6.04.2012



90  წლის წინ დაიბადა დიდი რუსი მეცნიერი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი,ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იური მიხეილის ძე ლოტმანი (1922 –1993),გასახსენებელი თარიღია. მან დააარსა ტერტუს სემიოტური სკოლა და მთელი მიმართულება ლიტერატურათმცოდნეობაში.





    1970 წლის იანვრის დასაწყისში მისი ბინა გაჩხრიკეს პუტინის კოლეგა ჩეკისტებმა და  მერაბ მამარდაშვილისგან განსხვავებით აუკრძალეს ფეხის გადგმა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ.

       პერესტროიკის დროს მონაწილეობდა ესტონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა იყო ნორმალური ესტონელების მხარეს. 1988 წლის ოქტომბერში ლოტმანი აირჩიეს ესტონეთის სახალხო ფრონტის რწმუნებულთა საბჭოში.

         1980-ანი წლების ბოლოს მან შექმნა შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემების სერია « საუბრები რუსულ კულტურაზე».

            იური მიხეილის ძე ლოტმანი: კულტურა იწყება აკრძალვებიდან:

   « დამცირების განცდის შეერთება გარკვეულ სულიერ თვისებებთან,განსაკუთრებით კი კულტურული ტრადიციიდან ამოვარდნასთან იწვევს იმას რომ სხვა ადამიანის დამცირების სურვილს ემატება ნგრევის სურვილი. ჩვენ ხშირად ვხედავთ ამ კომპლექსს,უაზრო ნგრევას....-დამანგრეველ,ხამობა-ქამობის ფორმის მიმღებ დამანგრეველ კომპლექსს...
    მ.გორკის არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმისთვის რომ ხულიგნობის ფესვი არის მოწყენილობაში და მოწყენილობას კი აჩენს უნიჭობა. უნიჭობის შეერთება სოციალურ მიგდებულობასთან აჩენს «ტრუშჩობების» კომპლექსს.

     კულტურა რა თქმა უნდა ძალიან კარგი რამეა,მაგრამ ის გვზღუდავს: ნუ გააკეთებ ამას,ნუ გააკეთებ იმას, ამის კეთება სირცხვილია. საიდან იწყება კულტურა?
ისტორიულად-აკრძალვებიდან.

     საზოგადოებაში ჩნდება კანონი და პირველი კანონი ისაა რომ არ შეიძლება საკუთარი დის და დედის ცოლად მოყვანა-ფიზიკურად შეიძლება მაგრამ კულტურა კრძალავს ამას.  არ შეიძლება,ვთქვათ,რაღაცის ჭამა. ბიბლიაში,ვთქვათ,აკრძალულია ბოცვრების ჭამა. ერთგან გირჩევენ დამპალი კვერცხების ჭამას და სხვაგან გიკრძალავენ დამპალი კვერცხების ჭამას. მაინც რაღაცის ჭამა აკრძალულია.


    ხედავთ რა უცნაური რამეა? ყველაზე უბრალო,ყველაზე საჭირო რამეები:ჭამა და სექსი, და სწორედ მათ ედებათ აკრძალვა. აი აქედან იწყება კულტურა.








          და რაც უფრო შორს მიდიხართ კულტურა მით უფრო დიდ აკრძალვებს აწესებს,უფრო დიდ შეზღუდვებს ადგენს. კულტურა აკეთილშობილებს გრძნობებს და უბრალოდ ადამიანს გადააქცევს ინტელიგენტად და ამიტომ ზოგ, განსაკუთრებით უკულტურო და ნაკლებად კულტურულ, თავისი სირუხით და სოციალური დამდაბლებით შეწუხებულ ადამიანებს უნდათ კულტურის,ყველაფერი ამის მოშორება თავიდან.

      მაშინ ჩნდება ის რაც გაჩნდა XX საუკუნეში-თავისუფლების გაგება ადამიანური შეზღუდვებისაგან თავისუფლებად. აი ესაა სწორედ ხამობა-ქამობა...

    ინტელიგენტური ფსიქიკის ადამიანებისთვის მარეგულორებელი თვისებაა სირცხვილი,  ურცხვებისთვის მარეგულირებელი თვისებაა შიში: არ ვაკეთებ იმიტომ რომ მეშინია.

     მე კი ვთხლიშავდი თავში ამ ბავშვს,მაგრამ გვერდით შეიძლება მილიციელი იყოს და ვიღაცამ შეიძლება უფრო მტკივნეულად მთხლიშოს.


       რცხვენია თავისუფალ ადამიანს, თეშინია-მონას. ერთიც და მეორეც ეთიკური გრძნობაა და განეკუთვნება აკრძალვების სფეროს. მაგრამ შიში გარედან დაძალებული აკრძალვაა და სირცხვილი კი ნებაყოფლობით დაწესებული აკრძალვა.

    როდესაც პრივილეგირებული კლასის ადამიანები ადიან მაღალ ინტელიგენტურ დონეზე და ხვდებიან რომ ისინი არ ცხოვრობენ მათი გონებრივი და ზნეობრივი დონის შესაბამისი ცხოვრებით მათ უჩნდებათ სირცხვილის გრძნობა.

     მათ ცხოვრებას განსაზღვრავს დანაშაულის გრძნობა იმათ წინაშე ვინც მათ აჭმევს,ისტორიის, ქვეყნის,საკუთარი თავის წინაშე დანაშაულის გრძნობა.

    სხვათა შორის სირცხვილის განვითარებული გრძნობა სწორედ თავადაზნაურული ინტელიგენციის თვისებაა. ესაა კულტურის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო
ფსიქოლოგიური თვისება.

        ხალხიდან გამოსული ადამიანი ძალიან ხშირად გაჟღენთილი იყო მომთხოვნელობით-არ მომცეს,მივაღწევ,გამოვგლეჯ,მივიღებ. ჩემს გზაზე არის დაბრკოლებები.

    ინტელიგენტი,მაღალკულტურული აზნაური ფიქრობდა იმაზე რომ სარგებლობს იმით რისით სარგებლობის უფლებაც მას არ აქვს,მას ბავშვობიდანვე უჩნდებოდა ჩადენილი უსამართლობის განცდა  და  უჩნდებოდა სირცხვილის გრძნობა.

   სირცხვილის გრძნობამ ძალიან ბევრი რამე მოაწესრიგა. ის განაპირობებდა სიკვდილზე მიმავალთა ვაჟკაცობასაც,სამხედრო ვაჟკაცობასაც»

 ( ლოტმანი ი.მ. ლექციათა ციკლი «კულტურა და ინტელიგენტურობა»,ლექციები 1-6,მოყვანილია წიგნიდან « პიროვნების ფსიქოლოგია», მოსკოვი,2009,თარგმანი რუსულიდან).

     


No comments: