყურემდე გასაქრისტიანებლად ედესადან უნდა გაეგზავნათ ადაის მოწაფე მარი,მაშინ როდესაც ინდოეთის მოციქული თომაც დაკავშირებული იყო ედესასთან, სადაც უნდა გადაეტანათ მისი ნეშტი მისი მარტვილობის ადგილი მადრასიდან.

თვითონ სირიაში სირიული კულტურა გავრცელებული იყო არამეულად მოლაპარაკე ქრისტიანებს შორის. ეხლახანს აღმოაჩინეს უძველესი სირიული წარწერა რომელიც ახსენებდა 406-407 წლების მონასტრის სამარტვილეში მოზაიკის გაკეთებას.  ცოტა მოგვიანო ხანის სხვა წარწერები ამკობს ეკლესიებსა და რელიგიურ შენობებს.

(ებრაულ ენასთან ახლო არამეული ენა ცნობილია ძვ.წ.IX საუკუნიდან. ის თავიდან იყო სირიის არამეულ სამეფოთა ენა,შემდეგ კი გადაიქცა მთელი მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ენად. ის გარკვეული ხნით შეცვალა ბერძნულმა. არამეულზე მწერლობა განსაკუთრებით ედესაში,ზემო მესოპოტამიაში, აღდგა ქრისტიანული ხანის დასაწყისში.

ედესა იყო არამაულ ენაზე მეტყველი ქრისტიანობის გული და ამიტომ მახლობელი აღმოსავლეთის ეკლესიებმა მიიღეს არამეული ენა. ამ ენას მაშინ «სირიულს» უწოდებდნენ.

ეს არაა ის ენა  რომელზეც ლაპარაკობდა იესო პალესტინაში,მაგრამ უკავშირდებოდა იგივე ენას.).

სიმეონ მესვეტე :

დევნის დასასრულმა ზოგ ქრისტიანს უბიძგა ასკეტიზმის და სამყაროსგან განდგომის უკიდურესი ფორმების ძიებისკენ. ასეთია სიმეონ მესვეტის შემთხვევა.

სიმეონ მესვეტე
// სიმეონ მესვეტე ( დაახლოებით 390-459): დაიბადა სირიისა და კილიკიის საზღვართან,ნიკოპოლისთან (ისმაჰიჯე,თურქეთში) ახლოს. 13 წლისამ ერთ კვირადღეს მან ეკლესიაში გაიგო ქადაგება ნეტარებათა შესახებ; მან დაარიგა თავისი ქონება და შევიდა ტელედას მონასტერში. ის ჭამდა მხოლოდ კვირაში ერთხელ,ატარებდა ბერულ უხეშ სამოსს, ეწეოდა იმდენად ასკეტურ ცხოვრებას რომ უფროსებმა სთხოვეს მოშორებოდა იქაურობას რათა სხვებისთვის არ დაეცა თავზარი. სიმეონი წავიდა ანტიოქიის ჩრდილო-აღმოსავლეთით,75 კილომეტრის მოშორებით და მარხვისთვის მან თავი ჩაიშენა სენაკში. მას დაავალეს 10 პურის შეჭმა და წყლის დალევა. მას ხელი არ მოუკიდია არაფრისთვის. 40 დღის შემდეგ ის იპოვეს მიწაზე დაგდებული. რამოდენიმე წლის შემდეგ ის მიეჯაჭვა მეზობელ მთას; ეპისკოპოსმა მელესიმ უთხრა რომ ჯაჭვით დაბმას ნებით დაბმა ჯობია. სიმეონმა გაწყვიტა ჯაჭვი.

მასთან მიდიოდა უამრავი მლოცველი. მათთვის თავის ასარიდებლად  სიმეონი ავიდა ჯერ 3 მეტრის,შემდეგ 6 მეტრის და ბოლოს 18 მეტრის სიმაღლის სვეტზე. სიმეონი სვეტზე ცხოვრობდა იქიდან ჩამოუსვლელად. ის დაწვა მზემ,დაიფარა წყლულებით. სიმეონი ქადაგებდა ორჯერ დღეში. მოუწოდა სათნო ცხოვრებისკენ,რადგან მას არ ჰქონდა თეოლოგიური განათლება და ვერ იღებდა მონაწილეობას იმ ხანის დიდ ბრძოლებში.

სიმეონ მევეტემ სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში. იმპერატორმა სთხოვა მას ლოცვა მისთვის. სიმეონი  გარდაიცვალა  459 წლის 1 სექტემბერს.

მისი სვეტის ირგვლივ ააშენეს ჯვული სალოცავები. მათი ნაშთები დღესაც ჩანს.

აღმოსავლეთში სიმეონ მესვეტის ხსოვნას აღნიშნავენ 27 ივლისს. დასავლეთის მარტიროლოგებში ის შეცდომით 5 იანვარსაა მითითებული.
ამ ცნობის ავტორია ჟაკ დიუბუა//.

მესვეტეობა გავრცელდა ქვეყანაში და სოფლებში ეხლაც ნახულობენ სვეტების ნაშთებს.

სირიაში გავრცელებული იყო სამყაროსგან განდგომის სხვა ფორმებიც: ჩაკეტილები,ჩაშენებულები კოშკში,ხეზე მცხოვრებნი,მოხეტიალე ბერები თუ ასკეტები რომლებიც თავს გიჟებად აჩვენებდნენ რათა მოშორებოდნენ საზოგადოებას.


