4.12.2012

იობის ისტორია თანამედროვე ევროპელებისთვისაც გასაგებ ენაზე:


შესავალი მართალი იობის თემაში:

ანოტირებული ბიბლია:

წიგნის შინაარსი: იობის წიგნი იყოფა სხვადასხვა სიგრძის სამ წიგნად. პირველი,პროლოგი ( პირველი და მეორე თავები) გადმოსცემს მდგომარეობას და აძლევს მკითხველს მომდევნო სიტყვების გაგების საშუალებას.

თვითონ ღმერთის მიერ სრულყოფილად მართალ ადამიანად გამოცხადებულ იობს სატანა აბრალებს იმას რომ ის მართალია მხოლოდ ანგარებით;
  ღმერთი აძლევს სატანას მი სამსახურში მდგომი ადამიანის გამოცდის უფლებას.

 განსაცდელთა,უბედურებათა პირველმა სერიამ ვერ შეარყია იობის ღვთისმოსაობა, სატანას მიეცა იობის ჯანმრთელობის შერყევის უფლება.

 მაგრამ იობი დარჩა მისი ღმერთის ერთგული.

 მასთან მივიდა სამი მეგობარი. ნანახით თავზარდაცემულნი, ისინი თავს იკავებენ რამის თქმისგან; ეჭვს ქვეშაა დაყენებული იობის პატიოსნება,მაგრამ მათ არ სურთ ამის თქმა კიდევ უფრო რომ არ გასტანჯონ ისედაც ტანჯული.

 7 დღის შემდეგ იობი იწყებს მოთქმას (თავი 3) და მეგობრებიც იძულებული არიან გამოთქვან თავისი აზრი.

  ასე იწყება საუბარი რომელიც ავსებს მომდევნო 23 თავს (4-21). მეგობრები სამჯერ იღებენ სიტყვას და ეუბნებიან იობს რომ მან ჩაიდინა ისეთივე საშინელი ცოდვები როგორი საშინელი უბედურებებიც დაატყდა თავს.

    იობი პასუხობს ყოველ მათგანს და ვერ გრძნობს თავს დამნაშავედ. მესამე დღეს სიტყვის თქმაზე უარს ამბობს მეგობარი (თავი 26). შემდეგ თანამოსაუბრეები ჩუმდებიან, იობი ასკვნის რომ გაიმარჯვა და ხატავს თავისი ღვთისმოსაობის და ყოფილი დიდების სურათს (თავები 27-31).

   მაშინ ჩნდება ახალი პერსონაჟი, ახალგაზრდა ელიჰუ, რომელიც დუმდა მანამდე სანამ უფროსებმა არ დაამთავრეს ლაპარაკი (23.4-16), და რომელიც იტყვის მანამდე ართქმულს:

   თვითონ მართლებიც უნდა გაიტანჯნონ რათა არ გაამაყდნენ და არ გათავხედნენ (თავები 32-37).
   შემდეგ ლაპარაკობს ღმერთი. ის იმართლებს თავს,აღწერს თავისი ძალისა და სიბრძნის უპირატესობას. იობი თავს დამარცხებულად სცნობს (39.36-38); და ბოლოს,ღმერთის უკანასკნელი სიტყვის შემდეგ, ის მთლიანად იხრის ქედს (42.1-6). აქამდე გრძელდება წიგნის მეორე ნაწილი. ის მთლიანად ლექსადაა დაწერილი და შეიცავს მხოლოდ სიტყვებს.

   42.7-თან ერთად იწყება მესამე ნაწილი,ეპილოგი. ის პროლოგის მსგავსად პროზადაა დაწერილი.

   ღმერთი ამტყუნებს სამ მეგობარს და იობს უბრუნებს მის ოჯახს და კეთილდღეობას.

   II. წიგნის ხასიათი:

  იობის წიგნი შესანიშნავია ყველა თვალსაზრისით. ესაა უსასრულო ხელოვნებით დაწერილი პოემა.

  სემიტურმა გენიამ არ იცის წმინდა გამონაგონი; ტრადიციამ დაიმახსოვრა თავისი ღვთისმოსაობით და თავს დატეხილი უბედურებებით სახლგანთქმული ადამიანი იობი ( ეზეკიელი 14.14.20). 

   მაგრამ ჩვენ სულ ეს ვიცით პერსონაჟის შესახებ. ყველაფერი დანარჩენი არის ამ ტრადიციულ ფონზე გაშლილი პოეტური ქმნილება.

  ძველი აღთქმის კანონის ჩამომყალიბებელმა მწერლებმა კარგად იგრძნეს საქმის არსი ვინაიდან ეს წიგნი მათ არ მოაქციეს არც კანონში და არც წინასწარმეტყველებში ( ამ უკანასკნელებში იყო ისტორიული წიგნებიც), არამედ ნაწერებში (კეტუბიმ),ესე იგი წიგნებში რომლებსაც ვერ მიაკუთვნებდნენ წინა კატეგორიებს.

       ამ წიგნის პოეტური ხასიათი არ გამომდინარეობს მხოლოდ სტილიდან და სიტყვათა სიმეტრიიდან; ის ჩანს ასევე პროლოგში და ეპილოგში;

      ცაში მომხდარი სცენა ფიქტიურია ფორმით,მაგრამ ის შეესაბამება ზეგრძნობად სინამდვილეს, იობის თავს  კატასტროფათა დაცემის რეგულარობა, ბოლო თავის რიცხვების შესაბამისობა პირველი თავის რიცხვებთან ამის საკმარისი ნიშნებია.

    ხელოვნება ჩანს იმაშიც თუ როგორ რჩება დაფარული როგორც იობისთვის ისე მისი მეგობრებისთვის იობის უბედურებათა ნამდვილი მიზეზი. შედევრებია აღწერებიც...

   რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ იობის წიგნიდან? ვინაიდან ესაა დიდაქტიკური,ესე იგი დარიგების შემცველი წიგნი.

  ლაპარაკი არაა საზოგადოდ ტანჯვაზე. ლაპარაკია როგორც ეტყობა დაუმსახურებელ, მართალის ტანჯვაზე. იობი თავიდანვე გამოცხადებულია მართალ ადამიანად.;

  ღმერთმა დაუძახა თავის მსახურს და სატანას მიუთითა მასზე როგორც ღირსეულ,მართალ ადამიანზე.

   მეგობართა ბრალდებები უნიადაგო აღმოჩნდა; ისინი წარმოადგენენ მიღებულ და დღესაც მოარულ თეორიას რომლის თანახმადაც ყოველგვარი ტანჯვა არის სასჯელი და ადასტურებს იმას რომ უბედურ ტანჯულს ჩადენილი აქვს რაღაც განსაკუთრებული ცოდვა ( «მოდიოდა და დაინახა კაცი,დაბადებიდან ბრმა. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი,ვინ შესცოდა,მან თუ მისმა მშობლებმა,ბრმა რომ დაიბადა? იესომ უპასუხა: არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს,არამედ,რათა ღმერთის საქმენი გამოვლინდეს მასზე.» იოანე 9 1-3).

   რა თქმა უნდა არის სასჯელი უბედურებები. ბიბლიაში საკმარისადაა ამის მაგალითები. მაგრამ ეს არ ხსნის ყველა შემთხვევას. მართალსაც ადარდებს ხოლმე რაღაც რომლის უშუალო მიზეზი ცოდვაც არ ჩანს მის ქცევაში.სწორედ ამ შემთხვევების ახსნა უნდა ჩვენს წიგნს.

    ღმერთი კიცხავს მეგობრებს და წიგნის ბოლოს იობს უხდება შუამდგომლობა მეგობრებისთვის ღმერთის წინაშე.

       და თუ კი ღმერთი საყვედურობს იობს, ის საყვედურობს მას მხოლოდ იმის გამო რომ მეგობრების მიერ წამოყენებული ბრალდებებისაგან გამწარებული ის დაუფიქრებლად მსჯელობს სამყაროს ღვთაებრივი განგების შესახებ...


  ხანდახან უკვირთ რომ წიგნი მთავრდება წმინდა მიწიერი ანაზღაურებით:

  იობი იბრუნებს ჯანმრთელობას, მისი სიმდიდრე ორმაგდება და ისევ იქცევა მრავალრიცხოვანი და ლამაზი ოჯახის მამად.

 ავტორმა ჩვენსავით კარგად იცის რომ ბავშვის გაჩენა არ გვავიწყებს დაკარგულ შვილებს.

 მაგრამ ძველი აღთქმის პირობებში მცხოვრებმა,მან უბრალოდ თქვა რომ ამ ბრძოლაში ღმერთმა მხარი დაუჭირა თავის მსახურს  და რომ ენის შეუკავებლობის მიუხედავად განსაცდელი დასრულდა ღმერთისთვის და თვითონ იობისთვის საპატიოდ.

  ჩვენ,ქრისტიანებმა, ვიცით რომ ამქვეყნიურ უბედურებათა კომპენსაცია იქნება მომავალი ცხოვრება, მაგრამ ეს ვიცით იესო ქრისტეთი რომელმაც მოსპო სიკვდილი და გამოავლინა სიცოცხლე და უკვდავება (« ახლა კი გამოჩენილი ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით,რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა ცხოვრება და უხრწნელობა»,მოციქულ პავლეს მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ 1,10) და « მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე,განსვენებულთა პირმშო» (1 კორინთელთა მიმართ 15,20).

 იობს არ შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ჯერაც გაუმჟღავნებელი ნეტარი ცხოვრების იმედი. მაგრამ წიგნი გვიჩვენებს თუ რამდენად სეიძლება ამაღლდეს როწმენა მომავალი ცხოვრების გამჟღავნების გარეშეც უბრალოდ იმ ცოდნით რაც შეიძლება ჰქონდეს ბუნებრივ ადამიანს ღმერთის ხასიათის შესახებ ( შეადარეთ ფსალმუნები 116 2-6).

     
  III ეპოქა და ავტორი:

  ჩვენ არაფერი ვიცით არ ავტორისა და არც წიგნის დაწერის დროის შესახებ.

  უკვე დიდი ხანია რაც შენიშნეს რომ მწერალი თავს არიდებს ყოველგვარ მინიშნებას იზრაელის ისტორიაზე და მოსეს კანონმდებლობაზე. იზრაელის ღმერთი იეჰოვას სახელსაც კი იობი და მისი მეგობრები წარმოთქვამენ მხოლოდ ერთხელ. ღმერთის აღსანიშნავნავად ისინი იყენებენ სიტყვას ელოა, რაც იშვიათია ბიბლიის სხვა წიგნებში.

   ესაა არაჩვეულებრივი ნიშნები ებრაელი მწერლისთვის. მწერლის მიზანი უნდა ყოფილიყო თხრობის განთავისუფლება ყოველგვარი ეროვნული ნიშნისგან და მისთვის საყოველთაო,ჰუმანიტარული ხასიათის მინიჭება.


  იფიქრეს მოსეს ხანაზე. « მრავალი რამ,წერს რენანი,... აჩვენებს რომ ავტორი შესანიშნავად იცნობს ეგვიპტეს სადაც როგორც ჩანს უმოგზაურია კიდევაც. ნიანგი და ჰიპოპოტამი ისე ცოცხლადაა აღწერილი რომ ჩანს თუ რა თავზარი დაეცა ავტორს ამ მონსტრების დანახვისას. იქაა აგრეთვე პირამიდების,პაპირუსის, ნავების და ა.შ. საკითხები».

    მაგრამ როგორ უნდა აიხსნას თეოკრატიული ინსტიტუტების ეს როგორც ჩანს შეგნებული უგულვებელყოფა. და მერე განა გვაფიქრებინებს იმ დროზე როდესაც ებრაელები მომთაბარეები იყვნენ ავტორის ცოდნა ცხოვრების სამოქალაქო,პოლიტიკურ, ინდუსტრიულ სფეროებში?

    ესოდენ ღრმა და სრულყოფილი ნაწარმოების ავტორი ვერ იცხოვრებდა ვერც ეგვიპტეში,ვერც უდაბნოში,ვერც ქანაანის დაპყრობის თუ მოსამართლეების დროს... ამ წიგნში არაა არც არქაიზმები...

   ეს წიგნი გულისხმობს ფილოსოფიური აზრის დიდ განვითარებას.

     იობის წიგნი არის თეოდიცეის (ღვთაებრივი მმართველობის გამართლების) ტრაქტატი.

    ბრალდებული სინამდვილეში ღმერთია და არა იობი.

    საეჭვო არაა არც იობის სათნოება და არც ღვთაებრივი სამართალი.

   
ფიქრობენ იმაზე თუ როგორ შეიძლება შეუთავსდეს სრულყოფილებას უმანკოს ტანჯვა. არა და ასეთი კითხვები არ ისმის ყოველ წუთს.

       შემდეგ გადავარდნენ მეორე უკიდურესობაში და იფიქრეს ლტოლვილობის ხანაზე.პოეტის შთაგონების წყარო თითქოს უნდა ყოფილიყო ბაბილონის ტყვეობა და რჩეული ხალხის ტანჯვა.

     მაშინ როდესაც ისაიას ავტორი ამხნევებდა ადამიანებს დიდებული მესიანური დაპირებებით მეორე ასევე შთაგონებული პოეტი მარტოობაში ფიქრობდა ტანჯვის პრობლემაზე.

      უეჭველია რომ ლტოლვილობა იყო დამსახურებული სასჯელი. ის ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველთა მიერ; ის გარდაუვალი იყო.

      მაგრამ დამნაშავე უმრავლესობასთან ერთად იტანჯებოდა ღვთისმოსავი,უმანკო,წმინდა ბირთვიც. 

    იყო უსამართლობა, გამოძალვა,სიძულვილი! ქვეყანა იყო უცხოთა ხელში. ზეიმოდნენ ურჯულო და მოძალადე.

    ამ ვითარების გააზრებისას პოეტის ჰორიზონტი ფარდოვდებოდა: ის აღარ ფიქრობდა მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ხალხის ტანჯვაზე; ის ამიერიდან იკვლევდა საზოგადოდ მართალი ადამიანის ტანჯვის პრობლემას.

   განა არაა მრავალ ადგილას ამ დარდის კვალი? თანამოსაუბრეები,განსაკუთრებით იობი,თითქოს დრო და დრო ივიწყებენ მათ ინდივიდუალობას; ერთგან იობი ამბობს რომ მას არ უნახავს ბედნიერება,მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით რომ მან იცოდა თუ რა არის უდიდესი კეთილდღეობა. მრავალი მოულოდნელობა გვაფიქრებინებს რომ იობიც და მისი მეგობრებიც არიან პიროვნებათა გარკვეული კატეგორიების წარმომადგენლები.

   « იობი; ამბობს შატობრიანი თავის თხზულებაში « ქრისტიანობის გენია», არის ტანჯული კაცობრიობის სახე და შთაგონებულმა მწერალმა იპოვა ხვნეშა მთელი კაცობრიობის სატკივარის გამოსახატად.» 

       ეს უნივერსალური,საყოველთაო ხასიათი იობს გადააქცევდა იესო ქრისტეს უეჭველად არასრულყოფილ მაგრამ რეალურ სახედ.

     მაცხოვარი ჩვენი წიგნის გმირზე მეტად იტანჯება როგორც კაცობრიობის წარმომადგენელი. მასაც იობის მსგავსად ბრალს სდებენ ცრურწმენებით დაბრმავებული მისი თანამედროვეები (ისაია 53.3-4); იობის მსგავსად მაცხოვარიც შუამდგომლობს მის შეურაცხმყოფელთა გამო.

    ჩვენ გადმოვეცით აზრი რომელიც დღეს თითქოს ყველაზე მეტადაა გავრცელებული თეოლოგებში. მაგრამ მრავალი მიზეზის გამო ჩვენ ვერ გავიზიარებთ ამ აზრს.

      ჩვენ ვფიქრობთ რომ იობის წიგნი კარგად რომ გაეგოთ მესიის თანამედროვეებს ისინი უფრო იოლად შეეგუებოდნენ ტანჯული მეფის და ღმერთის იდეას.

      მაგრამ იობის ტანჯვა აბსოლუტურად განსხვავდება მესიის ტანჯვისგან. მასში არაფერია გამომსყიდველი. საკმარისია ისაიას 53-ე თავის წაკითხვა იმის გასაგებად თუ რა განსხვავებაა ამ ორ ტანჯვას შორის.

       ტყვეობის დროს ხალხის ერთგული ბირთვი სულაც ვერ სწევდა თავს ამაყად და ვერ აცხადებდა თავის უმანკოებას; წავიკითხოთ ეზდრას,ნეემიას და დანიელის ცოდვათა აღსარებები. ეს სულ არ ჰგავს იობის ამაყ ენას.
     და ვის უნდა წარმოადგენდნენ იობის მეგობრები? მათში შეიძლებოდა მხოლოდ წარმართი ხალხების წარმომადგენელთა დანახვა,ხალხებისა რომლებიც ზიზღით უყურებდნენ ტყვეობაში ჩავარდნილ ებრაელებს.

     მაგრამ იობის მეგობრების მონოთეიზმი და ღმერთის სრულყოფილი სამართლის დაფასება მათ მიერ შეუძლებელს ხდის ამის დაშვებას. სწორედ ღმერთის მართლმსაჯულების სრულყოფილების რწმენა ჩაადენინებს მათ დანაშაულს იობის წინააღმდეგ.

   ლტოლვილობის ხანაში იზრაელი ინტელექტუალურად დაკავშირებული იყო სპარსეთთან და შემდეგ საბერძნეთთან... რენანის თქმით ამ ხანის მკაცრ იუდაიზმში ამაო იქნება ესოდენ პირდაპირი, მომთაბარე ცხოვრების ესოდენ მძაფრი არომატით სავსე თხზულებისთვის ადგილის ძიება და ამავე დროს ესეთი სულიერი სიფართოვის დანახვა.

   იობის თამამი უკმაყოფილობა და ენერგიული პროტესტი ეზდრას და ნეემიას დროს ღვთისმგმობელობად ჩაითვლებოდა....და ბოლოს იობის წიგნის ენას აქვს ისეთი სიმტკიცე და სილამაზე რომელთა ნახვაც შეუძლებელია იმდროინდელ ნაწერებში როდესაც ებრაული ენა აღარ იყო სალაპარაკო, ან იმდენად წმინდა აღარ და გადაიქცა მარტო მწერალთა და მწიგნობართა საკუთრებად. 

       შემდეგ რენანი ამბობს რომ მისი აზრით იერემია ახდენს იობის ციტირებას...

    მაშ იქნებ არის მოსე ხანასა და ლტოლვილობის ხანას შორის დრო როდესაც შეიძლებოდა დაწერილიყო იობის წიგნი?

    « სოლომონის გენიის გავლენით მის კარზე შეიქმნა სიბრძნის თუ მორალური ფილოსოფიის სკოლა. მაშინ როდესაც ლევიტური ინსტიტუტები ფუნქციონირებდნენ რეგულარულად და მოსეს განკარგულებები სულ უფრო და უფრი დიდ გავლენას ახდენდნენ ხალხის ცხოვრებაზე ელიტა,რომლის დათავეშიც იყო თვითონ მონარქი,გრძნობდა ღვთაებრივი და ადამიანური სამყაროების უფრო ღრმად გაგების აუცილებლობას. ამ წრეში ხდებოდა იუდაიზმის ჰუმანიზაცია. და განა ამ წრიდან არ შეიძლებოდა გამოსულიყო იობის მონუმენტური წიგნი რომელშიც სემიტურმა აზრმა თითქოს მიიღო უფართოესი მასშტაბები?...

     ავტორის ანონიმურობაც გასაგებია იმ ხანაში როდესაც ასეთი გენია იკარგებოდა მასზე არანაკლებად ბრძენთა და გამორჩეულთა, მის თანასწორთა შორის».

      ამბობენ რომ სოლომონის მშვიდობიანი და ბედნიერი ხანა არ განაწყობდა ტანჯვის პრობლემის შესწავლისთვის,მაგრამ რისი თქმა შეიძლება კონტრასტის კანონის შესახებ?.. იდილია ხშირად გაფურჩქნულა ტანჯულ ეპოქებში და რა უშლიდათ ხელს სოლომონის კარის ბრძენებს ტანჯვის პრობლემის წამოჭრაში?

     მარტო ლტოლვილობის შემდეგ არ გაჩენილან უმანკო ტანჯულები რომელთა ბედიც დააფიქრებდა მოაზროვნეებს...

      ბევრი თვლის რომ ელიჰუს სიტყვა (თავები 32-37)  არღვევს ამ ესოდენ მხატვრულად ნაგები დიდებული პოემის ჰარმონიას: ეს ახალი თანამოსაუბრე უცნობია; იქ არ ყოფილა «მეგობრებს» შორის; შემდეგ არავინ უწევს ანგარიშს მის ნათქვამს. იობი მას არ პასუხობს; ღმერთი დრამის ყოველი მონაწილის ხსენებისას მასზე არც კარგს ამბობს და არც ცუდს; დაბოლოს, ყველაზე მძიმე, რას ამბობს ის? მის მიერ გამოთქმული იდეები არაა ახალი. იგივე თქვა უკვე ელიფაზმა თავის პირველ სიტყვაში
(5.17).

      ამბობენ რომ ელიჰუს სიტყვა არის გადაწყვეტის ცდა იმათთვის ვისაც არ აკმაყოფილებს ღმერთის სიტყვა ეპილოგში.

    ჩვენ,პირიქით,ვთვლით რომ ელიჰუ გამოთქვამს ახალ აზრს რომელიც დიდად განსხვავდება სამი მეგობრის მიერ გამოთქმული აზრისგან;


      ის არ ადასტურებს მათ აზრს, მაგრამ ამართლებს ღმერთს იმდენად რამდენადაც ღვთისმოსავ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება პროლოგის ზეცის სცენის უცოდინრად.

     5.17.-ში ელიფაზი ამბობს რომ ბედნიერია ის ვისაც ღმერთი სჯის და იობს ურჩევს არ დასტოვოს უყურადღებოდ ღმერთის მიერ მიცემული გაკვეთილი. ელიჰუს თვალსაზრისი სულ სხვაა.



    ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ჩვენი წიგნის შინაარსის მოკლე გადმოცემაში რომ ტანჯვა-სასჯელის (სამი მეგობარი) და სოლიდარობით ტანჯვის (ელიფაზი,4.12-16-ში, გარდა არის გატანჯვა სიყვარულით, როგორც წმინდა პავლესთვის გაგზავნილი ხიწვი რათა მან შეინარჩუნოს თავმდაბლობა მისი არაჩვეულებრივი გამოცხადებების მიუხედავად (ელიჰუ,33.14-29).

     არის ტანჯვის IV სახეობაც. ის ქმნილებას აძლევს მისთვის გაუგებარ უბედურებებშიც კი ერთგულებით ღმერთის გამართლების საშუალებას.

     მაგრამ სწორედ ეს იყო ღმერთის და ავტორის საიდუმლო....


   ტანჯვა არის მორალური ადამიანის უმაღლესი აღმზრდელი. ღმერთი არა მარტო უშვებს მას; ის ტანჯავს ადამიანს მის მიერ ტანჯულის საჭიროებათა შესაბამისად.

    ღმერთი უშვებს ღვთისმოსავი ადამიანის ტანჯვას მაშინ როდესაც ეს ადამიანი გულწრფელად მიისწრაფის სიწმინდისკენ... მაგრამ ღმერთის მიზანი არაა ტანჯვა თავისთავად. საჭიროა მართალი ადამიანის რწმენის გამოცდა...

 2. ბიბლიური კვლევა: იობის წიგნი და ტრადიციული სიბრძნის კრიზისი:

   ზოგი კითხვა რომელიც შეიძლება დაისვას...

   რა აჩვენებს იმას რომ იობი დალოცვილია ღმერთის მიერ?

    VI სტროფიდან გამომდინარე სად ხდება სცენა?

    ვინაა თქვენი აზრით სატანა?

    რა მთავარ კითხვებს სვამს წიგნის ეს დასაწყისი?

     იობი 1

    იყო უცის ქვეყანაში პატიოსანი და მართალი,ღვთისმოშიში და ბოროტებისთვის თავის ამრიდებელი კაცი იობი. მას ეყოლა 7 ვაჟიშვილის და 3 ქალიშვილი.

    მას ჰყავდა 7000 ცხვარი,3000 აქლემი,500 წყვილი ხარი,500 დედალი ვირი და მრავალი მსახური. ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოსავლეთის შვილთაგან.

   
     მისი ვაჟიშვილები დადიოდნენ ერთმანეთთან,ერთმანეთის მიმდევრობით მართავდნენ წვეულებებს და სამ დას პატიჟებდნენ წვეულებაზე. და წვეულების დღეების გასვლის შემდეგ იობი უძახოდა და აკურთხებდა თავის ვაჟიშვილებს,შამდეგ დგებოდა გარიჟრაჟზე ყოველი მათგანისთვის სწირავდა მსხვერპლს ვინაიდან იობი ამბობდა: « შეიძლება ჩემმა ვაჟიშვილებმა სცოდეს, შეურაცხყვეს ღმერთი თავის გულში». ასეთი ჩვეულება ჰქონდა იობს.

       არა და ერთხელ ღმერთის შვილები მივიდნენ და წარუდგნენ მარადიულს და მათ შორის მივიდა სატანაც.

     მარადიულმა უთხრა სატანას: «საიდან მოხვედი?» და სატანამ უპასუხა: «მოვიარე დედამიწა,ვისეირნე».

     მარადიულმა უთხრა სატანას:» ხომ არ გინახავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისავით დედამიწაზე; ისაა პატიოსანი და გულწრფელი,ღვთისმოშიში და ბოროტებისთვის თავის ამრიდებელი ადამიანი».

    და სატანამ უპასუხა მარადიულს: « განა უანგაროდ ეშინია იობს ღმერთისა?

     განა შენ არ დაიცავი ის,მისი სახლი და მისი ქონება? შენ დალოცე მისი ნახელავი და მისი ჯოგებით სავსეა ქვეყანა.

    მაგრამ გაშალე ხელი და შეეხე მის ქონებას და დარწმუნებული ვარ რომ ის პირში შეგაჩვენებს».


    მარადიულმა უთხრა სატანას: « აი მე გაძლევ ყველაფერს რაც მას ეკუთვნის. ოღონდ არ შეეხო თვითონ მას». და სატანა მოშორდა მარადიულს.

      პასუხის ელემენტები:

      იობი დალოცვილია ღმერთის მიერ. მას ჰყავს მრავალრიცხოვანი შთამომავლობა,ათი შვილი,მას აქვს დიდი ჯოგი რაც პატრიარქალურ ხანაში არის სიმდიდრის პირველი ხილული ნიშანი.

VI სტროფიდან სცენა ხდება ცაში. ღმერთი მიწიერ მეფეთა მსგავსად თავმჯდომარეობს ღმერთის შვილებისგან შემდგარ კარს (შვილობა ნიშნავს დაქვემდებარებას,იერარქიის უფრო დაბალ საფეხურზე დგომას).

      ამ ზეციურ კარზე არის სატანაც. სატანა არის წოდება,ფუნქცია და არა სახელი.  სატანა ებრაულად ნიშნავს დაბრკოლებას, მოწინააღმდეგეს,ბრალმდებელს; ისაა ღმერთსა და ქმნილებას შორის არსებული დაბრკოლება.
     სატანა გარკვეული თვალსაზრისით არის საჯარო ბრალმდებელი. დღესაც, რომში კანონიზაციის პროცესის დროს ეშმაკის ერთი ადვოკატი წარმოადგენს ბრალდებას!
ერთგულების ტესტის შემოთავაზებით სატანას სურს იობის გამოწვევა,მაგრამ ის ასევე სვავს არსებით,მნიშვნელოვან კითხვებს. ჯერ თეოლოგიური რიგის კითხვა:

      იობი მართალია იმიტომ რომ დალოცვილია თუ დალოცვილია იმიტომ რომ მართალია?

     ის უანგაროდ აკეთებს სიკეთეს თუ ანგარებით,იმიტომ რომ დალოცვილი იყოს?
სამაგიეროობის პრინციპს უპირისპირდება უანგარობის პრინციპი. სატანა ეჭვს აყენებს იობის გულწრფელობას. იობს თავის სიმართლის დამტკიცება შეუძლია მხოლოდ კეთილდღეობის დაკარგვის შემთხვევაში.

     ამ თეოლოგიურ კითხვას ემატება ეგზისტენციური კითხვა. აქვს თუ არა აზრი ადამიანის ტანჯვას?

     ტრადიციული სიბრძნის თქმით ტანჯვა არის ბოროტის დასჯა. არადა იობის წიგნი თავიდანვე ამბობს რომ უნდა გაიტანჯოს მართალი! მთელ წიგნს გასდევს სამაგიეროობაში ტრადიციული რწმენის (შემდეგ წარმოდგენილია იობის მეგობრებით) და ტანჯული უმანკოს პირადი გამოცდილების დაპირისპირება.

         უფრო შორს წასასვლელად:

       უმანკოს ტანჯვის თემა უნივერსალურია, საყოველთაოოა. მას ვხვდებით შუამდინარეთის ხალხებში, ეგვიპტელებში,ბერძნებში... აქ ეს თემა განსაკუთრებულადაა გამოკვეთილი ვინაიდან იობის წიგნის მიღმა ფაქტები ეჭვს ქვეშ აყენებენ სამაგიეროობის პრინციპს.

     უბედურებები თავს ატყდება იობს,რომელიც კარგავს თავის ქონებას,ახლობლებს და ბოლოს თვითონ ავადდება მძიმედ ფიზიკურად.  მეგობრების აზრით იობი იტანჯება იმიტომ რომ ის ცუდად მოიქცა და მათი საუბარი იძენს ყრუთა დიალოგის სახეს.
კამათს ბოლოს უღებს მხოლოდ ღმერთის საბოლოო ჩარევა. მაგრამ ღმერთი არ იძლევა ნამდვილ პასუხს. ის წარმოდგება სამყაროს შემოქმედ ღმერთად და ღმერთის ბრალმდებელ იობს მოუწოდებს მეტი თავმდაბლობისკენ. იობი ემორჩილება და ამბობს რომ იცის რომ არ იცის.

    ღმერთთან შეხვედრა ცვლის პერსპექტივას.


    ზოგი მკითხველი შეიძლება დაუკმაყოფილებელი დარჩეს... არადა წიგნის დასკვნები ჩვენთვის ფუნდამენტალურია:

        უბედურება არაა სამაგიეროობის პრინციპში! ტანჯული არაა დამნაშავე. ტანჯვა არაა სასჯელი...

      ბოროტების პირველწყაროს ყოველი ძიება ამაოა ადამიანისთვის. უფსკრულია ღმერთის სიბრძნესა და ადამიანის მეცნიერებას შორის.

      ბოროტების საწყისი კითხვა ჩვენთვის უპასუხოა, სამაგიეროდ ღია რჩება პრაქტიკული საკითხი-რა უნდა აკეთოს ბოროტების პირისპირ აღმოჩენილმა ადამიანმა.  

       კოჰელეტის წიგნი ამოდის იობის წიგნის დასკვნებიდან და სვამს ცხოვრების აზრის,ჩვენი ცხოვრების აზრის საკითხს...

    ერიკ დეჰეინინინკ

  მოწვევა პროტესტანტული მოგზაურობისკენ, 2009 წლის 12 სექტემბერი,შაბათი.


   ( შენიშვნა: მაგრამ ეს ეხება კერძოდ მართალ იობს. წინასწარმეტყველი იერემიას მოთქმა გოდება იმ უბედურებების გამო რაც ებრაელმა ხალმა მოიწია საკუთარ თავზე თავისი ბოროტებით გვიჩვენებს რომ  ადამიანთა ბოროტება და გაბოროტება არ ჩაივლის ხოლმე მათთვის უკვალოდ)

შესავალი მართალი იობის თემაში:

   ანოტირებული ბიბლია:

   

No comments: