იონ დრუცე |
ითვლებოდა რომ მოლდავეთს ბედმა გაუღიმა იმიტომ რომ რომ ბრეჟნევი ოდესღაც იყო მოლდავეთის კომპარტიის ლიდერი და საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალურ მდივნად გახდომის შემდეგ მას აქცევდა დიდ ყურადღებას.
მაგრამ ეს ნიშნავდა მხოლოდ იმას რომ ლიდერის მკერდთან გამთბარი ნაჩალნიკები ცდილობდნენ თავის გამოჩენას და სოფლის მეურნეობაში მოლდავეთის განსაკუთრებული მიღწევების ჩვენებას.
როგორც იტყობინება მოლდაველი მწერალი იონ დრუცე სწრაფვამ უზომო გამარჯვებისკენ გამოიწვია პესტიციდების უკონტროლო გამოყენება // 1987 წლის 29 ივლისის "ლიტერატურნაია გაზეტა"//:
"მეოთხედი საუკუნეა რაც მოლდავეთის მინდვრების თავზე ქრის ქიმიური ქარიშხლები. თითქმის მთელი წელი დილიდან ღამემდე ჰაერში ლივლივებენ პესტიციდიანი თვითმფრინავები. იმას რაც ვერ ეტევა თვითმფრინავში ურევენ თესლს,აწყობენ დამატებით კვებას,ხსნიან წყალში და რწყავენ უზარმაზარ ფართობებს.ბოლოს და ბოლოს შხამქიმიკატების გამოყენება მოლდავეთში გამოვიდა კონტროლიდან. კოლმეურნეობებს მიეცათ სრული თავისუფლება-ყარე და ყარე და ისინიც ყრიან დაუზარელად. საშუალოდ 22,5 კილოგრამს ჰექტარზე,ე.ი. ათჯერ უფრო მეტს ვიდრე მთელ ქვეყანაში.
მშრალ ზაფხულში ქარები მტვერთან ერთად პესტიციდებს აყრიან სოფლებს,ბაღებს,ადამიანებს სახეში...დიდი წვიმების დროს ნიაღვრები სახნავიდან რეცხავენ შხამქიმიკატებს და ყრიან მას ველებზე,პირუტყვს სტოვებენ საძოვრის გარეშე. დღეს ყველა ველი ბორცვებს შორის მცენარეულობისთვის მკვდარი ზონებია.
მაგრამ ყველაზე საშინელია კარგი ამინდი,თბილი და ზომიერი წვიმებით,როდესაც ქიმიკატები აღწევენ იქ სადაც უნდა შეაღწიონ და აკეთებენ თავის შავ საქმეს.
არაა ძნელი მისახვედრი რომ ისინი არ ჩერდებიან სარეველაზე. სიმილირდებიან რა საკვებ ნივთიერებებთან ქიმიკატები აღწევენ თავთავში, კენკრაში, ბოსტნეულში.
ყველაზე საშიშია ნიტრატები. ადამიანის სხეულში მოხვედრის შემდეგ ისინი უტევენ იმუნურ სისტემას და მემკვიდრეობით აპარატს. რაც შეეხება მემკვიდრეებს... აღარაა საიდუმლო რომ პესტიციდებით გატაცების შემდეგ მოლდავეთში ჩნდებიან გონებრივად არასრულყოფილი ბავშვები. დღეს მოლდავეთში მოქმედებს დაახლოებით 50 სკოლა ავადმყოფი ბავშვებისთვის"
მეტიც.ისევე როგორც უზბეკეთში, მოლდავეთის ბავშვებს იძულებით ამუშავებენ მინდვრებში და სწამლავენ. აი რას წერს ციტირებული მოლდაველი მწერალი:
"მოლდავეთის მეორე უბედურება ქიმიზაციის შემდეგ არის თამბაქოს ყოვლად უხამსი მოყვანა. თამბაქოს პლანტაციების ფართობი უახლოვდება ჩვენი ვენახების, ჩვენი ბაღების ფართობს და ვიღაც ოხუნჯობდა რომ დადგა რესპუბლიკის ღერბში თავთავების და ყურძნის მტევნების გვერდით აბოლებული სიგარის ჩართვის დრო.
ამბობენ რომ რომელიღაც ხელმძღვანელი კატეგორიულად მოითხოვს თამბაქოს მოყვანას იმიტომ რომ თამბაქოს მოაქვს ვალუტა. ვალუტა მართლაც კაი რამეა მაგრამ არა ნებისმიერი რამის ფასად!
ყველამ იცის რომ თამბაქოს პლანტაციებზე მეტწილად მუშაობენ ბავშვები და ეს მიუხედავად იმისა რომ ბავშვთა შრომა თამბაქოს მოყვანისას უმკაცრესადაა აკრძალული კანონით.
პედაგოგები ხედავენ ყველაფერ ამას,მაგრამ ბავშვების სამუშაოდ მინდორში გაშვების გამო არც ერთი სკოლის არც ერთ დირექტორს არ მიუღია ზეპირი შენიშვნაც და ბავშვები არიან ნიკოტინის ჯოჯოხეთურ ზღვაში.
მოლდაველი ახალგაზრდების კიდევ ერთი გამოცდაა ბოსტნეულის და ხილის კრეფა. ეს შრომატევადი პროცესი მთლიანად აწვება სკოლის მოწაფეებისა და სტუდენტების სუსტ მხრებს.
ზაფხულის განმავლობაში ეს ვაშლები,ატმები და ყურძენი დამწიფებამდე მრავალჯერ დაამუშავეს ქიმიკალიებით. და ახალგაზრდებს რა! წაიმუშავეს,თავი მოიწონეს,იცინეს და თითო მარცვალიც გადაყლაპეს. მოლდავეთს კი სტანჯავს წყლის ქრონიკული უკმარობა. იქ, მინდორში, ყელს ვერ ჩაისველებ, ხილსაც ვერ გარეცხავ და ასე გრძელდება წლობით. სკოლის მოწაფეთა და სტუდენტთა არმია ჩვენს თვალწინ მარტოდმარტო რჩება ამ საშინელ შხამთან..."
//გაგრძელება იქნება//.
No comments:
Post a Comment