ამას ასწავლიან დღევანდელ ევროპელ ბაღნებსაც-ბიბლიის თანახმად ადამიანი სულაც არაა სრულყოფილი არსება,მ აგრამ ღმერთმა მას მისცა სრულყოფის შანსი...
ის რომ ერთმანეთის გვერდით მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს აღიქვამენ მტრებად, ატყუებენ ერთმანეთს და ძალადობენ ერთმანეთის წინააღმდეგ არ ყოფილა განსაკუთრებული მოვლენა ბიბლიურ ხანაში და ასეა დღესაც.
სწორედ ამიტომაა ყოველი დანაშაული ღმერთის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ყოველი დანაშაული არსით არის ანარეკლი პირველი დანაშაულისა, დაცემისა, რომელიც ადამიანებს დაუჯდათ სამოთხიდან გაძევებად.
საკუთარი თავისადმი და მსხვერპლისადმი ერთგულებით ღმერთი ვერ იქნება გულგრილი უსამართლობის მიმართ. მაგრამ ყველა ჩადენილი დანაშაული არაა დაუყოვნებლივ დასჯილი. ზოგჯერ დამნაშავე არაა ნაპოვნი და ზოგჯერ ღმერთი შეგნებულად არ სჯის დამნაშავეს და მოვლენებს აძლევს თავისთავად განვითარების საშუალებას. ეს დამოკიდებულია ღმერთის ჩანაფიქრზე.
მაგრამ ბიბლიის კრიმინალურ ისტორიებში სწორედ ღმერთია წესრიგის და მართლმსაჯულების გარანტი. ის ამხელს ყველაზე ეშმაკ ბოროტმოქმედს და არ უტოვებს მას გამოსავალს.
ბიბლია ასე განამტკიცებს სიკეთის საბოლოო გამარჯვების რწმენას. მოქმედებს უფალი, მხსნელი. ეს ასეა იმ შემთხვევაშიც როდესაც ღმერთი არ სჯის დაუყოვნებლად და თითქოს უტოვებს ბოროტებას დროს და სივრცეს.
სოციალურ ურთიერთობებში, რელიგიურ წეს-ჩვეულებებში, მორალურ კონცეფციებში და იურიდიულ დადგენილებებში მომხდარმა ცვლილებებმა უფსკრული გააჩინეს ჩვენსა და ბიბლიურ მოთხრობებს შორის, მაგრამ ეს უფსკრული არც ისე დიდია როგორც ეს ჩანს ერთის შეხედვით.
ბიბლია ყვება საინტერესო ისტორიებს რომლებიც ლაპარაკობენ დანაშაულზე და მის ფასზე, ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და ღვთაებრივ სამართალზე. ბიბლია ასე ეხება ჩვენი არსებობის ეგზისტენციალურ საკითხებს....
ეს დაიწყო მკვლელობით, კაინი და აბელი:
ისტორიის დასაწყისში ბიბლიის თანახმად არის მკვლელობა, უარესი, ძმის მკვლელობა.
კაინმა მოკლა მისი ძმა აბელი.თუ როგორ მივიდა ის აქამდე მოყოლილია სულ რამოდენიმე წინადადებით.
მიზეზი უეჭველად შურია. მკვლელობა გარეგნულად მოულოდნელი ჟინიანობის შედეგია, მაგრამ ის სინამდვილეში არის წინასწარ დეტალურად გააზრებული მკვლელობა. კაინმა შეგნებულად მიიტყუა აბელი ისეთ ადგილას სადაც შეეძლო მისი მოკვლა მოწმის გარეშე.
მაგრამ ამის მოწმე იყო ღმერთი და ის ჩაერია. ღმერთმა სწრაფად გამოიძია საქმე.
ყოველი სიცოცხლის შემქმნელ ღმერთს უშუალოდ ეხება აბელის მოკვლა ვინაიდან მან მისცა სიცოცხლე აბელს. ამიტომ ის ვერ დატოვებს რეაქციის გარეშე კაინის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მაგრამ ღმერთი უფრთხილდება სიცოცხლეს როგორც ასეთს, თავისთავად, და ე.ი. კაინის სიცოცხლესაც. ვერაფერი ამართლებს მკვლელობას, შურისძიებაც კი
//ბიბლიის ზოგი კომენტატორის თქმით კაენმა, ერთ-ერთმა პირველმა ადამიანმა ჯერ არ იცოდა თუ რაა სიკვდილი და ღმერთმა ამიტომაც არ დასაჯა ის მკაცრად, მთარგმნელი//.
დანაშაული საუკეთესო ოჯახებში:
კაინის და აბელის ისტორიის ფონზე ადამიანის ყოველი მკვლელობა ჩანს ძმის მკვლელობად. მაგრამ ერთი და იგივე ოჯახის შიგნით ჩადენილი დანაშაული გამოირჩევა სხვა დანაშაულებისგან. და ეს ასეა უკვე ბიბლიაში.

მაგრამ სხვაა ოჯახის შიგნით, მის წევრებს შორის დაბუდებული მტრობა და მამაძაღლობა.
ბიბლია არ მალავს და არ ალამაზებს არაფერს და გვეუბნება რომ ჩვენს წინაპრებს შორისაც იყვნენ თაღლითები და დამნაშავეები.
ასეთია წინაპარი იაკობის და მისი შვილების შემთხვევა.
იზრაელის წინაპრების მეორე თაობიდან მესამეზე გადასვლისას გაჩნდა კონფლიქტი რომელმაც მიიღო კრიმინალური განზომილება.
ისააკის უმცროსი ვაჟი იაკობი ედავება თავის უფროს ძმა ისავს უფროსობის და ამავე დროს მამის მიერ დალოცვის უფლებაში. ამ დალოცვით გადადის ის დალოცვა რომელიც წინაპარმა აბრაამმა მიიღო ღმერთისგან.
ამ დავაში უნდა გაირკვეს ის, თუ რომელ ძმას უნდა ჰქონდეს მომავალში ღმერთის განსაკუთრებული კეთილგანწყობის იმედი.
იაკობის და ისავის მტრობაში უკვე ირეკლება ბიბლიის თანახმად მათი ჩამომავალი ხალხები იზრაელის და ედომის მტრობა.
დრამა განვითარდება ორ აქტად.
პირველ რიგში იაკობი ისარგებლებს მისი ძმა ისავის სისუსტით და გამოსძალავს მას უფროსობის უფლებას. მამის დალოცვას კი მიიღებს თაღლითურად, მოგვიანებით თავისი დედა რებეკას დახმარებით. დედა მოქმედებს კულისებში და შთააგონებს თავის საყვარელ შვილს მოხერხებული მისტიფიკაციის იდეას. ..იაკობი მოახერხებს თაღლითობით მამის დალოცვის მიღებას.
ისავი მოგვიანებით შეამჩნევს რომ ის მოატყუეს. დალოცვა მოქმედებს მისი წარმოთქმიდან და შეუძლებელია მისი უკან წაღება და სხვისთვის გადაცემა.
ისავი ჩაიფიქრებს შურისძიებას, მაგრამ იაკობი დედას დახმარებით მოახერხებს გაქცევას.
ბიბლია დაუფარავად ყვება ამ საზიზღარ მამაძაღლობას. მაგრამ ამჯერად ღმერთი არ ერევა. მას ყველა შემთხვევაში იაკობი ერჩივნა და ამიტომ იაკობის თაღლითობა არ ვნებს მის გეგმებს.
იაკობი სხვანაირად დაისჯება.
იაკობი, ლაბანი და რაქილი:
ბიბლიას უყვარს ხუმრობა. თაღლითი იაკობი ბიძამის ლაბანს სთხოვს ცოლად მის უმცროს და ლამაზ ქალიშვილს, მაგრამ არანაკლებ თაღლითი ბიძამისი მას ცოლად შეაჩეჩებს უფროს და უშნო ქალიშვილს. ასე გახდა თაღლითი იაკობი ბიძამისის თაღლითობის მსხვერპლი.
იაკობი შურს იძიებს საქონლის გაყოფაზე საეჭვო, ბიძამისისთვის საზარალო კონტრაქტით.
ყველა ამ საძაგლობის მიუხედავად ღმერთი არ ერევა და ის უეჭველად იაკობის მხარესაა.
ლაბანი ჭკუას იხმარს, არ გადაზრდის კონფლიქტს ძალადობაში და ყველაფერი მშვიდობიანი გარიგებით მთავრდება.
მკვლელობის მცდელობა და ადამიანით ვაჭრობა, იოსები და მისი ძმები:
ოჯახური კინკლაობები არ დამთავრებულა იაკობის ბავშვების თაობის დონეზე. ისინი გრძელდება ახალგაზრდა იოსების ირგვლივ. თავისი 11 ძმის პირისპირ იაკობის საყვარელი მეუღლე რაქელის უფროსი შვილი იოსები არის მამამისის უსაყვარლესი შვილი.
შურით შეპყრობილი ძმები მოისურვებენ მის თავიდან მოშორებას. მხოლოდ უფროსი ძმის ჩარევის შემდეგ ისინი დროებით გადადებენ თავისი გეგმის შესრულებას.
ძმებს სძულთ იოსები, დაიჭერენ მას, გახდიან სამოსს და ჩააგდებენ მშრალ და სულ ცარიელ წყალსატევში და დასხდებიან საჭმელად. შემდეგ მათ დაინახეს ეგვიპტეში მიმავალ ისმაილიტთა ქარავანი და გადაწყვიტეს იოსების მათთვის მიყიდვა. ამით ისინი შოულობდნენ ფულს და თავიდან იშორებდნენ საძულველ ძმას მისი სისხლის დაუღვრელად.
შემდეგ მათ დაკლეს თხა, ამოავლეს მის სისხლში იოსების სამოსი და მოატყუეს მამა რომ ეს იყო მხეცების მიერ დაგლეჯილი იოსების სამოსი.
მაგრამ ღმერთი ამ შემთხვევაშიც არ სთხოვს პასუხს დამნაშავეებს.
იოსების გადაქცევამ ეგვიპტის ფარაონის მინისტრად მისცა მას ძმებთან ურთიერთობის გარკვევის საშუალება.
მან გაითამაშა რომ მოპარეს ვერცხლის თასი, დააბრალა თავის ძმებს და დაიჭირა ისინი. მას აინტერესებდა ისევ ისეთივე უსვინდისოები იყვნენ თუ არა მისი ძმები. მათ ინანეს და მოინანიეს. ისტორიის ბოლოს აღარ ვიტყვით, ვახსენებთ მხოლოდ თვითონ იოსების მიერ ნაპოვნ ფორმულას: "თქვენ ჩემთვის ცუდი და ბოროტება გინდოდათ და ღმერთმა მოისურვა ამ ბოროტების სიკეთედ გარდაქმნა".
რა აწევთ სვინდისზე მეფეებს:
ბიბლიის იზრაელის მეფეებსაც აქვთ ჩადენილი დანაშაულები და მათზე მოთხრობათა კრებულს შეიძლება დაერქვას "სიყვარულები და ინტრიგები".
პუტჩის მცდელობა და კოლექტიური სასაკლაო:
ეგვიპტიდან გაქცეული იზრაელის ხალხი უდაბნოს გავლისა და ქანაანის ქვეყანაში შესვლის შემდეგ აღმოჩნდა ქვეყნის პირველ მკვიდრ ქანაანელთა შორის.
ვაჭრობით და ქორწინებებით იზრაელელები დაუახლოვდნენ ქანაანელებს მაგრამ მეზობელი ხალხები გამუდმებით ცდილობდნენ ქვეყნის დაპყრობას, ესხმოდნენ თავს და სტაცებდნენ ქონებას იზრაელელებს.
ამ აგრესიებს იზრაელის ხალხი იგერიებდა მოსამართლეებად წოდებული ბელადების წინამძღოლობით.
ეს მხსნელები ღმერთის მხარდაჭერით რეგულარულად ამარცხებდნენ მტრებს. იზრაელელებს იმ დროს არ ჰყავდათ ერთი საერთო ბელადი თუ მეფე.
მოსამართლეთა წიგნი ყვება იმის შესახებ თუ როგორ ცდილობდა ქანაანის ქალაქ სიქემში იზრაელელთა ლოკალური სამეფოს დაარსებას მოსამართლე გედეონის შვილი აბიმელეკი.
შესაძლო კონკურენტების თავიდან მოსაშორებლად მან თვალის დაუხამხამებლად მოკლა 70 კაცი.
შემდეგმა ამბებმა აჩვენა თუ რითია საშიში მეფობა იზრაელისთვის.
ამას გარდა ღმერთი არ იწონებს იზრაელში ძალაუფლების დაპყრობას დანაშაულის ჩადენითა და ტირანიით.
ღმერთი ამზადებს აბიმელეკისა და სიქემის მოქალაქეთა დასჯას. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მათვე თავს დაეცა რამოდენიმე წლის შემდეგ.
იერუბაალის, ე.ი. გედეონის შვილი აბიმელეკი ჩავიდა სიქემში
რათა ელაპარაკა დედამისის ძმებთან და დედამისის მთელ ოჯახთან. მან სთხოვა ნათესავებს ეკითხათ ქალაქის მკვიდრებისთვის თუ რა ურჩევნიათ მათ, მმართველებად ჰყავდეთ იერუბაალის 70 შვილი თუ ერთადერთი ადამიანი და შეეხსენებინათ მათთვის რომ ისაა მათი ოჯახიდან.
აბიმელეკის ბიძებმა გადასცეს მისი სიტყვები სიქემის მოქალაქეებს და მათ მხარი დაუჭირეს აბიმელეკს იმიტომ რომ ის ერთ-ერთი მათგანი იყო.
მათ აბიმელეკს მისცეს ფული ბაალ-ბერიტის ტაძრიდან. ამ ფულით აბიმელეკმა დაიქირავა ავანტურისტები.
ის დაბრუნდა მამის სახლში ოფრაში და იქ მოკლა თავისი 70 ძმა, იერუბაალის შვილები. გადარჩა მხოლოდ მათგან ყველაზე ახალგაზრდა იოთამი....
აბიმელეკმა იმეფა იზრაელში 3 წელი. მას შემდეგ ღმერთმა უთანხმოება ჩამოაგდო მასა და სიქემის მოქალაქეებს შორის და ისინი აჯანყდნენ მის წინააღმდეგ...
დიდი ამბების შემდეგ აბიმელეკი მოკლეს. ღმერთმა დასაჯა აბიმელეკიც და მისი თანამზრახველი სიქემელებიც...
რეკეტის ისტორია, დავითი, აბიგაილი და ნაბალი:
დავითი ითვლება უდიდეს მეფედ იზრაილის ისტორიაში. სწორედ მან დაიმორჩილა მეზობელი ხალხები და იზრაელი გადააქცია იმპერიად.ღმერთი მას დაპირდა რომ მისი სამეფო მტკიცე და მისი დინასტია მარადიული იქნებოდა. დავითმა გადააქცია იერუსალიმი დედაქალაქად სადაც ამიერიდან არის იზრაელის მეფის ტახტი და ალიანსის სკივრი როგორც უფალის "ტახტი".
მაგრამ რა ბრწყინვალეც არ უნდა ჩანდეს დავითი მისი ძალაუფლების ზენიტში, მისი გზის დასაწყისი საეჭვო და ბუნდოვანია.
ის ქნარზე დამკვრელად მივიდა მისი წინამორბედის, იზრაელის მეფობის დამფუძნებელი მეფე საულის კარზე. მაგრამ დავითმა მალე აჩვენა მეომრის თვისებებიც. იზრაელის ყველაზე გააფთრებულ მტერთა, ფილისტინელთა დამარცხების შემდეგ დავითი იქცა საულის ეჭვის და შურის მსხვერპლად.
დავითი გაექცა საულს და სათავეში ჩაუდგა ასობით ადამიანისგან შემდგარ ჯარს. ბოლოს და ბოლოს ის აღმოჩნდა ფილისტინელთა სამსახურშიც.
ნაბალის და აბიგაილის ისტორია გვიჩვენებს რომ დავითი გაყაჩაღდა. ის სძარცვავს მდიდარ მესქონლეს და მხოლოდ ამ მესაქონლის მეუღლე აბიგაილის მამაცურმა ინიციატივამ შეზღუდა ძალადობა.
რჩება კითხვა მუქრით მიაღწია დავითმა სასურველს თუ აბიგაილმა თავისი ინიციატივით შეინარჩუნა ის რაც მას ეკუთვნოდა და მოიპოვა ადგილი იზრაელის მომავალი მეფის გვერდით....
სექსის და მკვლელობის საქმე, დავითი, ვირსავია, ურია:
მეფე დავითსაც ჰქონდა თავისი მანკიერებები. ბიბლია ყვება როგორც დავითის სამხედრო და პოლიტიკური გამარჯვებების ისე მისი უსაქციელობის და დანაშაულთა შესახებ.
ერთხელ დავითმა დაინახა თუ როგორ ბანაობდა მისი მეზობელი მზეთუნახავი ვირსავია და ის აიტანა ჟინმა. ეს მზეთუნახავი კი იყო ხათი მეომარი ურიას //ურია იყო ამ ხათი მეომრის სახელი// ცოლი. დავითმა დაპატიჟა ეს მზეთუნახავი თავისთან და ისე ახლოს გაიცნო ის რომ ქალი დაფეხმძიმდა. მოულოდნელი შვილის ამბის გაგებისას დავითმა სცადა ურიას მეომარი ჯარიდან განთავისუფლება და სახლში დატოვება რათა შემდეგ შესაძლებელი ყოფილიყო ურიას ამ ბავშვის მამად გამოცხადება. მაგრამ ხათი ურია დარჩა იზრაელის და თავისი მხედრული მოვალეობის ერთგული და წავიდა ჯარში. მაშინ დავითმა სარდალს უბრძანა ურიას გაგზავნა ბრძოლის წინა ხაზზე საიდანაც ის ცოცხალი აღარ უნდა დაბრუნებულიყო. ასეც მოხდა, ურია დაიღუპა.
დავითმა თითქოს მოახერხა თავისი დანაშაულის დამალვა და ვეღარავინ აღდგებოდა მის წინააღმდეგ. ამის გამკეთებელი არ ყოფილა არც ფეხმძიმე ვირსავია.
მაგრამ აქ ჩაერია ღმერთი. მან გამომძიებლად გააგზავნა წინასწარმეტყველი ნატანი. ნატანმა მოხერხებულად დაკითხა დავითი და მანაც აღიარა.
მაგრამ ცოდვის აღიარებაც ვერ გაანთავისუფლებდა სასჯელისგან ორმაგი დანაშაულის, გაუპატიურების და მკვლელობის გამო.
მაგრამ დავითმა გულწრფელად მოინანია და ღმერთმა ის შეიწყალა.
გაუპატიურება და დიდი ღალატი, ამნონი,თამარი და აბსალომი:
დანაშაულებს ჩადის დავითის შვილთა თაობაც.
სამუელის მეორე წიგნი გვიყვება რომ დავითის უფროსმა ვაჟმა, მემკვიდრე უფლიწულმა გააუპატიურა თავისი ნახევარ-და თამარი. მეტიც, გაუპატიურების შემდეგ მან ის გააგდო.
ქალი არ ყოფილა მისთვის ცოცხალი და ხმის მქონე არსება. ქალი მისთვის იყო საგანი რომელსაც ის სურვილისამებრ ხმარობდა.
მოძალადე ამნონის უსაქციელობის გამო თამარი იქცა კახპას მსგავს პატივაყრილ ქალად რომლისთვისაც შეუძლებელი იყო მასზე დაქორწინების მსურველის პოვნა.
თამარმა უშიშრად გაახმაურა ეს ამბავი. მამამისმა, მეფე დავითმა, რომელსაც შეეძლო დამნაშავის დასჯა, ყურადღება არ მიაქცია ამას.
მაშინ დამნაშავის დასჯა იკისრა თამარის მეორე ძმა აბსალომმა. მან გაიტყუა თავისი ნახევარძმა ამნონი კარისგან მოშორებით და იქ მოაკვლევინა.
არაა გამორიცხული რომ აბსალომს სურდა ტახტის მასზე უფროსი კონკურენტის ჩამოშორება. ეს სულ უფრო და უფრო სარწმუნო ჩანს. მამასთან დროებითი შერიგების შემდეგ ის განსაკუთრებით დახარბდა მამამისის ხელისუფლებას.
ნახევარ-ძმის წინააღმდეგ საკუთარი თავის მსაჯულად გამომცხადებელი იქცა მამამისის მოღალატედ.
აქ კერძო დანაშაულს თან ახლავს პოლიტიკური დანაშაული.
დიდი შედეგების მქონე პატარა დანაშაულები:
ბიბლია არ ლაპარაკობს მარტო ძლიერთა თუ გამოჩენილ პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. იქ საუბარია ყოველდღიურ უწესობაზეც,ქურდობაზე,ტყუილზე,
ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაზე.ზოგჯერ დანაშაული დაუსჯელი რჩება ვინაიდან დასჯა უშედეგო იქნებოდა....
საჭმლის პირველი ქურდობა ადამიანის ისტორიაში, ადამი და ევა:
ადამსა და ევას არ მოუპარავთ ის რაც მათ არ ეკუთვნოდათ. ღმერთმა აუკრძალა მათ ბაღის შუაში მდგარი ხის ნაყოფის ჭამა და მათ დაარღვიეს ეს აკრძალვა. ამის ჩადენისთანავე მათ იგრძნეს სირცხვილი და დაიმალნენ. ღმერთმა ისინი იპოვა, გაამჟღავნა და დაუნდობლად დაკითხა. ადამმა იმდენად მოუფიქრებლად უპასუხა რომ ღმერთმა მაშინვე გამოიტანა სათანადო დასკვნა.
ადამმა ყველაფერი გადააბრალა ევას. ევამ თქვა რომ უდანაშაულოა იმიტომ რომ ის აცდუნა გველმა. ბოლოს და ბოლოს დაისაჯა სამივე და ყოველმა მათგანმა უნდა აგოს პასუხი.
მაგრამ ღმერთი მაინც არ აკლებს ყურადღებას ადამს და ევას. ბოლოს ვხედავთ რომ თვითონ ღმერთი აძლევს მათ სამოსს.
სამოთხიდანაც ღმერთმა ისინი არ გააგდო დასჯის მიზნით. მან ისინი გაყარა უბრალოდ იმიტომ რომ უფრო უარესი არ ჩაედინათ.
ესაა ისტორია სიყვარულისა რომელმაც იცის ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მაგრამ არ წყვეტს არანაირ კავშირს.
ღმერთის კუთვნილის გაფლანგვა:
მოსამართლეთა წიგნის მონაყოლით ვიღაც მიკამ ფული მოპარა თავის საკუთარ დედას. დედამისმა დაწყევლა უცნობი ქურდი და მან სასწრაფოდ დააბრუნა ნაქურდალი.
ნაქურდალის ასე იოლად დაბრუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
სხვა შემთხვევა ბევრად უფრო უარესად დასრულდა.
იზრაელელმა აკანმა გაფლანგა იზრაელელების მიერ ქანაანელთა ქალაქი იერიქონის აღებისას ხელში ჩაგდებული ნადავლის ნაწილი.
არადა იზრაელელების აზრით ნადავლი ღმერთისა იყო და დაუშვებელი იყო ვინმე ადამიანის მიერ მისი მითვისება. მიუხედავად ამისა იზრაელელები აწყობდნენ ლაშქრობებს გამდიდრების მიზნით.
აკანის მიერ წესის დარღვევის გამო დაისაჯა მთელი ხალხი.
მან ვეღარ მოიპოვა ვერც ერთი სამხედრო გამარჯვება. იზრაელელთა სარდალმა ჟოზუემ დაიწყო დამნაშავმის ძიება. ღმერთის მიერ ნაკარნახევმა მეთოდურმა ძიებამ მას მალე აპოვნინა აკანი. აკანმა აღიარა თავისი დანაშაული.
ის არაა მერტო მცნების დამრღვევი, მან გაწყვიტა კონტრაქტი რომელიც იზრაელელებს აკავშირებდა ღმერთთან. ის თავის ოჯახთან ერთად საშინლად დაისაჯა. ისინი ქვებით ჩაქოლეს და დაწვეს მისი ქონება. ეს მოხდა დღესაც არსებულ აკორის ველზე...
Bertram salzmann, Traduction française Jean-Marc Babut,Histoires criminelles de la Bible,Société biblique frqnçqise,Paris,1997:
ის რომ ერთმანეთის გვერდით მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს აღიქვამენ მტრებად, ატყუებენ ერთმანეთს და ძალადობენ ერთმანეთის წინააღმდეგ არ ყოფილა განსაკუთრებული მოვლენა ბიბლიურ ხანაში და ასეა დღესაც.
ბიბლიის ღმერთს არ მოსწონს დამნაშავეები და ცდილობს მათ გამჟღავნებას და დასჯას. ღმერთს აქვს სამართლიანობის გრძნობა. ღმერთი თვლის რომ დანაშაულის ჩადენით ადამიანები იწვევენ პირადად მას და ამიტომ ერევა ის საქმეში. ბიბლიის თანახმად ყოველი დანაშაული არის აჯანყება იმის წინააღმდეგ ვინც სიცოცხლე აჩუქა ადამიანებს და ვინც მისცა ადამიანებს ერთობლივი მშვიდობიანი და სამართლიანი თანაარსებობის წესები.
სწორედ ამიტომაა ყოველი დანაშაული ღმერთის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ყოველი დანაშაული არსით არის ანარეკლი პირველი დანაშაულისა, დაცემისა, რომელიც ადამიანებს დაუჯდათ სამოთხიდან გაძევებად.
საკუთარი თავისადმი და მსხვერპლისადმი ერთგულებით ღმერთი ვერ იქნება გულგრილი უსამართლობის მიმართ. მაგრამ ყველა ჩადენილი დანაშაული არაა დაუყოვნებლივ დასჯილი. ზოგჯერ დამნაშავე არაა ნაპოვნი და ზოგჯერ ღმერთი შეგნებულად არ სჯის დამნაშავეს და მოვლენებს აძლევს თავისთავად განვითარების საშუალებას. ეს დამოკიდებულია ღმერთის ჩანაფიქრზე.
მაგრამ ბიბლიის კრიმინალურ ისტორიებში სწორედ ღმერთია წესრიგის და მართლმსაჯულების გარანტი. ის ამხელს ყველაზე ეშმაკ ბოროტმოქმედს და არ უტოვებს მას გამოსავალს.
ბიბლია ასე განამტკიცებს სიკეთის საბოლოო გამარჯვების რწმენას. მოქმედებს უფალი, მხსნელი. ეს ასეა იმ შემთხვევაშიც როდესაც ღმერთი არ სჯის დაუყოვნებლად და თითქოს უტოვებს ბოროტებას დროს და სივრცეს.
სოციალურ ურთიერთობებში, რელიგიურ წეს-ჩვეულებებში, მორალურ კონცეფციებში და იურიდიულ დადგენილებებში მომხდარმა ცვლილებებმა უფსკრული გააჩინეს ჩვენსა და ბიბლიურ მოთხრობებს შორის, მაგრამ ეს უფსკრული არც ისე დიდია როგორც ეს ჩანს ერთის შეხედვით.
ბიბლია ყვება საინტერესო ისტორიებს რომლებიც ლაპარაკობენ დანაშაულზე და მის ფასზე, ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და ღვთაებრივ სამართალზე. ბიბლია ასე ეხება ჩვენი არსებობის ეგზისტენციალურ საკითხებს....
ეს დაიწყო მკვლელობით, კაინი და აბელი:
ისტორიის დასაწყისში ბიბლიის თანახმად არის მკვლელობა, უარესი, ძმის მკვლელობა.
მარკ შაგალი, კაინი და აბელი. |
კაინმა მოკლა მისი ძმა აბელი.თუ როგორ მივიდა ის აქამდე მოყოლილია სულ რამოდენიმე წინადადებით.
მიზეზი უეჭველად შურია. მკვლელობა გარეგნულად მოულოდნელი ჟინიანობის შედეგია, მაგრამ ის სინამდვილეში არის წინასწარ დეტალურად გააზრებული მკვლელობა. კაინმა შეგნებულად მიიტყუა აბელი ისეთ ადგილას სადაც შეეძლო მისი მოკვლა მოწმის გარეშე.
მაგრამ ამის მოწმე იყო ღმერთი და ის ჩაერია. ღმერთმა სწრაფად გამოიძია საქმე.
ყოველი სიცოცხლის შემქმნელ ღმერთს უშუალოდ ეხება აბელის მოკვლა ვინაიდან მან მისცა სიცოცხლე აბელს. ამიტომ ის ვერ დატოვებს რეაქციის გარეშე კაინის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მაგრამ ღმერთი უფრთხილდება სიცოცხლეს როგორც ასეთს, თავისთავად, და ე.ი. კაინის სიცოცხლესაც. ვერაფერი ამართლებს მკვლელობას, შურისძიებაც კი
//ბიბლიის ზოგი კომენტატორის თქმით კაენმა, ერთ-ერთმა პირველმა ადამიანმა ჯერ არ იცოდა თუ რაა სიკვდილი და ღმერთმა ამიტომაც არ დასაჯა ის მკაცრად, მთარგმნელი//.
დანაშაული საუკეთესო ოჯახებში:
კაინის და აბელის ისტორიის ფონზე ადამიანის ყოველი მკვლელობა ჩანს ძმის მკვლელობად. მაგრამ ერთი და იგივე ოჯახის შიგნით ჩადენილი დანაშაული გამოირჩევა სხვა დანაშაულებისგან. და ეს ასეა უკვე ბიბლიაში.
ის რომ ერთმანეთის გვერდით მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს აღიქვამენ მტრებად, ატყუებენ ერთმანეთს და ძალადობენ ერთმანეთის წინააღმდეგ არ ყოფილა განსაკუთრებული მოვლენა ბიბლიურ ხანაში და ასეა დღესაც.
ისააკი ლოცავს იაკობს. |
მაგრამ სხვაა ოჯახის შიგნით, მის წევრებს შორის დაბუდებული მტრობა და მამაძაღლობა.
ბიბლია არ მალავს და არ ალამაზებს არაფერს და გვეუბნება რომ ჩვენს წინაპრებს შორისაც იყვნენ თაღლითები და დამნაშავეები.
ასეთია წინაპარი იაკობის და მისი შვილების შემთხვევა.
იზრაელის წინაპრების მეორე თაობიდან მესამეზე გადასვლისას გაჩნდა კონფლიქტი რომელმაც მიიღო კრიმინალური განზომილება.
ისააკის უმცროსი ვაჟი იაკობი ედავება თავის უფროს ძმა ისავს უფროსობის და ამავე დროს მამის მიერ დალოცვის უფლებაში. ამ დალოცვით გადადის ის დალოცვა რომელიც წინაპარმა აბრაამმა მიიღო ღმერთისგან.
ამ დავაში უნდა გაირკვეს ის, თუ რომელ ძმას უნდა ჰქონდეს მომავალში ღმერთის განსაკუთრებული კეთილგანწყობის იმედი.
იაკობის და ისავის მტრობაში უკვე ირეკლება ბიბლიის თანახმად მათი ჩამომავალი ხალხები იზრაელის და ედომის მტრობა.
დრამა განვითარდება ორ აქტად.
პირველ რიგში იაკობი ისარგებლებს მისი ძმა ისავის სისუსტით და გამოსძალავს მას უფროსობის უფლებას. მამის დალოცვას კი მიიღებს თაღლითურად, მოგვიანებით თავისი დედა რებეკას დახმარებით. დედა მოქმედებს კულისებში და შთააგონებს თავის საყვარელ შვილს მოხერხებული მისტიფიკაციის იდეას. ..იაკობი მოახერხებს თაღლითობით მამის დალოცვის მიღებას.
ისავი მოგვიანებით შეამჩნევს რომ ის მოატყუეს. დალოცვა მოქმედებს მისი წარმოთქმიდან და შეუძლებელია მისი უკან წაღება და სხვისთვის გადაცემა.
ისავი ჩაიფიქრებს შურისძიებას, მაგრამ იაკობი დედას დახმარებით მოახერხებს გაქცევას.
ბიბლია დაუფარავად ყვება ამ საზიზღარ მამაძაღლობას. მაგრამ ამჯერად ღმერთი არ ერევა. მას ყველა შემთხვევაში იაკობი ერჩივნა და ამიტომ იაკობის თაღლითობა არ ვნებს მის გეგმებს.
იაკობი სხვანაირად დაისჯება.
იაკობი, ლაბანი და რაქილი:
იაკობი ცოლად თხოულობს რაქილს. |
იაკობი შურს იძიებს საქონლის გაყოფაზე საეჭვო, ბიძამისისთვის საზარალო კონტრაქტით.
ყველა ამ საძაგლობის მიუხედავად ღმერთი არ ერევა და ის უეჭველად იაკობის მხარესაა.
ლაბანი ჭკუას იხმარს, არ გადაზრდის კონფლიქტს ძალადობაში და ყველაფერი მშვიდობიანი გარიგებით მთავრდება.
მკვლელობის მცდელობა და ადამიანით ვაჭრობა, იოსები და მისი ძმები:
ძმები ყიდიან იოსებს, 1860 წლის გრავიურა |
შურით შეპყრობილი ძმები მოისურვებენ მის თავიდან მოშორებას. მხოლოდ უფროსი ძმის ჩარევის შემდეგ ისინი დროებით გადადებენ თავისი გეგმის შესრულებას.
ძმებს სძულთ იოსები, დაიჭერენ მას, გახდიან სამოსს და ჩააგდებენ მშრალ და სულ ცარიელ წყალსატევში და დასხდებიან საჭმელად. შემდეგ მათ დაინახეს ეგვიპტეში მიმავალ ისმაილიტთა ქარავანი და გადაწყვიტეს იოსების მათთვის მიყიდვა. ამით ისინი შოულობდნენ ფულს და თავიდან იშორებდნენ საძულველ ძმას მისი სისხლის დაუღვრელად.
შემდეგ მათ დაკლეს თხა, ამოავლეს მის სისხლში იოსების სამოსი და მოატყუეს მამა რომ ეს იყო მხეცების მიერ დაგლეჯილი იოსების სამოსი.
მაგრამ ღმერთი ამ შემთხვევაშიც არ სთხოვს პასუხს დამნაშავეებს.
იოსების გადაქცევამ ეგვიპტის ფარაონის მინისტრად მისცა მას ძმებთან ურთიერთობის გარკვევის საშუალება.
მან გაითამაშა რომ მოპარეს ვერცხლის თასი, დააბრალა თავის ძმებს და დაიჭირა ისინი. მას აინტერესებდა ისევ ისეთივე უსვინდისოები იყვნენ თუ არა მისი ძმები. მათ ინანეს და მოინანიეს. ისტორიის ბოლოს აღარ ვიტყვით, ვახსენებთ მხოლოდ თვითონ იოსების მიერ ნაპოვნ ფორმულას: "თქვენ ჩემთვის ცუდი და ბოროტება გინდოდათ და ღმერთმა მოისურვა ამ ბოროტების სიკეთედ გარდაქმნა".
რა აწევთ სვინდისზე მეფეებს:
ბიბლიის იზრაელის მეფეებსაც აქვთ ჩადენილი დანაშაულები და მათზე მოთხრობათა კრებულს შეიძლება დაერქვას "სიყვარულები და ინტრიგები".
პუტჩის მცდელობა და კოლექტიური სასაკლაო:
ეგვიპტიდან გაქცეული იზრაელის ხალხი უდაბნოს გავლისა და ქანაანის ქვეყანაში შესვლის შემდეგ აღმოჩნდა ქვეყნის პირველ მკვიდრ ქანაანელთა შორის.
ვაჭრობით და ქორწინებებით იზრაელელები დაუახლოვდნენ ქანაანელებს მაგრამ მეზობელი ხალხები გამუდმებით ცდილობდნენ ქვეყნის დაპყრობას, ესხმოდნენ თავს და სტაცებდნენ ქონებას იზრაელელებს.
ამ აგრესიებს იზრაელის ხალხი იგერიებდა მოსამართლეებად წოდებული ბელადების წინამძღოლობით.
ეს მხსნელები ღმერთის მხარდაჭერით რეგულარულად ამარცხებდნენ მტრებს. იზრაელელებს იმ დროს არ ჰყავდათ ერთი საერთო ბელადი თუ მეფე.
მოსამართლეთა წიგნი ყვება იმის შესახებ თუ როგორ ცდილობდა ქანაანის ქალაქ სიქემში იზრაელელთა ლოკალური სამეფოს დაარსებას მოსამართლე გედეონის შვილი აბიმელეკი.
შესაძლო კონკურენტების თავიდან მოსაშორებლად მან თვალის დაუხამხამებლად მოკლა 70 კაცი.
შემდეგმა ამბებმა აჩვენა თუ რითია საშიში მეფობა იზრაელისთვის.
ამას გარდა ღმერთი არ იწონებს იზრაელში ძალაუფლების დაპყრობას დანაშაულის ჩადენითა და ტირანიით.
მარკ შაგალი, მოსე იღებ ათ მცნებას. |
იერუბაალის, ე.ი. გედეონის შვილი აბიმელეკი ჩავიდა სიქემში
რათა ელაპარაკა დედამისის ძმებთან და დედამისის მთელ ოჯახთან. მან სთხოვა ნათესავებს ეკითხათ ქალაქის მკვიდრებისთვის თუ რა ურჩევნიათ მათ, მმართველებად ჰყავდეთ იერუბაალის 70 შვილი თუ ერთადერთი ადამიანი და შეეხსენებინათ მათთვის რომ ისაა მათი ოჯახიდან.
აბიმელეკის ბიძებმა გადასცეს მისი სიტყვები სიქემის მოქალაქეებს და მათ მხარი დაუჭირეს აბიმელეკს იმიტომ რომ ის ერთ-ერთი მათგანი იყო.
მათ აბიმელეკს მისცეს ფული ბაალ-ბერიტის ტაძრიდან. ამ ფულით აბიმელეკმა დაიქირავა ავანტურისტები.
ის დაბრუნდა მამის სახლში ოფრაში და იქ მოკლა თავისი 70 ძმა, იერუბაალის შვილები. გადარჩა მხოლოდ მათგან ყველაზე ახალგაზრდა იოთამი....
აბიმელეკმა იმეფა იზრაელში 3 წელი. მას შემდეგ ღმერთმა უთანხმოება ჩამოაგდო მასა და სიქემის მოქალაქეებს შორის და ისინი აჯანყდნენ მის წინააღმდეგ...
დიდი ამბების შემდეგ აბიმელეკი მოკლეს. ღმერთმა დასაჯა აბიმელეკიც და მისი თანამზრახველი სიქემელებიც...
რეკეტის ისტორია, დავითი, აბიგაილი და ნაბალი:
დავითი ითვლება უდიდეს მეფედ იზრაილის ისტორიაში. სწორედ მან დაიმორჩილა მეზობელი ხალხები და იზრაელი გადააქცია იმპერიად.ღმერთი მას დაპირდა რომ მისი სამეფო მტკიცე და მისი დინასტია მარადიული იქნებოდა. დავითმა გადააქცია იერუსალიმი დედაქალაქად სადაც ამიერიდან არის იზრაელის მეფის ტახტი და ალიანსის სკივრი როგორც უფალის "ტახტი".
მაგრამ რა ბრწყინვალეც არ უნდა ჩანდეს დავითი მისი ძალაუფლების ზენიტში, მისი გზის დასაწყისი საეჭვო და ბუნდოვანია.
დავითი და ურია |
ის ქნარზე დამკვრელად მივიდა მისი წინამორბედის, იზრაელის მეფობის დამფუძნებელი მეფე საულის კარზე. მაგრამ დავითმა მალე აჩვენა მეომრის თვისებებიც. იზრაელის ყველაზე გააფთრებულ მტერთა, ფილისტინელთა დამარცხების შემდეგ დავითი იქცა საულის ეჭვის და შურის მსხვერპლად.
დავითი გაექცა საულს და სათავეში ჩაუდგა ასობით ადამიანისგან შემდგარ ჯარს. ბოლოს და ბოლოს ის აღმოჩნდა ფილისტინელთა სამსახურშიც.
ნაბალის და აბიგაილის ისტორია გვიჩვენებს რომ დავითი გაყაჩაღდა. ის სძარცვავს მდიდარ მესქონლეს და მხოლოდ ამ მესაქონლის მეუღლე აბიგაილის მამაცურმა ინიციატივამ შეზღუდა ძალადობა.
რჩება კითხვა მუქრით მიაღწია დავითმა სასურველს თუ აბიგაილმა თავისი ინიციატივით შეინარჩუნა ის რაც მას ეკუთვნოდა და მოიპოვა ადგილი იზრაელის მომავალი მეფის გვერდით....
დავითი უჭვრიტინებს ვირსავიას |
მეფე დავითსაც ჰქონდა თავისი მანკიერებები. ბიბლია ყვება როგორც დავითის სამხედრო და პოლიტიკური გამარჯვებების ისე მისი უსაქციელობის და დანაშაულთა შესახებ.
ერთხელ დავითმა დაინახა თუ როგორ ბანაობდა მისი მეზობელი მზეთუნახავი ვირსავია და ის აიტანა ჟინმა. ეს მზეთუნახავი კი იყო ხათი მეომარი ურიას //ურია იყო ამ ხათი მეომრის სახელი// ცოლი. დავითმა დაპატიჟა ეს მზეთუნახავი თავისთან და ისე ახლოს გაიცნო ის რომ ქალი დაფეხმძიმდა. მოულოდნელი შვილის ამბის გაგებისას დავითმა სცადა ურიას მეომარი ჯარიდან განთავისუფლება და სახლში დატოვება რათა შემდეგ შესაძლებელი ყოფილიყო ურიას ამ ბავშვის მამად გამოცხადება. მაგრამ ხათი ურია დარჩა იზრაელის და თავისი მხედრული მოვალეობის ერთგული და წავიდა ჯარში. მაშინ დავითმა სარდალს უბრძანა ურიას გაგზავნა ბრძოლის წინა ხაზზე საიდანაც ის ცოცხალი აღარ უნდა დაბრუნებულიყო. ასეც მოხდა, ურია დაიღუპა.
ურიას დაღუპვა, მიქელანჯელო. |
მაგრამ აქ ჩაერია ღმერთი. მან გამომძიებლად გააგზავნა წინასწარმეტყველი ნატანი. ნატანმა მოხერხებულად დაკითხა დავითი და მანაც აღიარა.
მაგრამ ცოდვის აღიარებაც ვერ გაანთავისუფლებდა სასჯელისგან ორმაგი დანაშაულის, გაუპატიურების და მკვლელობის გამო.
მაგრამ დავითმა გულწრფელად მოინანია და ღმერთმა ის შეიწყალა.
გაუპატიურება და დიდი ღალატი, ამნონი,თამარი და აბსალომი:
დანაშაულებს ჩადის დავითის შვილთა თაობაც.
სამუელის მეორე წიგნი გვიყვება რომ დავითის უფროსმა ვაჟმა, მემკვიდრე უფლიწულმა გააუპატიურა თავისი ნახევარ-და თამარი. მეტიც, გაუპატიურების შემდეგ მან ის გააგდო.
ქალი არ ყოფილა მისთვის ცოცხალი და ხმის მქონე არსება. ქალი მისთვის იყო საგანი რომელსაც ის სურვილისამებრ ხმარობდა.
მოძალადე ამნონის უსაქციელობის გამო თამარი იქცა კახპას მსგავს პატივაყრილ ქალად რომლისთვისაც შეუძლებელი იყო მასზე დაქორწინების მსურველის პოვნა.
თამარმა უშიშრად გაახმაურა ეს ამბავი. მამამისმა, მეფე დავითმა, რომელსაც შეეძლო დამნაშავის დასჯა, ყურადღება არ მიაქცია ამას.
მაშინ დამნაშავის დასჯა იკისრა თამარის მეორე ძმა აბსალომმა. მან გაიტყუა თავისი ნახევარძმა ამნონი კარისგან მოშორებით და იქ მოაკვლევინა.
არაა გამორიცხული რომ აბსალომს სურდა ტახტის მასზე უფროსი კონკურენტის ჩამოშორება. ეს სულ უფრო და უფრო სარწმუნო ჩანს. მამასთან დროებითი შერიგების შემდეგ ის განსაკუთრებით დახარბდა მამამისის ხელისუფლებას.
ნახევარ-ძმის წინააღმდეგ საკუთარი თავის მსაჯულად გამომცხადებელი იქცა მამამისის მოღალატედ.
აქ კერძო დანაშაულს თან ახლავს პოლიტიკური დანაშაული.
დიდი შედეგების მქონე პატარა დანაშაულები:
ბიბლია არ ლაპარაკობს მარტო ძლიერთა თუ გამოჩენილ პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. იქ საუბარია ყოველდღიურ უწესობაზეც,ქურდობაზე,ტყუილზე,
ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაზე.ზოგჯერ დანაშაული დაუსჯელი რჩება ვინაიდან დასჯა უშედეგო იქნებოდა....
საჭმლის პირველი ქურდობა ადამიანის ისტორიაში, ადამი და ევა:
სამოთხიდან გაყრილი ადამი და ევა, მაზაჩო |
ადამმა ყველაფერი გადააბრალა ევას. ევამ თქვა რომ უდანაშაულოა იმიტომ რომ ის აცდუნა გველმა. ბოლოს და ბოლოს დაისაჯა სამივე და ყოველმა მათგანმა უნდა აგოს პასუხი.
მაგრამ ღმერთი მაინც არ აკლებს ყურადღებას ადამს და ევას. ბოლოს ვხედავთ რომ თვითონ ღმერთი აძლევს მათ სამოსს.
სამოთხიდანაც ღმერთმა ისინი არ გააგდო დასჯის მიზნით. მან ისინი გაყარა უბრალოდ იმიტომ რომ უფრო უარესი არ ჩაედინათ.
ესაა ისტორია სიყვარულისა რომელმაც იცის ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მაგრამ არ წყვეტს არანაირ კავშირს.
ღმერთის კუთვნილის გაფლანგვა:
მოსამართლეთა წიგნის მონაყოლით ვიღაც მიკამ ფული მოპარა თავის საკუთარ დედას. დედამისმა დაწყევლა უცნობი ქურდი და მან სასწრაფოდ დააბრუნა ნაქურდალი.
ნაქურდალის ასე იოლად დაბრუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
სხვა შემთხვევა ბევრად უფრო უარესად დასრულდა.
იზრაელელმა აკანმა გაფლანგა იზრაელელების მიერ ქანაანელთა ქალაქი იერიქონის აღებისას ხელში ჩაგდებული ნადავლის ნაწილი.
არადა იზრაელელების აზრით ნადავლი ღმერთისა იყო და დაუშვებელი იყო ვინმე ადამიანის მიერ მისი მითვისება. მიუხედავად ამისა იზრაელელები აწყობდნენ ლაშქრობებს გამდიდრების მიზნით.
აკანის მიერ წესის დარღვევის გამო დაისაჯა მთელი ხალხი.
მან ვეღარ მოიპოვა ვერც ერთი სამხედრო გამარჯვება. იზრაელელთა სარდალმა ჟოზუემ დაიწყო დამნაშავმის ძიება. ღმერთის მიერ ნაკარნახევმა მეთოდურმა ძიებამ მას მალე აპოვნინა აკანი. აკანმა აღიარა თავისი დანაშაული.
ის არაა მერტო მცნების დამრღვევი, მან გაწყვიტა კონტრაქტი რომელიც იზრაელელებს აკავშირებდა ღმერთთან. ის თავის ოჯახთან ერთად საშინლად დაისაჯა. ისინი ქვებით ჩაქოლეს და დაწვეს მისი ქონება. ეს მოხდა დღესაც არსებულ აკორის ველზე...
Bertram salzmann, Traduction française Jean-Marc Babut,Histoires criminelles de la Bible,Société biblique frqnçqise,Paris,1997:
No comments:
Post a Comment