სიმშვიდე, სიცხადე:
დუმილი არის სხეულის, გონების და სულის აბსოლუტური წონასწორობა. ადამიანი რომელიც ახერხებს თავისი ერთიანობის შენარჩუნებას არსებობის ქარიშხლების პირისპირაც სამუდამოდ წყნარია და ურყევი. არც ერთი ფოთოლი არ ტოკავს ხეზე, არაფერი აღელვებს წყლის ზედაპირს. ასეთია ბრძენისთვის იდეალური ცხოვრება.შეწყვიტე ფაციფუცი, მოიკრიფე ძალები, მოერიე დაბნეულობას... ჩიტი ერთ ადგილზე ჯდება ბუდის მოსაწყობად და მეორეზე რომ დაისვენოს გზაში.
მზე,მთვარე, ვარსკვლავები... ადამიანის გულის მსგავსად ისინიცაა ადგილები სადაც ღმერთი შეჩერდა თავისი სიყვარულის გასამჟღავნებლად. ინდიელი ფიქრობს ამ ადგილებზე და მიმართავს მათ ლოცვით. ის იღებს შემწეობას და დალოცვას.
დააკვირდი ბუნებას შენს ირგვლივ. ველის მარტოობა, მთის სიდიადე,ყოველი ცოცხალი ქმნილება, მთელი დედამიწა სიცოცხლეს იღებს მზისგან.
ყოველი ცოცხალი ქმნილება, ყოველი მცენარე არის კეთილისყოფა.
იფიქრე ცის სიმშვიდეზე, ღრუბლის სიმსუბუქეზე.მოშორდი ყველაფერს რაც ამძიმებს სულს. შეცვალე ხედვის და განცდის შენი მანერა. "მთის წვერზე შეკიდულია ღრუბელი და მასზეა შეკიდული ჩემი გული,ასე ამბობს ბრძენი ნავახო".
გამოავლინე შენი მეობა. ისწავლე შენი ქმედებებით ემოციების, გრძნობათა, ფერების შექმნა როგორც მხატვარმა და სამყაროს შემოქმედმა.
შენშია უდიდესი სიყვარულის ადგილი.არაა სხვა ადგილი სიყვარულისთვის.
ყურადღებით უსმინე ბუნების ხმებს,შენს საკუთარ აზრებს,შენს შინაგან გრძნობებს. ძალადობის გარეშე,სიყვარულით ყურადღება მიაქციე შენს ირგვლივ მყოფთა ემოციებს და რეაქციებს. მაშინ შენი სული გაიფურჩქნება ისე როგორც დილით იფურჩქნება ყვავილი. სამყარო გიჩვენებს თავის მშვენიერებას და შენი ცხოვრების ყოველი წამი იქნება როგორც პირველი მზე.
ნუ უყურებ სამყაროს შეშფოთებული,შენი თვალები ავრცელებს დღის სინათლეს, ისინია სამყაროს სარკე.
არ დაიმახსოვრო ცუდი აზრები,მრისხანების,შიშის გრძნობები, დაე გაიარონ მათ ისე როგორც მიფრინავენ ჩიტები,კვალის დატოვების გარეშე.
ისწავლე ურთიერთობა სიცოცხლის სხვა სახეობებთან-ხესთან, წყაროსთან, ცხოველთან. ისინი შენი სხვა ფორმებია.
სიხარული და დარდი,სიამოვნება და ნაღველი მორიგეობით მოსდევს ერთმანეთს. ისე როგორც დღე და ღამე,სიცოცხლე და სიკვდილი. თუ გინდა სულიერი წინსვლა წარმოიდგინე ისინი ერთ მხარეს მიმავალი მდინარის ორ ნაპირად.
ეძებე მარტოობა,გაერიდე დიდი ქალაქების აურზაურს. მარტოობაში აზრები უფრო ადვილად ისვენებენ. ნუ წარმოიდგენ მათ შენი დარდების და პრობლემების შედეგად. ჩვენი აზრები და იდეები ისეთივე ბუნებაა როგორც მდინარის ტალღები თუ ცაში მოტივტივე ღრუბლები. მათ არსებობისთვის და იმისთვის რომ ხილულები იყვნენ სჭირდებათ სინათლე.
სული წარმოშობს აზრებს ისე როგორც პრერია აჩენს ბალახს. ისევე ადვილად. უნაყოფო ან სარეველათი დაფარული ველი ცუდი საკვები იქნება პრერიების ბიზონებისთვის,საშიში ცოცხალი არსებისთვის. იგივე ითქმის შენს სულში გაჩენილ აზრებზე.
ჭვრიტე ბუნება თუ კი გინდა რომ თავი დააღწიო დღეების მომაკვდინებელ მორევს,ყოველდღიურ მღელვარებას. დააკვირდი მზის მოძრაობას,დღის და ღამის მონაცვლეობას,ზამთრის თოვლს და გაზაფხულის სითბოს...საგნები ბრუნდებიან წრის ძველი წესის თანახმად....
ღმერთი ბუნების მეშვეობით გვაძლევს სიყვარულით საქმის კეთების საშუალებას, მაშ გაბედეთ ცხოვრება და სიყვარული, არ შეგაშინოთ საფრთხემ...
Добавьте подпись |
სიყვარულს არა აქვს არც წარსული და არც მომავალი. ის ხორციელდება წამში,აწმყოში მისი დაუყოვნებელი მშვენიერებით როგორც ალი. სწორედ ასე აძლიერებს და განწმენდს ის მთელ ქმნილებას. ისწავლე წამით,აწმყოთი ცხოვრება. მაშინ შიში გაქრება და წამი გადაიქცევა მარადისობად. არ არსებობს სხვა მარადისობა.
თანამედროვე უწესრიგო და ხმაურიანი სამყაროს აყოლით ვერ გაექცევი საკუთარ თავს და ტკივილს. შენი ტკივილი დაგეძებს ისე როგორც მგელი მისდევს თავის მსხვერპლს.დაუცადე მას შენი თავის ცენტრში,ირგვლივ შემოივლე ნათელი აზრები და ითამაშე სამყაროთი ისე როგორც თამაშობს ბავშვი. და მაშინ ტკივილი დადნება როგორც თოვლი მზეზე.
შინაგანი სიმშვიდე არის ძალიან რეალური სივრცე,მტკიცე კლდე რომელსაც ვერ არყევს ვერც სამყაროს მითქმა-მოთქმა და ვერც ადამიანთა ფაციფუცი.
ისაა ცენტრი რომლის ირგვლივაც ბრუნავს სამყარო,ყველაფრის საწყისი და ბოლო.
ბრძენი არ გამოეყოფა სამყაროს რათა იქ შეაფაროს თავი. ის არის სამყაროში როგორც ციკლონის თვალში ფხიზელი და უძრავი.
ბავშვობა პირველ რიგში არის სულიერი მდგომარეობა რომელიც გელის ცხოვრების ყოველ წუთში გაოცების ზღურბლზე შემოდგომის სუნებით, ბილიკების სურნელებებით, მზის ჩასვლის სილამაზით.
ახალგაზრდობა ხვნეშასავით გადის,მაგრამ ბავშვობის სული არ ქრება. ეს სულია დაკარგული დღესასწაული,მეხსიერებაში ჩარჩენილი ცოცხალი წყლის წყარო.
ბედნიერი რომ იყო უნდა გაანთავისუფლო სული შემბოჭველი და დამამძიმებელი გარემოებებისგან. მიაქციე ყურადღება სამყაროს მშვენიერებას,
ყოველ წუთს მზად იყავი ახალი მზეებისთვის,ახალი წადილებისთვის,ახალი სამყაროებისთვის. მაშინ დიდი სული დაგლოცავს და შენით გაიხარებს.
მშვიდობა არასოდეს მოდის მოულოდნელად. მას უნდა მომზადება.ის არ მოდის როგორც წვიმა. ის მოდის იმათგან ვინც ამზადებს მშვიდობას....
// გაგრძელება იქნება//.
No comments:
Post a Comment