10.04.2012

არაბი სოკრატისტი რაზი, სულიერი მედიცინა-2:

არაბი სოკრატისტი რაზის თქმით ბოროტ ადამიანთა სულები მათი სიკვდილის შემდეგ იქცევიან ნორმალურ ადამიანთა მტანჯველ დემონებად და იტანჯებიან თვითონაც.
სოკრატე და მისი მოწაფეები,
აღმოსავლური მინიატურა
ცნობდეთ ხალხს - ქართველსოკრატე მამარდაშვს თაყვანსმცემლებლებსაც ალბათ დანტერესებთ რომ "სოკრატეა ჩემმამ", ამბობდა აღმოსავლურდა დასავლურმედს არაბკლასკოს რაზ//865—925//.
                
5 პრინციპი და სამყაროს საწყისი  გადმოცემული ალ-ბირუნის მიერ:       
"არსებულში არიან ცოცხლები და,მაშ, გვერდს ვერ ავუქცევთ სულს. და მათ შორის არიან გონიერი არსებები და არის ხელოვნება რომელიც აღწევს სიზუსტის მწვერვალს. მაშ,გვერდს ვერ ავუქცევთ სწავლულ და ზუსტად მოქმედ შემოქმედს რომელიც აძლევს სრულყოფილებას იმას რაც შეიძლება სრულქმნილი იყოს. ვისგანაც მომდინარეობს გონების ძალა ხსნისთვის". 
                 
რაზი თითქოს ორიგინალურად ხსნის სამყაროს საწყისს. მისი კოსმოგონია წარმოდება მითის სახით. ჩვენ არა გვაქვს თვითონ რაზის ვერსია. ჩვენს ხელთაა მესამეთა მოწმობები...  აი ფახრ ალ-დინ რაზის ვერსია:           



"არსებობს სრულყოფილი ცოდნის და სიბრძნის შემოქმედი რომელსაც არ ახასიათებს არც უყურადღებობა და არც უგულვებელყოფა. მისგან მომდინარეობს ინტელექტი ისე როგორც სინათლე მოდის მზის ბადროდან,...მან ყველაფერი იცის სრულყოფილად.  რაც შეეხება სულს, მისგან მომდინარეობს სიცოცხლე ისე როგორც სინათლე მომდინარეობს მზის ბადროდან,მაგრამ ის უმეცარია და არ იცის ის რაც არ განუცდია.
         
შემოქმედმა იცოდა რომ სულს ძალიან იზიდავდა მატერია,სურდა მატერია და ხორციელი სიამოვნება, ეზიზღებოდა მატერიისგან მოშორება და სურდა თავდავიწყება. 
         
სრულყოფილად ბრძენმა შემოქმედმა სულის მატერიასთან დაკავშირების შემდეგ  სრულყოფილად შექმნა ცა და ელენტები,ცხოველების სხეულები...
           
შემდეგ მან სულს მისცა გონება და აღქმა. 
           
ამიტომ სულმა გაიხსენა თავისი სამყარო და გაიგო რომ ვერ განთავისუფლდებოდა ტანჯვისგან მანამდე სანამ დარჩებოდა მატერიალურ სამყაროში. 
           
ამის მცოდნე სულმა იცის რომ მის სამყაროში არის სიამოვნებები რომლებსაც არ ახლავს თან ტანჯვა. სულს უნდა ეს სამყარო და ადის იქ სხეულთან განშორების შემდეგ. სული იქ მარადიულადაა დიდებისა და ნეტარების მწვერვალზე".
         
არსებობს რაზის მითის ამის მსგავსი სხვა ვერსიაც:

"სრულყოფილად ბრძენ შემოქმედს არ ახასიათებს არც უყურადღებობა და არც უგულვებელყოფა. 
         
სიცოცხლე მომდინარეობს მისგან როგორც სინათლე მომდინარეობს მზის ბადროსგან.
           
შემოქმედი არის სრულყოფილი და წმინდა ინტელექტი.
         
სიცოცხლიდან გამომდინარეობს სული როგორც სინათლე მომდინარეობს მზის დისკოსგან.
           
მაგრამ სული მერყეობს  ინტელექტსა და უმეცრებას შორის. 
        
სული იკრებს გონებას და იღვიძებს მაშინ როდესაც უყურებს შემოქმედს.
             
მატერიის,წმინდა უმეცრების შემყურე სული უგულვებელყოფს და უყურადღებოა".

           
ეს პასაჟი იძენს ნეოპლატონურ ტონალობას/ შემოქმედი გაიგივებულია ინტელექტთან. სინათლის ხატი ცენტრალურია, ისევე როგორც ინტელექტ-სული-მატერიის იერარქია. განსაკუთრებით ბოლო ფრაზა ჰგავს პლოტინის ტექსტებს რომლებიც მიაწერეს არისტოტელეს და თარგმნეს არაბულად. ყველაზე ცნობილი არაბული თარგმანია "არისტოტელეს თეოლოგია". 
            
შესაქმე როგორც ღვთაებრივი გულმოწყალება:    
სამყაროს შექმნა ხდება ორ ეტაპად. ჯერ სულს მოუნდება ხილული,ხელშესახები სამყარო მაგრამ ის ვერ მოახერხებს მის მოწესრიგებას. მაშინ მის დასახმარებლად ჩაერევა ღმერთი და სწორედ ღმერთს მიჰყავს სრულყოფილებამდე ის რისი დასრულებაც ვერ შესძლო სულმა. 
             
სამყარო, მაშ, სულისთვის საყრდენი წერტილია გასაქცევად და არა ციხე. ავიცენა მიანიშნებს ამ იდეაზე.
           
ის ხსნის რომ ზოგი ძველი სწავლულის აზრით მატერიის არსებობა წინ უსწრებდა ფორმის არსებობას. აგენტს შემდეგ უნდა მიეღო ფორმა სპონტანურად ან მოწოდების გამო.
     
"როგორც ფიქრობდა ერთ-ერთი მათგანი ვინც მიიჩქარის იქითკენ რაც მათ არ ეხება და რომლებსაც არ აქვთ ასეთი თემის გაღრმავებისთვის საჭირო დონე სულს მოულოდნელად დაეკისრა მატერიის მართვა და მისთვის ფორმის მიცემა ,მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. ამის შემდეგ ჩაერია შემოქმედი,დაე განდიდდეს იგი, და საქმე ბოლომდე მიიყვანა

მინიშნება რაზიზე აშკარაა...
 
რაზი ლაპარაკობს სულის დაცემაზე და ამიტომ ზოგი თანამედროვე მკვლევარი მას გნოსტიციზმის გავლენის ქვეშ მყოფ მოაზროვნედ მიიჩნევს. 
         
მაგრამ რაზი სამყაროს სულაც არ თვლის ბოროტი ღმერთის ცუდ ქმნილებად.
        
პირიქით, სამყაროს მოწესრიგებით შემოქმედი ეხმარება სულს და აძლევს მას ამაღლების საშუალებას. 
          
ალ-ბირუნის აზრით რაზი განიცდიდა იმდროინდელ სპარსეთში ისევ ცოცხალი მანიქეიზმის გავლენას. ალ მასუდი რაზის ნააზრევში ხედავს პითაგორიზმის გავლენას და ა.შ... 
       
საზოგადოდ წინასწარმეტყველების უარყოფა
    
რაზი რადიკალურად უარყოფს წინასწარმეტყველებას. წინასწარმეტყველთა, პროფეტული რელიგიები არა მარტო ტყუილი რელიგიებია, ისინი კაცობრიობას ყოფენ ერთმანეთს დაპირისპირებულ სექტებად და ამიტომ საშიშებიც არიან რაზის აზრით. 
        
რაზის მიერ ამ რელიგიების უარყოფა სულაც არაა ათეიმზმი,პირიქით,ისაა ღმერთის გარკვეული კონცეფციის შედეგი.
           
ღმერთი რაზის აზრით კეთილგანწყობილი და გულუხვი,უშურველია ყველას მიმართ  და ჩვენც ასე უნდა გამოვიყენოთ ღმერთის მიერ ნაბოძები გონება როგორც ადამიანების ისე ცხოველების მიმართ.
         
ბოროტი იმსახურებს ზიზღს ღმერთისგან და ადამიანებისგან. 
       
ღმერთი არის ის ვინც გულუხვად იძლევა მეცნიერებას და სამაგიეროდ არ ითხოვს არაფერს ისეთს რაც აჭარბებს ადამიანის ძალებს. 
       
ღმერთის განსაკუთრებული ძღვენია გონება,ინტელექტი. მისი ემანაციის აღწერა ჰგავს წინასწარმეტყველებას:
         
ის სხსენებს,აღვიძებს,აფრთხილებს. 
         
ინტელექტის ყველაფერზე ემანაცია, ამდენად, ცვლის წინასწარმეტყველებას, არის ერთგვარი ბუნებრივი წინასწარმეტყველება.
           
ფალასიფებისთვის წინასწარმეტყველება არის ღმერთის ემანაცია წინასწარმეტყველთა ინტელექტზე. 
           
ამდენად ზუსტი არ იქნებოდა იმის თქმა რომ რაზი უარყოფს წინასწარმეტყველებას. უკეთესი იქნებოდა თქმა იმისა რომ ის უარყოფს ისტორიულ წინასწარმეტყველებებს ან,პირიქით,რომ ის აზოგადებს წინასწარმეტყველების იდეას.
      
იბნ ჰაზმის გადმოცემით რაზის უთქვამს :  "ცხოველთა//ცოცხალ არსებათა// ყველა სახეობაში არიან წინასწარმეტყველები".
           
ყურანის თქმით ყოველ ხალხს ჰყავდა თავისი წინასწარმეტყველი რათა არავის დაკლებოდა მაცნე //ყურანი XIII,7,XVI,36,XXXV,24//. 
           
რაზიმ ეს დებულება განავრცო ყველა ცოცხალ არსებაზე და ასე გააკეთეს სხვა მოაზროვნეებმაც...
               
ეტაფიზიკური მხარე ჰქონდა რაზის სოციალურ ეგალიტარიზმსაც.
           
განსაკუთრებული წინასწარმეტყველების უარყოფა:
 გონება საკმარისია ღმერთის შესამეცნებლად და ამიტომ განსაკუთრებული, კერძო, ისტორიული წინასწარმეტყველება ზედმეტია. 
           
გამოცხადებულ ნაწერთა კრიტიკას,მაშ,აქვს მეტაფიზიკური საფუძველი. მეტიც, წინასწარმეტყველება მავნეა,ისაა ფილოსოფიის მარცხის შედეგი. 
            
რაზი იტაცებს პლატონის ერთ-ერთ იდეას და აცხადებს რომ ფილოსოფიის მიზანი ცოდნის გარდა არის  სულთა განწმენდა: "სულები განიწმინდებიან მხოლოდ ფილოსოფიით", მაგრამ როგორია მათი ხვედრი როდესაც ვერ ახერხებენ განწმენდას? 
           
რაზი იტაცებს იდეას რომელიც საბოლოო ანგარიშით მოდის პლატონის "ფედონიდან":
         
თუ შეიძლება ასე ითქვას ცუდად მკვდარი სულები დაეხეტებიან მათი საფლავების არემარეში. 
           
რაზი ავითარებს ამ იდეას და ამბობს რომ ბოროტთა სულები გადაიქცევიან წინასწარმეტყველთა მტანჯველ დემონებად:
      
უმეცართა და ბოროტმოქმედთა სულები სხეულებისგან განშორებისას რჩებიან ამქვეყნად. ისინი სხეულების დატოვებისას ნანობენ ხორციელი სიამოვნებების დაკარგვას. ეს სიამოვნებები მათ იზიდავენ და აჩერებენ და ამიტომ  სულებს არ შეუძლიათ ბუნების საზღვრებს იქით გასვლა. 
             
ასეთი სული შედის მახინჯ სხეულში და დაეხეტება ამქვეყნად. ის თავბრუს ახვევს ადამიანებს და ასწავლის მათ ბოროტების კეთებას. ის ადამიანებს იტყუებს უდაბნოში რათა ისინი იქ დაიღუპონ. 
               
თავის წიგნში ღვთაებრივი "მეცნიერება" რაზი ამბობს რომ ბოროტმოქმედი სულები იქცევიან დემონებად,გამოეცხადებიან ადამიანებს და თავს ასაღებენ ღმერთის მიერ რჩეულ წინასწარმეტყველებად და ამიტომ ჩნდება უთანხმოებები ადამიანებს შორის. ადამიანთა მასები ჟლეტენ ერთმანეთს იმიტომ ისინი ასე განაწყვეს დემონებად ქცეულმა სულებმა.
     
ესაა მთავარი აზრი რელიგიებისადმი რაზის დამოკიდებულების გასაგებად.
     
რაზის თანახმად რელიგია არის ფილოსოფიის მარცხის შედეგი.  დემონად და წინასწარმეტყველის შთამაგონებლად ხდება ის ვინც ვერ მოახერხა საკუთარი თავის განწმენდა ფილოსოფიით.
   
რელიგია ეფუძნება სულის გაშეშებას.ჩაწერილი რელიგიების მიმდევართა სული ბრმად მისდევს იმას რასაც ასწავლიან მას მისი ბელადები.
       
ასეთი მორწმუნე უარყოფს ჭვრეტას პრინციპებისა რომლებსაც აღწევენ ძიებით და მეცნიერული სპეკულაციებით.
         
რაზის დროს იურიდიული სკოლები //მადჰაბები// იქმნებოდა რელიგიური პრინციპების ირგვლივ.  ტრადიციონალისტები კრიბავდნენ და არჩევდნენ მეტ-ნაკლებად ნამდვილ ტრადიციებს წინასწარმეტყველი მუჰამედის მოქმედებების შესახებ.  ითვლებოდა რომ მუჰამედის მოქმედება აკანონებს სამართლის წესს.
         
რაზიმ სასტიკად აიგდო მასხრად ეს მიდგომა. ის ამბობს რომ ადამიანები ეჩვევიან თხასავით წვერცანცარა მატყუარების მიერ წინააღმდეგობრივ ტრადიციათა ყალბად და არასწორად განმეორებას.

//გაგრძელება იქნება//.

No comments: