6.19.2012

ვანდალიზმზე, ვანდალიზმთან მეომარი აბე გრეგუარის ხსოვნას.


აბე გრეგუარის ხსოვნას, ვანდალიზმი //ვიკიპედია//:

ცნება ვანდალიზმის შემქმნელი,
ბლუას კონსტიტუციური ეპისკოპო–
სი აბე გრეგუარი
ვანდალიზმი არის საჯარო თუ კერძო ქონების უმიზეზო მოსპობა თუ დაზიანება. ვანდალები ყველაზე ხშირად ემტერებიან შენობებს, მოძრავ ქონებას, ბუნებას, დოკუმენტებს თუ ხელოვნების ნაწარმოებებს რომლებიც ქმნიან რომელიმე კულტურის,მისი მემკვიდრეობის მეობას. ჩვეულებრივ მეტყველებაში ეს ცნება ზოგჯერ აღნიშნავს სხვა ტიპის შეგნებულ ნგრევა დაზიანებას.
ცნება ჩნდება საფრანგეთში 1793 წელს და ის პოპულარული გახადა 1794 წელ კონვენტისადმი თავის ანგარიშში ბლუას კონსტიტუციურმა ეპისკოპოსმა აბე გრეგუარმა //ანრი გრეგუარმა//. 
მან სიტყვა ვანდალიზმი გამოიყენა რესპუბლიკური არმიის ნაწილის დამანგრეველ მოქმედებათა დასახასიათებლად.
მას შეემდეგ გააქტიურდა კანონმდებლის ჩარევა მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკაში. რევოლუციურ ასამბლეათა დებატებში გამოიკვეთა ძველი რეჟიმისთვის უცხო ცნება,მემკვიდრეობა. //საფრანგეთის განათლებულ მეფეებსაც,მაგალითად ფრანსუა პირველს, დიდად მოსწონდათ ანტიკური ხელოვნება. მაგრამ ფრანსუა პირველი არ აფასებდა შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებას და ამიტომ 1527 წელს მან დაანგრევინა ლუვრის ფილიპე აგგუსტეს კოშკი ლიუდოვიკო მეთოთხმეტემ 1677 წელს ბრძანა ბორდოში პილიერ დე ტუტელის ძეგლის დანგრევა//ეს ძეგლი მესამე საუკუნის დასაწყისში იყო აგებული. იხ. მარი ან სირის წიგნი მემკვიდრეობის "სფრანგეთი და მეხსიერების არჩევა",Marie-Anne Sire,La France du Patrimoine,les choix de la mémoire",პარიზი,2010,გვ.14//.
რევოლუციურმა ასამბლეებმა დაასკვნეს რომ აუცილებელი იყო მემკვიდრეობის დაცვა.

აბე გრეგუარი აცხადებდა  1794 წელს რომ "ბარბაროსებს და მონებს სძულთ მეცნიერება და ისინი სპობენ ხელოვნების ნაწარმოებებს,მაშინ როდესაც თავისუფალ ადამიანებს ისინი უყვართ და ისინი იცავენ ხელოვნების ნაწარმოებებს"//« Les barbares et les esclaves détestent les sciences et détruisent les monuments des arts, les hommes libres les aiment et les conservent »2//.

აბე გრეგუარს ასე  უნდა ძველი რეჟიმის მხატვრული მემკვიდრეობის გადარჩენა რათა ხალხმა ისარგებლოს ამ მემკვიდრეობით. ის წერს თავის მოგონებებში:"მე შევქმენი სიტყვა რომ მოვკლა ფენომენი"« //Je créai le mot pour tuer la chose »4.//

ცნება ვანდალიზმი მომდინარეობს 455 წელს ჯერ ქალაქი რომის და შემდეგ მისი არემარის ამაოხრებელი გერმანული ტომი ვანდალების სახელიდან.


აბე გრეგუარს ამ ცნებით სურს რევოლუციონერების მიერ ეროვნული ძეგლების ნგრევის დაგმობა.

ბიზანტიელებს უკვე ჰქონდათ ხატმებრძოლეობის ცნება რომელიც აღწერდა ხატების თუ რელიგიური ქანდაკებების დამლეწავებს. ამ ცნებით აღნიშნავდნენ მე-15 საუკუნის პროტესტანტ ხატმებრძოლეებსაც. 

მაგრამ ეს სწავლული ცნება ვერ აღწერდა რევოლუციის დროს შენობების მნგრევლებს და მოჭრავი ქონების დამლეწავებს. მაშინ ხუროთმოძღვრების ძეგლებს და ქანდაკებას გააზრებულად და შეგნებულად სპობდნენ.  


ქვითხუროებს ქირაობდნენ ხელოვნების ნაწარმოებთა მოსასპობად. 


1796 წლიდან დაიწყეს ამ უბედურების წინააღმდეგ საშუალებათა ძიება.


ალექსანდრ ლენუარი უნიფხვო 
სანკიულოტი რევოლუციონერი ვანდალებისგან 
იცავს სენ-დენის მონასტერს, ლიუდოვიკო 
მეთორმეტის და ანა დე ბრეტანის საფლავებს.
ალექსანდრ ლენუარს //Alexandre Lenoir// დაევალა ფრანგული ძეგლების მუზეუმის შექმნა. ლიუდოვიკო მეთექვსმეტის დროს დაწყებული ციხე-სასახლეების აღწერა დამთავრდა 1795 წელს.

რომანტიკოსებს კარგად ესმით წარსულის ნანგრევთა მნიშვნელობა და ვიქტორ ჰიუგომ ისტორიული ძეგლების  ერთ-ერთი საერთო ინსპექტორი ლიუდოვიკ ვიტეს ანგარიშზე დაყრდნობით 1832 წელს  დაწერა "ომი მარბიელებს"//Guerre aux démolisseurs//.

1837 წელს ფრქნსუა გიზომ//François Guizot// შექმნა ისტორიული ძეგლების კომისია. ისტორიული ძეგლების გადარჩენოს ეს საქმე გააგრძელა პროსპერ მერიმემ.

საფრთხეში მყოფი შენობების თუ სხვა ქმნილებების ჩაწერა იატორიულ ძეგლებში იძლევა მათი გადარჩენის საშუალებას...

1830 წლისთვის დაიწყო მემკვიდრეობის აღდგენის დიდი მოძრაობა რომელშიც თავი გამოიჩინა ვიოლე ლე დიუკმა.

მაგრამ კეთილი სურვილი ყოველთვის არაა საკმარისი ვინაიდან ძეგლების რესტავრაცია ზოგჯერ უწესოდ ხდება. ამიტომ გრაფმა მონტალამბერმა განსაზღვრა ვანდალების ახალი კატეგორია. თუ ადრე იყვნენ მნგრეველი ვანდალები ესლა არიან ცუდი რესტავრატორები. ლუი რო მათ უწოდებს კეთილგანწყობილ ვანდალებს.

მემკვიდრეობის დაცვის იდეა ვრცელდება მთელს ევროპაში. დიდ ბრიტანეთში უკვე არსებობდა სწავლული საზოგადოებები. 1707 წელს შეიქმნა ლონდონის ანტიკვართა საზოგადოება. იყო შოტლანდიის ანტიკვართა საზოგადოება რომელიც თარიღდება 1780 წლით. მაგრამ ეს ორგანიზაციები უფრო დაკავებულები იყვნენ წარსული ძეგლების და ნაშთების შესწავლით. 1849 წელს შეიქმნა ირლანდიის ანტიკვართა სამეფო საზოგადოება რომლის დამატებითი მიზანი იყო ძველი ძეგლების ხსნა დროისგან და ადამიანებისგან.
1850 წელს იმპერატორმა ფრანც-იოსებმა ხელი მოაწერა ბრძანებას ისტორიული ძეგლების კვლევის და დაცვის კომისიის შექმნის შესახებ.

    მენტალობათა ცვლილებასთან ერთად ვანდალიზმის ცნება გამდიდრდა ნიუანსით. 1906 წლის კანონმა აკრძალა აღრიცხული საკულტო ობიექტების ექსპორტი.

      გამრავლდა კერძო საზოგადოებები და ლოკალური ასოციაციები რომელთა მიზანი იყო პარიზის ხელისუფლებისთვის ალბათ უცნობი ლოკალური მემკვიდრეობის დაცვა.ეს მოწმობს იმაზე რომ მთელს საფრანგეთში გააცნობიერეს თუ რა საფრთხე ემუქრებოდა მემკვიდრეობას და გაჩნდა ამ საფრთხესთან ბრძოლის სურვილი.

    ვანდალიზმად ითვლება  ომის,განსაკუთრებით საჰაერო დაბომბვების მიერ მიყებული ზარალი,უნიკალური ძეგლების დაზიანება.  ნგრევის ზოგი ფორმა რომელიც ლოღიკურად მოჩანს//მაგ.ძველის დანგრევა ახლის ასაშენებლად ისე როგორც მოხდა პარიზის ოსმანის კვარტალში// საზოგადოებრივი აზრისთვის იქცევა ვანდალიზმის ფორმებად.  ინდუსტრიული შენობები ჩაითვალა მემკვიდრეობის ნაწილად და დაცული უნდა იყოს. კანონი ხდება შემზღუდველი. საფრანგეთი სამუშაოთა დაწყებამდე სავალდებული ხდება თავის დაზღვევის მიზნით არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. დიდ ბრიტანეთში 1971 წელს დაარსებული არასამთავრობო საზოგადოება Rescue მთავრობას სთხოვს დახმარებას წინასწარი გათხრების ჩასატარებლად. ზოგ ქვეყანაში,განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში არქეოლოგ-ეთნოლოგებსაც სდებენ ხოლმე ზოგჯერ ბრალს ვანდალიზმში.

       ვანდალიზმის,სიღატაკის ვანდალიზმის ცნება ეხება ღარიბ ქვეყნებსაც რომელთაც  არ შეუძლიათ თავისი მემკვიდრეობის მოვლა ან უძულებული არიან შესწირონ მემკვიდრეობა განვითარებას.

            ვითარების გაცნობიერებას ხელი შეუწყო პრეზიდენტ ნასერის გადაწყვეტილებამ ნილოსზე ახალი კაშხალის აგების შესახებ. ეს საფრთხეს უქმნიდა რამზეს მეორის ტაძარს აბუ სიმბელში და იზისის სალოცავს ფილეში.

      1972 წლიდან იუნესკომ  წარმოადგინა კონვენცია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ რომელსაც უნდა შეექმნა კაცობრიობის მემკვიდრეობად მიჩნეული ძეგლების დაცვის გარანტია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ჩაწერის მეშვეობით.საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი მობილიზებული იქნა აუტანელ ვანდალიზმად მიჩნეული მოვლენის წინააღმდეგ და აბუ სიმბელი გადარჩა.
     1933 წლიდან რაფაელ ლემკინმა //Raphael Lemkin// აღნიშნა გენოციდის კულტურული კომპონენტი რომელსაც მან უწოდა ვანდალიზმი. 
        ცნება ვანდალიზმის მნიშვნელობა ფართოვდება. 1901 წელს შეიქმნა საფრანგეთის პეიზაჟებისა და ესთეტიკის დაცვის საზოგადოება. ეკოლოგიის და ბუნებრივი გარემოს დაცვის განვითარებასთან ერთად ვანდალიზმშად ჩაითვალა დაბინძურებით ან ველური ურბანიზმით ბუნების დაზიანებაც. ბუნების გარკვეული ადგილებიც ჩაითვალა ძეგლებად და მათ შეძლებისდაგვარად იცავენ ვანდალებისგან თუ სხვა უბედურებებისგან.

      ვანდალიზმად ეხლა ითვლება ყველანაირი ბრბმა ნგრევა თუ ნგრევა ავი განზრახვით. ლაპარაკობენ ეკოლოგიურ ვანდალიზმზე თუ ლიბერალურ ვანდალიზმზე. ვანდალი ისაა ვინც ლეწავს და ანგრევს იმასაც რასაც არა აქვს მემკვიდრეობის მნიშვნელობა,ქალაქია მოწყობილობას,მაგალითად,ჯღაბნის კედლებზე თუ თავხედურ,უტიფარ კომენტარებს რთავს ვიკიპედიის წერილებში// დასასრული იქნება//.

No comments: