5.30.2012

დიდი ცივილიზაციები-3,ატლანტიდას გამოცანები:



    წერილის ავტორია პიერ ვიდალ-ნაკე(1930-2006), დიდი ისტორიკოსი,მაღალ სოციალურ კვლევათა სკოლის კვლევის ხელმძღვანელი.

 «  50 წლის წინ ორლეანის ლიცეუმის ახალგაზრდა მასწავლებელი მე წავედი პროლეტარული წრიდან გამოსული და რესპუბლიკური მერიტოკრატიის ნაყოფი ისტორიკოსი ფერნან რობერის მოხსენების მოსასმენად.

    ის გვესაუბრებოდა ატლანტიდაზე და გვითხრა რომ მისი საწყისი საძებარი იყო მინოსური ხანის კრეტაზე. თვითონ მას ნახევრად სჯეროდა თავისი ნათქვამისა.

  მე მქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია: მე ვუთხარი რომ სულ არ მჯეროდა მისი ისტორიისა. მე ვგრძნობდი რომ ატლანტიდა იყო ათენი,განსაკუთრებული თალასოკრატია,სალამინის ბრძოლის შემდეგ თემისტოკლეს და შემდეგ პერიკლეს მიერ შექმნილი ათენის საზღვაო იმპერია.

    ატლანტიდაზე მოლაპარაკე პლატონი ლაპარაკობს წარმოსახვით ათენზე.

     და მე ვფიქრობდი რომ ათენის და ატლანტიდას ბრძოლა იყო კარგი ათენის ბრძოლა ცუდ ათენთან.

      მე მყავდა წინამორბედიც.

   ტურინის უნივერსიტეტის ბერძნული და იტალიური ლიტერატურების პროფესორმა და სარდინიის მეფის «ანტიკვარმა» ჯუზეპე ბარტოლიმ 1779 წელს სტოკჰოლმში გამოაქვეყნა შესანიშნავი წიგნი რომელშიც ახსნა რომ ატალანტიდის დამხობის უკან უნდა დავინახოთ ათენის ჩავარდნა მიი მტრების ხელში პელოპონესის ომის ბოლოს საზღვაო იმპერიალიზმის ათწლეულების შემდეგ.

     გენიოსი ბარტოლი მიივიწყეს.

   მას შემდეგ,XIX საუკუნის დიდმა ერუდიტმა თომას ჰენრი მარტინმა 1841 წელს გამოაქვეყნა ნარკვევები პლატონის «ტიმეოსზე».

      შეგახსენებთ რომ ატლანტიდის ისტორია მოთხრობილია ორ დიალოგში, «ტიმეოსში»,ერთის მხრივ,და «კრიტიასში»,მეორეს მხრივ.

        თომას ჰენრი მარტინის თქმით ატლანტიდის ადგილია სულის სამეფო და არა ისტორია თუ გეოგრაფია.

       მეც ვცადე პლატონის ტექსტების განმარტება და იმის ნახვა თუ რა გამოხმაურება შეხვდა ატლანტიდას ანტიკურ ხანაში.

    ყველაზე საინტერესო ისევ  არის «სტრაბონში» მოყვანილი არისტოტელეს სიტყვა:

    « მე ვთვლი რომ ატლანტიდაზე შეგვიძლია ვთქვათ იგივე რისი თქმაც შეგვიძლია ტროას ველზე აქეელების კედლის შესახებ. ის დაანგრია მისმა შემქმნელმა».

   თავის დიალოგებში პლატონი ალაპარაკებს ათენელ კანონმდებელ და პოეტ სოლონს. პლატონის სოლონი სინამდვილეში არის ფიქტიური პერსონაჟი.

    პლატონის მიერ აღწერილი ათენი რომელიც ამარცხებს ატლანტიდას სანამ წყლები შთანთქავენ კუნძულს და წალეკავენ ათენის მიწას არის პოეტური გამონაგონი.

    ათენის და ატლანტიდას დაპირისპირებაში უნდა დავინახოთ დემოკრატიული ათენის და იმპერიალისტური ათენის დუელი.

     ატლანტიდის სასარგებლოდ იყო მისი ჯარისკაცების სიმრავლე,მისი საზღვაო ძლიერება,მისი იმპერიული ნება.

      ათენის სასარგებოდ იყო მისი კონსტიტუციის სრულყოფილება და მისი 20000 ჰოპლიტის მეომრული შემართება და ხარისხი.

        პლატონმა დაწერა მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის პირველი თხზულება და ესაა შთამბეჭდავი.

              პლატონმა შექმნა ატლანტიდა.

             პლატონი და მოსე:

      ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში მოხდა აბსოლუტურად დაუჯერებელი რამ: ხმელთაშუა ზღვის სამყარო გაქრისტიანდა. მისი მითოლოგია აღარ იყო «ილიადა» და «ოდისეა», მის მითოლოგიად იქცა ბიბლია.

      მაშინ ზოგმა სწავლულმა პლატონი დაუკავშირა ბიბლიურ ტრადიციას.

       პირველი სიმბოლური სიტყვა II საუკუნეში წარმოთქვა ნუმენიუს აპამეელმა:

    «  « ვინაა პლატონი თუ არა ბერძნულად მოლაპარაკე მოსე?»

     მოსე არის კანონმდებელი რომელიც შემდეგ შეცვალა იესო ქრისტემ.

   თქმა იმისა რომ პლატონი არის ბერძნულად მოლაპარაკე მოსე ნიშნავს როგორც მოსეს ისე პლატონის მემკვიდრეობათა მიღებას და დაუფლებას.

           ინდიელები და ატლანტები:

     ამერიკის აღმოჩენა ახალ სულს შთაბერავს მითს.

       არაა მართალი რომ კოლუმბი წავიდა ატლანტიდის საძებრად. მისმა შვილმა ეს ოფიციალურად უარყო.

      სამაგიეროდ კოლუმბი ელოდა ამერიკაში ებრაელების ნახვას და თან წაიყვანა ებრაულის მცოდნე გემის ექიმი ლუის დე ტორეს.

          ამერიკის აღმოჩენის შემდეგ პლატონურ მითს ზედ დაედო იზრაელის დაკარგული ათი ტომის ბიბლიური მითი. ამერიკა აღმოჩენისთანავე იქცა ადგილად სადაც შეიძლებოდა ამ გამქრალი ტომების დაბინავება.

        არ იცოდნენ თუ ვინ იყვნენ ეს ინდიელები,მაგრამ საჭირო იყო მათი გამოცხადება ნოეს შთამომავლებად. აქედანაა ძალიან მძაფრი დისკუსიები.

        ყველაზე მკვეთრი რეაქცია მოახდინა მონტენმა: « ჩემის აზრით ამერიკა სულ არაა არც პალესტინა და არც ატლანტიდა».

      მონტენსა და განმანათლებლებს შორის ერთი ძალიან საინტერესო პერსონაჟი მიხვდა რომ შეიძლება ატლანტიდის გადაქცევა უტოპიად.  ესაა ფრანსის ბეკონი. მან დაგვიტოვა ნაშრომი «ახალი ატლანტიდა».

      მან ბენსალემად წოდებული თავისი კუნძული მოათავსა წყნარ ოკეანეში.

    წმინდა ბართლომეს მიერ გაქრისტიანებულ ამ უმანკო და სუფთა კუნძულს მართავენ სწავლულები. იქ დგას გუტენბერგის ძეგლი,იყენებენ მიკროსკოპს და სტუმრებს იღებს...პლატონი!

       ისინი არიან გასხივოსნებულ-განათლებული ატლანტები,თუმცა ავტორი არ მალავს რომ ლაპარაკია უტოპიაზე.

        ატლანტო-ნაციონალიზმები:

     ატლანტიდის თავისებურება ისაა რომ მითს მის შესახებ დაეპატრონენ ნაციონალიზმები ესპანეთიდან შვედეთამდე, იტალიიდან გერმანიამდე.

      ეს დაიწყო ესპანეთით იმიტომ რომ ამერიკის აღმომჩენი ესპანელების აზრით ამერიკა მათ ეკუთვნოდათ ღვთაებრივი სამართლის თანახმად.

     ლუჩიანო კანფორა ამტკიცებდა რომ ატლანტიდა ეკუთვნოდა ესპანურ სამართალს იმიტომ რომ პლატონმა ის ჰერკულესის სვეტების ‘გიბრალტარის) იქით მოათავსა.

    პირველი «ატლანტო-ნაციონალიზმი» ესპანური იყო.

    იყო ასევე შვედური ატლანტო-ნაციონალიზმი.

    XV საუკუნის ბოლოდან შვედებისთვის ატლანტიდა არის დიდი მითი.

        გამოჩნდა დაუჯერებელი პერსონაჟი სახელად რუდბეკი. იმ ხანის დიდ სწავლული რუდბეკი იყო უპსალას უნივერსიტეტის რექტორი და თავის ქვეყანაში დეკარტეს შემტანი.

        ის ამტკიცებდა რომ ატლანტიდა არის ნოეს შვილი იაფეტის შთამომავალთა ჭეშმარიტი სამშობლო და ეს ატლანტიდა შვედეთია. ამ ატლანტიდის დედაქალაქად მან გამოაცხადა უპსალა რომლის უნივერსიტეტის რექტორიც თვითონ იყო.

    ამის გაკეთებით რუდბეკმა იზრაელს წაართვა რჩეული ერის როლი და ის ატლანტიდას გადაულოცა.

     სხვადასხვა ნაციონალიზმები მუდამ ეძებენ პალესტინასთან დაუკავშირებელ საწყისებს. ესაა აბრაჰამული ფესვების ერთგვარი გასაეროობა. ესეცაა საუკუნეების მანძილზე მოქმედი ატლანტიდის მითის ფუნქცია.

     ტროას მითის გარდა არაა ესოდენ ნაყოფიერი მეორე თქმულება.

           ეს მითი აკეთილშობილებს ეროვნულ ფესვებს და იძლევა წინაპართა დეიუდაიზაციის საშუალებას. ხშირად ეს სულაც არაა ანტისემიტური ფენომენი,მაგრამ ის ნამდვილად ანტისემიტურია გერმანელებში.

       1922 წელს ზშაეჩმა (Zschaetzsch) გამოაქვეყნა « ატლანტიდა არიელთა საწყისი სამშობლო».

   ეს აიტაცა ჰიტლერის იდეოლოგმა როზენბერგმა რომელმაც ახსნა რომ გერმანელების წინაპარი ატლანტები გავრცელებული იყვნენ ყველგან,მათ შორის გალილეაშიც და იესო იყო ატლანტი,ესე იგი ის არ ყოფილა ებრაელი.

        აქ აშკარად გამოცვალეს რჩეული ხალხი.

      რჩეულ ხალხად იქცა გერმანელი ხალხი.

      ნაცისტმა მღვდელმა სპანუტმა თქვა რომ ატლანტიდა არაა არც კრეტა,არც სანტორინი,არც აკორები და არც კანარები და რომ ატლანტიდა არის ბალტიის ზღვის მიერ ნაწილობრივ შთანთქმული «წმინდა ქვეყანა» ჰელიგოლანდი.

         ატლანტიდით დაინტერესდა ჟიულ ვერნიც: მე ვაჩვენე რომ მისი რომანი «ბეგუმის 500 მილიონი»,სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან მშვიდობიანი საფრანგეთი-ქალაქი და მეომარი შტალშტადტი ეთანხმება ათასწლოვან მითს.

       «ფოლადის ქალაქი» შტალშტადტი ნამდვილად ატლანტიდაა და საფრანგეთი-ქალაქი კი ერთგვარი,თავდაცვის უნარის მქონე დემოკრატიული ათენი.

    ბეგუმის მემკვიდრეობა გაიყვეს გარეშე ბიძაშვილებმა. დოქტორ შულცემ დააარსა შტალშტადტი რომლის მიზანიც იყო საფრანგეთი-ქალაქის დანგრევა. ვაჟკაცმა დოქტორმა სარასინმა ააგო იდეალური ქალაქი. ჰერ შულცმა უზარმაზარი ჭურვი ესროლა საფრანგეთ-ქალაქს,მაგრამ შესძლო მხოლოდ დედამიწის ახალი თანამგზავრის შექმნა. აფეთქებამ მოკლა ჰერ შულცი. გერმანია დაისაჯა.

      არ უნა დავივიწყოთ რომ ვერნმა ეს რომანი დაწერა 1870 წლის ომის შემდეგ.

       1914 წლის შემდეგ საფრანგეთში დიდად გაითქვა სახელი პიერ ბენუას «ატლანტიდამ». ფონი აქაც საფრანგეთ-გერმანიის მტრობაა. მაგრამ აქ უფრო ლაპარაკია სპარტას ბრძოლაზე ათენის წინააღმდეგ.

          ჰოგარზე მდებარე მისი ატლანტიდა კი ანტისამყარო გინეკოკრატიაა.
     უცნობია მისი დედოფალი ანტინეა პოსეიდონის შთამომავალია თუ პარიზელი თვალჟუჟუნას ქალიშვილია და ამაშია რომანის მთელი მომხიბლაობა.

           ოკულტიზმი:

     უილიამ ბლეიმა შემოგვთავაზა ლიტერატურის და თეოსოფიის ნარევი.

     ის ამოდის იდეიდან რომ ინგლისის დამფუძნებელი ალბიონი ატლანტი იყო.

      საფრანგეთის რევოლუციის თანამედროვე ბლეიკს ნამდვილად სჯეროდა რომ აბრაამი იყო დრუიდი და რომ ყველა ერი სულ მცირე ებრაელი ერივით კეთილშობილი იყო.

        ატლანტიდა მუდამ კვებავდა ოკულტიზმს. ბიბლიური ტრადიცია ერეოდა ზღაპრებს ამერიკაზე,კელტურ მითებს და პლატონის მოთხრობას.

          ატლანტიდა იზიდავს ყველა სიგიჟეს.

     არის კიდევ 1789 წლის ახალგაზრდა პატრიოტი გიჟი ვაბრ დოლივე რომელმაც შემდეგ დააფუძნა ტრადიციად წოდებული ოკულტისტური რელიგია.

    მის შთამაგონებელს ჰქვია დელისლ დე სალეს. მან,თავიდან და თანდათანობით გაგიჟებულმა განმანათლებელმა წარმოიდგინა რომ კაცობრიობის საფუძველში უნდა იყოს თავდაპირველი ატლანტური და კავკასიური რასა.

     მისი მოწაფეები იყვნენ ფაბრ დოლივე და შატობრიანი.

        მაგრამ შატობრიანმა უარყო ატლანტიდა. «ქრისტიანობის გენიაში» მან დაწერა რომ უარყოფს « პირველყოფილ სამყაროს და ატლანტიდას ქიმერებს».

( ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა უკვე ნახსენებ ფრანგულ ჟურნალში « ლე ნუველ ობსერვატორ», საგანგებო ნომერი «უდიდეს სწავლულთა მიერ მოტხრობილი დიდი ცივილიზაციები»).    

დანართი: ატლანტიდა და შავი ზღვა:

   ატლანტების შთამომავლები ქართველებიც და მთლიანად იბერიელ კავკასიელებიც შეიძლება იყვნენ!

     შავი ზღვა. 7500 წლის წინ წარღვნას უნდა დაეჩქარებინა სოფლის მეურნეობის გავრცელება. ნატალი ლევისალის ეს წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ გაზეთში «ლიბერიასიონ», 1998 წლის 10 მარტს.

      წარმოიდგინეთ 50 კუბური კილომეტრის ზღვის წყლის თავზარდამცემი ნიაღვარი,2 200 ნიაგარას ჩანჩქერის ექვივალენტური ნაკადი რომელიც ყოველ დღე ნთქავს ბოსფორის თითო სრუტეს.

     წარმოიდგინეთ რომ შავი ზღვის დონე ყოველ დღე მაღლდება 15 სანტიმეტრით. წარმოიდგინეთ უზარმაზარი ნიაღვარი რომელიც კვირაში წინ მოიწევს 10 კილომეტრით და რომ ყველაფერ ამას თან ახლავს გამაყრუებელი ხმაური რომელიც ისმის ასი კილომეტრის სიშორიდანაც.

     თავზარდამცემი სანახაობა. არადა ეს წარღვნა ნამდვილად მოხდა 7500 წლის წინ. მეტიც,ამ წარღვნამ დააჩქარა მიწათმოქმედების,სოფლის მეურნეობის გავრცელება ევროპაში.

     ამას ამტკიცებენ ნიუ იორკის პალისადესის ლამონტ-დიჰერტის ობსერვატორიის მკვლევარები უილიამ რაიანი და უოლტერ პიტმანი.

     რამოდენიმე კვირის წინ მათ თავისი მოსაზრება წარმოადგინეს ამერიკული გეოფიზიკური კავშირის ყრილობაზე სან ფრანცისკოში.

     შავი ზღვა დღეს არის ნახევრად დახურული. მას კვებავენ ცენტრალური ევროპის უზარმაზარი მდინარეები-დნეპრი,დონი,დუნაი და ხმელთაშუა ზღვის წყლები.

     მაგრამ 8000 წლის წინ ეს იყო მტკნარი წყლის ტბა,ბევრად უფრო პატარა და ბევრად უფრო ნაკლებად ღრმა ვიდრე დღესაა. ის მთლიანად იყო გამოყოფილი ხმელთაშუა ზღვისგან. როგორ გადაიქცა ეს ტბა ზღვად?

        არც ისე დიდი ხნის წინ,ხსნის უოლტერ პიტმანი,"ყველა მეცნიერი ფიქრობდა რომ ევროპისა და აზიის ყინულთა დნობასთან ერთად დაახლოებით 7500 წლის დაიწყო შავი ზღვის დონის თანდათანობითი ამაღლება». ამ გამყინვარებათაშორის პერიოდში იგივე რიტმით მაღლდებოდა ხმელთაშუა ზღვის დონეც. ფიქრობდნენ რომ ორი ზღვის წყლები ნელა შეერთდა ბოსფორის სრუტის თავზე.

    მაგრამ ლამონტ-დოჰერტის ობსერვატორიის ორმა მკვლევარმა აზრის შეცვლა დაიწყო 1993 წლის ივნისში რუსულ-ამერიკული ექსპედიციის დროს.


    შავი ზღვის ჩრდილოეთი მხარის ნალექების კვლევისას მათ აღმოაჩინეს რომ ნალექი ქმნის თხელ და ერთგვაროვან ფენას

    მკვლევარებისთვის ცხადია:  შავი ზღვა «დაუყოვნებლივ» აივსო, ხმელთაშუა ზღვის მარილიანი წყლით მის ავსებას არ დასჭირვებია ორი წელიც.
      ჰიპოთეზას ადასტურებენ ნაპოვნი გაქვავებული ნიჟარებიც. შავ ზღვაში ჩაღვრილი ხმელთაშუა ზღვის წყლების მიერ ჩატანილი ეს ნიჟარები ყველა თარიღდება -7500 წლით. « შავი ზღვის შევსება თანდათანობითი რომ ყოფილიყო ზედა ნიჟარები უფრო ახალგაზრდები იქნებოდნენ»,ხსნის უოლტერ პიტმანი.

     შავი ზღვის წარმოშობის ეს «კატასტროფული» ვერსია გაიზიარა სწავლულთა უმრავლესობამ.

      ყველამ გაიზიარა რაიანის და პიტმანის ის აზრიც რომლის თანახმადაც ამ წყალდიდობას უნდა მიეცა ბიძგი გილგამეშზე შუმერულ ეპოსში და ბიბლიაში წარღვნის მითის გაჩენისთვის.

        დიასპორა:

    მაგრამ ეს ორი ოკეანოგრაფი მიდის კიდევ უფრო შორს:

     ისინი აცხადებენ რომ ამ წარღვნამ დააჩქარა მიწათმოქმედების,სოფლის მეურნეობის გავრცელება ევროპაში.

     არქეოლოგებისთვის ეს ცხადია, მიწათმოქმედება დაახლოებით ათი ათასი წლის წინ გაჩნდა ნაყოფიერ ნახევარმთვარეში ( თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთში) და შემდეგ გავრცელდა მთელ ევროპაში.

     საქმე რთულდება იმის რკვევისას თუ როგორ მოხდა ეს გავრცელება.

      ეს შეიძლება ყოფილიყო იდეათა მიგრაციის შედეგი. ყოველი ხალხი სწავლობდა თავისი მეზობლებისგან. 

       ეს შეიძლება ყოფილიყო ადამიანთა მიგრაცია. პირველ ფერმერებს გადასახლებისას შეიძლებოდა თან წაეღოთ მარცვლები და წაეყვანათ ცხვრები.

        ფრანგი ანტროპოლოგი ფილიპ მარინვალის აზრით ეს საკითხი ძნელი გასარკვევია და მხოლოდ იმის თქმა Qეიძლება რომ სოფლის მეურნეობა მეტ-ნაკლებად რეგულარულად ვრცელდებოდა მთელს ევროპაში.

        პიტმანისთვის და რაიანის აზრით,სამაგიეროდ,ისტორიის გაგრძელება საკმაოდ ადვილია.

    « ასი ათასი კვადრატული კილომეტრის დამფარავმა ამ წყალდიდობამ ბიძგი მისცა ფერმერთა მასიურ მიგრაციას და დიასპორის გაჩენას რამაც ბევრად დააჩქარა სოფლის მეურნეობის გავრცელება სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის მთავარ ველებზე.

     ამ წარღვნიდან ასი წლის შემდეგ გუთანი და მორწყვა უეცრად ჩნდება ამიერკავკასიაში (აზერბაიჯანი,სომხეთი,საქართველ),მოლდავეთში და რუმინეთში».
(ავტორები ადგენან რუკასაც რომელზეც ისრებით ნაჩვენებია მიგრაციათა მიმართულებები და ერთ ერთი ისარი პარიზამდეც მიდის,მკვლევართა აზრით ამ მიგრანტებმა ჩაუყარეს საფუძველი შუამდინარეთის,ეგვიპტის და საბერძნეთის უძველეს ცივილიზაციებსაც,მთარგმნელი). 

     მთარგმნელს ისიც დარჩა სათქმელი რომ წარღვნამდე არსებულ შავი ზღვის კულტურას ამერიკელი მკვლევარები ატლანტისს უწოდებენ. მათ უძველესი დასახლების ნაშთი შავი ზღვის ფსკერზე ნახეს დღევანდელი თურქეთის  სანაპიროსთანაც იმ ადგილას სადაც მოგვიანებით უნდა ყოფილიყო პროტოკოლხეთი,ასურული წყაროებით ცნობილი კულხა. ანუ ქართველებიც შეიძლება ამ ატლანტების შთამომავლები იყვნენ.


Libération,10 mars 1998 à 22:33

La mer Noire. Il y a 7500 ans, ce déluge aurait accéléré la diffusion de l'agriculture.
10 mars 1998 à 22:33

  
Par LEVISALLES Natalie

Imaginez un monstrueux torrent de 50 km3 d'eau de mer ­ l'équivalent

de 200 chutes du Niagara ­ s'engouffrant chaque jour par le détroit du Bosphore. Imaginez la mer Noire s'élevant chaque jour de 15 cm. Et une gigantesque inondation avançant de 10 km par semaine. Le tout dans un grondement assourdissant entendu à 100 km.

Une image de cauchemar. Et pourtant, ce déluge s'est vraiment produit il y a 7 500 ans. Et qui a, de plus, accéléré la diffusion de l'agriculture en Europe. C'est en tout cas la thèse défendue par William Ryan et Walter Pitman de l'observatoire Lamont-Doherty à Palisades (New York). Une thèse que les deux océanographes ont présentée il y a quelques semaines au congrès de l'American Geophysical Union à San Francisco (1). Aujourd'hui, la mer Noire est semi-fermée, alimentée par les immenses fleuves d'Europe centrale ­ Dniepr, Don, Danube ­ et par les eaux de la Méditerranée. Mais, il y a 8 000 ans, c'était un lac d'eau douce, bien plus petit et bien moins profond qu'actuellement, et totalement séparé de la Méditerranée. Comment le lac est-il devenu mer?

Il y a quelques années, explique Walter Pitman, «tous les scientifiques pensaient que, avec la fonte des glaciers d'Europe et d'Asie, le niveau de la mer Noire était monté graduellement il y a environ 7500 ans». La Méditerranée remontant au même rythme en cette période interglaciaire, on imaginait que les eaux des deux mers s'étaient lentement rejointes par-dessus le détroit du Bosphore. Mais les deux chercheurs de l'observatoire Lamont-Doherty ont commencé à changer d'avis au cours d'une expédition russo-américaine en juin 1993. En étudiant les sédiments de la côte nord de la mer Noire, ils découvrent en effet que ceux-ci forment une couche fine et uniforme. Pour eux, l'interprétation est claire. Le remplissage de la mer Noire a été «instantané»: il a pris moins de deux ans. Coquillages fossiles. Pour confirmer leur hypothèse, ils datent au carbone 14 des animaux marins fossilisés dans ces sédiments. Résultat: ces coquillages, (dont le Cardium edule, une sorte de moule) qui ont été propulsés dans la mer Noire quand des trombes d'eaux méditerranéennes ont déferlé par-dessus le Bosphore ont tous le même âge ­ 7500 ans ­, qu'ils proviennent du dessus ou du dessous des sédiments. «Si le remplissage avait été graduel, les coquillages du dessus seraient plus jeunes», explique Walter Pitman.

Cette version «catastrophique» de la naissance de la mer Noire est acceptée par la plupart des chercheurs. De même que l'hypothèse de Ryan et Pitman selon laquelle cette inondation pourrait avoir donné naissance au mythe du déluge dans l'épopée sumérienne de Gilgamesh" et dans la Bible. Diaspora. Mais les deux océanographes vont plus loin: ils affirment que ce déluge a accéléré la diffusion de l'agriculture en Europe" Pour les archéologues, c'est une certitude, l'agriculture est née il y a environ 10 000 ans dans le Croissant fertile (à l'est de la Turquie), avant de se répandre dans toute l'Europe. Les choses se compliquent quand il s'agit de savoir comment s'est faite cette diffusion. Est-ce le résultat d'une migration d'idées, chaque peuple copiant les pratiques de ses voisins? Ou plutôt une migration des hommes, les premiers fermiers emportant graines et moutons dans leurs bagages? Pour Philippe Marinval (Centre d'anthropologie du CNRS à Toulouse), «il est difficile de trancher. Tout ce qu'on constate, c'est une progression, plus ou moins régulière, de l'agriculture à travers toute l'Europe».

Pour Pitman et Ryan en revanche, la suite de l'histoire est assez simple. «Cette inondation, qui a recouvert 100 000 km2; a déclenché une diaspora massive des fermiers. Et a du même coup accéléré la diffusion de l'agriculture le long des principales vallées de l'Europe du Sud-Est. Cent ans après ce déluge, on voit d'ailleurs la charrue et l'irrigation apparaître brusquement dans le Transcaucase (Azerbaïdjan, Arménie, Géorgie), la Moldavie et la Roumanie»

Cette partie hautement spéculative de leur travail ne fait pas l'unanimité chez les archéologues. Même ceux qui s'avouent «fascinés» par leur hypothèse rappellent que la naissance de l'agriculture a forcément été un événement très complexe. Et que, de toute façon, cette invention était une trop bonne idée pour ne pas traverser tout le continent.

  

No comments: