3. შემოქმედი სიტყვა:
გარეგნულად უზომო უფსკრული გამოჰყოფს შუმერულ, სემიტურ, ბერძნულ მითებს ბიბლიური შესაქმის მოთხრობიდან, მაგრამ სახე დაფლეთილი გიგანტისა რომლისგანაც შეიქმნა სამყარო სულაც არაა ირაციონალური ხატი. ის გვიხსნის რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი, ღრუბლებიც, ტვინიც, ნერვებიც, მცენარეებიც და მნათობებიც ერთი და იგივე სუბსტანციაა იმიტომ რომ ადამიანსაც და მთასაც ყავს ერთი და იგივე წინაპარი.
სამყაროც და ადამიანიც ერთი და იგივე მასალისგანაა შექმნილი. და სამყარო ადამიანის მსგავსად ცოცხლობს, იტანჯება და კვდება. ადამიანი არის მისთვის შექმნილი სამყაროს აუცილებელი განსრულება.. ამ მითების უკან ჩანს ბიბლიის და შესაქმის წიგნის ფუნდამენტური იდეა.
ბიბლიური და შემდეგ ყორანის ტექსტების უდიდესი ღირსება იყო ის რომ მათ ცხადად და გარკვევით გამოთქვეს ის რაც ბუნდოვნად იგრძნეს ებრაელებზე და არაბებზე უფრო ძველმა ხალხებმა.
სამყაროს შექმნა არსებითად გახდა მარტივი და რადიკალური აქტი. მარტივი იმიტომ რომ სამყაროს ქმნის ერთი ღმერთი, იაჰვე თუ ალაჰი.
რადიკალური იმიტომ რომ სამყარო უცებ იქნა გამოხმობილი არარაობიდან, შუალედური ეტაპების, პირველყოფილი ღმერთების, ბრძოლების, მკვლელობათა გარეშე. სამყარო შეიქმნა გარკვეულ დროში, 6 დღეში. უფსკრულიდან გაჩენილი ელემენტები, სინათლე, ცა, მიწა, მცენარეები იმთავითვე იღებენ თავის დასრულებულ ფორმას. აღარაა ხელების ცეცება, მინახაზები, ძნელი და სისხლიანი შესწორებები.
ადამიანები და ელემენტები შეიქმნა უშეცდომოდ და უნაკლოდ.
მიუხედავად ამისა უნდა ავღნიშნოთ რომ ანალოგიურ კონცეფციებამდე ებრაელებზე ბევრად უფრო ადრე სულ სხვა გზებით მივიდნენ სხვა ხალხები.
ინდოელები სემიტებზე, ბერძნებზე და გერმანელებზე უფრო იყვნენ დაინტერესებული იმით თუ რატომ და როგორ არსებობს სამყარო. და მათმა მედიტაციებმა ამ საკვანძო საკითხებზე გააჩინეს შესანიშნავი თვალსაზრისი სამყაროს წარმოშობისა და მისი აზრის შესახებ.
უფრო უნდა ითქვას შესანიშნავი თვალსაზრისები ვინაიდან არც საბერძნეთი და არც ინდოეთი არ დაიყვანება ერთადერთ სარწმუნოებაზე, ერთადერთ ხალხზე თუ ერთადერთ რელიგიაზე.
ინდუსის მდიდარ ველზე და ხეობებში მრავალი ხალხი მკვიდრდება და ისინი ქმნიან დიდ ცივილიზაციებს. ჯერ ავტოქტონები //მოხენჯო დარო და ხარაპა, მთარგმნელი//, შემდეგ კი დამპყრობელი არიელები, ირანელები და ბერძნები.
ძვ.წ. მეთხუთმეტე-მეათე საუკუნეებში ინდოეთში გაჩნდა არიელთა პირველი რელიგიური მედიტაციები, ის ათასობით ლექსი რომლებიც გაერთიანდა ვედების სახელწოდებით. ვედა ცოდნას ნიშნავს სანსკრიტზე.
შუამდინარეთის მკვიდრთაგან და ბერძნებისგან განსხვავებით ინდოელებს არ უნდოდათ სამყაროს წარმოშობის აღწერა ან ვიზიონერული და ლირიული პოემის დაწერა.
საგნებისა და არსებების საიდუმლოზე დაფიქრებულ ინდოელებს არც აღწერა სურდათ და არც წარმოდგენა.
მათ სურდათ ცოდნა, აზრით და მედიტაციით გაგება საიდუმლოსი რომელიც არის სამყაროში სადაც ცხოვრობს და კვდება ადამიანი.
ინდოელები მარადიულს ეძებდნენ ეფემერულის, დღემოკლის და წარმავალის უკან. ასეთი იყო ინდოელთა აზრი ათასი წლით ადრე იესო ქრისტემდე.
ეს იყო სიცოცხლის და სამყაროს ღრმა რეალობის გულმოდგინე, მშვიდი, მუდამ განახლებული ძიება.
რა იყო მართლაც სამყაროს დასაწყისში? სვამს კითხვას რიგვედას მეათე წიგნში ანონიმი ინდოელი მიაზროვნე:
,,არც არარსი იყო და არც არსი. არ არსებობდა არც ჰაერის სივრცე და არც ზევით ცა . რა მოძრაობდა ესოდენ ძლიერად? იყო თუ არა ეს განუზომლად ღრმა წყალი?
ამ კითხვების დამსმელი უცნობი უშიშრად ამბობს:
"ვინ იცის სინამდვილეში,ვის შეუძლია აქ იმის თქმა თუ საიდან მოდის ეს მეორადი ქმნილება? ღმერთები გაჩნდნენ ჩვენი სამყაროს მეორადი შექმნით. მაგრამ ვინ იცის თუ საიდან წარმოიშვა თვითონ ის?
საიდანაა ეს მეორე ქმნილება, იყო თუ არა ის დადგენის ობიექტი.
ეს იცის მხოლოდ იმან ვინც ამ სამყაროს თვალყურს ადევნებს ცის ზემოდან. მაგრამ შეიძლება მან ეს არ იცის! //ვედების სპეკულატური საგალობლები//.
ინდური აზრი თანდათანობით განთავისუფლდება ამ თავდაპირველი ეჭვისგან. ფილოსოფოსები მოყვებიან ფილოსოსფოსებს, პოეტები-პოეტებს, ასკეტები-ასკეტებს და ისინი სრული გულგრილობთ ყოველდღიურისადმი და ეფემერულისადმი აგებენ მითებს სამყაროს წარმოშობის შესახებ. პირველ ტექსტებს მოყვება კომენტარები, შემდეგ კომენტარების კომენტარები და ასე შემდეგ მრავალი საუკუნის მანძილზე. ასე შეიქმნა ინდოეთის დიდი რელიგიური კრებულები. პირველ ვედებს მოყვება ბრაჰმანების ურიცხვი კომენტარი, სუტრები ანუ აფორიზმები, შემდეგ უპანიშადები....
კატაპატა ბრაჰმანა ანუ ასი გზის ბრაჰმანა ამბობს იმას რასაც განუწყვეტლად გაიმეორებენ და გაამდიდრებენ სხვა მოაზროვნეები:
"თავიდან სინამდვილეში იყო მხოლოდ წყალი. და მათ უნდოდათ გაჩენა. მათ სცადეს და მათში გაჩნდა ოქროს კვერცხი. წელი ჯერ არ იყო გაჩენილი. ოქროს კვერცხი წლის ზღვარზე ცურავდა აქა იქ.
წლის მანძილზე მისგან გაჩნდა არსება. ეს იყო პრაჯაპატი, ქმნილებათა მბრძანებელი. აი რატომ აჩენენ ერთ წელიწადში ქალი, ძროხა და ფაშატი ცხენი. სწორედ ერთ წელიწადში გაჩნდა პრაჯაპატი.
მან გატეხა ოქროს კვერცხი. მას მაშინ არ ჰქონდა არავითარი საყრდენი. მისი მატარებელი ოქროს კვერცხი ტივტივებდა წლის საზღვრამდე"
ზოგი ეგვიპტური მითიც ყვება ნუნიდან ამოსულ საწყის ბორცვზე გაჩენილი კვერცხის შესახებ.ამ კვერცხიდან გაჩნდა პირველი ღმერთი. ეგვიპტური მითის ნათესაობა ინდურ მითთან აშკარაა,მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით ამ სამყაროთა ურთიერთგავლენის შესახებ.
ბევრ სხვა მითშიცაა საგანთა და არსებათა ჩანასახების შემცველი კვერცხის სახე. კვერცხში არის ხოლმე მთვლემარე ღმერთი რომლის გამოღვიძებაც ნიშნავს სამყაროს შექმნას.
ამ მარტივი ხატით აცხადებენ მთელი სამყაროს და მის მკვიდრთა ერთიანობას.
მაგრამ ბერძენთა, სემიტთა, გერმანელთა აზრზე უფრო აბსტრაქტულ და უფრო ინტელექტუალურ ინდურ აზრზს ჩვენი სამყაროს წარმოშობის ასახსნელად არ დასჭირვებია პირველყოფილი მონსტრების და გიგანტური შეხლა-შემოხლის მოხმობა.
პირველი ღმერთი წიწლასავით ტეხავს კოსმიურ კვერცხს და მისი სიტყვა საკმარისი იქნება სხვადასხვა ელემენტის და სამყაროს მკვიდრთა გასაჩენად.
ასე იმოქმედებს პრაჯაპატი. იმ საწყის დროში მის მიერ წარმოთქმული ყოველ მარცვლიდან გაჩნდება დედამიწა, ცა, სეზონები და თვითონ დრო. ასეთი იყო ინდოელების მიერ წარმოდგენილი შესაქმის პირველი ეტაპი.
მდუმარე სამყაროში პრაჯაპატის მიერ წარმოთქმულ ბგერათა ჟღერა გააჩენს თავიდან სამყაროს შემადგენელ ელემენტებს.
პირველი შესაქმის დასრულების შემდეგ პრაჯაპატი ისვენებს და სჭვრეტს თავის ქმნილებას.
შემდეგ ქმნილებათა მბრძანებელი გააგრძელებს თავის საქმეს. თავისი სიტყვის ძალით ის შექმნის ამ სამყაროს ცოცხალ არსებებს. ჯერ ინდური პანთეონის ასობით თუ ათასობით ღვთაებრივ არსებას, შემდეგ ცუდ სულებს, დემონებს და ამავე დროს ის სამყაროს მისცემს სინათლეს და წყვდიადს, დღეს და ღამეს.
ებრაელებში და შემდეგ არაბებში სხვანაირადაა საქმე.
მათი კონცეფცია არაა როგორც ინდოელებში მოთმინებით სავსე აზრის ნაყოფი. ისაა ელვისებრი გამოცხადების შედეგი.
ებრაული და ქრისტიანული ტრადიცია მოსეს აცხადებს ბიბლიის ხუთი წიგნის ავტორად და ამ წიგნებს შორისაა შესაქმის წიგნი...
ამ წიგნის თანახმად ერთადერთი და ყოვლისშემძლე ღმერთი არის ყველაფრის და ყველას შემქმნელი.
შუმერულ, აქადურ, ინდურ მითებში შემოქმედი ღმერთი მომდინარეობდა სამყაროდან. ბიბლიურ ტრადიციაში შემოქმედი ღმერთი მთლიანად განსხვავდება სამყაროსგან. ყველაფერი რაც ცოცხლობს და აზროვნებს დედამიწაზე თუ ცაში შექმნილია სამყაროს გარეთ არსებული შემოქმედის მიერ.
ღვები
და შემდეგ, და ესაა ტიპიურად ებრაული იდეა, ღმერთს არ შეუქმნია სამყარო იმისთვის რომ მას თავისთავად ეარსება. შემოქმედი ყოველ წამს აგრძელებს სამყაროს ერთგვარ შექმნას, ის უზრუნველყოფს სამყაროს უწყვეტ სვლას, ის ამოძრავებს ვარსკვლავებს, აძლევს თესლს გახარების და ადამიანს სიცოცხლის და აზროვნების ძალას. შემოქმედი ღმერთი არის მისი ქმნილების გულში.
"დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. არადა მიწა ცარიელი იყო, წყვდიადი ფარავდა უფსკრულს, ღმერთის სული დაქროდა წყლებზე.
და ღმერთმა თქვა: "დაე იყოს სინათლე" და საინათლე იყო. ღმერთმა ნახა რომ სინათლე კარგი იყო და ღმერთმა გამოყო სინათლე წყვდიადისგან. მან უწოდა სინათლეს დღე და წყვდიადს ღამე. და იყო დილა და იყო საღამო, პირველი დღე.
და ღმერთმა თქვა: "დაე იყოს ცარგვალი წყლებს შორის და მან გამოყოს წყლები წყლებისგან". და იქმნა ასე. ღმერთმა შექმნა ცა რომელმაც მის ქვეშ არსებული წყლები გამოყო მის ზევით არსებული წყლებისგან.
ღმერთმა თქვა: "დაე ცის ქვეშ არსებული წყლები გაერთიანდეს და გამოჩნდეს კონტინენტი". და იქმნა ასე. კონტინენტს ღმერთმა უწოდა მიწა და წყლის მასას ზღვები. და ღმერთმა ნახა რომ ეს კარგი იყო...
და ღმერთმა თქვა:"დაე ამწვანდეს დედამიწა და გაჩნდნენ ნაყოფიერი მცენარეები".
და ღმერთმა თქვა:"დაე გაჩნდეს ცაზე მნათობები დღის ღამისგან გამოსაყოფად რათა იყვნენ ისინი ნიშნები როგორ დღესასწაულებისთვის ისე დღეებისთვის და წლებისთვის, რათა ისინი იყვნენ ცის მნათობები დედამიწის გასანათებლად, დღის და ღამის გასაძღოლად, სინათლის წყვდიადისგან გამოსაყოფად". და ღმერთმა ნახა რომ ეს კარგი იყო....
და ღმერთმა თქვა: "დაე გაივსოს წყლები ცოცხალი არსებებით დაე ფრინველებმა იფრინონ მიწის თავზე" და იქმნა ასე. ღმერთმა შექმნა წყლის დიდი გველები და ყველა ცოცხალი არსება. ღმერთმა დაინახა რომ ეს კარგი იყო. დალოცა და უსურვა ნაყოფიერება და გამრავლება...
ღმერთის შემოქმედებით ძალა ნათლადაა გაცხადებული ყურანშიც....
ალაჰმა სამყარო შექმნა პირველსაწყისი წყლებისგან, რაც იყო ერთადერთი მასალა შესაქმის წინ. ეს იყო მოძრავი, ცოცხალი და არა ინერტული მასალა. ის თრთოდა ალაჰის ხმის გაგონებისას. საგნები და არსებები გაჩნდნენ მათი შემოქმედის ხმის გაგონებისთანავე, თითქოს ისინი ოდითგან ელოდნენ მათ გამომღვიძებელ ხმას. ამ წყლების შესაკავებლად ალაჰმა თავიდან შექმნა ქარი და შემდეგ წყლის ზევით ახალშექმნილი ქარის ფრთებით ნაზიდი საწყისი ტახტი. ეს საწყისი ტახტი ტივტივებს უსასრულობაში სამყაროს დასაწყისიდან და დიდ როლს ასრულებს ყურანში. ისაა მინიატურული სამყარო რომელიც შეიცავს სახეს ყველაფრისა რასაც ალაჰი შექმნის შემდეგ და ის იმხელაა რომ ფრინველს 80000 წელი დასჭირდება მისი ერთი სვეტიდან მეორეზე გადასაფრენად......
გარეგნულად უზომო უფსკრული გამოჰყოფს შუმერულ, სემიტურ, ბერძნულ მითებს ბიბლიური შესაქმის მოთხრობიდან, მაგრამ სახე დაფლეთილი გიგანტისა რომლისგანაც შეიქმნა სამყარო სულაც არაა ირაციონალური ხატი. ის გვიხსნის რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი, ღრუბლებიც, ტვინიც, ნერვებიც, მცენარეებიც და მნათობებიც ერთი და იგივე სუბსტანციაა იმიტომ რომ ადამიანსაც და მთასაც ყავს ერთი და იგივე წინაპარი.
პრაჯაპატი, თავისი სიტყვით
სამყაროს შემოქმედი ღმერთი
|

No comments:
Post a Comment