8.01.2012

დამასკს ჯერ-ჯერობით ახსოვს დიდი აბდ ელ კადერი:

«ნურასოდეს იკითხავთ თუ რა წარმომავლობისაა ადამიანი. შეხედეთ უფრო მის ცხოვრებას, მის გამბედაობას, მის თვისებებს. თუ მდინარეში აღებული წყალი არის ჯანსაღი, წმინდა და გემრიელი ესე იგი ის მოდის წმინდა წყაროდან».
 ამირა აბდელკადერი
 
თანამედროვე მაჰმადიანთა უმეტესობისთვის ორანელი შერიფი აბდელკადერი, ,,ჭეშმარიტი მორწმუნე", არის მუჰამედის შთამომავალი. მათი აზრით აბდელკადერი ვერ იქნებოდა ფრანკ-მასონი, წევრი ათეისტური საზოგადოებისა რომელიც XXI საუკუნეში გადავარდნილია უფლის გზიდან და ხელს უწყობს იზრაელს.
       
ეს პოზიცია ანაქრონულია, ვინაიდან ალჟირის ბელადი ნამდვილად, და თანაც ორმაგად იყო ფრანკ-მასონობის წევრი. მაგრამ საქმე იმაშია რომ მის დროს, საფრანგეთის მეორე იმპერიის დროს, დიდი აღმოსავლეთის ლოჟების კონსტიტუციები ამბობდნენ: «ფრანკ-მასონობის საფუძველია ღმერთის არსებობა და სულის უკვდავება».
 
აბდელკადერი დაიბადა 1808 წელს. მისი კლანი ებრძოდა შემდეგში ალჟირად წოდებული ქვეყნის დამპყრობელ ოსმალეთს.მამამისს აფიქრებდა აბდელკადერის მომავალი და მან  შვილი ორი წლით გაუშვა სამოგზაუროდ მექაში და მის მიდამოებში. აბდელკადერი მაშინ ჯერ არ იყო 20 წლისა.

ვაჟკაცური გარეგნობის კარგი ცხენოსანი და მეომარი, მაგრამ ამავე დროს კარგი პოეტი აბდელკადერი ყველაფრითაა მოსაწონი ვინაიდან «შავთვალიანთა მიწაზე მას ჰქონდა ცისფერი თვალები».
მის მხარეს იყო ალაჰი.   

1827 წელს ეგვიპტეში ყოფნისას ის მიიღო ნილოსის ხეობის მოდერნიზატორმა მეჰმეტ ალიმ, რომლის მოღვაწეობაც აღაფრთოვანებდა მას.
   
ჩრდილოეთ აფრიკაში დაბრუნებულ აბდელკადერს, მაშინ როდესაც 1830 წელს ჩრდილოეთ აფრიკაში გადასხდებიან ფრანგები, ელის უზარმაზარი ამოცანა:
     
მან უნდა მოიგერიოს ურჯულოები და ცენტრალურ მაღრიბში უნდა შექმნას სუვერენული სახელმწიფო.
   
ამისთვის იბრძოლებს ის 1847 წლამდე.
 
დამარცხების შემდეგ მას საფრანგეთში დაატყვევებენ. დაპირდებიან განთავისუფლებას,მაგრამ ამ დაპირებას მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეასრულებენ.
 
დამარცხებული ამირა მაშინ თავისიანებთან ერთად მიდის ოსმალეთში.
     
1860 წელს  მაჰმადიანი დრუზებისა და ანატოლიელების მიერ მოწყობილი სასაკლაოს დროს მუჰამედის ჩამომავალი აბდელკადერი დამასკოში გადაარჩენს ათასობით ქრისტიანს.
ის დააჯილდოვა საფრანგეთმა. მისი, ამ რაინდი, ფილოსოფოსი, მისტიკოსი სუფია ამირას პოპულარობა დასავლეთში უზომო იყო.
   
ეს პოპულარობა შეედრება მხოლოდ მოგვიანებით მაჰმატმა განდის,ნელსონ მანდელას, დალაი ლამას პოპულარობას.
   
ფრანკ მასონთა ლოჟებმა დააღეს კარებები და ერთი-მეორეს ასწრებდნენ აბდელკადერის როგორც «სამყაროს დიდი ხუროთმოძღვრის გამორჩეული მსახურის» მიწვევას.
 
სწორედ ასე მოხდა რომ ფრანკოფილად ქცეული სუფია რაინდი ამირა აბდელკადერი მექას კიდევ ერთხელ მოლოცვის შემდეგ 1864 წელს ინიციირებული იქნა, ის მიიღეს ეგვიპტის ალექსანდრიაში დიდი აღმოსავლეთის პირამიდათა ლოჟაში.
   
1865 წელს საფრანგეთში დადგა აბდელკადერის ალჟირის ვიცე-მეფედ,მეფისნაცვლად დანიშვნის საკითხი და 30 აგვისტოს ის საზეიმოდ მიიღეს პარიზის ანრი მეოთხის ლოჟაში.
   
მაგრამ შემდეგ ფრანკ-მასონთა ლოჟები საეროობისკენ და ათეიზმისკენ გადაიხარენ  და ამან გააცივა ამირას ენთუზიაზმი.
   
მუჰამედის ჩამომავალმა აბდელკადერმა განაცხადა რომ მას არ სურს ფრანკ-მასონობის გავრცელება აღმოსავლეთში.
     
დიდი აბდელკადერი 1883 წელს გარდაიცვალა დამასკში. მას გამოეთხოვნენ როგორც მაჰმადიან წმინდანს. აბდელკადერი დაიკრძალა მისი სათაყვანო და სამაგალითო შუა საუკუნეების მისტიკოსი სუფია მოჰიედინ იბნ არაბის გვერდით.
       
უკვე დამოუკიდებელმა ალჟირმა «უცოდველი პრინცი» გადაასვენა ალჟერის მარტვილთა სასაფლაოზე.
   
საფრანგეთში და დასავლეთში აბდელკადერი დღესაც ახსოვთ და მას პატივს მიაგებენ როგორც საფრანგეთის ღირსეულ მოწინააღმდეგეს, მოაზროვნეს, მისტიკური სტანსების ავტორს (ჟან-პიერ პერონსელ ჰუგოს ეს შესანიშნავი წერილი « პოლიტიკაში მისტიკოსი აბდელკადერი» დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში « ისტორია, თვალსაზრისი»,საგანგებო ნომერში «ფრანკ-მასონი მეფეები და პრინცები», 2012 წლის მარტის ნომერში).

No comments: