5.17.2012

რევოლუციური ტერორი რუსეთში-2,ბოლშევიკთა ყაჩაღობა:


უძვირფასესი ლენინი 
და სტალინი
ექსპროპრიაციები ანუ ყაჩაღობა:
რევოლუციის სახელით პოლიტიკურ მკვლელობებში დაოსტატებული პირების გარდა
ყოველ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში იყვნენ შეიარაღებულ ძარცვაში და სახელმწიფო და კერძო ქონების ძალისმიერ კონსფიკაციაში დაოსტატებული პირებიც.

პარტიები ასეთი მოქმედების მიმართ ისეთივე ორაზროვანები იყვნენ როგორც ტერორის მიმართ,რომელსაც უარყოფდნენ თეორიულად და მიმართავდნენ პრაქტიკულად. 

გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი მოღვაწეები, სულ მცირე საწყის ეტაპებზე, არ იწონებდნენ ძარცვას პოლიტიკური მოტივებით.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1906 წლის ყრილობაზე სტოკჰოლმში დელეგატებმა დაგმეს «კერძო ბანკების ფულის ექსპროპროაცია და რევოლუციის საქმისთვის იძულებითი შენაწირის ყველა ფორმა (199).
ამავე დროს სოციალ-დემოკრატი ბაევიკები ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტების ნებართვით ახდენდნენ ასაფეთქებელი მასალის და სახელმწიფო და საზოგადოებრივი სახსრების ექსპროპრიაციას. თანაც სრულ ანგარიშს აბარებდნენ (200).

ამდენად მებრძოლი რაზმების წევრებს შეექმნათ შთაბეჭდილება რომ გარკვეულ პირობებში  სრულებით დასაშვებია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების გატაცება.

ოფიციალურად ასეთ პოზიციას არ ახალისებდნენ და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერებიდან მხოლოდ ლენინმა გამოაცხადა ყველას გასაგონად ყაჩაღობა რევოლუციური ბრძოლის დასაშვებ მეთოდად.
რუსეთის იმპერიის ყველა სოციალ-დემოკრატიული ძალის წარმომადგენლები დაკავებული იყვნენ ექსპროპრიაციებით თავისი ხელმძღვანელობის ფორმალური მოწონების გარეშე,მაგრამ მარტო ბოლშევიკები ყაჩაღობდნენ სისტემატურად და ორგანიზებულად.


ლენინი არ კმაყოფილდებოდა ლოზუნგებით ან უბრალოდ საბრძოლო მოქმედებებში ბოლშევიკების მონაწილეობის აღიარებით.

უკვე 1905 წლის ოქტობერში ლენინმა განაცხადა რომ აუცილებელია სახელმწიფო სახსრების კონფისკაცია ( ანუ ქვეყნის ძარცვა) და მალე პრაქტიკულადაც შეუდგა საქმეს.

თავის იმდროინდელ ორ უახლოეს თანამებრძოლთან,ლეონიდ კრასინთან და ალეკსანდრ ბოგდანოვთან (მალინოვსკისთან) ერთად მან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში (იქ მენშევიკები ჭარბობდნენ) შექმნა მცირე ჯგუფი «ბოლშევიკური ცენტრი» რომლის ამოცანაც იყო ფულის შოვნა ლენინური ფრაქციისთვის.

პრაქტიკულად ეს იყო პარტიის შიგნით არსებული იატაკქვეშა ორგანო რომელიც აწყობდა ექსპროპრიაციებს და იყენებდა გამოძალვის სხვადასხვა ფორმას.(204).

«ბოლშევიკური ცენტრის» არსებობას უმალავდნენ როგორც მეფის პოლიციას ისე სხვა სოციალ-დემოკრატებს.

მძარცველებად ბოლშევიკები იყვანდნენ უკულტურო,მაგრამ ნამეტანი ენერგიულ და ყველაფრისთვის მზა ახალგაზრდობას. ეს ახალგაზრდები კი მთელ იმპერიაში ძარცვავდნენ საფოსტო განყოფილებებს,რკინიგზის სადგურების ბილეთების სალაროებს, მატარებლებს, აგდებდნენ მატარებლებს ლიანდაგებიდან ბ(205).

ძარცვისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი რეგიონი იყო განსაკუთრებულად არასტაბილური კავკასია.

თვითონ ლენინმა 1906 თუ 1907 წელს წამოაყენა კავკასიელ ბანდიტთა ჯგუფის იდეა და სტალინს შესთავაზა რომ ეს ბანდიტები ფორმალურად გასულიყვნენ პარტიიდან რათა «ისინი მენშევიკებს არ შეეჭამათ». კავკასიელი ბანდიტები სტალინს თვლიდნენ მეორე კაცად პარტიაში ლენინის შემდეგ.

«ბოლშევიკური ცენტრი» კავკასიიდან ფულს უწყვეტად იღებდა ლინისადმი მთელი სიცოცხლის მანძილზე განსაკუთრებით ერთგული ადამიანის-შეშლილი სემიონ ტერ-პეტროსიან-პეტროდიანცის ანუ კავკასიელ ყაჩაღად ცნობილი( ეს მას ლენინმა დაარქვა) კამოს წყალობით (206).

ძვირფასი კამო
1905 წლიდან კამომ საერთო კონტროლის განმახორციელებელი და მის პეტერბურგის ლაბორატორიაში აწყობილი ბომბების მიმწოდებელი კრასინის მხარდაჭერით ბაქოში,ქუთაისში და ტფილისში მოაწყო ექსპროპრიაციების სერია.

    მან პირველად იყაჩაღა კოჯორის გზაზე,ტფილისთან ახლოს,1906 წლის თებერვალში და ექსპროპრიატორების (ბოლშევიკი ყაჩაღების) ხელში მოხვდა 7-8 ათასი რუბლი. 

    იმავე წლის მარტის დასაწყისში კამოს ბანდა თავს დაესხა ბანკის ეტლს ქუთაისის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე,მოკლეს მეეტლე,დაჭრეს მოლარე,გაიტაცეს 15000 რუბლი და გადაიმალნენ. მათ ეს ფული უფროს ბოლშევიკებს პეტერბურგში გაუგზავნეს ღვინის ბოთლებით.

     ბედი თითქოს მუდამ უღიმოდა კამოს,მაგრამ სახელი მას ყველაზე მეტად გაუთქვა  1907 წლის 12 ივნისის ექსპროპრიაციამ,ე.წ. «ტფილისის ექსმა»:

     საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბოლშევიკებმა ბომბები ესროლეს ტფილისის საქალაქო ბანკის ფულის გადამტან ორ ეტლს;მოკლეს და დაჭრეს ათობით გამვლელი. კამო და მისი ბანდიტები სროლა-სროლით გაიქცნენ და წაიღეს 250000 რუბლი რომელიც გაუგზავნეს «ბოლშევიკურ ცენტრს» საზღვარგარეთ (208).

    კამო იყო ბოლშევიკების კავკასიური მებრძოლი,ან როგორც მას უწოდებდნენ «ტექნიკური» ჯგუფის გული (ეს ჯგუფი სპეციალურად ყაჩაღობებისთვის იყო შექმნილი),მაგრამ ამ ტერორისტებთან მჭიდროდ დაკავშირებული რევოლუციონერი ტატიანა ვულიხის თანახმად ორგანიზაციის მთავარი ლიდერი იყო სტალინი. თვითონ ის არ იღებდა მონაწილეობას ძარცვა-გლეჯაში,მაგრამ უმისოდ არაფერი ხდებოდა(210).
      ამდენად კამოს წილად ხვდა ყველა პრაქტიკული მოქმედება. ამავე დროს ის იყო შუამავალი ბოლშევიკური ფრაქციის ხელმძღვანელებსა და ბოევიკებს შორის. ეს ბოევიკებიც ბოლშევიკები იყვნენ. ისინი ფორმალურად გადიოდნენ ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციებიდან რათა ყაჩაღობებითა და მკვლელობებით არ მოეხდინათ პარტიის კომპრომეტაცია (211).

    კამოს კადრები როგორც წესი იყვნენ ადგილობრივი უპრინციპო შარაგზის ყაჩაღები. 

    კამო მათ უმორჩილებდა დისციპლინას და ააგონებდა რევოლუციურ სულს(212). კამოს და მის ყაჩაღებს უზოგადესი წარმოდგენა ჰქონდათ სოციალისტურ მოძღვრებაზე და სულ არ აინტერესებდათ პარტიულ-თეორიულ დისკუსიები.

     ერთხელ კამო დაესწრო დისკუსიას აგრარულ საკითხზე,ვერ გაიგო უთანხმოების მიზეზი და...: «რას ელაპარაკები მაგას,მოდი დავკლავ», უთხრა მან მეგობარ ბოლშევიკს ვიღაც მენშევიკზე. 

    თეორიული საკითხებისადმი სრულებით გულგრილი კამოს «იდეალისტი ყაჩაღები» აღმერთებდნენ ლენინს რომელიც მათ თვალში განასახიერებდა პარტიას და ვისი სიტყვაც ურყევი კანონი იყო.


   ვულიხის თქმით «ისინი გაყვებოდნენ ლენინს პარტიის წინააღმდეგაც...».

      ერთ-ერთი ბოევიკი,ელისო ლომიძე,რომელსაც თვალით არ უნახავს ლენინი და ხელშიც არაოდეს აუღია მისი წიგნი ამბობდა რომ მისი ცხოვრების მიზანია «200000-300000 რუბლის შოვნა და ლენინისთვის გადაცემა სიტყვებით «უქენით ამ ფულს რაც გინდათ» (215). ასეთი იყო სხვა ბოლშევიკი ყაჩაღების დამოკიდებულაც.

    ბოლშევიკები ლენინის მეთაურობით აქებდნენ და ადიდებდნენ კამოს...

     კამოს და მისი ბანდიტების გარდა ბოლშევიკებს ყაჩაღები ჰყავდათ ურალზეც... რომლებმაც ასზე მეტი ექსპროპრიაცია ჩაატარეს.

     პოლიციელების მიერ დაჭერილ ამ ყაჩაღებს სასამართლოზე იცავდა არც მეტი და არც ნაკლები ალეკსანდრ კერენსკი,მომავალი დროებითი მთავრობის მომავალი პრემიერ მინისტრი რომელმაც ჰონორარად ამაში მიიღო გატაცებული ფულიდან აღებული ათი ათასი რუბლი. კერენკიმ ნამდვილად იცოდა რომ ე ფული ნაძარცვი იყო (229).

   შეძლებულ ვაჭრად გადაცმული ერთ-ერთი ბოლშევიკი ბანდიტი მივიდა კერენსკისთან და შესთავაზა ფული იურიდიული ამსახურისთვის. მან თავისი ურალელი ამხანაგები დაახასიათა როგორც ბანდიტები და ილაპარაკა საშინელ ქუჩურ ჟარგონზე რითაც გასცა თავისი კრიმინალური წარსული (230).

         ბოლევიკები სახელმწიფო,საზოგადოებრივ და კერძო ქონებას ძარცვავდნენ და იტაცებდნენ ყველგან,მაგრამ კავკასიაში და ურალზე ეს გადაიქცა ყველაზე ბნელ საშინელებად (231,232).

     1906 5უ 1907 წელს თვითონ ლენინმა წამოაყენა იდეა კავკასიელი ბანდიტების ჯგუფის შექმნის შესახებ და სტალინს შესთავაზა გასულიყვნენ ისინი ფორმალურად პარტიიდან რათა მენშევიკებს არ შეეჭამათ ისინი. კავკასიელი ბანდიტები სტალინს თვლიდნენ პარტიაში მეორე კაცად ლენინის შემდეგ...

       ბევრი ბოლშევიკი ძარცვავდა უბრალოდ იმიტომ რომ «ფორმაში ყოფილიყო» და ზოგჯერ არც კი ატყობინებდა ამის შესახებ თავის პარტიულ ორგანიზაციებს. «იდეალისტი» ყაჩაღების საქმიანობა დაემსგავსა უბრალო ბანდიტიზმს (233)...

      მარტოვი ღიად მოითხოვდა ბოლშევიკების გარიცხვას პარტიიდან,პლეხანოვის თქმით აუცილებელი იყო ბრძოლა «ბოლევიკურ ბაკუნინიზმთან», ფედორ დანმა ცენტრალური კომიტეტის ბოლშევიკ წევრებს უწოდა კრიმინალთა კომპანია და სხვა მენშევიიკები ლენინს და მის მომხრეებს თვლიდნენ უბრალო ჟულიკებად (236)...
         იყო ბოლშევიკ-მენშევიკთა გაერთიანებული ბანდებიც რომლებიც ასევე გატაცებით ძარცვავდნენ სახელმწიფო და კერძო ფონდებს(261).

        რევოლუციურ მკვლელობათა მგავსად ასეთი რამეები უფრო ხშირად ხდებოდა კავკასიაში სადაც 1906 წელს ცენტრალურმა სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ ყვირილის ხაზინის ექსპროპრიაციის შედეგად ხელში ჩაიგდო ორასი ათასი რუაიძბლი(262).

     გურიაში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ადგილობრივი კომიტეტები ყოველ მოსახლეს აიძულებდნენ თვეში ერთხელ ეხადა ოცი კაპიკი,ისინი მოსახლეობას აკისრებდნენ საგანგებო გადასახადს იარაღის შესაძენად და თავისი ოპერაციების დასაფინანსებლად (263).

     ბაქოში ბურჟუაზია ბოლშევიკმა ყაჩაღებმა ისე დააშინეს რომ ის ხმის ამოუღებლად იხდიდა ფულს(364). კოსტრომაში,ივანო-ვოზნესენსკი და სხვაგან სოციალ-დემოკრატები ძარცვავდნენ ღვინის სავაჭროებს და ეწეოდნენ გამოძალვას.

     ქართულ ახალგორის რაიონში 16 «წითელი პარტიზანისგან» შემდგარი ბანდა ძარცვავდა მთელი ხეობის მოახლეობას,გლეხებს აძევებდა თავისი სახლებიდან და ისინიც იძულებული იყვნენ სხვაგან გადასახლებულიყვნენ (266).

     ასეთი რამ დიდხანს გრძელდებოდა 1907 მაისის შემდეგაც...

        რევოლუციური იდეალიზმი 1905 წლის შემდეგ ხშირად გადაიქცეოდა ხოლმე ცინიზმად. არაფრად აგდებდნენ ადამიანის სიცოცხლეს. ანარქისტთა ბანდის ლიდერი,მაგალითად, ქალაქში ნიჟნი სევერსკი  თავისუფლებისთვის ახალგაზრდა მებრძოლს დაპირდა ახალ პალტოს და ისიც დათანხმდა ყაჩაღობაში მონაწილეობაზე (ის ბუნდის წევრი იყო)...







No comments: