8.12.2012

ევროპული იდეალებიდან და ღირებულებებიდან-ძმობა:


რესპუბლიკის ერთიანობა და განუყოფლობა, თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა ან სიკვდილი
ძმობა იმიტომ რომ მის გარეშე თავისუფლებას და თანასწორობას მივყავართ ეგოიზმამდე...

ევროპულ ღირებულებათა ისტორიიდან:
თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა:
საფრანგეთის რესპუბლიკის დევიზი «თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა» სახელმწიფო შენობათა ფრონტონებზე გამოჩნდა 1880 წლის 14 ივლისის აღნიშნვისას. ის არის საფრანგეთის 1946 და 1958 წლების კონსტიტუციებში და დღეს არის უეჭველი ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი. მაშ ერთი საუკუნე გახდა საჭირო ამ სიტყვების გასაბატონებლად და ეროვნული მეობის სიმბოლოებად გადასასაქცევად. მაგრამ კიდევ საჭირო იყო სიტყვათა წყობის დადგენა. ვოლტერმა დაადგინა მისი საკუთარი წყობა:

«ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ესოდენ ძვირფას სანაპიროებზე, მეფეებისა და ქვეშევრდომების გარეშე, ყველანი თავისუფალნი, ყველანი ძმანი.»

1789 წლის რევოლუციის პირველ დღეებში ყველგან გამოჩნდა ფრანკ-მასონებისთვის ძვირფასი სამნაწილიანი ფორმულები: «კავშირი, ძალა, სათნოება», «ძალა, თანასწორობა, სამართალი», ან კიდევ «თავისუფლება, უშიშროება, საკუთრება.»

სიტყვები თავისუფლება და თანასწორობა თითქოს სწრაფად გაბატონდა, მაგრამ სიტყვა ძმობა მათ დაემატა მხოლოდ 1848 წლის რევოლუციის დროს. მისი მნიშვნელობა არ ყოფილა თავისთავად ცხადი.

თავისუფლება და თანასწორობა შეიძლება აღქმული ყოფილიყო უფლებებად, 
მაგრამ ძმობა არის ყოველი ადამიანის მოვალეობა სხვა ადამიანის მიმართ. მოვალეობა რომელიც კარგად გამოხატავს 1848 წლის რევოლუციის სულისკვეთებას რომელსაც მაშინ შეუერთდა სამღვდელოებაც რომელსაც მაშინ შეუძლია მხარის დაჭერა უკვე 1795 წლის კონსტიტუციაში ჩაწერილი მოქალაქის ამ მოვალეობისათვის:

«ნუ უზავთ სხვას იმას რაც არ გინდათ რომ გიქნან თქვენ. სხვებს მუდამ გაუკეთეთ სიკეთე რომლის მიღებაც გსურთ.»

დღეს არავის არ უნდა შეცვლა დევიზისა რომელიც ამდენი ხნის მანძილზე განასახიერებს ყოველი ფრანგისთვის საოცნებო საფრანგეთს :

თავისუფლება, ესე იგი უფლება აკეთო ყველაფერი რაც არ ლახავს სხვათა უფლებებს.

თანასწორობა, რომელიც ამბობს იმას რომ კანონი ერთნაირია ყველასთვის.

ძმობა ვინაიდან მის გარეშე თავისუფლებას და თანასწორობას მივყავართ ეგოიზმამდე (ჟაკ მარსელი, კითხვა-პასუხი გასაცნობად და გასართობად, პარიზი,2010).

No comments: