//ზოგის აზრით ეს იყო პირველი სახალხო გამოსვლა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დიქტატის წინააღმდეგ//.
უწესრიგობები ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატაში იყო გორბაჩოვის გლასნოსტის პოლიტიკის ერთგვარი გამოცდა. მთელი მსოფლიოს გასაკვირად საბჭოთა პრესა აქვეყნებდა მასალებს ამ მასობრივი მღელვარებებისა და მსხვერპლის შესახებ. პრესის შეტყობინებები არასრული, ტენდენციური, მაგრამ მაინც ინფორმაცია იყო.
ოფიციალური თუ არაოფიციალური შეტყობინებებიდან ცხადი ხდება თუ რამდენად ფეთქებადსაშიში შეიძლება იყოს მდგომარეობა თითქმის ყველა რესპუბლიკაში თუ კი ხელისუფალნი ყურადღებას არ აქცევენ ეროვნულ წინააღმდეგობათა პრობლემას. სწორედ ეს მოხდა უკანასკნელ ათწლეულებში. ეროვნულ წინააღმდეგობებს ხელისუფალნი არ იკვლევდნენ, არ იმჩნევდნენ და ეს ხელს უწყობდა პრობლემების დაგროვებას და ვითარების გამწვავებას.
ყაზახეთის მდგომარეობა გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლისას შეიძლება დახასიათდეს როგორც "ავტონომია კორუფციაში", უზბეკეთის მსგავსად,
ოღონდ იმ განსხვავებით რომ ყაზახეთში მკვიდრი მოსახლეობა შეადგენს მოსახლეობის საერთო რაოდენობის მცოლოდ 36 პროცენტს და ეს ფაქტი ყაზახეთის მდგომარეობას ანიჭებდა განსაკუთრებულ სიმძაფრეს. რესპუბლიკაში ამდენი რუსისა და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების ცხოვრების პირობებში ყაზახური ნაციონალიზმი რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში, ყაზახებისთვის უპირატესობის მინიჭება მაღალ თანამდებობებზე დანინვისას და უმაღლეს სასწავლებლებში მოწყობისას,ამწვავებდა მდგომარეობას.
აი როგორ ახასიათებს ყაზახურ "ავტონომიას კორუფციაში" საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება "ყაზახეთში რესპუბლიკური პარტიული ორგანიზაციის მუშაობაზე მშრომელთა ინტერნაციონალური და პატრიოტული აღზრდის სფეროში" // "პრავდა", 1987 წლის 16 ივლისი//.
"მუდამ იშლებოდა სოციალ-კულტურული მუშაობის გეგმები.გაუარესდა მოსახლეობის სურსათით მომარაგება. ირღვეოდა სოციალური სამართლიანობის პრინციპები. დიდი გაქანება მიიღო სოციალისტური საკუთრების დატაცებამ,მიწერებმა,
მექრთამეობამ. ვრცელდებოდა ლოთობა და ნარკომანია. ყველაფერი ეს აჩენდა არაჯანსაღ მორალურ-ზნეობრივ ატმოსფეროს, არასასურველ მოვლენებს ერთაშორის ურთიერთობებში, აშფოთებდა, აბნევდა კომუნისტებს და პატიოსან მშრომელებს.
უმაღლეს სასწავლებლებში შესვლისას უპირატესობას ანიჭებდნენ ყაზახ ახალგაზრდობას, ყვაოდა პროტექციონიზმი, ირღვეოდა მიღების მოქმედი წესები. უმატებდნენ ნიშნებს.
მშრომელთა ინტერნაციონალურ აღზრდას დიდი ზიანი მიაყენა უხეშმა შეცდომებმა საკადრო პოლიტიკაში. ხელმძღვანელ თანამდებობებზე შერჩევისას და წარდგენისას გადამწყვეტი ფაქტორები ხშირად იყო ეროვნება, ნათესაური კავშირები, პირადი ერთგულება და არა პოლიტიკური, საქმიანი და მორალური თვისებები.
მაამებლობისა და ურთიერთვალდებულებების პირობებში ბევრი საკვანძო თანამდებობა პარტიულ, სახელმწიფო და სამეურნეო, სამეცნიერო დაწესებულებებში და სასწავლებლებში ეკავათ კარიერისტებს, შემგუებლებს, მლიქვნელებს. კადრთა ნაწილი მორალურად გაიხრწნა.
არ იყო უზრუნველყოფილი რესპუბლიკაში მცხოვრები ერებისა და ეროვნებების წარმომადგენლობა საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურის ყველა რგოლში. პარტიული და სახელმწიფო აპარატი,სამართალდაცვითი ორგანოები,მეცნიერებისა და კულტურის დაწესებულებები ყალიბდებოდა ეროვნული გადახრებით. ასევე ივსებოდა სემოქმედებითი კავშირები,ასევე იღებდნენ პარტიაში და წარადგენდნენ ჯილდოებზე.
აღნიშნულმა დარღვევებმა და უყურადღებობამ ზოგი ეროვნული ჯგუფის მოთხოვნილებებისა და საჭიროებათა მიმართ გამოიწვია ამ მოსახლეობის ნაწილის წასვლა რესპუბლიკიდან, განსაკუტრებით გურიევის, ჯეზკაზგანის, ყიზილ-ორდის, სემიპალატინსკის, ცელინოგრადის ოლქებიდან".
ვიცი ეროვნული კორუფციის განვითარების ძირითადი ნიშნები და მიუხედავად სიფრთხილისა რასაც ვიჩენ მსგავსი დადგენილებების მიმართ მე ყაზახეთის ხელმძღვანელებისადმი წაყენებულ პრეტენზიებში ვერ ვხედავ განსაკუთრებულ გადაჭარბებებს.
მაგრამ ძნელი არაა იმის დანახვა რომ რუსულ ხელისუფლებას განსაკუთრებით აშფოთებს არაყაზახთა წასვლა ყაზახეთიდან.
ბევრი რამ იყო გაკეთებული იმისთვის რომ ყაზახეთში მოხერხებულიყო ეროვნებათა შერევა და და პირიქითა პროცესის დაწყება საგანგაშოა.
ყაზახების თვალსაზრისით კი, პირიქით, ეს კარგია,შეიძლება ესაა ყაზახეთის ყაზახებისთვის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება. მთელი ეს პრეტენზიები ყაზახებისთვის სამსახურებში და სასწავლებლებში მიღებისას შექმნილი უპირატესობების გამო ყაზახების თვალში ხელოვნური პრეტენზიებია.
ყაზახები ათწლეულების მანძილზე უყურებდნენ თუ როგორ ასახლებდნენ ყაზახეთში არაყაზახებს და ისინი ცდილობდნენ თავისთვის რაღაცის დატოვებას. ამიტომ არაა გასაკვირი რომ 1986 წლის დეკემბერში რუსი კოლბინის დანიშნვამ ყაზახეთის კომპარტიის პირველ მდივნად გამოიწვია აღშფოთება და ნაციონალისტური დემონსტრაცია.
დემონსტრაციის და უწესრიგობების მთავარი მონაწილეები იყვნენ სტუდენტები და ახალგაზრდა მუშები რამაც საბჭოთა პრესას მისცა არეულობაზე პასუხისმგებლობის ჩრდილში მდგომი ვიღაც ხელმძღვანელებისთვის დაკისრების საშუალება//ანაურ ალიმჟანოვი, რა მოხდა ალმა ატაში,"ლიტერატურნაია გაზეტა".1987 წლის პირველი იანვარი//. მაგრამ უეჭველია რომ ახალგაზრდობას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი და კუნაევის მოხსნა და რუსის დანიშნვა იყო მხოლოდ საბაბი რომელმაც გზა გაუხსნა დაგროვილ მრისხანებას.
მთავარი დემოგრაფიული პრობლემა:
დიდი ხანია რაც ცნობილია რომ საბჭოთა კავშირის მაჰმადიანური რესპუბლიკების მოსახლეობა იზრდება ძალიან სწრაფად და მისმა რაოდენობამ შეიძლება გადააჭარბოს სლავთა რაოდენობას....
გლასტნოსმა დაარღვია დუმილი. მაჰმადიანებს,მაგალითად ტაჯიკებს //მათში შობადობა ყველაზე მაღალია საბჭოთა კავშირში// მოუწოდებენ ნაკლები შვილის ყოლისკენ, ამბობენ რომ ბევრი შვილის ყოლა მავნებელია ჯანმრთელობისთვის და ხელს უშლის ბავშვების სწორ აღზრდას //1 Soviet Nationality Survey,vol:IV,87 წლის მარტი//.
ლაპარაკია იმაზეც რომ მრავალშვილიანობა ქალს არ აძლევს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მწარმოებლურ შრომაში მონაწილეობის საშუალებას.
საეჭვოა რომ ამ პროპაგანდამ გაჭრას შუა აზიის მაჰმადიან,საბჭოთა კავშირში ყველაზე ნაკლებად ასიმილირებულ მოსახლეობაში.
არაა გამორიცხული რომ ხელისუფლებას მოუხდება შუა აზიაში დედობის წამახალისებელი ზომების ნაწილობრივი გაუქმება და ამავე დროს ამ ზომების შენარჩუნება და გაძლიერებაც კი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში// ამ ქვეთავის ოდნავ შემოკლებული თარგმანი. გაგრძელება იქნება//.

No comments:
Post a Comment