პაკისტანის სულიერი მამის, პოეტი და ფილოსოფოსი მუჰამედ იკბალის //1877-1938// აზრებიდან: "სიცოცხლის არსია საკუთარი თავის პოვნა";
"სამეფოს ბრწყინვალება იქნება თუ რესპუბლიკის სანახაობა, პოლიტიკას რელიგიის გარეშე მივყავართ მხოლოდ ტირანიამდე"
მისტიკოსი ამბობს რომ სიბრძნის ძღვენის მისაღებად აუცილებელია მოსპობა ყველაფრისა რაც მოდის საკუთარი თავიდან. ადამიანი ალტრუიზმის სასარგებლოდ უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი ეგოიზმისგან რომელიც არსებობს ყოველ ჩვენთაგანში.
ამის შემდეგ უკან უნდა მოვიტოვოთ დაუყოვნებლად შეტევაზე გადმოსული ამაოებები.
სწორედ ამ დროს იღვიძებს და მსოფლიოსკენ იხსნება ჩვენი სული და არა მხოლოდ ჩვენი თვალები.
ამ დარიგების დასასურათებლად აი სახელგანთქმული პაკისტანელი რეფორმატორი მუჰამედ იკბალის მოკლე პოემა რომელიც მან 1932 წელს გამოაქვეყნა "ჯავიდ ნამაში" ანუ "ძმობის წიგნში". მისი მეშვეობით ნათლად ვხედავთ ეგოს მოსპობის ეტაპებს.
"ხარ თუ არა შენ "სიცოცხლის", "სიკვდილის" თუ სიკვდილის //სიცოცხლეში //" ეტაპზე
შენი მდგომარეობის შესაფასებლად აიყვანე სამი მოწმე:
პირველი მოწმეა შენი საკუთარი სვინდისი - შეხედე, მაშ, შენს თავს შენი საკუთარი სვინდისით.
მეორე მოწმეა სხვა ეგოს სვინდისი - შეხედე, მაშ, შენს თავს სხვა ეგოს სვინდისის შუქზე.
მესამე მოწმეა ღმერთის სვინდისი - შეხედე, მაშ, შენს თავს ღმერთის შუქზე.
თუ შენ აუღელევებელი დარჩები ამ შუქის პირისპირ ჩათვალე რომ შენ ხარ მასავით ცოცხალი და მარადიული.
რეალურია მხოლოდ ის ადამიანი ვინც ბედავს დაინახოს ღმერთი პირისპირ!
რა არის "ამაღლება"?
მხოლოდ მოწმის ძიება.
შენი რეალობის საბოლოოდ დადასტურება შეუძლია მხოლოდ იმას ვისი დადასტურებაც გხდის მარადიულს.
ვერავინ დარჩება აუღელვებელი მასთან.
და ვინც ამას შესძლებს სინამდვილეში წმინდა ოქროსია.
განა მტვრის ნაწილაკი არ ხარ?
შეკარი შენი მეს ნასკვი;
მტკიცედ იდექი შენს უმცირეს არსზე!
რა დიდებულია საკუთარი მეს გაბრწყინება
და განცდა მისი კაშკაშისა მზის თანდასწრებით
გამოძერწე, მაშ, შენი ძველი ფორმა,
და შექმენი ახალი არსი
თუ არა და შენი მე ბოლია და მეტი არაფერი!"
//ყოველივე ამის და ამაზე მეტის წაკითხვა ფრანგული ენის მცოდნეს შეუძლია იაფფასიან და ყმაწვილკაცებისთვის გათვალისწინებულ ფრანგულ გამოცემაში ისლამი სიყვარულის სიბრძნე,სუფიური სიბრძნე // Malek Chebel,Islam sagesses d'amour, sagesses soufies,First Editions,Paris,2012//.
ალამა მუჰამად იკბალი//1877-1938// - პოეტი, ფილოსოფოსი და ბრიტანეთის ინდოეთის საზოგადო მოღვაწე,მოაზროვნე. ითვლება პაკისტანის სულიერ მამად, ამ სახელმწიფოს შექმნის მომასწავებლად. |

. |
No comments:
Post a Comment