5.26.2012

ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-5.:




ნაკლებად ცნობილი ჰერმეტისტული აღორძინების ხანა-5:

სიყვარულის ფილოსოფია:

   ფიჩინოს მთელი ფილოსოფია ასე შეიძლება გაგებული იქნეს როგორც სიყვარულის ფილოსოფია. პლატონის ნაწარმოებებიდან ის ყველაზე დიდი სიამოვნებით კითხულობს "ბანკეტს" და " ფედრს". არისტოტელეს მეგობრობის თეორიას ( Nic VIII)  და ციცერონის De Amiticiaს ის უკავშირებს პავლეს სახელგანთქმულ წერილებს გულმოწყალებაზე,თანაგრნობაზე. 

    სული ნებით,მაგრამ ასევე გონიერებით //ვინაიდან მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ჩემი ამაღლება ღმერთის ხილვამდე და უსიყვარულო გონიერებას არ ძალუძს ცოდნა// მთლიანად ამოძრავებულია სიყვარულის მიერ.


        მატერიალურ სამყაროსაც მთლიანად ამოძრავებს სიყვარული. სიყვარული არის წარმომქმნელი,წარმომშობელი,მშობელი ძალა რომელიც ახდენს სამყაროს ორგანიზაციას და აჩენს ფორმას საწყის ქაოსში. 


    სიყვარული არის აგრეთვე მიმზიდველი ძალა რომელიც სამყაროს სულის მთლიანობაში აერთიანებს სამყაროს შემადგენელ ნაწილებს


     სიყვარული არის ერთიანობის ღვთაებრივი პრინციპი.

     ადამიანური სიყვარული არის ღვთაებრივი სიყვარულის ანარეკლი გრძნობად,მატერიალურ სამყაროში და სიყვარულის ობიექტი არის როგორც  გამოუთქმელი ღვთაებრივი მშვენიერების წინათგრძნობა. 

     ასეა რომ შეყვარებულებმა სინამდვილეში არ იციან თუ რა უნდათ სინამდვილეში :

     სიყვარულის ობიექტისაკენ სწრაფვისას მათ სინამდვილეში სურთ ღმერთის ჭვრეტა  : "  აქედან გამომდინარე შეყვარებულის წადილს ვერ ამშვიდებს უმშვენიერეს სხეულთან სიახლოვეც. 

        შეყვარებული მიისწრაფის არა სხეულისაკენ არამედ სხეულში არეკლილი ღ;ერთის სიდიადისა და ბრწყინვალებისაკენ და შეყვარებულს საგონებელში აგდებს და მისთვის  მისთვის მიუწვდომელია სწორედ ის რაც მას აღაფრთოვანებს.

    სწორედ ამიტომაა რომ შეყვარებულებმა არ იციან თუ რა სწადიათ მათ ან თუ რას ეძებენ ისინი ვინაიდან მათ არ იციან თუ ვინ არის ღმერთი რომელმაც თავის ქმნილებებში დატოვა ტკბილი არომატი.  სწორედ ეს არომატი გვაღელვებს ყოველ დღე".


     და ფიჩინო პლოტინისგან იღებს ნარცისის ხატს. ნარცისისა რომელიც კვდება რათა ჩაიხრჩოს თავისი სიყვარულის გრძნობად კერპში,ნარცისისა რომელსაც არ შეეძლო ამ ხატი-ეკრანის უკან თავისი სიყვარულის ნამდვილი ობიექტის,შემოქმედი ღმერთის დანახვა. 


       სიყვარული,მაშ,არის დაბადება სულიერი სამყაროსათვის და სიკვდილი მატერიალური სამყაროსათვის, სიკვდილი საკუთარი თავისთვის და თავდავიწყება,საკუთარი თავის დაკარგვა სხვაში:

    პლატონი სიყვარულს უწოდებს მწარე რამეს    ( Amorem Plato rem amaram vocaf). ეს სწორეა  ვინაიდან შეყვარებული კვდება. 

     თვით ორფეოსმა სიყვარულს უწოდა ტკბილ-მწარე ( glukupikron)ვინაიდან სიყვარული არის ნებაყოფლობითი სიკვდილი....
        ამბობენ რომ შეყვარებული კვდება იმიტომ რომ საკუთარი თავის დამვიწყებელი მისი აზრი ფიქრობს მხოლოდ საყვარელზე...შეყვარებულის სული აღარაა მასში და ის ვინც აღარაა მასში აღარ ცხოვრობს მასში და ვინც აღარ ცხოვრობს კვდება.

   ამიტომაა რომ შეყვარებული მკვდარია საკუთარი თავისთვის,მაგრამ ცხოვრობს ის სხვაში? რასაკვირველია". 


      ასე,თუ კი გონიერების დამახასიათებელი აქტი არის ზურგის შექცევა გრძნიობადი ივთებისთვის და საკუთარ თავში შესვლა,ეს მოქცევა შინაგანობაში არა იმდენად საკუთარი თავის აღმოჩენაა რამდენადაც სიმთვრალის აღმოჩენაა ვინაიდან მასში მყოფი ღვთაების აღმოჩენა თითქოს სწყვეტს სულს საკუთარი თავისაგან ექსტაზის მეშვეობით. სწორედ შინაგანობაში ჩნდება ტრანსცენდენტურობა.


      ღმერთის სიყვარული ასე არის ყველა სიყვარულის ჭეშმარიტება. ყველანაირი მეგობრობა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთში და შეყვარებულებს ერთმანეთი უყვართ ღვთაების საერთო განცდით. 


    აკადემიას უნდა შეეკრიბა მეგობრები სულში,რომლებიც დიოტიმეს თეორიის თანახმად შთაგონებული და განაყოფიერებულები უნდა ყოფილიყვნენ სიყვარულით,რასაც მათთვის უნდა ებიძგა მრავალი ლამაზი სიტყვის დაწერისკენ.


       სასიყვარულო სიმთვრალის ამ განდიდებაში ვხედავთ შუა საუკუნეების თავაზიანი,კურტუაზული სიყვარულის,დანტეს,პეტრარკას სიყვარულის გახსენებას.


    სიყვარული,რომელიც  არის ემოციური სწრაფვა ღვთაებრივისკენ,ამაღლებისკენ,არის აგრეთვე  ყველანაირი ცოდნის ჭეშმარიტი წყარო. 


ნაშრომში "კომენტარები "ბანკეტზე" ფიჩინო იმეორებს პლატონის მიერ "ფედრში" ნახსენებ გაშმაგების,გახელების ოთხ სახეს:


        სასიყვარულო სიგიჟე მიწიერი ვენერას თანახმად,პოეტური სიგიჟე მუზების თანახმად,მისტიკური გახელება დიონისეს თანახმად და წინასწარმეტყველური სიგიჟე აპოლონის თანახმად.


     პირველი სულს სწყვეტს საკუთარ თავს და ასწავლის მას სიკვდილს. მეორე აღვიძებს მას კოსმოსის ჰარმონიის აღსაქმელად,მესამე არის განწმენდა რომელიც ადამიანს სწყვეტს გრძნობადს და მის ყურადღებას აპყრობს არა მატერიელური სამყაროს მრავალფეროვან ბრწყინვალებას არამედ მისი ერთიანობის პრინციპს. 


     და ბოლოს მეოთხე მაღლდება გონიერებით (mens),რომელიც არის სულის მწვერვალი,თვით ერთიანობის ხილვისაკენ.


      და ბოლოს,როდესაც სული გახდა ერთი,ერთი ვამბობ მე,რომელიც არის ბუნებაში და სულის არსშიც,მას რჩება მხოლოდ დაუყოვნებლივ დაბრუნება ერთტან,ესე იგი ღმერთთან. 


         ამ ამოცანას სიყვარულის,ესე იგი მშვენიერების და სიკეთის წადილის მეშვეობით ასრულებს ციური ვენერა. 


    სიყვარული,მაშ,არის სულის ამაღლების პრინციპი და მიზანი. 


    ფიჩინო ასკვნის:"ყველა სიშმაგიდან ყველაზე ძლიერი და ყველაზე გამოჩენილია სასიყვარულო სიშმაგე".


       სიყვარული არის შთაგონების უნიკალური,ერთადერთი მამოძრავებელი ძალა,პოეტების და მხატვრების ღვთაებრივი სიგიჟე, furor divinus.

// "მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა და ეს სიყვარული აგვამაღლებსო",შოთა ბევრად ადრე მარსილიო ფიჩინომდე//.


       დასკვნა იქნება 

No comments: