ბიბლია ყველაზე ხშირად ეჭვის თვალით უყურებს პოლიტიკურ ხელისუფლებას. ის აღიარებს პოლიტიკური ხელისუფლების აუცილებლობას, მაგრამ განუწყვეტლად უსვამს ხაზს ამ ხელისუფლების ცუდად და ბოროტად გამოყენებას.
ძველი აღთქმა ხშირად სვამს იზრაელის ხალხის ხელმძღვანელთა შერჩევის საკითხს. მათ შორის უშუალოდ ღმერთის მიერ შთაგონებულია ადამიანთა 2 კატეგორია.
თავიდან გასამართლებულ, დასჯილ და მონანიე ცოდვილთა მხსნელებად ღმერთი ირჩევს მოსამართლეებს.
პრობლემაა მოსამართლეთა ქარიზმის ინსტიტუციონალიზაცია.
მოსამართლეთა წიგნის მე-8 თავში გედეონი უარყოფს ასეთ წინადადებას:
"იზრაელის ხალხი ეტყვის გედეონს იყავი ჩვენი მეფე,შემდეგ შენი შვილი,შემდეგ შენი შვილიშვილი იმიტომ რომ შენ გვიხსენი მადიანის ხელიდან. მაგრამ გედეონი უპასუხებს:
"არც მე არ ვიქნები თქვენი მეფე და არც ჩემი შვილი იქნება. თქვენი მეფე იქნება იაჰვე"
//მოსამართლეთა წიგნი 8,22-23//.
მუდმივად ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკური ხელისუფლება აქ თითქოს შეუთავსებელია უფლის ნებასთან.
ბიბლია მრავალჯერ უსვამს ხაზს რომ პოლიტიკურ ქაოსს ზევიდან იწვევენ სწორედ ხელისუფალნი. გედეონის შემთხვევა არის ამ მდგომარეობის წინასწარ დაგმობა.
ამის ილუსტრაციაა იოთამის აპოლოგია იგივე მოსამართლეთა წიგნის შემდეგ თავში //9, 7//:
"ერთხელ, ყვება იოთამი, ხეებმა მოისურვეს მათი მეფის არჩევა..." მაგრამ მეფობაზე უარს იტყვის ყველა კეთილშობილი ხე -ზეთისხილის ხე, ლეღვის ხე, ვაზი.
მეფედ გახდომაზე დათანხმდება ეკლიანი ბუჩქი.
დასკვნა ისაა რომ როდესაც საუკეთესოები უარს ამბობენ იკისრონ მათი საჯარო პასუხისმგებლობა ძალაუფლება ხელში უვარდება საშუალოებს.
პოლიტიკა ვერ იქნება მმართველთა გარეშე,მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მეფობენ და ბატონობენ უარესები.
ამიტომაა გაფრთხილება სამუელის წიგნში //თავი 8// მეფობის დაწესების შესახებ.
იზრაელის უხუცესები სთხოვენ სამუელს მეფის დადგენას რათა მათ ჰყავდეთ ისეთივე ხელისუფლება როგორიც ჰყავთ სხვა ხალხებს.
სამუელი მიმართავს იაჰვეს რომელიც პასუხობს: "უსმინე იმას რასაც გეტყვის ხალხი,ვინაიდან ისინი არ უარგყოფენ შენ, ისინი უარმყოფენ მე ვინაიდან აღარ სურთ რომ მე ვიმეფო მათზე" //სამუელის პირველი წიგნი,8,7//.
ბიბლიის ანტიმონარქიზმი
იაჰვეს მოთხოვნის თანახმად სამუელი გააფრთხილებს ხალხს თუ რა უფლებები ექნება მეფეს. აღწერა თავზარდამცემია. უნდა დამყარდეს მონობის რეჟიმი. ხალხზე ამან ვერ იმოქმედა. სამუელი დაემორჩილება იაჰვეს და შეასრულებს ხალხის თხოვნას, მეფედ აკურთხებს საულს რომელიც გაგიჟდება და რომლის მეფობაც ნაადრევად დასრულდება კატასტროფით.
მეცნიერები კამათობენ ამ ტექსტის დაწერის თარიღზე. ის დაიწერა იზრაელში და იუდაში მონარქიული ექსპერიმენტის ცუდად დამთავრების შემდეგ თუ ეს იყო იზრაელის ტომების მონარქიისადმი თავდაპირველი უძველესი უნდობლობის გამოხატულება?
თეოლოგიურ-პოლიტიკური თვალსაზრისით ბიბლიის ანტიმონარქიზმი ცხადად გამოიხატება იმის განცხადებაში რომ მეფის უფლება და სამართალი არაა ღმერთის უფლება და სამართალი.
ამ თვალსაზრისით ბიბლიური მოდელი არის ნომოკრატია,კანონოკრატია//პოლიტიკური რეჟიმი რომელშიც უმაღლესი კანონია ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ღვთაებრივი წარმომავლობის,მოსეს მიერ მიღებული კანონი რომელშიც მეფე ვერ გამოსცემს თვითნებურად კანონებს და რომელშიც მეფე უნდა დაემორჩილოს ღმერთის განკარგულებებს//. ბიბლიის წიგნი Deutéronome //17,14-20// აფრთხილებს:
"მეფემ კანონი არ უნდა მიატოვოს. მან ის ყოველ დღე უნდა იკითხოს რათა ისწავლოს მისი ღმერთი იაჰვეს შიში და დაიცვას ამ კანონის ყველა სიტყვა. მაშინ ის არ იქნება ქედმაღალი და არ დააყენებს საკუთარ თავს ძმებზე უფრო მაღლა, ის არ გადასცდება მცნებებს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ამ პირობის დაცვით ის და მისი შვილი დიდხანს იქნებიან იზრაელის ტახტზე",
შემდეგ ჩნდება წინასწარმეტყველი. ბიბილიაში წინასწარმეტყველები ჩნდებიან მეფობის გაჩენასთან ერთად და თითქმის ქრებიან მისი გაქრობის შემდეგ. როგორც რეგულარული ინსტიტუტი, წინასწარმეტყველთა წოდება იზრაელში ჩნდება მეფობასთან ერთად. იზრაელში წინასწარმეტყველები არ არიან მისნები თუ მკითხავები. ისინი არიან უფლის ნების მაცნეები.
წინასწარმეტყველი იმთავითვე უნდობლად უყურებს მეფეს. და საერთოდ იმას რასაც ელიტას უძახიან ხოლმე. ხალხს კი უხარია დანახვა იმ მამაკაცებისა და ქალებისა რომლებსაც შეუძლიათ მეფესთან მისვლა და თქმა რომ ის მეტისმეტად შორს წავიდა ან რაღაცას ცუდად აკეთებს.
ასეთი სისტემა იძლევა იმედს რომ იზრაელის მეფე არ იქნება აბსოლუტური დიქტატორი ან მხეცი როგორც იყო ხოლმე დრო და დრო ძველ აღმოსავლეთში.
ბიბლიის ერთ-ერთი ორიგინალური ნიშანია სწორედ ეს თეოპოლიტიკურობა//ებრაელი ფილოსოფოსი მარტინ ბუბერის ცნება//,მეფეების და წინასწარმეტყველების კონფლიქტური ურთიერთობა. როდესაც არიან ადამიანები ვინც ბედავენ პოლიტიკურ რეალობათა შეფასებას რწმენის თვალსაზრისით.
ბუბერის თქმით პროფეტული რწმენის სამყარო განუყოფელია ისტორიული რეალობისგან. ესაა განსაკუთრებული ბუნების პოლიტიკა რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ თეოპოლიტიკა. მისი არსია ხალხის ქცევის დაქვემდებარება ღვთაებრივი სუვერენიტეტისთვის იმისთვის რომ ხალხი დაუახლოვდეს თავისი ამოცანის აღსრულებას, ესე იგი უფლის მეუფების მომასწავებელ ნიშნად გადაქცევას.
წინასწარმეტყველი მკაცრი კრიტიკოსიცა და პოზიტიური იდეალის მქადაგებელიც. ეს პოზიტიური იდეალია სამართლიანი წესრიგის დამყარება.
წინასწარმეტყველი ისაიასთვის რწმენა უპირველეს ყოვლისა არის ზნეობრივი ცხოვრება და შემოქმედისადმი ერთგულება. უზნეო და ორგული ადამიანის ცხოვრება ღმერთის შეურაცხყოფაა.
ღმერთს არ უნდა უკანონო ბოროტ მოძალადეთა ძღვენი და მსხვერპლი.არ უნდა ასეთების მიერ რიტუალების შესრულება. ადამიანები უნდა განიწმინდნენ, მათ უარი უნდა თქვან ბოროტებაზე და აკეთონ სიკეთე. მათ უნდა ეძებონ სიმართლე,უშველონ ჩაგრულს,დაიცვან ობოლი და ქვრივი.
ასეთია წინასწარმეტყველი ისაიას ღმერთის ნება!
მაგრამ მეფობა განა საუკეთესო წყობაა სამართლიანი წყობის დასამყარებლად? წინასწარმეტყველები არ უარყოფენ აბსოლუტურად მეფობას,მაგრამ ხედავენ სხვა შესაძლებლობებსაც
ძვ.წ.597 წელს ბაბილონში ლტოლვილობის შემდეგ ებრაელებმა დაკარგეს მათი სამეფო, მათი ტერიტორია, მათი მეფე.
მაგრამ ებრაელებს დარჩათ საუნჯე,მათი კანონი რომელიც გადაურჩა ისტორიის შემთხვევითობებს.
ესაა უცხოელთა, სპარსელთა, ბერძენთა, შემდეგ რომაელთა ბატონობის დრო.
მაგრამ უმნიშვნელოვანესი ისაა რომ იზრაელი აღდგა კანონის ირგვლივ და მასზე დაყრდნობით. მისი წინამძღოლები ეხლა არიან მწერლები და ქურუმები და არა მეფეები.
ასე განხორციელდა ეზეკიელის უწყება.
უუნარო მწყემსების //მწყემსი არის მთელი ძველი აღმოსავლეთისთვის მნიშვნელოვანი ხატი// შემყურე ღმერთმა გადაწყვიტა თვითონ ჩადგომოდა სათავეში ხალხს:
"უმწყემსობის გამო მე ჩემი ფარა საჯიჯგნად მივუგდე ყველა მხეცს.
მწყემსები არ ზრუნავენ ჩემს ფარაზე. ისინი თავის თავზე ზრუნავენ იმის მაგივრად რომ იზრუნონ ჩემს ფარაზე.
მაშ უსმინეთ მწყემსებო უფალი იაჰვეს სიტყვას: მე მივხედავ მწყემსებს,მე მოვნახავ ჩემს ფარას რათა წავართვა ის მწყემსებს ხელიდან".
მე-17 საუკუნეშ ბოსუემ //Bossuet// ნაშრომში "წმინდა წერილიდან აღებული პოლიტიკა" ბიბლიაში ნახა ღვთაებრივი უფლება-სამართლის აბსოლუტური მონარქიის პოლიტიკური მოდელი. ეს წყობა დამყარდა საფრანგეთში რელიგიური ომების შემდეგ.
ეს იყო იმის დავიწყება რომ იზრაელის მეფეები სულაც არ ყოფილან აბსოლუტური მონარქები. მეფობა არსებობდა მხოლოდ კანონის დაცვისკენ მომწოდებელ წინასწარმეტყველთა გვერდით.
იზრაელი არ ყოფილა თანამედროვე დემოკრატია მაგრამ არც თეოკრატია იყო. წინასწარმეტყველთა ინსტიტუციონალიზაციით გაჩნდა პოლიტიკის და რელიგიის ერთგვარი გაყოფა რომელმაც მერე მიიღო ბევრი სხვა ფორმა...
//ამის და ბევრი სხვა საინტერსო რამის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში ბიბლიის სამყარო,საგანგებო ნომერში ვინაა წინასწარმეტყველი,2012 წლის გაზაფხულის ნომერში//.
მეფე საული |
თავიდან გასამართლებულ, დასჯილ და მონანიე ცოდვილთა მხსნელებად ღმერთი ირჩევს მოსამართლეებს.
პრობლემაა მოსამართლეთა ქარიზმის ინსტიტუციონალიზაცია.
მოსამართლეთა წიგნის მე-8 თავში გედეონი უარყოფს ასეთ წინადადებას:
"იზრაელის ხალხი ეტყვის გედეონს იყავი ჩვენი მეფე,შემდეგ შენი შვილი,შემდეგ შენი შვილიშვილი იმიტომ რომ შენ გვიხსენი მადიანის ხელიდან. მაგრამ გედეონი უპასუხებს:
"არც მე არ ვიქნები თქვენი მეფე და არც ჩემი შვილი იქნება. თქვენი მეფე იქნება იაჰვე"
//მოსამართლეთა წიგნი 8,22-23//.
მუდმივად ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკური ხელისუფლება აქ თითქოს შეუთავსებელია უფლის ნებასთან.
ბიბლია მრავალჯერ უსვამს ხაზს რომ პოლიტიკურ ქაოსს ზევიდან იწვევენ სწორედ ხელისუფალნი. გედეონის შემთხვევა არის ამ მდგომარეობის წინასწარ დაგმობა.
წინასწარმეტყველი ეზეკიელი |
"ერთხელ, ყვება იოთამი, ხეებმა მოისურვეს მათი მეფის არჩევა..." მაგრამ მეფობაზე უარს იტყვის ყველა კეთილშობილი ხე -ზეთისხილის ხე, ლეღვის ხე, ვაზი.
მეფედ გახდომაზე დათანხმდება ეკლიანი ბუჩქი.
დასკვნა ისაა რომ როდესაც საუკეთესოები უარს ამბობენ იკისრონ მათი საჯარო პასუხისმგებლობა ძალაუფლება ხელში უვარდება საშუალოებს.
პოლიტიკა ვერ იქნება მმართველთა გარეშე,მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მეფობენ და ბატონობენ უარესები.
ამიტომაა გაფრთხილება სამუელის წიგნში //თავი 8// მეფობის დაწესების შესახებ.
იზრაელის უხუცესები სთხოვენ სამუელს მეფის დადგენას რათა მათ ჰყავდეთ ისეთივე ხელისუფლება როგორიც ჰყავთ სხვა ხალხებს.
სამუელი მიმართავს იაჰვეს რომელიც პასუხობს: "უსმინე იმას რასაც გეტყვის ხალხი,ვინაიდან ისინი არ უარგყოფენ შენ, ისინი უარმყოფენ მე ვინაიდან აღარ სურთ რომ მე ვიმეფო მათზე" //სამუელის პირველი წიგნი,8,7//.
წინასწარმეტყველი ეზეკიელი, მიქელანჯელო. |
იაჰვეს მოთხოვნის თანახმად სამუელი გააფრთხილებს ხალხს თუ რა უფლებები ექნება მეფეს. აღწერა თავზარდამცემია. უნდა დამყარდეს მონობის რეჟიმი. ხალხზე ამან ვერ იმოქმედა. სამუელი დაემორჩილება იაჰვეს და შეასრულებს ხალხის თხოვნას, მეფედ აკურთხებს საულს რომელიც გაგიჟდება და რომლის მეფობაც ნაადრევად დასრულდება კატასტროფით.
მეცნიერები კამათობენ ამ ტექსტის დაწერის თარიღზე. ის დაიწერა იზრაელში და იუდაში მონარქიული ექსპერიმენტის ცუდად დამთავრების შემდეგ თუ ეს იყო იზრაელის ტომების მონარქიისადმი თავდაპირველი უძველესი უნდობლობის გამოხატულება?
თეოლოგიურ-პოლიტიკური თვალსაზრისით ბიბლიის ანტიმონარქიზმი ცხადად გამოიხატება იმის განცხადებაში რომ მეფის უფლება და სამართალი არაა ღმერთის უფლება და სამართალი.
ამ თვალსაზრისით ბიბლიური მოდელი არის ნომოკრატია,კანონოკრატია//პოლიტიკური რეჟიმი რომელშიც უმაღლესი კანონია ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ღვთაებრივი წარმომავლობის,მოსეს მიერ მიღებული კანონი რომელშიც მეფე ვერ გამოსცემს თვითნებურად კანონებს და რომელშიც მეფე უნდა დაემორჩილოს ღმერთის განკარგულებებს//. ბიბლიის წიგნი Deutéronome //17,14-20// აფრთხილებს:
"მეფემ კანონი არ უნდა მიატოვოს. მან ის ყოველ დღე უნდა იკითხოს რათა ისწავლოს მისი ღმერთი იაჰვეს შიში და დაიცვას ამ კანონის ყველა სიტყვა. მაშინ ის არ იქნება ქედმაღალი და არ დააყენებს საკუთარ თავს ძმებზე უფრო მაღლა, ის არ გადასცდება მცნებებს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ამ პირობის დაცვით ის და მისი შვილი დიდხანს იქნებიან იზრაელის ტახტზე",
წინასწარმეტყველი ისაია. |
წინასწარმეტყველი იმთავითვე უნდობლად უყურებს მეფეს. და საერთოდ იმას რასაც ელიტას უძახიან ხოლმე. ხალხს კი უხარია დანახვა იმ მამაკაცებისა და ქალებისა რომლებსაც შეუძლიათ მეფესთან მისვლა და თქმა რომ ის მეტისმეტად შორს წავიდა ან რაღაცას ცუდად აკეთებს.
ასეთი სისტემა იძლევა იმედს რომ იზრაელის მეფე არ იქნება აბსოლუტური დიქტატორი ან მხეცი როგორც იყო ხოლმე დრო და დრო ძველ აღმოსავლეთში.
ბიბლიის ერთ-ერთი ორიგინალური ნიშანია სწორედ ეს თეოპოლიტიკურობა//ებრაელი ფილოსოფოსი მარტინ ბუბერის ცნება//,მეფეების და წინასწარმეტყველების კონფლიქტური ურთიერთობა. როდესაც არიან ადამიანები ვინც ბედავენ პოლიტიკურ რეალობათა შეფასებას რწმენის თვალსაზრისით.
ბუბერის თქმით პროფეტული რწმენის სამყარო განუყოფელია ისტორიული რეალობისგან. ესაა განსაკუთრებული ბუნების პოლიტიკა რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ თეოპოლიტიკა. მისი არსია ხალხის ქცევის დაქვემდებარება ღვთაებრივი სუვერენიტეტისთვის იმისთვის რომ ხალხი დაუახლოვდეს თავისი ამოცანის აღსრულებას, ესე იგი უფლის მეუფების მომასწავებელ ნიშნად გადაქცევას.
სამუელი მეფედ კურთხებს საულს |
წინასწარმეტყველი ისაიასთვის რწმენა უპირველეს ყოვლისა არის ზნეობრივი ცხოვრება და შემოქმედისადმი ერთგულება. უზნეო და ორგული ადამიანის ცხოვრება ღმერთის შეურაცხყოფაა.
ღმერთს არ უნდა უკანონო ბოროტ მოძალადეთა ძღვენი და მსხვერპლი.არ უნდა ასეთების მიერ რიტუალების შესრულება. ადამიანები უნდა განიწმინდნენ, მათ უარი უნდა თქვან ბოროტებაზე და აკეთონ სიკეთე. მათ უნდა ეძებონ სიმართლე,უშველონ ჩაგრულს,დაიცვან ობოლი და ქვრივი.
ასეთია წინასწარმეტყველი ისაიას ღმერთის ნება!
მაგრამ მეფობა განა საუკეთესო წყობაა სამართლიანი წყობის დასამყარებლად? წინასწარმეტყველები არ უარყოფენ აბსოლუტურად მეფობას,მაგრამ ხედავენ სხვა შესაძლებლობებსაც
ძვ.წ.597 წელს ბაბილონში ლტოლვილობის შემდეგ ებრაელებმა დაკარგეს მათი სამეფო, მათი ტერიტორია, მათი მეფე.
მაგრამ ებრაელებს დარჩათ საუნჯე,მათი კანონი რომელიც გადაურჩა ისტორიის შემთხვევითობებს.
ესაა უცხოელთა, სპარსელთა, ბერძენთა, შემდეგ რომაელთა ბატონობის დრო.
მაგრამ უმნიშვნელოვანესი ისაა რომ იზრაელი აღდგა კანონის ირგვლივ და მასზე დაყრდნობით. მისი წინამძღოლები ეხლა არიან მწერლები და ქურუმები და არა მეფეები.
ასე განხორციელდა ეზეკიელის უწყება.
კეთილი მწყემსი იესო ქრისტე |
"უმწყემსობის გამო მე ჩემი ფარა საჯიჯგნად მივუგდე ყველა მხეცს.
მწყემსები არ ზრუნავენ ჩემს ფარაზე. ისინი თავის თავზე ზრუნავენ იმის მაგივრად რომ იზრუნონ ჩემს ფარაზე.
მაშ უსმინეთ მწყემსებო უფალი იაჰვეს სიტყვას: მე მივხედავ მწყემსებს,მე მოვნახავ ჩემს ფარას რათა წავართვა ის მწყემსებს ხელიდან".
მე-17 საუკუნეშ ბოსუემ //Bossuet// ნაშრომში "წმინდა წერილიდან აღებული პოლიტიკა" ბიბლიაში ნახა ღვთაებრივი უფლება-სამართლის აბსოლუტური მონარქიის პოლიტიკური მოდელი. ეს წყობა დამყარდა საფრანგეთში რელიგიური ომების შემდეგ.
ეს იყო იმის დავიწყება რომ იზრაელის მეფეები სულაც არ ყოფილან აბსოლუტური მონარქები. მეფობა არსებობდა მხოლოდ კანონის დაცვისკენ მომწოდებელ წინასწარმეტყველთა გვერდით.
იზრაელი არ ყოფილა თანამედროვე დემოკრატია მაგრამ არც თეოკრატია იყო. წინასწარმეტყველთა ინსტიტუციონალიზაციით გაჩნდა პოლიტიკის და რელიგიის ერთგვარი გაყოფა რომელმაც მერე მიიღო ბევრი სხვა ფორმა...
//ამის და ბევრი სხვა საინტერსო რამის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში ბიბლიის სამყარო,საგანგებო ნომერში ვინაა წინასწარმეტყველი,2012 წლის გაზაფხულის ნომერში//.
No comments:
Post a Comment