 ურთიერთობის გაწყვეტა ბიზანტიასთან:

 V საუკუნის თეოლოგიურმა დისპუტებმა რომლებმაც ბოლო მოუღეს ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას დიდი გავლენა იქონიეს სირიაზე.

ბიზანტიური იმპერიის შიგნით არსებულ ამ რეგიონში განხეთქილება გამოიწვია ქალკიდონის კრების (451) გადაწყვეტილებათა მიღების საკითხმა. ამ კრებამ დაასკვნა ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნების,ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებათა არსებობა.

სირიის ქრისტიანთა ნაწილმა მიიღო კრების მიერ მიღებული განსაზღვრებები, მეორე ნაწილმა-უარყო. ეს ნაწილი დარჩა პატრიარქი კირილე ალექსანდრიელის განსაზღვრების ერთგული. ამ განსაზღვრების თანახმად განკაცებულ სიტყვას აქვს ერთადერთი ღვთაებრივი ბუნება.

ბიზანტიის იმპერიის ოფიციალური პოზიცია დიდხანს მერყეობდა ტახტის მფლობელთა შეხედულებების თანახმად და თანდათანობით გადაწყდა ქალკედონი კრების გადაწყვეტილებათა დაცვა.

იმპერატორებმა მაშინ მიიღეს ზომები ოპოზიციონერების წინააღმდეგ. გადააყენეს ანტიოქიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პატრიარქი სევერი რომელიც წავიდა ეგვიპტეში.

იმპერატორმა იუსტინიანემ (527-565) სცადა «მონოფიზიტთა» გადაყვანა იმპერიული ეკლესიის მხარეს, მაგრამ მონოფიზიტების მომხრე მისმა მეუღლე თეოდორამ ალექსანდრიის პატრიარქს ედესის ეპისკოპოსად აკურთხებინა იაკობ ბარადე  და ეს უკანასკნელი გააგზავნა პარალელური ანტიქალკედონური იერარქიის დასაფუძნებლად.

მესვეტეები
მათხოვრად გადაცმულმა იაკობმა მოიარა მთელი აღმოსავლეთი (აქედანაა მისი მეტსახელი ბარადე-«ჯღანებით მოსილი»). მდევრებს ასე გადარჩენილმა მან აკურთხა მღვდლები და ეპისკოპოსები.

578 წელს მისი გარდაცვალებისთვის მახლობელი აღმოსავლეთის საქრისტიანო დიდი ხნით გაიყო ორ ეკლესიად: ქალკედონურ ანუ იმპერიულ და მონოფიზიტურ ანუ იაკობიტურ ეკლესიად.

იმხანად ეკლესიური განხეთქილება არ გულისხმობდა კულტურულ და ლინგვისტურ განხეთქილებას ბერძნულსა და სირიულს შორის,პატრიარქი სევერი წერდა ბერძნულად.

მაგრამ თანდათანობით კონსტანტინეპოლის კულტურისა და ლიტურგიის გავლენის განმცდელი ქალკიდონური ეკლესია სულ უფრო და უფრო ბერძნული გახდა. ის დამკვიდრდა ქალაქებში,განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქალაქებში,მაგალითად ანტიოქიაში და დამასკოში და პალესტინაში.

ანტი-ქალკედონური ეკლესია კი აეწყო უფრო შიდა სირიაში,მან უარყო ბერძნული ენა სირიულის სასარგებლოდ.

ეს ორი თემი ეკამათებოდა ერთმანეთს საეკლესიო შენობების გამო.

640-ანი წლების მაჰმადიანურმა დაპყრობამ გაახევა საეკლესიო დაყოფა. დამყრობლებმა დაიცვეს სტატუს კვო.

სიმეონ მესვეტის სვეტის ნაშთები სირიაში
მონოფიზიტური და ქალკედონური ეკლესიების ორივე პატრიარქი ატარებდა «ანტიოქიის და მთელი აღმოსავლეთის პატრიარქის» წოდებას. მაგრამ მონოფიზიტი პატრიარქების ანტიოქელობა წმინდა სიმბოლური იყო ვინაიდან მათ არ შეეძლოთ ანტიოქიაში ყოფნა. მონოფიზიტი სირიელების ეკლესიის ცენტრი გადადიოდა მონასტრიდან მონასტერში თანამედროვე თურქეთის მთიანი ზონის სამხრეთ ნაწილში.

მონოფიზიტთა ეკლესიამ მიიღო «სირო-ორთოდოქსული» ეკლესიის სახელი. მისი სიმბოლო და კულტურული ორიენტირი იყო ედესა.

სირიელ ქრისტიანთა ეს დაყოფა ორ დიდ თემად დღემდე გრძელდება. ყოველ მათგანს დღეს ჰყავს რომთან დაკავშირებული და ეკლესია.

სახსენებელი არის მოგვიანებით გაჩენილი მარონიტული ეკლესიაც. გასახსენებელი არიან სომეხი ქრისტიანებიც რომლებიც ბევრნი არიან სირიაში 1915 წლის შემდეგ.

ასეა რომ დამასკოშიც და ალეპოშიც ვხედავთ ერთმანეთის გვერდით მდგარ ეკლესიებს,სირიის ისტორიაში ღრმად ფესვგადგმული ქრისტიანი მოსახლეობის სიმბოლოებს.

ფრანსუაზ ბრიკე-შატონეს ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგული სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის უკვე ნახსენებ ნომერში (გაგრძელება იქნება).

No comments: