5.28.2012

დიდი ცივილიზაციები დიდ სწავლულთა თვალით,საბერძნეთი-1:


                      

« შენ  ურცხვად ზრუნავ გამდიდრებაზე,რეპუტაციაზე და პატივზე მაშინ როდესაც არავითარ ყურადღებას არ აქცევ შენს გონებას,შენს სულს რომლებსაც გაუნწყვეტლად უნდა აუმჯობესებდე და ჭეშმარიტებას რომლისკენაც მუდამ უნდა მიისწრაფოდე!» ეს უთხრა თანამოქალაქეს სოკრატემ და ათენის დემოკრატიამ ის სიკვდილით დასჯის ღირსად გამოაცხადა. ამან პლატონს გული აუყარა დემოკრატიაზე (იხ. თუნდაც პეტერ კუნცმანის,გრანც პეტერ ბურკარდის და ფრანც ვიდმანის «ფილოსოფიის ატლასი»,1993 წელს გამოიცა ფრანგულადაც).

სოკრატეს და პლატონის მშობელ საბერძნეთზე ლაპარაკობს დიდი ელინისტი ჟან პიერ ვერნანი

საბერძნეთში ყოველდღიური ცხოვრების ყველა აქტი გაჟღენთილია რელიგიურობით:

ჭამისას,მოგზაურობისას თუ ნებისმიერ სხვა ცხოვრებისეულ შემთხვევაში ადამიანი მუდამ გრძნობს ირგვლივ ღვთაებრივი სამყაროს არსებობას რომელსაც მან უნდა შეუთანხმოს თავისი ქცევა.

     მაგრამ შეხედულებათა იმპერატიულად მოკარნახე რელიგიური სფერო არ არსებობს. იქ,მაშ,არაა კრედო.

    ესე იგი ის რასაც მონოთეიზმი მისი ქრისტიანული ფორმით ერთგვარად დააძალებს ადამიანებს ანუ სულთა და ცოდნის კონტროლი ძველ საბერძნეთში არ არსებობს.

     ბერძნული ფილოსოფიის მიერ სამყაროდ სრულად და რთულად გააზრების მცდელობა იყო არარელიგიური ტიპის ინტელექტუალური კონსტრუქცია.

    არანაირი კრედო არაა დაძალებული წინასწარ,მეტიც,კამათობენ. სოფისტები,პლატონი,არისტოტელე,სტოიკოსები არ ეთანხმებიან ერთმანეთს.

    ინტელექტუალური დუღილი ბერძენ პოლითეისტებში ძლიერია,მაგრამ სწორედ მონოთეიზმი შეიმუშავებს ადამიანობის და სიყვარულის ცნებებს!

     ბერძნულ ეროსსა და ქრისტიანულ აგაპეს (სიყვარულს) შორის მოხდა სრული ცვლილება.

            პროგრესი:

     დიდი ხნის მანძილზე დასავლეთში ბევრ ადამიანს სჯეროდა რომ წარსული და დღევანდელობა არსებობდნენ და არსებობენ მხოლოდ ეროვნული ეგოიზმის და სოციალური უსამართლობების დამამსხვრეველი მომავლის მოსამზადებლად.

    მე აღარ მჯერა პროგრესისა. მე პროგრესის არსებობისა ერთხანს მჯეროდა ახალგაზრდობაში რომელიც არ ყოფილა გიჟური ახალგაზრდობა.

    მარქსიზმში მე მხიბლავდა ის რომ ის მაჩვენებდა როგორც თავზარდამცემ უსამართლობებს ისე ამ ვითარების შემქმნელ სოციალურ,ეკონომიკურ,ტექნიკურ მექანიზმებს. ბრძოლას აფუძნებდა გონება.

    ადამიანი ფიზიკით და ქიმიით იმორჩილებდა ბუნებას და სოცილოგიით მას შეეძლო სოციალური ევოლუციის დამორჩილება. მჯეროდა რომ ეკონომიკის სფეროში შეიძლებოდა წინასწარ დაგეგმვა, ძალთა თანაფარდობების გაურკვევლობათა და ტექნიკურ თუ ეკონომიკურ აღმოჩენათა განჭვრეტა,პროგნოზირება.

     მაშ შეიძლებოდა წარმოდგენა კაცობრიობისა რომელშიც ადამიანი თავისუფალი იქნებოდა. მარქსის თქმით საგნების მორჩილი ადამიანი აუცილებლობის სამეფოდან გადავიდოდა თავისუფლების სამეფოში სადაც თვითონ ადამიანი განაგებს ამ აუცილებლობას.

      მე ამისი სულ აღარ მჯერა. 

   დღეს ვხვდები რომ არის მთავარი ელემენტი: განუჭვრეტლობა.

    დავიწყოთ იქიდან რომ თანამედროვე მეცნიერებას აღარ სჯერა მექანიკური მიზეზობრიობისა.

    სოციალურ თუ ინტელექტუქლურ ცხოვრებაშიც არის განუჭვრეტლობის ელემენტი  და მე ვიტყოდი რომ სწორედ ეს განუჭვრეტლობა გვშველის ჩვენ:

       რაც უფრო განუჭვრეტელია მით უფრო საინტერესოა. ჩვენ მუდამ გვაოცებს მომხდარი და ახსნა მოდის მერე.
ჩვენ ვხედავთ რომ აღმოჩენებს შეიძლება ჰქონდეთ შედეგები რომლებსაც აღმომჩენლები ვერც კი წარმოიდგენდნენ. ტექნიკის განვითარება ცვლის ჩვენს ადამიანურ მომავალს.

        არის მარქსის პრომეთე რომელსაც სურს სამყაროს შეცვლა.

     მაგრამ ბერძენთა პრომეთე არაა ასეთი,სულ სხვაა.

     პროგრესი ბერძნული იდეაა იმდენად რამდენადაც ჩვენ ბარბაროსობიდან ანუ თითქმის პირუტყვული ცხოვრებიდან გადავდივართ ცივილიზებულ ცხოვრებაზე.
   განუჭვრეტელი მთლიანობის უარყოფა ბერძენთა პრომეთეს არ უნდა.


     თემი,საზოგადოება:

        ბერძნებმა მოიგონეს პოლისი. პარადოქსი ისაა რომ მისი სიდიადე იმავე დროს მისი სისუსტეც იყო.

     პოლისს აღარ მართავს ერთი სუვერენი. იერარქიული საზოგადოება ადგილს უთმობს ეგალიტარულ,თანასწორთა საზოგადოებას.

       აქ ყველა ადამიანი თანაბრადაა დაშორებული ცენტრისგან და ყველა მონაწილეობს დისკუსიაში.

    მაგრამ მთავარი საზოგადოებაში არის ფილიას,მეგობრობის განცდა. პოლისის წევრები ერთმანეთს მეგობრებად უნდა განიცდიდნენ და ეს კრავს მთლიანობად პოლისს.

    არა და კრებისას თუ დებატისას აუცილებლად გამოითქმება სხვადასხვა აზრი და გადაწყვეტილება მიიღება ხმის მიცემით,კენჭისყრით.

    ამის შედეგად პოლისი იშლება და ეს დაშლა მოწმობს იმაზე რომ დემოკრატია თავის თავში ატარებს მისი საფუძვლის, ერთმანეთის მსგავსი და თანასწორი ადამიანების მეგობრობის უარყოფის შესაძლებლობას.

      გარკვეულ დროს ეს ერთგვაროვნება იწვევს განხეთქილებას და ბრძოლას.

    ბერძნებმა მოგვცეს თემის,საზოგადოების განცდა და ეს მიუხედავად იმისა რომ ზოგი უფრო თანასწორია სხვებზე!

       ბერძნებმა მოგვცეს იმის განცდაც რომ მთავარია პოლიტიკური ცხოვრება და არა შრომა. მთავარია სხვებთან ურთიერთობა კრებებზე,დისკუსია ნადიმებზე.

    ცხოვრებაში ყველაზე საინტერესოა ის რაც არაა უტილიტარული.

     ესაა ჩვენი იდეისგან მკვეთრად განსხვავებული იდეა.

    შრომა არაა სოციალური კავშირის საფუძველი. ბერძნებისთვის ერთმა ხელოსანმა უნდა გააკეთოს ფეხსაცმელი,მეორემ-ფარი,მესამემ-ქოთანი.

    ეს იმას ნიშნავს რომ სამუშაო ვერ დააფუძნებს საზოგადოებას იმიტომ რომ საზოგადოების საფუძველია ადამიანთა ერთმანეთთან მსგავსება.


    სწორედ ამაზე ლაპარაკობს პლატონის მიერ მოყოლილი პროტაგორასის მითი.

    პროტაგორასი ყვება თუ რა მოხდა ცოცხალი არსებების შექმნისას.

    პრომეთეს და მის ძმა ეპიმეთეს დაევალა ყოველი ცოცხალი არსებისთვის მათთვის დამახასიათებელი ფორმის,თვისებების, ძალების მიცემა.

       მათ სცადეს ამ თვისებების გაწონასწორება. თუ ერთ ცხოველს მისცემთ ზომას და ძალას მას არ ექნება სიჩქარე. თუ ის უფრო სუსტია მას სიჩქარე ექნება ან ფრთები რათა გაფრენით გადარჩეს.

     შემდეგ მათ შექმნეს ადამიანები,არა და ამ დროისთვის მათ აღარ დარჩათ ადამიანებისთვის საკმარისი ძალები და თვისებები.

    მაშ ადამიანი არაფრისმქონეა. ბავშვი სუსტია და დიდი ხანი სჭირდება თავდაცვის უნარის გამომუშავებამდე. უძლური სწრაფად ვერ დადის. სხვა იყინება ზამთარში...

     სისუსტის გამო ადამიანი რომ არ გაქრეს ყოველ ადამიანს მისცეს თავისი ტექნიკური ცოდნა. ადამიანი მცივანაა და მოქსოვენ ნაჭერს,გააკეთებენ ქსოვილს. სუსტფეხებას გაუკეთებენ ფეხსაცმელს.... ადამიანები თავისი ნაკეთობების გაცვლით შესძლებენ საზოგადოების შექმნას.

        მაგრამ ყოველი ადამიანი თავისი საქმითაა გართული,ისინი კამათობენ და არც არაფერი ხდება,სრული ყაყანი და გნიასია. ადამიანები იღუპებიან.

    ზევსმა ეს დაინახა და ადამიანების გადასარჩენად მან ჰერმესს დაავალა კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორება.

    ამ მიზნით ჰერმესმა ადამიანებს მისცა ღირსებისა და სამართლიანობის გრძნობა.

    საზოგადოებას ქმნის ღირსების და სამართლიანობის განცდა და არა ტექნიკური ცოდნა.( ამის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში «ლე ნუველ ობსერვატორ,საგანგებო ნომერი «დიდი სწავლულების მიერ მოყოლილი დიდი ცივილიზაციები,»,გაგრძელება იქნება).

          დიდი ცივილიზაციები,საბერძნეთი-2:

              კულტურა:

No comments: