8.01.2012

ალერი ჭალიძე ეროვნულ პრობლემებზე საბჭოთა კავშირში-5,რას უშვრებოდნენ სომხებს:

1986 წლის მარტში სომხეთის კულტურის მოღვაწეებმა და მუშებმა //350 ხელმოწერა// წერილით მიმართეს გორბაჩოვს. ამ წერილს დაურთვეს ერევანის ქიმიური მრეწველობის მიერ ბუნებრივი გარემოს, მოსახლეობისა და ბუნების მოსპობის საშინელი ფაქტები.
                         
აი ამ წერილის ნაწილი:
"29,8 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის სომხეთის 3,5 მილიონიანი მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს ერევანში სადაც მოწამლულია გამოყენებული საჰაერო აუზის 80 პროცენტი. დედაქალაქის თავზე წელიწადში 165 დღის განმავლობაში  ჰკიდია სმოგი.


გარემოს დაბინძურების საერთაშორისო სტანდარტების თანახმად ერევანის, განსაკუთრებით მისი სამხრეთი და დასავლეთი ნაწილების მცხოვრებნი 
//დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი// უკვე დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყვნენ ევაკუირებულნი.
       
რესპუბლიკის მწვანე ქამრების დაახლოებით 35 პროცენტი მომსპარია და სახიფათო მდგომარეობაშია დაახლოებით 45 პროცენტი.  სომხეთის ზოგი მდინარე //დებედა, ვოხჩი, გეტარ// ბიოლოგიურად მკვდარია. სხვა მდინარეები კი//რაზდანი,ვოროტანი// ეკოლოგიურად მთლიანად გამოუსადეგარია.

 საბჭოთა კავშირის 7 ყველაზე მოწამლული //ტოქსიკური ნივთიერებების ტიპისა და საშიშროების  მიხედვით// ქალაქიდან 5 სომხეთშია.
         
ერევანის,ალავერდის,კიროვაკანის, კაფანის,კაჯარანის და სხვა ქალაქების ქიმიურმა ქარხნებმა და აგრეთვე რაზდანის ცემენტის კომბინატმა მოსპეს ახლომდებარე ტყეები, მცენარეულობა და ცხოველური სამყარო.
გამონაბოლქვები ამ ქალაქებში //მაგ. აზოტის მჟავები,ნახშირბადის ოქსიდი,გოგირდოვანი ანჰიდრიდი,ცემენტი, ვერცხლისწყალი, ტყვია, ქლოროპრენი და სხვ.// ათეულობით, ასეულობით და ზოგჯერ ათასობით აჭარბებენ დასაშვებ ნორმებს.
       
დედამიწის ამ პატარა მონაკვეთზე შხამიანი ნარჩენების ასობით ნაირსახეობას ყრიან იქ მდებარე ქიმიური ქარხნები.
   
მარტო ერევანის ქიმრეაქტივების ქარხანა,სიმძლავრით მეორე საბჭოთა კავშირში, აწარმოებს ძლიერი შხამქიმიკატების 135  სახეობას.
     
ყოველივე ეს განსაკუთრებით ერევანში და არარატის ველზე,სადაც ცხოვრობს სომხეთის მოსახლეობის ორი მესამედი,იწვევს ათეულობით ავადმყოფობის გაძლიერებულ გავრცელებას.
         
ვრცელდება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების,ფილტვების ავადმყოფობები, ხშირდება არანორმალური მშობიარობა და უნაყოფობა.
       
რაც შეეხება ფილტვების, საყლაპავის და კუჭის კიბოს,ისევე როგორც სხვა ავთვისებიან სიმსივნეებს,მათმა გავრცელებამ მიაღწია უპრეცენდენტო თავზარდამცემ მასშტაბებს,თანაც უკვე ავადდებიან ახალგაზრდები, რასაც სომხეთი ამ მაჩვენებლით გაჰყავს პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირში.
   
სულ მცირე 5-ჯერ შემცირებული ოფიციალური მონაცემების თანახმად 10000 მოსახლეზე კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა 1965-1985 წლებში გაიზარდა პთხჯერ.
             
ბოლო 15 წლის მანძილზე 5-ჯერ გაიზარდა გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვთა რაოდენობა, ოთხჯერ გაიზარდა სისხლის გათეთრებით დაავადებულთა რაპდენობა, 7-ჯერ გაიზარდა არანორმალურ და ნაადრევ მშობიარობათა რაოდენობა, 8-ჯერ გაიზარდა გულის ინფარკტთა რაოდენობა.
       
ერევანის სამრეწველო რაიონებსა და ატომური სადგურის მიმდებარე რაიონებში 10 ბავშვიდან 5 იბადება ან მკვდარი ან მახინჯი. 10 ბავშვიდან 3 მკვდარი ან მახინჯი იბადება სევანზე და გუგარქში. ხშირია თანდაყოლილი ავადმყოფობებით,მანკებით ბავშვების გაჩენაც. ხშირია შემთხვევები როდესაც ბავშვები იხოცებიან მათი სიცოცხლის პირველი 40 დღის მანძილზე ან აგრძელებენ ცხოვრებას როგორც სხვადასხვა ავადმყოფობის მატარებლები.
     
ოქტემბერიანის, ეჩმიაძინის, ბაგრამიანის, აშტარაკის რაიონებში და ერევანში 1-5 წლის ბავშვთა ორი მესამედი ყოველ 2-3 თვეში ავადდებიან ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბუნებრივი წინააღმდეგობის უკმარობის გამო მათ 2-3 თვეში ერთხელ სტანჯავს სხვადასხვა ავადმყოფობა.
         
არარატის ველის //ერევანის ჩათვლით// მკვიდრთა თითქმის ნახევარი დაავადებულია სხვადასხვა ავადმყოფობით//კიბოს ყველანაირი ფორმა,სისხლის გათეთრება, შაქრის ავადმყოფობა, ფილტვების, ყელის, საყლაპავის ანთება, კუჭის წყლული და სხვ//.
       
ესაა ერის ბიოლოგიური გაწყვეტა ამ გამოთქმის სრული მნიშვნელობით.
ამიტომაა რომ არარატის ველზე ცხოვრების საშინელების თავიდან ასაცილებლად 1980-1985 წლებში ჩრდილო კავკასიასა და სამხრეთ რუსეთში იქიდან გადასახლდა 20 000 ადამიანი."
         
ამასთან ერთად განიხილება სომხეთის ატომური სადგურიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის პრობლემები.კერძოდ იტყობინებიან რომ სომხეთის ზოგ რაიონში ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს უარის თქმას სოფლის მეურნეობის ზოგი პროდუქტის წამაზე//რადიოაქტიური დაბინძურების გამო//.
       
დოკუმენტი იმდენად შემაშფოთებელია რომ ზოგ კრიტიკოსს ის მიაჩნია ტემპერამენტიან სამხრეთელთა გადაჭარბებად. ყველა დეტალის შემოწმება შეუძლებელია,მაგრამ ზოგადი სურათი რომ ნამდვილად ასეთია ამას რა თქმა უნდა უფრო ფრთხილი გამოთქმებით უკვე ადასტურებს საბჭოთა პრესაც.

          
აი რას წერდა, მაგალითად, "ლიტერატურნაია გაზეტას" სომეხი კორესპონდენტი ზორი ბალაიანი //1987 წლის 24 ივნისი//:         
"1970-ანი წლების ბოლოს დაიბადა მემილიონე ერევნელი.სიხარული,რა თქმა უნდა,დიდია. მაგრამ მას აფერმკრთალებდა ცოდნა იმისა რომ მემილიონე ერევნელი შეიძლებოდა არ გაჩენილიყო ჩვენში. ყველა ახალშობილი არ ცოცხლობს.
         
ტრაღედიას აქვს თავისი ლოღიკა. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობის თანახმად გაერთიანება "ნაირიტის" საწარმოთა მილებიდან გამონაბოლქვ შხამიან ქიმიურ ნივთიერებებს აქვთ ძლიერი ზოგადტოქსიკური მოქმედების ფართო სპეკტრი. განა მართლაც მოულოდნელია ტრაღიკული სემთხვევები ამქვეყნად გაჩენისას? 
         
ეს ცნობა საიდუმლო არაა. ის უბრალოდ დევს ჩინოვნიკების მაგიდების უჯრებში.
     
მართლაც რატომ უნდა იცოდნენ ადამიანებმა რომ ეს შხამიანი ნივთიერებები რომლებიც დღე და რამე ხვდება ქალაქის ატმოსფეროში მოქმედებენ განვითარებად ემბრიონზე და იწვევენ ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობასთან შეუთავსებელ ძვრებს"?  ფეხმძიმობისა და მშობიარობის გართულებები,უშვილობა..."
    
საბედნიეროდ ბალაიანის სტატიამ როგორც იქნა გამოიწვია ხელისუფალთა რეაქცია. უკვე 29 ივლისს გავრცელდა ცნობა რომ საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტრომ წამოაყენა წინადადებები პირველი სექტემბრიდან ერევანის ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური საწარმოს დახურვისა და ვითარების გაჯანსაღების სხვა ზომების შესახებ
//1987 წლის 29 ივლისის" ლიტერატურნაია გაზეტა"//. მაგრამ დღემდე უცნობია თუ რამდენად შორს აპირებს წასვლა ხელისუფლება და რა ზომებს მიიღებს ის სომხეთის ქიმიური მრეწველობის შესამცირებლად თუ გასაუმჯობესებლად და ბუნების აღსადგენად. ყოველ შემთხვევაში ცნობილია რომ 1987 წლის პირველ ოქტომბერს ყველაფერი ძველებურად რჩებოდა საჩქარო ზომების მირების დაპირების მიუხედავად
//1987 წლის პირველი ოქტომბრის "ლიტერატურნაია გაზეტა"///.
// გაგრძელება იქნება//.

No comments: