აურასომა |
შესავალი:
ყველგან, ყოველგვარ ვითარებაში ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს თან გვახლავს ფერი. ჩვენ ძილშიაც კი ვხედავთ ფერად სიზმრებს. მაგრამ ცოტა ჩვენგანმა თუ იცის რომ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ჩვენი პირადი ელექტრომაგნიტური ველი,აურა,ჩვენ გვმოსავს ჩვენი ფიქრებით,ჩვენი ემოციებით და ჩვენი ფიზიკური მდგომარეობით განსაზღვრული ფერების ცოცხალი და ცვალებადი ანსამბლით.
ჩვენ გარშემორტყმული და გაჟღენთილი ვართ სინათლის შემადგენელი ფერებით და ჩვენ ამდენად ვართ სინათლის არსებები. ყოველ ფერს აქვს ტონების და ნიუანსების თავისი საკუთარი სპექტრი და თავისი საკუთარი რხევითი სიხშირეები რომელთა მეცნიერულად გაზომვაც შესაძლებელია.
ქრომოთერაპია გულისხმობს სპეციფიური ფერების კომბინაციების დადგენას და ხმარებას ჩვენი ფიზიკური,გონებრივი და ემოციური წონასწორობის დაცვის მიზნით.
ჩვენ ასე შეგვიძლია ჯანმრთელობის შენარჩუნება და ჩვენი პრობლემების მიზეზების მოვლა.ფერი მოქმედებს ჩვენს სხეულზე, ჩვენს აზროვნებაზე და სულისკვეთებაზე, განწყობაზე. მას შეუძლია ჩვენი დამშვიდება, აღგზნება, გამხნევება, გაწონასწორება, ჰარმონიზაცია და განკურნება. მას თავისი ენაც კი აქვს.
არსებობს გამოთქმები "ეჭვისგან, შურისგან გამწვანებული", "მრისხანებისგან გაწითლებული", "დარდისგან.ნაღველისგან გაშავებული", "თეთრეულივით თეთრი", "გაფითრებული", "უფერულობა".
ქრომოთერაპევტისთვის უფერულობა ნიშნავს რომ ზოგს არა აქვს აურა ან რომ აურა ჩნდება ცუდ ადგილას.
ეს წიგნი შეგიყვანთ ფერის საოცარ სამყაროში.ის წარმოგიდგენთ ქრომოთერაპიის ისტორიას და მის გამოყენებას სხვადასხვა კულტურებში. ის თქვენ აგიხსნით აურას შემადგენელი სხვადასხვა ფერის ატრიბუტებს და გიჩვენებთ ფერების სამკურნალო ენერგიების გამოყენების სხვადასხვა ხერხს წუხილებისა და გაუწონასწორებლობათა სამკურნალოდ.
ამ წიგნში მითითებული ვარჯიშებისა და ვიზუალიზაციების გამოყენებით თქვენ თანდათანობით შეისწავლით ფერების რხევით ენერგიებს და უფრო მგრძნობიარენი გახდებით მათ მიმართ რაც თქვენ დაგანახვებთ თუ რა ფერი გჭირდებათ სიმშვიდის, სიხარულის, ხალისის და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
თავი 1.
რა არის ფერი ?
დიდი ხნის მანძილზე ვერავინ ვერ ხსნიდა ცისარტყელას გაჩენას წვიმის შემდეგ ან მის ფერთა ყოველთვის ერთსა და იგივე წესრიგს.ფიქრობდნენ რომ მათ ქმნიდა სინათლისა და სიბნელის შერევა. შემდეგ ინგლისელმა მეცნიერმა ისააკ ნიუტომნმა 1666 წელს აღმოაჩინა რომ სპექტრის ყველა ფერს ფაქტიურად შეიცავდა თეთრი ფერი. ბნელ ოთახში მან თეთრი სინათლის სხივი გაატარა პრიზმაში. მან დაასკვნა რომ ის ახდენდა სინათლის გარდატეხას და ვინაიდან ყოველ ფერს ჰქონდა გარდატეხის განსხვავებული კუთხე მეორე მხარეს ჩნდებოდა ცისარტყელა. მისი გაჩენა არის შედეგი იმისა რომ წვიმის წვეთები პრიზმის მსგავსად იწვევენ მზის სინათლის გარდატეხას. რაც უფრო დიდია წვეთები მით უფრო წმინდაა და ძლიერია ფერები.
სპექტრის ყოველი ფერი ვიბრირებს თავისი საკუთარი სიხშირით და განსხვავებული სიგრძის ტალღაზე. ალბერტ აინშტაინმა დაამტკიცა რომ სპექტრის ფერები შედგებიან ენერგიის პატარა პაკეტებისაგან, რომელ-
თაც ფოტონებს უწოდებენ. რაც უფრო გრძელია ტალღა მით უფრო დაყოფილია შუალედებით ფოტონები. ლურჯ, ინდიგო და იისფერ ფერებს
აქვთ მოკლე ტალღები და კომპაქტური ფოტონები და, ამდენად, მეტი ენერგია. სპექტრის სხვა ბოლოს ფერებს აქვთ გრძელი ტალღები და ნაკლები ენერგია. ამ თავში ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ ფერების ენერგიას, ქრომოთერაპიის ცენტრში
თავი პირველი. რა არის ფერი?
ფერის მნიშვნელობა :
ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მზის სინათლეში არსებული ფერის რხევით ენერგიებს. სიცოცხლის ყველანაირი ფორმა არსებობს
სწორედ მათი წყალობით. ზაფხულში გარეთ მეტი დროის გატარებისას ვართ უფრო მხიარულები და ჯანმრთელები .
სეზონური დეპრესია, დაუძლურება არის სინათლის ნაკლებობის მიერ გამოწვეული ავადმყოფობა. ის იწყება შემოდგომაზე როდესაც დღეები იწყებენ კლებას და როდესაც ჩვენ ნაკლებად გვხვდება მზის სხივები,
და ის ქრება გაზაფხულზე, როდესაც დღეები გრძელდება. მისი სიმპტომებია ლეთარგია, დეპრესია და სახამებლის სჰემცველი ბოსტნეულის ( féculents) გაუმაძღარი სურვილი.
მზის სინათლე ამაგრებს და აჯანსაღებს ძვლებს. სუფთა ჰაერზე ჩვენი თვალები შთანთქავენ ულტრაიისფერი სინათლის საშუალო სიხშირის ზოლს რომელიც ჩვენს სხეულს აძლევს კალციუმის სინთეზისათვის არსებიTი ვიტამინი დ-ს გამომუშავების საშუალებას.
მკვლევარებმა აჩვენეს რომ ულტრაიისფერები არ გადალახავენ მინას, ესე იგი სათვალეებს, მზის სათვალეებს
(განსაკუთრებით "პანორამულებს") და კონტაქტური ლინზები ხელს უშლიან მათ შთანთქმას.
ქრომოთერაპიის ისტორია:
ფრანკ ალპერ ქრომოთერაპიის პირველ გამოყენებას მიაწერს ატლანტებს. ის აღწერს წრიულ ტაძრებს რომლებშიც იყო სამკურნალო ოთახები. მზის სხივების გარდატეხა ხდებოდა ხელოვნური კრისტალებისაგან გაკეთებულ სახურავებში და ოთახები ივსებოდა სპექტრის ფერებით რომლებსაც იყენებდნენ დაავადებათა სამკურნალოდ, მშობიარეთა დასახმარებლად და მომაკვდავებისათვის სააქაოდან საიქიოში გადასვლის გასაადვილებლად.
არქეოლოგებმა ეგვიპტურ ტაძრებში აღმოაჩინეს იგივე სამკურნალო ოთახები რომელთა აღნაგობაც მზის შუქს ფანტავდა სპექტრის ფერებად. პაციენტებს დიაგნოზს უსვავდნენ ფერის მეშვეობით და შემდეგ მკურნალობდნენ ოთახში სადაც ბატონობდა საჭირო ფერი.
ძველ ინდოეთში მკურნალობა გულისხმობდა 7 კოსმიური სხივის კონცენტრაციად მიჩნეული მადანის და ძვირფასი ქვების გამოყენებას. ყოველი ქვა დაკავშირებული იყო განსაკუთრებულ სხივთან ( მაგალითად ონიქსი და ულტრაიისფერი, ვეფხვის თვალი ( ?) და ინფრაწითელი). მათი ნამდვილი კოსმიური ფერის დასადგენად (ის ზოგჯერ განსხვავდებოდა ხილული ფერისაგან) მათ უყურებდნენ პრიზმის მეშვეობით.
საბერძნეთში გავრცელებული იყო მკურნალობა მზის სინათლით (ჰელიოთერაპია). აქედანაა სახელგანთქმული ჰელიოპოლისი და მისი სამკურნალო ტაძრები. . ჰიპოკრატემ ავადმყოფობის ბაზისური მექანიზმი ახსნა
ხორციელი აირადი სხეულების, ფლუიდების ოთხი ტენით, სულიერი განწყობილებებით
ყოველ მათგანს აქვს თავისი საკუთარი ფერი. ესენი იყვნენ გულთან დაკავშირებული წითელი სისხლი, ელენთასთან დაკავშირებული ყვითელი ნაღველი, ღვარძლი ( bile Jaune), ტვინიდან მომდინარე მელანქოლია, შავი ზაფრა (bile noire) და ღვიძლიდან ამოღებული თეთრი ლორწო, სისველე (glaire blanche). გაუწონასწორებლობას მკურნალობდნენ
ნაკლული ტენის სულიერი განწყობის მიწოდებით რაც ხდებოდა საკვების, ყვავილების, სალბუნების (emplâtres), მალამოების და მინერალების მეშვეობით.
ქრისტიანული ხანის დასაწყისში მკურნალობას ფერის გამოყენებით წარმართულ პრაქტიკად მიიჩნევდნენ და დაიკარგა მრავალი ძველი ავტორის ნაწერი ჰოლისტური მედიცინის შესახებ. ქრომოთერაპია მე-11 საუკუნეში განაახლა სახელგანთქმულმა სპარსმა ფიზიკოსმა ავიცენამ. კანონში მან გადმოსცა თავისი თეორიები ფერის სამკურნალო გამოყენების შესახებ და მიუთითა ფერის შესაძლო მავნე გავლენაზეც. ასე მაგალითად, წითელი უნდა ზრდიდეს არტერიულ წნევას და ლურჯი,ცისფერი უნდა ამცირებდეს მას, მაშინ როდესაც ყვითელი უნდა ამსუბუქებდეს ანთებებსა და ტკივილებს.
აღორძინების ხანის ევროპაში ფერით კურნავდა სხვა შესანიშნავი ფიზიკოსი, პარაცელსი. ის ავადმყოფს უწერდა ფერად სინათლეს,ბალახებსა და მინერალებს.
მე-19 საუკუნეში მოხდა დიდი პროგრესი ანატომიაში, ქირურგიაში და წამლობაში. ამ გატაცებამ ფიზიკური მხარით მარგინალური გახადა მკურნალობის სულიერი, ემოციური და ფსიქოლოგიური ასპექტები და დაივიწყეს მთლიანი პიროვნების მკურნალობის კონცეფცია. ამ დანაკლისთან ერთად შემცირდა ფერის გამოყენებაც.
მიუხედავად ამისა ჰელიოთერაპია ხელახლა აღმოაჩინეს მე-19 საუკუნის შუა ხანებში.დანიელი ფიზიკოსი ნილს რიბერგ ფინსენ იყო პირველი ვინც კანის ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოიყენა ხელოვნური სინათლე.შვეიცარიაში ჰელიოთერაპია ტუბერკულოზის სამკურნალოდ მასშტაბურად გამოიყენა ოგუსტ როლლიერმა.
ჰელიოთერაპიის პრაქტიკოსები მაშინ დაინტერესდნენ მზის სინათლის შემადგენელი ფერებით. პიონერებს შორის იყვნენ ამერიკელები Set
Pancoast და Edwin Rabbit . Pancoast უფრო მუშაობდა წითელთან და ლურჯთან. ის ფიქრობდა რომ წითელი ააქტიურებს ნერვიულ სისტემას და ლურჯი მას ასვენებს. რაბბიტი დაინტერესდა საწყისი წითელი, ყვითელი და ლურჯით. ის პაციენტებს ასმევდა ფერად სოლარიზებულ წყალს და გამოიგონა საამისო კაბინეტი.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მოძღვარმა და მისტიკურმა ფილოსოფოსმა რუდოლფ შტაინერმა ფერი განიხილა მეტაფიზიკურ პლანში. მის თანახმად ფერი ცოცხალი არსებაა და ყოველ ნიუანსს აქვს სულიერი მნიშვნელობა. მეტიც, ავადმყოფობას აჩენს მიწიერი ცნობიერების მოწყვეტა ღვთაებრივი აღქმისაგან და ამის განკურნება შეუძლია ხელოვნებას.
ბაზელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი მაქს ლუხერ ამტკიცებს რომ პიროვნების გარკვეული ფერებისადმი მიდრეკილების ძალის მეშვეობით შეიძლება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ავადმყოფობების დადგენა. ეს თეორიები დაადასტურა რუსმა მეცნიერმა ს.ვ.კრაკოვმა, რომელმაც შემდეგ დაამტკიცა რომ წითელი ახდენს სხეულის ავტონომიური (უნებური) ფუნქციების, მაგალითად სუნთქვისა და გულისცემის დამაჩქარებელი სიმპატიური ნერვული სისტემის სტიმულაციას, მაშინ როდესაც ლურჯი ახდენს მათი შემანელებელი პარასიმპატიური ნერვული სისტემის სტიმულაციას.
მეოცე საუკუნეში ქრომოთერაპიის ორი სხვა პიონერი იყვნენ Dinshah P.Ghadiali და Harrry Riley Spitler. ელექტრობით, მათემატიკით და ფიზიკით დაინტერესებულმა გადიალიმ განაცხადა რომ ხმა, სინათლე,ფერი და სითბო ერთი და იგივე ენერგიაა რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მხოლოდ მათი რხევითი ( ვიბრაციული) სიხშირით. მან ჩამოა-
ყალიბა ფერის ადამიანის სხეულისათვის მიყენების მეცნიერული მიდგომა და გამოიგონა ორი მანქანა რომელთა მეშვეობითაც შეიძლება დიაპოზიტივების დახმარებით მისი 12 სამკურნალო ფერის გამოყენება. ექიმ-
მა და ოპტომეტრისტმა სპიტლერმა შექმნა ქრომოთერაპიის სისტემა, რომელსაც მან უწოდა "სინტონიკს". მან აჩვენა თვალებში მოხვედრილი სინათლის როლი ენდოქტრინული სისტემის და ავტონომიური ნერვული სისტემის მოქმედებაში.
თანამედროვე ქრომოთერაპია განიცდის ამ ორი საინტერესო ადამიანის კეთილისმყოფელ გავლენას და, როგორც ამას დავინახავთ, განაგრძობს განვითარებას.
ფერი და სინათლე ჩვეულებრივ მედიცინაში:
ფერების ჩვენეული ხედვა:
მკურნალობის დამატებით საშუალებებად მიჩნეულ ფერს და სინათლეს იყენებს თანამედროვე ალოპათური მედიცინაც. ასე მაგალითად ულტრაიისფერი სინათლით შეუძლიათ //ზოგ შემთხვევაში, გ.მ.// კანის ისეთი ავადმყოფობის მკურნალობა როგორიცაა ფსორიაზი. ქირურგიაში არგონის ლაზერი ქმნის მწვანე ტალღის სიგრძეს და აჩერებს სისხლისდენას ნახშირის დიოქსიდის ლაზერი ქმნის ინფრაწითელ კონას და და იძლევა გაკვეთის საშუალებას. ლაზერებს იყენებენ ოფტალმოლოგიაშიც.
პროფესორი Endre Mester-ის მიერ შექმნილი ათერმიული ლაზერის სინათლე ამშვიდებს დამწვრობებს, აჩქარებს ჭრილობათა განკურნებას...
ბუდაპეშტში ბაზისური მკურნალობა პოლარიზებული სინათლით იძლევა ფეხების წყლულების,ფუდხების და ვენების გაფართოებათა მკურნალობის საშუალებას.
რუსეთში პროფესორი კირა სამოილოვა ტრებს ულტრაიისფერი სინათლით დასხივებული სისხლის გადასხმას. იგივეს თავიდან აკეთებდნენ Emmit Knott და Virgil Hancock....
1970-ან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში თომას დუგერტიმ //Thomas Dougherty// გამოიგონა მნიშვნელოვანი ფოტოდინამიური თერაპია როდესაც ის წითელ სინათლეს იყენებდა სინათლისადმი მგრძნობიარე ნაერთთან ერთად და ასე სპობდა ავთვისებიან სიმსივნეებს. ასევე ებრძოდა ის კანის კიბოს და მკურნალობდა მოშორებული სიმსივნის ადგილს.
ფერების ჩვენეული ხედვა:
სინათლე ფერია და ფერი სინაTლეა. ჩვენს სამყაროში არაა რეალური ფერები. ჩვენს სამყაროშია მხოლოდ ცვალებადი სიგრძის მანათობელი ტალღები რომელთაც შთანთქავს და ირეკლავს ყველაფერი რაც ხვდება სინათლეს. არეკლილი ტალღები შედიან ჩვენს თვალებში და ააქტიურებენ თვალის უკან ბადურაზე მდებარე კონუსებს და ჯოხებს. ეს უკანასკნელები სინათლის მიერ გამოწვეულ სიგნალებს ოპტიკური ნერვის გზით გადასცემენ ტვინის უკან მხედველობის ცენტრს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ ფერის "დანახვა".
ჩვენს თვალებში შეღწევით სინათლე თავისი პირდაპირი გავლენით ჰიპოთალამუსზე აადვილებს სხეულის კარგ ფუნქციონირებას. ჰიპოთალამუსი აკონტროლებს ნერვიულ სისტემას, ტვინის ჯირკვალზე გაგზავნილი მანათობელი ინფორმაციით ეს უკანასკნელი ახდენს ჩვენი ჰორმონალური სისტემის სტიმულაციას და მოქმედებს როგორც ბიოლოგიური საათი.
სინათლეში წარმოდგენილი ფერების დანახვა შეიძლება პრიზმის გამოყენებით. მოათავსეთ ის თქვენი ცხვირის წსვერზე და გაიხედეთ მასში, თქვენ თქვენს გარშემო არსებული ყოველი ობიექტის ირგვლივ დაინახავთ სპექტრის ფერებს.
ელექტრომაგნიტური სპექტრი:
... ელექტრომაგნიტური სპექტრის უმეტესობა უხილავია ადამიანის თვალისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ისინი არ მოქმედებენ ჩვენზე. ასე მაგალითად, კლასიკურ მედიცინაში რენტგენის სხივების მანქანები არსებითი საშუალებებია დიაგნოზის დასასმელად და ულტრაიისფერი სინათლე ჩვენ გვკვებავს ვიტამინით. ყოველ შემთხვევაში, შედეგები ზოგჯერ საშიშია: ულტრაიისფერის ზედმეტად დასხივება იწვევს მზის დაკვრას და მან შეიძლება გააჩინოს კანის კიბო.ხილული მანათობელი ტალღები, რომლებიც გვაწოდებენ ფერს მდებარეობენ ელექტრომაგნიტური სპექტრის შუაგულში და მათი ტალღების სიგრძეა დაახლოებით 400-700 ნანომეტრი (ერთი ნანომეტრი უდრის მეტრის ერთ მემილიარდედს). ყველა სხვა სხივების მსგავსად მათ შეუძლიათ ჩვენზე
გავლენის მოხდენა და ჩვენ ამას ვნახავთ.
ადამიანური აურა:
ყველა ცოცხალი არსება გარშემორტყმულია ელექტრომაგნიტური ველით, აურათი. ადამიანებში მას აქვს ოვალური ფორმა. ის უფრო ფართოა თავის ირგვლივ და უფრო ვიწროა ფეხების ირგვლივ. ის წარმოადგენს ექვსი ფენის თუ კონვერტის ხლართს, რომელიც აღწევს ჩვენს სხეულში. ყოველი ფენა ვიბრირებს და ამ ვიბრაციის სიხშირე მასში განაპირობებს ფერების ურთიერთქმედებას. ფიზიკურ სხეულთან დაკავშირებულ ფენებში ფერები უფრო სქელი და მკვეთრია მაშინ როდესაც სულიერი ასპექტის ფენებში ფერები უფრო მსუბუქია. აურას ყოველი ფენის ფერები და რხევითი სიხშირე იცვლება ჩვენი ფიქრებისა და განცდების შესაბამისად.
ეს ცვლილებები შემდეგ დადებთ ან უარყოფით გავლენას ახდენენ ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზე.
აურა არის ჩემი მე-ს ცოცხალი ნაწილი, რომელიც განუწყვეტლად ფართოვდება და იკუმშება. მისი ექსპანსია დამოკიდებულია ჩვენს სულიერ ზრდაზე. ხელოვნური ბოჭკოები თითქოს ეწინააღმდეგება ამ მოძრაობებს და თუ კი ფერების ფილტრებად თქვენ იყენებთ ქსოვილებს, უმჯობესია ბუნებრივი ბოჭკოების შერჩევა.
Aura’s and how to see
გავლენის მოხდენა და ჩვენ ამას ვნახავთ.
ადამიანური აურა:
ყველა ცოცხალი არსება გარშემორტყმულია ელექტრომაგნიტური ველით, აურათი. ადამიანებში მას აქვს ოვალური ფორმა. ის უფრო ფართოა თავის ირგვლივ და უფრო ვიწროა ფეხების ირგვლივ. ის წარმოადგენს ექვსი ფენის თუ კონვერტის ხლართს, რომელიც აღწევს ჩვენს სხეულში. ყოველი ფენა ვიბრირებს და ამ ვიბრაციის სიხშირე მასში განაპირობებს ფერების ურთიერთქმედებას. ფიზიკურ სხეულთან დაკავშირებულ ფენებში ფერები უფრო სქელი და მკვეთრია მაშინ როდესაც სულიერი ასპექტის ფენებში ფერები უფრო მსუბუქია. აურას ყოველი ფენის ფერები და რხევითი სიხშირე იცვლება ჩვენი ფიქრებისა და განცდების შესაბამისად.
ეს ცვლილებები შემდეგ დადებთ ან უარყოფით გავლენას ახდენენ ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზე.
აურა არის ჩემი მე-ს ცოცხალი ნაწილი, რომელიც განუწყვეტლად ფართოვდება და იკუმშება. მისი ექსპანსია დამოკიდებულია ჩვენს სულიერ ზრდაზე. ხელოვნური ბოჭკოები თითქოს ეწინააღმდეგება ამ მოძრაობებს და თუ კი ფერების ფილტრებად თქვენ იყენებთ ქსოვილებს, უმჯობესია ბუნებრივი ბოჭკოების შერჩევა.
Aura’s and how to see
No comments:
Post a Comment