7.20.2012

ადამიანთა დაუფიქრებლობის კიდევ ერთი შედეგი, ინდოეთის საშინელი ვივისექცია:

Mohammed Ali Jinnah and
Mahatma Chandhi
პაკისტანის მამა მოჰამედ ალი ჯინა და მაჰატმა განდი " მთელი ჩემი სული ჯანყდება იმ იდეის წინააღმდეგ რომლის თანახმადაც ინდუიზმი და ისლამი არის ანტაგონისტური კულტურები და დოქტრინები. ამ დოქტრინის მიღება ჩემთვის ნიშნავს ღმერთის უარყოფას" //მაჰატმა განდი//. აბდულ გაფარ ბადშახ ხანი, ბაჩა ხანი //1890-1988// პუშტუნთა პოლიტიკური და სულიერი ლიდერი,მახატმა განდის თანამებრძოლი და მიმდევარი, მოუწოდებდა ბრიტანელი კოლონიზატორებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ ძალადობის გამოყენების გარეშე. მან შექმნა მსოფლიოში პირველი ძალადობის უარმყოფელი პროფესიული არმია. გაფარ ხანს სურდა განათლებული,ერთიანი,დამოუკიდებელი, საერო ინდოეთის შექმნა. ამის მისაღწევად მან 1926 წელს შექმნა ახალი მასობრივი ორგანიზაცია " პახტუნ ჯირგა" //პუშტუნთა ლიგა// და სათავეში ჩაუდგა მას. 1929 წლის ნოემბერში კი შექმნა მოხალისეთა რაზმები «ხუდაი ხამატგარან» («ღვთის მსახურები»), ძალადობის უარმყოფელი,სამხედრო დისციპლინაზე დაფუძნებული პროფესიული არმია. ძალადობის აქტიური უარყოფა შევიდა მათი ფიცის ტექსტში. ხან გაფარი თავის ხალხს მოუწოდებდა ბრიტანული ჯილდოების დაბრუნებისკენ,ბრიტანულ უნივერსიტეტებში სწავლის და ბრიტანულ სასამართლოებში გამოსვლის უარყოფისკენ. ის ამბობდა: "მე ვაპირებ მოგცეთ იარაღი რომელსაც ვერ შეეწინაღმდეგება პოლიცია და არმია. ესაა მოციქულის იარაღი,მაგრამ თქვენ არ იცით ამის შესახებ. ეს იარაღია მოთმინება და სამართლიანობა. ვერც ერთი ხელისუფლება დედამიწაზე ვერ დაუპირისპირდება მას"ვიკიპედია//. მაგრამ ინდოეთის გაყოფის შემდეგ მაჰატმა განდი გამოვიდა ინდუსთა და მაჰმადიანთა შეჯახებების წინააღმდეგ და ის მოკლა ინდუსთა ეკსტრემისტული ორგანიზაციის წევრმა ნაციონალისტმა გოძემ რომელიც თვლიდა რომ განდი მაჰმადიანებს ახალისებდა ინდუსთა ხარჯზე.

-----------------------------------------------------------------------------
თოა ხალსა, 84-მა ქალმა გადაყლაპა ოპიუმი და ისინი ერთმანეთის მიყოლებით ჩახტნენ ჭაში. მაჰმადიანებმა პენჯაბის ეს სოფელი დაიპყრეს 1947 წლის აპრილში,რამოდენიმე თვით ადრე ინდოეთის გაყოფამდე და სიკხთა ტრადიციის თანახმად ქალებმა უნდა მოიკლან თავი მაშინ როდესაც გვერდით აღარ ჰყავთ მცველი მამაკაცები. 4 მათგანი გადარჩება იმიტომ რომ ჭაში არაა ყველას დასახრჩობად საკმარისი წყალი. მაგრამ სხვები "მარტვილები" არიან. თავის მოკვლით მათ დაიცვეს თავისი თემის ღირსება. მარტვილები არიან ის ქალიშვილებიც რომლებიც მათი საკუთარი ხელით დახოცეს მათმა მამებმა იმიტომ რომ არ დაეშვათ მათი გატაცება,გაუპატიურება,გამაჰმადიანება. მანგალ სინგჰმა თავის ორ ძმასთან ერთად მოკლა თავისი საკუთარი ოჯახის 17 წევრი. ურვაში ბუტალიამ ნაშრომში " ინდოთ-პაკისტანის გაყოფის გზები" აღრიცხა ინდოესთის ისტორიის ამ თავთან დაკავშირებული სისასტიკეები რომლებიც ამდენი ხნის შემდეგაც ღრღნის ქვეყანას სინანულით და დარდით. 75 000-მდე გატაცებული,გაუპატიურებული,გაყიდული,იძულებით სარწმუნოებაშეცვლილი ქალი. ისინი ქუჩებში შიშვლები გაატარეს,მათ მკერდი მოკვეთეს,სხეულზე დაასვეს "სხვა" რელიგიის ნიშანი. ინდოეთის დაქუცმაცებიდან გაჩენილ ძალადობათა ორგიაში ინდოეთი წალეკა " სხვის " ქალის გატაცების,გაუპატიურების,დამცირების,მისთვის შვილის გაჩენის უნარის წართმევის ჟინმა. ამ ჟინმა შეიპყრო როგორც ინდუსები ისე მაჰმადიანები. თავის თემს მოწყვეტილი და დასახიჩრებული ეს ქალები არიან ინდოეთის,მარადიული დედის, Bharat Mata-ს დასახიჩრებული სხეულის მეტაფორა. და ინდუსი ნაციონალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კარიკატურაა ინდოეთის ფორმის მიმღები ქალის სხეული და ნერუ რომელიც მას ჭრის ხელს//პაკისტანს//. დამოუკიდებლობა და ორ სახელმწიფოდ შეთითხნილი დაყოფა გამოცხადდა 1947 წლის 15 აგვისტოს. ერთ მხარესაა მოსახლეობის უმეტესობით ინდუისტური ინდური კავშირი და მეორე მხარესაა მოსახლეობის უმეტესობით მაჰმადიანური პაკისტანი. ინდოეთის უკანასკნელი ვიცე მეფე ლორდ მაუნტბეტენი და ინგლისი თავგუდმოგლეჯილი გარბიან დიდი ბრიტანეთის გვირგვინის სამკაულიდან. ეს სამკაული კი გადაიქცა ჯოჯოხეთად, კოლექტიურ თვითმკვლელობათა გარდა 1947 წლის მარტში ჯანყებისას დახოცეს ათასობით კაცი რავალპინდიში//პენჯაბი//. 1946 წლის აგვისტოში ბენგალიაში ინდუსმა მლოცველებმა გარჰ მუხტეშვარში დახოცეს მაჰმადიანი ვაჭრები. 1946 წლის აგვისტოში კალკუტაში მაჰმადიანთა ლიგის Action Day იქცა "დიდ სასაკლაოდ" : ცულებით და ჯოხებით,თოხებით თუ ცეცხლასროლი იარაღით შეიარაღებული ადამიანები ხოცავენ,ძარცვავენ,ბილწავენ მიზგითებს. სამაგიეროდ ნოახალის ოლქში ხოცავენ და ტაძრებს წვავენ მაჰმადიანები. ყველამ იცის რომ ქვეყნის გაყოფა გამოიწვევს სისხლისღვრას,მაგრამ 1947 წლის აგვისტოში კონგრესმა შვებით ამოისუნთქა. დამოუკიდებლობის მამა ჯავახარლალ ნერუმ აღიარა: " ჩვენ ვიყავით ღონემიხდილები. ბოლომდე უნდა მივსულიყავით. ჩვენ ვფიქრობდით რომ დაყოფა დროებითი იყო". მაჰმადიანური ლიგის ბელადი მივიდა თავის მიზნამდე, დამოუკიდებელ "ორეროვან" ინდოეთამდე,მაგრამ "არავინ იცის თუ სად წავა უტოპიის პაკისტანი,ეს ქვეყანა არსაიდან",წერს ისტორიკოსი ერიკ-პოლ მეიერი. ივლისში ლონდონში კენჭნაყარი ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტი არაფერს ამბობს ლტოლვის,ოჯახთა დაგლეჯის საშიშროებაზე. რედკლიფის კომისია ავლებს საზღვარს რომელიც ასახიჩრებს შერეული მოსახლეობის მყოლ ქალაქურ და სოფლურ ზონებს. პენჯაბი და ბენგალია უმთავრესად მაჰმადიანურია,მაგრამ იქაა ინდუსთა და სიკხთა დიდი უმცირესობები. კომერსანტთა და ფუნქციონერთა ქალაქები ლაჰორი და კარაჩი უმთავრესად ინდუისტურია. საზღვრის ოფიციალურად გავლების შემდეგ,15 აგვისტოს სახლები დაცალეს.დელიში,ქალაქ-საზღვარში ორ ახალ ქვეყანას შორის ინდუსთა მილიცია ცლის კვარტალებს მიზგითებს თავშეფარებული მაჰმადიანი მკვიდრებისგან და ადგილებს ცლის მთელი კონვოებით მოსული ინდუსებისთვის. კარაჩის ცლიან მისი ინდუსებისგან ისევე როგორც დელის მისი მაჰმადიანებისგან. შერეულ კვარტალებში ჩვეულებრივი ხალხი ჟლეტს მეზობლებს მხოლოდ რელიგიური სხვაობის გამო. ა პოლიტიკოსები და ფანატიკოსი სასულიერო პირები ამწვავებენ სიძულვილს. ესაა დიდი "წმენდის"-საფაის დრო. აი მოთხრობა ერთი სიკხისა ატარის საზღვართან : " ერთხელ მთელი ჩვენი სოფელი გაუყვა გზას ახლო მდებარე მაჰმადიანური სოფლისკენ. ეს იყო დამსჯელი ექსპედიცია, ჩვენ ნამდვილად გავგიჟდით.... და მას შემდეგ 50 წელი ვნანობ,მჭირს უძილობა. მე ვეღარ ვივიწყებ ჩემს მიერ დახოცილი ადამიანების სახეებს. ." იგივეს ამბობს მაჰმადიანი გლეხი ნასირ ჰუსეინი : " ორ დღეში წაგვლეკა სიძულვილის ველურმა ტალღამ,მე ვერც ვიხსენებ თუ რამდენი ადამიანი მოვკალი." დაყოფამ ინდოეთი აქცია შეჭმულ ტერიტორიად. ნეო-პაკისტანის ორი ნაწილი,დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილები ერთმანეთისგან დაშორებულია ინდოეთის ტერიტორიის 1300 კილომეტრით და მსხვერპლთა რაოდენობა ფენომენალურია. სამ თვეში უნდა მოეკლათ მილიონი ადამიანი და ლტოლვილთა არნახული ნაკადი. საზღვარი როგორც ერთ ისე მეორე მხარეს გადაკვეთა 15-მა მილიონმა ადამიანმა. 9 მილიონი ინდუსი და სიკხი მოდიოდა პაკისტანიდან. 6 მილიონი მაჰმადიანი გარბოდა ინდოეთიდან. მილიონი მიდიოდა ფეხით ათობით კილომეტრზე გაჭიმულ კოლონებად. დამშეული,ჯავრისგან გასრესილი,დაუძლურებულებული ქალები და მამაკაცები ისევ პოულობდნენ ცოტა ძალას სხვის პროვოცირებისთვის. ათასობით ოჯახი სამუდამოდ დაიშალა და დაიფანტა ერთ ღამეში . ურვაში ბუტალია : " ძნელია ორი სიცოცხლის დაშორება ერთმანეთისგან,მილიონობით სიცოცხლის დაშორება ერთმანეთისგან სიგიჟეა.". " საშინელი ვივისექცია",გააფრთხილა მაჰატმა განდიმ ინდოეთის გაყოფის თაობაზე. 77 წლის განდი,შექსპირული გმირი, მეფე ლირის მსგავსად თავზარდაცემული დადის სამყაროს,თავისი სამყაროს ნანგრევებში და ქაოსში.ის დადის კალკუტას დაცარიელებულ ქუჩებში სადაც მკვიდრები იმალებიან დამწვარ მანქანებსა და სახლებს შორის. ის მიდის დანგრეულ სოფლებში სადაც ძერები უკვე თავს დასტრიალებენ გვამებს. ის ატარებს სალოცავ შეკრებებს. ისმენს მონაყოლს ჩადენილი სისასტიკეების შესახებ, " ყველას სწმენდს ცრემლს", წერს მწერალი ქრისტინ ჟორდინი მაჰატმა განდის მშვენიერ ბიოგრაფიაში. ის ბოლომდე ცდის ყველაფერს. ამყარებს კავშირებს,შიმშილობს, ცდილობს შეთანხმებას მოჰამედ ჯინასთან,მის დარწმუნებას იმაში რომ არაა საჭირო ინდოეთის დაყოფა. დაყოფილი ინდოეთი მაჰატმა განდისთვის აბსოლუტური ისტორიული ტყუილია. მაგრამ განდის აღარ უსმენენ.განდი სძულთ ორივე ბანაკის აქტივისტებს რომლებსაც უკვე დიდი ხანია რაც აღარ სჯერათ აჰიმსას//ძალადობის უარმყოფელი წინააღმდეგობის//ძალისა. განდი სძულთ ინგლისელებს რომლებიც მასში მუდამ ხედავდნენ ან გაიძვერა პოლიტიკოსს ან წმინდა ფანატიკოსს. განა ოდესმე ყოფილა ესოდენ თავაზიანი ოპოზიციონერი რომელიც წინასწარ აფრთხილებდა დამპყრობელ იმპერიას მის წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო წინააღმდეგობის აქციების შესახებ რამაც ის მსოფლიოს ყველაზე ორიგინალურ რევოლუციონერად გადააქცია? 1947 წლის სასაკლაოები,ლტოლვა-გადასახლებები ადასტურებენ სვარაჯისთვის,მისი საოცნებო ინდოეთის განთავისუფლებისთვის ბრძოლის მარცხს. განდი ქადაგებდა რელიგიათა ჰარმონიას,მათ კი მოაწყვეს დაუნდობელი სასაკლაო. ის გადაგებდა ხელშეუხებლობის,კასტური წყობის უკიდურესობათა წინააღმდეგ,მაგრამ ამან განდის სიძულვილით აღავსო ექსტრემისტი ინდუისტები. განდი ქადაგებდა ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ,მაგრამ ქალები გადაიქცნენ ინდოეთის უბედურების პირველ მსხვერპლებად. მაჰატმა განდი დამარცხდა. მან განაახლა თავისი მსვლელობა და გალობდა თავის მეგობარ თაგორთან ერთად: " იარე მარტო,თუ ისინი არ გპასუხობენ მოწოდებაზე იარე მარტო". ინდოეთის დაყოფის სისასტიკე დიდხანს დარჩა მეტისმეტად მძიმე საიდუმლოდ,მტკივნეულ მშობიარობად რომლის გახსენების დროც არაა იმიტომ რომ ახლოვდება სხვა ქარიშხლები. ქაშმირში,მაგალითად. მაჰატმა განდის მკვლელობა 1948 წლის 30 იანვარს დარჩა უფრო შეშლილი ინდუსის მოქმედებად ვიდრე გრძელი სერიის ბოლო მკვლელობად. ისტორიის ირონიით ჯინაც მოკლა ტუბერკულოზმა განდის მკვლელობიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. შემდეგ ალაპარაკდნენ. გაჩნდა გაგების,ახსნის,განწმენდის სურვილი. მაგრამ ყოველი შემდეგი ჯანყი-სიკხების წინააღმდეგ 1984 წელს ინდირა განდის მკვლელობის შემდეგ.1992 წელს აიოდჰიას მიზგითის დანგრევა,2002 წელს გუჯარატის მაჰმადიანთა მკვლელობები ისევ აცოცხლებს მოგონებას ინდოეთის დანაწილების შესახებ. 60 წლის შემდეგ გახსენება ძლივს დაიწყო. დიდხანს იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო ღირებულებების მქონე რელიგიების დაპირისპირების ცდუნება. მონოთეისტურ,ეგალიტარისტურ და პროზელიტურ ისლამს უპირისპირებდნენ პოლითეისტურ,იერარქიზებულ,შემწყნარებელ ინდუიზმს. ისლამმა დაიპყრო ინდოეთში და მიუხედავად იმისა რომ იყო მოსახლეობის უმცირესობის რელიგია ბატონობდა ინდოეთში 6 საუკუნის მანძილზე დელის სულთანატის შექმნიდან მე-18 საუკუნეში მოგოლთა დაკნინება-დაცემამდე. მაგრამ ბრიტანულმა დაპყრობამ (1715-1818) ბოლო მოუღო ისლამის ჰეგემონიას და გამოავლინა მისი რაოდენობრივი სისუსტე. მას შემდეგ ისლამი აღარ იყო ინდოეთში პოლიტიკური და კულტურული მოდელი. დაპირისპირება გარდაუვალი იყო. 1940 წელს ჯინა აცხადებდა : " ინდუსები და მაჰმადიანები ეკუთვნიან ერთმანეთისგან განსხვავებულ ცივილიზაციებს ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეებით და კონცეფციებით ." მოვლენებს ეხლაც ასე,რელიგიების ბუნებრივი შეურიგებლობით ხსნიან როგორც პაკისტანის ოფიციალური და ისლამისტი ისტორიკოსები ისე მემარჯვენე ინდუისტი ექსტრემისტები. მეორე თეორია ინდოეთის დაყოფის კატასტროფის მიზეზად თვლის ბრიტანელი კოლონიზატორების ხრიკებს და მათ მიერ გამოყენებულ პრინციპს "გათიშე და იბატონე" და არა ინდოელთა რელიგიურ დაპირისპირებას. მორლი-მინტოს //Morley-Minto// 1909 წლის რეფორმამ პროვინციების რელიგიური თემები გადააქცია ერთმანეთისგან განცალკევებულ საარჩევნო ოლქებად რამაც დაძაბა 1906 წელს შექმნილი მაჰმადიანური ლიგის და უმთავრესად ინდუსთა ნახიონალისტური ელიტის გამაერთიანებელი კონგრესის პარტიის//1885// ურთიერთობა.. მაჰმადიანური უმცირესობის შიშმა გააჩინა "ორი ერის" თეორია. დემოკრატიის და იმპერიული პოლიტიკის ერთობლივმა მოქმედებამ ბიძგი მისცა ინდოეთის ისტორიისთვის უცხო შიდა კონფლიქტებს. ეს შეხედულება ეყრდნობა თეორიას რომლის თანახმად ბრიტანელების მიერ ინდოეთის დაპყრობამდე მაჰმადიანები და ინდუსები ცხოვრებდნენ როგორც კეთილი მეზობლები. ინდუსი მეფეები მოძღვარ-გურუებად და ოფიცრებად ირჩევდნენ მაჰმადიანებს და მაჰმადიანი სუვერენები ცოლებად,გენერლებად და მრჩევლებად ირჩევდნენ ინდუსებს. მაჰმადიანებიც და ინდუსებიც ლაპარაკობდნენ ერთსა და იმავე ენაზე,მათ ჰქონდათ ერთნაირი მუსიკალური,ხუროთმოძღვრული,კულინარული გემოვნება.,ერთნაირი ოჯახური სტრუქტურები//პოლიგამია//. მათ ჰქონდათ უამრავი საერთო ღირებულება . მარკ გაბორიო ხაზს უსვამს რომ ინდური ისლამი სულაც არაა "ეგალიტარისტული" და იმეორებს სოციალურ იერარქიებს რომლებიც არაა ესოდენ შორს კასტური სისტემისგან. ორივე ახსნა კარიკატურულია. მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი თანაარსებობის საუკუნეთა მიუხედავად ორი კულტურა არ ეკარებოდა ერთმანეთს. სიწმინდის წესების სახელით არ ჭამდნენ ერთად,არ ეხებოდნენ ერთმანეთს,არ ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე. ინდუსები ისლამს და ქრისტიანობას თვლიდნენ უწმინდურ და ბარბაროსულ რელიგიებად. მაჰმადიანები და ქრისტიანები მიუკარებელთა მსგავსად არიან კიბის უმდაბლეს საფეხურზე. ურვაში ბუტალიას წიგნში ერთი სიკხი ჰყვება გაუგონარ ამბავს: " თუ კი ჩვენთან მოსულ მაჰმადიანს ჩამოვართმევდით ხელს ისე რომ ხელში გვქონდა საკვები ეს საკვები უწმინდურად ითვლებოდა და მას არ ვჭამდით. ამავე დროს თუ კი ერთ ხელში ძაღლი გვყავა და მეორეში საკვები გვქონდა ეს საკვები არ წარმოადგენდა რაიმე პრობლემას." ნამდვილი განხეთქილება იყო ორ ბანაკს შიგნით. კოლონიზატორის თავხედობამ და ქედმაღლობამ მე-19 საუკუნის ბოლოს გააღვიძა მეობები. ინდუსებმა აღადგინეს განწმენდის რიტუალები,გაიხსენეს მითად ქცეული მაჰმადიანობამდელი წარსული. ისინი დაუბრუნდნენ კასტების მკაცრ სულისკვეთებას,ძროხის კულტს,ქვრივთა მსხვერპლად შეწირვას. ინდური ნაციონალიზმი იყენებდა ინდოეთის გადასავლურობის გამო დაფიქრებული მოსახლეობის უკმაყოფილებას. გავრცელდა აზრი რომ აუცილებელი იყო ისლამის და ქრისტიანობის მიერ დამახინჯებული ვედიზმის აღდგენა. იგივე ხდებოდა მაჰმადიანებში.მათაც სურდათ ისლამის განწმენდა ინდუიზმის გავლენისგან,კერპთა კულტის მოსპობა, ყურანის სიტყვა სიტყვით გაგებასთან დაბრუნება, დათრგუნვა სუფიზმისა რომელიც ცხადდებოდა ინდუიზმის მიერ დაავადებულ ისლამად. ისლამური ფუნდამენტალიზმი გაჩნდა ბენგალიაში და პენჯაბში. 1927 წელს შეიქმნა ქადაგთა მოძრაობა ტაბლიღ//რწმენა და პრაქტიკა// რომლის მიზანიც იყო განწმენდა იმისა რაც დააბინძურა თანაარსებობამ საუკუნეთა მანძილზე. ეა მოძრაობა დღესაც არსებობს საფრანგეთში. იმავე წელს ერთმა გადასავლელებულმა ინტელექტუალმა მოდიდიმ//ის იყო ეგვიპტეში მაჰმადიან ძმათა შთამაგონებელი// გამოაქვეყნა გახმაურებული წიგნი "წმინდა ომის" შესახებ და ამით წაახალისა ეს ომი მთელ მაჰმადიანურ სამყაროში. მან 1941 წელს დააარსა ჯამაათ ალ-ისლამ,რომელიც პაკისტანს გადააქცევს ისლამურ რესპუბლიკად. ტრაღედია მოამზადა ამ რელიგიურ ექსტრემიზმთა პოლიტიკურმა გამოყენებამ. ინდუსების მილიციამ რაშტრიია სვაიამსევაკ მოაწყო რიტუალური მანიფესტაციაციები რაც ასევე ძალის დემონსტრაცია იყო. მაჰმადიანურმა ლიგამ თავის მხრივ აიტაცა პოეტი-ფილოსოფოსი იკბალის მიერ 1930 წელს წამოყენებული წინადადება ყველა მაჰმადიანის გაერთიანების მიზნის მქონე ცალკე სახელმწიფოს შექმნის შესახებ. არადა მოჰამედ ჯინა სულ არაა ისლამისტი. ისაა თანამედროვე რეფორმატორი,დაქორწინებულია ისმაელიელზე,ჭამს ღორს და სვამს ვისკის. მაგრამ ჯინამ გაიგო რომ პაკისტანის შექმნის ერთადერთი საშუალება იყო ულემათა გამოყენება. მკვლევარი კრისტოფ ჯაფრელოს თქმით რელიგიური განხეთქილება მდგრადი გახდა მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა მათთვის სასარგებლოდ ჩათვალეს ამ განხეთქილების გამოყენება. მანამდე ეს განხეთქილება მდგრადი არ ყოფილა. ყველაზე უარესი სცენარი დაიწერა. . ფრანგი ავტორი ანრი ტანკის ეს დიდად საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგული გაზეთი "ლე მონდის" 2007 წლის 14 აგვისტოს ნომერში. monstrueuse vivisection de l'Inde LE MONDE | 14.08.2007 à 09h28 • Mis à jour le 14.08.2007 à 09h28 Par Henri Tincq Abonnez-vous 15 € / mois Réagir Classer Imprimer Envoyer Partager facebook twitter google + linkedin A Thoa Khalsa, 84 femmes avalent de l'opium et sautent, l'une après l'autre, dans un puits. Des musulmans occupent ce village du Pendjab en avril 1947, à quelques mois de la partition de l'Inde, et la tradition sikh veut que les femmes s'immolent quand les hommes ne sont plus là pour les défendre. Quatre d'entre elles survivront parce qu'il n'y a pas assez d'eau dans le puits pour les noyer toutes, mais les autres sont des "martyres". En mourant, elles ont préservé l'honneur de la communauté. Martyres aussi ces jeunes filles que leurs pères ont tuées, au sabre ou de leurs propres mains, pour éviter qu'elles ne soient enlevées, violées, converties à l'islam. Mangal Singh, avec ses deux frères, a tué 17 membres de sa famille, enfants, neveux. Dans Les Voies de la partition Inde-Pakistan, Urvashi Butalia recense les cruautés liées à ce chapitre de l'histoire indienne qui, soixante ans après, ronge encore le pays de remords et de chagrin.Les femmes enlevées - 75 000, selon les estimations - sont violées, vendues, converties de force. Elles sont promenées nues dans les rues, ont les seins coupés, le sexe tatoué des signes de l'"autre" religion. Car, dans l'orgie de violences née de la Partition, une obsession submerge l'Inde : kidnapper, violer la femme de l'"autre" pour l'humilier, l'intimider, détruire sa capacité de reproduction. Obsession qui, par rivalité mimétique, ravage autant les hindous que les musulmans. Mutilées, arrachées à leur communauté, ces femmes sont la métaphore du corps amputé de l'Inde, Mère éternelle - Bharat Mata. Et l'une des caricatures les plus chères aux nationalistes hindous est alors celle d'un corps féminin épousant la forme de l'Inde et Nehru découpant un bras qui représente le Pakistan. L'indépendance est proclamée le 15 août 1947, en même temps que la partition - bâclée - en deux Etats : l'Union indienne, à majorité hindoue, et le Pakistan, à majorité musulmane. Lord Mountbatten, dernier vice-roi des Indes, et l'Angleterre fuient en courant le joyau de la couronne, devenu un bourbier infernal. Outre les suicides collectifs, des émeutes font des milliers de morts à Rawalpindi (Pendjab) en mars 1947. Ou au Bengale, en novembre 1946, quand des pèlerins hindous massacrent, à Garh Mukhteshwar, des commerçants musulmans. En août 1946, à Calcutta, une Action Day de la Ligue musulmane tourne à la "grande tuerie" : armés de haches, de bâtons, d'épieux ou d'armes à feu, des hommes assassinent, pillent, lors de vrais pogroms, et profanent des mosquées. En représailles, dans le district de Noâkhâli, des musulmans tuent et brûlent des temples. Tout le monde sait que la Partition tournera au bain de sang, mais, en août 1947, le Congrès pousse un soupir de soulagement. Jawaharlal Nehru, père de l'indépendance, avoue : "Nous étions épuisés. Il fallait qu'on aboutisse. Nous pensions que la Partition serait temporaire." Chef de la Ligue musulmane, Mohammed Jinnah décroche le rêve de sa vie : une Inde indépendante en "deux nations". Mais "nul ne sait où va passer ce Pakistan d'utopie, ce pays de nulle part", écrit l'historien Eric-Paul Meyer. Voté à Londres en juillet, l'Acte d'indépendance de l'Inde ne dit pas un mot des risques d'exode, de déchirement des familles. La commission Radcliffe trace une frontière qui mutile des zones urbaines et rurales, de populations mélangées. Le Pendjab et le Bengale sont à majorité musulmane, mais abritent de grosses minorités d'hindous et de sikhs. Lahore et Karachi, villes de commerçants et de fonctionnaires, sont à majorité hindoue. Dès que le tracé de la frontière devient officiel, le 15 août, les maisons sont évacuées. A Delhi, ville frontière entre les deux nouveaux pays, la milice hindoue RSF vide les quartiers de leurs occupants musulmans, réfugiés dans les mosquées, pour faire une place aux hindous qui arrivent par convois entiers. Karachi se vide de ses hindous comme Delhi de ses musulmans. Dans les quartiers mixtes, des gens ordinaires massacrent leurs voisins sans autre raison que la différence de religion. C'est la première fois en Inde qu'on élimine physiquement, à une telle échelle, des populations pour aboutir à des zones ethno-religieuses pures. Des politiques et des prêtres fanatiques attisent les haines. C'est l'heure du grand "nettoyage" - safa'i. Ce récit d'un sikh à la frontière d'Attari : "Un jour, tout notre village s'est retrouvé en route pour un village musulman proche, en vue d'une expédition punitive. Nous sommes carrément devenus fous... Et cela m'a coûté cinquante ans de remords, de nuits sans sommeil. Je n'arrive pas à oublier les visages des gens que j'ai tués." Même écho chez Nasir Hussain, paysan musulman : "En l'espace de deux jours, une vague sauvage de haine nous a submergés. Je ne peux même pas me rappeler combien d'hommes j'ai tués." La Partition fait de l'Inde un territoire mangé aux mites. Les deux parties, occidentale et orientale, du néo-Pakistan sont séparées par 1 300 kilomètres de territoire indien. Et le nombre des victimes est phénoménal. Parmi les estimations les plus élevées, 1 million de morts en trois mois et un exode humain jamais vu. Quinze millions de personnes passent la frontière dans les deux sens : 9 millions d'hindous et de sikhs venant du Pakistan ; 6 millions de musulmans quittant l'Inde. Un million l'ont franchie à pied dans les kafila, ces colonnes étirées sur des dizaines de kilomètres, hommes et femmes en haillons, affamés, épuisés, écrasés de chagrin, mais trouvant encore un peu de force pour provoquer l'autre. Des milliers de familles sont séparées en une nuit, des vies pour toujours disloquées. Urvashi Butalia : "Il est difficile de séparer deux vies. En séparer des millions est pure folie." Une "monstrueuse vivisection", avait prévenu le mahatma Gandhi à propos de la Partition. A 77 ans, Gandhi, héros shakespearien, erre halluciné, comme le Roi Lear, dans les ruines et le chaos du monde. De son monde. Il marche dans les rues désertes de Calcutta, où les habitants sont terrés, entre les carcasses calcinées des voitures et les maisons incendiées. Il se rend dans les villages rasés où les vautours rôdent déjà autour des cadavres. Il tient des réunions de prière, écoute le récit des atrocités, "essuie les larmes de tous les yeux", écrit l'écrivaine Christine Jordis dans sa belle biographie. Jusqu'à la dernière minute, sur la planche de bois qui lui sert de lit et d'écritoire, il aura tout tenté : nouer des contacts, jeûner, chercher un accord avec Mohammed Jinnah pour le convaincre de ne pas céder au mirage d'une Inde découpée qui est, pour lui, un contre-sens historique, un non-sens absolu. Mais Gandhi n'est plus écouté. Il est détesté par les activistes des deux camps, qui ne croient plus, depuis longtemps, aux vertus de l'ahimsa (non-violence). Par les Britanniques, qui l'ont toujours vu en politicien roué ou en saint fanatique. A-t-on jamais vu un opposant prévenant aussi courtoisement la puissance coloniale des actions de résistance civile qui allaient faire de lui le révolutionnaire le plus original du monde ? Les massacres de 1947, l'exode signent l'échec de son combat pour le swaraj, l'émancipation d'une Inde rêvée. Il avait plaidé pour l'harmonie des religions, mais elles se livrent à un impitoyable massacre. Contre l'"intouchabilité", mais cela lui vaut la haine de tous les extrémistes hindous. Contre l'oppression des femmes, mais elles sont les premières victimes du malheur indien. Gandhi a perdu. Il reprend son rouet et sa marche en chantant avec le poète Tagore, son ami : "Marche seul. S'ils ne répondent pas à ton appel, marche seul." La cruauté de la Partition est restée longtemps un secret trop lourd à porter, un enfantement douloureux qu'il n'est jamais temps de rappeler parce que d'autres orages se profilent. Au Cachemire, par exemple. L'assassinat de Gandhi, le 30 janvier 1948, est resté comme le geste isolé d'un déséquilibré hindou plutôt que le dernier meurtre d'une longue série. L'ironie de l'histoire a voulu que Jinnah meure aussi, de tuberculose, moins de huit mois après lui. Puis les langues se sont déliées, comme par un besoin compulsif d'expliquer, de comprendre, d'exorciser. Mais chaque émeute postérieure - contre les sikhs après l'assassinat d'Indira Gandhi en 1984, la destruction de la mosquée d'Ayodhya en 1992, les massacres antimusulmans du Gujarat en 2002 - réactive le souvenir de la Partition. Soixante ans après, le travail de mémoire a à peine commencé. La tentation a été longtemps d'opposer deux religions aux valeurs antagoniques : l'islam, monothéiste, égalitariste et prosélyte ; l'hindouisme, polythéiste, hiérarchisé, tolérant. L'islam a conquis l'Inde, qu'il a dominée, bien que minoritaire, pendant six siècles, de la création du sultanat de Delhi à la décadence des Moghols au XVIIIe siècle. Mais la conquête britannique (1715-1818) a mis fin à son hégémonie et mis en lumière sa faiblesse numérique. "L'islam a cessé d'être en Inde la référence politique et culturelle dominante", explique l'islamologue Marc Gaborieau. L'affrontement devenait inévitable. En 1940, Jinnah affirmait : "Les hindous et les musulmans appartiennent à deux civilisations différentes, fondées sur des idées et des conceptions contradictoires." Cette explication des massacres, appelée "primordialiste", a été défendue par Louis Dumont dans son Essai sur le système des castes (1966). Elle est celle encore des historiens officiels et islamistes pakistanais comme de l'extrême droite hindoue. L'autre thèse, dite "artificialiste", consiste au contraire à nier cette opposition de fond entre islam et hindouisme et à attribuer la catastrophe de la Partition au colonisateur britannique. Au nom du sempiternel principe "diviser pour régner", la réforme Morley-Minto de 1909 cède aux demandes musulmanes d'électorat séparé dans les provinces et transforme les communautés religieuses en circonscriptions électorales. De quoi attiser la tension entre la Ligue musulmane, fondée en 1906, et le Parti du Congrès (1885), qui regroupe majoritairement les élites nationalistes hindoues. La théorie des "deux nations" naîtra d'un réflexe de peur de la minorité musulmane. Les effets combinés de la démocratie et de la politique du raj (empire) auraient ainsi fait éclater des conflits intercommunautaires étrangers à l'histoire de l'lnde. Cette thèse s'appuie sur un âge d'or supposé - précolonial - où musulmans et hindous auraient toujours vécu en bon voisinage. Les souverains hindous choisissaient des musulmans comme officiers et gourous, les souverains musulmans des femmes, des généraux et des conseillers hindous. Ils parlent les mêmes langues, ont les mêmes goûts musicaux, architecturaux, culinaires, les mêmes structures familiales (polygamie). Les valeurs qu'ils partagent sont plus nombreuses que celles qui les divisent. Loin d'être "égalitariste", souligne Marc Gaborieau, l'islam indien reproduit des hiérarchies sociales qui ne sont pas si éloignées du système des castes. Les deux explications, "primordialiste" et "artificialiste", sont tout aussi caricaturales. Malgré des siècles de cohabitation plus ou moins pacifique, les deux cultures sont en fait restées dos à dos : au nom des règles de pureté, on ne mange pas ensemble, on ne se touche pas, on ne se marie pas. Les hindous considèrent l'islam ou le christianisme comme des religions impures et barbares. Musulmans et chrétiens sont, comme les intouchables, au dernier rang de l'échelle. Un sikh raconte ce fait inouï dans le livre d'Urvashi Butalia : "Si un musulman venait vers nous et que nous échangions une poignée de main et que nous avions un paquet de nourriture à la main, cette nourriture était souillée et nous ne la mangions pas. Si nous tenions un chien d'une main et de la nourriture de l'autre, cette nourriture ne posait aucun problème." La vraie fracture était, en fait, à l'intérieur des deux camps. Face à l'arrogance du colonisateur, les identités se réveillent à la fin du XIXe siècle. Les hindous restaurent les rituels de purification, réactivent le souvenir mythifié du passé prémusulman, reviennent à un esprit de castes rigoureux, au culte de la vache, au sacrifice des veuves. Le nationalisme hindou exploite le mécontentement de populations réticentes à l'occidentalisation de l'Inde et qui se rejoignent dans la référence à un védisme originel qui aurait été perverti par l'islam et le christianisme. Même évolution chez les musulmans qui veulent "deshindouiser" l'islam, éliminer le culte des idoles, revenir à la lettre du Coran, chasser le soufisme, perçu comme une contamination de l'islam par l'hindouisme. Ainsi, le fondamentalisme islamique naît-il au Bengale et au Pendjab. En 1927, le mouvement de prédicateurs Tabligh (Foi et pratique) - encore très présent en France aujourd'hui - est créé avec cette vocation de purifier, purger ce que des siècles de cohabitation ont pollué. La même année, un intellectuel occidentalisé, Maududi, l'un des inspirateurs des Frères musulmans en Egypte, publie un livre retentissant sur la "guerre sainte", qu'il encourage dans tout le monde musulman, et il fonde, en 1941, le Jamaat al-Islam, qui transformera le Pakistan en République islamique. La récupération politique de ces extrémismes religieux prépare la tragédie. Milice hindoue, le Rashtriya Svayamsevak Sangh (RSS) organise des manifestations rituelles qui sont autant de démonstrations de force. De son côté, la Ligue musulmane reprend la proposition faite en 1930 par le poète-philosophe Iqbal d'un Etat séparé ayant vocation à rassembler tous les musulmans. Mohammed Jinnah est pourtant tout sauf un islamiste. C'est un réformateur moderne, marié à une ismaélienne, mangeur de porc et buveur de whisky, mais il a compris que la seule façon de créer le Pakistan était d'utiliser les oulémas. "C'est parce que des acteurs politiques ont considéré qu'il était de leur intérêt d'activer ces lignes de clivage religieux, conclut le chercheur Christophe Jaffrelot, qu'elles ont fini par devenir pertinentes, alors qu'elles ne l'étaient pas auparavant." Le scénario était en place pour le pire. À LIRE Histoire de l'Inde moderne, sous la direction de Claude Markovits, Fayard 2005. Une histoire de l'Inde, Eric-Paul Meyer, Albin Michel 2007. Un autre islam. Inde, Pakistan, Bangladesh, Marc Gaborieau, Albin Michel 2007. Les Voix de la partition Inde-Pakistan, Urvashi Butalia, Actes Sud 2002. L'Inde contemporaine, de 1950 à nos jours, Christophe Jaffrelot, Fayard 2006. Henri Tincq

No comments: