9.27.2012

სახაროვშჩინა ემუქრება ევროპასაც:

სახაროვშჩინა ემუქრება ევროპასაც: ევროპის ძველ ერებსაც უწევს იქ რეგიონალიზმად შენიღბული და მათი დამღუპველი სახაროვშჩინის მოგერიება.

 ...ევროპული კავშირი შეიძლება აღვიქვათ პრაგმატულადაც და იდეოლოგიურადაც.
მას პრაგმატულად უყურებდა შარლ დე გოლი ვისაც სურდა ერთა თანამშრომლობის გაადვილება. ევროპელები ძალიან ძლიერები არიან როდესაც აშენებენ ერთად - აირბუსი, არიანა...

იდეოლოგიური მიდგომა იყო ოცნება ფედერალურ სუპერსახელმწიფოზე.
ის სასარგებლო იყო ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის, ფრანკისტული ესპანეთის, პოლკოვნიკთა საბერძნეთის და ყოფილი კომუნისტური ქვეყნების დემოკრატიაში ჩასაწერად.

ის დრო წავიდა.
ევროპა არ ჰგავს ამერიკის შეერთებულ შტატებს რომელიც მისი ფედერალურობის მიუხედავად ფაქტიურად შეადგენს ერთადერთ ერს.

ვიქტორ ჰიუგო, სხვათა შორის საფრანგეთის მგზნებარე პატრიოტი, ცდებოდა როდესაც ლაპარაკობდა "ევროპის შეერთებულ შტატებზე".

ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული ცივილიზაციებისგან შემდგარი ევროპა ვერაფერს მოიგებდა მისი შემადგენელი ერების ათქვეფითა და გადახარშვით.
არსებობენ ევროპელი ხალხები და არა ევროპელი ხალხი.

ევროპის შუაგულში მდებარე ძველი ეროვნული სახელმწიფო ვერ უგულვებელყოფდა ევროპულ კავშირს. მაგრამ 2005 წელს ევროპული კონსტიტუციის უარყოფას ანგარიში უნდა გაეწიოს.

ეს არ ნიშნავს ევროპის უარყოფას, ეს ნიშნავს საფრანგეთის ევროპაში გათქვეფის უარყოფას.

ერებს ემუქრება ერთი მოდური იდეოლოგია.

ფრანგულმა, ინგლისურმა, გერმანულმა დიდმა ნაციონალიზმებმა დაკარგეს მათი შხამი ,,მაგრამ ეხლა შხამს აფრქვევენ აგრესიული მიკრონაციონალიზმები".

თავზარდამცემია რეგიონთა ევროპის უტოპია, რომლის თანახმადაც ბრიუსელის კეთილგანწყობის პირობებში დამოუკიდებელი კატალონია უნდა საუბრობდეს დამოუკიდებელ კორსიკასთან.
1980 წელს მარშალ ტიტოს გარდაცვალების შემდეგ ალბათ ამ იდეოლოგიამ უბიძგა იუგოსლავიას თვითმკვლელობისკენ.

ერთსა და იმავე ენაზე მოლაპარაკე სლავთა კავშირი ქმნიდა საერთო პატრიოტიზმს, მრავალი ახალგაზრდა საკუთარ თავს იუგოსლავს უძახდა მაგრამ 1991 წლის ივნისში სლოვენებმა და ხორვატებმა გამოაცხადეს მათი რეგიონების დამოუკიდებლობა. ერთი თვის შემდეგ იგივე გააკეთეს ბოსნიამ და მაკედონიამ.

მთელ ქვეყანაში გაფანტულმა სერბებმა ეს არ მიიღეს.

ეს იყო ომი.

ჯერ სერბები და ხორვატები დაეტაკნენ ერთმანეთს. თავიდან დამარცხებულმა ხორვატებმა აშშ-ს და ვატიკანის დახმარებით ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვეს. მათ გააორმაგეს მათი სახელმწიფოს ტერიტორია და შეიერთეს დალმაციის სანაპირო. მათ გააძევეს კრაინადან იქაური სერბები.

ხორვატების დიქტატორი ტუჯმანი არაფრით ჩამოუვარდებოდა სერბ მილოშევიჩს, მაგრამ გამარჯვებულებს ბევრს პატიებენ.

ბოსნია იქცა ფაქტიურად სამ ხალხს შორის განაწილებულ ხელოვნურ სახელმწიფოდ. იქ ცხოვრობენ ხორვატიასთან შეერთებაზე მეოცნებე ხორვატები, სერბეთთან შეერთებაზე მეოცნებე სერბები და სარაევოს ირგვლივ კიდევ ცხოვრობს გამაჰმადიანებულ სლავთა უმცირესობა.

ეს სახელმწიფო არსებობს მხოლოდ ევროპული ქვეყნების მიერ გაგზავნილი ჯარების წყალობით.

პრეზიდენტ მიტერანს ბრალად სდებდნენ სერბების მომხრეობას მაშინ როდესაც მას ახსოვდა რომ მსოფლიო ომების დროს სერბები საფრანგეთის ერთგული მოკავშირეები იყვნენ და მეტი არაფერი.

ამ მშვენიერი ტექსტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგი ჟან-კლოდ ბაროს წიგნაკში "საფრანგეთის მთელი ისტორია" რომელიც პარიზში გამოიცა 2011 წელს //Jean-Claude Barreau,Toute l'histoire de la France,გვ. 273-275//.

ასე რომ ევროპის ძველ ერებსაც უწევს იქ რეგიონალიზმად შენიღბული და მათი დამღუპველი სახაროვშჩინის მოგერიება.

No comments: