7.05.2012

ფილიპ კონტამინი საღვთო მშვიდობაზე და რაინდულ ეთიკაზე-2:

არლოს დიდი და ეპისკოპოსი.
შუა საუკუნეების მინიატურა 
საფრანგეთის  ეროვნული 
ბიბლიოთეკიდან
მოძრაობას მშვიდობისთვის მის ორ ნაირსახეობაში ჰქონდა სხვადასხვანაირი შედეგი. ის წარმოიშვა დასავლეთის ზოგ სახელმწიფოში ხელისუფლების უნიათობის შედეგად და მან მეფეებს და თავადებს უბიძგა ინიციატივის გამოჩენისკენ:
ლიუდოვიკ მეშვიდემ 1155 წელს ბრძანებით "მშვიდობის დამრღვევების " წინააღმდეგ მოითხოვა "სიავის თარეშის დათრგუნვა და ყაჩაღთა ძალადობის მოთოკვა";

ფრიდრიხ ბარბაროსამ 1158 წელს მშვიდობა გამოაცხადა მთელ იტალიაში; ამავე იდეამ რომის წმინდა ისტორიის მთელ მანძილზე გააჩინა მშვიდობის სხვადასხვა კერები.

ამის შედეგად ომი არ მოისპო,მაგრამ დარჩა ძალაუფლების მფლობელთა ვიწრო წრის საქმედ. მაქს ვებერის თქმით ამ წრის წევრებს ჰქონდათ მონოპოლია ძალადობაზე. სამშვიდობო მოძრაობის ლოღიკური შედეგი იყო წმინდა ლიუდოვიკოს და მისი მემკვიდრეების ზომები კერძო ომების წინააღმდეგ.

ამან გამოიწვია სახალხო მილიციების შექმნა,აშკარა ბიძგი მისცა ხალხის ბრძოლას ფეოდალებთან და ხელი შეუწყო ქალაქების განთავისუფლებას.

სამშვიდობო მილიციებს "ახასიათებდა ანტიიერარქიულობა არა მხოლოდ იმიტომ რომ მძარცველ ფეოდალებს ისინი უპირისპირებდნენ გლეხებს არამედ და უმთავრესად იმიტომაც რომ ისინი ხალხს აიძულებდნენ თვითონ დაეცვათ თავი კანონიერი ხელისუფლების დახმარების დაცდის გარეშე...გაშლილი საეკლესიო დროშებით ჩატარებული ლაშქრობიდან მანის მძარცველი ფეოდალების სასახლეების წინააღმდეგ //1070 წ.// დაიწყო ფრანგული კომუნალური მოძრაობა".
ლიუდოვიკ მეექვსემ აშკარად სენ-დენის ბერების რჩევით მოხერხებულად გამოიყენა ეს ხალხური ინიციატივა კაპეტინგების მონარქიის ინტერესების დასაცავად. ასეთი იყო თავიდან მისი საქმიანობის აზრი. " სიბერემ და ავადმყოფობამ ჩამოიყვანა ფილიპე მეფური ღირსების სიმაღლიდან და მართლმსაჯულება ტირანების წინააღმდეგ მეტისმეტად დასუსტდა.

ლიუდოვიკომ მძარცველების და აჯანყებულთა ტირანიისთვის ბოლოს მოსაღებად უპირველეს ყოვლისა მიმართა მთელი საფრანგეთის ეპისკოპოსებს...

და პრელატებმა მაშინ დაადგინეს რომ მღვდლები დროშებით და თავისი მრევლით მეფესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გარემოცვებში და ბრძოლებში". სამშვიდობო მოძრაობის ერთ-ერთი მოწმობა იყო ბუვინთან გამოტანილი სენ დენის ორიფლამა,მშვიდობის,კომუნათა მფარველი დროშა.

საღვთო ზავით წლის ნებისმიერ დროს აკრძალული იყო მხოლოდ საკუთრივ ომთან დაუკავშირებელი ძალადობა.

რაც შეეხება სამართლიან ომს,კანონიკური სამართლის მცოდნეთა და თეოლოგთა უმრავლესობა უსარგებლოდ თვლიდა მის რამენაირად დროით შეზღუდვას.

წმინდა თომა აქვინელის აზრით აუცილებლობის შემთხვევაში//და სამართლიანი ომი ყოველთვისაა საჭირო// ომი შეიძლება ყველაზე საზეიმო დღესასწაულების დროს.

მაგრამ ზოგი მოაზროვნე უფრო მომთხოვნი იყო:
რუფიკი (Summa Decretorum-ში//1157// მოუწოდებდა საეკლესიო დღესასწაულებისთვის პატივის მიგებისკენ. ამ დღეებში არამზადებიც კი არ უნდა დაესაჯათ. მეორეს მხრივ საზოგადოებრივი აზრი,ალბათ ცრუმორწმუნე შიშით.არანორმალურად თვლიდა ომს წლის საკრალურ პერიოდებში.

საღვთო ;შვიდობამ ხელი შეუწყო მშვიდობიან,ომში ჩაუბმელ ადამიანთა და მათი ქონების ბუნებრივი ხელუხლებლობის ცნების ჩამოყალიბებას.

უშუალოდ საღვთო მშვიდობის იდეასთანაა დაკავშირებული ჩამონათვალი იმათი ვისაც აქვთ " დაცვის სიგელი მოთხოვნის გარეშე". ამ ჩამონათვალში არიან ეკლესიის ხალხი პრელატებიდან სალოცავ მოგზაურობაში მყოფებამდე,კაპელანების,მორჩილების,განდეგილების,მწყემსების და ყველანაირი მუშაკების,გლეხების,ვაჭრების,ქალების,მოხუცების და ბავშვების ჩათვლით.

აი რას წერს ონორე ბოვე " ბრძოლათა ხეში"//1386 წლიათვის//:" მეომრების ძველი წეს-ჩვეულებების გამორკვევა რთულია და საკამათოა,მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ძველი წესისა და ჩვეულებების თანახმად კარგი მეომრებისთვის სამარცხვინოა ტყვეებად ბერიკაცების აყვანა თუ კი ისინი არ ომობენ,სამარცხვინოა ტყვეებად ქალების და უდანაშაულო ბავშვების აყვანა. უეჭველია რომ მათში გამოსასყიდის მოთხოვნა ძალიან ცუდია ვინაიდან ცნობილია რომ მათ არ შეუძლიათ ომი... ისინი კი ვინც ამას სჩადიან ყაჩაღებად,მძარცველებად უნდა იწოდებოდნენ.

1139 წელს ლატერანის კრებამ შეაჩვენა ის მეომრები რომლებიც საშინელ იარაღს, შვილდისარს და არბალეტებს ხმარობენ ომებში ქრისტიანებს შორის,
ეს აკრძალვა არ ყოფილა გრაციანის " დეკრეტში ",მაგრამ იყო გრიგოლ მეცხრის "დეკრეტალიებში".  ის გამოიყენებოდა მხოლოდ დროებით და შეზღუდულად.

პიერლე შანტრი//1200 წლისთვის// უშვებდა შვილდისარის,არბალეტის გამოყენებას ურწმუნოთა, წარმართების,კატარების წინააღმდეგ და სამართლიან ომებში.

რიჩარდ ინგლისელი,რაიმუნდ დე პენიაფორტი ჟან დე დიე იდგნენ ლატერანის კრების მიერ დაწესებული აკრძალვის დაცვის აზრზე.
მაგრამ ეკლესიას არ დაუგმია არც სატყორცნი არტილერიის სრულყოფა და არც ცეცხლსასროლი არტილერიის გაჩენა. შეიძლება ლატერანის კრებას მხედველობაში ჰქონდა არა იმდენად იარაღის სახეობა რამდენადაც მეომრის ტიპი.   

პიერ ლე შანტრმა თქვა რომ მათი ხელობა ეკუთვნის სულის უეჭველად დამღუპველ ხელობებს იმიტომ რომ ისინი ხელფასს იღებენ უდანაშაულო ადამიანთა მოკვლისთვის.
 // გაგრძელება და დასასრული იქნება//.

No comments: