5.30.2012

თანამედროვე ბაღოთერაპიის შესავალი:

ვერტიკალური ბაღი
თანამედროვე მებაღეები

ბაღი აივანზე

ერ
ბაღი აივანზე

ნერვების დასამშვიდებელი კუთხე



ბაღის პატარა ბოსტანი
           



კაროლინ სალე,ბაღი რეცეპტით ( ფრანგული გაზეთი «ლე ფიგარო»,06/06/2010):

   სტრესის,ნაღველის და დეპრესიის მოგერიება მებაღეობის სამკურნალო თვისებებით ან,უფრო ფართოდ,ბუნებასთან კონტაქტით.

     მეოცე საუკუნეში ბეტონში და ასფალტში ჩაჭედილი ქალაქელები მიხვდნენ რომ მებაღეობა არის სტრესთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ყველა იყენებს უმცირეს ადგილს ყვავილების თუ სურნელოვანი მცენარეების დასარგველად,მეტიც ქალაქელები აკეთებენ პატარა ბოსტნებს რათა ისარგებლონ მისი ნაყოფით.

    კაცობრიობის ნახევარი მოწყდა მიწას და მაშინ დაინახა მიწის და მცენარეების საჭიროება. ადამიანებმა დაინახეს რომ ბუნება საჭიროა კეთილდღეობისთვის.

            მეტიც, ბაღი არაა მარტო გრძნობებისთვის სასიამოვნო ადგილი, ბაღს შეუძლია მკურნალობაც.

     ამას ადასტურებს მრავალი გამოკვლევა:

      1986 წელს,მაგალითად, მეცნიერებმა ულრიშმა და სიმონსმა აჩვენეს რომ მცენარეების დანახვა ამცირებს და ასუსტებს სტრესის ფიზიოლოგიურ სიმპტომებს:
ამცირებს კუნთების დაძაბულობას,ადაბლებს არტერიულ წნევას,აწონასწორებს გულის ცემის რიტმს....

         1982 წელს მეცნიერებმა აჩვენეს რომ ნაოპერაციები პაციენტები უფრო მშვიდად და უკეთესად იყვნენ როდესაც ისინი უყურებდნენ ბუნებრივ პეიზაჟს.

    მცენარეების და მებაღეობის გამოყენება ფიზიკური და ფსიქიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით «მეცნიერებად»,ჰორტითერაპიად  გადაიქცა ამერიკის შეერტებულ შტატებში,დიდ ბრიტანეთში, კანადაში,ან კიდევ იაპონიაში.

       მას იყენებენ ალცჰეიმერის ავადამყოფობით,აუტიზმით დაავადებულთა,ჰიპერაქტიურების თუ ანორექსიულების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის.

     ის ასევე არბილებს დეპრესიის შედეგებს,ამშვიდებს შეშფოთებულებს.

    მეტიც: გამოკვლევების თანახმად მებაღეობამ შეიძლება შეაკავოს აგრესიული ქცევა.

     ამაზე სერიოზულად ფიქრობენ,ყოველ შემთხვევაში,ინგლისში.

    ბრიტანეთის ეროვნული განათლების მინისტრი 2020 წლამდე აპირებს სკოლებში დიდი მწვანე სივრცეების მოწყობას. იქ ბავშვებს უნდა ასწავლონ მებაღეობა რამაც უნდა შეამციროს მოზარდთა ძალადობა.

        საფრანგეთშიც იზრდება ექსპერიმენტებისა და ექსპერიმენტატორთა რაოდენობა.

    ამას ხელს უწყობენ ასოციაციები, მაგალითად ასოციაცია «ბაღები და
ჯანმრთელობა» ან « ლამაზი მცენარეები».

    2008 წელს ვერსალში ჩატარდა პირველი სიმპოზიუმი სამკურნალო მიზნიის მქონე ბაღების თემაზე. ფრანგული ჰორტიკულტურის ეროვნულმა ასოციაციამ მოაწყო კოლოკვიუმი « ბაღები,ბუნებრივი გარემო და ჯანმრთელობა.

    ნანსიში გახსნა სამკურნალო ბაღი ალცჰეიმერის ავადმყოფობით დაავადებულებისთვის.  

              ბუნება გადაიქცა თანამედროვე უქეიფობის სამკურნალო საუკეთესო წამლად? ალბათ.  

     « უეჭველი ისაა რომ ბაღი ამიერიდან ქალაქელის რეალური საჭიროება უფროა ვიდრე გართობა და დროისტარება,ამბობს პეიზაჟისტი პიერ-ალექსანდრ რისერი.

     60 წელზე ნაკლებში მსოფლიო აჩქარდა როგორც არასდროს.

     ყველაფერი ძალიან ჩქარა ხდება. ჩვენ მთელი წლის მანძილზე ერთნაირად ვჭამთ და ვიცვამთ და ბუნება აღარ მოქმედებს ჩვენს ქცევაზე.

      ბაღში ჩვენი შინაგანი საათი ერთგვარად იღვიძებს». 
     «მწვანე» პაუზის,შესვენების მოწყობა ასწორებს ჩვენს ბიოლოგიურ საათს.

    მცენარეებზე ზრუნვა,მათ ამოსვლაზე დაკვირვება,ცოცხალთან შეთანხმება საბოლოო ანგარიშით არის კონტაქტის განახლება ახალი ტექნოლოგიების მიერ გაუგიჟებელ,უფრო ნელ,ნაკლებად შიზოფრენიულ და ადამიანის არსებობისთვის უფრო შესაფერის სინამდვილესთან. 

       სული თითქოს ემზადება მედიტაციისთვის,ტვინი აახლებს მუშაობას. უკვე 1973 წელს ფსიქოლოგიის პროფესორი სტეფან კაპლანი ამბობდა რომ მებაღეობა ადამიანს ხიბლავს და აღვიძებს «უნებურ,ძალდაუტანებელ ყურადღებას».

     « მებაღეებს იმდენად იტაცებს მათი სამუშაო რომ მათ აღარ სჭირდებათ ძალდატანება ყურადღების მისაქცევად. სამუშაო,მაშ,მათთვის არის დასვენება».

      ამას გარდა,საზოგადოებაში სადაც ფიზიკურ აქტიურობას სულ უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და სული კი,პირიქით,სულ უფრო და უფრო დაძაბულია, მებაღეობა იძლევა გაწონასწორების საშუალებას.

     დარგვა,მოჭრა,მორწყვა... ამდენი ნამდვილი ქმედება რომელიც აღადგენენ ჩვენს კავშირს კონკრეტულთან,შეგვახსენებენ რომ ვართ ხორციელი არსებები,ესე იგი გვაქვს გრძნობები.

    « ხელების ჩაყოფა მიწაში არის ერთგვარი თერაპია სიამოვნებით.
      ბაღში გრძნობები იფურჩქნება მთლიანად,მაშინ როდესაც ქალაქში გრძნობები იბოჭება. ბაღი არის ემოციათა შესანიშნავი ასპარეზი»,ამბობს შომონ-სურ-ლუარას საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი შანტალ კოლე-დიუმონ.
    ამ ფესტივალის წლევანდელი თემაა ბაღი «სული და სხეული».

         ამიერიდან ბედნიერების ნახვა შეიძლება ბაღშიც.


     დანართი: გაეცანით ასოციაცია «ლამაზი მცენარეების» შემქმნელი ან რიბსის წიგნს «»  დედამიწის შეხება».

          თერაპიული,სამკურნალო ბაღები და ჰორტითერაპია.

     მებაღეობა იქცა ფრანგთა დიდი უმრავლესობის გატაცებად.

      ფრანგები მებაღეობაში ხედავენ სტრესთან,დარდთან,დეპრესიასთან ბრძოლის საშუალებას. 

    დიდი მადლობა ქალბატონ ბუნებას!

    ქალაქში თუ სოფლად, ბინაში თუ სახლში,დამქირავებელი თუ პატრონი აწყობენ ბაღს თუ საგანგებო ტერასას. ფაქტიურად უმატებენ დამატებით ოთახს მცენარეებისთვის.

ჩიტები იბუდებენ ბალკონზეც და ტერასაზეც. სულ უფრო და უფრო მეტი ხერხი გაძლევთ მინიატურული ბაღ-ბოსტნების გაშენების საშუალებას!  


     მაშ დადასტურებულია რომ ბაღი სიამოვნების გარდა არის კეთილდღეობის წყაროც და მალამოსავით მოქმედებს შიზოფრენიული მთანამედროვეობის მიერ დაჭრილ  დასნეულებულ ადამიანზე.

     ბუნების მეშვეობით ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური თერაპია კარგად მოქმედებს ალცჰეიმერის ავადმყოფობით, ანორექსიიით დაავადებულებზე, ჰიპერაქტიურ ბავშვებზე თუ ანორექსიაზე. ლაპარაკი არაა სამკურნალო მცენარეების დარგვაზე, ლაპარაკია ბაღშ-ბოსტანში შრომით თუ ლამაზი მცენარეულობით ტკბობით რამდენადმე მიძინებულ ან დაჩლუნგებულ გრძნობათა გამოღვიძებაზე. 

    შიზოფრენიული თანამედროვეობისგან თავის შველის მიზნით ადამიანები ქმნიან მებაღეთა თუ მემცენარეეთა ასოციაციებს. ეს მათ შველის....

Psycho : jardin sur ordonnance
Par figaro icon Caroline Sallé - le 06/06/2010
Chasser le stress et l'anxiété, atténuer la dépression grâce aux pouvoirs curateurs du jardinage et, plus largement, du contact avec la nature.


C'est devenu une lapalissade. On «déstresse» en jardinant au même titre que M. Jourdain faisait jadis de la prose sans le savoir, en s'exprimant. Tout le monde a pu un jour en faire l'expérience. Et les urbains cernés par le béton l'ont bien compris, qui investissent le moindre rebord de fenêtre pour y planter géraniums ou herbes aromatiques, quand ils ne créent pas carrément un potager d'intérieur ou des murs végétaux pour se «ressourcer» au salon. Il aura pourtant fallu attendre que la moitié de l'humanité soit coupée de la terre, dans des villes étouffoirs, pour arriver à cette conclusion : la nature est indispensable à notre bien-être. Mieux : les jardins ne sont plus seulement des lieux d'agrément dédiés au plaisir des sens, ils peuvent aussi soigner nos maux.

Plusieurs études le confirment d'ailleurs. En 1986 par exemple, deux scientifiques, Ulrich et Simons, ont ainsi démontré que la vue des plantes diminuait les symptômes physiologiques liés au stress : baisse de la tension musculaire et de la pression artérielle, rééquilibrage du rythme cardiaque… En 1982 déjà, un article publié dans la revue Science avait mis en évidence que des patients se remettaient plus rapidement après une opération, qu'ils consommaient moins d'analgésiques et se sentaient plus sereins si leur fenêtre donnait sur un paysage naturel.

Aux États-Unis, en Grande-Bretagne, au Canada ou encore au Japon, «utiliser des plantes et des activités de jardinage afin d'améliorer l'état physique et psychique» est devenue une «science» : ­l'hortithérapie. Employée pour soulager les personnes atteintes de la maladie d'Alzheimer, les enfants autistes, hyperactifs ou anorexiques, elle atténue aussi les effets de la dépression, rassure les caractères inquiets.

Plus fort : des recherches laissent aussi penser que le jardinage pourrait en outre refréner les comportements agressifs. En Angleterre en tout cas, on y réfléchit sérieusement. D'ici à 2020, le ministre britannique de l'Éducation nationale envisage de réintroduire de grands espaces verts dans les écoles pour y dispenser des cours de jardinage susceptibles d'endiguer la violence des jeunes adolescents.

Encore balbutiantes en France, les expériences se multiplient néanmoins, grâce notamment à plusieurs associations telles Jardins et santé ou encore Belles plantes. Preuve que l'intérêt existe, un premier symposium sur les jardins à but thérapeutique s'est déroulé en 2008 à Versailles et un second doit avoir lieu en octobre prochain. En mai dernier, la Société nationale d'horticulture française a organisé un colloque sur le thème «Jardins, environnement et santé». Et à la rentrée, le CHU de Nancy inaugurera un jardin thérapeutique pour les patients atteints d'Alzheimer.

La nature serait-elle devenue l'antidote idéal au mal-être de la vie moderne ? Peut-être. «Ce qui est sûr, c'est que le jardin est désormais moins un loisir qu'un réel besoin du citadin, analyse le paysagiste Pierre-Alexandre Risser. En à peine soixante ans, le monde s'est accéléré comme jamais. Tout va très vite, nous nous habillons et nous mangeons de la même manière toute l'année et la nature n'influe plus sur nos comportements. Mais, d'un strict point de vue physiologique, nous n'avons pas évolué. Au jardin, d'une certaine manière, notre horloge interne se réveille.»

En clair, s'octroyer une pause «verte» remet nos pendules biologiques à l'heure. Cultiver des plantes, les regarder pousser, se confronter à du vivant, c'est finalement reprendre contact avec une réalité plus douce, plus lente, moins schizophrénique que celle engendrée par les nouvelles technologies. Bref, plus adaptée à notre fonctionnement d'être humain. L'esprit se met à vagabonder et du coup, comme pour la méditation, le cerveau récupère. En 1973 déjà, le professeur de psychologie Stephen Kaplan suggérait que le jardinage, en exerçant une sorte de fascination, suscitait une «attention involontaire». « Les jardiniers sont tellement absorbés dans leur travail qu'ils n'ont pas à faire l'effort qu'exige l'attention volontaire, c'est donc pour eux une période de repos.»

En outre, dans une société de plus en plus désincarnée, où le corps est laissé de côté et l'esprit sursollicité, jardiner permet aussi de retrouver un ancrage. Planter, couper, arroser… Autant de vrais gestes qui nous «reconnectent» au concret, nous rappellent notre condition d'être incarné. Donc sensible. « Mettre les mains dans la terre est une forme de thérapie par le plaisir. Le jardin est un lieu où les sens s'épanouissent pleinement, alors qu'en ville, ils ont tendance à se rétracter, c'est un formidable terrain d'émotions», résume Chantal Colleu-Dumont, directrice du Festival international de Chaumont-sur-Loire, dont le thème cette année est justement le jardin «corps et âme». Désormais, le bonheur se cultive aussi au jardin.

    figaro icon Caroline Sallé

 


No comments: