5.29.2012

დიდი ცივილიზაციები,საბერძნეთი-2:

   


              კულტურა:

       ჩვენი ადამიანური მდგომარეობის ნაწილია გორგონას პარადოქსი: ჩვენება იმისა რისი დანახვაც შეუძლებელია, უთქმელის თქმა, გამოუსახავის გამოსახვა.

   ჩვენ ისევ ცოტათი ბერძნებივით ვფიქრობთ. რას ვაკეთებთ იმისთვის რომ ფილოსოფოსები გავხდეთ? ვკითხულობთ ბერძნებს,შემდეგ დეკარტეს და სპინოზას,მაგრამ აქ უწყვეტობაა. არ ვკითხულობთ ჩინელ თუ ინდოელ ფილოსოფოსებს.  ასევეა ესთეტიკის სფეროებშიც. აღორძინების ხანის მხატვრობამ მისი საწყისები ნახა ბერძნულ მოდელებში;  იგივე ითქმის თეატრზე და ტრაღედიაზე.

     მაგრამ ამ მემკვიდრეობის გარეთ ჩვენ დავშორდით საბერძნეთს.

    მე ვიტყოდი რომ მას გადააფარეს რაღაცა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ვინც არ იყვნენ მეტისმეტად იდიოტები ლიცეუმში სწავლობდნენ ბერძნულს. ეხლა პირიქითაა. შეგნებულად მოკლეს ბერძნულის სწავლება.

        ისინი ვისაც ელიტას უწოდებენ (მოხელეები,ადვოკატები,ექიმები...) თავისუფლად ფლობდნენ ბერძნულ კულტურას.

      დღეს ელიტები უგულვებელყოფენ მას.

    მაგრამ შემთხვევითი არაა რომ ფროიდს ახალი დისციპლინის შექმნისას დასჭირდა ოიდიპოსი და ანტიგონე. ბერძნულ სახელს არქმევენ მათ მიერ აღმოჩენილ თანავარსკვლავედს ასტრონომებიც.

   როდესაც ვიღაც ტიპი გააკეთებს ახალ სუნამოს ის მოდის ჩემთან და მთხოვს ეტიკეტკაზე წასაწერად ვარგისი ბერძნული სახელების სიის დაწერას. ყველა ფლაკონს ქვია ჰერაკლე,ჰერკულეს ან პერსევსი.

    ეს რას ნიშნავს? არაფერს ზუსტად. უბრალოდ ერთდროულად ახლოს და შორეულის ბუნდოვან განცდას.

    « არარელიგიურისთვის»,ესე იგი იმისთვის ვინც ფიქრობს რომ სამყარო ისეთია როგორიც არის და თუ სამყაროში არის რაღაც უხილავი ის თვითონ მასშია,რომ ამ ხილულ სამყაროშივე არის ისეთი რამ რაც სცდება,ყოველდღიურობას,უფრო მნიშვნელოვანია ამ ყოველდღიურობაზე, მისთვის საბერძნეთი მნიშვნელოვანია.
     ეს ძალიან სასარგებლოა იმიტომ რომ ბერძნული ცივილიზაცია არსებითად აგებულია სამყაროზე როგორიც ის არის,ამ სამყაროს მიღებაზე და მის გარდაქმნაზე მშვენიერების,შეგნებულობის,თანაგრძნობის,სიყვარულის,სიცილის ღირებულებებად...

    და ამის შედეგად,ვინაიდან საჭიროა რომ საგნებს და მოვლენებს ჰქონდეს აზრი,და ამ აზრის დანახვა არაა ადვილი, არსებობს ხელოვნება.

     უგამონაკლისოდ ყველა საზოგადოებისთვის სიცოცხლეს აზრი აქვს სხვა სიცოცხლესთან,საიქიოსთან მიმართებაში. ესაა სიცოცხლე მისი ტრაღიკული მხარით,რაც არ უნდა ვქნათ სიკვდილი რადიკალურად გაუგებარია.

    და სწორედ ეს დაინახეს ბერძნებმა როდესაც მათ მოიგონეს გორგონას თავი რომელიც თქვენ გაქვავებთ,გადაგაგცევთ ქვად ანუ ადამიანის საპირისპირო რამედ.

    ბერძნები ამბობენ რომ ეს გორგონა,რომლის აღწერაც,დახატვაც,სიტყვებით გამოხატვაც შეუძლებელია გაუგებარია,სრული აბსურდია.

    ამის თქმის შემდეგ ბერძნები მას ყველგან ფენენ და წყვეტენ ლაპარაკს. ესაა გორგონას პარადოქსი:

    ჩვენება იმისა რისი დანახვაც შეუძლებელია,თქმა იმისა რისი თქმაც შეუძლებელია,გამოსახვა იმისა რისი გამოსახვაც შეუძლებელია.

      ესაა ჩვენი ადამიანური მდგომარეობის ერთ-ერთი ნაწილი. 


        წინააღმდეგობა:

   გაგიმხელთ რომ 1960 წლამდე ცოტა ხნით ადრე დაწერილი ჩემი პირველი წიგნი «ბერძნული აზრის საწყისები» დაიწერა ჟორჟ დიუმეზილის მოთხოვნით.

        ესაა პოლიტიკური,საფრანგეთის კომპარტიისა და მისი დოგმატიზმის წინააღმდეგ დაწერილი წიგნი. ეს დოგმატიზმი მაცოფებდა.

    არც პარტიას,არც სოციალურ ჯგუფს,არც ოჯახურ ჯგუფს,არც სახელმწიფოს,არც ერს არა აქვთ ჭეშმარიტებაზე თავისი მონოპოლიის დაწესების უფლება.

         ბერძნებისთვის ყველაფერი შეიძლება შემოწმდეს ინტელექტუალურად და სწორედ ესაა ჩვენი მემკვიდრეობა!


  ომის დროს წინააღმდეგობამ მასწავლა რომ არის მომენტები როდესაც არაა არჩევანი. მე ვიცხოვრე ასე. მე ვერ ვიტყვი რომ ავირჩიე. როდესაც გავიგე პეტენის სიტყვა მე არაფერი ამირჩევია,მე ვიცოდი. მე ჩემს თავს ვუთხარი_არ ვყოფილვარ დემობილიზებული-ეხლა იწყება ომი.

    მე განვიცადე ეს შემზარავი მარცხი. ბევრი ყოყმანობდა პეტენის გამო. ჩემს ომისწინანდელ კომუნისტურ კულტურას ჰქონდა ბევრი შეცდომა და ილუზია,მაგრამ დიდი სიფხიზლეც ჰქონდა.

    ადამიანებს ძალიან ხშირად ახასიათებთ სიბრმავისა და ცხადად ხედვის შერევა. მე ბევრი რამე ვერ დავინახე და ამ დაბრმავებამ მომცა ცხადად ხედვის უნარი. როდესაც ვფიქრობ ჩემს პოზიციებზე 1932-1940 წლებში ვამბობ რომ მუდამ სწორი ვიყავი ერთადერთი რამის გარდა: მე სრულებით ვცდებოდი საბჭოთა კავშირის თაობაზე.

      პეტენის ხელისუფლებაში მოსვლისას ამ სიფხიზლემ დამანახა რომ წასულია საქმე იმისა რასაც მე ჩემს საფრანგეთს ვუწოდებ. იყო სხვა საფრანგეთებიც,მაგრამ მათ გვერდით იყო ჩემი საფრანგეთიც:

        ჩემი ძმაკაცები,სახალხო ფრონტი,ხელფასიანი შვებულებები,პროლეტარების ძმობა შარაგზებზე,სიმღერები,გოგონები,ხუმრობები,იუმორი,უპატივცემულობა... ეს იყო ჩემი საფრანგეთი.

        მე ვუთხარი ჩემს თავს: მორჩა,სიცოცხლეს აღარა აქვს აზრი. სიცოცხლის ბედნიერებას,ბედნიერებას სამყაროსი რომელიც ლამაზია იმოტომ რომ ის შენი აზრითაა ლამაზი აღარა აქვს აზრი. მაშ წავედი.

          წინააღმდეგობამ გამაგებინა თუ ვინ არიან ქალებიც.


         მე მათ ვიცნობდი მაგრამ მაგრამ მაშინ დავინახე რომ ქალები ჩვენზე მეტად არიან სიმამაცის და წინააღმდეგობის ფორმები. ისინი არ თმობენ. მათ აქვთ ჩაციების სრულებით არაჩვეულებრივი უნარი. ქალების გარეშე ვერაფერს გავხდებოდით.

          წინააღმდეგობამ მაჩვენა რომ არის სრულებით არანორმალური მდგომარეობებიც.

        ჩვენ ცოტა ვგავდით განგსტერებს: საჭირო იყო მანქანების მოპარვა,კვების ბარათების გაყალბება,საწყობების გაძარცვა, შერჩეული ობიექტების აფეთქება.

    ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ სახელმწიფო,მოხელეები,პოლიციელები...

      ამ დროს ყველა კლასში,ყველა წრეში,ყველა პროფესიაში გამოჩნდნენ სრულიად არაჩვეულებრივი,გამბედავი და წამლეკავი პროპაგანდის პირობებში ნათელი გონების შენარჩუნების უნარის მქონე ადამიანები. მეწარმეები,ხელოსნები,წვრილი მოხელეები,მუშები იქცნენ შესანიშნავ ლიდერებად და ტიპებად.

     მათთან ერთად მეც მივხვდი რომ ცხოვრება ღირს მხოლოდ მაშინ თუ მასში არის მასზე უფრო მეტი და მნიშვნელოვანი რაღაც.

     არის პოეტი ივ ბონეფუას წიგნი რომელსაც ჰქვია «უკანა სამყარო» რომელიც აჩვენებს რომ პეიზაჟში მის უკან არის რაღაც რომელიც არის მისი ნაწილი მაგრამ რომელიც არაა მასში.

     სიცოცხლე ასეთია. ბერძნები ამბობდნენ ამას.

    აქილევსი ეუბნება ამას აგამემნონს: შენ საზიზღარი ხარ იმიტომ რომ არ ხარ მზად ყოველ წუთში შენი სულის მისაცემად.

     მე ვიმეორებ აქილევსის იდეალის მაგალითს.

     არის ძვირფასი,ამქვეყნად მნიშვნელოვანი რამე-რუმეები,მათ ვცვლით,ვკარგავთ,ვიბრუნებთ.

     ერთადერთი რომელიც არც იცვლება,არც იყიდება და არც ბრუნდება არის საკუთარი სიცოცხლე. სწორედ ამას ეუბნება აქილევსი აგამემნონს.

     სიცოცხლე უძვირფასესია და სწორედ ამიტომ მასში არის ის რაც მასზე მეტია.

    ესე იგი ჩვენ არ შეგვიძლია კომპრომისებით მისი დამდაბლება და ბინძურება.

     არის მომენტები როდესაც არაა არჩევანი,შეუძლებელია კომპრომისი,არაა ნახევარზომა. ყველაფერი ან არაფერი. ამაშია საქმე.

    ( ამ შესანიშნავი წერილის ავტორი ჟან-პიერ ვერნანი დიპლომირებული ფილოსოფოსია 1937 წლიდან. ის იყო წინააღმდეგობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ანთავისუფლებდა საფრანგეთს ნაცისტებისგან,იბრძოდა დეკოლონიზაციისთვისაც. 1975-1984 წლებში იყო კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი. ამ წერილის ფრანგულად წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში «ლე ნუველ ობსერვატორ»,საგანგებო ნომერი «დიდი სწავლულების მიერ მოყოლილი დიდი ცივილიზაციები»).

No comments: