9.24.2012

დავიწყებული, ნამდვილი და საქართველოს მეგობარი ოსებიც გავიხსენოთ:

სორიოსები განსხვავდებიან ოსებისგან:
ბოლშევიკებმა 1922 წლის 20 აპრილს კაცობრიობა გააბედნიერეს საქართველოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნით.           
კოსტა ხეთაგური

ამავე ბოლშევიკების, სკკპ ცკს პოლიტბიუროს გენერალური მდივანი გორბაჩოვის ბრძანებით და ბერიას ხელქვეითი აკადემიკოსი სახაროვის განკარგულებით ოსმა ბოლშევიკებმა კაცობრიობა გააბედნიერეს ამ ოსური ავტონომიის გაუქმებით და მისი გამოცხადებით ოსურ საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად.  ეს ბედნიერება მოხდა 1991 წლის პირველ სექტემბერს.

გორბაჩოვის ჩანაფიქრით ეს  ოსური საბჭოთა რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის ნაწილი. გორბაჩოვის პერესტროიკა იყო საბჭოთა კავშირის აი ამ კავშირად გადაქცევა და ეს პროცესი არდ დამთავრებულა, ისევ გრძელდებს //უფრო დაწვრილებით იხ. ა.სახაროვის ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციის პროექტი.//

"ნარის ხეთაგათებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ყუბანის გაღმიდან ლტოლვილი თავადი ხეთაგის შთამომავლებად.
          
მათ სურთ თავისი ჩამომავლობის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი აღიარების მოპოვება და თავს იწონებენ იმ სიგელ გუჯრებით რომლებიც მათ უბოძეს საქართველოს მეფეებმა ომებში გამოჩენილი გმირობებისთვის ბევრად ადრე რუსეთთან შეერთებაზე. 
              
თვითონ ხეთაგი, თუ კი დავუჯერებთ მის შთამომავლებს, იყო ყუბანის გაღმა, მის შენაკად დიდ ზელენჩუკზე მცხოვრები თავადი ინალის უმცროსი ვაჟი. 
           
ხეთაგის გაქრისტიანების შემდეგ იგი უარყვეს ძმებმა და ისიც იძულებული გახდა თავი შეეფარებინა ოსეთის მთიანი რეგიონისთვის.      


ხეთაგის უფროსი ძმა ბიასლანი ითვლება ყაბარდოელ მთავართა წინაპრად. რაც შეეხება მეორე ძმა ასლამბეკს, მას არ ჰყოლია შვილები. 
           
ხეთაგის პირველი საცხოვრებელი ოსეთში დღემდე ითვლება წმინდა ადგილად.
        
ოსების როგორც დაქირავებულების თუ მოხალისეების  სამსახური ქართულ ჯარში  თარიღდება ხეთაგის შვილიშვილის, გოცის ხანით.  დაბალმა გოციმ ორთაბრძოლაში მოკლა  ერთი სპარსელი გიგანტი და საქართველოს მეფისგან მიიღო ვერცხლის თასი  სამახსოვრო წარწერით და სიგელი. 
ეს თასი დღესაც არსებობს და მამა მას უფროს ვაჟიშვილს გადასცემს ხოლმე. 
   
ხეთაგუროვთა ოჯახი ინახავს საქართველოს მეფეების მიერ ბოძებულ სიგელებს და ამ სიგელებიდან უძველესი იყო ქართლის მეფე არჩილის //1730-1736// მიცემული საბუთი როგორც "ჩვენი წყალობის ნიშანი ნარის კეთილშობილი ხეთაგარ-ზიდახანის //ზულას// და თქვენი ოჯახის შთამომავლების მიმართ".
         
არჩილის შვილმა ალექსანდრემ სიგელი მისცა ნარის წარჩინებულ ასა ამირანის ძეს იმიტომ რომ ,,თქვენი წინაპრები და თქვენი მამები იმდენად კარგად ემსახურებოდნენ ჩვენს მამებსა და ჩვენს წინაპრებს რომ  ჩვენი სახლი დღესაც დაცულია ყოველგვარი საფრთხისგან".  
             
ქართლის მეფე თეიმურაზმა სიგელი უბოძა "ნარის კეთილშობილ მკვიდრებს, ზიდახანის ვაჟებს გიორგის და ამრანს  იმიტომ რომ ისინი გვემსახურნენ რწმენით და ჭეშმარიტებით".
           
მეფე ვახტანგის შვილიშვილმა ალექსანდრემ  საპატიო სიგელი უბოძა "სამეფო თავადს, ზიდახანის ძე მახამატს  იმიტომ რომ თქვენი მამები და თქვენი წინაპრები ერთგულად ემსახურებოდნენ ჩვენს მამებს რათა ჩვენი სახლი მუდამ ყოფილიყო საღი და უსაფრთხოდ, და სხვ" //ბოდიში ჩიქორთული ქართულისთვის. ესაა თარგმანი ტექსტის ფრანგულად თარგმანიდან და იქნებ ვინმემ ნახოს ორიგინალი, მთარგმნელი//.
            
საქართველოს მეფეების მიერ საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ხეთაგუროვი-ხეთაგურების ოჯახისთვის მინიჭებული სიგელები  ზიდადან მოყოლებული მათ ანიჭებენ წარჩინებულის წოდებას, მახამატიდან მოყოლებული კი თავადის წოდებას. 
             
მაგრამ ხეთაგუროვები 1829 წლიდან, უკვე 70 წელია რაც ელიან პასუხს მათ თხოვნაზე რომ აღიარებული იყოს წარჩინებულთა მათი სტატუსი..."
             
ასე უსაბუთებდნენ თავის უფლებებს საქართველოს მეფეების მიერ ბოძებული სიგელებით ხეთაგუროვ-ხეთაგურები რომანოვების რუსეთს. 
           
მაგრამ რომანოვები როგორც ყოველთვის არაფრად აგდებდნენ თავის ქვეშევრდომებს და ყველანაირად აჭიანურებდნენ საქმეს.
        
ყოველივე ეს სახელგანთქმულმა კოსტა ხეთაგუროვ-ხეთაგურმა დაწერა თავის ნაშრომში ოსობა რომელიც პირველად რუსულად გამოქვეყნდა 1894 წელს რუსულ ჟურნალში "კავკაზსკიი ვესტნიკ". 
           
ლ. არის-ჯანაევას და ი. ლებედინსკის მიერ ფრანგულად თარგმნილი და კომენტირებული ეს ტექსტი   პარიზში გამოიცა 2005 წელს. ესაა თარგმანი ამ უკანასკნელი გამოცემოდან //გვ.24-26//.
              
ოსი კოსტა ხეთაგუროვის მოწმობით, მაშ, ოსები არიან ისინი ვინც ქართველებთან ერთად იცავდნენ და განამტკიცებდნენ საქართველოს. 
           
მერე რომანოვებმა და ბოლშევიკებმა ამ ოსთა ნაწილი მოქრთამეს. მოისყიდეს და აქციეს საქართველოს დაქცევის ინსტრუმენტად.
                  
მაგრამ უნდა ითქვას რომ რუს-ბოლშევიკებმა და სორიოსებმა ვერ მოახერხეს ოსების მოსპობა გადაშენება რაზეც მოწმობს აი ეს დოკუმენტებიც:

"ჩვენ დავსახლდით ქართულ დემოკრატიასთან ახლოს. 

ბევრ ადგილებში განსხვავებასაც ვერ ამჩნევს კაცი. ბევრ სოფლებში სანახევროდ ოსებია დასახლებული...
           
ოსების გალობა გაიგო ქართველმა გლეხობამ. მან გაიგო რომ ოსებს შიათ. მან არ დაუწყო კითხვა ვინ ხარ, საიდან  ჩამოფრენილხარ, რა ენაზე გალობ.
         
დღემდის ძმურად იცხოვრეს. არც ერთხელს არ უთქვამთ ერთმანეთისთვის შენ ჩემი მტერი ხარ, მე მშიან, შენ მაძღარი ხარ, მე ქართველი ვარ, შენ ოსი ხარ, მე ნასწავლი ვარ, შენ უსწავლელი.
             
შარშან ამიერკავკასიის ოსების წარმომადგენლების პირველ კრებაზე 5 ივნისს სოფ ჯავაში გ.ნ. ჯიოევმა გაუბედავათ, გაუგებრათ აღძრა ოსების ცალკე გამოყოფის საკითხი. კრებამ უარი უთხრა. 
          
იგივე ჯიოევმა შარშან ვლადიკავკაზში ამიერკავკასიის და ჩრდილოეთის კავკასიის ოსების წარმომადგენლების პირველ კრებაზე 17 ივნისს აღძრა ოსების გამოყოფისა და დამოუკიდებლობის საკითხი. კრებამ არც მაშინ მიიღო.
               
28 მაისს ამა წელს ამიერკავკასიის ოსების წარმომადგენლების მესამე კრებაზე სოფ. ჯავაში ბ.ვ.პ. თედეევმა და ბ. კოჩიევმა აღძრეს ოსების გამოყოფა დამოუკიდებლობის საკითხი.
             
ამ კითხვის საბოლოოთ გადასაწყვეტათ ამა თვის 15-ში  იმართება ოსების წარმომადგენლების მეოთხე კრება. რამდენი მომხრე გამოუჩნდებათ ბ.ბ. ჯიოევს, პ.თედეევს და ბ.კოჩიევს მე არ ვიცი.
           
ქართველი დემოკრატია არას დროს არ უზღუდავდა უფლებებს ოსის დემოკრატიას. ქართველ დემოკრატიას არასოდეს არ დაუტანებია ძალა ოსის დემოკრატიისთვის სამშობლო ენაზე ხელი აიღეო...
             
მე ვფიქრობ, იმათ,ვინც ოსების დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობენ, მათ არაფერი გაეგებათ ქვეყნიერების ავ-კარგისა ანდა განგებ სურთ შეატაკონ ქართველი და ოსის დემოკრატია ერთმანეთს და დაღუპონ ის რაც მოიპოვა ხალხმა" //აი ეს შესანიშნავი წერილი დაწერა ოსმა ა.ფარნიევმა. ეს წერილი "ოსები საქართველოში" გამოქვეყნდა გაზეთში "ერთობა" 1918 წლის 11 ივნისს.// 
             
მაგრამ სორიოსებს და ყველანაირ ოხრებს არც ეძინათ. 
     
1918 წლის 29 მარტს გაზეთში "ალიონი" გამოქვეყნდა წერილი "ცხინვალის ტრაღედიის გამო",რომელსაც ხელს აწერს "ისევ ის".     აი ნაწყვეტი ამ წერილიდან:
      
"გაბალშევიკებულმა ჯარისკაცებმა უთხრეს გლეხებს ხომ ჰხედავთ მიწას არ გაძლევთ. გასწყვიტეთ თავადაზნაურობა და წაიღეთ მიწებიო. 
              
გლეხები ასე მოიქცნენ. მთავრობამ  მათ წინააღმდეგ ზომები მიიღო. ჰხედავთ როგორ იცავენ თავადაზნაურობას მთავრობა და წითელი გვარდია, ეგენი თქვენი მტრები არიან და თავადების დამცველები. 
          
ჩააწვეთეს ბოლშევიკებმა ხალხს ყურში. მთავრობა და წითელი გვარდია თავადაზნაურობის მომხრეა-აი რა მოედო სოფლებს ყველგან.
            
უნდობლობა და უკმაყოფილება ნელ-ნელა გაიზარდა და მან წარმოშვა ცხინვალის ტრაღედია. ლეჩხუმის ამბები. 
  
გუშინ თუ თავადებსა და მათ ბავშვებს ჰხოცდა ბრბო შეუბრალებლად, დღეს იგივე ბრბო ხალხისთვის თავდადებულ პირებს და პარტიულ მუშაკებს ჰხოცავს. 
            
ლევან დადეშკელიანის, მაჩაბლის, კეცხოველის მკვლელებმა განა იცოდნენ ვისა ჰკლავდნენ?   
          
რომ სცოდნოდათ არც მოჰკლავდნენ. ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი რომ ხალხის მტრებსა ჰკლავდნენ. ასე ჩააგონეს ხალხს და ხალხიც ასე მოიქცა.
            
აბა ჩაუკვირდით ცხინვალის ამბებს.
ცხინვალს იკლებენ, ძარცვავენ, მიცვალებულებსაც კი ჰხდიან ტანისამოსს. ეს წმინდა წყლის ყაჩაღობაა. მენშევიკებს საზიზღრად ჰხოცავენ და ამავე დროს გაიძახიან ბაქოდან ამხანაგები მოგვეშველებიან და ჩვენი საკუთარი მთავრობა გვეყოლებაო. ეს უკვე ბოლშევიზმია.
            
რუთენ გაგლოევის ქართველი ამხანაგები აწამეს და ისე დახოცეს. რუთენს კი ოსები შტაბის უფროსად და დიქტატორათ ირჩევენ. .
          
ეს ინტერნაციონალიზმიაო, გვარწმუნებს კ.ნინიძე. არა, ეს ნაციონალიზმია.
            
ოსების გლეხობა, რა თქმა უნდა, ყველა ამ კითხვებში ვერ გაერკვევა.  მაგრამ მათ მეთაურობენ შეგნებული პირები, რომლებმაც იციან, რასაც სჩადიან.
            
მათი მიზანია "თავისუფალი ოსეთი" საქართველოს შუაგულში. 
              
ქართველ ერს აბა რა ექნება თავისუფალი ოსეთის წინააღმდეგ?  სრულებით არაფერი. თავისუფლება ყველასათვის აუცილებელია, საჭირო და სასურველი.
              
მაგრამ ჩვენ ვიცით ოსეთი მხოლოდ თერგის ოლქში, საქართველოში კი არა.
          
საქართველოში არიან ოსები, რომლებთანაც ქართველ ხალხს მუდამ კეთილი განწყობა ჰქონია. მაგრამ ნათქვამია სიკეთისთვის სიკეთე ვის მიუზღავსო.
       
ჩვენს ოსებს სრული უფლება აქვთ თავისუფლად მოეწყონ საქართველოს საზღვრებში, ხოლო ისინი უნდა დაექვემდებარონ საქართველოსა და ამიერკავკასიის მთავრობას.
           
ოსების მთავრობა იქ არის შესაძლებელი და საჭირო, სადაც ოსების მიწა-წყალია-თერგის ოლქში.
             
როდესაც ისინი ცდილობენ საქართველოს შუაგულში საკუთარი დამოუკიდებელი მთავრობის შექმნას, ეს არის საქართველოს დანაწილება,
დაგლეჯა. 
         
ამის ნებას ქართველი ხალხი არავის მისცემს სანამ პირში სული ედგმება.
            
ოსების ნაციონალისტები ამოუდგნენ გვერდში ბოლშევიკებს, მათ უკან გაჰყვნენ ჩვეულებრივი მძარცველები და სამივემ ერთად მოიწადინეს ქართველი ერის შიგ  გულში ლახვარის ჩაცემა სწორედ იმ დროს როდესაც საქართველო უდიდეს გასაჭირს განიცდის".
    
მნიშვნელოვანია რომ ბევრი ოსი სულაც არ იზიარებდა ამ ოსი ნაციონალისტების. ავაზაკების და ბოლშევიკების ანუ არამარტო სორიოსების მზაკვრულ ჩანაფიქრებსა და გეგმებს.
          
გორის სამაზრო აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილება //ანუ მხეცი საბჭოთა მილიციაც კი// 1922 წლის 21 მარტს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს აცნობებდა:
       
"ბევრია იმისთანა მაგალითები  რომ სხვადასხვა რაიონში ოსები აცხადებენ სურვილს, რათა ისინი ჩამოვაშოროთ ოსეთის რევკომს რადგან მათ სურთ ქართველებთან ცხოვრება რადგან ოსებს ქართველებთან გასაყოფი არა აქვთ  და თუ ვინმე ამას მოითხოვს,ყოველივე ეს სიცრუეა ან რაიმე მოსაზრებით დაინტერესებულიაო".
            
ამ მიმართვას დართული აქვს სოფ.ხურვალეთში ა.წ.12 მარტს მიღებული შემდეგი დადგენილება:    
            
"ჩვენ,ქვემო-ჭალის რაიონის სოფლების  1.ზემო-ბაღების, 2. ქვემო-ბაღების, 3. გუდიანთ-კარის, 4. საღორეთის, 5. ჩაჩანაანთ-კარის, 6. მეტესმანის და 7. ღვდულეთის წარმომადგენლებმა დავადგინეთ რადგანაც არწევის მე-3 რაიონის აღმასკომი ძალით მოითხოვს ამ სოფლების მცხოვრებთაგან მათთან შეერთებას ადმინისტრატიულათ და ახდენს ჩვენს მიმართ სხვა და სხვა განკარგულებებს, ჩვენ კი მათთან არა გვსურს, ვუგზავნით დადგენილებას უმაღლეს მთავრობას, რათა მან წინადადება მისცეს მე-3 რაიონის სოფ. არწევის აღმასკომს //ოსური აღმასკომია//, რომ იგი ჩამოგვეხსნას, რადგან ჩვენი ღრმა სურვილია ვექვემდებარებოდეთ ქვემო-ჭალის აღმასკომს //ქართული აღმასკომია//,როგორც ეს მთავრობისგან არის დაწესებული". 
         
ამ დადგენილებას ხელს აწერს  14 წარმომადგენელი ყველა ზემოთ დასახლებული სოფლებისა რომელთა ხელმოწერას ადასტურებს ქვემო-ჭალის აღმასკომის თავმჯდომარე საკუთარი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით.
                    
ამ დადგენილებას მეორე გვერდზე ერთვის ასეთი დამატება:
            
,,1922 წლის 13 მარტს-ქვემო-ჭალა. ჩვენ, ხურვალეთის თემის სოფ. წინაგარის მცხოვრებთა წარმომადგენელნი ხუბულური და ქიჩინაშვილი //ოსებია// ჩვენი სოფლის მცხოვრებთა დავალებით ვაცხადებთ სურვილს ზემოხსენებულ დადგენილებაში აღნიშნულ სოფლებთან ერთად შევუერთდეთ ქვემო-ჭალის რაიონს, როგორც ვყოფილვართ მამაპაპურათ, რადგან უფრო ახლო და მოხერხებულია ჩვენთვისო". ამათ ხელმოწერასაც ადასტურებს იგივე თავმჯდომარე ქვემო-ჭალის აღმასკომისა.
                  
რას გვიჩვენებს ეს საინტერესო დოკუმენტი?   
ა) 8 სოფლის ოსები თხოვენ საქართველოს ბოლშევიკურ ხელისუფლებას საქართველოსგან ნუ გამიგვთიშავთ და ქვემო ჭალის ხელისუფლების ქვეშ დაგვტოვეთო. 
           
ბ) ეს 8 სოფელი ეკუთვნის ისეთ უდავოდ წმინდა ქართულ ტერიტორიას როგორიც არის ხურვლეთის თემი. 
       
გ) ამ 8 ქართულ სოფელზე ძალაუფლების გავრცელების პრეტენზიას აცხადებს ავტონომიური ოსეთის ხელისუფლებას დაქვემდებარებული არწევის თემი. 
          
მაგრამ ქართველი ბოლშევიკი რა თქმა უნდა ლენინის საყვარელი ყაჩაღების მხარესაა და ესაა უბედურება.
      
ანონიმი ქართველი ბოლშევიკი 1920 წლის 13 ივნისის გაზეთში "კომუნისტი" გამოქვეყნებულ წერილში "ყველას გასაგონად //სამხრეთ ოსეთის აჯანყების გამო//" რა თქმა უნდა მხარს უჭერს ყაჩაღების, ბოლშევიკების და ნაციონალისტების ტრიადას:
         
"სამხრეთ ოსეთი //მიაქცი ეთ ყურადღება-არა ლენინის საყვარელ ბანდიტთა ხროვა არამედ სამხრეთ ოსეთი, გ.მ.// აჯანყდა და მან თავის შინ საბჭოთა ხელისუფლება //მთავრობა// გამოაცხადა. ის ისწრაფვის ეროვნული თვითგამორკვევისკენ.....
             
კომუნისტების პროგრამა ყველას გასაგონად ამბობს რომ ყველა ეროვნებას აქვს უფლება ნაციონალური თვითგამორკვევისა სრულ გამოყოფამდე და ცალკეულ სახელმწიფოს დაარსებამდე. მაშასადამე ასეთ უფლებას ვერ წავართმევთ ჩვენ ვერც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ, რამდენადაც მათ განსაზღვრული ტერიტორია უჭირავთ და რამდენადაც ისინი სხვა ეროვნებათა ტერიტორიას თავს არ ესხმიან. 
               
ამას ითხოვს ნამდვილი, ჭეშმარიტი დემოკრატიზმის პრინციპი და ამიტომ ნაციონალური მოძრაობის ყოველივე ძალდატანებითი ჩაქრობა დაუშვებელი და დასაგმობია...

//ამის წაკითხვა დაუზარებელ და ქართული ენის მცოდნე ადამიანს შეუძლია როგორც არქივებში ისე ბატონი ლევან თოიძის წიგნში "როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი", საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მაცნეს ბიბლიოთეკა, ისტორიის სერია, თბილისი, მეცნიერება, 1991//,
  
ესე იგი ოსები თბილისში მოკალათებელ ბოლშევიკებს ეხვეწებოდნენ დაგვტოვეთ საქართველოში და მოგვეცით ქართველებთან ერთად მამა-პაპურად ცხოვრების უფლებაო და ეს ბოლშევიკები პასუხობდნენ მოგვწყდით თავიდან თქვენ გაქვთ თვითგამორკვევის და საქართველოსგან და ქართველებისგან დამოუკიდებლობის უფლებაო.
           
ასე შექმნეს ლენინის ყაჩაღებმა 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 


ლენინის ყაჩაღებს მერე დაემატნენ ანდროპოვის, გორბაჩოვის და ბერიას ხელქვეითი აკადემიკოსი სახაროვის ყაჩაღები.
         
"საქართველოში, მოლდავეთში კგბ-ემ უბიძგა ეროვნულ უმცირესობებს აჯანყებისკენ. 
          
მოსკოვმა შეგნებულად შეიარაღა აფხაზები, ოსები და გაგაუზები რათა დაესუსტებინა და მორჩილებაში ჰყოლოდა საქართველო და მოლდავეთი. 
           
მოსკოვი იმტომ კი არ ,,იცავდა" გაგაუზებს მოლდავეთში, აფხაზებსა და ოსებს საქართველოში რომ სიმპატიით უყურებდა ამ პატარა ,,ჩაგრულ" ერებს. არამედ იმიტომ რომ მოსკოვს უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიებისთვის ავტონომიურობის მინიჭებით სურს მოლდავეთისა და საქართველოს დაგლეჯა, დაშლა, დაქუცმაცება"
       
ეს არაა გაგიჟებული პროვინციელი ფაშისტის სიტყვები. ეს დაწერა პატივცემულმა და სხვებზე არანაკლებ დემოკრატმა მკვლევარმა პარიზში 1998 წელს გამოცემულ ნაშრომში ნაციონალიზმები ევროპაში, გვ.72-73, 
ფრანგულიდან თარგმნა გ.მარჯანიშვილმა.      
  -------------------------
         
აგერ ბატონებო და ქალბატონებო ფრანგულადაც:      
" En Géorgie,en Moldavie,le KGB a poussé les minorités nationales à la révolte. Moscou a délibérément armé les Abkhazes,les Ossètes et les Gagauzes afin d'affaiblir;de vassalizer la Géorgie et lq Moldavie.' Si Moscou a "protégé" les Gagauzes en Moldavie;les Abkhazes et les Ossètes en Géorgie,c'est moins par sympathie pour les petites nations "opprimées";qu'afin de dépecer,de morceler;de démembrer la Moldavie et la Géorgie par le biais de l'autonomie concédée aux territoires peuplés de minorités" (Eric Nguyen,Les nationalismes en Europe,quête d'identité ou tentation de repli? Le Monde Poche,Le Monde,Marabout,1998,p.72-73).

No comments: