ჯენტლმენს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მეგობრობის განცდა და ის პატივს უნდა სცემდეს სხვა ადამიანებს.
ჯენტლმენს აუცილებლად უნდა სცოდნოდა ძველი ენები,მათ შორის ლათინური და უნდა ყოფილიყო ძველბერძნული ხელოვნების ნამდვილი დამფასებელი. ქცევის ეტალონებსაც არჩევდნენ შორეულ ანტიკურ სამყაროში და ჯენტლმენები მთელი ძალ-ღონით ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ ძველი ელადის გმირებს.
თავდაპირველად ჯენტლმენებს უწოდებდნენ იმათ ვისაც თავისი კეთილშობილი წარმოშობის გამო არ შეეძლო თავის რჩენა ფიზიკური შრომით,ხელით მუშაობით.
მაგრამ უკვე მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ინგლისური საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში ხდება ცვლილებები რომლებმაც შეცვალეს ცნება ჯენტლმენის მნიშვნელობა. ჯენტრის უმცროსი შვილები,რომელთაც არ მიუღიათ მემკვიდრეობით მამის მამული ებმებოდნენ კომერციაში და ასე ირჩენდნენ თავს.
ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე და კუნთების სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე მამაკაცებს უბიძგებდა სპორტის ჯენტლმენებისთვის ღირსეული სახეობებისკენ,მაგ. კრივისკენ //ბოქსი// ან ჩოგბურთისკენ //ტენისი//.
ამავე დროს ქვედა ფენებიდან გამოსული წარმატებული გამდიდრებული ვაჭრები გატაცებული იყვნენ თვითგანათლებით. ისინი თავის შვილებს ასწავლიდნენ კარგ მანერებს და გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდნენ ჯენტრისგან.
ამ ორი ფენის შერევამ ცნება ჯენტლმენს მისცა ახალი ეთიკური მნიშვნელობა და ჯენტლმენად შეიძლებოდა გახდომა არა მხოლოდ წარმოშობით არამედ სწორი აღზრდითაც და მიღებული განათლებითაც. დროთა მანძილზე აღზრდა-განათლება იქცა მთავარ ფაქტორებად და წარმოშობა აღარ იყო გადამწყვეტი.
როგორი უნდა ყოფილიყო ჯენტლმენი?
პირველ რიგში უნდა ყოფილიყო განათლებული და ზრდილი.
ჯენტლმენებს ამზადებდნენ პირველ რიგში პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებული ღია საჯარო ცხოვრებისთვის და ესე იგი მამაკაცებს უნდა შესძლებოდათ საინტერესო საუბარი საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებზე,მათ უნდა ეჩვენებინათ თავისი ღრმა ცოდნა სრულებით სხვადასხვა სფეროში ანტიკური ლიტერატურიდან თანამედროვე ფერწერამდე.
ჯენტლმენებს უნდა სცოდნოდათ მეცნიერების ძირითადი თეორიები,მაგრამ იმდენად რამდენადაც საჭირო იყო საუბრისას შთაბეჭდილების მოსახდენად.
მსუბუქ თავაზიან საუბართან შეუთავსებელი ღრმა ინტელექტი,მეცნიერული ძიებები არ ითვლებოდა ჭეშმარიტი ჯენტლმენის შესაფერის რამედ.
ხასიათის მთავარი ნიშანი რა თქმა უნდა იყო საკუთარი ღირსების გრძნობა. ის განსაზღვრავდა ყველაფერს: ლაპარაკის,\ჟესტიკულაციის,მოძრაობის,ჩაცმის,თავდაჭერის მანერას.
თანამედროვე საზოგადოებაში ჯენტლმენის წოდების მიღება შეუძლია აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს რომელსაც ახასიათებს ქცევის გარკვეული ტიპი და რომელიც იზიარებს გარკვეულ ეთიკურ პრინციპებს.
ჯენტლმენს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მეგობრობის განცდა და ის პატივს უნდა სცემდეს სხვა ადამიანებს.
საკუთარი ღირსების განცდა შეუთავსებელი იყო ფიზიკურ შრომასთან და ამიტომ ჯენტლმენი უნდა გამხდარიყო იურისტი,მღვდელი,საზოგადო მოღვაწე ან ბიზნესმენი.
ჯენტლმენების უმრავლესობა ირჩევდა საზოგადო მოღვაწეობის ასპარეზს და შესაბამისი განათლების მისაღებად ისინი სწავლობდნენ ინგლისის დახურულ ელიტარულ დაწესებულებებში რომლებიც დღესაც ცნობილები არიან თავისი ტრადიციებით და მათ მოწაფეებში მტკიცე ხასიათის და ძმობის გრძნობის აღზრდის უნარით.
განათლების მთელი სისტემის მიზანი იყო მშვიდი,დაფიქრებული,ძლიერი ხასიათის,დამოუკიდებელი და თავის მსჯელობებში და ქცევაში დარწმუნებული ადამიანის აღზრდა.
ჯენტლმენს ეზიზღება ტყუილი. ის ენდობა ირგვლივ მყოფებს,არ უყვარს დიტყვების ჰაერში სროლა და ის არ უნდა აყვეს ემოციურ აფეთქებებს.
ჯენტლმენი პატივს სცემს და მფარველობს ქალებს,არის თავისი მეუღლის სანდო მეგობარი და საყრდენი.
No comments:
Post a Comment