რომელთაც ფრინველები მიჰყვებიან, მაშინ გამოქვაბულს შეფარული ბჰიკშუ თავისთვის ფიქრობს: არის კი ამ ქვეყანაზე ამაზე მეტი სიამოვნება, და თავისუფლება და სიმშვიდე?
ასეთია ბუდისტი ბერის ერთ-ერთი საგალობელი.
ქრისტესგან განსხვავებით ბუდა არ ასწავლიდა სიყვარულს, მაგრამ ის თანაგრძნობის და თანატანჯვის აუცილებლობას ასწავლიდა.
ჯერ ევროპას მივხედოთ:
რატომაა სიძულვილთა ასეთი ჯაჭვი? სვამს კითხვას ერიკ მეიერ,ფრანგული ჟურნალი გეოისტორიას მთავარი რედაქტორი //Eric Meyer,GeoHistoire,1789-1795 Révolution française, 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ნომერი.
განა აუცილებლად უნდა წავართვათ თავისუფლება თავისუფლების მტრებს? სან-ჟუსტის ერთი სიტყვიდან წარმოქმნილი ეს კითხვა იქცა დისერტაციების თემად.
1789 წლის შემდეგი მოვლენების გახსენებისას ვხედავთ თუ რა დაუჯერებელი ძალადობა მეფობდა მაშინ.
ჩვენ ის დავივიწყეთ იმიტომ რომ საუკუნეები შლის სისხლს,უფრო ხმადაბალს ხდის ყვირილებს,მარხავს საშინელებებს და თუ გვინდა რომელიმე ხანის ისტორიის კარგად გაგება უნდა ჩავეფლოთ მის ყოველდღიურობაში.
თავისუფლებათა მოპოვება 1789 წელს მოხდა ტკივილში და გამარჯვებულებმა მათი მტრების წინააღმდეგ გამოიყენეს მათ მიერვე დაგმობილი მეთოდები.
24 საათში იარაღის თუ თეთრი სამკერდე ნიშნების მქონეთა დახოცვა, არაარისტოკრატიული წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთების გაცემა.
თავისუფლების მტრის დასჯა გილიოტინაზე. |
რობესპიერმა გამოაცხადა რომ უმანკოებას არ ეშინია მეთვალყურეობისა და გაძლიერდა და გავრცელდა ჯაშუშობა.
და სან ჟუსტმა დასვა საშინელი კითხვა: ხომ არ უნდა ჰქონდეს იდეას მისთვის ყველაფერი ხელის შემშლელის მოსპობის უფლება?
სიკვდილმისჯილთა ტანჯვის ტექნიკურად შესამსუბუქებლად მაშინ გამოიყენეს საშინელი გილიოტინაც.
თავისუფლების და დემოკრატიის წინსვლა ძვირი დაჯდა. 30-40 ათასი თავი მოჭრეს,170 ათასი კაცი დაიკარგა ვანდეის ომების დროს //და თანამედროვე მეცნიერებს ვერ გაურკვევიათ თუ რა იყო ეს ვანდეის ომები-გენოციდი, ეთნოციდი თუ პოპულიციდი, გ.მ.//. დაპატიმრეს 500 ათასი საეჭვო კაცი,როგორც შეგვახსენებს ჟან-კლემან მარტა მის წერილში ტერორის შესახებ.
მაგრამ იგივე ისტორიკოსი გვთავაზობს ციფრებზე უფრო შორს წასვლას და 1789 წლის საგას შესწავლისას გაჩენილი კარიკატურული ასპექტის დაძლევას.
არ ყოფილა 1789 წლის იდეალური რევოლუცია და 1793 წლის სისხლიანი რევოლუცია. მათი გარდაუვალი კავშირით....
1789 წელში მრავალი ხედავს კომუნისტური და ნაცისტური ტოტალიტარიზმების წინაპარს და ყალიბს....
დასაფიქრებელია თუ როგორ გადააქცია ძლადობამ მკვლელ მანქანად განმანთავისუფლებელი მოძრაობა.
განა აუცილებელი იყო გულუხვი და ძმური იდეების,დემოკრატიი,გამოთქმის თავისუფლების გათელა იმისთვის რომ ისინი განხორციელებული ყოფილიყვნენ?
რატომ ჩაითრია კეთილშობილი იდეების მქონე მამაკაცები და ქალები ძალადობამ რომელიც მათ ვეღარ გააკონტროლეს?
და ბოლოს რატომ უნდა გამოვიყენოთ ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლების დესპოტიზმი, თუ კი გავიმეორებთ რობესპიერის სიტყვებს?
რაა საჭირო განმანთავისუფლებელ მოძრაობებში სამწუხაროდ დღესაც გაბატონებული სიძულვილის ჯაჭვის გასაწყვეტად?
დავიწყება, თუ, ალბათ, უფრო რელიგიური მიტევება. თუ მშვიდობასთან მიმყვანი ნებისმიერო სხვა გზა.
დავუგდოთ ყური მომაკვდავ და კამილ დემულენთან მოსაუბრე დანტონს, გერმანელი მწერალი გეორგ ბიუხნერის მიერ 1835 წელს დაწერილი პიესის //"დანტონის სიკვდილი"// გმირს.
"ყელში ამომივიდა,რატომ უნდა ვეომოთ ადამიანები ერთმანეთს?...რაღაც გვაკლია,მე არ ვიცი მისი სახელი,ჩვენ მას ვერ ვიპოვით ერთმანეთის ნაწლავებში და რატომ უნდა გამოვშიგნოთ ერთმანეთი?
//გაგრძელება იქნება//.
No comments:
Post a Comment