ნეჩაევი |
"რევოლუციური კატეხიზმოს" თანახმად რევოლუციონერი განწირული, თავისი ინტერესების, საქმეების, გრძნობების, მეგობარ ახლობლების არმყოლი და არმქონი არსებაა. საკუთრებაზე და სახელზე უარის მთქმელი რევოლუციონერის მიზანია ნგრევა. ამისთვის ის სწავლობს მექანიკას, ქიმიას, მედიცინას და იძულებს და არაფრად აგდებს საზოგადოებას და საზოგადოებრივ ზნეობას.
говорилось в принятом Нечаевым уставе („Катехизис революционера“), — человек обреченный; у него нет ни своих интересов, ни дел, ни чувств, ни привязанностей, ни собственности, ни имени. Он отказался от мирской науки, предоставляя ее будущим поколениям. Он знает… только науку разрушения, для этого изучает… механику, химию, пожалуй медицину…. Он презирает общественное мнение, презирает и ненавидит… нынешнюю общественную нравственность».
შიგალევშჩინა:
მაგრამ ეს ზეიმი წამიერია,ის ხომ ემთხვევა სიკვდილს. ნიჰილიზმმა მის დამმარცხებლებზე უფრო მეტ ხანს იცოცხლა.
პოლიტიკური ცინიზმი ზეიმით იკაფავს გზას ესერთა პარტიის გულისკენ. კალიაევის სიკვდილზე გამგზავნი აზეფი ეწევა ორმაგ თამაშს. ის აბეზღებს რევოლუციონერებს ოხრანკასთან და ამავე დროს აწყობს ტერორისტულ აქტებს მინისტრების და დიდი თავადების წინააღმდეგ.
მის პროვოკატორობას ასულდგმულებს ლოზუნგი "ყველაფერი ნებადართული და დაშვებულია",ის ისტორიას აიგივებს აბსოლუტურ ფასეულობასთან.
ინდეივიდუალისტურ სოციალიზმზე გავლენის მომხდენი ეს ნიჰილიზმი აავადებს 80-ან წლებში რუსეთში გაჩენილ " მეცნიერულ სოციალიზმს" .
ნეჩაევის და მარქსის საერთო მემკვიდრეობას უნდა გაეჩინა მეოცე საუკუნის ტოტალური რევოლუცია.
მაშინ როდესაც ინდივიდუალური ტერორიზმი სდევნიდა "ღვთაებრივი სამართლის" უკანასკნელ წარმომადგენლებს სახელმწიფო ტერორიზმი ემზადებოდა ამ სამართლის საერთოდ ამოსაძირკვად საზოგადოებრივი პრაქტიკიდან. ამ საბოლოო მიზნების მისაღწევად ძალაუფლების დაპყრობის ტექნიკას მეტი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე მათი იდეური გამართლების მცდელობებს.
და მართლაც,ძალაუფლების ხელში ჩაგდების კონცეფციას ლენინი იღებს ნეჩაევის ამხანაგი და სულიერი ძმა ტკაჩოვისგან. ლენინის აზრით ბრწყინვალე ეს იდეა ლენინისვე თქმით დაიყვანება უმკაცრეს საიდუმლოზე,მონაწილეთა ყურადღებიან შერჩევაზე და პროფესიონალ რევოლუციონერთა აღზრდაზე.
სიცოცხლის ბოლოს გაგიჟებული ტკაჩოვი აღმოჩნდა შუამავალი ნიჰილზმსა და სამხედრო სოციალიზმს შორის. ის თავს თვლიდა რუსული იაკობინელობის შემქმნელად მაგრამ იაკობინელებისგან აიღო მხოლოდ მათი ტაქტიკა და სრულიად უარყო პრინციპები და სათნოებები.
ამ ტაქტიკით ის ცდილობდა რაციონალურის შერიგებას ირაციონალურთან. მისი მიზანი იყო ადამიანთა თანასწორობის მიღწევა სახელმწიფო ხელისუფლების დაპყრობით.
საიდუმლო ორგანიზაცია,რევოლუციური უჯრედები,ბელადის ურყევი ნება,ყველა ამ ცნებაში ჩანს ესოდენ დიდი მომავლის მქონე აპარატის ფაქტობრივი ჩასახვა თუ არა მონახაზი.
ფ.მ.,ლურიეს წიგნი "ნგრევის მშენებელი ნეჩაევი". |
რაც შეეხება ბრძოლის მეთოდებს მათზე ცხად წარმოდგენას გვაძლევს ტკაჩოვის ჩანაფიქრი რომლის თანახმადაც რუსეთის მკვიდრები რომლებიც გადასცდნენ 25 წლის ასაკს მოკლებული არიან ახალი იდეების მიღების უნარს და ამიტომ მოსასპობები არიან.
ამ მართლაც გენიალურ ჩანაფიქრს მნიშვნელოვანწილად განახორციელებს თანამედროვე ზესახელმწიფო სადაც ბავშვების აღზრდას უხელმძღვანელებენ დათრგუნული და დაშინებული უფროსები. კეისარის სოციალიზმი რა თქმა უნდა დაგმობს ინდივიდუალურ ტერორისზმს მაგრამ მას შეცვლის სახელმწიფო ტერორიზმით და ტერორით და იტყვის რომ ის აუცილებელია გაღმერთებული ადამიანური საზოგადოების ასაგებად.
ნიჰილისტი ვერხოვენსკი ვისი დევიზიცაა სწრაფვა ძალაუფლებისკენ იცავს უღირსობის უფლებას.
ისახება მეოცე საუკუნის ტოტალიტარული თეოკრატიები მათი სახელმწიფო ტერორით ახალმა ბატონებმა და დიდმა ინკვიზიტორებმა გამოიყენეს ჩაგრულთა ჯანყი და და გაბანტონდნენ ჩვენი ისტორიის ნაწილზე. მათი ძალაუფლება სასტიკი და დაუნდობელია მაგრამ ისინი რომანტიული სატანას მსგავსად თავის სისასტიკეს ამართლებენ იმით რომ მეფობა,სახელმწიფოს გაძღოლა ყველას არ შეუძლია// "დემოკრატია არაა ლობიოს ჭამა"//.
მაშინ ჩნდებიან ისინი ვისი საქმეცაა სხვათა ტანჯვა. ისინი იქცევიან თავისი ბატონობის მონებად. იმისთვის რომ ადამიანი ღმერთი გახდეს მისი მსხვერპლი უნდა დაეცეს ჯალათის მდგომარეობამდე.
პროვოკატორი აზეფი, აწყობდა ტერორისტულ აქტებს და სარფიანად ყიდიდა სხვა ტერორისტებს. |
ამიტომაა ერთნაირად უიმედო როგორც მსხვერპლის ისე ჯალათის ბედი. ამიერიდან აღარც მონობა და აღარც ბატონობა არაა ბედნიერება. ბატონები დაღვრემილები არიან და მონები მოწყენილები.
სენ-ჟიუსტმა სწორედ შენიშნა რომ ხალხის წამება საშინელი დანაშაულია,მაგრამ როგორ არ უნდა აწამო ადამიანები თუ კი გინდა მათი ღმერთებად გადაქცევა? კირილოვი რომელიც თავს იკლავს ღმერთად გადაქცევის იმედით თანხმდება იმაზე რომ მისი თვითმკვლელობა გამოეყენებინათ ვერხოვენსკის " შეთქმულებისთვის".
საკუთარი თავის ღმერთად ჩამთვლელი ადამიანი გადის მისთვის ჯანყის მიერ დაწესებული საზღვრებიდან და შეუკავებლად მიდის ტერორის ბინძური გზით რომლიდანაც ისტორიას მას შემდეგ არც გადაუხვევია.
No comments:
Post a Comment