10.03.2012

სოკრატისტი რაზი და მისი სულიერი მედიცინა-1:

"სოკრატეა ჩემი იმამი",ამბობდა აღმოსავლური და დასავლური მედიცინის არაბი კლასიკოსი რაზი //865—925//.
სოკრატე და მისი მოწაფეები,
აღმოსავლური მინიატურა
ალ-რაზი ჟერარ დე კრემონის //1250-1260// სამედიცინო ნაშრომების კრებულში.

სულიერი მედიცინა წარმოდგენილი და თარგმნილი რემი ბრაგის მიერ. პარიზი, ფლამარიონი,2003.

ესაა მორალის ტრაქტატი დიდ სათნოებათა სიკეთეზე და სხვადასხვა მანკიერებათა საშიშ,მავნებელ ხასიათზე. ტონი არაა დიდად ისლამური,ის უფრო ჰგავს ბერძნულ, განსაკუთრებით კი ეპიკურეულ სიბრძნეს. ფრაგმენტები.

La médecine spirituelle. Présentation et traduction par Rémi Brague, Paris, GF Flammarion, 2003, 206 p.
Dans cet ouvrage, R. Brague nous offre la traduction complète du Ṭebb al-rūhānī du grand médecin iranien Muḥammad ibn Zakariyyā al-Rāzī, le Rhazès du Moyen Age latin. Il s’agit d’un des rares textes de philosophie qui nous soit resté de l’esprit fort et original que fut Rhazès. Nous avons affaire à un traité de morale, dissertant sur les bienfaits des grandes vertus et les dangers des divers vices. Le ton n’est guère islamique, il évoque plutôt la sagesse grecque, épicurienne notamment. La traduction de R.B., très claire, précise et étayée de notes, est précédée de 50 pages d’introduction présentant le temps, le milieu et la pensée assez controversée, anti-prophétique de Rāzī. Un ouvrage fort utile bien sûr pour présenter la pensée médiévale orientale dans sa diversité.

მუჰამად იბნ ზაკარია ალ-რაზი ბიოგრაფების თქმით  უნდა დაბადებულიყო 865 წელს  დღევანდელი თეირანის  გარეუბნად ქცეულ ქალაქ რაიში.

რაზი უნდა გარდაცვლილიყო ისევ რაიში 925-935 წლებს შორის.
         
მას მედიცინა უნდა აღმოეჩინა მოგვანებით,მას შემდეგ რაც მისდია სხვადასხვა ხელობას, განსაკუთრებით ალქიმიით დაინტერესების შემდეგ. ის უნდა ყოფილიყო თავისი მშობლიური ქალაქის საავადმყოფოს ხელმძღვანელი,შემდეგ კი ხალიფა ალ-მუკტაფის //901-907// მას უნდა ეხელმძღვანელა ბაღდადის საავადმყოფოსთვის. ხალიფას სიკვდილის შემდეგ ის დაბრუნდა ქვეყანაში. ...
           
ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით იმაზე თუ რა ინტელექტუალური სკოლა გაიარა რაზიმ. მის მოძღვრებს შორის ასახელებენ ვინმე ალ-ბალხის, რომელზეც მხოლოდ ის ვიცით რომ ის იყო ბალხიდან,ძველი ბაქტრიიდან... მის თანამოწაფეებს შორის არაბულად და უფრო სპარსულად მწერალი პოეტი აბუ ჰასან შუჰაიდ ალ-ჰუსაინ ალ-ბალხი.
   
შემორჩა მისი წიგნის ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტების თანახმად ალ-ბალხი ფიქრობდა რომ სულიერი სიამოვნებებია ჭეშმარიტი სიამოვნებები და არა ფიზიკური სიამოვნებები რომლებიც ფაქტიურად ტკივილებია. 
          
რაზი თითქოს ეკამათებოდა მას ამ თემაზე ამ წიგნის უარყოფის ფორმით.
       
რაზი აღიარებულია მაჰმადიანური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ექიმად. მისი ღვაწლი მედიცინის სფეროში უზომოა:
             
ფ. სეგზინი არაბული ლიტერატურის თავის ბიბლიოგრაფიულ ისტორიაში გვაძლევს 76 ნაშრომის სიას. მათი ხელნაწერები გვაქვს. მანვე ახსენა მისი ჩვენთვის მხოლოდ სათაურებით ცნობილი მრავალი ათეული ნაშრომი.
          
რაზის დაწერილი აქვს მრავალი მონოგრაფია და მათგან ერთ-ერთი."მედიცინის ხელოვნება",ამას წინ თარგმნეს და გამოსცეს ესპანურად....
      
რაზის სახელი გასცდა არაბული სამყაროს საზღვრებს. მისი ნაშრომები მე-12 საუკუნეში ითარგმნა ლათინურად. 
           
თარგმანების მეშვეობით რაზი გახდა აღმოსავლური და დასავლური მედიცინის კლასიკოსი...
           
რაზი დაინტერესებული იყო ალქიმიითაც,რომელიც იმხანად ძნელად განსხვავდებოდა ახლად გაჩენილი ქიმიისგან. რაზი არ ყოფილა დაინტერესებული დისციპლინის ოკულტური ასპექტით.  ის წმინდა ექსპერიმენტატორი იყო და ექსპერიმენტებს იყენებდა ზებუნებრივი ფენომენების მიმართ თავისი სკეპტიციზმის დასადასტურებლად. 
              
რაზი თავს თვლისა ფილოსოფადაც,მაგრამ მის ამ პრეტენზიას არ იზიარებდნენ  განსაკუთრებით არისტოტელეს მკაცრად მიმდევრები და ის გააკრიტიკა სახელგანთქმულმა ალ ფარაბიმ...
                
რაზი ფილოსოფიაში თავისუფლად მოაზროვნე იყო.
     
იმხანად დიდი გამონაკლისი,ის უარყოფდა ძველ სწავლულთა ავტორიტეტს  და იზიარებდა განმანათლებელთა სტილის პროგრესის იდეას.   
           
პროგრესის რწმენა რაზის დაუჯდა აბსოლუტურად საბოლოო ჭეშმარიტების იდეის უარყოფად. 

ის უარყოფს მის ხანაში გავრცელებულ ელიტიზმს და ავლენს გამწვავებულ ეგალიტარიზმს. 
            
მისი აზრით ყოველ ადამიანს ძალუძს უმაღლესი ცოდნის წვდომა. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ სიბეჯითით სწავლაში.
     
მაგრამ რაზის როგორც ჩანს ეს იდეა სჭირდებოდა მხოლოდ შიიტებთან ბრძოლისთვის, დანარჩენ კაცობრიობაზე უფრო მაღალი და ამდენად აუცილებელი იმამის იდეის უარსაყოფად.  ის თვლიდა რომ ყველასთვის მისაწვდომი მეცნიერების წვდომა თავისი საკუთარი ძალისხმევით მოახერხა მხოლოდ მან.
              
რაზი უარყოფდა დიდ სწავლულებსაც,მაგალითად თავის მასწავლებელ გალენს,მაგრამ განსაკუთრებით მკაცრად ის ეპყრობოდა არისტოტელეს.  არადა არისტოტელე როგორც მისი მომხრეების ისე მოწინააღმდეგეების მიერ თვითონ ფილოსოფიის განსახიერებად ითვლებოდა.  
     
"არისტოტელე ამას ამბობდა,მე კი ამას ვამბობ", ამბოდა რაზი...
               
მაგრამ რაზი არ უარყოფდა წარსულის ყველა დიდ ფიგურას.
              
"სოკრატეა ჩემი იმამი", ამბობდა რაზი.
         
მაგრამ ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. იმამი არის ის ვინც მიდის წინ და ვისაც მიყვებიან სხვები. მაშ ამ სიტყვით შეიძლება აღვნიშნოთ ფილოსოფოსი.
           
 მაგრამ იმხანად იმამი იყო რელიგიური ლექსიკონის სიტყვა და ნიშნავდა ან უბრალოდ ლოცვის ხელმძღვანელს ან,შიიტებისთვის,მუჰამედის მემკვიდრეს.
       
რელიგიის ყოველგვარ ფორმას დაპირისპირებული რაზი იმამს სოკრატეს უძახის და ეს ნიშნავს იმას რომ მისთვის მხოლოდ ფილოსოფიას ძალუძს რელიგიების დაპირებათა აღსრულება.

ამავე დროს სოკრატეს არჩევა მეგზურად იძლევა ყველა მეგზურის თავიდან მოშორების საშუალებას ვინაიდან სოკრატეს არაფერი დაუწერია,არ უქადაგია არანაირი დოქტრინა და გამოირჩეოდა მხოლოდ გარკვეული შინაარსის არმქონე ცხოვრების წესით.
           
სოკრატეს გამოცხადება იმამად,მაშ,არის ორმაგი წიხლის მირტყმა ყველა ტრადიციისთვის.
                    
რაზი იყო თავისუფლად მოაზროვნე რელიგიაშიც.  

რელიგიაში რაზი აღიარებს ღმერთს მაგრამ ის უარყოფს წინასწარ,ეტყველებას და მეგზურის,წინამძღოლის //იმამის// აუცილებლობას.  ამიტომ მას გააფთრებით ებრძოდნენ ისმაელელები რომლებისთვისაც იმამატის საკითხი უფრო მწვავეა ვიდრე სუნიტებისთვის.
                
წინასწარმეტყველების უარყოფაში რაზი არაა მარტო. ისლსმის ორთოდოქსია მის არ ყოფილა ისე ნათლად დამყარებული როგორც ეს იყო შემდეგ, ჩამოყალიბებული და ზოგის თქმით გახევებული სუნიზმის საერო მკლავად გადაქცეული თურქ-სელჩუკების დროს.
    
რაზის დროს ხშირია ერთი მხარიდან მეორეზე გადასვლა. 
          
ზოგი ბედავს წმინდა წიგნების წინააღმდეგობათა კრიტიკას....
           
რაზის თავისუფალი აზროვნება არაა ათეიზმი. მის დასახასიათებლად უფრო ზუსტი იქნება დეიზმის ცნება. 
  
ასეთია დიდ ექიმად აღიარებული რაზი რომლის ფილოსოფოსობასაც არ სცნობდა არავინ.
          
რაზის ხანა:    
გეოგრაფიულ პლანში რაზის ცხოვრება მიმდინარეობდა ირანში და ერაყში. ქრონოლოგიურად მისი ცხოვრების წლებია  865—925. 
     
იმ დროს ეს რეგიონები უკვე ორ საუკუნეზე მეტია რაც ცხოვრობენ მაჰმადიანური რეჟიმის პირობებში. 632 წელს გარდაცვლილი მუჰამედის პირველი მემკვიდრეების შემდეგ თემი გაიყო. 661 წელს მუჰამედის ბიძაშვილ და სიძე ალის ხელისუფლება დაათმობინეს ომეიადების დინასტიის დამფუძნებლის სასარგებლოდ. 
              
ალის მომხრე შიიტებმა 750 წელს ხელი შეუწყვეს ომეიადების დამხობას,მაგრამ ძალაუფლება დარჩა აბასიდებს რომლებმაც ხელისუფლება შეინარჩუნეს 1258 წლამდე,მონღოლების მიერ ბაღდადის აღებამდე.  
      
ისლამის მათი ფორმა აცხადებს პრეტენზიას ტრადიციისადმი ერთგულებაზე,ისინი არიან სუნიტები.
   
შიიტებისთვის წინასწარმეტყველის ლეგიტიმურობა გადაეცემა ალის ოჯახში თაობიდან თაობაში.  მემკვიდრეს  რომელსაც ძალუძს მაჰმადიანთა თემის ხსნისკენ წაყვანა ჰქვია იმამი. ხაზი წყდება იმამის გაქრობასთან ერთად. ლაპარაკი არაა იმამის სიკვდილზე. იმამი მიიმალება და გამოჩნდება ესქატოლოგიურ ხანაში. 
        
შიიტეები იყოფიან ამა თუ იმ პირის უკანასკნელ იმამად აღიარების შესაბამისად.   ზოგი აღიარებს 7 იმამს 765 წელს იმამი ისმაელის გაქრობამდე. მათ ჰქვიათ ისმაელიტები. სხვები აღიარებენ 12 იმამს რომელთაგან უკანასკნელი გაქრა 874 წელს.

  მეათე საუკუნეში იყო შიიტების აპოგეა. ისმაელიელები მაშინ წარმოადგენდნენ შიიზმის განსაკუთრებით გესლიან შტოს. სწორედ მათ უკავშირდებიან კარმატების მსგავსი ექსტრემისტი რევოლუციონერები.
           
კარმატების ერთი ჯგუფი 907 წლამდე მოქმედებდა სირიაში. მეორე ბაჰრეინის კუნძულზე არსებული მისი ბაზიდან არ ასვენებდა ერაყს მეათე საუკუნის დასაწყისში.
         

წიგნი რუსულადაცაა 
გამოცემული 

რაზი ვერ მოესწრო მათ უდიდეს წარმატებას. მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ,929 წელს,კარმატებმა დაიპყრეს ქააბას სახელგანთქმული შავი ქვა.
       
რაზის ცხოვრებაში გაჩნდა ისმაელიზმის სხვა ტენდენცია-ფატიმიდთა ტენდენცია.  მათ დიდი პოლიტიკური წარმატება მოიპოვეს 909 წელს როდესაც მათმა ბელადმა ვინც თავისი თავი გამოაცხადა მაჰდიდ,ერთგვარ ესქატოლოგიურ შურისმგებლად,დაიპყრო იფრიკიია//დაახლოებით თანამედროვე ტუნისი//. ფატიმიდებმა 969 წელს დაიპყრეს ეგვიპტე.
         
თეორიულად აბასიდთა დინასტიის სუნიტი ხალიფები დღესაც მეფობენ ბაღდადში,მაგრამ სინამდვილეში მათი ძალუფლება დაიმსხვრა ნომინალურად მათ სუზერენიტეტის ქვეშ მმართველი დინასტიებისთვის გადაცემით. ეს დინასტიები კი ებრძვიან ერთმანეთს. პროვინციები ხშირად იცვლიან მმართველს.  ირანი,სადაც ცხოვრობდა რაზი,867 წლიდან არის საფარიდთა დინასტიის გავლენის ქვეშ. მაშინ აღზევდა სამანიდთა მეორე დინასტია, ისმაილ სამანიდმა 900 წელს დაამარცხა საფარიდი ამრ ბ.ლაიტი რომელიც 902 წელს სიკვდილით დასაჯეს ბაღდადში. 910 წლიდან საფარიდებმა დაკარგეს ყოველგვარი დამოუკიდებლობა.
               
კულტურული კონტექსტი:      
 ისმაელელთა სამხედრო აქტივობას თან ახლდა დოქტრინალური აზრი და პროპაგანდა. რაზიში ისინი ხედავდნენ განსაკუთრებით საშიშ მტერს. ...
    
რაზი ცხოვრობდა  "ველური" სუფიზმის აპოგეაში რომელიც გაგრძელდა 922 წლამდე,ბაღდადში ალ-ჰალაჯის გასამართლებამდე და სიკვდილით დასჯამდე.

 სუფიზმი დაბრძენებული და ნაკლებად ხმაურიანი ფორმით ისევ გამოჩნდა მხოლოდ ერთი საუკუნის შემდეგ. 1046 წელს გამოჩნდა ქუშავის სახელგანთქმული წერილი რომელშიც ის იცავს სუფიზმის სრულყოფილ ორთოდოქსიას. 
           
და მხოლოდ მე-11 საუკუნის ბოლოს წარმოადგინა ალ-ღაზალიმ სუნიზმის და სუფიზმის სტაბილური სინთეზი.
             
გაბარბაროსებულ ევროპაში მივიწყებული ბერძნული მემკვიდრეობის არაბულად თარგმნა დაიწყეს მე-9 საუკუნის დასაწყისში. 
       
კლავდიუს გალენი
მეათე საუკუნიდან კი ბერძნული მემკვიდრეობით გამდიდრებული არაბული კულტურა იძენს ერთგვარ დამოუკიდებლობას. მას შეუძლია ბერძნული კულტურის გაგრძელება,გაუმჯობესება,მეტიც,შესწორება. 
             
ამაზე მოწმობს ის რომ ზოგი ნაშრომის სათაური თავხედურად ახსენებს სახელოვან წინამორბედებს. 
                 
ამაზე მოწმობს თვითონ რაზის ნაშრომი "ეჭვები გალენზე".
          
ამ თარგმანებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექიმი და ფილოსოფოსი გალენის //129-199// თარგმანებს.  მათ გარეშე რაზი როგორც ექიმი და რაზი როგორც ფილოსოფოსი სულ სხვანაირი იქნებოდა.
          
თვითონ გალიენი არ შემოიფარგლებოდა მარტო სხეულის მკურნალობით და იყო მორალისტიც. 
            
ჩვენ გვაქვს გალენის ნაშრომთა მრავალი არაბული თარგმანი  სადაც გალენი ლაპარაკობს მორალზე ან მის ფიზიოლოგიურ  კონდიციონირებებზე.
            
რაზი ექიმია და ნორმალურია რომ გალენი ყოფილიყო მისი მასწავლებელი იმაში რაც შეეხება სხეულის მკურნალობას. ნორმალურია ისიც რომ გალენი არის  რაზის სულიერი მედიცინის მთავარი წყარო. 
               
რაზის ტექსტის მრავალი პასაჟის წყარო უნდა იყოს გალენის ნაშრომი "ზნე-ჩვეულებებზე" //გაგრძელება იქნება//.

 //"იმამი" სოკრატეს მიმდევარი დიდი რაზი იყო პერგამში დაბადებული და ჰიპოკრატეს შემდეგ  უდიდესი ექიმი კლავდიუს გალენის მოწაფე//. 


No comments: