8.29.2012

ეხლაც აქტუალური კამიუ:

«...   ყოველ თაობას სწამს რომ მოწოდებულია სამყაროს გარდასაქმნელად. მიუხედავად ამისა ჩემმა  თაობამ იცის რომ ის ვერ გარდაქმნის მას.მაგრამ მისი ამოცანა შეიძლება უფრო დიდი იყოს. მან არ უნდა დაუშვას მსოფლიოს ნგრევა.

მემკვიდრეს კორუმპირებული ისტორიისა, რომელშიც ერთმანეთს ერევა დამარცხებული რევოლუციები, გაგიჟებული ტექნიკები, მკვდარი ღმერთები და დაქანცული იდეოლოგიები,სადაც საშუალო ხელისუფალთ  შეუძლიათ ყველაფრის მოსპობა მაგრამ აღარ ძალუძთ დარწმუნება,სადაც გონიერება დაეცა და გადაიქცა სიძულვილისა და ჩაგვრის მხევლად,ამ თაობას საკუთარ თავში და მის ირგვლივ მხოლოდ ნეგაციებიდან გამომდინარე ცოტათი უნდა აღედგინა ის რაც ქმნის სიცოცხლისა და სიკვდილის ღირსებას.


ეს თაობა დგას პირისპირ სამყაროსი რომელსაც ემუქრება დეზინტეგრაცია,
სადაც ჩვენმა დიდმა ინკვიზიტორებმა შეიძლება სამუდამოდ დაამკვიდრონ სიკვდილის სამეფოები. ამ თაობამ იცის რომ საათის ისრის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით გიჟურ რბოლაში მას უნდა აღედგინა მშვიდობა ერებს შორის რომელიც არ იქნებოდა მონობის მშვიდობა,ხელახლა უნდა შეერიგებინა შრომა და კულტურა და ყველა ადამიანთან ერთად უნდა აღედგინა ალიანსის კიდობანი. არაა სარწმუნო რომ ის შესძლებს ამ უზომო ამოცანის დესმე შესრულებას მაგრამ უეჭველია რომ ის ყველგან ბრძვის ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისთვის და როდესაც საჭიროა ის თავს წირავს ამისთვის სიძულვილის გარეშე. . ის იმსახურებს მისალმებას და გამხნევებას ყველგან სადაც არის და სადაც სწირავს თავს....» (ალბერ კამიუს სიტყვა ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, სტოკჰლმი,1957)


No comments: