1916 წელს როგორც სამხედრო მოხელე სპარსეთში მოვხვდი. ეს ჩემი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. მესოპოტამიის ზღურბლამდე მივაღწიე და მქონდა შეგრძნება რომ საუკუნეებში დაკარგული მშობელი ვიპოვე.
ისტორიკოსები ვარაუდობენ,ქართველთა უძველესი პირველსამშობლო ქალდეა იყო. მიწის შეგრძნება ჩემში ყოველთვის განსაკუთრებით იყო გამოხატული-ის ირანის ზეგანზე რაღაც კოსმიურად იქცა. მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი რომ ჩემი პოეტური ფესვები იქ იყო...
დიადია აღმოსავლეთი: მწვავე და ნელი მისი ცხელი შუადღე,როცა მზის ნადიმზე ოქროს ნაკადულებში ლურჯთვალა ქალწული იბადება; და მყუდროა მისი შუაღამე,როცა ცის ლურჯ ფსკერზე უძირო საიდუმლონი ბრიალებენ....
საქართველოც ხომ ნატეხია აღმოსავლეთის და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი აკვანი.
ძვირფასია დასავლეთი ევროპა,მაგრამ ევროპისთვის აღმოსავლეთს ვერ დავთმობთ. უმჯობესია მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ.
ამას წერდა და ქადაგებდა გრიგოლ რობაქიძე.
ძვირფასია დასავლეთი ევროპა,მაგრამ ევროპისთვის აღმოსავლეთს ვერ დავთმობთ. უმჯობესია მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ.
ეს აზრი იკითხება
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი დავით სარაჯიშვილის მიერ თითქოს მის კულტურულ-პოლიტიკურ პროგრამად აგებულ მის საკუთარ სახლში. და ყურადღებით შევხედოთ მას. პატივი მივაგოთ მის ამგებ დიდ მოღვაწეს.
ჩვენ გვაფიქრებს ეგვიპტის სფინქსი და გვანცვიფრებს პარიზის ქიმერა.ქართული ნადიმით ვიხდით აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქორწილს, _ და ნადიმი იგი მთავარი ჰანგია ჩვენი ნაბეჭდი სიტყვისა...." ამბობდა გრიგოლი 1917 წელს ”საქართველო”-ში გამოქვეყნებულ მიმართვაში ქართველ მწერლებს.
ამ სახლის მშენებელმა დავით სარაჯიშვილმა საქართველოს დაუტოვა მისი სტიპენდიებით აღზრდილ განათლებულ ქართველთა თაობა და ბიძგი მისცა კავკასიის კულტურისა და მრეწველობის განვითარებას.
მისმა წინაპრებმა ტფილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1710 წელს მიიღეს. იმ დროს ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ რუსეთთან, ოსმალეთთან, სპარსეთთან და ა.შ. დავითის პაპა - დავით გიორგის ძე სარაჯიშვილი (1745-1845) ცნობილი შეძლებული მოქალაქე გახლდათ. მან სახელი გაითქვა როგორც ქველმოქმედმა, ჰქონდა კომერციის მრჩევლის წოდება. ცნობილი გახდა იმით, რომ მან პირველმა გაიყვანა გზები კავკასიის მთებში და საფუძველი ჩაუყარა რუსეთთან ვაჭრობას. ის და მისი ძმა მიხეილი, საქართველოში მდგომ რუსულ ჯარებს სანოვაგით ამარაგებდნენ.
დავითის მამა - ზაქარია სარაჯიშვილი (1807-1880) იმ დროისთვის განათლებული, გონებამახვილი და საკმაოდ შეძლებული ვაჭარი იყო. ზაქარია, მამასთან ერთად, საქართველოს ისტორიული ძეგლების აღდგენას და შენარჩუნებას დიდ ფულს ახმარდა. მისი წყალობით გადარჩა ქართველი ხალხის მრავალი ისტორიული, მატერიალური და სულიერი ფასეულობა. დავითის დედა - ელისაბედ სოლომონის-ასული სავანელი, ლამაზი, ბრძენი, ქართული ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესაბამისად აღზრდილი ქალბატონი იყო. იგი მუდამ მეუღლის და მთელი ოჯახის საიმედო საყრდენი გახლდათ. მან დიდი როლი შეასრულა თავისი შვილის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში, რასაც დავითი დიდად აფასებდა და სიამაყით აღნიშნავდა
თანამედროვეთა აღწერით, დავითი გონებაგახსნილი, გონებამახვილი, სიცოცხლის და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარე ყმაწვილი იყო. მაშინდელი წესის თანახმად, დაწყებითი განათლება მან სახლში მიიღო. ანბანის სწავლისა და სათანადოდ აღზრდის შემდეგ, პატარა დავითი ფრანგი გაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს. შემდეგ მან სწავლა განაგრძო კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი: ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, მრეწველი და ქველმოქმედი დავით სარაჯიშვილი (1848-1911), 1905 წელი
მშობლებმა გადაწყვიტეს დავითისათვის უმაღლესი ევროპული განათლება მიეცათ. 1866 წელს ტფილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში გაემგაზავრა, სადაც ლექციებს ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში ისმენდა. 1871 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1878 წლამდე ის სოფლის მეურნეობის მეცნიერებებს თეორიულად და პრაქტიკულად ჰოჰენჰაიმში სწავლობდა. მან 1878-1880 წლებში საფრანგეთში ფუნდამენტურად შეისწავლა მეღვინეობის ტექნოლოგიის ყველა სახე, განსაკუთრებით ღრმად კი, კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია.
დავით სარაჯიშვილი სამშობლოში 14 წლის შემდეგ, 1880 წელს დაბრუნდა და იმავე წელს მომხიბლავ ეკატერინე ივანეს-ასულ ფორაქიშვილზე დაქორწინდა.
ქართული საზოგადოება დავით სარაჯიშვილის სახლის ეზოში. |
ჩემის აზრით თუ კი რამე შეიძლება იყოს სამწუხაროდ უკვე დაკარგული ტფილისის და მისიკვდილებული ნამდვილი საქართველოს სიმბოლო ეს უნდა უდიდესი ქართველი ქველმოქმედის, მეცენატის და თაობათა აღმზრდელი დავით სარაჯიშვილის დაკვეთით გერმანელი არქიტექტორი კარლ ცაარის პროექტით სოლოლაკში 1903-1905 წლებში აშენებული სახლი.
ამ სასახლის აშენების დამთავრება დაუკავშირა დავით სარაჯიშვილმა თავის ვერცხლის ქორწინებას.
1905 წელს ახლადაშენებულ სასახლეში მოეწყო იუბილეს აღსანიშნავი წვეულება რომელზეც აკაკი წერეთელიც ყოფილა მიწვეული.
შენობის შემდეგ ისტორიაზე უფრო საინტერესო ჩემის აზრით ამჯერად არის ამ შენობაში გამოვლენილი ნამდვილი ქართული კულტურის ნიშნები და დავაკვირდეთ მას. ხელოვნების და რა თქმა უნდა ხუროთმოძღვრების ყოველი გამორჩეული ნაწარმოები წიგნივითაა და ბევრ რამეს ეუბნება ხელოვნების ენის მცოდნეს. ეხლა შევჩერდეთ ერთ, ჩემის აზრით მისი მხატვრული სახისთვის გადამწყვეტ ნიშანზე..
შენობის დამუშავებაში მკაფიოდ ვლინდება მოდერნიზმისთვის,მოდერნისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ფასადზე უხვად გამოიყენება ტალღოვანი ფრონტონები, ნაძერწი ნიჟარები და მცენარეული ორნამენტი, ქალის თავის გამოსახულებიანი კონსოლები. ყურადღებას იქცევს დენადი, ერთმანეთში გარდამავალი ფორმები. ნაგებობის დამასრულებელი მაღალი მანსარდა მას ზეაზიდულ იერს ანიჭებს.
დინამიური, მოუსვენარი მოძრაობითაა მოცული ინტერიერებიც. კედლის და ჭერის შემამკობელი,ერთმანეთში გარდამავალი მრუდები და შპალერი ქმნის ევროპული მოდერნისთვის ტიპიურ სახეს.
სახლში შემსვლელის თვალწინ წარმოდგება სინათლის თამაშით თითქოს გარღვეული და უსასრულობაში მიმავალი სივრცე. არაფერი ასვენებს თვალს. კედლის დეკორი ამოძრავებს და ათამაშებს სივრცეს.
"ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი..."
მაგრამ შეხედეთ თუ როგორი ოთახები გამართა თავის სახლში ჰაიდელბერგის
უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორმა დავით სარაჯიშვილმა. კედლის ზედა ნაწილები სპარსული ელემენტებით, ე.წ.სტალაქტიტებითაა შემკული და ჭერი არანაკლებ სპარსული ულამაზესი უსასრულოდ განმეორებადი ვარსკვლავისებრი თუ სხვა ორნამენტით. იქვეა ტახტი მუთაქებით გაწყობილი რომელსაც ესოდენ აფასებდა მოსვენებით ჭვრეტის მოყვარული აღმოსავლეთი.
ასეთ სპარსულ სტალაქტიტებს ვხედავთ სააბაზანოში, პირსაბანის სარკის თავზეც.
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი დავით სარაჯიშვილის დილა
იწყებოდა სპარსული სტალაქტიტების ჭვრეტით და ეს სულაც არაა შემთხვევითი.
დავით სარაჯიშვილს არც ტფილისი დავიწყებია. ესაა მიუხენელი არქიტექტორი
კარლ ცაარის პროექტით აგებული მოდერნის სტილის შესანიშნავი სახლის სრულიად
ტფილისური შიდა ეზო. ლითონის და ხის უდახვეწილესი დეტალებით სავსე ამ ხუროთმოძღვრული შედევრის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ ბრწყინვალე ტფილისელი ხით ხუროები,დურგალი ძმები აგლაძეებიც.
ასეთია განათლებული ქართველი ქველმოქმედისა და მოღვაწის სურვილი და
გემოვნება. მასში,მის სულში დახვეწილი დასავლეთი კი არ უპირისპირდება დახვეწილ აღმოსავლეთს არამედ ავსებს მას და მასთან ერთად ქმნის სრულებით ახალ, თვისობრივად ახალ მხატვრულ მთლიანობას.
ამას ეხმაურება ბრწყინვალე და შეუდარებელი ტიციან ტაბიძეც.
ტიციან ტაბიძე |
წიგნიდან ქალდეას ქალაქები
ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის
ჩავდე ვაზაში.
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.
და რაც შემხვდება, შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.
გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე
ვნებიან თვალებს.
და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან
დაიმსხვრეოდა,
თუ გიტარაზე მისი ლექსი მომესმებოდა.
ვიცი, რომ მოვა საყვარელი,
ვისაც მოველი,
ვიცი, რომ მოვა სილამაზე
დაუთოველი.
მეც წავუკითხავ და ვუმღერებ
ჩემს ქალდეაზე.
ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს
ჩვენ სილამაზე.
ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას,
ვსტირი ანტრაქტებს.
დავიწყებული ძველ სიტყვების
ვგრძნობ ანდამატებს.
და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად
გაშლილი, ლაღი,
უხმო ბულბულსაც დამაფასებს
ქართული ბაღი...
არის დაუვიწყარი გრიგოლ რობაქიძეც:
"...საქართველო საიდუმლო უღელტეხილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის: ჩვენ ვიწვით აღმოსავლეთის ფიქრმორეული შუადღით, როცა მზის ღელეთა მარმაშში პანი იბადება მძიმედ მთვლემარე; ჩვენ ვერთვით დასავლეთის საშიშარ სიცხადეს, საცა თვალღია ფანტასმაგორიებში ”ძეობა” იკვეთება ძლევამოსილი. ჩვენ გვაფიქრებს ეგვიპტის სფინქსი და გვანცვიფრებს პარიზის ქიმერა.
ქართული ნადიმით ვიხდით აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქორწილს, _ და ნადიმი იგი მთავარი ჰანგია ჩვენი ნაბეჭდი სიტყვისა...." ამბობდა გრიგოლი 1917 წელს ”საქართველო”-ში გამოქვეყნებულ მიმართვაში ქართველ მწერლებს.
ქართველ მწერლებს
ქართველი ერისათვის მწერლობა არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ”სფერო სიტყვიერებისა”: მწერლობა მისთვის უფრო რთულ ფენომენად ვლინდება.
ქართველი
ერი არა თუ ჰქმნიდა მარტო მწერლობას: იგი კიდეც სცოცხლობდა მით. რომელიმე
ტკბილხმოვანი შაირი, შთაგონების შადრევანს მოწყვეტილი და ხალხში
გადავარდნილი, საკუთარ სიცოცხლეს იწყებდა უცნაური: იგი იშლებოდა ხან
სიმღერის ჯადოსნური ხვეულებით, ხან ცეკვის ხალასი სამოსლებით.
ქართველი ერი მგოსანია ბუნებით.
ძველი მესხეთის უცნაურს ნატეხში _ გურიაში _ ხალხი დღესაც მგოსნად გამოდის. ძვირად მოიძებნება იქ ისეთი ოჯახი, საცა მზიურ ახალისების ჟამს შაირობა არ იყოს გამართული, _ ადვილი საპოვნელია ისეთი ოჯახი, საცა სმენა მათრობელი მოლექსეობა თაობიდან თაობაზე გადადის. ასევეა სამეგრელოში. კიდევ მეტი. ქართველი ერი არა მარტო სტკბება ლექსით: იგი ავადმყოფებსაც არჩენს მით. მოიგონეთ ”ბატონები”, რომელ ავადმყოფობასაც ქართველმა ერმა ”ყვავილი” უწოდა (ეს პირველი მაგალითია, რომ ავადობა მხატვრულად მონათლეს).

_ მოიგონეთ მასთან ლექსითი სიმღერა ტკბილს ჩანგურზე და თქვენ ნათქვამი დაგაჯერებთ.
ქართველი ერის სტილი მწერლობაში განსხეულდა. ქართული კულტურის პროფილი ლექსით გამოიკვეთა. საქართველოს სულის რელიეფი სამხატვრო სიტყვით გამოიხაზა.
გვაქვს შესანიშნავი არქიტექტურა, საცა ძველი ქართველის ნებისყოფაა ამართული ურყევი და მტკიცე; გვაქვს თვალისმომჭრელი ფრესკები, საცა ქართველთა თვალღია სიზმრებია ასახული მზიურ ხაზებით; გვაქვს ქართული ტაძარი, რაიცა მუნჯი ქვების ლოცვებითაა შეკრული; გვაქვს ქართული სიმღერა, უცნაური და ლამაზი; ბევრი რამ სხვაც გვაქვს.
ხოლო გვაქვს კიდევ ისეთი რამ, რომლის სადარი ძვირად თუ სადმე მოიპოვება: ეს არის ქართული სიტყვა, პლასტიკური დაბადებით რომ იკვეთება. თავადური თავმდები ამისა რუსთაველია მზეოსანი. საქართველო საიდუმლო უღელტეხილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის: ჩვენ ვიწვით აღმოსავლეთის ფიქრმორეული შუადღით, როცა მზის ღელეთა მარმაშში პანი იბადება მძიმედ მთვლემარე; ჩვენ ვერთვით დასავლეთის საშიშარ სიცხადეს, საცა თვალღია ფანტასმაგორიებში ”ძეობა” იკვეთება ძლევამოსილი. ჩვენ გვაფიქრებს ეგვიპტის სფინქსი და გვანცვიფრებს პარიზის ქიმერა.
ქართული ნადიმით ვიხდით აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქორწილს, _ და ნადიმი იგი მთავარი ჰანგია ჩვენი ნაბეჭდი სიტყვისა. ჯერ არ გათავებულან ”სადღეგრძელონი” იმა ნადიმის, _ რადგან ხშირად და ხშირად შეგვიშალეს უდარდო ლხინი, _ და ცხადია თავისთავად, არც ქართული სიტყვა თქმულა ჯერ უკანასკნელი.
და აი, ამ ჟამს, როცა ქართლის ბედი ცის მშვილდითაა შემორტყმული, ჩვენ, ქადმაღლებმა, უნდა წარმოვსთქვათ: საქართველო დადგინდება თავის თავად და ეტყვის მსოფლიოს თავის ნამდვილ სიტყვას...
მომკრთალო ხაზებში თვითონ სიტყვის ტანიც იკვეთება.
ჩვენმა სულმა იცის წამება, _ მაგრამ ჩვენს მხრებს არ მოსხმიათ მელანქოლიის წამოსასხამი, ჩვენმა გულმა იცის ცეცხლი.

ჩვენი დიონისოს ვნებაა და ცეცხლი ჩვენი სიცოცხლის გენია..
და ნიცშეს ზარატუსტრას სწორედ ჩვენში შეუძლია დაიბადოს ღვთიური სიხალისით...
წამება და ცეცხლი: ამ ორ სიტყვაში მოქცეულა მთელი ჩვენი სიცოცხლე. მაშ, რა გვიშავს: პირველი გაგვწმენდს ღვთიური მსხვერპლისათვის, _ მეორე მოგვასხამს ალისფერ მოსასხამს...
”საქართველო”, 1917 წ..

მაგრამ მოვლენას უფრო შორსაც მივყავართ. სიღნაღისა და ქიზიყის
მიტროპოლიტი და კავალერი// ის გახლდათ წმ.ანნას ორდენის კავალერი// იოანე
მაყაშვილის (1743-1837) სასახლეში იყო აღმოსავლური სტილის "ყიზილბაშური
ოთახი"
ხოდა ამჯერად ამით მოვრჩეთ. დახვეწილი გემოვნების მქონე განათლებული
ქართველი მოღვაწის დაკვეთით აგებული ხუროთმოძვრული შედევრი არის სწორედ
ქართული კულტურის ამ მიმდინარეობის და საერთოდ ქართული კულტურის მეტყველი
სახე. ის დიდ მონოგრაფიას იმსახურებს.
დავით სარაჯიშვილიც იმსახურებს ამ სახლში მემორიალური მუზეუმის
გამართვას. მაგრამ იქნებ საბჭოთა დემოკრატიზაციის ტალღებმა თბილისს
საერთოდ ბოლო არ მოუღონ და უკეთესი დროის მოლოდინში ჯერ-ჯერობით ამ
გახსენებით შემოვიფარგლოთ.
ეხლა დავტკბეთ ამ პატარა ალბომით.
ქართული საზოგადოება დავით სარაჯიშვილის სახლის ეზოში. |
ირანული ხუროთმოძღვრული ფორმების გავლენა საქართველოში გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში ცნობილი ფაქტია. ,,კახეთში ეს ცვლილებები XVI საუკუნიდან დამკვიდრდა, ქართლში კი ყველა ნიშნის მიხედვით, ირანულ ზნე-ჩვეულებათა დანერგვა სწირდ ირანელთა მიერ მეფედ დასმული როსტომის დროიდან იწყება. . . . ამასთანავე, მაინც უეჭველია (მცირერიცხოვან ნიმუშთა მიხედვითაც), რომ ფეოდალთა და, ზოგჯერ მეფეთა სასახლეებიც ინარჩუნებს გარკვეულ კავშირს ტრადიციასთან. ხშირად, როგორც ჩანს, ირანული მოდა გაფორმების ფარგლებს არ სცილდებოდა. შენობის გეგმა და მასები კი ძველებურ ხაზს აგრძელებდა".
იოანე ბოდბელი როგორც დამკვეთი
ბოდბის ტაძრის დასავლეთი შესასვლელის თავზე მოთავსებული ფრესკული წარწერა გვაუწყებს იოანე მაყაშვილის წოდებას: ". . . სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტი და კავალერი". აქ გარდა სასულიერო რანგისა ისიცაა ხაზგასმული, რომ იოანე ბოდბელი გახლდათ წმ. ანნას ორდენის კავალერი.იოანე ბოდბელმა ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო (1743-1837). იგი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამდენად, მისი მოღვაწეობა დაემთხვა XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის, დიდი ცვლილებებით აღსავსე ეპოქას საქართველოში. თავის ანდერძში იგი ასე ახასიათებს საკუთარ თავს: "უკეთუ ვისმე გცოდეთ ვითარცა კაცმან სოფელსა ამასშა, კაცი ვიყავ დიდების მოყვარე და უკეთუ გცოდეთ ნუ მამაგებთ მაგიერს არამედ მომიტევეთ".
მაყაშვილები
იოანე ბოდბელი სასახლის მეორე სართულის ცენტრალურ დარბაზს "ზალას" უწოდებს. ეს უკანასკნელი აივნის მხარეს იხსნებოდა შესასვლელით და სასინათლო ღიობებით. მათი ქვედა, გვიანდელ შენობაში ჩართული ნაწილი ახლახან გამოვლინდა შენობის გახსნის დროს.
"ზალაზედ მობმული ოთახი ყიზილბაშური" მეორე სართულის აღმოსავლეთ ნაწილშია მოქცეული. მისი შიდა კედლები ძირითადად აგურითაა ამოყვანილი. გახსნის შემდეგ გამოვლინდა, რომ ოთახის კედლებიც ხის ჰორიზონტალური სარტყელებითაა დანაწევრებული. ისინი შუაზე ყოფს კარ-სარკმლებს. მათი ზედა ნაწილი შეისრულთაღიანია. აღმოსავლეთით ნიშების ქვევით არსებული 96
სწორკუთხა ღიობებიდან შესანიშნავი პანორამა იშლება ტყით დაფარულ გორაკებსა და ხეობისკენ.
,,ყიზილბაშური ოთახი" ერთადერთია, რომელსაც ნაწილობრივ შერჩა სამხრეთის ლოჯია-აივანზე გამავალი ღიობების სისტემა. როგორც სასახლის ყველა სათავსის, ამ ოთახის კედელიც ხის ძელებითაა ჰორიზონტულად დანაწევრებული (ღიობები გამოვლინდა შენობის გახსნის შემდეგ).
პირველ სართული და მეორე სართულის ოთახებს ბრტყელი გადახურვა ჰქონდა. შენობა დახურული იყო ოთხკალთა, კრამიტით დაბურული სახურავით.
ინტერიერში ადგილ-ადგილ გამოჩნდა თავდაპირველი, გაჯით სუფთად შელესილი კედლის ფრაგმენტები. შიდა მხატვრულ გაფორმებას, თუ ასეთი საერთოდ არსებობდა, ჩვენამდე არ მოუღწევია.
შენობის გახსნის დროს გამოვლინდა აგრეთვე ერთიან ქვაში გამოკვეთილი ბუხარი და კედლის სისქეში დატანებული კვამლის გასასვლელი სისტემა. ბუხარი ,,ყიზილბაშურ ოთახში" უნდა ყოფილიყო განთავსებული. ბუხრები უნდა ჰქონოდა აგრეთვე იოანე ბოდბელის სამყოფ ოთახებსაც. ძველ ფოტოებზე კარგად ჩანს საკვამლე მილები შენობის ამ ნაწილში.
სასახლის შიდა მოწყობილობის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის იოანე ბოდბელის ანდერძი. მხედველობაში გვაქვს ავეჯი და სხვა ყოველდღიური სახმარი ნივთები. განსაკუთრებით საყურადღებოა თავად იოანე ბოდბელის სამყოფი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი ოთახისაგან შედგებოდა - "ჩვენი სადგომი ოთახი" და "ჩვენი სადგომი დიდი ოთახი" - აღნიშნავს ანდერძის ავტორი. იგი შემდეგნაირად აღწერს ამ ოთახებს:
,,რომელიც ჩვენი სადგომი ოთახი არის, შიგნით იმ ოთახში კრაოტი სდგას ხავერდგადაკრული. ამაზედ უნდა გაშალოთ მისნათის ქეჩა ყუითუქის მუთაქა და ბალიში ყუითუქისა და მეორე, მხარეზედ კრაოტი. მასზედ არის გაშლილი ხალიჩა. აქავე სტოლი გარდასაფარებლით. ზედ საწერელი ვეცხლისა თავის განწყობილობით და ორი შანდარი ბრინჯაოსი. ესენი ასე განწყობით მიერთვას საეკლესიოთ.
97
მეორე ჩვენი სადგომი დიდი ოთახი რომ არის, კრაოტი დადგმული ხავერდგადაკრული, ზედ ქეჩა გაშლილი. აქავე სტოლი დადგმული ზედ პატარა ხალიჩა გაშლილი, ამას ორი ვეცხლით დაფენილი შანდრები, ექვსი სკამი თალათინით გარდაკრულები, ტაშტით თითბრისა და თუნგი სპილენძის. აქავე ოთახში ხატი მაცხოვრისა, წმიდას ნინასი და მოსე წინასწარმეტყველის, ეს ასე განწყობილი მიერთვას ეკლესიას.
ზედ ამასზედ მობმით ზალა დიდი ამაში დიდი კრაოტი ზედ გაშლილი ფარდაკი და ზეიდამ დიდი ქეჩა, რომელსაც ვშლიდით ხოლმე, სკამი თორმეტი თალათინის აქავ მძევალი სტოლი პატარა თავის გარდასაფარებლით. ამავ ზალაში ხომლი ბროლის დაკიდებული.
ამასზედ ოთახი ყიზილბაშური, ამაში კრაოტი ხავერდით გადაკრული და ზედ ქეჩა გაშლილი. აქავ სტოლი დადგმული თითბრის შანდრებით, თუნგით და ტაშტით; ამა ოთახში ასვენია ხატები წმ. სამებისა, მაცხოვრისა, რომელიც არის სერობისა, იოანე ოქროპირისა . . . . ესენი განწყობით მიერთვას ეკლესიასა.
ქვევით სასტუმრო ოთახი. იმაში არის ორი კრაოტი ზედ არიან გაშლილი ერთზედ ძირს ნაბადი დიდი და ზევიდამ ორი ხალიჩა და ორი ცალი ხალიჩა და მათ ზევიდან ქეჩა.175
თეიმურაზ I – Teimuraz I (16
თეიმურაზი აღტაცებული ყოფილა სპარსული პოეზიით და ამის გამო ერთგან პათეტიკურად გაიძახის (ლ.მ.,4):
სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი_ო.
კარლ ცაარზე რუსულად ვნახე ეს. დაბადებულა 1849 წლის 17 მარტს კიოლნში,სწავლობდა და მოღვაწეობდა ბერლინში. ყოფილა არქიტექტორიც და ხელოვნებათმცოდნეც. ჩვენი კარლ ცაარია თუ არა არ ვიცი. მაგრამ სხვებთან დისკუსია რომ არ მქონდეს იყოს ვარაუდად ეს. რა ვქნა.
Карл Цаар (родился 17 марта 1849 года в Кельне, † 16 января 1924 в Берлине) был немецкий архитектор. Цаар учился в Берлинской академии и был учеником Карла Юлия Raschdorff. После успешного окончания учебы, он был последовательно искусствовед Фердинанд Luthmer (во Франкфурте), архитектор Hubert Стир (Ганновер) и в офисе в Берлине сайт архитекторов Германа Энде и Бекман Бекман конце Уильям и активным. С 33 лет в 1882 году Цаар сделал самостоятельно в Берлине. В годы 1882 по 1887 г. он разработал в сотрудничестве с архитектором Матиасом фон Хольст в Берлине некоторые Hotelbauen, таких как Grand Hotel площади Александерплац и Старый двор города в Kaiser-Wilhelm-Str. Как было объявлено в 1887 году партнерство Холста, Рудольф сменил Vahl. Цаар с ним в годы с 1901 по 1910 года в значительной степени ответственны за работу в Зоологический сад в Берлине. Оба были ответственны за административное здание, главный портал, оркестр стенде и в аквариуме. Карл Цаар также работал в качестве преподавателя на торгах в Берлине здание.

No comments:
Post a Comment