არალის ზღვის ადგილას |
საბჭოთა კავშირში, სადაც ეკონომიკა გეგმიანი და ცენტრალიზებულია, ეროვნულ ოლქებში ბუნების მოსპობა საწარმოო პროცესებთან დაკავშირებით უნდა ჩაითვალოს ციტირებული ნორმებისა და პაქტების დარღვევად. მრავალი ცნობის თანახმად ასეთი დარღვევები არაა იშვიათი.
დროებითი სამეურნეო მოგების სანახავად და მოსკოვის მიერ ნაკარნახევი გეგმის ინტერესებში ბუნებას უმოწყალოდ და შეუბრალებლად უწევენ ექსპლუატაციას.
ირღვევა ლანდშაფტის ბუნებრივი ბალანსი, რის შედეგადაც მომდევნო თაობებს რჩება არსებობის ნაკლები ბუნებრივი საშუალება.
ეს შეეხება საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიას,რუსული მთავრობა არ ცდილობდა განსაკუთრებული ზიანი მიეყენებინა ეროვნული ოლქების ბუნებისთვის,მაგრამ გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა რომ რუსულ მთავრობას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ ეროვნული ოლქების ბუნების დაცვაზე ვინაიდან ამ ოლქების ხალხებს არა აქვთ თავისი ეკონომიკის დამოუკიდებლად აგებისა და დაგეგმვის უფლება.
ამ პრობლემის საილუსტრაციოდ მომყავს სამი მაგალითი-არალის ზღვის კლება, ბუნებრივი გარემოს კატასტროფიული მდგომარეობა სომხეთში და პესტიციდური მოწამლვა მოლდავეთში.
არალის ზღვა:
აი ამას წინ მიღებული სამიზდატის ანონიმური დოკუმენტი: არალის ტრაღედია უზბეკი ხალხის ტრაღედიაა :
რუსული საზოგადოება რამოდენიმე წელია იბრძვის ბაიკალის დაბინძურების წინააღმდეგ და ამან თავისი შედეგი გამოიღო.
ხოლო შუა აზიაში კვდება არალის ზღვა. 10-15 წლის მანძილზე ზღვა სანახევროდ დაშრა. მისი ნახევარი გადაიქცა მარილიან უდაბნოდ.ქარი ზაფხულობით ამ მარილს აყრის კარაკალპაკიის ავტონომიური რესპუბლიკის დასახლებებს. ცა იფარება მარილიანი ფარდით,მზე წითლდება და ქრება მარილიან ღრუბელში. ამ ოლქში მიწაზე არ ხარობს არც ერთი ხე,ცხოველები იხოცებიან,ავადდებიან და იხოცებიან ადამიანები.
უზბეკეთის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში დევს პროექტი "კარაკალპაკიის დარჩენილი ხალხის გადასახლების შესახებ",მაგრამ გადასახლების ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია იმიტომ რომ მეზობელი ოლქების //ხორეზმი, ბუხარა// მიწა ხდება ისეთივე უნაყოფო როგორიც კარაკალპაკიაშია.
არალის ზღვა შრება იმიტომ რომ ამუდარია არ ჩაედინება ზღვაში,იმიტომ რომ არაა წყალი.
წყალს კი ნთქავს ალერსით თეთრ ოქროდ წოდებული ბამბა.
არალის ზღვის გადასარჩენად არსებობს ერთადერთი გზა-ორჯერ უნდა შემცირდეს სარწყავი მიწები,უარი უნდა ითქვას მილიონობით ტონა ბამბაზე და შეწყდეს ყამირის გაუთავებელი ათვისება იმიტომ რომ უნდა გაკეთდეს არჩევანი-ბამბა ან ადამიანები.
მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად ბამბას აფასებენ.
არალის ზღვის ტრაღედია მალე იქნება არა მხოლოდ შუა აზიის, არამედ ყაზახეთის ტრაღედიაც.
გლასნოსტის პოლიტიკის წყალობით არალის ზღვის პრობლემაზე ალაპარაკდა საბჭოთა პრესაც.
უზბეკი მწერალი სარვარ აზიმოვი წერს:
"არალის ზღვის კვდომა დაიწყო დიდი ხნის წინ,მისი მკვებავი სირდარიასა და ამუდარიას აუზში ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გაფართოებასთან ერთად. ის განსაკუთრებით მკვეთრად დაჩქარდა 1960-ან წლებში. შუა აზიის რესპუბლიკებში აქტიურად ვითარდებოდა სარწყავი მიწათმოქმედება. ადრე არალის ზღვის შემავსებელი წყალი ეხლა დაიღვარა ათასობით კილომეტრ არხში, მილიონობით ჰექტარ მინდვრებზე, რაც იძლეოდა სამი რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზრდის საშუალებას. უპირველეს ყოვლისა იზრდებოდა ბამბის პლანტაციების ნაყოფიერება. მოსავლის ზრდა საყოველთაოდაა ცნობილი.
გაცილებით უფრო ნაკლებადაა ცნობილი რომ 1960 წლიდან დღემდე არალი თითქმის ორჯერ შემცირდა საშუალო სიღრმით,მესამედით შემცირდა აკვატორიუმის ფართობით და ორჯერ და მეტად შემცირდა წყლის მოცულობით.
არალი, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოადგენდა მატერიკის სიდიდით მესამე შიდა ტბას //კასპიის ზღვისა და ჩრდილოამერიკული ტბა ზემო-ს შემდეგ//, შრება კატასტროფიული ტემპებით. ბოლო ხანებში ის წელიწადში საშუალოდ დაბლდება 38,3 სანტიმეტრით.
მთელი ზღვის გაქრობის ეკოლოგიური,ეკონომიკური და სოციალური შედეგების წინასწარ წარმოდგენა შეუძლებელია. თუმცა შეიძლება მოიხაზოს დაახლოებითი წარმოდგენა.
არალმა ფაქტიურად დაკარგა თავისი სატრანსპორტო და სარეწი მნიშვნელობა. ყოფილი პორტი და კურორტი ქალაქი ბუინაკი წყლისგან მრავალი ათეული კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდა და მხოლოდ მარილის გროვებზე მიყრილი გემების დამპალი კარკასები მოგვაგონებენ ამ ქალაქის წარსულს.
ბუინაკსკის ოდესღაც ზღვის პირას მდგარ თევზის კომბინატში თევზი ეხლა მიაქვთ ატლანტიკიდან...
პირველ რიგში გაუდაბურდება ეხლა ნაყოფიერი უზარმაზარი ტერიტორია. ზღვის გაშიშვლებული ფსკერის მეტრანახევარი სისქის გრუნტში არის ასობით მილიონი ტონა მარილი. ქარის ეროზიის დიდი კერები ჯერ განვითარებული არაა,მაგრამ არალის შემდგომი დაშრობისას პროცესი უთუოდ გაძლიერდება. ქარით გადატანილი მარილი პირველ რიგში ედება არალისპირეთს და ამარილებს,უნაყოფოს ხდის ნიადაგს. მარილიანი ნიადაგი,მარილიანი ჰაერი და ამასთან ერთად სარწყავი წყლების მინერალიზაცია შექმნის არალისპირეთის უდაბნოდ გადაქცევის პირობებს".
შუა აზიაში მცხოვრები ხალხები თავისი მეურნეობისათვის საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ამუდარიისა და სირდარიის წყლებს. ეს კეთდებოდა ბუნებასთან ჰარმონიაში, სარწყავი მიწების გაუმართლებლად ზრდის და არალის ზღვის მოსპობის საფრთხის გარეშე. ზღვის ირგვლივ მცხოვრებ ხალხთა გამრავლება,სათესი ფართობების ზრდა და ყოველივე ამის შედეგად ამ მდინარეთა წყლების მოხმარების ზრდა ვერ გამოიწვევდა ამ ტრაღიკულ უბედურებებს რომ არა დაუდევრობა და ბუნებრივ დიმდიდრეთა დაუნდობელი ექსპლუატაცია სულ უფრო და უფრო მეტი ბამბის მიღების მიზნით.
ბამბა ხომ ვალუტის ერთ-ერთი წყაროა მოსკოვის მთავრობისთვის.
ეხლა ჟურნალისტები ამბობენ რომ ბამბის სიჭარბე გაჩნდა ეთიოპიაში,არაბულ ქვეყნებში და საბჭოთა კავშირის მეგობრები და პარტნიორები შესძლებენ ბამბის ყიდვას სხვაგან. იქნებ შესაძლებელი გახდეს შუა აზიაში ბამბის ნათესების შემცირება //"ლიტერატურნაია გაზეტა", 1987 წლის 28 იანვარი//.
მაგრამ ბამბის ნათესების შემცირებამაც და მორწყვის მეთოდიკის შეცვლამაც შეიძლება ვეღარ გადაარჩინოს არალის ზღვა და ვერ შეაჩეროს უდაბნო რომელიც უტევს ოდესღაც ყაზახების,უზბეკების,კარაკალპაკების და სხვა ხალხების მარჩენალ მიწებს
//გაგრძელება იქნება//.

No comments:
Post a Comment