6.03.2012

ცოტა რამ რომანტიზმზე-2:‏








    ბუნება და სიყვარული :

   ბუნების რომანტიულ განცდას ხშირად უყურებენ როგორც ბავშვურ ხატს რაც გზას უხსნის ყოველგვარ ირონიას და უხეშ ხუმრობებს.  პოეტი  რომელიც ურთიერთობს მთასთან და ქარიშხალთან, რომელიც  მათგან იღებს გაკვეთილებს, რჩევებს, უსმენს მათ
აღსარებებს. მთები და ქარიშხლები ამხნევებენ პოეტს ისე როგორც დედა ამხნევებს თავის ბაშვს. აი უხეში
და გამარტივებული ფიქციები რომლებიც
სიტყვა-სიტყვით გაგებულნი სახელს უტეხავენ ოპერაციებს რომელთა აღწერაც სურთ. პოეტი მართლაც სხვებზე უფრო
ახლოსაა ბუნებასთან, მას ბუნებას-ან აკავშირებს უფრო უშუალო სიმპატია,მაგრამ პოეტი თავიდან  არაფერს იგებს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ესოდენ გულუბრყვილო,ანტროპომორფული წარმოდგენით, ის
ამ შემთხვევაში კარგავს ნდობას და ნამდვილი კონტაქტის შანსს.

  გაზაფხულს ფაქტიურად არასოდეს
ულაპარაკია ადამიანთან; ყვავილს,ჩანჩქერს თუ მზეს არ ესმით რომ ისინი ესაუბრებიან ადამიანს. ისინი წარმოადგენენ ყველგან მოქმედ ვიტალურ ძალას,უნი-
ვერსალური, საყოველთაო სიცოცხლის
ვიტალურ ძალას : მაგრამ ეს ესმის პოეტს. სწორედ ის გრძნობს რომ ჩართულია ბუნებაში და ამას ადასტურებს მისი გულის ენთუზიაზმით აღსავსე ჩვენება. სწორედ პოეტი განიცდის თავს მ საოცარი ჩქეფის ძმად და
მესაიდუმლოედ მის ყოველ მანიფესტაციაში. რომანტიკოსებს ეს არასოდეს დავიწყებიათ. ჰიოლდერლინმა  ნაღვლიანად განიცადა ეს დაკარგული ურთიერთობა ბუნებასთან, დიდ კოსმიურ ძალებთან, ღმერთებთან. და სწორედ
ბუნებასთან აღდგენილი ურთიერთობის ირგვლივ ხდება ცოდვათა მონანიებაზე, გამოსყიდვაზე ოცნებების ორგანიზება.  და თუ კი მართალია რომ ყველა რომანტიკოსი ზოგჯერ ოცნებობდა  გაზაფხულთან გაიგივებაზე და იმის  სჯეროდათ რომ ისუნთქავდნენ ბუნე-
ბაში არსებულ  მთელ სიცოცხლესა და სიყვარულს,მართალია ისიც რომ მათ  უფრო ხშირად გულს უტეხავდა შორი და ცივი ბუნების გულგრილობა.

   რომანტიკოსებმა ფაქტიურად იციან რომ ბუნებასთან მათი საოცნებო ერთიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საიქიოში სადაც გაერთიანდება ყველაფერი რაც დაყო და გათიშა რეალურმა ცხოვრებამ. ესაა რომანტიკოსთა მისტიკის ერთ-ერთი პოსტულატი.
   სწორედ ამ კონტექსტში უნდა მოვაქციოთ ესოდენ ხშირად გამოხატული მათი ნატვრა, ბუნებასთან მჭიდრო კავშირის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაზე,
რაც შეიძლება გვიან მოჭრაზე ჭიპისა რომელიც მათ აერთიანებს ბუნებასთან საიდანაც ისინი არიან გამოსულნი ვინაიდან ინდივიდუალური ცხოვრება ადამიანს ჩამოაშორებს ბუნებას და აქცევს ქედმაღალ და ეგოისტ არ-
სებად. აქ ჩანს ჟან ჟაკ რუსოს პირველი ინტუიცია.

(მთარგმნელის ჩანართი:   ბუნებისაგან გარდაუვალ გაუცხოებას და ადამიანის შთანთქმას ბოროტების წყაროდ ქცეული საზოგადოების მიერ გმობს ალფრედ დე მიუსეც შემდეგ საშინელ ლექსში :
   " უბედურება ახალშობილებს !
უბედურება დედამიწის იმ კუთხეს
სადაც ღვივის თესლი,რომელსაც
ეცემა ორი გამხდარი ხელის ოფლი ! წყეულია  სისხლის და სიცოცხლის დამაკავშირებელი ძაფები ! წყეულია ოჯახი და საზოგადოება !

( "Malheur aux nouveaux-nés !
Malheur au coin de la terre
où gérme la semence,
Où tombe la sueur de
deux bras décharnés !
Maudits soient les liens
du sangს et de la vie !
Maudite famille et la société!"
Musset, prémières poésie
s).

საერთო ჯამში რომანტიზმის ფუნდამენტური,
მთავარი მისწრაფებაა ადამიანისა და ბუნების ზიარების, მათი ერთიანობის განახლება და ზიარება, ერთიანობა ღმერთთან.

   ამ ზიარების, ამ ერთიანობის აქტიური აგენტი რო-
მანტიკოსების აზრით არის სიყვარული.



          სიყვარული :‏

[



      ცნება სიყვარული ფარავს მნიშვნელობათა ფართო წრეს :

    პირველ რიგში ნიშნავს ვიტალურ ინსტინქტს, რომლის ძალითაც სახეობები მრავლდებიან და იგრძელებენ
სიცოცხლეს: სიყვარული სიცოცხლის წყარო, რომელსაც უკვე განადიდებდა  ლუკრეციუსი  ბუნებისადმი მიძღვნილი თავისი პოემის მიმართვაში.

   მაგრამ უფრო ზოგადად ცნება
სიყვარული აღნიშნავს ბუნების
ყველა არსების გამაერთიანებელი
ურთიერთსიმპატიის და ამ არსებების მიერ ერთმანეთის მოხიბლვის ძლიერ განცდას რომელიც უზრუნველყოფს სამყაროს ერთიანობასა და სიმწყობრეს. სიყვარული არის იდუმალი ძალა რომელიც ტყეებს მიმართავს სინათლისაკენ, რომელიც გადახსნის მზისკენ ყვავილს და ციური მაცოცხლებელი წყლებით აღადგენს
გადამხმარ მიწას. ამ სიყვარულის განსახიერებებია, ავატარებია კრისტალების მინერალური გეომეტრიაც, სამ-
ყაროთა ბრუნვაც კოსმოსში მათი მზეების ირგვლივ.

   მართალია რომ სიყვარულის ამ ყველგანყოფნას ხედავენ მხოლოდ
პოეტები.
გონიერი ადამიანები ხედავენ მოვლენათა მხოლოდ უკანა პირს. ისინი ლაპარაკობენ კანონებზე, ბუნებრივ საჭიროებებზე და წარმოიდგენენ ერთგვარ ულმობელ მექანიკას რომელიც აუხსნელს სტოვებს მხოლოდ მის მამოძრავებელ ძალას.

     რომანტიკოსის აზრით ყველაფერი ცოცხალია და ყველაფერი ცოცხლობს
სიყვარულით, ის გრძნობს თავის გულში სიყვარულის ტალღებს რომელიც შეყვარებულს უბიძგებს უსასრულო ძიების გზაზე შედგომისაკენ,გამოცხადების, ზმანების ძიებისაკენ. რომანტიკოსის  " მე"-ს მუდამ ესმის ღვთაებრივის ძახილი.და სწორედ ასეთად წარმოიდგენს
რომანტიკოსი ცისა და მიწის მამოძრავებელ ძალებს,თუნდაც ისინი არ ხედავდნენ მათ საერთო არსს.თავის უმდიდრეს წამებში რომანტიკოსი გრძნობს ერთიანობას სამყაროსთან, აქტიურად  მონაწილეობს სამყაროს ღრმა ცხოვრებაში . ისეც ხდება ხოლმე რომ ამ უნივერსალური,საყოველთაო სიყვარულით გამსჭვალული რომანტიკოსის აზრით სასწაულიც, ბუნებისა
და კაცობრიობის სიყვარულით გარდა- ქმნის,აგჰორძინების სასწაულიც ხელის ერთ გაწვდენაზეა თითქოს.
საყოველთაო სიყვარულით გამსჭვალული რომანტიკოსი გრძნობს რომ თვითონაცაა დაკავშირებული
გარდაქმნა-აღორძინების ამ პროცესთან. ჩნდება სივრცისა და დროის მიღმა არსებული მაგიური სამყაროს,დაბრუნებული სამოთხის მი-
რაჟი. ამ სამყაროში ბატონობს სიყვარული. განსაკუთრებით ნოვალისის მისტიკა ბრუნავს დაუღალავად ამ აკრძალული საზღვრების ირგვლივ.
მაგრამ ეს გიჟური იმედები ნაკლე-
ბად ცხადად განსაზღვრული ჩნდება სხვებთანაც.ისინი
აფერადებენ ყველა რომანტიულ გამოვლინებას. მართალია რომ ისინი იშვიათად წარმოადგენენ ტრიუმფის მოზეიმე აქცენტებს.უფრო ხშირად ისინი სულს სტანჯავენ აუხდენელი ოცნების სახით.
და ეს შეუძლებლობა და აუხდენლობა არის ადამიანის წყეულობის ყველაზე აშკარა,ყველაზე ხილული ნიშანი.შეუძლებელია დედამიწაზე პოვნა
ყველა მისწრაფების დამაკმაყოფილებელი ქალისა: ეს ტრაღიკული განცდა სტანჯავს დონ ჟუანს.შეუძლებელია აღდგენა კონტაქტისა კოსმიურ ღვთაებებთან:მზესთან, ცასთან, მდინარესთან თუ მთასთან; ეს დრამა უბნელებს გონებას ჰიოლდერლინს. და რამდენად მიუწვდომელია თავისუფალი საზოგადოება რომელზედაც
განუწყვეტლად ოცნებობდა ამდენი სოციალური ტომანტიკოსი. და ყველაზე მეტად ეს კავშირი ღვთაებრივ
პრინციპთან, რომელშიაც ხედავენ
რომანტიკოსები თავის დანიშნულებას და რომლის ამქვეყნად,სიცოცხლეში,სიკვდილამდე რეალიზაციის იმედი მათ არ აქვთ.

   აქ ჩვენ ვეხებით რომანტიზმის თანდაყოლილ წინააღმდეგობას : ერთის ხრივ იმედი იდეალური
სამყაროსი რომლის უარყოფაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის უარყოფის გარეშე ;მეორეს მხრივ სააქაოს, რეალობის მიერ უარყოფა ამ იდეალისა რომლის გარეშეც რომანტიკოსს არსებობა არ ძალუძს. სწორედ ამ ერთმანეთის საწინააღმდეგო ორ პოლუსს შორისჩქეფს რომანტიკული სულიერების ყველაზე პათეტიური გამოვლინებები. 





     ცოტა რამ რომანტიზმზე-7.‏


       ზეგრდძნობიერებები ( transcendances) :

   საიქიოს იდუმალი სამყაროსაკენ სიყვარულის სამეფო კარიბჭის გარდა მივყავართ მრავალ საიდუმლო კარსაც.
არასოდეს არ ყოფილა მათი მიდამოები ისე ყურადღებით შესწავლილი როგორც რომანტიზმის ხანაში.

აი პირველ რიგში ადრეული ბავშვობის ბუნდოვანი სივრცეები როდესაც თავის წყაროსთან ჯერ კიდევ სულ ახლოს მყოფ ადამიანს თითქოს ახსოვს რაღაც წინა ცხოვრებიდან. ვორდსვორტი
და ჰიოლდერლინი მასში დიდხანს და შთამბეჭდავად ყურყუმალაობდნენ.
მრავალ სხვასთანაც ამ დალოცვილი ასაკის მოგონებები შეიცავენ მისი წარმომშობი სამყაროს ლანდებს.
ბავშვობის მოგონებების უწყვეტობაში პოეტები ხშირად ხედავდნენ დაცვას  ცხოვრებისეულ ბრძოლაში ჩაბმული სრულწლოვანი ადამიანის დაცემისა და უარყოფებისაგან. ბავშვობის სული მოქმედებს როგორც თილისმა და ინახავს ბუნების საწყის შთაგონებას.

   იგივე გავლენას ახდენენ დჯადოსნური
ზღაპრები,რომლებიც არის ხალხთა ბავშვობის   ქმნილება.  ყველაზე საიდუმლო და ყველაზე უბრალო ჭეშმარიტებები
სწორედ იქ გადაიქცევიან სპონტანურად პერსონაჟებად და მოქმედებებად. სწორედ იქ ემორჩილება ბუნება წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გულის კანონებს და აკმაყოფილებს სასწაულებრივის თანდაყოლილ ადამიანის მოთხოვნილებას.

   მაგრამ სამყაროს მიერ მათთვის დამალული  სულიერი სინამდვილის პოვნას რომანტიკოსები ყველაზე მეტად სიზმარში ცდილობენ. წამოწყებამ შეიძლება მოითხოვოს ფსიქოლოგიური საფუძველი... ის ანთავისუფლებს
სულს ფაქტების მუდმივი კონტროლისაგან.ღამესავით, რომლის ეფექტიც მსგავსია, ის სულს აძლევს ასპარეზს და მოძრაობის ტოტალურ თავისუფლებას. ის სულს უბრუნებს მის საკუთარ თავს. ამის საპასუხოდ იტყვიან რომ ამ მდგომარეობაში მყოფი სული სუფთა ფურცელია და სიზმარი, მაშ, არაფერს არ ამჟღავნებს. რომანტიკოსები კი
დარწმუნებული არიან იმაში რომ სულის სიღრმეში არის სიცოცხლის წყარო და სამყაროსთან დამაკავშირებელი ღვთაებრივი პრინციპი.მას აქვს თავისი საკუთარი მი-
სწრაფებები;მასში ჩაწერილია ადამიანის ბედი და სიზმარი სწორედ მას ამჟღავნებს,მაშინაც კი როდესაც მისი განზრახვები და წადილები შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ დღის რეალობისაგან აღებული ხატებით.

   ბევრად მეტიც, სიზმარი განთავისუფლებულია დროისა და ადგილის მონობათაგან. მის წინაშე ერთდროულად არის აწმყო,წარსული,მომავალი. ის ტკბება ყველგან ყოფნის უნარით. ამას აქვს უცნაური შედეგი, რასაც ხშირად ახ-
სენებენ სიზმრის პოეტები. ისინი განიცდიან ძველი სიახლოვის ამაღელვებელ შთაბეჭდილებას, მათ აქვთ "უკვე ნანახის" განცდა. ეს უცნობი ქვეყანა, ეს ნოსტალგიური არე, სადაც სიზმრის მნახველი ბოლოს და ბოლოს თავს საკუთარ სახლში გრძნობს, არის მის-თვის თავიდანვე ცნობილი და დავიწყებული სამშობლო. სიზმრის მნახველ-თან მისული ადამიანი თვითონ ისაა, მისი ორეულია, რომელიც მას გამოეცხადა მისი ცხოვრების ყველა მძიმე წუთში. ქალი,რომლის უეცარი გამოჩენაც მას აღელვებს და ავსებს,მან უკვე ნახა სხვა ცხოვრებაში. და ეს სწორედ ის ქალია რომელსაც ის ხედავს ყოველ საღამოს სცენაზე საითაც მიდის როგორც მოჯადოებული...

   ასე ხდება რომ სიზმარი ყოველ წუთს შემოდის ცხოვრებაში:სინამდვილე და სიზმარი ერევა ერთმანეთს, იგივდება ერთმანეთთან.  იშლება, განეფინება ერთი
და იგივე არსებობა.ეს ხდება ხან
დღის სინათლეზე და ხან შინაგანი სამეფოს უცნაური ცის ქვეშ. მაშინ როდესაც სიზმრის მაგია სჯობნის რეალობას ჩნდება რომანტიკული იდეალიზმის აკვიატებული ამბი-
ცია : მისი შინაგანი სინათლით გარდაქმნილი, ამაღლებული, განწმენდილი ცხოვრება,რომელიც დაუბრ-
კოლებლივ იშლება მეოცნების თვალწინ. საავადმყოფოში მყოფი ნერვალიც ხედავს ხილული სინამდვილისგან მკვეთრად განსხვავებულ სამყაროს.

    და ბოლოს  სამყაროს ნათელი სა-
ხის ნახვის გზა არის ხელოვნებაც.
რომანტიკოსი მხატვრის აზრით პეიზაჟი , სტორიული სურათი თუ პორტრეტი მხოლოდ საბაბებია განსადი-
დებლად იმისა რაც სიჟეტს აძლევს არსებობის აზრსა და აზრს, მნიშვნელობას. ამ თვალსაზრისით ოტო რუნგე ფიქრობდა რომ 'ახალმა ხელოვნებამ პეიზაჟის მეშვეო-
ბით უნდა წარმოადგინოს "სულის ცხოვრება". და ბოდლერი დელაკრუას ნაწარმოებებს წარმოადგენს რო-
გორც  "უნივერსალური ადამიანის სიდიადის და ვნების ერთგვარ  მნემოტექნიკას ( მmnémotechnie)".ფერწერის წყალობით მხატვრის არამდგრადი ხედვა ფიქსირდება ტილოზე და იქცევა საყოველთაო სიკეთედ.

    მაგრამ რომანტიკული ხელოვნე-
ბის მოთხოვნებს ყველაზე უკეთე-
სად პასუხობს მუსიკა. მისი არა-
მატერიალური ბუნება,მისი ძლიერი
ზემოქმედება გრძნობებზე და
ვნებებზე,მისი რიტმების და ეფექ-
ტების  საოცარი სიმდიდრე მას აქ-
ცევს სულიერი ცხოვრების გამოხატვის
ყველაზე შესაბამის საშუალებად.
მუსიკა იპყრობს სულის უნარებს,
გადააქვს ისინი და იტაცებს,ხიბლავს
მათ ისე რომ თვითონ მას არაფერი სჭირდება. ხელოვნების არც  ერთი დარგი არ აღწევს ადამიანის გულამდე ისე როგორც მუსიკა.


   პოეზიის ერთადერთი უპირატესობა
მუსიკასთან შედარებით არის ის
რომ პოეზია  ხელმძღვანელობს
იდეებით,ხმარობს მათ. რომან-
ტიზმის მკვლევარი გვერდს ვერ აუქცევს ამ ეპოქის მეტაფიზიკურ და სულიერ გამოცხადებებს.

  უნდა ვაგჰიაროთ რომ ეს რომან-
ტიული აპოკალიფსი ძალიან უთავბოლო და არეულია. ის სესხულობს ყველა რელიგიიდან და ყველა მისტიკიდან. ის
ხან შთაგონებულია იდეათა სამყაროს პლატონური კონცეპჰციებით ,ხან მიუყვება ინდოეთის პრიმიტიულ,
საწყის რიტმებს, ორფიკულ კულტებს და პითაგორულ სპეკულაციებს :
სულთა მიგრაცია, განწმენდა ერთმანეთის მომდევნო ინკარნაციების მესჰვეობით, მონანიება და ცოდვათა გამოსყიდვა გულმოწყალებითა და სიბრალულით. ზოგი
რომანტიკოსი, მაგალითად  ჰილდერლინი,ისევ აგჰმოაჩენს
ბერძნული რელიგიის მასულდგმულებელ
პანთეისტურ სულს: ღმერთებს და ტიტანებს,ღვთაებრივ მეფობათა თანმიმდევრობას. ისევ ჩნდებიან ოქროს და რკინის ხანები. ისინი იძენენ ახალ მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება თავდაპირველი მნიშვნელობა იყო.

   ყველაზე მეტად კი რომანტიკულ სპეკულაციებს მასალას აძლევს ქრისტიანობა. ის ხშირად აბსურდულ სინთეზებში ერევა ხალხური ფანტაზიის ყველაზე ექსცენტრულ ქმნილე-
ბებს. ის ერთმანეთში ურევს ქრისტიანთა ეშმაკებს  და ლოკალური და წარმართული ცრურწმენების
ბნელ ფიგურებს. ქრისტიანობა თავისი მისტიკოსებით რომანტიზმს ზოგჯერ  ჟღინთავს ილუმინიზმისა
და ზმანებების ყველაზე უცნაური ქმნილებებით.  ქრისტიანული სულიერება რომანტიზმში ამას გარდა ჩნდება ექსტაზებითა და ილუმინაციებით რომლებიც გვახსენებენ წმინდა ლიტერატურის საუკეთესო ფურცლებს. მრავალმა რომანტიკოსმა  ნოვალისიდან ლამარტინამდე დაწერა მრავალი დიდებული ჰიმნი და საგალობელი. მაგრამ შეცდომა იქნებოდა, როგორც ეს გააკეთეს შატობრიანმა თუ ჟან-პოლმა,რომანტიზმის დაყვანა ხელოვნების

" ქრისტიანულ ფორმაზე" . რომანტიზმის მისტიკა სინამდვილეში
აღორძინებს და მოკლედ იმეორებს ყველა ზმანებას, ოცნებას და ხილვას, ყველა აპოკალიფსს,რაც კი კაცობრიობას ჰქონია საწყისი ხანიდან.



 ცოტა რამ რომანტიზმზე-8.‏



   რომანტიზმის განვრცობა :

  რომანტიკული სულის გავლენა არ შემოიფარგლება ლიტერატურისა და ხელოვნებათა სფეროებით. მან აგრეთვე დიდი გავლენა მოახდინა ეპოქის მეცნიერებასა და პოლიტიკაზე.

    მეცნიერებათა სფეროში განმა-
ნათლებელთა ფილოსოფიამ გზა გაუხსნა კვლევის მკაცრად ობიექტურ მეთოდებს : ბუნებისა და საზოგადოების ფენომენები იქ ჩანან როგორც მოცემულ თვისებათა სისტემა და მათემატიკური კანონები,გულგრილნი ნებისა თუ მიზნის ყოველგვარი ცნების მიმართ.
რომანტიზმთან ერთად მეცნიერება
სიმკაცრის უარყოფის გარეშე  გაეხვია ვიტალისტური დინამიკის ზოგად ატმოსფეროში. ვიკოთი (Vico) შთაგონებულმა მიშლემ  განავითარა ისტორიის სპირიტუალისტური ხედვა : ყოველი ხალხი თავის წინსვლაში ასრულებს მისი "დიდი სულის" იდუმალ ბრძანებებს.
სავინიმ (Savigny) შესძრა სამართალი იმით რომ ის დააფუძნა უკვე არა უნივერსალურ და რაციონალურ კონცეფციებზე, როგორც ამას აკეთებდა მონტესკიე, არამედ ყოველი ხალხისათვის დამახასიათებელ საწყის მისწრაფებებზე და თავდაპირველ ზნე-ჩვეულებებზე; ნატურალისტი შუბერტი  იკვლევს მეცნიერებათა ღამიურ,ბნელ (nocturne ) მხარეს. და ფილოსოფოს შელინგს უნდა ყველა მეცნიერების მოკლედ განმეორება
ბუნების ფილოსოფიაში.

  რომანტიზმმა გავლენა მოახდინა პოლიტიკაზეც. ინდივიდუალიზმისა და " მე"-ს კულტის კვალზე ახალი
მნიშვნელობა შეიძინა ეროვნებამ.ის მეტ-ნაკლებად გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვლის ძველი დინასტიური ევროპის რუკას.
.თავისუფლების კულტმა გააჩინა ახალი პოლიტიკური მისწრაფებები და ენთუზიაზმები. რომანტიკულ ევროპაში ყველგან, საფრანგეთიდან რუსეთამდე,იტალიიდან პოლონეთამდე და საბერძნეთამდე აგიზგიზდა ეროვნული განმანთავისუფლებელი კოცონები. რუსოისტული თუ ქრისტიანული შეფერილობის უტოპიური სოციალიზ-
მის თუ იდეალიზმის და ბუნებასთან დაბრუნების დიდმა სუნთვამ ეჭვს ქვეშ დააყენა და დაამსხვრია ძველი სოციალური სტრუქტურები.


   დასკვნის სახით უნდა ვთქვათ რომ რომანტიზმი შეეხო,მან პასუხი გასცა ცოდნისა და სიცოცხლის ყვე-
ლა კითხვას და ამ პასუხებმა განაახლეს მთელი კონტინენტის მენტალური მიდგომები. რომანტიზმი
დარჩება ევროპული ცივილიზაციის ზრდის და განახლების ერთ-ერთ დიდ მომენტად,ადამიანის დასავლურითავგადასავლის დიდ ეპოქად.

No comments: