6.15.2012

საინტერესო თანამედროვეთა პორტრეტებიდან-სომერსეტ მოემი:

"მშვიდობის მოსაპოვებლად საჭიროა ეგოს შიშების და წადილების დაძლევა და სულის ცხოვრებით ცხოვრება". 

"სამართებლის პირი" // 1944//:
"მას არა აქვს არავითარი ამბიცია და ის არ ეძებს სახელს. მას სულ არ მოეწონებოდა ცნობილ პიროვნებად გადაქცევა. მაშ ის შეიძლება კმაყოფილი იყოს არჩეული ცხოვრებით ცხოვრებით,მხოლოდ თავის თავად ყოფნით.

მაგრამ ის შეიძლება ფიქრობდეს რომ ის მიიზიდავს გაურკვეველ სულებს ისე როგორც სანთელი იზიდავს პეპლებს და ისინი ოდესმე გაიზიარებენ მის აზრს უდიდესი კმაყოფილებაა მხოლოდ ცხოვრება სულში".

რამოდენიმე სიტყვით:
"მშვიდობის მოსაპოვებლად საჭიროა ეგოს შიშების და წადილების დაძლევა და სულის ცხოვრებით ცხოვრება". ეს თხზულება ეფუძნება მოემის მოგონებებს, მაგრამ ის იკითხება როგორც რომანი. თვითონაცაა წარმოდგენილი მის მიერ მოთხრობილ მოვლენებში. ავტორი ასრულებს მთხრობელის და მოთხრობის პერსონაჟის ორმაგ როლს.

რას ნიშნავს სათაური? წინასიტყვაობის სახით მოემს მოჰყავს უპანიშადების ერთი ადგილი: "გზა სამართებლის პირისავითაა გალესილი, საშიშია და ძნელია გასავლელად. სწორედ ამას ამბობენ ბრძენნი".
წიგნი ლაპარაკობს იმაზე თუ რას უშვრებიან ადამიანები თავის ცხოვრებას და როგორ გვიჭირს არჩევა გზისა რომელიც იძლევა ჩვენი სულიერების განვითარების საშუალებას.

სამართებლის პირის ერთ მხარესაა არსებობა რომელსაც ახასიათებს უსაფრთხოების ძიება, კონფორმიზმი და საზოგადოების მიერ დადგენილი მიზნების მიღწევის მცდელობა. სამართებლის პირის მეორე მხარესაა პიროვნების ჩაკარგვა სიცოცხლის აზრის უფრო ფართო ძიებაში.

სომერსეტ მოემს ხიბლავს მეორე გზის ამრჩევი ადამიანი. ცოტა ჩვენგანი თუ ირჩევს შეგნებულად ამ გზას.


სომერსეტ მოემმა მთლიანობაში გაყიდა 40 მილიონზე მეტი წიგნი, მაგრამ მისი უდიდესი წარმატება იყო "სამართებლის პირი".

ისტორია ვითარდება 1920-1930-ანი წლების პარიზში,ჩიკაგოში,ლონდონში. მაგრამ მთავარი პერსონაჟი ლარი დარელი მოკლე მომენტებში თუ სწვდება სულიერ საიდუმლოს. წიგნი დღემდე პოპულარულია. ეს კომენტარი ეხება მოთხრობის და პერსონაჟების დიდ ხაზებს.

ლარი და იზაბელი:
ახალგაზრდა ამერიკელი ლარი დარელი მიდის ომში საფრანგეთში როგორც მფრინავი. მისი საცოლეა ჩიკაგოს კარგი ოჯახის მომხიბლავი ქალიშვილი იზაბელ ბრედლი. მათ დაქორწინებას ხელს უშლის მხოლოდ ის რომ ლარი აგვიანებს მუშაობის დაწყებას.

მას აქვს პატარა რენტა რაც მას აძლევს მუშაობის გარეშე არსებობის საშუალებას,მაგრამ იზაბელის და დედამისის აზრით ნორმალური ადამიანი უნდა ყოველ დღე დგებოდეს ადრე და მიდიოდეს სამუშაოდ რათა თავისი ადგილი ადგილი მონახოს აღმავლობის გზაზე მდგარ მსოფლიო ეკონომიკაში.

მათი მეგობარი გრეი მატურინი არის მილიონერის შვილი და შრომის სიმპატიური ფანატიკოსი. გრეის მამამ ლარის კარგი თანამდებობა შესთავაზა თავის საწარმოში,მაგრამ ლარი ისევ ყოყმანობს. ის ამბობს რომ ომის შემდეგ საჭიროა ადაპტაციის პერიოდი და როდესაც ის გადაწყვეტს წასვლას პარიზში საცხოვრებლად იზაბელი და დედამისი ამაში ხედავენ მხოლოდ ახალგაზრდულ სიგიჟეს რომელმაც უნდა გაიაროს დაბრძენებასთან და უფრო სტაბილური ცხოვრების დაწყებასთან ერთად. ისინი გადაწყვეტენ ლარისთვის 1-2 წლის მიცემას, მაგრამ ქორწინების პირობა ურღვევი დარჩა.

პარიზში ჩასვლისას იზაბელის დაუდევრად ელეგანტურმა ბიძა ელიოტ ტემპლტონმა გადაწყვიტა მაღალ ფრანგულ საზოგადოებაში ლარის ჩართვის გაადვილება. მაგრამ ლარის სმოკინგიც კი არ აქვს და ცხოვრობს საცოდავ სასტუმროში.

ორი წლის შემდეგ იზაბელი მიდის მის სანახავად. მიუხედავად მათი შეხედულებების სხვადასხვაობისა მათ ისევ უყვართ ერთმანეთი და იზაბელი დარწმუნებულია რომ ლარი ოდესმე დაიწყებს მუშაობას რათა ის არ დაკარგოს.

იზაბელს უნდა პატივცემული ცხოვრება ლამაზი ბავშვებით და მატერიალური კომფორტით. ლარი ცდილობს იზაბელის დარწმუნებას იმაში რომ მისი ცხოვრება დაუჯერებლად მდიდარია და რომ იზაბელი მას უნდა გაჰყვეს მოგზაურობებში და ინტელექტუალურ და სულიერ ძიებებში.

მაგრამ აშკარა ხდება რომ მათი ცხოვრებისეული პროექტები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ისინი შორდებიან ერთმანეთს. ერთი წლის შემდეგ იზაბელი ქორწინდება გრეი მატურინზე რომელიც მას ლარიზე ნაკლებად უყვარს მაგრამ მას სურს დაოჯახება.

ლარის მოგზაურობა:
მოემი აჩვენებს რომ ლარი არის უფრო ნორმალური ახალგაზრდა ვინც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა ცხოვრებას შეუძლია კომფორტზე უკეთესი რამის მოცემა.

მას ესმის რომ უსაფრთხოება არ არსებობს და აღარ უნდა ძველებურად უზრუნველად ცხოვრება. ომში მან ნახა თავისი ზოგი სიცოცხლით სავსე ამხანაგის მოულოდნელად გაქრობა და ამიტომ მას სურს თავისი არსებობის ყოველი წამის დაფასება. მან ჯერ არ იცის ზუსტად თუ რას ეძებს,მაგრამ იგრძნო რომ სიცოცხლეში არის მასზე უფრი დიდი რაღაცა.

მოემი ჩნდება მოთხრობაში და ხვდება ლარის რომელიც ეუბნება რომ მან წაიკითხა სპინოზა და დეკარტე,მაგრამ უფრო აინტერესებს ფლანდრიელი მისტიკოსი ჰუისბროკი.
მოემი ხვდება რომ ლარისთვის სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანია მისი სულიერი ძიება.

მომდევნო წლებში ლარი ცხოვრობს ერთ ფრანგულ მონასტერში,სწავლობს მისტიკურ ლიტერატურას და მძიმედ მუშაობს რათა "გაიწმინდოს თავი". ის მუშაობს საფრანგეთის ქვანახშირის მაღაროში,ერთ გერმანულ ფერმაში და მეზღვაურად შორეული აღმოსავლეთისკენ მიმავალ ორთქლის გემზე. სამი დღით ბომბეიში შეჩერების შემდეგ ის გადაწყვეტს რომ ინდოეთისგანაც შეიძლება რაღაცის სწავლა და რჩება იქ ორი წლით.

მოემი რეგულარულად უბრუნდება თავისი მოთხრობის მნიშვნელოვან პერსონაჟებს და თვალს ადევნებს მათ ევოლუციას.

ჩვენ ვიგებთ რომ ლარიმ გარკვეული დრო გაატარა ერთ აშრამში როგორც გამოცხადების მქონე გურუ შრი განესას მოწაფემ და რომ მას მთის მწვერვალზე ჰქონდა გადამწყვეტი მისტიკური განცდა.

გამდიდრებულმა იზაბელმა და გრეიმ კი, 1920-ანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს დაკარგეს მთელი ქონება. რთულ პერიოდში ისინი დაბინავდნენ ელიოტ ტემპლტონის ბინაში პარიზში. გატანჯულ გრეის ეხლა აწუხებს ძლიერი თავის ტკივილები.

ინდოეთიდან დაბრუნებული ლარი ესტუმრება მათ. ლარის ეხლა აქვს მკურნალობის უნარი და ის განკურნავს გრეის ერთგვარი ჰიპნოზის საშუალებით.

თვითონ მოემი საცხოვრებლად გადადის სამხრეთ საფრანგეთში,ელიოტ ტემპლტონის სახლის მეზობელ სახლში. ტემპლტონი ავადაა,მაგრამ დადის მიღებებზე და საჯარო ცერემონიებზე და ამბობს რომ ადამიანმა თავი უნდა აჩვენოს ყველგან,თორემ მას დაივიწყებენ. მისი ცხოვრების უდიდესი მიზანი იყო საზოგადოებრივი აღიარების მოპოვება, მაგრამ ცხოვრების ბოლოს ის თითქმის მიივიწყეს.

მის საპირისპიროდ ლარის არ აინტერესებს არც პრესტიჟი და არც ფული. მოთხრობის თანახმად ტემპლტონი ცხოვრების ბოლოს სასოწარკვეთილი და მარტოსულია,მაშინ როდესაც ლარი მშვიდი და თავდაჭერილია.

ლარი ბოლოს და ბოლოს დაასკვნის რომ აშრამში თუ მონასტერში დახურული ცხოვრება მისთვის უცხოა, მას ურჩევნია ღია სამყაროს სიყვარული და იქ ცხოვრება.

კიდევ უფრო ძლიერი სიყვარული:
მოემის თქმით ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება იყოს ტრფობაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ. სიყვარულის.სატრფოს დამკარგავ იზაბელს დასამშვიდებლად ეუბნებიან რომ ვნებამ შეიძლება დაამსხვრიოს ადამიანთა ცხორება ან ხელი შეუშალოს ნაყოფიერ არსებობას. მიანიშნებენ იმაზეც რომ ლარის სინამდვილეში არც ყვარებია იზაბელი და მისთვის უდიდესი სიამოვნება უნდა ყოფილიყო აბსოლუტის საძიებლად წასვლა და არა მის გვერდით დარჩენა.

ამ კუთხით "სამართებლის პირი" ნაკლებად სენტიმენტალური წიგნია. ის ნათლად გადმოსცემს პერსონაჟების მოტივაციებს და აჩვენებს რომ ყოველი ჩვენგანი ადგენს თავისი ცხოვრების აზრს და მნიშვნელობას და ცხოვრობს ამ მიზნის შესაბამისად.

მაშ მიზნად რაიმე საგნის ან რომელიმე პიროვნების არჩევაზე უკეთესია უფრო გლობალური ღირებულების და მიზნის არჩევა. ჩვენი ქმედებები უნდა განსაზღვროს სწორედ ამ გლობალურმა ღირებულებამ.

გრეი მიზნად ისახავადა დიდხელფასიანი თანამდებობის შოვნას და იზაბელს სურდა შეძლებული უპრობლემო ცხოვრება. ლარიმ მათ საწინააღმდეგოდ ბედნიერება ნახა ღვთაებრივი რეალობის აღმოჩენაში.

მისი მაგალითი მოწმობს იმაზე რომ სულიერი მადლი არ მოდის შემთხვევით. ცხოვრების მიზნად უნდა დავისახოთ გამოცხადება,განათლება სულიერი ნათელის მიღების მნიშვნელობით და არ უნდა ავცდეთ მისკენ მიმავალ გზას.

მოემი აღიარება რომ მის წიგნს არა აქვს ბედნიერი დასასრული ამ გამოთქმის რომანტიული მნიშვნელობით. რჩება შთაბეჭდილება რომ ლარის არსებობამ ის აქცია გამორჩეულად წარმატებული ცხოვრების მოწმედ.

ლარი არის თავისუფალი და ავტონომიური,მაშინ როდესაც სხვა პერსონაჟები გადაიქცნენ მათი საკუთარი ნევროზების თუ სოციალური შეთანხმებების მონებად. მათი ხვედრი არის მათი აზროვნების ჩვეულებების და მათი დაუცველობების ანარეკლი და მეტი არაფერი მაშინ როდესაც ლარი არის თავისი ბედის ნამდვილი გამგებელი...

ბოლო შენიშვნები:
"სამართებლის პირი" არის ერთ-ერთი საუკეთესო შესავალი სულიერი გზისთვის.
მოემი იყო ერთგვარი სკეპტიკოსი და მას არ შეეძლო იმის ახსნა თუ რამ შეცვალა ლარის ცხოვრება.მისი მეგობრის გარემომცველი იდუმალება შეიძლება ყოფილიყო უფრო დიდი ღვთაებრივი საიდუმლოს ნაწილი მაგრამ მწერალმა მკითხველს დაუტოვა საკუთარი დასკვნის გამოტანის საშუალება...

თავისი რელიგიური გრძნობების შესახებ როგორც წესი მდუმარე სომერსეტ მოემმა რაღაც ახალი და განსაკუთრებული დაინახა ლარი დარელში.

მისი წიგნის პერსონაჟები სიცოცხლეში ხედავენ მხოლოდ ბრძოლას არსებობისთვის და სახელისთვის. გამონაკლისია მხოლოდ ლარი რომელიც საკმარისად კარგად გრძნობს თავს იმისთვის რომ ეძებოს პასუხები უფრო ღრმა კითხვებზე.

სომერსეტ მოემი შეხვდა ლარის როცა ის ჯერ ოცი წლის იყო. მაგრამ უკვე ამ ასაკში ლარი თითქოს განთავისუფლებული იყო ამქვეყნიური ამაოებებისგან და წადილებისგან. მან იპოვა სულიერი საიდუმლოს მსგავსი რაღაცა. ამიტომ ის არ ცდილობდა ცხოვრებაში თავის გამოკვეთას და არ კმაყოფილდებოდა უბრალოდ ცხოვრების ექსტატური განცდით.

ლარი შეიძლებოდა ჩათვლილიყო შუანგ ძუს მიერ განდიდებული "სრულყოფილი ადამიანის " პერსონიფიკაციად. ესე იგი პიროვნებად რომელმაც დაძლია შიშის და წადილის რკალები და იპოვა სიმშვიდის თავისი ცენტრი.

ადამიანთა უმრავლესობა კი შიშებში და წადილებშია გახლართული.

"სამართებლის პირი" ბევრს არაფერს გვასწავლის აღმოსავლურ ფილოსოფიაზე თუ სულიერი გამოღვიძების პროცესზე. მაგრამ ის გვიჩვენებს ადამიანთა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი გზების მრავალფეროვნებას.

სომერსეტ მოემი გვეუბნება რომ ჩვენი ცხოვრების წესის არჩევანი სინამდვილეში სულიერი საკითხია ვინაიდან ჩვენი ქმედებები და გადაწყვეტილებები გამოხატავენ ჩვენს ღრმა თვალსაზრისს სიცოცხლის მნიშვნელობის შესახებ.

უილიამ სომერსერ მოემი:
1874 წელს დაბადენული ,ოემი გაიზარდა ქალაქ უაიტატსტებლში,ინგლისში,და შემდეგ პარიზში,სადაც დარჩა ათი წლის ასაკამდე. ისწავლა ინგლისში და გერმანულ უნივერსიტეტში. მან დაიწყო მედიცინის სწავლა ლონდონში,მაგრამ პირველი რომანი "ლიზას" // 1897// წარმატების შემდეგ მან მთელი დრო დაუთმო მწერლობას.

მოემს ჰქონდა ურთიერთობა რამოდენიმე ქალთან,დაქორწინდა,მაგრამ მოგვიანებით ღიად თქვა რომ არის ჰომოსექსუალი. 1927 წელს ის დასახლდა სამხრეთ საფრანგეთში. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაღალ საზოგადოებასთან. მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა როგორც მზვერავი.

მის მიერ გამოქვეყნებული 60-ოდე წიგნიდან ვახსენებთ წიგნებს "ადამიანური მონობა //1915//, რომელსაც როგორც წესი თვლიან მის უდიდეს ნაწარმოებად. "მოჯადოებული" //1919//, "სიყვარულის ფერხული" //1930// და მის ავტობიოგრაფიულ თხზულებას "მემუარები". ის ასევე ცნობილია თავისი პიესებით თეატრისთვის და ნოველების სერიით.

91 წლის მოემი გარდაიცვალა 1965 წელს.

//ეს დაიბეჭდა ტომ ბატლერ-ბაუდონის წიგნში "სულიერების 50 ლასიკოსი", რომლის ფრანგული თარგმანიც პარიზში გამოიცა 2011 წელს. თარგმანი ფრანგული თარგმანიდან.//

No comments: