ბეჩავ უზბეკეთზე... ავტონომია კორუფციაში:
"თქვენ თქვენი წვლილი შეიტანეთ ჩვენი დროის ყველაზე მოწინავე იდეალების განხორციელებაში, ბრძოლაში სამყაროს მომავლისთვის. თქვენ შეასრულეთ თქვენი დიდი ნიჭისა და წმინდა სულის ღირსი როლი მხატვრული კულტურისა და საბჭოთა ხალხის კულტურის განვითარებაში. თქვენ ისე განასახიერეთ თქვენი ხალხის ყველა საუკეთესო და მშვენიერი თვისება რომ თქვენი პირადი ადამიანური თვისებები შურის ღირსია...და დაე გვქონდეს თქვენი შემოქმედების ბაღნარიდან ულამაზესი ყვავილების დაკრეფის და მათგან მშვენიერი თაიგულების გაკეთების ბედნიერება".
ეს არაა ციტატა შუა საუკუნეების ხალიფას კარზე გამართული მლიქვნელების შეჯიბრიდან. ესაა ციტატა მილოცვიდან რომლითაც მიმართეს უზბეკეთის კომუნისტური პარტიის პირველ მდივან რაშიდოვს.
ეს ტექსტი 1967 წელს დაწერა უზბეკეთის კულტურის მინისტრმა ზახიდოვმა// კამალ იკრამოვი, და დადგა ჟამი...И пробыл час,"ლიტერატურნაია გაზეტა" ,1987 წლის 10 ივნისი//.
მხატვრული ლიტერატურის ხსენება? ეს იმიტომ რომ უზბეკთა ბელადი ამავე დროს იყო სახელგანთქმული მწერალიც რომელსაც იკრამოვის სიტყვით "გამოსცემდნენ და ისევ გამოსცემდნენ კლასიკოსთა შესაშურად". არავინ იცის თუ ვინ წერდა მის მაგივრად მის ნაწარმოებებს.
რაშიდოვი გარდაიცვალა რამოდენიმე წლით ადრე პერესტროიკამდე და ვერ მოესწრო უზბეკეთში კორუფციის,მეორე ეკონომიკის,კანონიერების მასობრივი დარღვევების და ორგანიზებული დამნაშავეობის საქმეების გამოძიებას.
ეხლა კი ცხადია რომ რაშიდოვმა უზბეკეთში შექმნა კორუმპირებული მმართველობის ხისტი სტრუქტურა,რაღაც საშუალო ორგანიზებული დამნაშავეობის სინდიკატსა და შუა საუკუნეების საფაშოს შორის.
მეტისმეტად მიმნდობი ან მექრთამე მოსკოვის მთავრობის უმოქმედობის და უზბეკეთის მონოკულტურის, ბამბის წარმოებაში მოპოვებული წარმატებების წყალობით რაშიდოვმა როგორც ჩანს სხვა რესპუბლიკათა //კორუმპირებულებთანაც კი// შედარებით გაცილებით მეტი ავტონომია მოუპოვა უზბეკეთს. თუმცა როგორც ეხლა გაირკვა რესპუბლიკის წარმატებები ბამბის მოყვანისას //6 მლნ ტონა//, სულ მცირე, ერთი მილიონით გადაჭარბებული იყო.
ჩანართი:
უზბეკეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი შარაფ რაშიდის ძე რაშიდოვი გარდაიცვალა 1983 წლის 31 ოქტომბერს, მისი უდროო სიკვდილის შესახებ დღემდე კამათობენ-თვითონ მოკვდა,თავი მოიკლა თუ მოკლეს. კამათის მიზეზი ისაა რომ პერესტროიკის მოსამზადებელ პერიოდში ამ პერესტროიკის მამა ანდროპოვმა კარგა დაარბია ბრეჟნევის მეგობარი რაშიდოვის მამული უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
შარაფ რაშიდოვი დაიბადა გლეხთა ოჯახში ოქტომბრის რევოლუციის წინა დღეს. ის ყველაფრითაა დავალებული საბჭოთა ხელისუფლებისგან.გვარიც კი ამ ხელისუფლებამ მისცა როდესაც 1930-ან წლებში უზბეკეთის სსრ-ში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა და რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს მისცეს პასპორტები. ამ საზეიმო მომენტში შარაფის სანათესაომ მიიღო გვარი რაშიდოვი-ოჯახის უფროსი რაშიდის სახელიდან. ეს სახელი ძალიან გავრცელებულია შუა აზიაში და ნიშნავს ხელმძღვანელს.
1941-42 წლებში რაშიდოვი ომობდა.1949-50 წლებში იყო უზბეკეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. ორჯერ იყო სოციალისტური შრომის გმირი,იყო ლენინის პრემიიის ლაურეატი,დაჯილდოებული იყო ლენინის 6 ორდენით და სხვა ორდენებით და მედლებით.
სოფლის მეურნეობის განუვითარებელი პროვინცია უზბეკეთი რაშიდოვის დროს გადაიქცა შუა აზიის რესპუბლიკებს შორის ყველაზე განათლებულ,ძლიერ სამრეწველო რესპუბლიკად. მაგრამ მის ეკონომიკაში მთავარი მაინც იყო სოფლის მეურნეობა, თეთრ ოქროდ წოდებული ბამბა რომლის მოყვანასაც ხმარდებოდა მთელი ძალა.
ბრეჟნევი გაუთავებლად გასცემდა ბრძანებებს ბამბის მოყვანის ზრდის შესახებ. საპასუხოდ უზბეკური ელიტა მიწერებს აკეთებდა//ტყუოდა// და ტრაბახობდა ბამბის მოყვანის გაზრდით. უზბეკი დიდმოხელები უფროსებს ატყუებდნენ რომ რწყავდნენ სულ უფრო და უფრო მეტ მიწას და მოყავდათ სულ უფრო და უფრო მეტი ბამბა. ეს საამური ტყუილი უზბეკეთის ხელმძღვანელობას აძლევდა კრემლისგან სულ უფრო და უფრო მეტი ფულის მიღების საშუალებას.
პერესტროიკის მამილოებმა არ დაუცადეს რაშიდოვის გვამის გაციებას და უზბეკეთს მიუსიეს გდლიანი და ივანოვი. უზბეკეთი გადახნეს,მაგრამ როდესაც გდლიანი და ივანოვი აყვირდნენ რომ ეს უზბეკური კი არა კრემლის საქმეაო მათ პანღურები უთავაზეს. ამასობაში უზბეკეთის ზედაფენა ჩააყუდეს.
ისევ ჭალიძის ტექსტს დავუბრუნდეთ:
კორუმპირებული რესპუბლიკის სტრუქტურა გამარტივებული სახით შემდეგნაირად შეიძლება აღიწეროს: ყველა თანამდებობა ყველა დონეზე იყიდება ან მათ ურიგებენ გარკვეული სამსახურის გამწევ პირებს თუ ნათესავებს. თანამდებობრივი დაქვემდებარება გაცილებით უფრო მკაცრია ვიდრე ჩვეულებრივ მმართველ აპარატში. ხელქვეითებმა არა მხოლოდ და არა იმდენად უნდა შეასრულონ მმართველის ჩვეულებრივი ფუნქციები რამდენადაც მონაწილეობა უნდა მიიღონ დამნაშავე ინფრასტრუქტურაში და უზრუნველყონ ფულის-ქრთამისაგან და მეორე ეკონომიკისაგან მიღებული შემოსავლის დინება ზევით.
ყველა თანამდებობის პირმა მიუხედავად შემოწმებებისა და დაბეზღებებისა უნდა დაიცვას ამ სტრუქტურის საიდუმლო.
ე.ი. ყველა,სისხლის დამნაშავეთა მსგავსად,შეკრულია ერთმანეთთან.
ერთგულების უზრუნველსაყოფად ყოველმა მონაწილებ ნდობის მისაღებად უნდა ჩაიდინოს დანაშაული. კრიმინალური სამყაროდან აღებული ხერხი.
ცხადია რომ ასეთი საიდუმლო ინფრასტრუქტურა ვერ იარსებებს დამსჯელ ორგანოთა გარეშე. უზბეკეთში არ გახდა საჭირო მათი ხელახლა შექმნა-გამოიყენეს მილიციის აპარატი.
ურნალისტი იკრამოვი წერს: " გამომძიებლები ეხლა დაკავებულები არიან ჩვენი მეორე ლიტერატორით,პოეტი,ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი,ჯალათი და სადისტი ხაიდარ იახიაევით."
ჟურნალმა "სტრანა ი მირ" გამოაქვეყნა დმიტრი ლიხანოვის განმაცვიფრებელი მამხილებელი ძალის წერილი "კლანი". ეს წერილი განკუთვნილი იყო ჟურნალისთვის "ოგონიოკი", მაგრამ გლასნოსტის თანამედროვე პოლიტიკის მიუხედავად ის ამ ჟურნალში არ გამოუქვეყნებიათ.
წერილი ეძღვნებოდა ორგანიზებულ დამნაშავეობას უზბეკეთში,სახელდობრ,მის განსაკუთრებულ სეგმენტს-თანამდებობის პირთა,მაგ. მაღაზიების,რესტორნების და ა.შ.დირექტორთა, ე.ი. იატაკქვეშა მეორე ეკონომიკის მძარცველი ბანდების საქმიანობას.
აი რა არის ნათქვამი ამ წერილში მილიციაში და სამართალდაცვით ორგანოებში არსებული კორუფციის შესახებ:
"1984 წელს უზბეკეთის სსრ -ს პროკურატურაში შევიდა მოქალაქეების 13557 განცხადება კანონიერების დარღვევის, მილიციის თანამშრომელთა უკანონო მოქმედებების შესახებ. ამავე წელს პროკურატურაში იყო მილიციის 283 თანამშრომლის 267 საქმე.
ყველა ეს მრავალრიცხოვანი საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე იყო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის,უფრო ზუსტად კი მისი აპოლიტიკურობის შედეგი.
ეხლა დაჭერილები არიან უზბეკეთის ყოფილი მინისტრი იახიაევი,რესპუბლიკის უბხსს-ის უფროსი იულდაშევი და სამინისტროს თითქმის მთელი კოლეგია.
იახიაევის შემდეგ მისული ერგაშევი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა და მან თავი მოიკლა.
ციხეში აღმოჩნდა შინაგან საქმეთა საოლქო სამმართველოების ხელმძღვანელთა 98 პროცენტი.
მექრთამეობა მილიციის გარდა გავრცელებული იყო პროკურატურის ორგანოებშიც,სასამართლოებშიც,ადვოკატურაშიც,ციხეებშიც და გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებშიც კი.
დიდი ფული იძლეოდა ნებისმიერი საქმის,მათ შორის მკვლელობის საქმის აღძვრის ან მიჩუმათების,ციხიდან იოლად გაქცევის და კოლონიაში ნარკოტიკის პარტიის შეგზავნის საშუალებას.
ფული წყვეტდა ყველაფერს.მართლმსაჯულება ჩაეფლო კორუფციაში და მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მაგივრად ის დგებოდა კრიმინალური სამყაროს სამსახურში".
ამ სტრუქტურის ეკონომიკური აზრია მეორე ეკონომიკა,ის რასაც საბჭოთა ენით ჰქვია " სახელმწიფო ფორმების გამოყენება კერძო-საწარმოო საქმიანობისთვის". იდეა მარტივია: ამ მაფიის ხელში მოხვედრილ საწარმოებში დანერგვა ორმაგი ბუღალტერიისა- საწარმოს ნაწილი მუშაობს სახელმწიფოსათვის და შედეგებს აჩვენებენ ანგარისებში და მეორე ნაწილი მუშაობს კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამ ნაწილის მუშაობის შედეგები არაა ნაჩვენები ანგარიშებში. ის მოგებას აძლევს მთელ ინფრასტრუქტურას.
იყო, როგორც ჩანს,იდეოლოგიური ასპექტიც-ნაციონალიზმი. თანამდებობებზე დანიშვნისას აშკარა უპირატესობა ეძლეოდათ უზბეკებს,რუსები და სხვა ეროვნული უმცირესობები არასასურველი ელემენტი იყო. ასე მაგალითად. იკრამოვი იუწყება რომ ტაშკენტის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში კათედრების 39 გამგიდან 34 უზბეკი იყო და მხოლოდ ერთი იყო რუსი //სამოქალაქო თავდაცვის კათედრა//.
საბჭოთა პრესა რა თქმა უნდა თავს არიდებს ასეთი საკითხების განხილვას,მაგრამ შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ ამ მაფიის წევრი უზბეკებისთვის ნაციონალიზმს ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო განცდა იმისა რომ რუსული ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ ისინი,უზბეკები, მართავენ თავის რესპუბლიკას და ხელს უწყობენ რუსული ხელისუფლებისთვის არასასურველი არაოფიციალური ეკონომიკის განვითარებას.
მაგრამ ამის შეფასება არ შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვანი.
ამ კორუმპირებული ავტონომიის მიღწევაში უეჭველად არის ფარული ეროვნული პროტესტი. ზოგი იმასაც ფიქრობს რომ ასეთი კორუმპირებული რესპუბლიკების მეორე ეკონომიკის აქტივობა სასრგებლოა ამ რესპუბლიკების ხალხებისთვის.
გავრცელებული აზრის თანახმად ცხოვრების დონე აზიურ რესპუბლიკებში უფრო მაღალია ვიდრე რუსეთში. როგორც ჩანს ეს ასეცაა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი 1972 წელს რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სოლომენცევმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ბარათი რომლის მტკიცებითაც ცხოვრების დონე რუსეთში უფრო დაბალი იყო ვიდრე დანარჩენ რესპუბლიკებში.
ცხოვრების უფრო მაღალი დონის მიღწევას ხელი ალბათ ამ მეორე ეკონომიკამ შეუწყო,მაგრამ უეჭველია რომ ამ კორუმპირებული რესპუბლიკების მოსახლეობებს ძვირად უჯდებათ კორუმპირებულ უფროსთა ფუფუნება.
ხალხი თუ უფრო მძიმედ არ მუშაობს ის მეტ შევიწროებას განიცდის ვინაიდან საბჭოთა კავშირისათვის ჩვეულებრივ შეზღუდვებს ემატება კორუმპირებული რესპუბლიკების ეროვნული მაფიისთვის სასარგებლო შეზღუდვებიც.
უზბეკეთში ხალხი ასრულებდა დამატებით სამუშაოებსაც. ასე რომ ეროვნულ ოლქებში კორუმპირებული ავტონომიის შექმნაში ჩემის აზრით ძნელია ეროვნული განთავისუფლების ელემენტების ამოცნობა. ეს გარკვეულწილად ანთავისუფლებს მმართველ ფენას,რომლისგანაც შესდგება მაფია,მაგრამ ეს უფრო ამ რესპუბლიკის ხალხის დაყმევებაა.
საბჭოთა კავშირში საკმაოდ სუსტია პიროვნების დაცვა თანამდებობის პირთა თვითნებობისგან. და რა უნდა ითქვას სიტუაციებზე როდესაც თანამდებობის პირები დაუსჯელად გრძნობენ თავს იმიტომ რომ მათ თანამდებობაში დიდი ფული გადაიხადეს.
ცხადია რომ ასეთი "ეროვნული ხელისუფლება" სინამდვილეში არის ხელისუფლების სრული აღვირახსნილობა.
მე დავიწყე კულტურის მინისტრის პირფერობით უზბეკეთის მთავარი ბოსის მიმართ. მკითხველმა შეიძლება წარმოიდგინოს თუ რა დამცირების გადატანა უწევს უბრალო ხალხს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პასუხისმგებლობა კორუმპირებული რესპუბლიკის წარმოშობაზე ყველაზე იოლად შეიძლება დაეკისროს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ხელმძღვანელობა არის მმართველობის საერთო საკავშირო სისტემის ნაწილი.
ეს სისტემა პარტიული კონტროლის გარდა გულისხმობს სახელმწიფო კონტროლის საკმაოდ დრულყოფილ ფორმებს საპროკურორო მეთვალყურეობისა და სასამართლოების კონტროლის ჩათვლით.
ცხადია რომ კორუმპირებული რესპუბლიკის წარმატებულ ფუნქციონირებას სჭირდება კონტროლის სისტემის კორუფცია ან მოშლა. .
დღეს, როდესაც იძიებენ უზბეკური მაფიის საქმეს,იტყობინებიან თანამდებობებიდან ასობით ადამიანის განთავისუფლებისა და პარტიიდან გარიცხვის, ადგილობრივ მოღვაწეთა გასამართლების და დასჯის შესახებ
დაჭერილი იყო უზბეკეთის მინისტრთა საბჭოს თავმდომარე ხუდაიბერდიევიც კი,მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის მოსკოველი უმაღლესი მოხელეების დასჯაზე, არადა მათ ევალებოდათ კანონიერების დაცვა.
უზბეკეთი კორუფციული ავტონომიის ყველაზე ნათელი და არა ერთადერთი მაგალითია. ეხლა მიმდინარეობს ყირგიზული და თურქმენული კორუფციის გამოძიება. კორუფციას აზერბაიჯანში და საქართველოში ებრძოდნენ ალიევი და შევარდნაძე. მსგავსი მოვლენები იყო ყაზახეთშიც სადაც კომპარტიის პირველი მდივანი კუნაევის მოხსნამ და მის ადგილზე რუსი კოლბინის დანიშვნამ გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარებები.
საბჭოთა კავშირის ყველა ან თითქმის ყველა აზიურ რესპუბლიკას თითქოს შეყრილი აქვს ერთი და იგივე ინფექცია. ამ რესპუბლიკების მართვის ორგანიზაციაში თითქოს დაშვებულია ერთი და იგივე შეცდომები.
ჩემის აზრით ამ რესპუბლიკებს აქვთ შემდეგი საერთო ნიშნები:
1. ხალხის მიერ ისტორიულად მიღებული ფეოდალური პოლიტიკური კულტურა.
2. შელახული ეროვნული გრძნობა.
3. ეკონომიკაში აშკარა უპირატესობის მინიჭება თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებისათვის.
ამ რესპუბლიკების მართვის ხასიათის ნებისმიერმა გარდაქმნამ ანგარიში უნდა გაუწიოს საერთო ნიშნებს რომლებმაც გააადვილეს ჩემს მიერ ფეოდალურ წყობისა და კრიმინალური სინდიკატის შუალედურ ფორმად განსაზღვრული კორუმპირებული რეჟიმის დამყარება.
სსრკ-ს აზიურ რესპუბლიკებში არსებულ კორუფციულ ავტონომიაზე საუბრისას მე ვგრძნობ ტრაღიზმს ვითარებისა როდესაც მეტი ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობები იღებს ისეთ არასიმპატიურ ფორმას როგორიცაა ფეოდალურის მსგავსი წყობის დამყარება საბჭოთა სტრუქტურის შიგნით.
მაგრამ ეს შეიძლება ბუნებრივიცაა. ეს ტერიტორიები ხომ იქ საბჭოთა წყობის დამყარებამდე ფეოდალური იყო. ასე რომ ამ რესპუბლიკების მოსახლეობისა და ხელმძღვანელობის პოლიტიკური კულტურა არ სცდება ფეოდალურ ტრადიციას.
ასე ხდება რომ ჩვეულებრივი საბჭოთა თვითნებობის პირობებში და საჯარო კონტროლის გარეშე ხელმძღვანელობის ჩვეულების თესლი ეცემა საკმაოდ ნოყიერ ფეოდალურ ნიადაგზე.
უზბეკური ბამბა და ხალხის ტანჯვა:
უზბეკეთის ფართოდ რეკლემირებული წარმატებები ბამბის მოყვანაში როგორც ჩანს იყო ფარი რომლის უკანაც უზბეკეთის კომპარტიის ხელმძღვანელ რაშიდოვს შეეძლო თავისი ფეოდალურ-მაფიური სტრუქტურის შექმნა. ამ წარმატებების დღევანდელ მხილებათა ფონზე მე მინდა ვაჩვენო თუ რა ძვირად უჯდება რესპუბლიკის ხალხს "ავტონომია კორუფციაში".
ამ თემაზე მრავალი რამ დაიბეჭდა,მაგრამ განსაკუთრებულ რეკომენდაციას ვუწევ კ,კოლესნიკოვისა და ვ. სოკოლოვის სტატიას//"ლიტერატურნაია გაზეტა",1987 წლის 11 თებერვალი//.
საკითხის ისტორია ასეთია. 1940 წლიდან უზბეკეთში თანმიმდევრულად ზრდიდნენ ბამბის წარმოებას და 1975 წლისათვის ნედლი ბამბის წარმოება გაიზარდა ორჯერ და მიაღწია ხუთ მილიონ ტონას. ბამბა უკვე მაშინ გადაიქცა უზბეკეთის მონოკულტურად და ის განზე სწევდა ხილისა და ბოსტნეულის წარმოებას. უკვე მაშინ უგულვებელყოფდნენ თესლბრუნვის ელემენტარულ მოთხოვნებს ნიადაგის გაუმჯობესებისათვის. უკვე მაშინ მიერეკებოდნენ სკოლის მოწაფეებს მინდვრებში ბამბის მოსაკრეფად. მაგრამ იზრდებოდა ბამბის წარმოების გეგმა და ხელმძღვანელებს ძალიან უნდოდათ მოსკოვისთვის ეპატაკათ გეგმის გადაჭარბებით შესრულების შესახებ. 1980 წელს გამოცხადდა წელიწადში 6 მილიონი ტონა ნედლი ბამბის დამზადების შესახებ. ეს ტყუილი იყო და ასობით ხელმძღვანელს,ბამბისგამწმენდი მრეწველობის სამინისტროს კოლეგიის ჩათვლით დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
მე აქ არ მაინტერესებს მიწერათა ტექნოლოგია. ჩემთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ უძლებდა უზბეკი ხალხი და უზბეკური მიწა ამ დაძაბულობას. აი რას წერენ დასახელებული ჟურნალისტები:
"შეუბრალებლად იცვლებოდა მიწის სახეც.ქრებოდნენ ბაღები და ტყეები,მდელოები და მობალახე საქონელი. მინდვრებს აჭაღარავებდა მარილის ფენა //გვალვიანი მიწების მორწყვა დელიკატური საკითხია,ირიგატორთა შეცდომები იწვევს მარილის დამღუპველ სიჭარბეს.ვ.ჭ.//. ეცემოდა ნიადაგების ნაყოფიერება".
უზბეკი აკადემიკოსი მირზა-ალი მუხამეჯანოვი ამბობს:
"მრავალ ადგილას ჩვენში ბამბა ერთსა და იმავე ადგილზე განუწყვეტლად მოჰყავთ 50 წლის მანძილზე. ის აუძლურებს ნიადაგს,იწოვს მის ყველა წვენს. მიწას ფრთხილად უნდა მოექცე, ჩვენში მასზე ტრაქტორები წელიწადში დაახლოებით 30-ჯერ გაივლიან ხოლმე. ბამბის ტექნიკა დაუნდობლად წნეხავს მიწას რომელშიც იღუპება მიკროორგანიზმები ბამბის საშინელი დაავადების ვილტის ვირუსის გარდა. მცენარეთა იმუნიტეტი დაბალია.ამიტომ მოსავლიანობაც დაბალია. ცოტა ორგანიკას იყენებენ,სამაგიეროდ ხმარობენ ბევრ შქამქიმიაქტს. შქამქიმიკატი კი ველზე სპობს ყველაფერ ცოცხალს".
ასეთია უზბეკური მიწის სურათი.ეხლა ვნახოთ თუ როგორ იყვნენ ბამბის მომყვანნი როდესაც უფროსობა ცურავდა ფულში და პატივში.
ჟურნალისტები წერენ:
"ბამბა ითხოვს შრომას გარიჟრაჟიდან გარიჟრაჟამდე. და კიდევ ინსტანციაში ისმის ბღავილი "დავაი დავაი" // "მაიტა მაიტა"// და ეს ღრიალი აყრუებდა მიწაზე მიჯაჭვულ გლეხკაცს. ვიღაცა ძღებოდა,ვიღაცა იტყუებოდა და გლეხკაცი კი სულ შრომობდა".
სამიზდატის დოკუმენტი-უზბეკი მწერალი ირაზიზ აგზამის გამოსვლა უზბეკეთის მწერალთა კავშირის პლენუმზე 1987 წლის თებერვალში იტყობინება დეტალებს:
"სოფლის მშრომელები იღებენ თავისი შრომის საფასურის დაახლოებით 5 პროცენტს. ისინი ცხოვრობენ გაჭირვებულად,უაღრესად რთულ პირობებში...მათ არაფერი აქვთ ჩაისა და შაქრიანი პურის მეტი. ისინი მიეჩვივნენ უხორცო წვნიანებს. კოლმეურნეთა ხელფასი უმრავლეს შემთხვევაში შეადგენს 35 მანეთს//უდიდესი ხელფასი-70 მანეთი// თვეში".
საშინელ ამბებს იტყობინებოდა ეს მწერალი ბამბის მინდვრებში და სოფლის მეურნეობის სხვა სამუშაოებზე სკოლის მოწაფეთა ექსპლუატაციის შესახებ:
"მათ აუცილებლად ამუშავებენ მარტში მიწის მოსწორებაზე,აპრილში-თუთის ფოთლების მოგროვებაზე,თუთის ჭიების მოვლაზე. მაისში-თუთის ფოთლების მოგროვებაზე,ბამბის ნათესების სარეველასაგან განთავისუფლებაზე...ოქტომბერში,ნოემბერში ბამბის კრეფაზე.
ჩვენი ბავშვები მინდორში თითქმის 7-8 თვე მუშაობენ".
უზბეკეთისთვის უზარმაზარი ტრაღედია იყო 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე ბამბის ველებზე ბუტიფოსის დეფოლიანტის გამოყენება. უკვე 1974 წელს ა.სახაროვი პროტესტს გამოთქვამდა უზბეკეთში მინდვრებში მომუშავე ბავშვების მომწამლავი შხამიანი ჰერბიციდების გამოყენების გამო.
მოგვიანებით ცნობილი გახდა ბუტიფოსით მოსახლეობის მოწამლვის შედეგების დეტალები-ცენტრალური ნერვული სისტემის ავადმყოფობები,
გეპატიტით დაავადების გახშირება,შინაგან ორგანოთა ავადმყოფობები,
ალერგიული რეაქციები. ამასთან ბუტიფოსი გროვდება ნიადაგში და წყალში რაც ზრდის მის შემადგენლობას ზოგ საკვებ პროდუქტში. უზბეკი მწერალი სამიზდატის დოკუმენტში იტყობინება შემდეგს:
"ჩვენს ბავშვთა 5 პროცენტი იბადება გონებრივად არასრულფასოვნად. რესპუბლიკის ყმაწვილთა 30 პროცენტი უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის...სოფლის მოსახლეობის მესამედი ავადმყოფობდა ან ავადაა ყვითელით".
საბჭოთა ჯანდაცვის სამინისტრომ ბუტიფოსის წარმოება და გამოყენება აკრძალა მხოლოდ 1987 წლის გაზაფხულზე,"ლიტერატურნაია გაზეტას"1986 წლის 30 ივლისისა და1987 წლის 7 იანვრის ნომრებში ჟურნალისტი სოკოლოვის მამხილებელი წერილების გამოქვეყნების შემდეგ.
ესაა მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა თუ რა მოაქვს ეროვნული ოლქების ხალხისთვის კორუფციულ ავტონომიას//გაგრძელება იქნება//.
ეს არაა ციტატა შუა საუკუნეების ხალიფას კარზე გამართული მლიქვნელების შეჯიბრიდან. ესაა ციტატა მილოცვიდან რომლითაც მიმართეს უზბეკეთის კომუნისტური პარტიის პირველ მდივან რაშიდოვს.
ეს ტექსტი 1967 წელს დაწერა უზბეკეთის კულტურის მინისტრმა ზახიდოვმა// კამალ იკრამოვი, და დადგა ჟამი...И пробыл час,"ლიტერატურნაია გაზეტა" ,1987 წლის 10 ივნისი//.
მხატვრული ლიტერატურის ხსენება? ეს იმიტომ რომ უზბეკთა ბელადი ამავე დროს იყო სახელგანთქმული მწერალიც რომელსაც იკრამოვის სიტყვით "გამოსცემდნენ და ისევ გამოსცემდნენ კლასიკოსთა შესაშურად". არავინ იცის თუ ვინ წერდა მის მაგივრად მის ნაწარმოებებს.
რაშიდოვი გარდაიცვალა რამოდენიმე წლით ადრე პერესტროიკამდე და ვერ მოესწრო უზბეკეთში კორუფციის,მეორე ეკონომიკის,კანონიერების მასობრივი დარღვევების და ორგანიზებული დამნაშავეობის საქმეების გამოძიებას.
ეხლა კი ცხადია რომ რაშიდოვმა უზბეკეთში შექმნა კორუმპირებული მმართველობის ხისტი სტრუქტურა,რაღაც საშუალო ორგანიზებული დამნაშავეობის სინდიკატსა და შუა საუკუნეების საფაშოს შორის.
მეტისმეტად მიმნდობი ან მექრთამე მოსკოვის მთავრობის უმოქმედობის და უზბეკეთის მონოკულტურის, ბამბის წარმოებაში მოპოვებული წარმატებების წყალობით რაშიდოვმა როგორც ჩანს სხვა რესპუბლიკათა //კორუმპირებულებთანაც კი// შედარებით გაცილებით მეტი ავტონომია მოუპოვა უზბეკეთს. თუმცა როგორც ეხლა გაირკვა რესპუბლიკის წარმატებები ბამბის მოყვანისას //6 მლნ ტონა//, სულ მცირე, ერთი მილიონით გადაჭარბებული იყო.
ამხანაგი ბრეჟნევი კოცნის ამხანაგ რაშიდოვს, დმიტრი ბალტერმანცის ფოტო უზბეკეთის კომპარტიის პირველი მდივანი შარაფ რაშიდოვი გარდაიცვალა 1983 წლის 31 ოქტომბერს, დღემდე იმტვრევენ თავს იმაზე თუ მოკლეს მაინც და მაინც რატომ. |
უზბეკეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი შარაფ რაშიდის ძე რაშიდოვი გარდაიცვალა 1983 წლის 31 ოქტომბერს, მისი უდროო სიკვდილის შესახებ დღემდე კამათობენ-თვითონ მოკვდა,თავი მოიკლა თუ მოკლეს. კამათის მიზეზი ისაა რომ პერესტროიკის მოსამზადებელ პერიოდში ამ პერესტროიკის მამა ანდროპოვმა კარგა დაარბია ბრეჟნევის მეგობარი რაშიდოვის მამული უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
შარაფ რაშიდოვი დაიბადა გლეხთა ოჯახში ოქტომბრის რევოლუციის წინა დღეს. ის ყველაფრითაა დავალებული საბჭოთა ხელისუფლებისგან.გვარიც კი ამ ხელისუფლებამ მისცა როდესაც 1930-ან წლებში უზბეკეთის სსრ-ში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა და რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს მისცეს პასპორტები. ამ საზეიმო მომენტში შარაფის სანათესაომ მიიღო გვარი რაშიდოვი-ოჯახის უფროსი რაშიდის სახელიდან. ეს სახელი ძალიან გავრცელებულია შუა აზიაში და ნიშნავს ხელმძღვანელს.
1941-42 წლებში რაშიდოვი ომობდა.1949-50 წლებში იყო უზბეკეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. ორჯერ იყო სოციალისტური შრომის გმირი,იყო ლენინის პრემიიის ლაურეატი,დაჯილდოებული იყო ლენინის 6 ორდენით და სხვა ორდენებით და მედლებით.
სოფლის მეურნეობის განუვითარებელი პროვინცია უზბეკეთი რაშიდოვის დროს გადაიქცა შუა აზიის რესპუბლიკებს შორის ყველაზე განათლებულ,ძლიერ სამრეწველო რესპუბლიკად. მაგრამ მის ეკონომიკაში მთავარი მაინც იყო სოფლის მეურნეობა, თეთრ ოქროდ წოდებული ბამბა რომლის მოყვანასაც ხმარდებოდა მთელი ძალა.
ბრეჟნევი გაუთავებლად გასცემდა ბრძანებებს ბამბის მოყვანის ზრდის შესახებ. საპასუხოდ უზბეკური ელიტა მიწერებს აკეთებდა//ტყუოდა// და ტრაბახობდა ბამბის მოყვანის გაზრდით. უზბეკი დიდმოხელები უფროსებს ატყუებდნენ რომ რწყავდნენ სულ უფრო და უფრო მეტ მიწას და მოყავდათ სულ უფრო და უფრო მეტი ბამბა. ეს საამური ტყუილი უზბეკეთის ხელმძღვანელობას აძლევდა კრემლისგან სულ უფრო და უფრო მეტი ფულის მიღების საშუალებას.
პერესტროიკის მამილოებმა არ დაუცადეს რაშიდოვის გვამის გაციებას და უზბეკეთს მიუსიეს გდლიანი და ივანოვი. უზბეკეთი გადახნეს,მაგრამ როდესაც გდლიანი და ივანოვი აყვირდნენ რომ ეს უზბეკური კი არა კრემლის საქმეაო მათ პანღურები უთავაზეს. ამასობაში უზბეკეთის ზედაფენა ჩააყუდეს.
ისევ ჭალიძის ტექსტს დავუბრუნდეთ:
კორუმპირებული რესპუბლიკის სტრუქტურა გამარტივებული სახით შემდეგნაირად შეიძლება აღიწეროს: ყველა თანამდებობა ყველა დონეზე იყიდება ან მათ ურიგებენ გარკვეული სამსახურის გამწევ პირებს თუ ნათესავებს. თანამდებობრივი დაქვემდებარება გაცილებით უფრო მკაცრია ვიდრე ჩვეულებრივ მმართველ აპარატში. ხელქვეითებმა არა მხოლოდ და არა იმდენად უნდა შეასრულონ მმართველის ჩვეულებრივი ფუნქციები რამდენადაც მონაწილეობა უნდა მიიღონ დამნაშავე ინფრასტრუქტურაში და უზრუნველყონ ფულის-ქრთამისაგან და მეორე ეკონომიკისაგან მიღებული შემოსავლის დინება ზევით.
ყველა თანამდებობის პირმა მიუხედავად შემოწმებებისა და დაბეზღებებისა უნდა დაიცვას ამ სტრუქტურის საიდუმლო.
ე.ი. ყველა,სისხლის დამნაშავეთა მსგავსად,შეკრულია ერთმანეთთან.
ერთგულების უზრუნველსაყოფად ყოველმა მონაწილებ ნდობის მისაღებად უნდა ჩაიდინოს დანაშაული. კრიმინალური სამყაროდან აღებული ხერხი.
ცხადია რომ ასეთი საიდუმლო ინფრასტრუქტურა ვერ იარსებებს დამსჯელ ორგანოთა გარეშე. უზბეკეთში არ გახდა საჭირო მათი ხელახლა შექმნა-გამოიყენეს მილიციის აპარატი.
ურნალისტი იკრამოვი წერს: " გამომძიებლები ეხლა დაკავებულები არიან ჩვენი მეორე ლიტერატორით,პოეტი,ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი,ჯალათი და სადისტი ხაიდარ იახიაევით."
ჟურნალმა "სტრანა ი მირ" გამოაქვეყნა დმიტრი ლიხანოვის განმაცვიფრებელი მამხილებელი ძალის წერილი "კლანი". ეს წერილი განკუთვნილი იყო ჟურნალისთვის "ოგონიოკი", მაგრამ გლასნოსტის თანამედროვე პოლიტიკის მიუხედავად ის ამ ჟურნალში არ გამოუქვეყნებიათ.
წერილი ეძღვნებოდა ორგანიზებულ დამნაშავეობას უზბეკეთში,სახელდობრ,მის განსაკუთრებულ სეგმენტს-თანამდებობის პირთა,მაგ. მაღაზიების,რესტორნების და ა.შ.დირექტორთა, ე.ი. იატაკქვეშა მეორე ეკონომიკის მძარცველი ბანდების საქმიანობას.
აი რა არის ნათქვამი ამ წერილში მილიციაში და სამართალდაცვით ორგანოებში არსებული კორუფციის შესახებ:
"1984 წელს უზბეკეთის სსრ -ს პროკურატურაში შევიდა მოქალაქეების 13557 განცხადება კანონიერების დარღვევის, მილიციის თანამშრომელთა უკანონო მოქმედებების შესახებ. ამავე წელს პროკურატურაში იყო მილიციის 283 თანამშრომლის 267 საქმე.
ყველა ეს მრავალრიცხოვანი საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე იყო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის,უფრო ზუსტად კი მისი აპოლიტიკურობის შედეგი.
ეხლა დაჭერილები არიან უზბეკეთის ყოფილი მინისტრი იახიაევი,რესპუბლიკის უბხსს-ის უფროსი იულდაშევი და სამინისტროს თითქმის მთელი კოლეგია.
იახიაევის შემდეგ მისული ერგაშევი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა და მან თავი მოიკლა.
ციხეში აღმოჩნდა შინაგან საქმეთა საოლქო სამმართველოების ხელმძღვანელთა 98 პროცენტი.
მექრთამეობა მილიციის გარდა გავრცელებული იყო პროკურატურის ორგანოებშიც,სასამართლოებშიც,ადვოკატურაშიც,ციხეებშიც და გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებშიც კი.
დიდი ფული იძლეოდა ნებისმიერი საქმის,მათ შორის მკვლელობის საქმის აღძვრის ან მიჩუმათების,ციხიდან იოლად გაქცევის და კოლონიაში ნარკოტიკის პარტიის შეგზავნის საშუალებას.
ფული წყვეტდა ყველაფერს.მართლმსაჯულება ჩაეფლო კორუფციაში და მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მაგივრად ის დგებოდა კრიმინალური სამყაროს სამსახურში".
ამ სტრუქტურის ეკონომიკური აზრია მეორე ეკონომიკა,ის რასაც საბჭოთა ენით ჰქვია " სახელმწიფო ფორმების გამოყენება კერძო-საწარმოო საქმიანობისთვის". იდეა მარტივია: ამ მაფიის ხელში მოხვედრილ საწარმოებში დანერგვა ორმაგი ბუღალტერიისა- საწარმოს ნაწილი მუშაობს სახელმწიფოსათვის და შედეგებს აჩვენებენ ანგარისებში და მეორე ნაწილი მუშაობს კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამ ნაწილის მუშაობის შედეგები არაა ნაჩვენები ანგარიშებში. ის მოგებას აძლევს მთელ ინფრასტრუქტურას.
იყო, როგორც ჩანს,იდეოლოგიური ასპექტიც-ნაციონალიზმი. თანამდებობებზე დანიშვნისას აშკარა უპირატესობა ეძლეოდათ უზბეკებს,რუსები და სხვა ეროვნული უმცირესობები არასასურველი ელემენტი იყო. ასე მაგალითად. იკრამოვი იუწყება რომ ტაშკენტის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში კათედრების 39 გამგიდან 34 უზბეკი იყო და მხოლოდ ერთი იყო რუსი //სამოქალაქო თავდაცვის კათედრა//.
საბჭოთა პრესა რა თქმა უნდა თავს არიდებს ასეთი საკითხების განხილვას,მაგრამ შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ ამ მაფიის წევრი უზბეკებისთვის ნაციონალიზმს ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობა. მათთვის მნიშვნელოვანი იყო განცდა იმისა რომ რუსული ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ ისინი,უზბეკები, მართავენ თავის რესპუბლიკას და ხელს უწყობენ რუსული ხელისუფლებისთვის არასასურველი არაოფიციალური ეკონომიკის განვითარებას.
მაგრამ ამის შეფასება არ შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვანი.
ამ კორუმპირებული ავტონომიის მიღწევაში უეჭველად არის ფარული ეროვნული პროტესტი. ზოგი იმასაც ფიქრობს რომ ასეთი კორუმპირებული რესპუბლიკების მეორე ეკონომიკის აქტივობა სასრგებლოა ამ რესპუბლიკების ხალხებისთვის.
გავრცელებული აზრის თანახმად ცხოვრების დონე აზიურ რესპუბლიკებში უფრო მაღალია ვიდრე რუსეთში. როგორც ჩანს ეს ასეცაა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი 1972 წელს რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სოლომენცევმა ხელმძღვანელობას მიაწოდა ბარათი რომლის მტკიცებითაც ცხოვრების დონე რუსეთში უფრო დაბალი იყო ვიდრე დანარჩენ რესპუბლიკებში.
ცხოვრების უფრო მაღალი დონის მიღწევას ხელი ალბათ ამ მეორე ეკონომიკამ შეუწყო,მაგრამ უეჭველია რომ ამ კორუმპირებული რესპუბლიკების მოსახლეობებს ძვირად უჯდებათ კორუმპირებულ უფროსთა ფუფუნება.
ხალხი თუ უფრო მძიმედ არ მუშაობს ის მეტ შევიწროებას განიცდის ვინაიდან საბჭოთა კავშირისათვის ჩვეულებრივ შეზღუდვებს ემატება კორუმპირებული რესპუბლიკების ეროვნული მაფიისთვის სასარგებლო შეზღუდვებიც.
უზბეკეთში ხალხი ასრულებდა დამატებით სამუშაოებსაც. ასე რომ ეროვნულ ოლქებში კორუმპირებული ავტონომიის შექმნაში ჩემის აზრით ძნელია ეროვნული განთავისუფლების ელემენტების ამოცნობა. ეს გარკვეულწილად ანთავისუფლებს მმართველ ფენას,რომლისგანაც შესდგება მაფია,მაგრამ ეს უფრო ამ რესპუბლიკის ხალხის დაყმევებაა.
საბჭოთა კავშირში საკმაოდ სუსტია პიროვნების დაცვა თანამდებობის პირთა თვითნებობისგან. და რა უნდა ითქვას სიტუაციებზე როდესაც თანამდებობის პირები დაუსჯელად გრძნობენ თავს იმიტომ რომ მათ თანამდებობაში დიდი ფული გადაიხადეს.
ცხადია რომ ასეთი "ეროვნული ხელისუფლება" სინამდვილეში არის ხელისუფლების სრული აღვირახსნილობა.
მე დავიწყე კულტურის მინისტრის პირფერობით უზბეკეთის მთავარი ბოსის მიმართ. მკითხველმა შეიძლება წარმოიდგინოს თუ რა დამცირების გადატანა უწევს უბრალო ხალხს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პასუხისმგებლობა კორუმპირებული რესპუბლიკის წარმოშობაზე ყველაზე იოლად შეიძლება დაეკისროს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ხელმძღვანელობა არის მმართველობის საერთო საკავშირო სისტემის ნაწილი.
ეს სისტემა პარტიული კონტროლის გარდა გულისხმობს სახელმწიფო კონტროლის საკმაოდ დრულყოფილ ფორმებს საპროკურორო მეთვალყურეობისა და სასამართლოების კონტროლის ჩათვლით.
ცხადია რომ კორუმპირებული რესპუბლიკის წარმატებულ ფუნქციონირებას სჭირდება კონტროლის სისტემის კორუფცია ან მოშლა. .
დაჭერილი იყო უზბეკეთის მინისტრთა საბჭოს თავმდომარე ხუდაიბერდიევიც კი,მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის მოსკოველი უმაღლესი მოხელეების დასჯაზე, არადა მათ ევალებოდათ კანონიერების დაცვა.
უზბეკეთი კორუფციული ავტონომიის ყველაზე ნათელი და არა ერთადერთი მაგალითია. ეხლა მიმდინარეობს ყირგიზული და თურქმენული კორუფციის გამოძიება. კორუფციას აზერბაიჯანში და საქართველოში ებრძოდნენ ალიევი და შევარდნაძე. მსგავსი მოვლენები იყო ყაზახეთშიც სადაც კომპარტიის პირველი მდივანი კუნაევის მოხსნამ და მის ადგილზე რუსი კოლბინის დანიშვნამ გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარებები.
საბჭოთა კავშირის ყველა ან თითქმის ყველა აზიურ რესპუბლიკას თითქოს შეყრილი აქვს ერთი და იგივე ინფექცია. ამ რესპუბლიკების მართვის ორგანიზაციაში თითქოს დაშვებულია ერთი და იგივე შეცდომები.
ჩემის აზრით ამ რესპუბლიკებს აქვთ შემდეგი საერთო ნიშნები:
1. ხალხის მიერ ისტორიულად მიღებული ფეოდალური პოლიტიკური კულტურა.
2. შელახული ეროვნული გრძნობა.
3. ეკონომიკაში აშკარა უპირატესობის მინიჭება თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებისათვის.
ამ რესპუბლიკების მართვის ხასიათის ნებისმიერმა გარდაქმნამ ანგარიში უნდა გაუწიოს საერთო ნიშნებს რომლებმაც გააადვილეს ჩემს მიერ ფეოდალურ წყობისა და კრიმინალური სინდიკატის შუალედურ ფორმად განსაზღვრული კორუმპირებული რეჟიმის დამყარება.
სსრკ-ს აზიურ რესპუბლიკებში არსებულ კორუფციულ ავტონომიაზე საუბრისას მე ვგრძნობ ტრაღიზმს ვითარებისა როდესაც მეტი ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობები იღებს ისეთ არასიმპატიურ ფორმას როგორიცაა ფეოდალურის მსგავსი წყობის დამყარება საბჭოთა სტრუქტურის შიგნით.
მაგრამ ეს შეიძლება ბუნებრივიცაა. ეს ტერიტორიები ხომ იქ საბჭოთა წყობის დამყარებამდე ფეოდალური იყო. ასე რომ ამ რესპუბლიკების მოსახლეობისა და ხელმძღვანელობის პოლიტიკური კულტურა არ სცდება ფეოდალურ ტრადიციას.
ასე ხდება რომ ჩვეულებრივი საბჭოთა თვითნებობის პირობებში და საჯარო კონტროლის გარეშე ხელმძღვანელობის ჩვეულების თესლი ეცემა საკმაოდ ნოყიერ ფეოდალურ ნიადაგზე.
უზბეკური ბამბა და ხალხის ტანჯვა:
უზბეკეთის ფართოდ რეკლემირებული წარმატებები ბამბის მოყვანაში როგორც ჩანს იყო ფარი რომლის უკანაც უზბეკეთის კომპარტიის ხელმძღვანელ რაშიდოვს შეეძლო თავისი ფეოდალურ-მაფიური სტრუქტურის შექმნა. ამ წარმატებების დღევანდელ მხილებათა ფონზე მე მინდა ვაჩვენო თუ რა ძვირად უჯდება რესპუბლიკის ხალხს "ავტონომია კორუფციაში".
ამ თემაზე მრავალი რამ დაიბეჭდა,მაგრამ განსაკუთრებულ რეკომენდაციას ვუწევ კ,კოლესნიკოვისა და ვ. სოკოლოვის სტატიას//"ლიტერატურნაია გაზეტა",1987 წლის 11 თებერვალი//.
საკითხის ისტორია ასეთია. 1940 წლიდან უზბეკეთში თანმიმდევრულად ზრდიდნენ ბამბის წარმოებას და 1975 წლისათვის ნედლი ბამბის წარმოება გაიზარდა ორჯერ და მიაღწია ხუთ მილიონ ტონას. ბამბა უკვე მაშინ გადაიქცა უზბეკეთის მონოკულტურად და ის განზე სწევდა ხილისა და ბოსტნეულის წარმოებას. უკვე მაშინ უგულვებელყოფდნენ თესლბრუნვის ელემენტარულ მოთხოვნებს ნიადაგის გაუმჯობესებისათვის. უკვე მაშინ მიერეკებოდნენ სკოლის მოწაფეებს მინდვრებში ბამბის მოსაკრეფად. მაგრამ იზრდებოდა ბამბის წარმოების გეგმა და ხელმძღვანელებს ძალიან უნდოდათ მოსკოვისთვის ეპატაკათ გეგმის გადაჭარბებით შესრულების შესახებ. 1980 წელს გამოცხადდა წელიწადში 6 მილიონი ტონა ნედლი ბამბის დამზადების შესახებ. ეს ტყუილი იყო და ასობით ხელმძღვანელს,ბამბისგამწმენდი მრეწველობის სამინისტროს კოლეგიის ჩათვლით დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
მე აქ არ მაინტერესებს მიწერათა ტექნოლოგია. ჩემთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ უძლებდა უზბეკი ხალხი და უზბეკური მიწა ამ დაძაბულობას. აი რას წერენ დასახელებული ჟურნალისტები:
"შეუბრალებლად იცვლებოდა მიწის სახეც.ქრებოდნენ ბაღები და ტყეები,მდელოები და მობალახე საქონელი. მინდვრებს აჭაღარავებდა მარილის ფენა //გვალვიანი მიწების მორწყვა დელიკატური საკითხია,ირიგატორთა შეცდომები იწვევს მარილის დამღუპველ სიჭარბეს.ვ.ჭ.//. ეცემოდა ნიადაგების ნაყოფიერება".
უზბეკი აკადემიკოსი მირზა-ალი მუხამეჯანოვი ამბობს:
"მრავალ ადგილას ჩვენში ბამბა ერთსა და იმავე ადგილზე განუწყვეტლად მოჰყავთ 50 წლის მანძილზე. ის აუძლურებს ნიადაგს,იწოვს მის ყველა წვენს. მიწას ფრთხილად უნდა მოექცე, ჩვენში მასზე ტრაქტორები წელიწადში დაახლოებით 30-ჯერ გაივლიან ხოლმე. ბამბის ტექნიკა დაუნდობლად წნეხავს მიწას რომელშიც იღუპება მიკროორგანიზმები ბამბის საშინელი დაავადების ვილტის ვირუსის გარდა. მცენარეთა იმუნიტეტი დაბალია.ამიტომ მოსავლიანობაც დაბალია. ცოტა ორგანიკას იყენებენ,სამაგიეროდ ხმარობენ ბევრ შქამქიმიაქტს. შქამქიმიკატი კი ველზე სპობს ყველაფერ ცოცხალს".
ასეთია უზბეკური მიწის სურათი.ეხლა ვნახოთ თუ როგორ იყვნენ ბამბის მომყვანნი როდესაც უფროსობა ცურავდა ფულში და პატივში.
ჟურნალისტები წერენ:
"ბამბა ითხოვს შრომას გარიჟრაჟიდან გარიჟრაჟამდე. და კიდევ ინსტანციაში ისმის ბღავილი "დავაი დავაი" // "მაიტა მაიტა"// და ეს ღრიალი აყრუებდა მიწაზე მიჯაჭვულ გლეხკაცს. ვიღაცა ძღებოდა,ვიღაცა იტყუებოდა და გლეხკაცი კი სულ შრომობდა".
სამიზდატის დოკუმენტი-უზბეკი მწერალი ირაზიზ აგზამის გამოსვლა უზბეკეთის მწერალთა კავშირის პლენუმზე 1987 წლის თებერვალში იტყობინება დეტალებს:
"სოფლის მშრომელები იღებენ თავისი შრომის საფასურის დაახლოებით 5 პროცენტს. ისინი ცხოვრობენ გაჭირვებულად,უაღრესად რთულ პირობებში...მათ არაფერი აქვთ ჩაისა და შაქრიანი პურის მეტი. ისინი მიეჩვივნენ უხორცო წვნიანებს. კოლმეურნეთა ხელფასი უმრავლეს შემთხვევაში შეადგენს 35 მანეთს//უდიდესი ხელფასი-70 მანეთი// თვეში".
საშინელ ამბებს იტყობინებოდა ეს მწერალი ბამბის მინდვრებში და სოფლის მეურნეობის სხვა სამუშაოებზე სკოლის მოწაფეთა ექსპლუატაციის შესახებ:
"მათ აუცილებლად ამუშავებენ მარტში მიწის მოსწორებაზე,აპრილში-თუთის ფოთლების მოგროვებაზე,თუთის ჭიების მოვლაზე. მაისში-თუთის ფოთლების მოგროვებაზე,ბამბის ნათესების სარეველასაგან განთავისუფლებაზე...ოქტომბერში,ნოემბერში ბამბის კრეფაზე.
ჩვენი ბავშვები მინდორში თითქმის 7-8 თვე მუშაობენ".
უზბეკეთისთვის უზარმაზარი ტრაღედია იყო 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე ბამბის ველებზე ბუტიფოსის დეფოლიანტის გამოყენება. უკვე 1974 წელს ა.სახაროვი პროტესტს გამოთქვამდა უზბეკეთში მინდვრებში მომუშავე ბავშვების მომწამლავი შხამიანი ჰერბიციდების გამოყენების გამო.
მოგვიანებით ცნობილი გახდა ბუტიფოსით მოსახლეობის მოწამლვის შედეგების დეტალები-ცენტრალური ნერვული სისტემის ავადმყოფობები,
გეპატიტით დაავადების გახშირება,შინაგან ორგანოთა ავადმყოფობები,
ალერგიული რეაქციები. ამასთან ბუტიფოსი გროვდება ნიადაგში და წყალში რაც ზრდის მის შემადგენლობას ზოგ საკვებ პროდუქტში. უზბეკი მწერალი სამიზდატის დოკუმენტში იტყობინება შემდეგს:
"ჩვენს ბავშვთა 5 პროცენტი იბადება გონებრივად არასრულფასოვნად. რესპუბლიკის ყმაწვილთა 30 პროცენტი უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის...სოფლის მოსახლეობის მესამედი ავადმყოფობდა ან ავადაა ყვითელით".
საბჭოთა ჯანდაცვის სამინისტრომ ბუტიფოსის წარმოება და გამოყენება აკრძალა მხოლოდ 1987 წლის გაზაფხულზე,"ლიტერატურნაია გაზეტას"1986 წლის 30 ივლისისა და1987 წლის 7 იანვრის ნომრებში ჟურნალისტი სოკოლოვის მამხილებელი წერილების გამოქვეყნების შემდეგ.
ესაა მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა თუ რა მოაქვს ეროვნული ოლქების ხალხისთვის კორუფციულ ავტონომიას//გაგრძელება იქნება//.
Кремлёвские похороны. Шараф РАШИДОВ | 19:21 |
Первый секретарь ЦК Компартии Узбекистана Шараф Рашидович Рашидов умер 31 октября 1983 года. Причиной его безвременной смерти, о которой до сих пор ведутся споры - умер ли он своей смертью, наложил ли на себя руки, был ли убит - стал хлопок. А точнее - печально знаменитое коррупционное "хлопковое" дело, которое в 80-х годах ХХ века прогремело как ни одно другое. Шараф Рашидов родился в крестьянской семье за день до Октябрьской революции. Можно сказать, что он был всем обязан советской власти. Даже свою фамилию получил от нее, когда в 30-х годах в Узбекской ССР была проведена перепись населения и всем гражданам республики выдали паспорта. В этот торжественный момент родня Шарафа и получила фамилию Рашидовы - по имени главы семьи. Это имя - Рашид - в Средней Азии очень распространено и переводится как "руководящий". В 1941-42 годах Рашидов участвовал в Великой Отечественной войне. В 1949-50 годах был Председателем Правления Совета Писателей Узбекистана. Дважды Герой Социалистического Труда. Лауреат Ленинской премии. Награжден 6 орденами Ленина, а также другими орденами медалями. При Рашидове Узбекистан из недоразвитой сельскохозяйственной окраины превратился в наиболее образованную среди прочих среднеазиатских, сильную промышленную республику. Но все-таки главным в ее экономике по-прежнему было сельское хозяйство. А вернее - хлопок, "белое золото", на добычу которого уходили все силы. В годы власти Леонида Брежнева в Узбекистан поступали нескончаемые приказы об увеличении добычи хлопка. В ответ узбекская элита докладывала все более высокие цифры по ирригации полей и урожаям хлопка с помощью "приписок" - обычное для всего Союза явление, когда цифры производства искусственно завышались на местах. Данная ситуация позволила узбекскому руководству получать огромные дополнительные средства из центра. Только после смерти Шарафа Рашидова центр завел так называемое "узбекское дело" и отправил оперативную группу прокуроров Гдляна и Иванова в Узбекистан. В ходе последовавшей чистки почти вся правящая верхушка Узбекской ССР была осуждена. |
No comments:
Post a Comment