9.25.2012

ევროპული საშინელებები და ბუდიზმის ცნობილი მიმდევრები-2:

2. მცირე ჩანართი,ნაწყვეტი ო.კაბანესის და ლ. ნასის წიგნიდან რევოლუციური ნევროზი, დ.ფ. კომორსკის გამომცემლობა, სანკტ პეტერბურგი, 1906
კონტრრევოლუციონერის
დემოკრატიზაცია 

მადამ გილიოტინას
მეშვეობით. 
 Текст публикуется по изданию:О.Кабанес и Л.Насс. "Революционный невроз",
издательство Д.Ф.Коморского, СПб., 1906 г.
ღვი მეორე-სადისტური სიგიჟე

1792 წლის ბსექტემბრის მკვლელობათა მიზეზი უეჭველად იყო პანიკა. აჯანყებულმა ბრბომ ციხეებში გაჟლიტა ტერორის ეჭვმიტანილი მსხვერპლები. ეს არ უნდა ყოფილიყო რაღაც ეშმაკურად ჩაფიქრებული გეგმის შედეგი. ზარების რეკვით და რაღაც ზარბაზნის ხმით გაგიჟებულმა და თავზარდაცემულმა ხალხმა წარმოიდგინა რომ ციხეებიდან გარბოდნენ საშიში არისტოკრატები და რომ ჟირონდისტებმა ხალხი ბედის ანაბარა მიატოვეს. ამით გადარეულმა პარიზულმა ბრბომ ნუგეში ნახა სისხლისღვრაში. და ყველაფერი ეს მალე გადაიზარდა სადისტურ სიგიჟეში.

დიდი ხანია ცნობილია რომ გამხეცებულ ბრბოს უწინარეს ყოვლისა იტანს სწორედ უსაზღვრო აღვირახსნილობა უზნეობა. ეს ზოგადი წესი დასტურდება მრავალი ისტორიული მაგალითით. სისასტიკეს მოსდევს ნებისმიერ ფასად ტკბობის ჟინი. გარეწარი სიყვარულის პოეზიას ბილწავს წამებით და ბრბო მკვლელობათა საშინელებას ხშირად აძლიერებს ზოგჯერ კანიბალიზმამდე მიმავალი საზიზღარი ურცხვობით....
      უეჭველია რომ ტკბობისკენ სწრაფვა და სისხლი ადამიანში იწვევს თრობის მსგავს გრძნობას რომელიც აქრობს გონიერების უკანასკნელ გაბრწყინებებს.

ჯაჭვისგან განთავისუფლებული მხეცი მუდამ დაუნდობელია და მას სურს ტკბობა მსხვერპლის ტანჯვით....ტკბობის სიყვარული და დაუნდობლობა,აი სადიზმის ნიშნები....

ალბათ ამიტომაა რომ რევოლუციურ პერიოდებში ხალხურ მასებს იტაცებს სადისტური სიგიჟე.

ყოველთვის როდესაც ხალხი ხდება სისხლიანი გადატრიალებების,ომების ან ჯანყების ობიექტი მის ისტორიაში შეიძლება ვნახოთ აშკარა სქესობრივი ფსიქოპატიის მაგალითები.

როდესაც ბრბო პირველად ღვრის სისხლს ის,როგორც ჩანს,განიცდის ზიზღის გრძნობას. მაგრამ ის თუ დროულად არ გაჩერდა და როგორღაც მოერევა ზიზღის ამ გრძნობას ის იწყებს სისხლისღვრით ტკბობას,ბოროტდება და როგორც მსხვერპლის მტანჯველი ლოთი თრთის მიღებული სიამოვნებისგან.

იყო კეთროვანების ჟლეტა,ბართლომეს ღამე,სიცილიური სასაკლაოები,ციხეებში პატიმრების ჟლეტა,ან,უფრო ახლოს,სომეხთა ჟლეტა და ებრაელთა რბევა. ეს ინსტინქტი ყოველთვის იღვიძებდა ერთნაირი სისასტიკით და სისხლის წყურვილით.

გვამების წაბილწვა და დასახიჩრება,მსხვერპლთა გაუპატიურება და წამება,ზოგჯერ კანიბალიზმის შემთხვევბიც,აი მხეცური ველურობის ამ აფეთქებათა გარდაუვალი შედეგები.

ბართლომეს ღამის სასაკლაოები სავსე იყო ასეთი ინციდენტებით.

პირველ ადგილზეა ადმირალი კოლინის გვამის დასახიჩრება. მის გვამს ფანატიკოსებმა მოჭრეს ხელფეხი,მოაგლიჯეს სასქესო ორგანოები. შემდეგ ამ მხეცებმა შუბებზე წამოაცვეს ეს საშინელი ნადავლი და ატარეს მონ-ფოკონამდე.

შემდეგ მოდის ლუვრში მოხრჩობილი პროტესტანტი კველენეკის გვამის წაბილწვა. ეკატერინე მედიჩის მკვლელთა მფრინავ რაზმს ეჭვი ეპარებოდა მის სქესში და ამიტომ ის გაატიტვლეს რომ ენახათ თუ რა სქესისა იყო ეს უბედური.

ყოველ ნაბიჯზე ისმოდა სროლა, შპაგების და ხანჯლების ჩხარაჩხური და კეტების ბრაგაბრუგი. სისიხლის ნაკადებით მთვრალი და თავისი მუშაობით გატაცებული მკვლელები განიცდიან აუწერელ სიამოვნებას.

ისინი ტკბებიან უიარაღო და დაუცველ მსხვერპლთა ტანჯვით და ჟლეტით.

გამხეცებულ კათოლიკეებს არ ჩამორჩნენ პროტესტანტებიც.

1568 წელს მიორის აღებისას მათ ხელში ჩაუვარდათ კათოლიკე მღვდელი. ამ პროტესტანტებმა ტყვე კათოლიკე მღვდელს გაუფატრეს მუცელი,მოაჭრეს სასქესო ორგანოები და ამ ორგანოებს უტყლაშუნებდნენ სახეში სხვა კათოლიკე მღვდლებს.

შემდეგ ისინი მიადგნენ დამხრჩვალი მეუღლის ბედზე მტირალ მანდილოსანს და მას საშოში ჩაუტენეს დენთი. ამ დენთს მერე ცეცხლი მოუკიდეს,მუცელმა იფეთქა და გარეთ გამოვიდა ნაწლავები.და ა.შ.

ყველაფერი ეს აღწერა კეთილსვინდისიერმა თანამედროვემ.

ასე სტანჯეს მშვენიერი გაბრიელა დესტეს დედა მარკიზა დე კევრიც.

იმ შფოთიან დროში ერთი ნაპერწკალიც იყო საკმარისი ბრბოს სულში მოგიზგიზე სადისტური ცეცხლის ასაფეთქებლად.

ანრი მეოთხის მკვლელობის შემდეგ მისი მკვლელი რავალიაკი ხალხმა სულ ნაკუწ-ნაკუწ დაფლითა. ხორცის ნაფლეთები იქვე შეჭამეს.

კარის ინტრიგამ მარშალ დანკრს დააკარგვინა ძალაუფლება დაა დაამხო ის მკვდარი ლუვრის კიბესთან. მისი დაკრძალვის მეორე დღეს ბრბომ მისი გვამი ამოთხარა საფლავიდან,გაათრია ტალახში,ჩამოკიდა. შემდეგ ჩამოხსნა სახრჩობელიდამ და მიართვა ახალგაზრდა მეფე ლიუდოვიკო მეცამეტეს. შურისძიების გრძნობით მთვრალმა მკვლელმა კონჩინიმ ბრძანა მისი გულის შეწვა ნაკვერჩხლებზე და იქვეს შეჭამა ეს შემწვარი გული. ამავე დროს ვიღაცამ მოკლულის ყურები გაყიდა ქუჩაში.

ამ უბედურის დაფლეთილი სხეული ნაწილ-ნაწილ მოისროლეს სენაში.

როდესაც დიადი კონდე ან ცეზარ ბორჯია თავის ჯარებს მიუძღოდნენ დაპყრობილ ქვეყანაში მათ უკან რჩებოდა დასახიჩრებული ხალხი,ადამიანის სხეულის მოგლეჯილი და აქეთ-იქით გადაყრილი ნაწილები,გაუპატიურებული და ნაწამები ქალები,დამწვარი სახლების ნანგრევებში ან ჭრილობებისგან მომაკვდავი მამაკაცები . მათგან გამოქვაბულებში და მიწისქვეშ დამალულ ადამიანებს ჯარისკაცები იქიდან დევნიდნენ ცეცხლით და ბოლით...

საფრანგეთში დღესაც ლეგენდარულია მამაკაცების ხმლებით ამჩეხავი და ქალების გამაუპატიურებელი კაზაკების თავდასხმები 1815 წ.

ყველა ეს მაგალითი მოწმობს იმაზე თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ბრბო როდესაც ის გასცდება თავისი ნორმალური მშვიდობიანი არსებობის საზღვრებს.

ზოლა ოსტატურად აღწერა ბრბოს სულის ამ აღგზნებულ მდგომარეობას თავისი "ჟერმინალის" უხეში რეალიზმით მაგრამ ზუსტი დაკვირვებებით და გულის გამხეთქი სიმართლით სავსე ფურცლებზე.

ის აღწერს მისთვის საძულველი ადამიანის გვამის წამბილწველ ბრბოს ამ ადამიანის მკვლელობის შემდეგ:

"განსაკუთრებით ქალებს უნდოდათ შურისძიება. ისინი ტრიალებდნენ სხეულის ირგვლივ,დამშეული მგლების მსგავსად ყნოსავდნენ მას.ისინი თითქოს ეძებდნენ მათთვის სრული კმაყოფილების მიმნიჭებელ რაღაც განსაკუთრებულ ველურ გამოხდომას,განსაკუთრებულ წაბილწვას. დედაბერმა ბრიულემ უხეში ხმით მოითხოვა მოკლულის კატასავით დაგლეჯა. მოკლულს გახადეს სამოსი მოაგლიჯეს ხორცები. ნადავლი დედაბერმა ბრიულემ თავის ჯოხზე წამოაცვა,დროშასავით ასწია და გავარდა გზაზე. მას ველური ღრიალ-ღრიალით გაჰყვა ქალთა ბრბო". უფრო ზუსტად რუსულად ან ფრანგულად იკითხეთ გეთაყვა.

ბასტილიის აღებითა და ამ მოულოდნელი გამარჯვებით გადარეული ბრბო ეცა იმათ ვისაც თვლიდა თავის უბედურებათა მიზეზად.

ბასტილიის გუბერნატორი დე ლონე გაიყვანეს ქუჩაში,იქვე დაარტყეს შპაგა მხარში. წმინდა ანტუანის ქუჩაზე დაიწყეს მისი თმების გლეჯა. თავდაცვისას მან ვიღაცას ამოარტყა წიხლი. მას დაუყოვნებლივ გაუყარეს შპაგები და ათრიეს ტალახში. მის მიერ წიხლნაკრავ კაცს მისცეს მისთვის თავის მოგლეჯის უფლება და მანაც ეს დიდი სიამოვნებით გააკეთა.

მოგლეჯილი თავი წამოაცვეს რაღაცაზე და მსვლელობა გაემართა პალე როიალით ახალი ხიდისკენ სადაც ეს საწყალი ტროფეები დახარა ანრი მეოთხის ძეგლის წინაშე.

ეს იყო საფრანგეთის რევოლუციის პირველი შემთხვევა როდესაც ბრბო დატკბა სისხლის ცქერით და დამხობილი მტრის გვამის წაბილწვით.

23 ივლისს უფრო სასტიკად გაუსწორდნენ ინტენდანტ ფულონს.

უნდა აღინიშნოს რომ ამ ბრბოს შეადგენდნენ არა მარტო ნაძირლები და პლებეები. სულაც პირიქით,მის უმრავლესობას შეადგენდნენ გამხეცებული შეძლებული და წესიერი მოქალაქე- ბურჟუები,გარეგნულად ვაჭრები და რანტიეები.

პარიზში არაა რობესპიერის ქუჩა 
და ნოვოროსიისკში არის. 
მხეცურ ტერორს ხელმძღვანელობდნენ ტრიუმვირები რობესპიერი,კუტონი და სენ-ჟუსტი. ისინი წერდნენ დეკრეტებს პროსკრიფციებზე და სიკვდილით დასჯაზე. ყველა გამოჩენილ წინადადებას წერდა რობესპიერი.

რობესპიერი ამბობდა რომ უნდა მოისპოს საშუალო წოდება, რომ უნიფხვო ღატაკ სანკიულოტებს უნდა დაურიგდეს იარაღი, რომ ეს უნიფხვოები უნდა აღაგზნონ და გაანათლონ. მტრები არიან ხალხის უმეცრებით მოსარგებლე გარყვნილები და მდიდრები.

ხალხის განათლებას ხელს უშლიან მოსყიდული მწერლები რომლებიც ყოველ დღე კვებავენ ხალხს უტიფარი ტყუილით. ამიტომ მწერლები უნდა გამოცხადნენ სამშობლოს უბროტეს მტრებად და უნდა გამოიცეს კარგი თხზულებები.

გასაგებია რომ ეს გადარეული რობესპიერი იყო ქრისტიანობის უბოროტესი მტერი. მისი მითითებებით მოაწყვეს გონების დღესასწაული და ასეთი გონიერი ადამიანებისგან შემდგარმა პარიზის სათემო საბჭომ დაადგინა პარიზის ეკლესიების დახურვა.

თუმცა ამან რობესპიერიც კი გადარია და მან და დანტონმა დაადგინეს ღვთისმსახურების წინააღმდეგ ყველა მოქმედებათა აკრძალვა.

           
ამასობაში ანახარსის კლოტცი და შომეტი ითხოვდნენ კათოლიკობის რაღაც გონების კულტით შეცვლას.  ამ დროს დახურეს პარიზის და საფრანგეთის უდიდესი ნაწილის ეკლესიები.
                 
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ამაოხრებელ-წამბილწველი ბრბო იქ აწყობდა ვაკხანალიებს და შეუძლებელი იყო იქ წირვის ჩატარება. ასე იყო სენ დენიშიც.
           
აი ამათი ბელადი რობესპიერის სახელობის ქუჩა არაა პარიზში,მაგრამ მისი სახელობის ქუჩები ბევრია პოსტსაბჭოთა რუსეთშიც. ამაზე ნახეთ მნორმალური რუსი ს.ვ.ვოლკოვის ნაშრომი "შავი წიგნი სახელებისა რომელთა ადგილიც არაა რუსეთის რუკაზე",ის მოსკოვში 2004 წელს გამოსცა "პოსევმა".
             
სტალინური ვაკქანალიის დროს თავზარდამცემი ცნება ხალხის მტერი საფრანგეთის რევოლუციის დროს გაავრცელა სწორედ  იაკობინელთა რადიკალური რევოლუციური პარტიის ლიდერმა მაქსიმილიან რობესპიერმა(1758-1794).
             
იაკობინელთა კლუბის 1793 წლის 8 მაისის შეკრებაზე მან განაცხადა რომ საფრანგეთში არის ორად-ორი,მხოლოდ ორი პარტია-ხალხი და მისი მტრები.
      
ამის შემდეგ მოქეიფე და მხიარულმა   რობესპიერმა,რომელსაც აქამდე ვერავინ ატყობდა სისხლისმსმელობას,და მისმა მიმდევრებმა დაიწყეს მათ მიერ ხალხის მტრებად გამოცხადებულთა მოსპობა. 
                
სწორედ რობესპიერმა შესთავაზა კონვენტს დღის წესრიგში ტერორის დაყენების დეკრეტი. 
             
მან განაცხადა რომ რევოლუციური მთავრობის პოლიტიკის საფუძველია სათნოება და ტერორი რომლის გარეშეც სათნოება უძლურია
       
და დაიწყო არასათნოთა მოსპობა. ლიონში და ნანტში ასობით ადამიანს ხვრეტნენ ზარბაზნებით. ოდნავი   შეეჭვება მეფის მომხრეობაში და აკრძალული პარტიების წევრობაში და ეჭვმიტანილებს მიათრევდნენ გილიოტინაზე. 
    
სიკვდილით სჯიდნენ ანუ ხოცავდნენ გაუფრთხილებელი გამოთქმების,რეჟიმის კრიტიკის გამო. არადა რეჟიმი იძლეოდა კრიტიკის საფუძველს. 
     
მოხმარების საგნებზე დაბალი სახელმწიფო ფასების დაწესებამ გამოიწვია დეფიციტი,მუშებს კი უკრძალავდნენ ხელფასის გაზრდის მოთხოვნას. 

«მე მინდა ვიყო ღარიბი», -განაცხადა მან პირდაპირ იაკობინელთა პლენუმზე. 
ის პარიზში ცხოვრობდა დურგალი დიუპლეს პაწაწუნა ოთახში და გააფთრებით სპობდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. 
                   
მეფის ოჯახის და არისტოკრატიის მოსპობის შემდეგ რობესპიერი იძახდა რომ უნდა მოისპონ საშუალო ფენა და ხალხის განათლებისთვის ხელის შემშლელი მოსყიდული მწერლები. რომ ასეთი მწერლები უნდა გამოცხადნენ სამშობლოს უბოროტეს მტრებად.
         
რობესპიერს საშინლად სძულდა კათოლიკე სამღვდელოებაც და დაუნდობლად სპობდა მას. 
      
1794 წლის ივნისში რობესპიერმა წარმოადგინა კანონი რომლის თანახმადაც ყოველ მოქალაქეს ევალებოდა შეთქმულის დაბეზღება და დაპატიმრება. იყო თუ არა ვინმე შეთქმული ამას თვითონ რობესპიერი განსაზღვრავდა.
              
მართლმსაჯულება უკიდურესად გაამარტივეს. სასჯელი იყო ერთადერთი-სიკვდილი. 
              
მერე რობესპიერს რევოლუციის წინააღმდეგ შეთქმულებები მოეჩვენა კონვენტში და მან მოითხოვა კონვენტის მტრებისაგან გაწმენდა. ეს ბრალდებები იმდენად ბუნდოვანი იყო რომ აღარავის სჯეროდა თავისი უსაფრთხოებისა.
   
თავიდან რობესპიერმა საიქიოს გაისტუმრა ისინი ვინც მოითხოვდა ტერორის გაძლიერებას. შემდეგ საიქიოს გაისტუმრა ისინი ვინც მოითხოვდა ტერორის შერბილებას და სხვები.
        
ჟირონდისტმა პოლ ვერნიომ მოასწრო და დაიკივლა რომ რევოლუციამ დაიწყო თავისი შვილების ჭამა და ისიც მოკლეს.
           
1794 წლის 5 აპრილს დანტონი ურმით წაასვენეს გილიოტინისკენ და მან ურმიდან იკივლა რომ ამის შემდეგ დადგება რობესპიერის ჯერი.
             
ეს ახდა 27 ივლისს როდესაც კონვენტის გამამაცურებულმა უმრავლესობამ საიქიოს გაისტუმრა თვითონ რობესპიერი.
           
ასეთი რამეების შემდეგ სულაც არაა გასაკვირი ევროპაში ბუდიზმის გავრცელება//გაგრძელება და დასასრული იქნება//.  

No comments: