ქრისტე და აბე მინა, კოპტური ხატი, მე-7 ს. |
2. «წადი შენი ცხოვრების ჰარმონიისკენ»:
... «...ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე,უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?» (ფსალმუნი 33,13).
ამ კითხვის დამსმელი მეფსალმუნე წარმოიდგენს კარგი, ლამაზი და ბედნიერი ცხოვრების პროექტს.
მისი კითხვა გამოხატავს ყველა ადამიანის მოთხოვნილებას იმიტომ რომ ყველას სურს ცხოვრება, ყველა ეძებს «სიცოცხლის მხსნელ» ყოველდღიურ არსებობას. ეს ყველას,კაცობრიობის კითხვაა.
რისი თქმა შეუძლია სავსე ცხოვრებისკენ ამ მისწრაფებაზე ქრისტიანობას რომლის თქმითაც ის გაჩნდა კეთილი სიახლიდან?
აქვს კი მას კიდევ გადმოსაცემი კარგი სიახლე?
ძველი აღთქმის თანახმად ღმერთმა ადამიანი შექმნა იმიტომ რომ ადამიანს დედამიწაზე სიყვარულით და ბედნიერად ეცხოვრა...
ახალ აღთქმაში ეს ნეტარება ხორციელდება ქრისტიანულ,ესე იგი ისეთ ადამიანურ ცხოვრებაში როგორი ადამიანური ცხოვრებით იცხოვრა ქრისტემ.
სუსტ, ამქვეყნად გაჩენასა და სიკვდილს მოქცეულ,მაგრამ ქრისტეს ცხოვრების გამმეორებელ, ქრისტეს ცხოვრების სახასიათო ნიშნების და დანიშნულების გამმეორებელ ცხოვრებაში.
ახალი აღთქმა მაშინ ამბობს რომ ხსნა იწყება აქ,დედამიწაზე როგორც ცხოვრების ხელოვნება იმიტომ რომ ქრისტეს სიცოცხლე მისი მიწიერი არსებობისას «იხსნა» თვითონ მისმა ფორმამ.
ქრისტეში არის ღმერთის ნების შესაბამისი «ადამიანობის პრაქტიკა» და ეს პრაქტიკა ყვება ხსნაზე, იმაზე რომ ღმერთს სურს მთელი კაცობრიობის და ისტორიის ხსნა.
ქრისტეს ცხოვრება კარგია,ლამაზია და ბედნიერია. მართალია რომ ჯვარმა,რომელიც გამოარჩევს ქრისტეს ადამიანურ არსებობას, დაგვავიწყა მშვენიერების და ბედნიერების ეს განზომილებები.
მახარებლებს არ დაუწერიათ ქრისტეს ნამდვილი ბიოგრაფია, მაგრამ მაგრამ მათ აჩვენეს მისი ცხოვრები ზოგი ნიშანი რომლებიც გვიჩვენებენ მისი არსებობის ხარისხს.
ტანჯვისაგან, მტრობისგან,ღალატისგან,ძალადობისგან და სიკვდილისგან დაუცველი იესოს არსებობა კარგი იყო და ყოველი ადამიანის სიცოცსლე უნდა გახდეს ასეთი იმიტომ რომ ქრისტეს ცხოვრებას წარმართავდა სიყვარული, სითბო,გულის თავმდაბლობა, მოწყალება ყველას მიმართ.
მოციქულმა პეტრემ იესოს ცხოვრება ასე დააჯამა: «ის დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას,ეშმას მიერ შეპყრობილებს,ვინაიდან ღმერთი იყო მასთან»(საქმე 10,38). იესომ გაიარა სიკეთის კეთებით. ქრისტიანებს მუდამ ღრმად ესმოდათ ეს ასპექტი. იესოს სიკეთე მუდამ კვებავდა ქრისტიანთა მედიტაციას,ლოცვას საუკუნეთა მანძილზე.
მაგრამ იესოს ცხოვრება ლამაზიც იყო:
ეს იყო ადამიანურად ლამაზი ცხოვრება. იესოს ადამიანურად ღარიბული მიწიერი ცხოვრება ღირსეული, სიმახინჯით შეუბღალავი ცხოვრება იყო.
მან იცოდა გაზიარების, ათიოდე მამაკაცთან და რამოდენიმე ქალთან გაზიარების სიხარული. მას ჰყავდა მეგობრები. მას უყვარდა და ის უყვარდათ-მართა,მარიამი,ლაზარე,იოანე...
მან დაინახა ქმნილების, სამყაროს სილამაზე- ნაზი კვირტებით ზაფხულის მაუწყებელი ლეღვის ხე, წიწილების თავისი ფრთების ქვეშ შემკრები კრუხი, ველის შროშანი, რომლის კაბაც უფრო ლამაზია ვიდრე მეფე სოლომონის სამოსი. ეს ხატები არის მისი ცხოვრების სილამაზის, მისი უანგარობის და მისი ჭვრეტის უნარის გამოძახილი....
იესო ასწავლიდა,მოძღვრავდა,ანთავისუფლებდა, მაგრამ მისი ცხოვრება არ უპირისპირდებოდა მშვენიერების ნიშანს....
არაა დასავიწყი ისიც რომ იესოს ადამიანური ცხოვრება იყო ბედნიერი,ნეტარი ცხოვრება.
ეს არ ყოფილა ბედნიერება ამ ცნების მოარული,ბანალური გაგებით. ეს იყო ჭეშმარიტი და ღრმა ბედნიერება. იმიტომ რომ იესოს ცხოვრება სავსე იყო აზრით,მნიშვნელობით.
გავბედავ და ვიტყვი რომ იესომ იცოდა «მნიშვნელობის მნიშვნელობა».
მან მრავალჯერ თქვა რომ სურდა თავისი სიცოცხლის მიცემა ძმებისთვის, სხვებისთვის და ეს აძლევდა აზრს და მნიშვნელობას მის ცხოვრებას, მამისადმი მოსიყვარულე მორჩილებით.
გრძნობათა სისავსეში იბადება სიყვარული. მან ჯვარიც კი მიიღო მშვიდად.
დიახ, იესოს არსებობა იყო ბედნიერი, ნეტარი არსებობა.
მას ჰქონდა სიცოცხლის და მოვლენათა აზრის ცოდნის, მოსიყვარულე მამის გვერდით ყოფნის განცდის და ამ განცდის სხვა ადამიანებისთვის გაზიარების ბედნიერება.
იესოს კარგი ცხოვრების ეს მაგალითი შეიძლება მაგალითი იყოს ადამიანისთვის,ის შეარიგებს ადამიანს თავის არსებობასთან და ასწავლის ადამიანს სავსე ცხოვრებას.
ესაა უაღრესად ადამიანური ცხოვრება რომლითაც იცხოვრა ადამიანად ქცეულმა ღმერთმა რომელმაც რეალურად და ყოველდღიურად გაიზიარა ადამიანთა ცხოვრება...
(გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment