8.15.2012

თანამედროვე ევროპელებსაც ახსოვთ ძველი აღთქმის ევანგელისტად წოდებული ისაია:

გამახსენდა ისაიაც...
იუდას სასჯელი:
«ცოდვილი ერი! დანაშაულებით დატვირთული, მავნებელი რასა, გარყვნილი შვილები. მათ ზურგი შეაქციეს იაჰვეს... ზურგი შეაქციეს მას.
 
სად უნდა დაგარტყან კიდევ იმიტომ რომ თქვენ ამდენჯერ უღალატეთ? მთელი თავი ავადაა, მთელი სხეული დაუძლურებულია, ფეხის გულებიდან თავამდე აღარაფერია ჯანსაღი: შეუხვევი და მოუვლელი ჭრილობები, კონტუზიები, ღია იარები.
 
თქვენი ქვეყანა გაუდაბურდა, თქვენი ქალაქები გადაიწვა, თქვენს მიწებს თქვენს თვალწინ აოხრებენ უცხოელები: ესაა უდაბნო როგორც სოდომის კატასტროფის შემდეგ (ისაია,1, 4-7).

იზრაელის უეჭველად უდიდესი წინასწარმეტყველი ისაია დიდი ოჯახის შვილია, ის იერუსალიმის მოქალაქეა და მას უყვარს თავისი ქალაქი მას ურთიერთობა აქვს საზოგადოების მაღალი კლასების წევრებთან, ბრძენებთან და სახელმწიფო მოხელეებთან. ის დაოჯახებულია და არის ორი შვილის მამა.
 
მოწოდება:
25 წლისამ მან მიიღო წინასწარმეტყველის მოწოდება. ან იხილა მაღალ ტახტზე მჯდომი უფალი იაჰვე. მას ხოტბას ასხავდნენ ანგელოზები. მისი დიდება ავსებს მთელ მიწას. ჭინასწარმეტყველი შესძრა ასეთმა დიდებამ. ისაიამ იცის რომ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის დანახვა და ცხოვრება. ის ხედავს თავის სიმცირეს და თავის უწმინდურობას.

და აი ისაიას მიუახლოვდა ანგელოზი რომელსაც ხელში უკავია გავარვარებული ნახშირი და მან ეს ნახშირი მიადო ისაიას ტუჩებზე. ,,აი შენი ცოდვა წაიშალა”, უთხრა ანგელოსმა ისაიას და ის უეცრად გახდა ღმერთის ხილვის და მასთან საუბრის ღირსი. და მაშინვე ისაიაში გამოჩნდა რწმენა და სიმშვიდე რომელიც მისი დამახასიათებელი ნიშნები იქნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ისაია არის უშიში.


,,ვის გავაგზავნი? ვინ იქნება ჩემი მაცნე?”, იკითხა ღმერთმა. ,,მე”, თქვა ისაიამ.
თავის თავში დარწმუნებული ისაია აღარ ყოყმანობს, მას აღარ ეშინია. წინასწარმეტყველს სჯერა საკუთავი თავისა, იმისა ვინც ის გააგზავნა. და ის იღებს უმძიმეს მისიას…

წინასწარმეტყველი:
წინასწარმეტყველი საზოგადოების სვინდისია:
მისი მოვალეობაა საზოგადოების მანკიერებათა და ნაკლების მხილება. მას ესმის თავისი ახალი პასუხისმგებლობა. ის ამხელს და გმობს მდიდრებს და წარჩინებულებს საიდანაც თვითონაცაა გამოსული და არ ერიდება არც მეფის კრიტიკას.
 
თავისი წიგნის პირველივე გვერდებიდან ის ამხედრდა წვრილი ხალხის საზარალოდ გამდიდრებული საქმოსნების,კანონის თავის ინტერესებზე მომრგები და ნამდვილი მართლმსჯულების აბუჩად ამგდები მექრთამე მოსამართლეების, ამაო ფუფუნებისთვის და სამკაულებისთვის უანგარიშოდ მფლანგველი იერუსალიმელი მანდილოსნების წინააღმდეგ. ის ამხელს და გმობს იმ ვითომმორწმუნეებს რომლებიც სწირავენ დიდ მსხვერპლს მაგრამ რომლებმაც არ იციან თუ რა არის სიკეთის კეთება, მართლმსაჯულება და ჩაგრულისთვის დახმარების გაწევა.

დატუქსვაც და სასჯელიც ძალიან მკაცრია:
იერუსალიმი დაინგრევა, იუდას სამეფო დაემხობა და გაუბედირდებიან ისინი ვინც სიკეთეს ბოროტებად აცხადებენ და ბოროტებას სიკეთედ. მაგრამ ისაია ლაპარაკობს გადარჩენილებზეც: ის ლაპარაკობს დროზე როდესაც ,,იაჰვე მობანს ჭუჭყს სიონის ქალიშვილს და მოვა დასასვენებლად მთელ სიონის მთაზე”.
 
პოლიტიკოსი:
ისაია პოლიტიკაშიც ისეთივე მკაცრია როგორც მორალში. რჩეული ხალხი დახმარებას უნდა ელოდეს მხოლოდ იაჰვესგან და დიდი მნიშვნელობა არა აქვს კავშირს უცხო ქვეყნებთან რა ძლიერებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ასურელები ოთხჯერ დაემუქრნენ საზღვრებს, იუდა უცხოეთში ეძებს დახმარებას და ისაია არ იწონებს ამას.

როდესაც იზრაელის და არამის მეფეებმა შეკრეს კავშირი ასურეთის წინააღმდეგ იუდას მეფე აქაზი არ შეუერთდა მათ, აღმოჩნდა მათ წინააღმდეგ და ატყდა ომი. «ნუ გეშინია ნურაფრის, ამბობს ისაია, არ დასუსტდეს შენი გული ორი მბოლავი ნაკვერჩხალის წინაშე» (ისაია,7,4).  მეფე არ აკეთებს არაფერს. შეშინებული ის საჩუქრებით დატვირთულ ელჩებს უგზავნის ასურეთის მეფეს მფარველობის სათხოვნელად. იზრაელი დამარცხდა მაგრამ იუდა გახდა გამარჯვებულის ვასალი. ახაზის მემკვიდრე ეზეხიასმა წამოიწყო აჯანყება ასურელი მფარველის წინააღმდეგ. ისაიამ ამას ყურადღება არ მიაქცია მაგრამ გაბრაზდა მაშინ როდესაც მეფემ დახმარებისთვის მიმართა ფარაონს: «უბედურება მათ ვინც ჩადიან ეგვიპტეში იქ მფარველობის საძებრად და რომლებიც იმედებს ამყარებენ ბევრ ეტლზე და მნიშვნელოვან კავალერიაზე მაგრამ რომლებსაც არა აქვთ იზრაელის წმინდას იმედი და რომლებიც რჩევას არ ეკითხებიან იაჰვეს» (ისაია,21,1).
 
«ემანუელი» :
მაგრამ ისაია ყველაზე მეტად არის ემაუნელის წინასწარმეტყველი. საკვირველი,იდუმალი, იმედით და საიდუმლოთი სავსე წინასწარმეტყველება.

მეფე ახაზმა არ მოსთხოვა იაჰვეს რომ მოეცა მისთვის დახმარების გაწევის მოწმობა რათა არ გამოეწვია იგი.
 
მაშინ ღმერთმა განაცხადა ის რაც იქნება მისი განგების გამორჩეული ნიშანი:
«ქალწული ფეხმძიმედაა და გააჩენს შვილს რომელსაც ერქმევა ემანუელ (ღმერთი ჩვენთანაა)».

ისაია ბევრჯერ დაუბრუნდება ამ სასიხარულო ამბავს. შემდეგ ის დააზუსტებს :
,,ყლორტი ამოვა იესეს ფესვიდან” (ისაია,11,1).
იესეს შვილი მეფე დავითი ამაში პოულობს დადასტურებას ძველი დაპირებისა იმის შესახებ რომ მას უნდა ემეფა სამუდამოდ.

ესაა მოვლენა ვინაიდან ამიერიდან “მგელი თანაარსებობს ბატკანთან, ვეფხვი იძინებს თიკანთან ახლოს და ხბო ლომის ბოკვერი სძოვენ ერთად პატარა ბიჭის ხელმძღვანელობით”.

ძალიან ძველი ტრადიციის თანახმად ისაიას უნდა ეცხოვრა მეფე მანასეს დრომდე და ის უნდა მოეკლათ ამ მეფის ბრძანებით. ის მდევრებს თითქოს დაემალა ფუტურო ხეში და იქ ის ორად გახერხეს ხესთან ერთად.
 
ემანუელ:
“ბავშვი გამოვა იესეს ფესვიდან, ყლორტს ამოიყრის მისი ფესვები: მასზე ეშვება იაჰვეს სული,სიბრძნის და გონიერების,რჩევის და ძალის,იაჰვეს ცოდნის და შიშის სული. ის არ განსჯის გარეგნობით,ის არ ასკვნის გაგონილის თანახმად მაგრამ სამართლიანად ეპყრობა გაჭირვებულებს და სამართლიანი განაჩენი გამოაქვს ქვეყნის ღარიბთა სასარგებლოდ” (ისაია,11, 1-4°).

//ამის წაკითხვა ფრანგებსაც შეუძლიათ ფერნან კომტის წიგნში “ბიბლიის დიდი ფიგურები,ბორდა,პარიზი, 1992).

No comments: