6.04.2012

Ex Oriente Lux-ბრძენ ევროპელებს არ უთქვამთ რომ მზე ლენინის იდეების სახით ჩრდილოეთიდან ამოდისო:

ეტრუსკული ქიმერა

ხევსურული ორნამენტი

ეტრუსკული ქიმერა ისევ


         
«ისინი, ვისაც კავკასიის მკვიდრთა შორის კავკასიელები, საკუთრივ კავკასიელები, ან უფრო ზუსტად პალეოკავკასიელები უნდა ვუწოდოთ, რომელთა ანსამბლი კონკრეტიზდება ლეკთა, ჩერქეზთა, ქართველთა და ვაინახთა ირგვლივ, ეთნოლოგში ღრმა პატივისცემას იწვევენ. ისინი ბასკებთან  და, შეიძლება, გამქრალ ეტრუსკებთან ერთად წარმოადგენენ ნაშთს ძველი და დიდი ეთნიკური ოჯახისა რომელიც ცხოვრობდა ევროპაში დიდი ინდოევროპული ოჯახის (ინდო-ირანელები, სომხები, ალბანელები, ბერძენ-ლათინები, კელტები, გერმანელები, სლავები, ბალტები) ევროპაში დამკვიდრებამდე.

არაა გასაკვირი რომ კავკასიელებში ეძებენ იმ ელემენტთა ნაშთებს,რომელთაც დასაშვები ანალოგიით უნდა შეედგინათ ევროპული ცივილიზაცია ინდოევროპელთა აყვავებამდე...(ანტროპოლოგიის სკოლის ეთნოლოგიის პროფესორი ჟორჟ მონტანდონ, წინასიტყვაობა ჰამბურგის მუზეუმის კონსერვატორი არტურ ბიჰანის წიგნისა «კავკასიური ცივილიზაცია», პარიზი, პაიო, 1936, გვ.7).

La civilisation caucasienne

Auteur : Arthur Byhan; Georges Montandon
Éditeur : Paris : Payot, 1936.
Collection : Bibliothèque scientifique
Édition/format :   Livre : Français

«Ex Orienteრიენტე
Lux! », აღმოსავლეთიდანაა სინათლე,ამბობდნენ ძველი და ბრძენი რომაელები.

მათ არ უთქვამთ რომ მზე ლენინის დეების სახით ჩრდილოეთიდან ამოდისო.
ძველ და ბრძენ ბერძნებს კი მიაჩნდათ რომ კოლხეთს მართავდა მზის ღმერთი ჰელიოსის ვაჟი აიეტი ანუ მათი აზრით სინათლის მიწიერი წყაროც აღმოსავლეთით უნდა ყოფილიყო.
დავუკვირდეთ ზოგი ევროპელი ისტორიკოსის ზოგ მოსაზრებას ეს კარგი შეიძლება აღმოჩნდეს ვნებათაღელვით შეპყრობილი ჩვენი თანამედროვეობისთვის.

«ხმელთაშუა ზღვა საკუთარ თავს განსაზღვრავს ყოველი მხრიდან შემოფარგლულ და შეზღუდულ ზღვად. . ხმელთაშუა ზღვა განა უპირველეს ყოვლისა მთებს შორის მოქცეული ზღვა არაა? აუცილებელია ამის ხაზგასმით აღნიშვნა ისტორიულ პლანში, ვინაიდან ჩვეულებრივ ამ ფაქტსა და მის მრავალრიცხოვან შედეგს ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე.
მთა ყველგანაა ზღვის ირგვლივ; ზოგიერთი უმნიშვნელო წყვეტილის გამოკლებით (მაგ. გიბრალტარი სრუტე, ნორუზის ზღურბლი, ეგეოსიდან შავი ზღვისაკენ მიმავალი სრუტეები, ერთადერთი მნიშვნელოვანი ლაკუნაა სახარის სიბრტყე).

დავუმატოთ რომ ესაა მაღალი, ვრცელი, დაუსრულებელი მთები: ალპები, პირენეები, აპენინები, დინარიკული ალპები, კავკასია, ანატოლიის მთები, ლიბანის მთები, ატლასი, ესპანური კორდილიერები, ძალიან მძლავრი, მომთხოვნი პერსონები, ერთნი სიმაღლის გამო, მეორენი მათი კომპაქტური ფორმებისა თუ ძნელად მისადგომი, ღმა, ჩაჭედლი ხეობების გამო (ფერნან ბროდელი, ხმელთაშუაზღვისპირეთი და ხმელთაშუაზღვსპირული სამყარო ფილიპე მეორის ხანაში, წიგნი პირველი, გარემოს წილი, გამომცემელი არმან კოლა, პარიზი,1990, გვ.30-31).

მთიელთა ცხოვრება ხმელთაშუაზღვისპირეთის პირველი ისტორიაა?
ზღვის მთელი ისტორია საფუძველშივე მთის ნაწარმოები შეიძლება იყოს. მთიელთა ცხოვრება შეიძლება იყოს პირველი ცხოვრება ხმელთაშუაზღვისპირეთისა, რომლის ცივილიზაციაც მახლობელი აღმოსავლეთისა და შუა აზიის ცივილიზაციათა მსგავსად ძლივს მალავს თავის მწყემსურ საფუძვლებს,ადამიანთა მიერ ძალიან ადრე ათვისებულ მაღალ მთიანეთთან დაკავშირებული ცხოვრების ნაკვალევს. დაბლობები თავდაპირველად დამდგარი წყლების, ჭაობების და მალარიის არე იყო. ათვისებული დაბლობი,კეთილდღეობის თანამედროვე სახე, იყო საუკუნეთა მანძილზე, თაობათა მძიმე და დაძაბული შრომის ნაყოფი. ანტიკურ რომში, ვარონის ხანაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მოგონება იმ დროის შესახებ, როდესაც ველაბრეზე ჯერ კიდევ ნავით დადიოდნენ. ადამიანებმა ციებ-ცხელებიანი ადგილების დაკავებას დიდი დრო მოანდომეს.

ამის საბუთების ნაკლებობას არ განვიცდით. ქვემო რონის სტორიული დასახლებების რუკა: ყველა ცნობილი საბადო მდებარეობს კირქვის მაღალ მთებზე, რომლებიც დელტაზე ბატონობენ აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით.

მხოლოდ ათასობით წლის შემდეგ, XV საუკუნის დასაწყისში იწყება რონის ჭაობთა დაშრობა. იგივე სურათია პორტუგალიაში, წინაისტორიული ცხოვრების კვალი არა ჩანს დაბლობებსა და ხეობებში. მთა კი, პირიქით, ბრინჯაოს ხანიდანაა დასახლებული. IX-X საუკუნეებში ჯერ კიდევ მთების მწვერვალებზე ცხოვრობდნენ.პორტუგალურ მაგალთს ჩვენ ხმელთაშუაზღვისპირეთის გარეთ მივყავართ. მაგრამ აი ხმელთაშუაზღვისპირეთის გული ტოსკანა: მაღალ ბორცვებს შორის მოქცეული ვიწრო ხეობების ქვეყანა. პირველი და უძველესი ქალაქები სწორედ ამ ბორცვების მწვერვალზე, მათ უკანასკნელ სართულზეა. სწორედ იქაა ეტრუსკული ქალაქები, პიზა, ლუკა, ფლორენცია და დაბლობთა ქალაქები,
პირიქით, უფრო მოგვიანო ხანაში, რომაულ ეპოქაში ჩნდება.
 ფლორენციის ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში იარსებებს ადამიანებისთვის საშიში ჭაობი. ტოსკანის დაბლობი XVI საუკუნეშიც კ არაა მთლიანად განთავისუფლებული წყლისაგან. Pირიქით, წყლის დონე მატულობს (ფ. ბროდელი, დასახ.ნაშრ.გვ.56-58).

შავი ზღვა, კონსტანტინეპოლის ნაკრძალი:
შორეული, ზღვაოსნობის დასასრულს, შავი ზღვა მოქცეულია განუვითარებელი (ზოგი გამონაკლისის გარდა),ერთდროულად ბარბაროსული და გაბარბაროსებული ქვეყნების მასაში. ძლიერი მთები ზღუდავენ მას სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. ამ მთებს შორის მიიკლაკნება შუამდინარეთიდან, სპარსეთიდან და სომხეთიდან ტრაპიზონისკენ მიმავალი გზები.

შავი ზღვა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა. აქაა ის რასაც იგი თითქმის თავის სანაპიროებზევე ამზადებს: გამხმარი თევზი, «რუსული» მდინარეების ხიზილალა,თურქული ფლოტისთვის საჭირო ხე,სამეგრელოს მიერ მიწოდებული რკინა, მარცვლეული და მატყლი... ( « სამეგრელო, შენიშნავს ტავერნიე 1664 წელს,ყოველთვის კარგ და-

მოკიდებულებაშია თურქეთთან ვინაიდან თურქეთში მოხმარებული ფოლადისა და რკინის უდიდესი ნაწილი თურქეთში სამეგრელოდან შავი ზღვით ჩადის.)
. ამას გარდა აქაა ის რასაც შავი ზღვა გადასცემს: ის რასაც იგი იღებს შუა აზიიდან და სპარსეთიდან და რაც ქარავნებით მოდის,რაც კონსტანტინეპოლისთვის და დასავლეთისთვისაა განკუთვნილი. აღმოსავლეთიდან ამ ორმაგი ვაჭრობის შესახებ ჩვენ,სამწუხაროდ,ძალიან ცოტა რამ ვიცით; ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ XVI საუკუნეში შავი ზღვის მთელი ვაჭრობა კონსტანტინეპოლის ხელშია და რომ კონსტანტინეპოლი ქმნის ეკრანს ხმელთაშუაზღვისპირეთის ამ განაპირა მხარესა და ზღვის დანარჩენ ნაწილს შორის.

ადვილად მისაწვდომი შავი ზღვა უზარმაზარი დედაქალაქისათვის მკვებავი ზონაა, რომლის გარეშეც იგი უბრალოდ ვერ იცოცხლებდა. კონსტანტინეპოლი უბრალოდ ვერ დამაყოფილდებოდა ბალკანეთიდან მისული ხარკით (განსაკუთრებით გაგზავნილი ცხვრით), ვერც პურით, ბრინჯით თუ ცერცვეულით, რაც სანელებლებსა და ნარკოტიკებთან ერთად ჩაჰქონდათ ალექსანდრიიდან. სამეგრელოდან კონსტანტინეპოლში ტიკებით ჩაჰქონდათ კარაქი...

შავი ზღვა XVI საუკუნეში მიბმულია კონსტანტინეპოლზე ისევე, როგორც ოდესღაც იგი მილეთზე, ათენის მამულზე იყო მიბმული. ერთ დროს მასზე გაბატონდნენ ყირიმის სამხრეთში, ტანაში და კაფაში გამაგრებული გენუელები. თურქებმა გენუელები მხოლოდ XV საუკუნის ბოლოს გააძევეს. ამას მოჰყვა ზღვისაკენ მიმავალი გზების ცვლილება: ისინი უკვე არა ყირიმისკენ არამედ კონსტანტინეპოლისკენ მიემართებიან.


ამიერიდან შავი ზღვა უზარმაზარი თურქული დედაქალაქის აღიარებული ბეღელია, მაგრამ გენუელები იქ 1590-ან წლებამდე ჩანან.

მართლაც კნსტანტინეპოლმა დაადო კლიტე შავ ზღვას? მართლაც კონსტანტინეპოლმა მოუღო ბოლო საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის იმ როლს რომელსაც შავი ზღვა ასრულებდა შუა საუკუნეების დასასრულს? შავი ზღვა ფაქტიურად დასასრულია იმ გზებისა რომელთაც ჩვეულებრივ აბრეშუმის გზას უწოდებენ. არა და ეს გზა,როგორც ჩანს, XIV საუკუნიდან გაწყდა. მისმა გამამდიდრებელმა ვაჭრობამ მაშინ სპარსეთს მიმართა. მეორეს მხრივ XVI საუკუნის შუა ხანებისთვის რუსეთი აუყვა ვოლგის დინებას. რუსებს ხელში ჩაუვარდათ ყაზანის სახანო. ივანე მრისხანე 1556 წელს დაეუფლა ასტრახანს.

ამჯერად კლიტე მტკიცე აღმოჩნდა. შავი ზღვა ჩაიკეტა. ისტორია უგულვებელყოფს ამ დიდ ფაქტს(ფერნან ბროდელი,დასახ.ნაშრ.გვ. 128-133).

აკადემიკოსი რენე გრუსე:

«უეჭველია რომ თავდაპირველი ინდოევროპული საზოგადოება ინტელექტუალური და მორალური თვალსაზრისით შეიძლება დიდად იმედის მომცემი ყოფილიყო, მაგრამ რაც არ უნდა ეთქვათ «ისტორიული არიანიზმსა» და მას შემდეგ ჰიტლერის სკოლას, ინდოევროპელებმა გაამართლეს იქ სადაც მათი გენია განაყოფიერებული იყო სამხრეთის ძველ იმპერიებთან კონტაქტით. ასეთი იყო ლათინების,ბერძნების და არქაული ირანელების შემთხვევა. ისინი კულტურასთან აზიარეს შესაბამისად ეტრუსკებმა, მინოელებმა და ასირო-ბაბილონელებმა. სამაგიეროდ მშობლიურ ჰავაში დარჩენილი ინდოევროპელი ხალხები,გერმანელები,კელტები და სლავები, ბარბაროსებად დარჩნენ მანამდე ვიდრე უშუალოდ თუ არაპირდაპირ არ განიცადეს ხმელთაშუაზღვისპირეთის ზეგავლენა (René Grousset,Bilan de l'Histoire, პარიზი,1946, გვ.20).
იტალიის გენერალური კონსული თბილისში ( 1928-1931) პაოლო ვიტა-ფინცი,
«კავკასიური დღიური» ( 1928-1931) და «მოსკოვური ჩანაწერები» ( 1953),
«დიპლომატიური ჩანთა», კოლექცია რომელსაც ხელმძღვანელობს ფრანგი სწავლული კლერ მურადიანი,პარიზი, 2000 წ.

«ხიდი გადაჭიმული ევროპასა და აზიას შორის,და გზაჯვარედინი მრავალ ცივილიზაციათა შორის, საქართველო იყო სავალდებულო გზა აღმოსავლეთისაკენ თუ პირიქით მიმავალი ყველა თავდამსხმელისა და დამპყრობელისათვის ალექსანდრე დიდიდან თემურ ლენგამდე, ბიზანტიელებიდან თურქ-სელჩუკებამდე, სპარსელებიდან რუსებამდე თუ ინგლისელებამდე ( ხიდი, რომელზეც, როგორც ამბობდა მასარიკი ჩეხოსოვაკიის თაობაზე, «მეტისმეტად ბევრმა ხალხმა გაიარა»).
კავკასია დასახლებულია მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან ძველ ენებზე მოლაპარაკე ხალხებით. ზოგიერთი ამ ენათაგანი მდიდარია ლიტერატურული ძეგლებით და მათ აქვთ სრულებით ავტონომიური ანბანი, მორფოლოგია და სინტაქსი, რომლებიც მუდამ იწვევს ეთნოგრაფთა და ლინგვისტთა ინტერესს.

ასე პროფესორმა ტრომბეტიმ განაცხადა რომ ქართული ენა ენათესავება მრავალ სხვა ენას, რომელთა (ქართულის ნათესავ ენათა) შორისაა ეტრუსკული და ბასკური.

სხვები კი ფიქრობენ რომ ხევსურეთის (შორიახლოს თბილისიდან) მკვიდრნი არიან ჯვაროსანთა შუა საუკუნეების ექსპედიციის მთებში დარჩენილი და იზოლირებული შთამომავალნი» (გვ.23-24).

No comments: