7.30.2012

ვალერი ჭალიძე ეროვნულ პრობლემებზე საბჭოთა კავშირში-1:

Valery Chalidze - husband of Vera Slonim, BBC

Первая правозащитная ассоциация была создана в мае 1969 года, когда 15 человек, назвавших себя "Инициативной группой защиты прав человека в СССР" направили письмо в ООН о нарушении гражданских прав в Советском Союзе.
К началу 1972 года группа обратилась с письмами в различные международные организации и все они остались без ответа. За этот период были арестованы 8 ее членов.
В 1970 году по инициативе Валерия Чалидзе в Москве был создани Комитет прав человека в СССР. В него вошли также Андрей Твердохлебов и академик Андрей Сахаров.
Экспертами Комитета стали Александр Вольпин и Борис Цукерман, корреспондентом - Александр Галич.
Позже в его состав вошел Игорь Шафаревич, а в 1973 году (после лишения Чалидзе гражданства и выхода из его состава Твердохлебова) - Григорий Подъяпольский.
Деятельность этой группы носила в основном аналитический характер.
В 1971 году Комитет получил статус филиала Международной Лиги прав человека.
В 1976 году, после смерти Подъяпольского, Комитет перестал существовать.
В 1974 году в Москве стало действовать отделение Международной Амнистии.
Председателем этой организации стал Валентин Турчин, секретарем - Андрей Твердохлебов.

პირველი ადამიანის უფლებათა დამცველი ასოციაცია საბჭოთა კავშირში შეიქმნა 1969 წლის მაისში. მაშინ 15-მა კაცმა დაირქვა "საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი" და გაეროს მიმართა წერილით საბჭოთა კავშირში სამოქალაქო უფლებათა დარღვევის შესახებ. 1972 წლისთვის ჯგუფმა წერილებით მიმართა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. ისინი უპასუხოდ დარჩა. ამ დროს დაიჭირეს მისი 8 წევრი.


1970 წელს ვალერი ჭალიძის ინიციატივით შეიქმნა საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა კომიტეტი. მისი წევრები ასევე იყვნენ ანდრეი ტვერდოხლებოვი და აკადემიკოსი სახაროვი. კომიტეტის ექსპერტებად გახდნენ ალეკსანდრ ვოლპინი და ბორის ცუკერმანი,კორესპონდენტად-ალეკსანდრ გალიჩი. მოგვიანებით მისი წევრი გახდა იგორ შაფარევიჩი და 1973 წელს ჭალიძისთვის საბჭოთა კავშირის ისმოქალაქეობის ჩამორთმევის და მისი შემადგენლობიდან ტვერდოხლებოვის გასვლის შემდეგ-გრიგორი პოდიაპოლსკი. ამ ჯგუფის საქმიანობა ძირითადად ანალიტიკური იყო. 1971 წელს კომიტეტმა მიიღო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლიგის ფილიალის სტატუსი. 1976 წელს, პოდიაპოლსკის სიკვდილის შემდეგ, კომიტეტმა შეწყვიტა არსებობა,

ვალერი ჭალიძე,ეროვნული პრობლემები და პერესტროიკა,Chalidze Publications,Valery ChalidzeNationality problems and Perestroika,Copyright By Valery Chalidze,Benson,Vermont 05731,Manufactured in USA, 1988// თარგმანი ამერიკული რუსულენოვანი გამოცემიდან//.

მადლობები:
ბიბლიოგრაფიული რჩევების გამო მადლობას ვუხდი პროფესორ ბარხორნს იელის უნივერსიტეტიდან და პროფესორ შლიაპენტოხს მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო განხილვები პროფესორ კაცენელინბოიგენთან და ფ.სილნიცკისთან.

წინათქმა:
საბჭოთა კავშირში ასზე მეტი ეროვნებაა და ყოველ მათგანს აქვს მრავალი პრობლემა, ამას, განსაკუთრებით დასავლეთში, ეძღვნება უზარმაზარი ლიტერატურა.

ჩემს მოკლე მიმოხილვაში მე არ მიცდია საბჭოთა კავშირში არსებულ ეროვნულ წინააღმდეგობათა სრული სურათის შექმნა. ჩემი მიზანია ლაპარაკი იმ პრობლემებზე რომლებსაც საზოგადოებამ და მთავრობამ ყურადღება მიაქციეს პერესტროიკასთან და გლასტნოსტთან დაკავშირებით.

თუ კი გლასნოსტის პოლიტიკა გაგრძელდება საზოგადოება ვერ აარიდებს თავს საბჭოთა კავშირში ერთაშორისი წინააღმდეგობების ახალ მოწმობათა განხილვას. მე არ ვიცი თუ როგორ მოხერხდება ეს ეროვნული ერთიანობის ოფიციალური თეზისის შენარჩუნებით.


1987 წლის დეკემბერი, ბენსონი, ვერმონტი.

თავი პირველი, ეროვნულ უმცირესობათა პრობლემები, გლასნოსტის საზღვრების გამოცდა:

1983 წელს ჩემს წიგნში "რუსეთის მომავალი " მე ვმსჯელობდი იმაზე რომ რუსეთის დემოკრატიზაციის მსჯელობები რესპუბლიკებში დაუყოვნებლივ გამოიწვევს სეპარატისტულ მოძრაობათა გააქტიურებას //თუმცა სეპარატიზმის პოპულარობის გაზვიადება არაა საჭირო//. გორბაჩოვის გლასნოსტის პოლიტიკა არის დემოკრატიზაციისკენ ძალიან ფრთხილად გადადგმული ნაბიჯი,და,როგორც მე ვვარაუდობდი, ამ ნაბიჯზე რეაქცია მოახდინეს იმათ ვინც უკმაყოფილოა მათი ეროვნული ტერიტორიების რუსეთზე დამოკიდებულებით.

1986 წლის ივლისში ლატვიაში შეიქმნა ჰელსინკის ჯგუფი "ჰელსინკი-86". პირველივე დოკუმენტებით ამ ჯგუფმა მიმართა გორბაჩოვს და სთხოვა მას რეფერენდუმის ჩატარება ლატვიის თვითგამორკვევის შესახებს // "ვესტი იზ სსსრ" ,1987 წლის ნომერი 1/2//. ანალოგიური თხოვნით სომხეთის თვითგამორკვევის შესახებ გორბაჩოვს მიმართა პარუირ აირიკიანმა // Newsweek,1987 წლის 25 მაისი//. უეჭველია რომ ასეთი მიმართვები შემდეგშიც იქნება,თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ რომ ყველა აქტივისტი ვერ დასვამს გამოყოფის საკითხს: ეროვნულ რესპუბლიკებში დაგროვდა მრავალი პრობლემა,რუსიფიკაციის,ეროვნულ კულტურათა შენარჩუნების,ბუნების დაცვის და სხვ.

თუ კი გლასნოსტის მცდელობა გაგრძელდება,ეროვნული პრობლემები,სეპარატისტების მოწოდებების ჩათვლით,მტკივნეული გამოცდა იქნება ამ პოლიტიკისთვის. იმაზე თუ როგორ გაუძლებს საბჭოთა პროპაგანდა ამ გამოცდებს შეიძლება ვიმსჯელოთ იმ პუბლიკაცაციათა სერიით რომელიც გამოჩნდა 1987 წლის აგვისტოს ბოლოს ბალტიაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. საბჭოთა-გერმანული პაქტის//ამ პაქტის თანახმად საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბალტიის ქვეყნებში// წლისთავთან დაკავშირებით რიგაში,ვილნიუსში და ტალინში ჩატარდა არაოფიციალური დემონსტრაციები ეროვნული ლოზუნგებით. რამდენიმე წლის წინ ასეთ დემონსტრაციებს უხეშად დაარბევდნენ და დაშლიდნენ,საბჭოთა პრესა კი გაჩუმდებოდა თითქოს არაფერი მომხდარა. ეხლა ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და ტელევიზიამ და პრესამ გაავრცელა ცნობები ამ დემონსტრაციების შესახებ. ილაპარაკეს საკმაოდ თამამად,თქვეს ისიც რომ ჯგუფი "ჰელსინკი-86" მოუწოდებს ლატვიის 1939 წლის სტატუსის აღდგენისკენ//ჟურნალისტებმა მაინც ვერ გაბედეს ლაპარაკი საბჭოთა კავშირიდან გამოყოფაზე. იხ. 1987 წლის პირველი სექტემბრის გაზეთი "პრავდა"//.

მაგრამ ფაქტიური ინფორმაციის ცალკეული სტრიქონები გაზავებული იყო გადაჭარბებათა მთელი აბზაცებით. ბალტიისპირელთა დემონსტრაციები გამოცხადებული იყო დასავლური რადიოსადგურების პროვოკაციული მოქმედებების შედეგად. "ჰელსინკი-86" -ს წევრები გამოაცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად და პროვოკატორებად. ბევრი ილაპარაკეს 1939 წელს ბალტიაში მომხდარ მოვლენებზე ,მაგრამ არაფერი უთქვამთ იმაზე რომ საბჭოთა ჯარები იქ შევიდნენ ჰიტლერთან შეთანხმებით//შეგახსენებთ რომ საბჭოთა-გერმანულ მეგობრობაზე და საზღვრებზე შეთანხმების შესაბამისი პროტოკოლი არ გამოქვეყნებულა საბჭოთა კავშირში და რამდენადაც ვიცი საბჭოთა პრესა არ აღიარებს ამ პროტოკოლის არსებობას//.ამიტომ არაა გასაკვირი რომ ვლადიმირ ფრენკელის წერილი საბჭოთა პრესის მიერ 23 აგვისტოს დემონსტრაციების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ ვრცელდება მხოლოდ სამიზდატში და საბჭოთა პრესის მიერ გამოქვეყნებული არ იქნა.

ეროვნული კულტურის რუსიფიკაცია:
"ეროვნულ-რუსული ორენოვნების მიზანმიმართული ჩამოყალიბება იყო და რჩება ეროვნული ურთიერთობების სფეროში მუშაობის მთავარ ნაწილად". საქართველოში გამოსვლისას წარმოთქმული ამ ფრაზით საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრმა ლიგაჩოვმა დაამსხვრია იმედები იმათი ვინც ფიქრობდა რომ პერესტროიკა გამოიწვევდა ეროვნულ ურთიერთობათა ლიბერალიზაციას და ეროვნული ოლქების რუსიფიკაციის პოლიტიკის შეზღუდვას.

ეროვნული ოლქების რუსიფიკაციაში როგორც წესი იგულისხმება სოციალურ ღონისძიებათა ძალიან ფართო სპექტრს. ესაა სკოლებში და უმაღლეს სკოლაში,სახელმწიფო და ყოფით დაწესებულებებში რუსული ენის დანერგვა ეროვნული ენის საზარალოდ. ამა თუ იმ ერის რუსეთთან შეერთების სიკეთის თუ ნებაყოფლობითობის ჩვენების მიზნით ეროვნული ისტორიის ფალსიფიკაცია. რუსეთისაგან დამოუკიდებლობის მომხრე მოღვაწეთა თხზულებების და ამ მოღვაწეთა სახელების ხსენების აკრძალვა და ა.შ.

ბოლო ათწლეულებში სამიზდატმა დააგროვა უამრავი მოწმობა და განზოგადოება ეროვნული ოლქების რუსიფიკაციის შესახებ.

მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი:
პაველ კლიჩკოვი უჟგოროდიდან იუწყება საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმში გაგზავნილი თავისი მიმართვის შესახებ// " სამიზდატის არქივი" რადიო

" თავისუფლება", გამოშვება 8/87//:
"რუსიფიკაციით გაჟღენთილია ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო. ჩვენს ბავშვებს 4 წლიდან ასწავლიან რუსულ ენას.ზაკარპატიეს ქალაქებში სკოლათა ნახევარზე მეტი რუსულია. ბავშვები არ იცნობენ ზაკარპატიეს ლიტერატურას. ქალაქებისა და სოფლების ქუჩებს სახელები გადაარქვეს. მათ დაარქვეს სახელები რუსი მოღვაწეებისა რომლებსაც არაფერი აკავშირებთ ზაკარპატიესთან".

ლინარდს გრანტინში ლატვიიდან წერილით მიმართავს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს //იქვე//:

"1986 წლის 30 აპრილს,როდესაც მე წავედი ლიეპაიაში ვიტოლას ქუჩა ნომერ ორში მდებარე სამეურნეო საქონლის მაღაზიაში მოხუცმა ქალმა მთხოვა ამეხსნა თუ რა წერია შესაბამის პრეისკურანტში. ეწერა მარტო რუსულად. ატირებულმა ქალმა მითხრა რომ მას უკვე აღარ შეუძლია საყიდლებზე მარტო სიარული,ყველგან რუსული წარწერებია და რუსულად ლაპარაკობენ. გამყიდვლებს საჭიროდ არ მიაჩნიათ ადგილობრივ ენაზე ლაპარაკი და ლატვიური ენის სწავლა. ამას ხსნიან იმით რომ რუსულიენა თითქოს მთავარი ენაა ხოლო სხვები საჭირო არაა,აქ საბჭოთა კავშირია".

სამიზდატიდან შეიძლება მოვიყვანოთ ასობით ასეთი საჩივარი. ბოლო დრომდე ამ საკითხებზე მსჯელობდნენ მხოლოდ სხვაგვარად მოაზროვნენი,თუმცა ზოგჯერ ხმას იღებდნენ ეროვნულ კულტურათა გამოჩენილი მოღვაწეებიც,მაგ.უკრაინელი მწერალი ივან ძიუბა//იხ. მისი წიგნი " ინტერნაციონალიზმი თუ რუსიფიკაცია" //1973// ან ქართველი ენათმეცნიერი შანიძე რომლებიც გამოვიდნენ ეროვნულ ენათა დასაცავად.

ცნობილია რუსიფიკაციის საწინააღმდეგოდ მიმართული მასობრივი დემონსტრაციებიც, ალბათ ყველაზე ცნობილია 1978 წლის 14 აპრილის წარმატებული დემონსტრაცია თბილისში რომელიც ითხოვდა ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შენარჩუნებას.

საბჭოთა კავშირში გლასნოსტის ხანის დაწყებასთან ერთად რუსიფიკაციის პრობლემა აისახა საბჭოთა პრესის ფურცლებზე და ეს მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ურთიერთობები ისევ დელიკატური თემაა საბჭოთა კავშირში და პრესა ძალიან ფრთხილობს. ასე მაგალითად საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმზე გამოსულები არაერთხელ შეეხნენ ეროვნულ ოლქებში მშობლიური ენის შესწავლის პრობლემებს// " ლიტერატურნაია გაზეტა",1987 წლის 6 მაისი//.

უკრაინელი მწერალი იური მუშკეტიკი ჩიოდა რომ მის ქალაქ ჩერნიგოვში თითქმის აღარ დარჩა უკრაინული სკოლა.

მწერალმა ნილ გილევიჩმა განაცხადა რომ ბელორუსიაში ფაქტიურად არაა სკოლები სადაც მოწაფეებს ასწავლიან ბელორუსულ ენაზე.

დერგეი მიხალკოვის ცნობით ცუდი მდგომარეობაა მარისა და ბაშკირეთის ავტონომიურ რესპუბლიკებშიც-იქ იზრდება მშობლიური ენის არმცოდნე ადამიანთა თაობები.

გასაგებია რომ თუ კი ეროვნული ავტონომიის მქონე ხალხები ასეთ მდგომარეობაში არიან სხვა ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობა უფრო უარესია. ებრაელმა აქტივისტებმა უკვე დიდი ხანია გამოაქვეყნეს ებრაული ენის სწავლებისთვის ხელის შეშლისაა და ეროვნულ სკოლათა არარსებობის ფაქტები.

ს. მაკსუდოვს//ს. მაკსუდოვი,საბჭოთა კავშირის ეროვნული განვითარების პერსპექტივები," სსსრ,ვნუტრენნიე პროტივორეჩია" ნომერი 18,1987// მოჰყავს სხვა ფაქტები:

"მცირე ხალხთა უმრავლესობამ //იჟორლებმა, ვეპსებმა, საამებმა, იტელმენებმა, უდეგეელებმა, შორელებმა და ა.შ.// დაკარგეს ცოტა ხნის წინ შეძენილი დამწერლობა. ბიბლიოთეკების არქივებში მოხვდა მანსის ენების ანბანები.

გაგაუზებმა,მოლდავეთის დაახლოებით 170000-მა მცხოვრებმა,რომელთა 90 პროცენტიც მშობლიურ ენად თავისი ეროვნების ენას თვლის,ამას წინ მიმართეს მთავრობას და სთხოვეს სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლების შეწყვეტა.

საკითხავია თუ რამდენად ნებაყოფლობითი იყო მშობლების ასეთი მიმართვა- ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი გადაწყვეტილებებების დასასაბუთებლად იოლად შეუძლია ასეთი მიმართვის ორგანიზება// მეორეს მხრივ როდესაც კრემლს დასჭირდა რუმინელებისაგან ხელოვნურად მოწყვეტილი მოლდაველების ეროვნული მოძრაობის დათრგუნვა მან გაგაუზებში დიდი გართულების გარეშე შექმნა რუსეთთან შეერთების მსურველი მოძრაობა და დაუპირისპირა ისინი მოლდაველებს,მთარგმნელი//.

მაგრამ ვითარება ისეთია რომ მთავრობა ვერ გაიხარებს რუსიფიკატორული პოლიტიკის სრული გამარჯვებით. მიუხედავად რუსიფიკაციის მიზნით გატარებული ყველა ღონისძიებისა შუა აზიაში და ამიერკავკასიაში ეროვნულ ენებზე ისევ ლაპარაკობს ხალხის უმრავლესობა.

ამის გამო შფოთავს აკადემიკოსი ბრომლეი:  " ...პირველ რიგში,არარუსული ეროვნების ყოველი მესამე ადამიანი თავისუფლად არ ფლობს რუსულ ენას,მეორეც,რუსული ენის გავრცელება მოკავშირე რესპუბლიკების მკვიდრ ეროვნებებში ხდებოდა არათანაბრად. ამიტომ რუსული ენის ცოდნის ხარისხობრივად გაუმჯობესების ამოცანა ისევ აქტუალურია განსაკუთრებით შუა აზიის,ამიერკავკასიის და ბალტიისპირეთის სოფლის რეგიონებში"(" პრავდა",1987 წლის 13 თებერვალი).

აქ უნდა გავაკეთოთ შემდეგი შენიშნვა: როგორც კავშირის ძირითადი ენა რუსული ენა რა თქმა უნდა სასარგებლოა ერთაშორისი ურთიერთობისთვის, სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობასთან საზიარებლად.რუსულ ენაზე იბეჭდება მეცნიერებისა და კულტურის თანამედროვე მიღწევების ამსახველი დიდძალი ლიტერატურა. ამ თვალსაზრისით რუსული ენის სწავლა ნამდვილად სასარგებლოა და მრავალი ადამიანი მას ისწავლიდა ზეწოლის გარეშეც,მით უფრო რომ მცირე ერების მრავალ ენაზე არ დამუშავებულა და ალბათ აღარც დამუშავდება თანამედროვე მეცნიერების ტერმინოლოგია. მაგრამ დიდი განსხვავებაა ენის ნებაყოფლობით თუ მშობლების გადაწყვეტილებით სწავლასა და და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ენის სპეციალურ იძულებით დამკვიდრებას შორის.


ჯერ-ჯერიბით არ ჩანს რომ პერესტროიკას რამე შეეცვალა რუსული ენის ამ ხელოვნური დანერგვის პოლიტიკაში,მაგრამ გარკვეული ნიშნები მაფიქრებინებს რომ კულტურის ადგილობრივ მოღვაწეებს უფრო თავისუფლად შეუძლიათ გამოსვლა ეროვნული კულტურის დასაცავად. ეროვნულ პრესაში უკვე ეხლა ჩნდება მასალები რომლებიც მოწმობენ რომ ადგილობრივი მოღვაწეები მზად არიან რუსიფიკაციის შეტევისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

ასე მაგალითად,1987 წლის გაზაფხულზე უკრაინაში უკრაინის მწერალთა კავშირთან შეიქმნა კომისია სკოლაში უკრაინული ენის სწავლების თაობაზე
//"ლიტერატურნა უკრაინა ",პრილი 9,87//. ამ კომისიის წყალობით ცნობილი გახდა ზოგი სტატისტიკური მონაცემი. მაგალითად,უკრაინის დედაქალაქ კიევში 274 სკოლიდან მხოლოდ 34-ია უკრაინული და დანარჩენი ორენოვანია//88// და რუსული //152//.

უკვე ამ კომისიის შექმნის ფაქტი და ის რომ უკრაინის განათლების სამინისტრო მზადაა მასთან თანამშრომლობისთვის მოწმობს ამ სფეროში პოლიტიკის ერთგვარ ლიბერალიზაციაზე,მაგრამ საეჭვოა რომ პერესტროიკა რუსიფიკაციის პრობლემას ღრმად შეეხოს. ეროვნული ენების სწავლების გაუმჯობესება კი არ ნიშნავს სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული ენის დამკვიდრების და კულტურის რუსიფიკაციის სხვა ზომების უარყოფას.
//მე მინდოდა ბელორუსიაში ბელორუსულად ლაპარაკი და ვერაფრით გამეგო რატომ არ სცემენ პატივს ბელორუსიაში ბელორუსულ ენას და კულტურასო. მე ვეძებდი ჩემნაირად მოაზროვნეებს, ვნახე ისინი "ახალგაზრდა ფრონტში" და 14 წლისა ვიყავი როდესაც გავხდი მისი წევრიო. უთხრა Deutsche Welle-ს 2012 წლის 7 ივლისს ამ ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე ანასტასია პოლოჟანკომ. ამდენი ხანი გავიდა პერესტროიკის შემდეგ და ბელორუსებს ბელორუსიაში ისევ არ აძლევენ ბელორუსულად ლაპარაკის საშუალებას.,მთარგმნელი//
Я пришла в "Молодой фронт" в 14 лет. Хотела разговаривать по-белорусски и не могла понять, почему белорусский язык, культура не культивируются в нашей стране. Я искала людей с такими же взглядами, интересами и нашла их именно в "Молодом фронте".
Зампредседателя "Молодого фронта" Анастасия Положанко
28.07.2012

ეროვნული კულტურების ხელოვნური მხარდაჭერა:
ეროვნულ რესპუბლიკებში კულტურული ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა ხელისუფლება რომ შემოფარგლულიყო რუსიფიკაციის ზომებით. სინამდვილეში კი რუსიფიკაციის პოლიტიკის პარალელურად ტარდება ეროვნული კულტურისა და განათლების ხელოვნური მხარდაჭერის პოლიტიკაც. ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტატისტიკური მონაცემებით დადასტურებას იმისა რომ ამა თუ იმ ეროვნულმა კულტურამ საბჭოთა ხანაში მიიღო მისი განვითარების პირობები. და მართლაც, სტატისტიკური მონაცემები ამ თეზისს იმდენად თვალსაჩინოდ ადასტურებენ რომ მათი აქ მოყვანა უაზრობა იქნებოდა. რომელი ეროვნებაც არ უნდა აიღოთ ყველგან ჩანს უმაღლესი განათლების მქონე პირთა,კულტურის დაწესებულებათა,მწერალთა მოცემულ ენაზე გამოცემულ წიგნთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

მაგრამ ამ ციფრებს ფრთხილად უნდა მივუდგეთ. პირველ რიგში უნდა ითქვას რომ მე-20 საუკუნე საერთოდ ხასიათდება განათლებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდით და ინფორმაციის ნაკადების გამრავლებით ასე რომ ნებისმიერი ხელისუფლების დროს,მათ შორის მოცემული ერის დამოუკიდებლობის შემთხვევაშიც სტატისტიკა აჩვენებდა ამ ტენდენციას.

მეორეც,უნდა გავიგოთ თუ რა დგას ამ მშვენიერი ციფრების უკან,რა ფასი აქვს ამდენ წიგნს,ამდენ გამოცემას ეროვნულ ენაზე. რამდენად განათლებულები არიან ისინი ვისაც აქვთ უმაღლესი განათლების დიპლომები? რისი გაკეთება შეუძლიათ და რა ესმით იმათ ვინც შეავსო ეროვნული მეცნიერული კადრების სტატისტიკა?

სტატისტიკა არ იძლევა პასუხს ამ კითხვებზე,მაგრამ მრავალი ნიშანი გვიჩვენებს რომ განათლებისა და კულტურის ხელოვნურმა დანერგვამ ზოგ,განსაკუთრებით აზიურ//შუა აზია, ამიერკავკასია,ციმბირი// ოლქებში გამოიღო საკმაოდ უხარისხო ნაყოფი.

საბჭოთა კავშირის ეროვნულ ოლქებში განათლების ხელოვნურად დანერგვა გარკვეულწილად ჰგავს ამერიკულ "აფირმატივ აქშნ"-ს. ეს უბრალო იდეა მდგომარეობს განათლების მიღებისას თუ თანამდებობის დაკავებისას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლისათვის გარკვეული უპირატესობის მინიჭებაში. აშშ-ში ამ მიდგომას დამსახურებულად აკრიტიკებენ,მაგრამ აქ საქმე მაინც არ მიდის ძალიან შორს ვინაიდან საზოგადოებრივ პროცესებს აშშ-ში აკონტროლებს საზოგადოება.

საბჭოთა კავშირში საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე დარჩენილი ეს პროცესი ისე შორს წავიდა რომ როგორც ჩანს ეხლა მთავრობასაც კი ესმის რომ მდგომარეობა გამოსასწორებელია,მით უფრო რომ მრავალ სფეროში კორუფციის აყვავებასთან დაკავშირებით განათლების ამ ხელოვნურად დანერგვით სარგებლობენ თანამდებობის პირები და ფულიანები.

საქართველოს,მაგალითად,არ სჭირდებოდა არავითარი ხელოვნური ზომა განათლების გასავრცელებლად. ესაა უძველესი კულტურული ტრადიციის და განათლების ისტორიულად ჩამოყალიბებული მაღალი პრესტიჟის ქვეყანა.

მაგრამ ლამაზი სტატისტიკისკენ მისწრაფებამ და კორუფციამ გამოიწვია დიპლომირებულთა რაოდენობის არაჩვეულებრივი ზრდა. შეიძლება ითქვას რომ განათლებული წრის განათლებამ იკლო. მაგრამ ამაზე უარესი ის იყო რომ უსწავლელი დიპლომირებულები ცდილობდნენ თანამდებობების მოპოვებას მეცნიერებისა და კულტურის სფეროში და კორუფციის წყალობით იღებდნენ ამ თანამდებობებს. ეს პირები ამუხრუჭებენ ეროვნული კულტურის განვითარებას. ისინი ხელს უშლიან ნიჭიერი ადამიანების საქმიანობას. როგორც მოსალოდნელი იყო განათლების ხელოვნური გავრცელება კორუმპირებულ საზოგადოებაში ხელს კი არ უწყობს,პირიქით,ხელს უშლის ეროვნული კულტურის განვითარებას.

კორუფციასთან დღევანდელი ბრძოლის მსვლელობისას ცნობილი ხდება ზოგიერთ ეროვნულ ოლქში ბოროტმოქმედებათა თუ განათლების დაბალი დონის შემზარავი ფაქტები.


ასე მაგალითად,საბჭოთა კავშირის სახალხო კონტროლის და უმაღლესი განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ წამოყენებული იქნა აზერბაიჯანის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის დახურვის წინადადება// "პრავდა" ,1987 წლის 15 ივლისი,გვ.6//. 

შემოწმებამ აღმოაჩინა მომავალ სპეციალისტთა გასაოცარი უწიგნურობა.60 სტუდენტიანი ჯგუფის 80-მა პროცენტმა ვერ შესძლო მეცხრე-მეათე კლასების დონის მათემატიკური მაგალითების ამოხსნა. 24-მა სტუდენტმა ვერ ამოხსნა მეოთხე-მეხუთე კლასების დონის მიმატებისა და გაყოფის ამოცანები.


გამოვლინდა ამ ინსტიტუტში მიღებისას კორუფციის ფაქტები. "ასობით აბიტურიენტებს შეგნებულად უმაღლებდნენ ნიშნებს". ამასთან პროტექტორის არმყოლებს არ იღებდნენ. ასე მაგალითად 1986 წელს 35 მედალისტიდან მხოლოდ 9 გავიდა კონკურსში. 

ამ ინსტიტუტის მრავალი პროფესორი თვითონ ან  უწიგნური იყო ან არ შეესაბამებოდა თანამდებობას. სამეცნიერო ხარისხის მქონე ერთმა პროფესორმა კითხვას თუ პროგრამირების რა ენები გამოიყენებოდა კომპიუტერში უპასუხა:
"რუსული და აზერბაიჯანული". 

ინსტიტუტის პროფესორმა ბ.მუსაევმა ინსტიტუტში შექმნილი მდგომარეობის შესახებ 40 წერილი მისწერა სხვადასხვა ინსტანციას. რესპუბლიკის ხელისუფლება ამ წერილებს სერიოზულად არ უყურებდა,ხოლო პროფესორს აღარ უშვებდნენ შვებულებაში რათა ის საჩივლელად მოსკოვში არ წასულიყო. 
           
რესპუბლიკის ხელისუფლებამ ინსტიტუტში შექმნილი მდგომარეობა გააკრიტიკა მხოლოდ 1985 წ. მან აღიარა მექრთამეობის ფაქტები. მოხსნეს რექტორი. 
          
"პრავდას" თქმით ინსტიტუტის ათეულობით თანამშრომელი ერთმანეთის ნათესავები და ძმა-ბიჭები იყვნენ. ატმოსფეროს გაჯანსაღება ვეღარ მოხერხდა.  
         
 "პრავდაში" ამ სტატიის გამოქვეყნება შემთხვევითი არაა. როგორც ჩანს ეროვნულ ოლქებში განათლების სფეროში ჩადენილ უკანონობებს ეხლა მეტ ყურადღებას მიაქცევენ.
   
მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის ნაწილია.მრავალი  ათასი უწიგნური" სპეციალისტი" იკავებს თანამდებობებს მეურნეობაში,კულტურისა და სასწავლო დაწესებულებებში და ამით მათ ზიანი მოაქვთ როგორც ეკონომიკისთვის ისე საერთოდ ეროვნული კულტურებისთვის. რამდენადმე აქტიური წმენდის ლოდინის შეუძლებელია,მაგრამ არის ნიშნები იმისა რომ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილება ვეღარ დაიცავს უვიცებს. 
         
ამ დელიკატურ თემაზე წერილი დაიბეჭდა "იზვესტიაში" //1987 წლის 22 ივლისი//.
ლაპარაკი იყო ორ იაკუტ მასწავლებელ ქალზე . სტატიის ავტორი ო.ბოროდინის თანახმად იაკუტიის განათლების სამინისტრომ წინააღმდეგობა გაუწია ამ ორი სრულიად უწიგნური მასწავლებლის სამსახურიდან დათხოვნას.
   
ავტორი ფრთხილობს,მას არ შეუძლია საბჭოთა პრესაში ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევა,მაგრამ მისი წერილი გარკვეული მოწოდებაა სტატისტიკაზე მეტად წიგნიერი პროფესიონალების დაფასებისკენ.
           
 საბჭოთა კავშირს არაერთხელ დაუკვეხნია ეროვნულ ოლქებში მეცნიერთა კადრების ლამაზი სტატისტიკით. საზოგადოებამ იცოდა რომ ეს მიღწევები ხელოვნურადაა გაბერილი.
         
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ მეცნიერებაში მოპოვებული ნამდვილი მიღწევების გვერდით მრავალი სამეცნიერო ხარისხს იღებდა სხვების მიერ დაწერილი დისერტაციების თუ ეროვნული კადრებისადმი უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიმტევებლობის წყალობით.
 
წარმატებულ ბიუროკრატებს შორის ,განსაკუთრებით შუა აზიაში,საკუთარი თავის დასაზღვევად მოდური გახდა სამეცნიერო ხარისხის მიღება. ანგარიში მარტივი იყო,ხელმძღვანელი თანამდებობიდან მოხსნის შემთხვევაში შეიძლებოდა გადასვლა სამეცნიერო თანამდებობაზე. 
                
ამ მანკიერი მოვლენების გამო აზიური რესპუბლიკების მეცნიერთა საზოგადოება დაბინძურებულია უმეცრებით და გამსჭვალულია კორუფციით.
        
გორბაჩოვის მიერ კორუფციასთან გამოცხადებული ბრძოლის ამ პერიოდში,რა თქმა უნდა,მრავალ მათგანს დაითხოვენ ან დააქვეითებენ. პრესაში უკვე იყო გამოსვლები ამის თაობაზე. სასტიკად გააკრიტიკეს ყაზახი აკადემიკოსი ნადიროვი,მოხსნეს ყირგიზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იმანალიევი. ყველას,რა თქმა უნდა,არ დაარბევენ და არ დააქვეითებენ. დაწინაურებული უმეცრები კიდევ შეუშლიან ხელს ნიჭიერი ადამიანების წინსვლას და ამით ზიანს მიაყენებენ ეროვნულ კულტურებს.
          
მე აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას რომ ამ სიმახინჯის მიზეზი არაა მარტო ეროვნულ ოლქებში კულტურის მიღწევების ხელოვნური დანერგვის სამთავრობო პროგრამა და არა მარტო ადგილობრივი კორუფცია.
            
გონიერი რუსი მეცნიერები ძალიან ხშირად მხარს უჭერენ და იწონებენ სამეცნიერო ხარისხებისა და თანამდებობების მქონე უვიცებს. 
        
მე ვფდეიქრობ რომ ამას აქვს 2 მიზეზი. 
პირველ რიგში რასიზმი,ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ რომ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს არ შეიძლება წავუყენოთ სერიოზული მოთხოვნები,რომ ეროვნულ ოლქებში თამაშობენ მეცნიერებას და არ ატარებენ სერიოზულ გამოკვლევებს//შეხედულება არასწორია უკვე იმიტომ რომ მეცნიერების ზოგი დარგი სერიოზულად ვითარდება სწორედ ცალკეულ ეროვნულ რესპუბლიკებში//. 

მეორე მიზეზია ფულის სიყვარული და პატივმოყვარეობა. იმ რუს მეცნიერებს რომელთაც სთხოვენ დასკვნას რაღაცა უგუნური პროექტის თუ ვითომ მეცნიერული ნაშრომის თაობაზე როგორც წესი ხვდებიან გაშლილი სუფრით,აბინავებენ საუკეთესო სასტუმროებში და კონსულტაციებში უხდიან დიდ ფულს.
           
ასეთი ფუფუნება მოქმედებს რუსეთში მოკრძალებულად მცხოვრებ ადამიანებზე.    
             
საინტერესო იქნება დაკვირვება იმაზე შეიცვლება თუ არა პერესტროიკასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია ეროვნულ ოლქებში კულტურის განვითარების კარგი სტატისტიკური მაჩვენებლების ხელოვნური ზრდის მიმართ. ზოგი ნიშნის მიხედვით ამ კითხვას დადებითად უნდა ვუპასუხოთ. როგორც ჩანს მთავრობა იწყებს იმის გაცნობიერებას რომ რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდის პროცესი მეტისმეტად შორს წავიდა. ასე მაგალითად ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ბრომლეის წერილში//1987 წლის 13 თებერვლის "პრავდა"// აღნიშნულია რომ უკვე 1979 წელს საქართველოს,ყაზახეთის,აზერბაიჯანის,სომხეთის,ლიტვის და სხვა რესპუბლიკების ძირეულ ეროვნებათა ახალგაზრდობის წარმომადგენლობა სტუდენტებს შორის აჭარბებდა ამ ეროვნებათა წილს მოსახლეობის შემადგენლობაში//ამასთან უნდა გვახსოვდეს რომ სტუდენტებში მათი წარმომადგენლობის პროცენტის თვალსაზრისით  ეროვნულ რესპუბლიკებში უარეს პირობებში ხვდებიან როგორც რუსები ისევე რესპუბლიკური სტატუსის არმქონე ეროვნული უმცირესობებიც//.  იაკუტურ უნივერსიტეტში ბრომლეის თანახმად 1985-1986 წლებში დღის განყოფილებაზე იაკუტები შეადგენდნენ 79,5 პროცენტს მაშინ როდესაც იაკუტიის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში იაკუტები შეადგენენ მოსახლეობის 31,1 პროცენტს.
     
ბრომლეი არ აფასებს ამ მოვლენებს,მაგრამ მკითხველი ხვდება იმას რომ ის ცუდად უყურებს ამ ვითარებას. არაა გამორიცხული პროპორციების გამასწორებელი ზომების მიღება,რამაც კორუფციასთან ბრძოლასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ეროვნულ კადრთა განათლების გაუმჯობესება.
   
ჩემის აზრით სამართლებრივ თანასწორობას ეწინააღმდეგება უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ეროვნების შესაბამისად დადგენილი კვოტები. ეს ზიანს აყენებს სახალხო განათლების ხარისხს,მაგრამ არარეალურია იმის ფიქრი რომ საბჭოთა კავშირში მალე იტყვიან უარს ამ მიდგომაზე.
                   
რელიგია და ნაციონალიზმი:
რელიგია იყო და რჩება საბჭოთა სისტემის მტკივნეულ ნაწილად. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მთავრობის მიერ რელიგიისა და ეკლესიის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა ისტორიის 70 წლის მანძილზე სხვადასხვა ეკლესიის და რელიგიური ჯგუფის პოზიციები შეირყა ქვეყანაში ისევ ბევრი მორწმუნეა და ეს პრობლემებს უქმნის ათეისტურ ხელისუფლებას.
   
განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემები ზოგ ეროვნულ ოლქში სადაც მამათა რწმენას მოსახლეობა გარკვეულწილად უყურებს როგორც რუსული ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის,ეროვნული კულტურისა და ეროვნული სულის შენარჩუნების სიმბოლოს.
           
საბჭოთა კავშირში მორწმუნეთა აქტიურობა და მათი დევნა მრავალი გამოკვლევის საგანია და ამიტომ მე აქ არ ვცდილობ პრობლემის სრული სურათის დახატვას. ეროვნულ ოლქებში რელიგიური უფლებების დასაცავად აქტივისტთა გამოსვლებით დაინტერესებული მკითხველი დიდ მასალას ნახავს ალექსეევას წიგნში//ლ.ალექსეევა."ისტორია ინაკომისლია ვ სსსრ"//.
           
გორბაჩოვის რეფორმები ჯერ-ჯერობით არსებითად არ შეხებია სახელმწიფოს პოზიციას რელიგიის მიმართ,თუმცა ცხადია რომ ამ სფეროში დაგროვილი წინააღმდეგობები ადრე თუ გვიან მიიპყრობს ხელისუფალთა ყურადღებას. ჯერ-ჯერობით შეიძლება ვიფიქროთ რომ შესაძლებელია გარკვეული ლიბერალიზაცია მორწმუნეთა უფლებების მიმართ,მაგრამ ამას ალბათ თან მოყვება ანტირელიგიური პროპაგანდის გაძლიერება.
           
ეს რაც შეეხება საბჭოთა კავშირში რელიგიურ პრობლემას საზოგადოდ. რაც შეეხება რელიგიის ეროვნულ საკითხთან დაკავშირებულ ასპექტებს,აქ შეიძლება შევიწროების გაძლიერება. ამაზე მოწმობს მაჰმადიანობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგი ფაქტი.
         
ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი რომ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ყოფნისას გორბაჩოვმა საკმაოდ კატეგორიულად მოითხოვა ათეისტური პროპაგანდის გაძლიერება და ხაზი გაუსვა იმას რომ პარტიას სრულებით დაუშვებლად მიაჩნია კომუნისტებისა დახელმძღვანელი მუშაკების მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში//რადიო "თავისუფლება",201/ 86//.
             
პრესაში მრავალი ცნობაა იმის შესახებ რომ შუა აზიის ხელმძღვანელობამ საკმარისი ყურადღება არ მიაქცია კომუნისტებისა და კომკავშირლების მონაწილეობას რელიგიურ რიტუალებში,რომ საწარმოთა ხელმძღვანელები ხანდახან გამოყოფენ ხოლმე ტრანსპორტს ხალხის მისაყვანად რელიგიური ცერემონიების ადგილამდე. იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს რიტორიკა არის შუა აზიის რესპუბლიკებზე მეტი კონტროლის დაწესებისკენ მიმართული ზოგადი კამპანიის ნაწილი.
               
"ლიტერატურნაია გაზეტამ " //1987 წლის 20 მაისი// გამოაქვეყნა იგორ ბელიაევის ვრცელი წერილი რომელშიც ავტორი მე ვიტყოდი პირდაპირ აშინებს რუს მკითხველს ისლამის ძალით და გავრცელებით. ის ამტკიცებს რომ საბჭოთა კავშირის მაჰმადიანურ ოლქებში არსებობს განვითარებული მაჰმადიანური ინფრასტრუქტურა,საკმაოდ განვითარებული იმისთვის რომ საზღვარგარეთული ანტისაბჭოთა ძალები დაეყრდნონ მას. უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ბელიაევი მკითხველს აშინებს აქტიური ანტიკომუნისტური ძალის,სუფია ძმების სიმრავლით.

არაა გამორიცხული რომ საბჭოთა პრესის ყურადღენა ისლამის მიმართ განპირობებული იყოს ირანში ფუნდამენტალისტების წარმატებით და გარკვეული თანაგრძნობით რომელსაც შუა აზიის მოსახლეობის ნაწილი შეიძლება განიცდიდეს ავღანელ მებრძოლთა მიმართ. ყოველ შემთხვევაში ცხადია რომ ეს არაა წმინდა ათეისტური პროპაგანდა. რუსულ ხელისუფლებას აშფოთებს შუა აზიის ხალხების ეროვნულ-კულტურული განკერძოებულობა.
     
საინტერესოა რომ ისლამის უზბეკმა სპეციალისტმა ტალიბ საიდბაევმა უპასუხა ბელიაევს//  "ლიტერატურნაია გაზეტა",1987 წლის 10 ივნისი//. მან ეჭვქვეშ დააყენა მტკიცება ისლამური ინფრასტრუქტურის არსებობის შესახებ. საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული წერილისთვის განსაკუთრებით საინტერესო და უჩვეულოა ის რომ საიდბაევის თქმით ოფიციალურად აღრიცხულ მიზგითთა რაოდენობა არ შეესაბამება მორწმუნეთა რაოდენობას. მისი თქმით ესაა რევოლუციამდე არსებულ მიზგითთა რაოდენობის ერთ პროცენტზე ოდნავ მეტი. ბელიაევიც და საიდბაევიც თანახმანი არიან რომ უნდა მოხდეს ეხლა არალეგალურად მოქმედი მიზგითების ლეგალიზაცია.
                 
ყურადღებას იმსახურებს უზბეკი მეცნიერის აღიარება: 
"მეცნიერებამ დღემდე ვერ გაარკვია თუ რატომ მიმართავენ საბჭოთა პირობებში მაჰმადიანურ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს,რა აინტერესებთ მათში ურწმუნოებს,რატომ იგივდება საზოგადოებრივ ცნობიერებაში რელიგიური და ეროვნული. ამ მოვლენების ახსნა მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების საქმიანობით ეწინააღმდეგება რელიგიის მარქსისტულ გაგებას რომელიც მოითხოვს სოციალური და ისტორიული განპირობებულობის ყოველმხრივ გათვალისწინებას"


დავიწყებული ვალერი ჭალიძის არქივიდან //საინგილოს შესახებ ქვეთავის ფრაგმენტი//:

სისხლის სამართლის დანაშაულები:
უკვე დიდი ხანია რაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მაჰმადიანთა რელიგიურ ხელმძღვანელობასთან ერთად ანტიქართული პოლიტიკის გატარებისას ყველანაირად ცდილობს ქრისტიანულ საკულტო შენობათა (შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების) მოსპობას,ანგრევს მათ სხვადასხვა საბაბით, სტოვებს მათ სახელმწიფო დაცვის გარეშე და ა.შ., თუმცა ისტორიული ღირებულების არმქონე XVIII-XIX საუკუნეების მიზგითებს მკაცრად იცავენ როგორც «კულტურის ძეგლებს.»
მაგრამ ეხლა ანტიქართული ელემენტი დაადგა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულთა გზას.


1971 წლის აგვისტოში კვალიფიცირებულად და ორგანიზებულად ააფეთქეს ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადიდან ექვსი კილომეტრის მოშორებით არსებული ღვთისმშობლის ქართული ეკლესია,შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი.

დამნაშავეთა «ხელწერა» იგივეა რაც იყო ბოლო წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონების ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აფეთქებისას. ეს ლაპარაკობს იმაზე რომ ორივე შემთხვევაში მოქმედებს მაღალკვაკიფიცირებული დამნაშავე ხელი.

ზაქათალის,ბალაქანისა და კახის რაიონებში მეფობს ბანდიტიზმი და ტერორი. რაიონების ხელმძღვანელობისა და როგორც ჩანს მასთან დაკავშირებული დამნაშავე ელემენტების მსხვერპლებად ხდებიან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად გამომავალი ქართველები.

1969 წლის თებერვალში ზაქათალის რაიონის სოფელი ალიაბადის კოლმეურნეებს კონფლიქტი მოუვიდათ რაიონის კომპარტიის რაიონული კომიტეტის პირველ მდივან ახმედოვთან ( კოლმეურნეობის თავმჯდომარე რაჯაბოვის უკანონობათა გამო. რაჯაბომა მოისურვა ქართული სკოლების დახურვა). კოლმეურნეთა კრებაზე ახმედოვმა გლეხებს სულ ცხვრები და ოხრები უძახა. ამის შემდეგ მრავალი გლეხი დაიჭირეს და მათ მიუსაჯეს სხვადასხვა ვადის პატიმრობა),ხოლო სოფელში დაიწყო ნამდვილი ტერორი. მხოლოდ ერთი წლის მანძილზე დაწვეს გლეხთა 44 შენობა,მას შემდეგ კი-130-ზე მეტი. მოიპარეს ან მოკლეს მრავალი პირუტყვი.

სოფელ ალიაბადში აღნიშნული მეთოდებით სდევნიან არა მხოლოდ იმათ ვინც გამოდის ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალურ ბოროტმოქმედება-
თა წინააღმდეგ არამედ იმათაც ვისი შვილები სწავლობენ საშუალო სკოლის ქართულ სექტორზე. დევნის მეთოდებია აგრეთვე ჩხრეკვები ვითომ «დამზადე-
ბისთვის» პროდუქტების ამოსაღებად, ბაზარზე ვაჭრობის აკრძალვა და ეკონომიკური რიგის სხვა წვრილი სა,ქციები....

ჯერ კიდევ 1958 წელს სოფელ ალიაბადში იდუმალ გარემოებებში მხეცურად მოკლეს ფ.მახმუდოვი,1964 წელს კი ასევე მხეცურად და ასევე იდუმალ ვითარებაში-ი.დედეევი, რომელიც იყო თბილისის სკოლა-ინტერნატში ნასწავლი ახალგაზრდა ინგილოებისგან შემდგარი ფეხბურთელთა გუნდი « ჰერეთის» წამყვანი მოთამაშე რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ამ გუნდის მიერ პირველი ადგილის აღებას ზაქათალის რაიონში. ორივე ახალგაზრდა გამოდიოდა ახმედოვის და რაჯაბოვის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. 1970 წელს ასევე იდუმალ ვითარებაში დაიღუპა ხანში შესული კოლმეურნე ქალი ხ.მამედოვა ( მოსაშვილი),რომელიც ასევე გამოდიოდა ხელმძღვანელობის ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ და საჩივრად იყო წასული როგორც კოლმეურნეთა დელეგაციის წევრი. არც ერთი მკვლელობა არ იქნა გამოძიებული...კახის რაიონში ანალოგიურად მოკლეს ა.ბაირამაშვილი, შ.ტარტარაშვილი, ა.დუკაშვილი, გ. თამაზაშვილი (აზერბაიჯანული ფორმის გვარები მაჰმადიანი ინგილოებისაა, მათ არ აძლევდნენ ქართული ფორმის გვარების ტარების უფლებას; მთარგმნელი).

//ესაა ნაწყვეტი წერილისა რომელიც ინგილოებმა არჩილ ნიკოლოზის ძე ოთარაშვილმა და მირონ ისაკის ძე გამხარაშვილმა ოდესღაც მისწერეს საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივან ამხანაგ კოლბინს. ეს წერილი მთლიანად ვალერი ჭალიძემ რუსულად გამოაქვეყნა თავის წიგნაკში «ეროვნული პრობლემები და პერესტროიკა»,
Chalidze Publications,1988,Benson,Vermont 05731 Manufactured in USA,გვ.207-209//.

რა თქმა უნდა ქართველების პრობლემებისთვის მაშინ არავის ეცალა. «დღის წესრიგში» იყო საქართველოს «მცირე იმპერიის» ნგრევა...იქნებ ეხლა ვინმემ გაიხსენოს რომ ქართველებიც ადამიანები არიან...

// გაგრძელება იქნება//.

No comments: