5.14.2012

ადამიანისთვის სასარგებლო და დამღუპველ სტრესზე-3:

სიტყვა სტრესის წარმოშობა:
ცნება წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან სტრინგერე (შეკუმშვა,დაძაბვა). შემდეგ ანგლოსაქსურში იქცა დისტრესს-ად და ბოლოს მივიღეთ სტრესი.

სასაუბრო ენაში გადასული ეს ცნება ნიშნავს ზეწოლას,შეზღუდვას. ის აღნიშნავს როგორც სტრესის მომგვრელი ფაქტორის მოქმედებას ისე ორგანიზმის რეაქციას მასზე.

სტრესი გუშინ და დღეს:
სტრესი არც თანამედროვე ავადმყოფობაა და არც საუკუნის ჭირი,როგორც მას ზოგჯერ უძახიან. ესაა აგრესორის წინაშე აღმოჩენილი ცოცხალი არსების თავდაცვითი რეაქცია, სტერეორიპული ფსიქოლოგიური რეაქცია რომელიც უცვლელია უხსოვარი დროიდან. თავდაცვის ერთი და იგივე პროცესი,ლაპარაკი იქნება თავის გადარჩენაზე თუ ავტომანქანის მართვის უფლების აღებაზე.

სტრესი ფართო გაგებით არსებობს უხსოვარი დროიდან,მაგრამ მისი მოქმედება 1936 წელს დაახასიათა კანადელმა ექიმმა ფიზიოლოგმა ჰანს უილიამ სელიემ.

მან სტრესი აღწერა თავის წიგნში «სიცოცხლის სტრესი» («Stress of life»):
«სტრესი არის ადაპტაციის ზოგადი სინდრომი,ფსიქიური აგრესია იწვევს არასპეციფიურ ნეიროენდოქტრინულ რეაქციას და,შესაძლოა,ფსიქოპათოლოგიურ გამოვლინებებს». სხვა სიტყვებით სტრესი არის ორგანიზმის რეაქცია ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ აგრესიებზე ( ემოციების ჩათვლით).

თავდაცვის მექანიზმი:
სტრესის მდგომარეობა  არის სტრესის მომგვრელ ფაქტორებზე ორგანიზმის რეაქციის შედეგი.
ესაა თავიდან ჰორმონალური რეაქცია რომლის მიზანია ბრძოლა სტრესის გამომწვევი ფაქტორების მიერ წონასწორობის დარღვევის წინააღმდეგ.
 სტრესი არის შედეგი ცვლილებისა რომელიც ადამიანს ცუდად ხდის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.
ლაპარაკია, მაშ, თავდაცვის ნამდვილ მექანიზმზე. ინდივიდი თავს იცავს სასიამოვნო თუ არასასიამოვნო მდგომარეობისგან. მიზანია ადაპტაცია.

ადამიანის სპეციფიური რეაქცია:
სელიეს მომხიბლავი დახასიათება განავითარეს. მრავალმა ექსპერიმენტმა დაადასტურა,მაგალითად,რომ სტრესის მომგვრელი ფაქტორის ბუნება გარკვეულ გარემოებებში იწვევს სხვადასხვა ჰორმონის,მაგალითად ტესტოსტერონის გამოყოფას. ადამიანის რეაქცია ხდება სპეციფიური,არასტერეოტიპული და ცვალებადი პიროვნებათა შესაბამისად.

ზოგს ექნება ძლიერი რეაქცია,ზოგს კი ექნება სუსტი ან სულ არ ექნება.

ჰორმონები, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო:
სტრესი არ უნდა იქნეს განხილული იზოლირებულად და არ უნდა იქნეს დაყვანილი ჰორმონების გამოყოფაზე რაც იწვევს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს.

სტრესზე პასუხი მრავალგანზომილებიანია: მნიშვნელობა აქვს პიროვნების ცხოვრებისეულ გამოცდილებას,მემკვიდრეობითობას,მის პიროვნულ თვისებებს,მის გარემოს. ყველაფერი ეს განაპირობებს მის პასუხს სტრესზე.

წყლულების მსხვერპლი პირუტყვები:
სელიეს თანახმად სტრესის (სიცივე,ავადმყოფობები,დამწვრობა) განმცდელ ცხოველებს უჩნდებოდათ შიგნეულობის წყლულები,ეწყებოდათ სისხლისდენა. ხდებოდა თირკმლისზედა ჯირკვლების ატროფია.

სელიეს ექსპერიმენტები და დასკვნები დღეს მოძველებული ჩანს,მაგრამ დღესაც აქტუალურია სტრესიეს ფიზიოლოგიური საფუძვლის სელიესეული ახსნა:

«ფსიქიური თუ ფიზიკური აგრესია იწვევს ენდოკრინულ პასუხს.

როგორია ფიზიკური რეაქცია სტრესზე?

სტრესის დროს ორგანიზმი შეეგუება ავტომატურად და შედარებით სტერეოტიპურად. ადაპტაციის ზოგად სინდრომად წოდებული ეს ეს რეაქცია ზედიზედ გაივლის სამ ფაზას.

სტრესის გამომწვევ ფაქტორთან საბრძოლველად მობილიზებული იქნება კუნთები,გული,სისხლძარღვები,მომნელებელი აპარატი,ჰორმონალური სისტემა.

მაგრამ პროცესი ყოველთვის არ მიმდინარეობს ერთი და იგივე სქემით და შეიძლება იცვლებოდეს პიროვნებათა შესაბამისად.

შფოთის  თუ განგაშის ფაზა:
ესაა ჩვენი ნებისგან დამოუკიდებელი განგაშის ფაზა. ამ დროს ორგანიზმი თავს დაიცავს სტრესის მომგვრელი ფაქტორის წინააღმდეგ.

ესაა ძლიერი ემოციების, მაგალითად შიშის,სევდის თუ განრისხების ფაზა. ამაზე მნიშვნელოვანწილად პასუხისმგებელია ადრენალინი. გადარჩენის ეს რეაქცია ხდება ორ ნაწილად.

თავიდან აჩქარდება გულის ცემა. პარალელურად დაეცემა არტერიული წნევა, შემცირდება კუნთოვანი ტონუსი. ლაპარაკია მკვეთრ დაუძლურებაზე, «სიდერაციაზე».

მომდევნო წამებში არტერიული წნევა აიწევს და კუნთები შეიკუმშება. მონელება,რომელსაც ჩვეულებრივ სჭირდება სისხლის დებიტი,შენელდება. სისხლი მიატოვებს კანის ტერიტორიას და გადავა კუნთებში,ტვინში,რაც აძლიერებს სიფხიზლეს და მეხსიერებას. ნერწყვი მცირდება,ოფლისდენა ძლიერდება,სუნთქვა ხშირდება და ცხვირის ნესტოები ფართოვდება. სიხლის შელეკერტება ძლიერდება რათა უშველოს ჭრილობას. თვალის გუგები გაფართოვდება რათა ხედვა გაუმჯობესდეს/

წინააღმდეგობის ფაზა:
თუ სტრესის მომგვრელი ფაქტორის მოქმედება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება ორგანიზმი მუდმივად დაძაბული იქნება და შეეგუება აგრესიას. ორგანიზმი წინააღმდეგობას გაუწევს ჰიპოფიზის გავლენით თირკმლისზედა ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ადრენალინის და კორტიზოლის წყალობით. სხეული ააწყობს თავდაცვის მექანიზმებს რომლებიც თანდათანობით ამოწურავენ ჰორმონალურ რესურსებს.

ორგანიზმის ცვეთის ეს ფაზა დგება სტრესის ქრონიკული ფაზის დროს, ზოგჯერ სტრესის განმცდელი ადამიანის უნებურად და უცოდინელად.

ამ სტადიაზე უკვე შეიძლება გამოჩნდეს მრავალი ავადმყოფობა (მაღალი არტერიული წნევა, ფუნქციონალური ავადმყოფობები,თავის ტკივილები), ისევე როგორც თავისებური ქცევა (ინტერესის დაკარგვა,იზოლაცია) და კორტიზოლის მოქმედების შედეგად იმუნიტეტის დაქვეითება. სტრესი გადაიქცა...დისტრესად!

დაუძლურების ფაზა:

დაუძლურების ფაზა შეესაბამება სტრესს რომელსაც შეუძლია მოკვლა,აგრესიის დასკვნითი ფაზა,როდესაც დაღლილ და დაუძლურებულ ადამიანს აღარ შეუძლია ადაპტაცია და დაპირისპირება იმიტომ რომ მეტისმეტად დიდხანს იყო ადაპტირებული და ამოწურა თავისი ფიზიოლოგიური რესურსები.

ამ სტადიაზე ბატონობს დაღლილობა,უნდობლობა,უძილობა. აქაც შეიძლება გაჩნდეს მძიმე ავადმყოფობები,მაგალითად ინფარქტი და დეპრესია!

ბრძოლა თუ გაქცევა?

განგაშის ფაზაში ყველაფერი ხდება ისე თითქოს ორგანიზმი ემზადება ბრძოლისთვის თუ გასაქცევად; ჩქარდება გულის რიტმი,ხშირდება სუნთქვა,ძლიერდება სისხლის ცირკულაცია რისი მიზანიცაა ჟანგბადის მიწოდება კუნთებისთვის.

რაც უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანია სტრესის მომგვრელი ფაქტორი მით უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იქნება ეს პირველი ფაზაც!

კოპინგი, სასიცოცხლო ტამპონი:

ცნება კოპინგი აღნიშნავს «მორგების სტრატეგიების» ერთობლიობას. ადამიანი ცდილობს ამ სტრატეგიების მოქცევას მასა და სტრესის გამომწვევ ფაქტორს შორის და ამით ფიზიკური და ფსიქიური კეთილდღეობის,სასიცოცხლო წონასწორობის შენარჩუნებას.  ერთგვარი დამცველი ტამპონი.

დისტრესი არის ცუდი ადაპტაცია სტრესის მომგვრელი ფაქტორის პირისპირ,ადამიანი დაფიქრდება და...არასწორად მოიქცევა.

როგორია ფსიქოლოგიური რეაქცია სტრესზე?

სტრესულ მდგომარეობასთან დაპირისპირებისას ერთმანეთს მოსდევს მრავალი ფსიქოლოგიური ეტაპი. მათი კარგად ცოდნა მოგვცემს ამ მდგომარეობიდან უკეთესად გამოსვლის საშუალებას.

სტრესთან ადაპტაციის უნარი,რასაც ანგლო-საქსები უწოდებენ კოპინგს (პირისპირ დგომა) აქვს ყოველ ინდივიდს და დამოკიდებულია პიროვნულ თვისებებზე, უკვე მიღებულ გამოცდილებაზე,კოგნიტიურ,ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფაქტორებზე,მაგრამ აგრეთვე გარემოზე. კოპინგი ვითარდება სამ ერთმანეთის მომდევნო ძალიან სწრაფ ფაზად.

პირველ რიგში სტრესის მომგვრელი ფაქტორის შეფასება:
განსაკუთრებულ და მოულოდნელ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანი პირველ რიგში გაანალიზებს შეესაბამება თუ არა ეს მდგომარეობა პოტენციური სტრესის წყაროს. გამოწვევა თუ საფრთხე? დამაგვიანებს თუ არა გამოცდაზე თაქსი რომელიც არ მოვიდა?

შემდეგ რესურსების დაჯამება:
ის შემდეგ დაფიქრდება აქვს თუ არა რესურსები და შეაფასებს მდგომარეობას და თავის განსაკუთრებულ უნარებს რათა იპოვოს გამოსავალი. გამოწვევა: «რა მნიშვნელობა აქვს,წავალ ავტობუსით». მუქარა: «მე იქამდე ვერასოდეს მივაღწევ».

ლაპარაკია ძალიან სწრაფ სუბიექტურ პროცესზე,ცნობიერზე ან არა,იძულებითზე,ან არა. მასზე დიდად მოქმედებს ემოციები და განცდილი და ის ზოგჯერ არ უჯერებს გონებას.

«ადაპტაციის სტრატეგიის» შემუშავება:
ადამიანი შეიძლება აცდუნოს სტრესის მომგვრელი ფაქტორის ინტენსიურობის შემცირების,მდგომარეობის ასე გაკონტროლების აზრმა მან შეიძლება გამოიყენოს ადაპტაციის აქტიური სტრატეგია: « მე დავრეკავ სადგურში რომ გამოვიძახო ტაქსი». ადამიანმა შეიძლება აგრეთვე სცადოს სტრესზე თავისი რეაქციის შესუსტება და ემოციათა დამშვიდება: « მე უნდა დავმშვიდდე და ვიფიქრო სხვა რამეზე». ან ადამიანი შეიძლება გაიქცეს: « მე ვერასოდეს მივალ დროზე და ჯობია სახლში დავბრუნდე».

ესე იგი ადამიანს აქვს გარკვეული არჩევანი: ის შეიძლება გაექცეს იმას რასაც ჩათვლის დიდ საფრთხედ და შეუძლია ყურადღების კონცენტრაცია სტრესის გამომწვევ ფაქტორზე მასთან დაპირისპირებით ვითარების განმუხტვის მიზნით.

წარმატებული ადაპტაცია =გამდიდრებას:
თუ კი მდგომარეობის გაკონტროლების მცდელობა წარმატებულია სტრესი არ ახდენს დიდ ფსიქიურ თუ ფიზიოლოგიურ გავლენას ადამიანზე. არ იწვევს დეპრესიას ან სევდას. ადაპტაცია წარმატებულია. ადამიანი «გამდიდრებული» და გაძლიერებულია.

სამაგიეროდ წარუმატებელი ადაპტაცია აჩენს კლინიკურ ნიშნებს,იწყება სტაგნაცია ან რეგრესი.

განსხვავებული მოწყვლადობა:
ადამიანს ასუსტებს საფრთხის ან მუქარის ზედმეტად დაფასება ან საკუთარი ძალების შეუფასებლობა. და პირიქით,სტრესის მდგომარეობის წინასწარ განჭვრეტა იძლევა სტრესის ნაკლებად განცდის საშუალებას.

რომელი სტრატეგია ავირჩიოთ?

სტრესის პირისპირ შესაძლებელია ადაპტაციის მრავალი სტრატეგია. ისინი დამოკიდებულია მრავალ პარამეტრზე გაქცევიდან ბრძოლამდე პრობლემის გადაწყვეტის გავლით.

მიზანია გარემოებებთან შეგუება.

ალტერნატივა:
საბოლოო ანგარიშით სტრესის მდგომარეობაში მუდამ არის 5 ალტერნატივა.

როდესაც ველით ტაქსის რომელიც არ მოდის შეგვიძლია უკან დაბრუნება (გაქცევის თუ უკანდახევის ანუ პასიური კოპინგი),შეიძლება დავმშვიდდეთ და ვუცადოთ ჩვენს ტაქსის (ემოციაზე კონცენტრირებული კოპინგი), შეიძლება ვცადოთ სხვა საშუალებით წასვლა (პრობლემის გადასაწყვეტად ინფორმაციის ძიებაზე კონცენტრირებული კოპინგი),შეიძლება არაფრის გაკეთება და რეალურად ავად გახდომა ( ესაა სტრესთან დაკავშირებული ფსიქოსომატური ავადმყოფობები) და ბოლოს... ტაქსის მძღოლის მაგრად მიბეგვა!

შესაძლებელია მხოლოდ სამი გზა:
ამ 5 ალტერნატივიდან მხოლოდ სამი შეესაბამება ჩვენს ხანას და სტრესთან ნაყოფიერ ბრძოლას. ისინი დამოკიდებულია როგორც ადამიანის პიროვნებაზე ისე გარემოებებზე რომლებსაც ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ.

მაშ საჭიროა მოვლენებებისთვის ანგარიშის გაწევა. თუ კი ვითარების დაუყოვნებლად გაკონტროლება არ შეგვიძლია შეიძლება ვცადოთ გრძნობათა მოთოკვა:
«ტაქსის სადგურის ტელეფონი მუდამ დაკავებულია. დავმშვიიდები და დაველოდები ხაზის განთავისუფლებას». შემდეგ შეიძლება ისევ ვცადოთ ვითარების გაკონტროლება: «კარგია,ხაზი აღარაა დაკავებული,ბოლოს და ბოლოს გავიგებ რა ხდება».

ადაპტაციის სტრატეგია დიდადაა დამოკიდებული სტრესის გამომწვევი ფაქტორის ბუნებაზე და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე.

გაქცევის კოინგი ჯობია სასიკვდილო საფრთხის წინაშე.

ემოციების მოთოკვა ჯობია ინტერპერსონალური კონფლიქტის შემთხვევაში.

პრობლემაზე კონცენტრაცია ჯობია მაგალითად სამსახურიდან გაგდების შემდეგ ახალი სამუშაოს ძიებისას.

ამოცანაა გარემოებებთან ადაპტაცია. (გაგრძელება იქნება).

No comments: