8.11.2012

კაცობრიობის იდეალებისდან-ბუდისტური თანაგრძნობა და ქრისტიანული სიყვარული:

ვირჟინი ლარუსი //Virginie Larousse//, გულის გზა.
   
ბუდას ლეგენდა სავსეა მოთხრობებით რომლებიც მას აქცევენ თანაგრძნობის განსახიერებად.
         
თანამგრძნობი ბუდა არის უკვე წინა ცხოვრებებში.  ერთ-ერთი ჯატაკა, ერთ-ერთი მოთხრობა ისტორიული ბუდა შაკიამუნის ერთ-ერთ წინა ცხოვრებაზე ყვება რომ მომავალი ბუდა იმდენად შეაწუხა შიმშილისაგან გაგიჟებული და საკუთარი შვილების შესაჭმელად გამზადებული დედალი ვეფხვის ნახვამ რომ მან ვეფხვს შესაჭმელად საკუთარი სხეული მისცა და ასე გადაარჩინა მისი შვილები.
   
თანამგრძნობი როგორც არასდროს სიდჰარტა არის მისი უკანასკნელი მიწიერი არსებობისას.
       
თავისი სასახლიდან გაქცეული მომავალი ბუდა ეძებს გაჩენათა ჯოჯოხეთური ციკლისგან თავის დაღწევის გზებს.
       
ის იხსენებს ახალგაზრდობის ერთ ეპიზოდს: ხის ქვეშ მჯდომი,ის აკვირდებოდა თავისი მიწის მხვნელ გლეხს და უცებ მას უზომოდ შეებრალა გუთნის მიერ გასრესილი ჭიები და მწერები და ხარები რომლებიც მიათრევდნენ გლეხის გუთანს ისევე როგორც თვითონ გადაქანცული გლეხი.  პარადოქსულია მაგრამ ამთანაგრძნობამ უზომო სულიერი სიმშვიდე მოგვარა სიდჰარტას და მან გადაწყვიტა ამ მდგომარეობის დაბრუნება.          


სიდჰარტა მედიტაციისთვის ჩამოჯდა იქვე მდგომი ხის ძირში და რამოდენიმე დღის შემდეგ მან განიცადა გამოღვიძება.
            
ბუდას ცხოვრებები თითქოს მიანიშნებენ იმაზე რომ ხსნის სამეფო,მთავარი გზაა თანაგრძნობა.

მაშ არაა გასაკვირი რომ ბუდიზმის ყველა მიმდინარეობისთვის თანაგრძნობა არის ნთავარი ღირებულება. 
   
თანაგრძნობაზე ფიქრობდა უკვე ბუდიზმის უძველესი სკოლა თერავადა,რომელსაც ასევე უწოდებდნენ ჰინაიანას,მცირე ეტლის ბუდიზმს. 
       
მაჰაიანა ანუ დიდი  ეტლის ბუდიზმი თანაგრძნობას თვლის ხსნის საუკეთესო საშუალებად. 
         
თანაგრძნობა უდიდეს ღირებულებად რჩება თანამედროვე ბუდისტებისთვისაც,რაზეც მოწმობს დღევანდელი დალაი-ლამას სიტყვები:
      
"ჩემმა პირადმა გამოცდილებამ მიჩვენს რომ შინაგანი მშვიდობის უმაღლეს ხარისხს ვაღწევთ სიყვარულის და თანაგრძნობის განვითარებით".
         
სიყვარული და თანაგრძნობა განუყოფელია. ესაა ერთი და იგივე მონეტის ორი მხარე.
       
სიყვარული //მეტრი სანსკრიტზე// განისაზღვრება როგორც სურვილი იმისა რომ ყველა არსება იყოს ბედნიერი.
   
თანაგრძნობა არის სურვილი იმისა რომ ყველა არსება განთავისუფლდეს ტანჯვისგან.
       
მაგრამ რა არის თანაგრძნობა? com-passio ლათინურად ნიშნავს თანატანჯვას,სხვისი ტანჯვის საკუთარ ტანჯვად განცდას. ...
   
თანაგრძნობა ვერ დაიყვანება უბრალოს სურვილის დეკლარაციაზე. ლაპარაკია კონკრეტულ მოქმედებაზე. თანაგრძნობა ეხება როგორც ფიზიკურ ქმედებებს ისე აზრებს,სიტყვებს თუ ჩანაფიქრებს.
       
ბუდისტური თანაგრძნობა არ ეხება მარტო ადამიანებს,ის უნივერსალური უნდა იყოს, ადამიანმა უნდა უთანაგრძნოს ყველა ცოცხალ არსებას-ადამიანებს, ცხოველებს თუ სხვებს. ყველას აერთიანებს ტანჯვის ტვირთი.
     
მერე რა რომ ის ეჯახება,მტრობას,სიძულვილს. მან უნდა გაძლოს გარემოებათა მიუხედავად,ყველას და ყველაფრის საწინააღმდეგოდ და ჯინაზე.
         
"ჩინელებმა ჩაიდინეს საშინელებები ჩემი ხალხის, უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ვფიქრობ ჩინელ ჯარისკაცებზე მე მხოლოდ ვუთანაგრძნობ მათ", თქვა ეხლანდელმა დალაი ლამამ.

ეს არაა იოლი რამ,თანაგრძნობა ხშირად დაძაბული ბრძოლის შედეგია.
         
საჭიროა მკაცრი დისციპლინა. ბუდისტური მედიტაცია მოიცავს ვარჯიშებს რომლებიც იძლევა ამ გრძნობის განვითარების საშუალებას.
       
ასე მაგალითად უნდა წარმოიდგინოთ უკიდურესად გატანჯული ახლობელი. შემდეგ მედიტაციის წარმოიდგენენ ტანჯულ ნაკლებად ახლობლებს,ბოლოს კი მტრებს.
         
ადამიანმა უარი უნდა თქვას ეგოცენტრულ ლოღიკაზე რომელიც მას უბიძგებს მართო საკუთარი თავისადმი თანაგრძნობისკენ და მარტო საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვისკენ.   ამ ეგოცენტრულ ლოღიკას აყოლილი ადამიანი გულგრილია სხვების ბედის მიმართ.
       
სხვების მიმართ გახსნის უნარის მქონე ადამიანს სხვებისთვის სიკეთე უნდა უნდოდეს.
             
თანაგრძნობა არის გულის გახსნა. ესაა ნამდვილი ძალა რომელიც აძლებინებს რთულ მდგომარეობაში მოხვედრილ ადამიანს. აქტიური თანაგრძნობა იწვევს შინაგან ღირებულებათა ძვრას. პრიორიტეტი უკვე ენიჭება სხვებს და არა საკუთარ თავს.
     
სამყაროს და სხვა არსებათა პატივისცემამ უნდა გამოიწვიოს ძალადობის ყოველგვარი ფორმის //ომის, მკვლელობის, დასჯის// უარყოფა.
           
აქტიურ თანაგრძნობას ბუდიზმში სრულყოფილად განასახიერებს პერსონაჟი ბოდისატვა,რომლის სახელიც ნიშნავს " გაღვიძების არსება".
 
თავიდან ამ ცნებით აღნიშნავდნენ მარტო ისტორიულ ბუდას. მოგვიანებით,მაჰაიანას ბუდიზმის განვითარებასთან ერთად ბოდისატვას კონცეფცია არსებითი გახდა.
         
კეთილი სამარიტელი 
ბოდისატვა არის ადამიანი რომელმაც შეიძინა გაღვიძების,ესე იგი ბუდად გახდომის უნარი მაგრამ რომელიც უთანაგრძნობს იმათ ვისაც  არ მიუღწევია ევოლუციის ამ უმაღლესი საფეხურისთვის და უარს ამბობს ბუდად ქცევაზე რათა ყველა ადამიანი მიიყვანოს ხსნამდე.
       
ბოდისატვა უთანაგრძნობს ტანჯულ კაცობრიობას და თანხმდება ხელახლა დაიბადოს უსასრულოდ რათა დააგროვოს ღირსებები და მოახმაროს ისინი ცოცხალ არსებებს.
     
ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ბოდისატვაა ავალოკიტეშვარა. მას სხვადასხვა სახელით//გუანიინ ჩინურად,კანონ-იაპონურად// თაყვანს სცემენ მთელ აზიაში.
       
დალაი ლამები ითვლებიან  ბოდისატვა ავალოკიტეშვარას რეინკარნაციებად.
     
მაგრამ უმაღლესი თანაგრძნობის გამოხატვა შეუძლიათ  ადამიანებსაც და არა მარტო ციურ არსებებს. ამის მაგალითია ბოდისიტას გზის ამრჩევი ადამიანები. ბოდისიტა არის გამოღვიძების ძიება არა მარტო საკუთარი თავის არამედ ყველა არსების სასარგებლოდ.
         
ესაა განსაკუთრებით მომთხოვნი გზა. ის იწყება ფიცის დადებით რომ ყველა არსება უნდა განთავისუფლდეს ტანჯვისგან და გაბედნიერდეს.
   
მეშვიდე-მერვე საუკუნეების მაჰაიანას ბუდიზმის მოძღვარმა შანტიდევამ ყველაზე უკეთ აღწერა ბოდისიტას იდეალი რომლის მოწოდებაც მას ძალიან ადრე უნდა ეგრძნო.
         
ერთ მშვენიერ ტექსტში "სინათლის სვლა" დასავლეთ ინდოეთის ერთი მეფის შვილი  გამოთქვამს ვედრებას:
       
"დაე ჩემს მიერ შეძენილი ღირსებით ვიყო ყველასთვის ის ვინც აწყნარებს ტკივილს. დაე ვიყო წამალი და ექიმი ავადმყოფებისთვის  ავადმყოფობათა გაქრობამდე! და შევძლო ადამიანთა ხსნა შიმშილით ტანჯვისგან შიმშილის ხანაში,დაე მე თვითონ ვიქცე საჭმელად და სასმელად! დაე ვიყო ღარიბებისათვის ამოუწურავი საგანძური,მზა მათთვის სასურველი სამსახურის გასწევად! მთელ ჩემ მომავალ ინკარნაციებს,მთელ ჩემს ქონებას,მთელ ჩემს წარსულ,დღევანდელ და მომავალ ღირსებას მე ვტოვებ გულგრილად რათა ყველა არსებამ მიაღწიოს მიზანს. ნირვანა ყველაფრის მიტოვებაა. ჩემს სულს სწყურია ნირვანა. თუ კი ყველაფერი უნდა მივატოვო დაე ამდენივე მივცე ყველას...დაე გამოიღვიძოს ყველამ ვინც ცილს მწამებს,ვინც რამეს მიშავებს,ვინც მასხრად მიგდებს!"
         
თანაგრძნობა არის უანგარო სიყვარული,სიყვარული სამაგიეროს მოლოდინის გარეშე.,სხვის დაყენება ყველაფრის ცენტრში. თავდავიწყება და სხვებზე ზრუნვა. ასეთია ტანჯვის მოსპობისკენ მიმავალი გზა. 
               
სარტრის თქმით ჯოჯოხეთი სხვებია("L'enfer c'est autres") და დალაი ლამა ამას შემდეგნაირად პასუხობს:    "რაც შემეხება მე შემხვედრს ვუყურებ როგორც ძველ მეგობარს. ეს მანიჭებს ბედნიერების შეგრძნებას".

ბურგუნდიის უნივერსიტეტის რელიგიათა ისტორიის პროფესორი ვირჟინი ლარუსის ეს საინტერესო წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში "რელიგიათა სამყარო, ბუდას უწყება, მისი მოძღვრების 7 გასაღები",სერიის გარეშე ნომერი 18.

წმინდა იოანე,ელ გრეკო

     
სიყვარული, უპირველესი ქრისტიანული სათნოება:
   
ახალ აღთქმასთან ერთად ჩნდება ებრაული ბიბლიისთვის უცნობი სიყვარულის მცნება.  აგაპე-უნივერსალური,საყოველთაო  გულმოწყალება,ლმობიერება,ქველმოქმედება ეხება მოყვასს ვინც არ უნდა იყოს ის,მეგობარი თუ მტერი. ის ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან თეოლოგალურ სათნოებად,რწმენის და იმედის წინ.

"ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ; რათა გიყვარდეთ ერთმანეთი ,როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ,თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ იმით გაიგებენ ყველანი თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის.//იოანე 13მ34-35//.

იესოსთან ერთად სიყვარული ხდება იმპერატივი. 

      
ქრისტიანული რელიგიის ლაიტმოტივია სიყვარული.
          
მეტისმეტად ვნებიან პლატონურ ეროსს და ერთმანეთის მეგობრობისკენ მიბრუნებულ არისტოტელურ ფილიას  ახალი აღთქმა ცვლის ცნებით აგაპე  რაც ეკლესიის მამათა აზრით ყველაზე ზუსტად გადმოსცემს სიყვარულის არსს.
       
სიყვარული ტანჯულისადმი თანაგრძნობით,თანატანჯვით,ტანჯულს ხდის ტანჯვის გამზიარებლის თანასწორად.

იოანეს პირველი ეპოსტოლე აცხადებს:"ღმერთი სიყვარულია ხოლო სიყვარული გაჩენილი ღმერთში რჩება და ღმერთი რჩება"//4,16//.

 იმას ვისაც იესო უძახის აბას//მამა// იმდენად უყვარს ადამიანები რომ მან თავისი საყვარელი შვილი გაგზავნა მათ სახსნელად. უანგაროდ. სამაგიეროს ლოდინის გარეშე.
        
ებრაული ბიბლია აცხადებს რომ ღმერთს უყვარს როგორც მამას//ოსია//,მაგრამ  სიყვარულის სიღრმე და ძალა ესე ჯერ არ გამოვლენილა და ამიტომ წარმოადგენს იესო სიყვარულის მცნებას როგორც ახალს. 
    
იესოს უყვარს ისე როგორც ღმერთს,სპონტანურად.  ქრისტიანს უნდა უყვარდეს ღმერთისადმი და მისი ძისადმი ერთგულებით:
         
"ამაშია სიყვარული,რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი,არამედ მან შეგვიყვარა და წარმოგზავნა თავისი ძე ჩვენი ცოდვებისთვის შესარიგებელ მსხვერპლად. საყვარელნო!  თუ კი ასე შეგვიყვარა ღმერთმა,ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული"1 იოანე 4,10-11//.
               
სიყვარული არის ღმერთის შესაქმეში მონაწილეობა,მისი ქმნილების არსებობის გახანგრძლივება.


       
ვინ უნდა გვიყვარდეს? 

 "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამისი მსგავსია: შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი სჯული და წინასწარმეტყველნიც"//მათე 22,37-39//.
             
ბუნებრივია რომ უნდა გვიყვარდეს ძეც,ვინაიდან იესომ თქვა:  "მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან. ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ,არამედ მან გამომგზავნა" 
      
მაგრამ ღმერთის სიყვარულთან ერთად მთავარია ადამიანის სიყვარულიც.
          
ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი,ყველაზე სათნოდან ყველაზე ცოდვილამდე და ადამიანმა ანგარიში უნდა გაუწიოს ამას.
              
ღმერთის სიყვარული მოყვასის სიყვარულის გარეშე და მოყვასის სიყვარული ღმერთის სიყვარულის გარეშე არაა ქრისტიანობა. 
            
ამ ორი სიყვარულის ჩამოცილება ერთმანეთისგან არ შეიძლება. ისინი ერთმანეთს ამაგრებენ.
   
"თუ ვინმე ამბობს,ღმერთი მიყვარს,თავისი ძმა კი სძულს,იგი მატყუარაა,ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა,რომელსაც ხედავს,არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი,რომელსაც არ ხედავს." //1 იოანე 5,19//.
            
"ვისაც სძულს თავისი ძმა კაცისმკვლელია, ხოლო თქვენ იცით რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს მასში მყოფი საუკუნო სიცოცხლე" //იქვე,3,15//. 
              
ჯერ საკუთარი თავის პატივისცემა:
    
ადამიანს, მაშ  თანაბარი ძალით უნდა უყვარდეს საკუთარი თავიც და სხვაც.
საკუთარი თავის სიყვარულის მოთხოვნა აქ სულაც არაა მოწოდება ეგოიზმის და პატივმოყვარეობის განვითარებისკენ.  ეგოს უზომობაა საკუთარი თავის პატივისცემა სხვისადმი გულგრილობასთან ერთად. 
          
საკუთარი თავის პატივისმცემელი ქრისტიანი სხვის მიმართ კეთილგანწყობილი და შემწყნარებელი უნდა იყოს. 
           
ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს ის ვერ შეიყვარებს მოყვასს.
                          
ერთმა კაცმა იესოს ჰკითხა თუ ვინაა მოყვასი,მხოლოდ ახლობელი?
// ლუკა 10,29//.
         
სულაც არა:
         
"ვინაიდან თუ თქვენ გიყვართ თქვენი მოყვარულები,რა იქნება თქვენი საზღაური განა მებაჟეებიც ასე არ იქცევიან? და თუ თქვენ მხოლოდ თქვენს ძმებს მიესალმებით განსაკუთრებულს რას აკეთებთ განა წარმართებიც ასე არ
 იქცევიან ? მაშ იყავით სრულყოფილი,ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი."//მათე 6,46-48//.
              
აგაპე,ქრისტიანული სიყვარული, გულისხმობს ყველას სიყვარულს. 
როგორც კეთილი სამარიტელის არაკი გვიჩვენებს  უცნობისთვის უყოყმანოდ დახმარების გამწევი უცხოს //მაშინ როდესაც ღვთისმსახურმა და არისტოკრატმა გულგრილად ჩაუარეს გვერდი გაჭირვებაში მყოფს// სიყვარულსაც//ლუკა,10,29-37//. 
            
ლოცვა საკუთარი ჯალათებისთვის:
      
ქრისტიანული სიყვარული კიდევ უფრო რადიკალურად გულისხმობს ჩვენს მტრებსაც:  " თქვენ გსმენიათ რომ თქმულა:  შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნებით :გიყვარდეთ თქვენი მტრები//დალოცეთ თქვენი მაწყევრები,ქველმოქმედება გაუწიეთ თქვენს მოძულეებს და// ილოცეთ მათთვის ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.
          
რათა იყვეთ თქვენი ზეციერი მამის ძენი; ვინაიდან თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებს და უსამართლოებს." // მათე 6მ43-45//.
        
სწორედ ესაა ქრისტიანობის დიდი სიახლე. არც ებრაული ბიბლია და არც ყორანი არ მიდის მტრების სიყვარულამდე. 
   
თვითონ იესო ჯვარზე იძლევა ამ რადიკალური გულმოწყალების მაგალითს:
"როცა იმ ადგილს მივიდნენ,რომელსაც თხემი ჰქვია,იქ ჯვარს აცვეს იგი და ბოროტმოქმედნი,ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ.
იესო კი ამბობდა: მამაო მიუტევე ამათ,ვინაიდან იციან,რას აკეთებენ."ლუკა 23მ33-34//.
   
სწორედ მტრების სიყვარულით განიცდის მთლიანად ქრისტიანი ღვთაებრივ სიყვარულს.
 
ადამიანი ხორციელდება სიყვარულში: " ჩვენ ვიცით რომ სიყვარულიდან სიცოცხლეში გადავედით იმიტომ რომ გვიყვარს ძმები ვისაც არ უყვარს სიკვდილში რჩება.".//1 იოანე,14//.
       
ნამდვილი ცხოვრების სტილი :
   
სახარების ეს გულმოწყალება კონკრეტულად უნდა განხორციელდეს. ქრისტიანული სიყვარული არაა წმინდა წიგნში ჩაწერილი სიტყვა. ის მოითხოვს კონკრეტულ მოქმედებებს.
     
"შვილნო! გიყვარდეთ არა სიტყვებით და არა ენით,არამედ საქმით და ჭეშმარიტებით". 1იოანე 3,18//.
          
და მათე ჩამოთვლის გულმოწყალების ფორმებს:  "ვინაიდან მშიერი ვიყავი და საჭმელი მომეცით,მწყუროდა და დამალევინეთ,უცხო ვიყავი და მიმიღეთ,შიშველი ვიყავი და შემმოსეთ,სნეული ვიყავი და მინახულეთ,საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან" //მათე 25,35-36//.
   
ესე იგი ქრისტიანული სიყვარულის კონკრეტული ფორმებია მშიერის დაპურება,მწყურვალისთვის წყლის მიწოდება,გასაჭირში ჩავარდნილი უცხოსთვის ხელის გაწოდება,შიშველ-ტიტველის შემოსვა,თანაგრძნობა საპყრობილეში მოხვედრილის მიმართ.

ამის და ამაზე მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში  რელიგიათა სამყარო, ნომერში სიყვარული ბუდიზმის და ქრისტიანობის გულში,2012 წლის მარტი-აპრილის 52-ე ნომერში.

No comments: