თუ გსურს მშვიდობა იზრუნე სამართლისთვის. თუ გსურს მშვიდობა დაიცავი სიცოცხლე. თუ გსურს მშვიდობა განაცხადე ჭეშმარიტება. თუ გსურს მშვიდობა გაუკეთე სხვებს ის რაც გინდა რომ გაგიკეთონ შენ.
ერთი სიტყვით, თუ გსურს მშვიდობა უნდა გიყვარდეს. როდესაც უფალი გიყურებთ ის არ ხედავს შავ, თეთრ თუ მუქმწვანე სახეებს. ის ხედავს თავისი შვილი იესოს სახეს.
აღარ იბრძოლოს ძმამ ძმის წინააღმდეგ. არ აყვეს ის სიძულვილს თუ ძალადობას.
იესო არის დიდ ქალაქებში და პატარა სოფლებში, მთის ეკლესიებში და აფრიკის და აზიის შორეულ ხუხულებში,საავადმყოფოებში და ციხეებში.
როგორ უნდა დარჩე გულგრილი ამდენი ბავშვის ტანჯვის პირისპირ განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათი ტანჯვის მიზეზი ასე თუ ისე უფროსები არიან.
სიყვარული მუდამ იმარჯვებს. სიყვარული არ მარცხდება არასდროს...
ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო, ამას განდობთ მე თქვენ დღეს. გააგებინეთ ეს თქვენს ოჯახებს და მეგობრებს სკოლაში თუ სამუშაოზე.
ყოველ ადამიანს ევალება თავისი წვლილის შეტანა მშვიდობის დამკვიდრებაში გასაჭირში მყოფისადმი თანაგრძნობის გულუხვი არჩევანის, ურთიერთგაგების, შერიგების, მიტევების და აქტიური ყურადღების მეშვეობით.
ესაა მშვიდობის აუცილებელი და კონკრეტული ნიშნები. ოჯახებში, სამუშაოზე, თემებში, მთლიანად სამოქალაქო ცხოვრებაში, სოციალურ,ეროვნულ და საერთაშორისო კრებებზე განუწყვეტლად უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის.
კიდევ ერთხელ ვთქვათ ხმამაღლა: "პატივი ეცით ადამიანს.ისაა ღმერთის ხატი!"
მხოლოდ ვაჟკაცს და მამაცს შეუძლია წასვლა იქით საითაც აქამდე არავინ წასულა.
რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, რა რასისაც და ეროვნებისაც არ უნდა იყოთ, რა ფერის კანიც არ უნდა გქონდეთ, მდიდარი ხართ თუ ღარიბი, ძლიერი თუ სუსტი, ჯანმრთელი, ავადმყოფი თუ ხეიბარი, ყველა ბავშვის ღირსება ერთნაირია ღმერთის თვალში.
ნამდვილი თავისუფლებაა საკუთარი თავისუფლების გამოყენება ჭეშმარიტი სიკეთისთვის თავისუფალი, მაშ, არის პატიოსანი, პასუხისმგებელი, გასაჭირში მყოფის გვერდით მყოფი და შემწე ადამიანი.
გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ რათა დიალოგის ხმამ აჯობოს ძალის ხმას.
ჭეშმარიტი მშვიდობა არ იქნება თუ კი არ ვიცავთ და არ ვაძლიერებთ სიცოცხლეს.
თქვენ ხართ საზოგადოებათა და ერთა, ყოველი ოჯახის და მთელი კაცობრიობის ახალგაზრდობა. ჩვენ გიყურებთ ვინაიდან თქვენი წყალობით ჩვენც ერთგვარად მუდამ ახალგაზრდები ვართ.ამიტომ თქვენი ახალგაზრდობა სიკეთეა მთელი კაცობრიობისთვის.
"გიყვარდეთ თქვენი მტრები". რა იქნებოდა ადამიანის სიცოცხლე იესოს რომ არ ეთქვა ეს სიტყვები?
ადამიანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის ბუნებრივია აბსოლუტის, არსებობის აზრის და სისავსის ძიება.
ძვირფასო ახალგაზრდებო, არასოდეს დაკმაყოფილდეთ უმაღლეს იდეალებზე უფრო დაბალით! სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდონ ცხოვრებაზე გულგატეხილებმა ვისაც აღარ ესმით მათი გულის ყველაზე ღრმა და ყველაზე ნამდვილი წადილი.
თქვენ სწორე ხართ როდესაც არ ყვებით უგემურ და უაზრო გართობებს, წარმავალ ცვალებად მოდას, სამყაროს და მოვლენათა სირთულის არმცნობ პროექტებს.
თუ თქვენ შეინარჩუნებთ უფლის დიდ წადილებს მაშინ თავს აარიდებთ ჩვენს საზოგადოებაში ესოდენ გავრცელებულ უსახურობას და კონფორმიზმს.
იესო მოვიდა ადამიანებს და ხალხებს შორის კავშირების განსამტკიცებლად რათა ადამიანები მასში ძმები იყვნენ.
ადამიანში არის მარტო საკუთარ თავზე ფიქრის, ინტერესთა ცენტრში საკუთარი თავის დაყენების, ყველაფრის საზომად საკუთარი თავის დანახვის ტენდენცია.
ქრისტიანი, პირიქით, უარყოფს საკუთარ თავში ჩაკეტვას და ის არ აფასებს არაფერს საკუთარი ინტერესების შესაბანისად.
ის ცხოვრებას იაზრებს ძღვენის და უანგარობის და არა დაპყრობისა და დაუფლების ცნებებით.

ყოველი კონტინენტის ახალგაზრდება, უშიშრად იყავით ახალი ათასწლეულის წმინდანები! იყავით სამყაროს გულში, მიუნდობლობის ღამეში მოელვარე ლამპრები.
დაე ელვარებდეს თქვენი რწმენის სინათლე იქ სადაც არის სიძულვილის და სასოწარკვეთილების ბურუსი.
დაე თქვენი ოპტიმიზმი და იმედი კაშკაშებდეს ეგოიზმის და ძალადობის წყვდიადში, დაე ენთოს თქვენი სიყვარულის ცეცხლი.
კეთილი სამარიტელი არის ის ადამიანი ვინც განიცდის სხვის ტანჯვას,ვისაც აწუხებს მოყვასის უბედურება. მაშ საჭიროა საკუთარ თავში თაბაგრძნობის უნარის განვითარება.
ბავშვში არის ის რაც არ უნდა დააკლდეს იმას ვისაც სურს ცათა სასუფეველში შესვლა.
ცათა საუფეველი არის ბავშვებისავით გულუბრყვილოებისათვის, ბავშვებისავით მიმნდო ძალდაუტანელობით სავსეებისთვის, ბავშვთა მსგავსად წმინდებისთვის და სიკეთით მდიდრებისთვის.
ძვირფასო ახალგაზრდებო, ყველას სურს სიყვარულის გაღება და მიღება. მაგრამ გულწრფელი სიყვარულის განცდისთვის გული უნდა გაუღოთ იესოს და უნდა გაიაროთ იესოს მიერ თავისი ცხოვრებით გახსნილი გზა. ესაა საკუთარი თავის მიძღვნის გზა.
მე ვარ ახალგაზრდათა მეგობარი, მაგრამ ვარ მომთხოვნი მეგობარი. თქვენ ნამდვილად გყავთ ბევრი მეგობარი, მაგრამ ყოველთვის ვერ დარჩებით მეგობრებთან ერთად.
იესო, პირიქით, არის მეგობარი რომელიც არ დაგტოვებთ არასდროს.
ის ყველას გიცნობთ პირადად. მან იცის თქვენი სახელები. ის ყოველ დღე არის თქვენთან. მას უხარია თქვენი სიხარულით და ის განუგეშებთ ტანჯულებს და ნაღვლიანებს.
იესო არის მეგობარი რომლის გარეშეც ვერ ვიქნებით მას შემდეგ რაც შევხვდით მას და გავიგეთ რომ მას ვუყვარვართ და ელის ჩვენს სიყვარულს.
ჩვენ უნდა პატივი ვცეთ ერთმანეთს და წავახალისოთ ერთმანეთი სიკეთის ქმნაში რასაც მივყავართ ღმერთისკენ.
ეს საუკუნე მოკირწყლულია პროექტებით რომლებიც ადამიანის ტანჯვის შემსუბუქების მაგივრად ამძიმებენ მას....
საჭიროა იმედის უფრო ღრმა და უსასრულოდ უფრო შემოქმედებითი ძალა.
სიცოცხლეში ნამდვილად არის საკრალური და რელიგიური ღირებულება რომელიც არაა გასაგები მარტო მორწმუნეებისთვის.
გონების შუქზე მისი გაგება ძალუძს ყველა ადამიანს.
ფრანგული გამოცემა, ფლამარიონი,2004 |
სამყაროს, რომელსაც თქვენ მიიღებთ მემკვიდრეობით დიდად სჭირდება ძმობის და ადამიანური სოლიდარობის განცდის განახლება.
ამ სამყაროს სჭირდება განკურნება ღვთაებრივი სიყვარულის სიმდიდრით და მშვენიერებით.
სამყაროს დღეს სჭირდება ამ სიყვარულის მოწმეები.
მას სჭირდებით თქვენ როგორც მიწის მარილი და სამყაროს სინათლე.
ომით მარცხდება მთელი კაცობრიობა.
ახალი საუკუნე,ა ხალი ათასწლეული ეხსნება იესოს შუქს.
მაგრამ ბევრი ვერ ხედავს ამ სინათლეს და ჩვენი დიდი ამოცანაა ვიყოთ მისი ანარეკლი.
ღმერთი მოვიდა ჩვენს შორის საცხოვრებლად იმიტომ რომ ჩვენ ვიცხოვროთ მასში.
თუ კი გსურთ მშვიდობა გაუღეთ გული იესოს.
თუ კი გსურთ მშვიდობა მიიღეთ ქრისტე...
ეძებეთ ქრისტე ყველა მათში ვინც თქვენთან ერთად იზიარებს ადამიანის ბუნების ღირსებას.
ამ სამყაროს დღეს როგორც არასდროს სჭირდება თქვენი სიხარული და პასუხისმგებლობა.
თქვენ ხართ ჩემი იმედი...არ დაუშვათ ამ იმედის სიკვდილი
ჩვენ არ დავიყვანებით ჩვენი სისუსტეების და ჩვენი შეცდომების ჯამზე.
პირიქით, ჩვენ ვართ მთელი ის სიყვარული რომლითაც ვუყვარვართ მამას.
No comments:
Post a Comment